შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა შემიყვარდა,მაშინ დავკარგე 2


9-12-2015, 10:52
ავტორი Gauqmda Gauqmda
ნანახია 2 348

ელოდა ამას გიორგისგან.ქუჩაში მიდიოდა თან ტიროდა,ვერ გაეგო რა გაეკეთებინა.გარეთ საშინლად წვიმდა,სულ დასველდა,თუმცა სიცივეს და დასველებას ვერ გრძნობდა,რადგან სტკიოდა,ძალიან სტკიოდა და ვერ ხვდებოდა ესეთი ძლიერი ტკივილი საიდან მოდიოდა.უნდოდა გიო მოეკლა,უნდოდა მისი მეხსიერებიდან სამუდამოდ წაეშალა,მაგრამ არ შეეძლო,ძალიან უყვარდა და ამიტომ.მიდიოდა,არ ჩერდებოდა,თან ფიქრობდა"რა ვქნა,როგორ მოვიქცე,როგორ გავაგრძელო მასთან ურთიერთობა,არ მინდა დავკარგო,მაგრამ სხვაგვარად არაფერი გამოვა.მას მე ვუყვარვარ,მეცანი ქუჩაში გავარდა,არ იცოდა საით წასულიყო,ეს მისთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო,არ მიყვარს ოღონდ სრულიად განსხვავებულად,რომ შემეძლოს მეც შევიყვარებდი,მაგრამ არ შემიძლია და არც მინდა.მინდა გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან.ის ისეთი დარწმუნებულია თავის თავში.თურმე თავს შემაყვარებს,თავხედი.კოცნა,კოცნა როგორ გაბედა,ეს უკვე მეტისმეტი იყო.არა ამით დამთავრდა ჩვენს შორის ყველაფერი.მორჩა,ამას არ ვაპატიებ."გზააბნეულივით დადიოდა ქუჩაში ანი,გიორგი კი ამ დროს კლასში იჯდა და ბედნიერი იყო რომ ეს შეძლო,შეძლო და სიმართლე თქვა,აღიარა ის რაც ასე აწვალებდა და აწამებდა.ახლა უკვე ღიად შეუძლია იბრძოლოს იმის მისაღწევად რაც უნდა.დრო გადიოდა,ერთი კვირა გავიდა და ანი სკოლაში არ გამოჩენილა,გიო უკვე ნერვიულობდა მაგრამ სახლში მისვლა არ უნდოდა ანისთან,ტელეფონის ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობდა.
ბოლოს გადაწყვიტა,მაინც სახლში მისულიყო და მივიდა კიდეც.კარი ქალბატონმა მაკამ გაუღო. -მაკა დეიდა როგორ ხართ?
-კარგად შვილო შენ როგორ ხარ?მოდი სახლში შემოდი.სად დაიკარგე რომ აღარ ჩანდი?თვალში მაკლდი აშკარად და თან ძალიან მოგვენატრე.
-მაკა დეიდა ანი სადაა?
-შენ რა არ იცი?ანი სოფელში წავიდა ბებიასთან.
-კი მაგრამ შუა სემესტრში?მერე სწავლა?
-რავიცი საყვარელო,მერეც მალე ვისწავლი,ცოტა დასვენება მინდაო და წავიდა,კიდევ რამდენიმე დღე დარჩება და შენ როგორ არ იცი არაფერი?
-ცოტა ვიჩხუბეთ და აღარ მელაპარაკება,ამიტომ არ ვიცი.კარგი მე წავალ, ანის რომ დაელაპარაკებით უთხარით რომ ვურეკავ მიპასუხოს.
-აუცილებლად გადავცემ ძვირფასო.
გიო ანის დედას დაემშვიდობა და გზას ფეხით გაუყვა ფიქრებში გართული," ნამდვილად მე გამირბის,დიდხანს ვერ გამექცევი ანუკი,ასე გაურკვევლობაში ორი წელი გავატარე და ასე ვეღარ გავაგრძელებ,მე მოვუღებ ამ გაურკვევლობას ბოლოს.შენ თუ გამირბიხარ,მე მოვალ შენთან,შენთან ჩამოვალ პატარა." ტელეფონი აიღო და ისევ ანის ურეკავდა,ის კი ისევ არ პასუხობდა.არაუშავს ერთხელ მარტო ხომ არ ვყოფილვარ სოფელში ანისთან,ჩავალ და თან სოფო ბებოსაც გავახარებ ჩემი სტუმრობითო,გაიფიქრა ბიჭმა.სასწრაფოდ სახლში წავიდა,ჩანთა აიღო,დედას უთხრა სადაც მიდიოდა და წავიდა.მთელი გზა იმაზე ფიქრობდა,ანის რომ შეხვდებოდა რა რეაქცია ექნებოდა,ნერვიულობდა,თუმცა ცდილობდა ეს არ შეეტყო,რაც უფრო უახლოვდებოდა ანის სახლს უფრო ცუდად გრძნობდა თავა,ისიც კი იფიქრა უკან ხომ არ დავბრუნდეო,თუმცა ამხელა გზა ტყუილად ხომ არ გამოვიარეო და ბოლოს როგორც იქნა ანის სახლამდეც მიაღწია.დაძახებაც არ დასჭირდა,ჭიშკართან დახვდა სოფო ბებო.გიო რომ დაინახა გადაეხვია,გულში ჩაიკრა და მოეფერა,როგორ გამახარე რომ ჩამოხვედიო,ანიმ რატომ არაფერი მითხრა შენს ჩამოსვლაზეო?მერე გიომ უათხრა რომ სიურპრიზი იყო ანასთვისაც და სახლში შევიდა.სოფო ბებომ მე მალე მოვალ შენ შედიო და კარებამდე მიჰყვა,თვითონ კი უკან დაბრუნდა.გიომ კარი შეაღო.
-ბებო მოხვედი?ასე მალე არ გელოდი.ნახე უკვე გამოვაცხვე ხაჭაპურები,როგორც მასწავლე ზუსტად ისე გავაკეთე.
-მართლა?ძალიან კარგი,საშინლად მშია და სწორედ დროა რომ მაჭამო. ანი გიჟივით გამოვარდა მისაღებში და გიო რომ დაინახა კინაღამ ცუდად გახდა.
-შენ,შენ აქ რას აკეთებ?
-შენთან ჩამოვედი პატარავ.
-როგორ გაბედე...
-გაჩუმდი გთხოვ,ახლა შენი ისტერიკის თავი არ მაქვს,ძალიან დავიღალე და მშია,მიდი შენი გაკეთებული ხაჭაპური მაჭამე რა.უთხრა და უცებ მოეხვია გოგოს.
-მომშორდი და აქიდანაც მოშორდი ახლავე.
-რა?მაგდებ?მერე სოფო ბებოს რას ეტყვი?
-რამეს მოვიფიქრებ,შენ წადი ოღონდ აქიდან.
-მაპატიე პატარავ მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ,მითუმეტეს უშენოდ.
-წადი გთხოვ,იქიდან შენს გამო წამოვედი,მარტო მინდოდა ყოფნა,დაფიქრება,განმუხტვა და შენ კიდწვ აქომაკითხე.თუ მართლა გიყვარვარ წადი აქიდან.
-ვიცი რომ ჩემს გამო წამოხვედი და სწორედ ამიტომ ჩამოვედი შენთან.ანუკი რომ გეუბნები უშენოდ არ შემიძლია მეთქი ჩემი არ გჯერა?
-ეს შენი პრობლემაა,მე არ მეხება,მე არ ვარ ვალდებული რაც შენ მოგინდება გააკეთო,ყველაფერი რომ ავიტანო.ასე რომ კეთილი ინებე და წაბრძანდი აქიდან,თან ახლავე.
-რაო,რაო?შენ რა ჩემს ბიჭს სახლიდან აგდებ ანანო შვილო?არ გრცხვენია?სტუმარს ასე სად ხვდებიან?ეს სადაური წესია?აბა ახლა ისე მოემსახურე როგორც საჭიროა.მოდი შვილო აქ დაჯექი,გათბი,გარეთ საშინლად ცივა.გიო ღუმელთან მიიყვანა და იქვე თბილად მოკალათდა,სოფო ბებო მხსნელივით მოევლინა იმ წუთას გიოს.
-გაიგე ანუკი სოფო ბებომ რაც თქვა?მიდი გელოდები.
-ამას არ გაპატიებ,ჩაიჩურჩულა ანიმ.
-იცით სოფო ბებო,ანი ჩემზე გაბრაზებულია და იმიტომ იქცევა ასე,თუმცა მალე გაუვლის,ხომ ასეა ანუკი?ხმამაღლა გასძახა სამზარეულოში მოფისფისე ანის.
-ვერ ეღირსები იდიოტო ამას. მოკლეთ მთელი საღამო კინკლაობაში გაატარეს,მერე სოფო ბებომ ოთახი მოუმზადა ბავშვებს.
-ბავშვებო ერთ ოთახში მოგიწევთ ძილი,ანი შვილო შენს საძინებელში დაიძინებთ,სტუმრების ოთახში მინაა შვილო გატეხილი და ძალიან ცივა.ასე რომ ერთად დაიძინებთ არაუშავს,მაინც სულ ასე გეძინათ ხოლმე.გაახსენა ბავშვებს ბებომ.
-ეგ არაფერი,რა პრობლემაა,ერთ ოთახში დავიძინებთ(გიო)
-უკვე გვიანაა შვილო,წადით დაწექით და დაისვენეთ.
-მივდივართ ბებო,ღამე მშვიდობისა,გიო მივიდა და აკოცა ბებოს,მერე ანის ხელი მოკიდა და საძინებლისკენ წაიყვანა,როგორც კი ოთახში შევიდნენ,გოგომ ხელი გააშვებინა.
-ასე რატომ იქცევი,რის მიღწევას ცდილობ?საერთოდ რა საჭიროა ეს სპექტაკლი?აქ რატომ ჩამოხვედი?
-შენ რა,მართლა ვერ ხვდები რომ სიყვარულში ტყუილად არ გამოგიტყდი?როგორ გგონია რაიმეს ვიტყოდი ისევ ძველებურად რომ მინდოდეს ყოფნა?არა პატარავ,მე გითხარი სანამ არ მეტყვი რომ გიყვარვარ მანამდე თავს არ დაგანებებ.
-გეყოფა გიორგი,გთხოვ გეყოფა,პატარა ბავშვივით ნუ იქცევი.ის რაც შეუძლებელია და არასდროს მოხდება,იმის ასრულებას ნუ ცდილობ.
-ამის უარსაყოფად მშვენიერი გამოთქმა არსებობს,არასოდეს თქვა არასოდეს პატარავ.
-გაჩერდი,დავიღალე,არ მინდა რომ ასე მოხდეს გესმის არ მინდა.
-კი მაგრამ რატომ?მე მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ,ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია,ხომ კარგად მიცნობ,იცი როგორი ვარ,მინდა ჩემი იყო ან გესმის?მხოლოდ ჩემი.ეს თვალები,მათი გამოხედვა,ტუჩები,მათი ღიმილი,მარტო ჩემი უნდა იყოს და სხვა არავისი.იცი რას ვგრძნობდი როცა ვინმე გეხებოდა,როცა ვინმეს შენს გვერდით ვხედავდი,სისხლი მიდუღდა,ვკვდებოდი და ამ ყველაფერს შენ ვერ ამჩნევდი.ის რასაც მე შენს მიმართ ვგრძნობ მარტო სიყვარული არაა,ის სიყვარულზე მეტია,ბევრად მეტი.
-გიო გაჩუმდი გთხოვ,ნუ აგრძელებ,ნუ მტანჯავ და თავსაც ნუ იტანჯავ.ტირილით სთხოვა გოგონამ.
-ან,ნუთუ არ გესმის რომ ეს ხუმრობა არაა,შენ ჩემთვის მთელი ცხოვრება ხარ,ცხოვრების მიზანი და მიზეზი ხარ.
-გაჩუმდი,გაჩუმდი ეს არ მოხდება,გესმის არ მოხდება.
-კი მაგრამ რატომ,რატომ ხარ ასეთი წინააღმდეგი?
-გიო მე სხვა მიყვარს,გესმის მე სხვა მიყვარს.იყვირა ანამ.
ამ სიტყვების გაგონებზე გიო გაშრა,თითქოს ძარღვებში სისხლი გაეყინა,მერე უცებ მოცელილივით დავარდა საწოლზე,თავი დახარა,ცოტახანს ხმა არ ამოუღია,მერე თავი აწია,ცრემლიანი თვალები ანის თვალებს გაუსწირა და ანის ჰკითხა?
-მატყუებ ხო?
-არა არ გატყუბ,მართლა სხვა მიყვარს,ამიტომ არ შემიძლია შენს გრძნობას გრძნობითვე ვუპასუხო.
-არა,მატყუებ,კარგად გიცნობ პატარავ,ვიცი როდის იტყუები და როდის ამბობ სიმართლეს,ამას იმიტომ ამბობ რომ გინდა გული მატკინო და თავიდან მომიშორო.
-არა,გეფიცები არ გატყუებ,თვალებში შემომხედე და მიხვდები გატყუებ თუ არა.მე სხვა მიყვარს გესმის,სხვა მიყვარს და ამას შენ ვერ შეცვლი.
-ვინ,ვინ გიყვარს მითხარი.
-ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს,უბრალოდ სხვა. გიო ადგა,ანისთან ახლოს მივიდა,სახე თავის ხელებში მოიქცია და თვალებში დაუწყო ყურება.
-ახლა გამიმეორე ის რაც წეღან მითხარი.
-გიო გთხოვ,თავს ნუ იტანჯავ,გაჩერდი გეყოფა.
-გაიმეორე მეათქი,იყვირა ბიჭმა.
-მე სხვა მიყვარს,ხმის კანკალით თქვა ანიმ და თან თვალები ვერ გაუსწორა გიოს.
-მატყუებ,ანი მატყუებ,ასე რატომ მექცევი,რატომ მტანჯავ?რატომ მეუბნები ტყულს,გინდა რომ ჩემი საქციელის გამო დამსაჯო?დამსაჯე,ოღონდ არა ასე,გთხოვ ოღონდ არა ასე.ის სხვა არ არსებობს, ვიცი რომ არ არსებობ,გთხოვ მითხარი რომ არ არსებობს.
-გიო,გთხოვ ნუ მაწცალებ. ბიჭი კიდევ უფრო ახლოს მივიდა გოგოსთან,ახლა უკეთ გრძნობდა მის სუნთქვას,გულის ცემას,ისევ მოიქცია სახე ხელებში და ერთხელ კიდევ აკოცა მის საყვარელ ბაგეებს.აკოცა იმხელა გრძნობით რომ ანის ჟრუანტელმა დაუარა ტანში.
-გიო,შეწყვიტე,ამას ნუ აკეთებ,ნუ მექცევი ასე.
-და შენ, შენ როგორ მექცევი პატარა,ხვდები მაიმც რას მიკეთებ?რას გრძნობ როცა მე გკოცნი,რას გრძნობ როცა ჩემი ტუჩები შენსას ეხება?შენთვის ეს რამეს ნიშნავს?
-არაფერს არ ნიშნავს,არც შენი შეხება და არც შენი კოცნა,ეს მის შეხებას და კოცნას ვერ შეედრება.
-რა?რას მეუბნები ანი?გინდა გამაგიჟო?ანუ იმ ვიღაცისთვის ნაკოცნი გაქვს?ანი ჭკუიდან ნუ გადამიყვან ხმა ამოიღე.შენ ერთს ამბობ,თუმცა შენი ბაგეები სხვას ამბობენ როცა მათ ვეხები.
-ისინი არაფერს არ ამბობენ,მხოლოდ იმას რაც მემინდა რომ ვთქვა,ხო მიკოცნია და ის იყო ჩემთვის ყველაფერი,პირველი და შეუდარებელი,ახლა რაც გინდა ისთქვი.
-ვინ არის?ვინ არის ის ბიჭი?გეფიცები მოვკლავ,არავის მივცემ უფლებას ვინმე ახლოს გაგეკაროს გესმის გოგო,არავის არასდროს,შენ მხოლოდ ჩემი იქნები და სხვისი არავისი.
-მე შენი არასდროს ვიქნები,მაპატიე მაგრამ ასეა.მე სხვა მიყვარს.
-აღარ გაიმეორო ეს სიტყვები,ვიცი ტყუილია,ნუ იმეორებ გესმის,ნუ იმეორებ.ანი ტიროდა,როცა ხედავდა გიო რა დღეში იყო,გიოსაც თვალები ცრემლებით ქონდა სავსე,სახე შეშლისისას მიუგავდა,არ უნდოდა დაეჯერებინა ის რაც ანუმ უთხრა.მერე უცებ გიჟივით წამოხტა და კარებში გავარდა,ანიმ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო.გიო მანქანაში ჩაჯდა და სადღაც წავიდა.ანი ხვდებოდა რაც ჩაიდინა და სიმწრისგან უკვე ტირილიც აღარ შეეძლო,მხოლოდ ამას იმეორებდა,გიო მაპატიე რომ მოგატყუე,სხვა გზა არ მქონდა,ეს შენთვის გავაკეთე.მთელი ღამე ტირილში გაათენა,გამთენიისას ტელეფონი აიღო და გიოსთან რეკავდა,თუმცა არავინ უპასუხა,ეშინოდა რამე ხომ არ მოუვიდაო,თან იმასაც ფიქრობდა,რამე რომ მოუვიდეს მარტო ჩემი ბრალი იქნებაო.მერე უცებ კარზე ბებომ დააკაკუნა.ანამ კარი არ გააღო,ისე უპასუხა
ბებო მე მეძინება,გიო კიდევ უკვე წავიდა,ამიტომ დამტოვე რა გთხოვ.ქალი უკან გაბრუნდა,ანიმ კი ტირილი დაიწყო ისევ.ცოტახანში ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა გიოსგან,მაშინვე გახსნა." იმისთვის თუ მირეკავ რომ გაიგო რამე ხომ არ დავმართე თავს,გეტყვი რომ არა,არაფერი არ მჭირს და დანარჩენი ალბათ არც გაინტერესებს.ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო."შეტყობინების ნახის მერე,კიდევ უფრო ცუდად იგრძნო თავი.კიდევ უფრო კარგად გააცნობიერა თუ რამხელა ტკივილი მიაყენა ბიჭის.რაც მთავარი იყო გაიგო რომ არაფერი მოსვლია,თუმცა პასუხი არ დაუბრუნებია,მთელი დღე თავის ოთახში იყო,მარტო საღამოს გამოვიდა,ისიც ბარგით და ბებოს დაემშვიდობა,მერე მანქანაში ჩაჯდა და ქალაქში დაბრუნდა.მთელი ღამე იმაზე ფიქრობდა გიოს სკოლაში რომ შეხვდებიდა რას გააკეთებდა და გადაწყვიტა არაფერიც არ გაეკეთებინა,ისე ჩავუვლი გვერდს ვითომ ერთმანეთს არც ვიცნობთო,თუმცა ეს არც ისე მარტივი იქნებოდა,ისინი კლასელები იყვნენ და თან გვერდიგვერდ ისხდნენ.დილა გათენდა,ანი სკოლაში წავიდა.მთელი დღე ელოდა გიოს გამოჩენას,თუმცა ამაოდ არ მოსულა.დღეები გადიოდა,ყველაფერი ისევ ისე იყო,ორ კვირაზე მეტი გავიდა და გიო ისევ არ ჩანდა.ანი ნერვიულობდა,მაგრამ არ ურეკავდა,არ უნდოდა რამე იმედის ნაპრრწკალი მაინც გაეჩინა მისთვის.თითქმის თვე გავიდა და მხოლოდ მაშინ მოვიდა გიო სკოლაში.დილით მივიდა,ჯერ დირექტოტთან იყო მერე კლასში შევიდა და ანის გვერდით დაჯდა,ხმა არ ამოუღია,თითქოს უცხოს გვერდით იჯდა.მთელმა დღემ ჩაიარა,ის უბრალოდ იჯდა და ხმას არ იღებდა.გაკვეთილები დამთავრდა,ყველა წავიდა,ანიც გაემზადა წასაავლელად,ჩანთა აიღო და წასვლა დააპირა,მაგრამ ისევ ნაცნობმა ხელმა დაიჭირა,თავისკენ მიიზიდა და სწრაფად მკერდზე მიიკრა,ჩაიხუტა ისე თითქოს უნდა რომ გოგო მთელი ორგანიზმით შეიგრძნოს,შეისრუტოს და თავისთვის დაიტოვოს.ანის წინააღმდეგობა არ გაუწევია,თვითონაც ძალიან ენატრებიდა და ესიამოვნა ეს ჩახუტება,თუმცა არაფერი უთქვამს.ცოტახანს ესე იდგნენ,მერე ბიჭი მოშორდა და ანის კარგად დააკვირდა.გოგო ცდილობდა ცრემლიანი თვალები დაემალა მაგრამ ვერ შეძლო.თავი მაღლა ააწევინა და უთხრა: -არ იტირო პატარავ,გთხოვ არ გინდა,კიდევ ნუ მატკენ გულს,არ შემიძლია შენი ცრემლების დანახვა.უბრალოდ რაღაცის სათქმელად მოვედი და წავალ მალე,აღარ შეგაწუხებ.18 თებერვალი გახსოვს რა დღეა?
-შენი დაბადებიდღე,აკანკალებული ხმით დაუბრინა პასუხი .
-კარგია რომ გახსოვს.მე მეგონა ჩემსას ყველაფერს დაივიწყებდი,ახლა ხომ სხვა გყავს და იმისი უნდა იცოდე ყველაფერი,მე ვინ ვარ.
-გიო გეყოფა გთხოვ,ამისთვის თუ მოხვედი,მე წავალ მეჩქარება.
-არა,მოიცადე,მინდა გთხოვო რომ ჩემს დაბადებისდღეზე მოხვიდე.მინდა ამ დღეს ჩრმს გვერდით იყო.
-ეს შეუძლებელია გიო,ნუ მთხოვ ვერ მოვალ.
-ანუკი,მე დაგელოდები,შენ მოხვალ,ახლა ნუ მეტყვი ნურაფერს.ზუსტად ერთ კვირაშია,იცოდე გელოდები.მერე ისევ მიუახლივდა გოგოს,ისევ ჩაეხუტა,თავზე აკოცა და წავიდა.ანი მოწყვეტილივით დაეშვა სკამზე და ტირილი დაიწყო."ღმერთო მომეცი ძალა გავუძლო,არ მინდა ვატკინო,არ მინდა ვაწყენინო".თავი მერხზე ედო და გონს დარაჯის ხმამ მოიყვანა,სკოლას ვკეტავ გოგინა,წასვლას არ აპირებ? ანი წამოდგა და სკოლა უსიტყვოდ დატოვა.სახლში წავიდა,ვერაფერზე ფიქრიბდა გიოს გარდა.ერთი კვირაც მალე გავიდა.დადგა გიოს დაბადებისდღე.დაბადებისდღე კლუბში გადაიხადა,მეგობრების წრეში,ყველა ატყობდა რომ დიდად ბედნიერი არ იყო,რაღაცას ნერვიულობდა და წამდუწუმ ტელეფონს უყურებდა.ანის ელოდა,სულ შემოსასვლელისკენ ჰქონდა მზერა მიმართული,თუმცა ის არ ჩანდა.ანი გაემზადა,გადაწყვიტა წასულიყო,მივიდა და კარებთან მისული უკან დაბრუნდა,მე რომ ახლა აქ შევიდე მას ისევ გაუჩნდება იმედი და მერე უკვე აღარაფერი ეშველებაო.ამიტომ უკან დაბრუნდა.გიომ დალევა დაიწყო,ცოტახანში იქაურობა მიატოვა,ბავშვები დატოვა და წავიდა.მალევე თავისი და გამოჰყვა უკან,გიო ძალიან სწრაფად ატარებდა მანქანას,ამიტომ რამდენჯერმე დაკარგა მხედველობის არუდან,თუმცა საბოლოოდ მაინც მიაგნო.მათ მეორე ბინაში იყო.ისიც შეჰყვა.გიოს ოთახთან მივიდა და კარის გაღება სცადა მაგრამ ჩაკეტილი იყო,მერე დაუძახა.
-გიო საყვარელო მარიამი ვარ,კარი გამიღე გთხოვ.
-მარიკუნა მარტო დამტოვე გთხოვ.
-კარი გამიღე,ვილაპარაკოთ, რა მოხდა მომიყევი,ასე ცუდად ეატომ ხარ?გთხოვ გამიღე.
-მარტო დამტოვე რომ გეუბნები,არავისთან არ მინდა ლაპარაკი. მარი კარს მიეყრდნო და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა,უცებ მსხვრევის ხმა გაიგო,მიხვდა გიომ დაამტვრია რაღაც,მაშინვე მეორე გასაღების ძებნა დაიწყო,როგორც იქნა მიაგნო და კარგი გახსნა.კინაღამ შეიშალა როცა ცენებ გადაჭრილი ძმა დაინახა.სასერაფოში დარეკა,მანამდე პირველადი დახმარება თვითონ გაუწია.
-რატომ გააკეთე ძამიკო ეს,რატომ?
-ანი,ანუკი,ის არ მოვიდა,მას მართლა არ ვუყვარვარ,დღეს დაამტკიცა,არც კი მომილოცა,არ გავახსენდი,მე კი მის გარეშე სუნთქვაც არ შემიძლია დაიკო,გესმია?არ შემიძლია,იმეორებდა და ტიროდა.ძალიან მთვრალი იყი და ნელნრლა გონებას კარგავდა.კიდევ კარგი სასწრაფი მალე მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.საკმაოდ ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგილი და ძალუან სუსტად იყო,თუმცა ანის სახრლს განუწყვეტლივ იმეორებდა.დილის ოთხი საათი იყო,როცა ანის ტელეფონმა დარეკა,დახედა და მარიამი რომ წაიკითხა მაშინვე უპასუხა.
-რა ხდება მარიამ?
-გიო,ის საავადმყოგოშია.
-რა?რა მოუვიდა,როგორაა?ცუდი ხომ არაფერია?
-ანი,გიომ ვენები გადაიჭრა,რომ არ მიმესწრო ის უკვე ჩვენთან აღარ იქნრბოდა.განუწყვეტლივ შენს სახელს იმეირებს,მოდი გთხოვ.ანიმ ტელეგონი გათიშა,წამოდგა და გამზადება დაიწყო წასასვლელად,თუმცა გადაიფიქრა,თან თავისთვის ხმამაღლა ლაპარაკობდა.ეს როგორ გააკეთა,იდიოტი,ახლა თუ გადარჩა მე მოვკლავ,ამას არ ვაპატიებ,
მისი სასჯელი ვიცი რაც იქნება.აღარასდრის აღარ ვნახავ,მორჩა გადავწყვითე.მერე ისევ გაიხადა და დაწვა.მთელი ღამე ძილი არ გაჰკარებია.დილას მარიამმა ისევ დაყრეკა.ანიმ უთხრა რომ არ ნახავდა.მარიამმა კუ მასთან შეხვედრა სთხოვა.ანი გაემზადა და წავიდა მასთან შესახვედრად.მარიამი ბევრს ეხვეწა მაგრამ ამაოდ.
-გთხოვ ანი,ჩემი ხათრით წამოდი ნახე.
-მაპატიე მარიამ მაგრამ არ შემიძლია.მე რიმ ახლა იქ მოვიდე ისევ დაუწყებს თავისებურად რაღაცეებს და ახლა კი ეს სასჯელი იქნება იმისთვის რომ ასეთი იდიოტია,ვგიჟდები როცა წარმოვიდგენ რა გააკეთა.
-ახლა თუ არ მიხვალ საბოლოოდ დარწმუნდება რომ არ გიყვარს.
-მეც ეგ მინდა,მიხვდეს რომ არ მიყვარს,არ მინდა ტყუილად იმედი მივცე და კიდევ უფრო დაიტანჯოს,სჯობს ახლა გადაიტანოს და მერე უკეთესად იქნება.
-კარგი,როგორც გინდა,მე აღარაფერი შემიძლია,კარგად იყავი ანი.
-გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,ოღონდ ეს მას არ უთხრა.კარგად. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.გიომ გაიგო რომ ანიმ ყველაფერი იცოდა,თუმცა მის სანახავად არც კი მივიდა.დარწმუნდა რომ ანის მართლა არ უყვარდა,იმდენად არ აინტერესებდა რომ ერთხელაც კი არ დაურეკა იმის გასაგებად თუ როგორ იყი.ძალიან უჭურდა,ამ ყველაფრის გაანალიზება და გადატანა.ბოლოს გამოსავალი იმაში ნახა, რომ ბიძასთან წავიდა საფრანგეთში.ანიმაც გაიგო მისი წასვლის ამბავი.გული სტკიოდა,გიოს ასე რომ ექცეოდა,ცუდად იყო მაგრამ მაინც აზრს არ იცვლიდა.წავიდეს,იქ ვინმე სხვას შეხვდება და მე დამივიწყებსო ფიქრობდა.ორი თვე ისე გავიდა რომ ერთმანეთს საერთოდ არ შეხმიანებიან.ანამ არც ისი არ იცოდა,გიო ისევ საფრანგეთში იყო თუ უკან დაბრუნდა.გამოცდების პერიოდი ახლოვდებოდა ამიტომ სხვა რაღაცეებისთვის დრო აღარ რჩებოდა,წიგნების გარდა უკვე არც არაფერზე ფიქრობდა,თითქოს ყვრლაფერი თავის ადგილზე დადგა,როცა ეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა,სწორედ მაშინ გამოჩნდა ისევ გიო,დიახ ის დაბრუნდა.



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

dzaan magari iyo yochag momewona ubralld me rom gios adgilze viyo vartymevinebdi tavs am debil gogos
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2  offline მოდერი Anye-Any

ძალიან დებილი გოგოა ეს ანა,გაააგრძელე და ნუ აგვიანებ.

 


№3  offline წევრი Zura Gela Salo

Mal-male dade ra axali tavebi.momwons kargia,gagrdzelebas velodebi.au ra sazizgari gogoa,gios adgilze saertod fexebze davikidebi.ox siyvaruls ra vutxari me :)

 


№4  offline წევრი Gauqmda Gauqmda

♡EPICLOVE♡
dzaan magari iyo yochag momewona ubralld me rom gios adgilze viyo vartymevinebdi tavs am debil gogos


ძალიან მიხარია რომ მოგეწონა,მადლობა რომ კითხულობ ჩემს ისტორიებს. <3

Anye-Any
ძალიან დებილი გოგოა ეს ანა,გაააგრძელე და ნუ აგვიანებ.


ბოდიში რომ დავაგვიანე,დავდე დასასრული და იმედია მოგეწონება,საკმაოდ ცუდად ვიყავი და მჭირდა წერა ამიტომ დავაგვიანე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent