შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლისთვალება ~2~


9-12-2015, 14:27
ავტორი black wolf
ნანახია 1 823

სახლში განვითარებული მოვლენებიდან 2 საათი გავიდა. სიჩუმე იყო მანამ სანამ ამ სიჩუმეს მონიკა არ დაარღვევდა.
-დედა მივიღე გადაწყვეტილება. ჩემს დაბადების დღეზე მათ დავპატიჟებ... (მონიკა)
-ჰო და აი ასე არ ჯობია?! უფრო მეტნი იქნებით. მაგრამ რაღაც გული მიგრძნობს რომ ნინი იქ რაღაცას იზავს (სოფო)
-იზავს და იზავდეს გავერთობით. აბა რას იზავს ხომ არ შეგვჭამს? იქ საჭმელს შეჭამს ჩვენ კი არა ;D (მონიკა)
-ლექსო იქ ერთადერთი ბიჭი იქნება ხო? ხომ არ მოსწყინდება? (სოფო)
-არა რატო? არა მგონია მის დასთან მოსწყინდეს (მონიკა)
-გოგოები გააცანი მათ კარგი? (სოფო)
-კი რათქმაუნდა. თუმცა ჯერ არც კი დაგვიპატიჟებია და არც მითქვამს მათთვის რომ ხვალ დაბადების დღე მაქვს. ვინ იცის შეიძლება არც სცალიათ, მე კი აქ ოცნების კოშკებს ვაგებ (მონიკა)
-სულ დაგავიწყდა. მიდი და დაპატიჟე ოთახში არიან ყველანი (სოფო)
მონიკა მათ ოთახამდე მივიდა და კარებზე ნელა დააკაკუნა. მაშინვე გაისმა ქალის ხმა
-მობრძანდით.
ეს დეიდა ნატალიას ხმა იყო
-ხომ შეიძლება? (მონიკა)
-რათქმაუნდა შვილო შემოდი (ნატალია)
ოთახში მთელი ოჯახი იყო. ლექსო იჯდა და ისევ წიგნს კითხულობდა. ნინი კი სკამზე იჯდა და ხელში ჩაის პაკეტი ჰქონდა რომელიც სულ ერთმანეთისგან დაეშალა და მერე წყლიან ჭიქაში ყრიდა იმ ჩაის. რაც მონიკას უცნაურად მაგრამ არ გაუცინია. მათთან უხერხული იყო.
-გამარჯობათ ბავშვებო (მონიკა)
-გამარჯობა (ლექსო)
ნინის ხმა არ ამოუღია. ის ისევ განაგრძობდა თავისი უცნაურობების კეთებას.
-გისმენ შვილო რისი თქმა გინდოდა ქირის ფულია უკვე გადასახადი? (ნატალია)
-არა. უბრალოდ იცით ხვალ დაბადების დღე მაქვს და მინდა დაგპატიჟოთ და გცალიათ? (მონიკა)
-მართლა? კი რათქმაუნდა მოვალთ და სად იხდით? (ნატალია)
მონიკამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო როცა საუბარში ნინი ჩაერია.
-საჭმელი ხომ იქნება? ტორტი? (ნინი)
-კი იქნება. არა მარტო ეგ. შამპანურიც იქნება (მონიკა)
-აუუ რა მაგარია.. ნატალია წამო რაა (ნინი)
-ერთიწუთით!-დაუყვირა ნატალიამ. და რომელ საათზე იწყება? (ნატალია)
-ექვსზე. იცით რა არის ჯერ აქ ვიქნებით საქმე იმაშია რომ კიდევ ერთი სტუმარი უნდა მოვიდეს, სულ ცოტა ხანი აქ ვიქნებით და მერე რესტორანში სხვა სტუმარიც შემოგვიერთდება. საქმე იმაშია რომ თქვენს გარდა კიდევს ორი სტუმარია და... იცით მე ცოტა მეუხერხულებოდა თქვენი დაპატიჟება, რადგან სულ ახლახან გავიცანით ერთმანეთი და... (მონიკა)
-საერთოდ არაფერია მაგაში უხერხული აუცილებლად მოვალთ. ლექსო შენც ხომ მოდიხარ? (ნატალია)
-კი აბა ჩემს გარეშე სადმე ყოფილხართ?-უპასუხა ლექსომ თავისი ნათელი ღიმილით და დიდი ალუბლივით თვალებით.
-იქ ბიჭები არ იქნებიან მაგრამ დარწმუნებული ვარ ლექსო არ მოიწყენს (მონიკა)
-ლექსოო გოგოების სასტავშიი-იძახდა ნინი სიცილით
-გოგო შენ გამიჩუმდი (ლექსო)
-გაჩუმდი გოგო (ნატალია)
-კარგით მე გავალ თუ შეიძლება (მონიკა)
-ძალიან სასიამოვნო იყო შენგან დაპატიჟების მიღება აუცილებლად მოვალთ. ისა და რამდენის ხდები? (ნატალია)
-17-ის (მონიკა)
-გილოცავ წინასწარ მრავალს დაესწარი (ნატალია)
-დიდი მადლობა-თქვა მონიკამ და ოთახიდან გავიდა. კარები დახურა თუ არა ნინის ხმა გაისმა
-კეთილი მგზავრობააა ღრრრრ ღრრრრრ ღღრრრრ...
-ეს ბავშვი ჯერ გააჩუმეთ და მერე მომაშორეთ რა (ნატალია)
-გაჩუმდი გოგო შენც კიდე რა (ლექსო)
-სირცხვილია ხალხნო სირცხვილია (ნატალია)

***********

-დაგვმთანხმდნენ დედა მოვლენ (მონიკა)
-ძალიანაც კარგი (სოფო)

***********

უკვე დაღამდა და ყველა დაწვა.. უცებ ღამის სამ საათზე ნინი ლექსოს აღვიძებს.
-ლექსო ლექსო გაიღვიძე ჩქარაა (ნინი)
-რა მოხდა გოგო ვინმე ხომ არაა სახლში? (ლექსო)
-არა არა. (ნინი)
-აბა რა ხდება? (ლექსო)
-მონიკას დაბადების დღე ხვალ არის? (ნინი)
-კი ხვალ არის ვერ ხედავ? (ლექსო)
-მერე ხვალ როდის იქნება? (ნინი)
-რას ქვია როდის იქნება გადაირიე? (ლექსო)
-არა უბრალოდ მაინტერესებს ხვალ როდის იქნება (ნინი)
-გაისად (ლექსო)
-და გაისად როდის იქნება ლექსო? (ნინი)
-მომავალში (ლექსო)
-და მომავალი როდის არის? (ნინი)
-მემგონი მაშაყირავებს ეს ქათამი. მოკლედ დაიძინე შენი ნერვები არა მაქ. მოითმინე კიდევ ცოტაც.. ''ხვალ'' ყველაზე ადრე მოვა და არა ერთი წლის შემდეგ. მე მეძინება უნდა დავიძინო (ლექსო)
-აუ ლექსო არ დაიძინო!! არ დაიძინო მეთქი!!11...მოსაკლავი ხარრრ!!!... (ნინი)

***********

დღე ქარიანი გათენდა. ლექსომ, ნინიმ და ნატალიამ მონიკას დაბადების დღე დილითვე მიულოცეს. საჩუქრები საღამოს გადასცეს. ლექსომ ორი წიგნი აჩუქა მონიკას. ნინიმ თმის რეზინა თეთრი ნაჭრის ყვავილით. მხოლოდ ისღა დარჩენილიყო მონიკას მეგობარი ლონდა მოსულიყო. ხოლო მარიამი შორს ცხოვრობდა ამიტომ ის პირდაპირ რესტორანში მივიდოდა როცა ისინი უკვე იქ იქნებოდნენ.

************

-იცით მე შეიძლება ბავშვები მარტო გამოვუშვა თქვენთან ერთად ვერ წამოვალ. სამსახური 8 საათზე მიმთავრდება... ამიტომ რესტორანში შემოგიერთდებით.. ბავშვებო იცოდეთ არ დაიკარგოთ. ნინი იქ ჭკვიანად იყავი (ნატალია)
-ნუ გეშინიათ ყველანი ერთად ტაქსით მივდივართ (სოფო)
უცებ კარებზე კაკუნი გაისმა. კარის გასაღებად დეიდა სოფო წავიდა. კარები გააღო და შემოვიდა გოგო. წითური, ღია ფერის თვალებით, ოდნავ პუტკუნა და სულ შავებში ჩაცმული. შავი სვიტერით და შავი გრძელი ქვედაბოლოთი. ფეხსაცმელებიც ქუდიც და ქურთუკიც ისეთივე შავი. ეს ლონდა იყო...


მოთხრობაში ცოტა გრამატიკული შეცდომებია რის გამოც ბოდიშს გიხდით. იმედია მოგეწონათ და დაგაინტერესათ. გავაგრძელო? გთხოვთ მკითხველებმა დატოვოთ კომენტარი.



№1 სტუმარი Mariammmm

გააგრძელეე გააგრძელეე <3

 


№2  offline წევრი black wolf

Mariammmm
გააგრძელეე გააგრძელეე <3

feel კარგიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent