შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

”მლთმაშე”: ნოსტალგია (2)


10-12-2015, 16:57
ავტორი Evelina
ნანახია 2 053

”მოთამაშე”: ნოსტალგია (2)



თავიდან მე, დედა, მამა, და ჩემი ძმა ქუთაისში ვცხოვრობდით. ჩემი დაბადებიდან ოთხი წლის შემდეგ მამა მოსკოვში გაემგზავრა, რამოდენიმე თვეში კი დარეკა და დედაჩემს მოახსენა, ცოლი მოვიყვანე და ახალი ოჯხი მყავსო. ჩემი ძმა მაშინ თერთმეტი წლის იყო და ჩემზე უკეთ იაზრებდა რამხელა დანაკლი იყო ეს ოჯახისთვის. მიუხედავად იმისა რომ მამა მატერიალურად გვეხმარებოდა და ყოველთვიურად გარკვეულ თანხას გვიგზავნიდა, მას მაინც მოუწია თოთხმე წლისას გადამზიდი კოპნაიისთვის ემუშავა.
ცხრა წლის ვიყავი როდესაც დედამ ქუთაისის სახლი გაყიდა და თბილისში გადავედით. ჩემმა ძმამ მთელი ზაფხული სამსახურის ძიებაში გაატარა, იპოვა კიდეც და ახლა მან გამოგვიცხადა მე და დედას რომ სკოლში არ ივლიდა და მხოლოდ იმუშავებდა.
ირაკლის ოჯახი ჩვენს მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, ზაფხულის განმავლობაში საკმაოდ დაუახლოვდა დედაჩემი მათ. მე და ირაკლი ერთ სკოლაში დავდიოდით და რადგან ჩემი ძმა სკოლში არ დადიოდა, ირაკლის მშობლებმა დაავალეს ინგას ყურადღება მიაქციეო. მე მაშინ მეოთხე კლასში გადავედი, ის კი მეშვიდეში.
ხშირად უწევდა ირაკლის მეორე სართულიდან პირველზე ჩამოსვლა და ჩემი გაშველება. სულ ვიღაცას ვეჩხუბებოდი, თან ეს ბიჭები მგონი მარტო მე მაწვალებდნენ, მე კიდე არ ვინდობდი და ხან მუშტებს დავუშენდი და ხან ჩანთას ვურტყამდი თავში. იმ წამსვე დაუძახებდა ჩემი მეგობარი ლილე ირაკლის და იგიც გამორბოდა გასაშველებლად. არ ჰქონდა მნიშვნელობა რა მოხდა, ჩხუბი ვინ დაიწყო... მისთვის, ყოველთვის მართალი მე ვიყავი, ჰოდა ამით შეგულიანებული კიდევ უფრო გამეტებით ვურტყამდი ბიჭებს.
ბიჭები, რადგან მე ინგა მერქვა, ირაკლის ზედმეტ სახელად “კუკარაჩასაც” კი ეძახოდნენ.
“ბიჭო მაგას არაფერი უთხრა თორემ კუკარაჩა გაგიერთიანებს თავ-ყბას”; “კუკარაჩას ეტყვის თორემ ამას ვუჩვენებდი სეირს”… ასეთი ფრაზები ხშირად მესმოდა ხოლმე. თუმცა, რაც დრო გადიოდა უფრო ნაკლებად მაქცევდა ირაკლი ყურადღებას და უფრო ნაკლებად ეძახდნენი ბიჭები მას “კუკარაჩას”.
სკოლა რომ დაამთავრა ბოლო ხმაზე ვტიროდი. დედა მეძახდა სირცხვილიაო, მაგრამ ვის ესმოდა?!
_ნინა დეიდა შეიძლება?_ კარი შემოაღო ირაკლიმ.
_ვერ ვაჩერებ შვილო, რა გავაკეთო?!_ხელები ჩაიქნია დედამ და ჩემი ოთახისკენ გამოუძღვა მას.
_რა გატირებს სულელო?_საწოლზე გვერდით მომიჯდა და თავზე ხელი გადამისვა.
_ახლა სულ დამივიწყებ! აქამდეც არასდროს გეცალა ჩემთვის, სულ შენ ძმაკაცებთან ერთად იყავი... და კიდე ანასთან ერთად!.
ანა მისი შეყვარებული იყო.
_შენთანაც ვიყავი და ნუ აზვიადებ!_ხმა გაიმკაცრა თუმცა ხელები შემომხვია და გულში ჩამიკრა.
_აღარ ხარ შენ ჩემი მეგობარი, მორჩა! წადი ახლა... არ მჭირდება მე შენი დამშვიდება, ან საერთოდ ვინ გითხრა რომ შენს გამო ვსტირი?!_ ცრემლები მოვიწმინდე და ფეხზე წამოვხტი.
_ჩიტმა მომიტანა ამბავი!_გაეცინა და ფეხზე წამოდგა._ახლა ჩემს მეგობრებთან მივდივარ, თუ გინდა შენც წაგიყვან.
_არა!_მოკლედ მოვუჭერი, ხელების კვრით გავაგდე ოთახიდან, მერე კარი გადავკეტე და ისევ მოვრთე ბღავილი.
დიდხანს მიმაკუნა ოთახის კარზე, მევედრა გამიღე, დამელაპარაკეო.. წამო, გაერთობი ბიჭებთანო… ბოლოს იქვე ჩემოჯდა და დამემუქრა თუ არ გამოხვალ არსადაც არ წავალ და მთელ ღამეს აქ გავათენებო..გამოიცანით რა მოხდა?!. მთელი ღამე იქ გაათენა!
სამმა წელმა სწრაფად გაირბინა და მეც დავამთავრე სკოლა, მახსოვს გამოსაშვებ საღამოზე რომ მივდიოდი სადარბაზოში შემეფეთა. მაშინ რამოდენიმე კვირის უნახავი მყავდა.
_ინგა? სად მიდიხარ?_ გაოცება ვერ დამალა.
_დღეს "ბანკეტი" მაქვს.
_რა ლამაზი ხარ..._ თვალები დაახამხამა და გაიღიმა ისე როგორც ჩვევია ხოლმე.
იმ დღიდან თითქოს თავიდან დაიბადა ჩვენი მეგობრობაო და თითქმის ყველგან დამყვებოდა. საღამოობით კერძო მასწავლებლებს რომ მოვითავებდი აუცილებლად მიმაცილებდა სახლამდე. მერე თვითონ უკან გაბრუნდებოდა და მთელი ღამით იკარგებოდა. ცოტა არ იყოს დადარდიანდა კიდეც.
ერთ ასეთ საღამოს, როდესაც კარგად შებინებულიყო, იგი ისევ მიმაცილებდა სახილსაკენ.
_ინგა, რაღაც უნდა გითხრა..._ წამოილუღლუღა დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ.
_რაიყო ირაკლი?
_გახსოვს ანა?
_კი, მახსოვს._გამეღიმა მე.
_მერე, მე ანას დავშორდი...
_ვიცი ირაკლი..._ისევ გამეღიმა._შენ ანას ორი წლის წინ დაშორდი!
_ხო... მე მეგონა შენ არ იცოდი...
_ამის თქმა გინდოდა?_გავიკვირვე მე.
_ჰო... და კიდევ იმის რომ..._ამჯერად წინ გადამიდგა და თვალებში ძლიერი მზერა მომაპყრო_შენ იცოდი რომ ადამიანს მხოლოდ ერთხელ უყვარდება?... ერთხელ და სამუდამოდ...
_არა, ეს არ ვიცოდი..._თავი გავაქნიე და ისევ გამეღიმა, აშკარა იყო ირაკლის რაღაც უფრო მეტის თქმა სურდა და თავი ვერ მოება.
_ჰო და ახლა იცოდე!_ნიშნის მოგებით მიპასუხა, ზურგი მაქცია და გზა ნელი ნაბიჯებით განაგრძო.
მას შემდეგ ორი წელი იყო გასული როდესაც გამოაცხადა უცხოეთში მივდივარ სასწავლებლადო.
დილით ყველას ერთად უნდა გაგვეცილებინა ირაკლი ლონდონში, მე ისევ შევიკეტე ოთახში და, ამჯერად ჩუმად ავქვითინდი.
არც კი გამომშვიდობებივარ, დედაჩემს დავუბარე ლექციებს ვერაფრით ვერ გავაცდენთქო და სახლიდან ისე გავედი ირაკლის სახლის კარისთვისაც კი არ შემიხედავს.
ერთი წელი იყო ინგლისში, დიდხანს ვერ გაძლო იქ და დაუბრუნდა სამშობლოს. მე კი ჩემი ოჯახიანად უკვე სხვა უბანში ვიყავი გადასული. ალბათ, არც უნდოდა ჩემი ნახვა იმის გამო რომ არ გამოვემშვიდობე... ან, იქნებ, სულაც აღარ ვადარდებდი…
გავიდა კიდევ სამი წელი და, როგორც ავღნიშნე ჩვენ, ამ სამი წლის განმავლობაში შემთხვევითაც კი არ გვინახავს ერთმანეთი ამ პატარა ქვეყანაში. ზუსტად ერთი კვირის წინ კი ჩვენ პირველად ვნახეთ ერთმანეთი ოთხი წლის შემდეგ… აეროპორტში, და დამეთანხმებით, საკმაოდ უცანურ პირობებშიც კი…

***


‘’მოთამაშე”: ბოროტი მეგობარი (3)

_უპასუხე!_გაეღიმა ილიას როდესაც, უკვე ვინ იცის მერამდენედ დარეკა ჩემმა მობილურმა.
_გისმენთ?!_ნერვიულად დავავლე ტელფონს ხელი და ვუპასუხე.
_როგორ ბრძანდებით ქალბატონო ინგა?_ვიცანი, ირაკლი იყო, თუმცა არ შევიმჩნიე და თამაში დავიწყე.
_უკაცრავად, ვინ ბრძანდებით?
_ეს საიდუმლოა…_ჩაიცინა მან.
_მაპატიეთ, სამსახურში ვარ და თუ რაიმე აუცილებელი საქმე გაქვთ ერთ საათში გადმომირეკეთ!_ მივახალე და გავუთიშე.
_იქნებ კომპანიის საქმეზე გირეკავდნენ?_თავისი ლეპტოპიდან ამოყო თავი ილიამ.
_კომპანიის საქმეებზე პირად ნომერზე არ მირეკავენ ხოლმე ილია!_გამეღიმა, იმიტომ რომ, ეს მან ისევე კარგად იცოდა როგორც ის, რომ ორჯერ ორი ორია.
_აბა ვინ იყო?_ ზუსტად ამ კითხვას ველოდი, სულში ზეიმი მქონდა, როგორც იქნა დაინტერესდა ჩემი პირადით მეთქი.
_მოდი რა იმ ბოლო პროექტსაც გადავხედოთ…_ პასუხს თავი ავარიდე მეტი ინტრიგისთვის და ფეხზე წამოვდექი პროექტის ჩანახაზების მოსატანად.
_ინგა, შენ არ გაინტერესებს პარიზში სად დავიკარგე?_მკითხა და ისევ ჩარგო თავი ლეპტოპში.
_ილია, შენი პირადი მე არ მახება…_უემოციოდ დავდე მაგიდაზე ქაღალდების დიდი დასტა.
_ჰო მაგრამ, პარზში ხომ პირადი საქმისთვის არ წავსულვართ…_გაეღიმა მას. თითქოს უნდოდა გაეგონა როგორ ვიტანჯებოდი იმაზე დარდით თუ სად და ვისთან ერთად იყო.
_რაც მთავარია ის აქციები შევიძინეთ რომლებსაც თვალი დავადგით და ერთი თეთრიც კი არ გადაგვიხდია ზედმეტი!_ ეშმაკურად გავხედე და ამაყად ვუპასუხე.
_ეს ყველაფერი შენი დამსახურება და იცი…_ახლა უკვე თვალებში მიყურებდა და ისე მესაუბრებოდა._მე მინდა ხელფასი მოგიმატო!
_ილია, შენ თუ ამას იმიტომ მეუბნები რომ გინდა დანაშაული გამოისყიდო, არ არის საჭირო. ბოლოს და ბოლოს პარიზში ყოველ “ვიქენდზე” ხომ არ დავდივარ, საერთოდ პირველად ვიყავი იქ. ის სამი კვირა კი საკმაოდ სასიამოვნო იყო იმისთვის რომ შენი იქ არ ყოფნა ამეტანა!
_ეჰ ინგა, ინგა!_ხელი ჩაიქნია მან…

***

ზუსტად ერთ საათში ისევ დარეკა ირაკლიმ.
_ოხ ირაკლი ახალაძე, კინაღამ ხომ დამაკრგვინე სამსახური!_როგორც ყოველთვის დრამატიზმი არ მაკლდა.
_შენ რა, მიცანი?!_გაუკვირდა და ისეთი სიცილი მორთო მგონი მისი ხმა ტელეფონში კი არა ახლა უკვე რეალობაში მესმოდა.
_გიცანი, უბრალოდ უფროსი მიჯდა გვერდით და არ შევიმჩნიე!_ ისევ ქედმაღლურად ვესაუბრებოდი._რა გინდოდა რომ ამიფეთქე ტელეფონი?
_რა და მეთქი თუ მოიცლის შევხვდები, დაველაპარაკებითქო…
_ახლა ძალიან დაღლილი ვარ, ხვალ ამ დროს გამომიარე სამსახურში და დავლიოთ ყავა.
_შევთანხმდით!_კმაყოფილმა მიპასუხა ირაკლიმ.

***

მეორე დილით განსაკუთრებულად გამოვეწყვე, ჩავიცვი შავი მოკლე კაბა და მაღლები. მთელი დღე მათვალიერა ილიამ, ვერაფრით გაებედა ეკითხა თუ რატომ ვიყავი ასე გამოწყობილი. მე კი ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა ირაკლი და როდის შეხედავდა ამას ბედია.
“შესასვლელთან გელოდები, დაცვამ არ შემომიშვა.” მომივიდა წერილი მობილურზე. მაშინვე შევცუნცულდი ილიასთან და მოვახსენე: დღეს თუ შეიძლება ადრე წავალ, მეგობარს უნდა შევხვდეთქო.
_რა პრობლემაა…_უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მან._ხვალ არ დააგვიანო!_ მითხრა მკაცრად და კიდევ ერთხელ შემათვალიერა.
დავინახე თუ არა ირაკლი მისკენ გავექანე და კისერზე ჩამოვეკიდე, ქალური ინტუიცია მკარნახობდა რომ ილია ზემოდან გვიყურებდა. ირაკლი წელზე შემომეხვია და კიდევ უფრო შეამცირა მანძილი ჩვენს სხეულებს შორის, მეტიც მგონი მიწასაც ავშორდი. მიუხედავად იმისა რომ მაღლები მეცვა, ირაკლი მაინც ჩემზე გაცილებით მაღალი იყო…

_მოგეწონა ნამცხვარი?_მკითხა ირაკლიმ მაშინვე როგორც კი პირველივე ლუკმა გადავყლაპე.
_უგემრიელესია!_სიხარულით წამოვიძახე.
_შენ რომ გიყვარდა ისეა მომზადებული: მარწყვით, ბანანით, ქოქოსით და რძიანი შოკოლადით!
_სულელო!_გულიანად გამეცინა._წინა ზაფხულამდე ქოქოსს დასანახადაც ვერ ვიტანდი და ჩემი საყვარელი ნამცხვარი კი იყო, და არის ჟოლოს ნამცხვარი თეთრი შოკოლადით და შაქარ-პუდრით!
_და რა განსხვავებაა?_გადაიხარხარა თავისებურად ირაკლიმაც და კაფეში ყველას ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით კი ერთი მიმტანი გოგონასი, რომელიც დაჟინებით უყურებდა მას.
დაახლოებით ერთი საათი გავჩერდით კიდევ იქ, მოვუყევი როგორ ვცხოვრობდი და რა შეიცვალა ამ ოთხი წლის განმავლობაში. პარიზის ამბებიც მოვუყევი და ისიც გავუმხილე რომ ჩემი უფროსით ზედმეტად მოხიბლული ვიყავი.
მერე თავისი ამბების მოყოლა დააპირა, თუმცა საათს დახედა თუ არა მოულოდნელად დაუძახა მიმტანს და სთხოვა ანგარიში მოეტანა.
_სალომე!_გარეთ როგორც კი გამოვედით იქვე, გაჩერებაზე მდგომ ახალგაზრდა გოგონას დაუძახა.
_გამარჯობა ირაკლი!_გოგონამ ძალდატანებულად გაუღიმა და ისევ ზურგი აქცია. ირაკლიმ მკლავში ჩამავლო ხელი და მისკენ გამაქანა. რომ მივუახლოვდით ვიცანი - ის მიმტანი გოგონა იყო.
_გაიცანი, ეს ინგაა!_მიუთითა ჩემზე.
_სასიამოვნოა!_მითხრა გოგონამ ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს.
_გახსოვს, მაშინ აეროპორტში ჩემს საცოლეს რომ ვეძებდი?_იკითხა ირაკლიმ.
_მახსოვს!_ჩაილაპარაკა გოგონამ და ახლა უკვე კარგად შემათვალიერა.
_ხო და, ინგაა ის ჩემი საცოლე!
_აბა ნია ქვიაო?_გაიკვირვა მან.
_მოგესმა ალბათ!_მხრები აიჩეჩა ირაკლიმ.
ისევ გავშრი და შევაყინდი ერთ ადგილს. სახეზე არანორმალურად ხელოვნური ღიმილი ავიფარე და ველოდებოდი როდის დამთავრდებოდა ეს უხერხული სიტუაცია.
გოგონამ კიდევ ერთხელ გაიმეორა სისამოვნოაო, ოღონდ ამჯერად ირონიული გამომეტყველებით შემომხედა, ირაკლის აგრძნობინა ამაზე როგორ ვიეჭვიანებო… მერე ავტობუსს დაუქნია ხელი და დაგვემშვიდობა.
_ჯერ არა.. ჯერ არა!_იმეორებდა ისევ ირაკლი და როგორც კი ავტობუსი თვალს მიეფარა ისევ გამისწორა უნამუსოდ თვალი_აი ახლა შეგიძლია გამარტყა!_გაეცინა გულიანად.
_იდიოტო!_გავიმეორე მეც ჩემი სიტყვები და ისევ ვუთავაზე გვარიანად._ამისთვის მომიყვანე აქ? რას მათამაშებ შენს ჭკუაზე ირაკლი?
_შენ ეს მითხარი, სამსახურთან ისე რატომ გადამეხვიე, ის შენი სიმპატიური უფროსი ხომ არ გვიყურებდა, შემთხვევით?_წარბაწევით და ნიშნის მოგებით მიპასუხა, მერე თავისი მანქანის კარი გამოაღო და ხელით მანიშნა ჩავმჯდარიყავი.

***

დილაადრიან მივედი სამსახურში და ყავის მომზადება დავიწყე. როგორც ყოველთვის, ორი ჭიქა ყავა ხელში დავიკავე და ილიას ოფისისაკენ გავემართე. კარი ფეხით შევაღე, ვიცოდი ილია იქ არ დამხვდებოდა, თუმცა ისიც ვიცოდი რომ რამოდენიმე წუთში მოვიდოდა. მის მაგიდაზე წითელი ვარდების თაუგული შევნიშნე. ყავის ჭიქები იქვე დავდე და ყვავილები შევათვალიერე. პატარა ღია ბარათიც იდო. გულმა ვერ მომითმინა და კითხვა დავიწყე:
“ძვირფასო ინგა, მე ძალიან კარგი იდეა დამებადა თუ როგორ შეაბა შენი უფროსი! აუცილებლად დამირეკე მუშაობას რომ მორჩები. შენი ირაკლი”
ბარათს ხელი დავავლე და სასწრაფოდ ‘’ჩავიტენე’’ ბიუსჰალტერში.
_ოჰ, ეს ყვავილები მე მომართვეს?!_ სიცილით შემოაბიჯა ილიამ ოთხაში.
_კი… არა… _დაბნეულობისაგან თუ სიბრაზისაგან გული ყელზე მომდგარიყო და სიტყვებს ვეღარ ვარჩევდი.
_კი თუ არა?!_ ისევ გულიანად გეცინა ილის და ყვავილებს თვალი შეავლო.
_არა!_ჩამოვყალიბდი და ვუპასუხე.
_აბა?!
_მეგობარმა გამომიგზავნა…_უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე ვიდრე ილიას ვუპასუხე.
ილიამ წარბები ზემოთ აქაჩა, ყვავილებს გადახედა მერე მე გადმომხედა და თავისი სავერძელისაკენ გაემართა.

დავამთავრე თუ არა მუშაობა ირაკლის დავურეკე.
_სად ბრძანდები?!_ბრაზნარევი და მომთხოვნი ხმით ვკითხე ირაკლის.
_მეგობართან…_გაეცინა.
_მისამართი მომწერე, სწრაფად!_ვუთხარი და გავუთიშე.
ოც წუთში ირალის მეგობრის კარზე მთელი ძალით დავაბრახუნე. იქამდე სახლიდან ბიჭების მხიარული ხმა გამოდიოდა, ჩემი კაკუნისთანავე კი ყველა დადუმდა.
_გამარჯობათ!_დაბნეულად მომესალმა ახალგაზრდა ბიჭი. მე არაფერი არ მიპასუხია, სახლში შევაჭერი და სუფრის თავთან მჯდარ ირაკლის დავადექი თავზე.
_იდიოტო!_უკვე მერამდენე, ვუთხარი და სახეში გაშლილი ხელი ვუთავაზე.
_რა დაგემართა?!_გაიკვირვა ირაკლიმ, თუმცა თვალებით მაინც იცინო და სახეს ისრესდა.
ხელი ბიუსჰალტერში ჩავიყავი, ყველას შეეცვალა მზერა, ირაკლის სახეზე თეთრმა ფერმა გადაკრა, მაშინ ერთი გვარიანი სიცილი ყველაფერს მერჩია… მკერდიდან ბარათი ამოვაძვრინე და მაგიდაზე დავაგდე.
_შენ იცი რომ მე და ჩემს უფროს საერთო კაბინეტი გვაქვს და ამ დილით მასზე რამოდენიმე წამით ადრე შევედი ოფისში?!



№1  offline წევრი Evelina

დამავიწყდა დამეწერა მადლობა რჩევებისთვის და იმისთვის რომ ამ ისტორიას კითხულობთ.

 


№2  offline წევრი LoNdA DM

საინტერესოა. ირაკლი და ინგა თუ ილია და ინგა? belay ველოდები შემდეგ თავს tongue wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent