წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო! (4)
წესი #4–ყველა გამიჯნურებული მამაკაცი დატანჯეთ,მაჯის ზემოთ არ აკოცნინოთ..ის აირჩიეთ,რომელსაც არ მობეზრდება თქვენი სიყვარულის გამეორება,როგორც დიაკვნებს თავიანთი ლოცვების ღეჭვა!.. ბრძოლა დაწყებული იყო,ტყვიებივით ცვიოდა ჩვენი ბაგეებიდან თბილი სიტყვები.მე თავს არაფერზე ვიკავებდი,სიტყვების მხრივ,ანდრია კი ყველა საქციელსა და სიტყვაში გამოხატავდა უზომო სიყვარულს,მიყვარდა,მეც უაზროდ მიყვარდა,თუმცა ახლა იმისთვის ვბრძოლობდი,რომ ეს ყველაფერი არ მეღიარებინა და ანდრიას ,,სანაძლეო’’ წაეგო.ვერ გეტყვით,რომ ადვილი იყო..არ არის მარტივი ებრძოლო სიკვდილს,როცა შენი საყვარელი პიროვნება გკლავს,ვერ გაექცევი იმას,ვინც გიყვარს. ანდრიამ Facebookზე ჩატაობა ისე განაგრძნო ვითომც არაფერი,ნერვი არ ატოკებია,აუღელვებლად შევიდა თავის პროფილში და ახალი პროფილის ფოტოს ეძებდა.ჩემს კომპიუტერში ჩემი ფოტოების პოვნა რა თქმა უნდა არ გაჭირვებია,ყველაზე მაგარი ფოტო აარჩია და პროფილზე დადო..ამას რომ შევხედე თვალები გამიფართოვდა და პირი გამიშრა,სიმართლე გითხრათ არ მჯეროდა მისი გრძნობების, რადგანაც როცა მითხრა,რომ შევუყვარდი მთვრალი იყო,თუმცა უნდა ვაღიაროთ,სიმთვრალეში ადამიანი ყველაზე გულწრფელია,შეიძლება აღიაროს ის,რასაც წლების განმავლობაში ნორმალურ ჭკუაზე მყოფი გულით ატარებს..როდესაც საკუთარი Facebook ჩემი ფოტოებით ააჭრელა გული საგულედან ამოვარდნას ლამობდა..პრინციპები ღირსებები და გონება,გულს და გრძნობებს უპირისპირდებოდა. –ჩემი ფოტო რატომ დააყენე?–გაკვირვირვებული ვკითხე და პასუხიც მშვენიერი მივიღე. –შენ ჩემი სიცოცხლე ხარ პატარავ და ამას ყველას გავაგებინებ.–გაკვირვებისაგან აღარ ვიცოდი რა მექნა,თანაც სახეზე ალი მომეკიდა.რა უნდა მექნა აღარ ვიცოდი, ,,არც ეს აპირებს დანებებას’’ ვფიქრობდი ჩემთვის,დიდი ბრძოლა იქნება,დიდი და სისხლისმღვრელი. ჩემი გამზადებული ყავა რა თქმა უნდა მოეწონა,მე ხომ მართლა გავურიე დიდი სიყვარული მასში,მთელი გრძნობებით ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა.. როდესაც უკვე ძალიან დავიღალე და ისე მეძინებოდა რომ თვალებს ვერ ვახელდი,ზემოთ ავედი,საძინებელ ოთახში შევედი და ტანსაცმლიანად დავწექი რადგანაც აღარაფრის თავი აღარ მქონდა.თავდაპირველად თვალები რომ დავხუჭე ჩემი ბიჭის მომაჯადოვებელი თვალები მელანდებოდა,წარმოვიდგინე თუ როგორ ვეხუტებდი და ეს ნეტარი წუთები ოცნებად მექცა.განა რაიმე მიშლიდა ხელს რომ ჩემი დარქმეოდა,არა უბრალოდ არ მინდოდა მეღიარებინა..არასოდეს არ ვემორჩილები არავის გარდა მშობლებისა და საკუთარი თავისა,(ხანდახან მშობლებსაც ვეწინააღმდეგები) და ვიღაც ერთი დღის გაცნობილს რატომ უნდა დავემორჩილო,მხოლოდ იმიტომ რომ მწვანეთვალების გამო შემიყვარდა,თუმცა აი აქ საქმე მარტო თვალებში არ არის.. დილით, როდესაც ჩემდა გასაკვირად სარკმელს მზე მოადგა და მზის სხივი ჩემს სახეს დაეცა,გამეღვიძა. ვახელდი თვალებს და ნელ–ნელა უფრო მიმძაფრდებოდა თავის ტკივილი.თვალი გავახილე და საპირისპირო მხარეს გადავტრიალდი,ახლა ვისაც გინდათ არ დამიჯეროთ,ჩემს გვერდით ვიღაცას ეძინა,მე კი მთელი ღამე ისეთ ღრმა ძილს მივცემოდი,ვერც მისი შემოსვლა გამიგია,ვერც დაწოლა და ყოფნა მითუმეტეს..დავაკვირდი და გრძელი თმა აშკარად არ ჰქონდა,რომ მეფიქრა ნიაკოათქო,ნიკუშა ნიაკოსთან ახლოს იქნებოდა და ვინ დარჩა?ოო ღმერთო,რატომ? არა ამ ბიჭს მართლა ჭკუიდან გადავყავარ,ჰო არ აკლია..სასწრაფოდ ავდექი და მოსაწევად აივანზე გავედი.ამჯერად Marlboro Gold ამოვიღე და ნერვიულად მოვუკიდე..,,ისედაც ნაბახუსევზე ვარ და ესღა მაკლდა თავის ტკივილად რა..’’– ვფიქრობდი ჩემთვის და ვერც კი ვხვდებოდი რატომ?რა უფლებით ამომყვა ზემოთ? ტელეფონს დავხედე,დილა კი არა 4 საათი იყო.თურმე რატომაა მზე,ახლა მივხვდი.უეცრად რაღაც ხმა მომესმა მივტრიალდი და კარში მაღალი სილუეტი იდგა.წარბები შევკარი და გაბრაზებული დავუწყე ყურება,ის კი ურცხვად მიღიმოდა. –გუშინ რა გააკეთე?–სასოწარკვეთილმა წარმოვთქვი. –არაფერი პატარავ,წესი არ დამირღვევია შენ თავს ვფიცავარ,უბრალოდ შენთან დავიძინე.შუაში ხმალი ჩავდე.–გამეცინა..რა ხმალი ღადაობს? სასწრაფოდ ოთახში შევვარდი და საწოლის შუა ადგილზე პლედი გადავაძვრე,მამაჩემის ხმალი იდო,რომელიც დაძინებისას ბუხარზე დაკიდებული დავტოვე და ზოგადად არ ვიყენებთ ხოლმე. –თუ არ გაკლდეს შენ თავს ვფიცავარ რა..–ვუთხარი და სიცილი ამიტყდა. –უკვე ჩემს თავსაც იფიცებ?ოპააა..–აი სად დავიღუპე. –მე მეე..უბრალოდ სიტყვას მოყვა. –შენზე ჯიუტი ვარ ცხოვრებავ–მომიახლოვდა,კედელს ავეკარი,მისი ხშირი სუნთქვა მესმოდა,ვნებიანად მიყურებდა,ისე მიღიმოდა ოცნებებში წავედი,თანაც პატარა ბავშვივით მომიწყვდია,გეგონებოდათ ტყვიისაგან ჩემს დაცვას ცდილობდეს,ჩემი და მისი სახე ერთმანეთს უახლოვდებოდა,მანძილი მოკლდებოდა ბაგეებს შორის და მეც სუთქვა მიჭირდა,ამიტომ მისგან გამოყოფილ ნახშირორჟანს ხარბად ვისუნთქავდი.მაკოცა,მინდოდა სახეში გამერტყა მაგრამ გრძნობებს ფართო არეალი მივეცი,უეცრად ტუჩები გავინთავისუფლე. –რაღაც უნდა გითხრა..–ვუთხარი მტკიცედ –ყურადღებად ვარ ქცეული..–მიპასუხა სერიოზულად და პასუხის მოლოდინში გაირინდა. –მიყვარხარ!! ცხოვრებაზე მეტად მიყვარხარ ანდრია! არ მინდოდა ამის აღიარება,მაგრამ გასაქანი არ მომეცი.–ვთქვი და ვნებამორეულმა სიტყვის თქმა არ დავაცადე ისე დავეწაფე მის ტუჩებს.რა თქმა უნდა ამყვა,ხელში ამიყვანა და საწოლისკენ მიიწეოდა. –ნუ ჩქარობ საყვარელო!–შევძახე მე და სიგარეტის მოსაწევად აივანს მივაშურე.–წამოდი ვისადილოთ და აი იმ ჩვენს გვრიტებსაც ვუთხრათ ჩვენი ამბავი. –საჭმელს კი არა საწამლავსაც დავლევ ახლა ისეთი ბედნიერი ვარ!–ჩემი ბიჭი ისეთი ბედნიერი იყო,ფიქრობდა ხომ არ ვკვდებიო,მოირბინა და ხელში ამიტაცა,თანაც ყვიროდა ,,ჩემი გოგო ყველას მირჩევნიაო’’ და ისე ჩავედით ქვემოთ.აი ცხოვრებაში არ დამავიწყდება ნიაკოს სახე როცა ამგვარ სიტუაციაში დაგვინახა,კარტოფილს წვავდა და რომ შემოგვხედა ზეთი შეესხა. –ფუ თქვენ გადაშენდით ხელი დამეწვა!–იღრიალა გამწარებულმა. –ჩემს გოგოს როგორ ეტყობა ოჯახის ქალობა–თქვა ნიკუშამ და იმ წამსვე მასთან გაჩნდა. –აუ არც ჩემი ცხოვრებაა ნაკლები რაა..–თქვა ანდრიამ ნიშნისმოგებით და კიდევ ერთხელ მაკოცა. –აუ მშია და ამდენ ლაპარაკს რომ ვჭამოთ რამე არ გაქვთ სურვილი?http://4love.ge/templates/blue/js/snow/show_0.png –კი და თან დავლიოთ!–თქვა ჩემმა ბიჭმა.. მოკლედ იმ დღეს სრული ზეიმი გვქონდა სახლში,დალევის შემდეგ ანდრიამ ზემოთ ამიყვანა და მთელ სახეზე შოკოლადი წამისვა,სხვათაშორის არც მე დავაკელი,ეს ჩემი დასასრულის საწყისი იყო..2 კვირაში ნეტარი წუთები მთავრდებოდა და რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად უნდა დავტკბარიყავით ბედნიერებით.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.