შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგაკვდები, თუ საჭირო გახდა. 1


10-12-2015, 21:31
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 524

დილით მისდა გასაკვირად ადრე გაიღვიძა არადა გუშინ მთელი ღამე
აქეთ-იქით დადიოდა. წამოდგა პირსახოცს ხელი დაავლო და სააბაზანოში
შევიდა. 1 წელია რაც თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა ბათუმიდან და
წარმატებული სტუდენტია.

სააბაზანოში ზუსტად 1 საათი დაჰყო, მერე სწრაფად გაემზადა ტელეფონს და
ჩანთას ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა. გაჩერებაზე ყურსასმენები გაიკეთა
და თავის ნომერ ავტობუსს დაელოდა, მაგრამ უკვე აგვიანდებოდა ტაქსი გააჩერა
მისამართი უკარნახა და საზურგეს მიეყრდნო.
ყოველდღე ერთი და იგივე როგორ მობეზრდა მაგრამ ვერაფერს ცვლის.
მეგობრები ჰყავს უნივერსიტეტში გაიცნო, მაგრამ განსაკუთრებით მაინც
ნიკასთანაა კარგად. ალბათ იმიტომ რომ ყველაზე რთულ მომენტში სწორედ ის იდგა ანას გვერდით. ფიქრებში ისე გაერთო ვერც კი გაიგო უნივერსიტეტში როდის მივიდა.
- გოგონა მოვედით დაუძახა მძღოლმა და ფანჯრიდან გახედა ფიქრებში წასულ ანის.
- უი მადლობა გაუღიმა და ფული გაუწოდა. უნივერსიტეტის შესასვლელში იდგა მომღიმარი ნიკა და აშკარად ანის ელოდა. გოგონა ღიმილით წავიდა მეგობრისკენ და მაგრად ჩაეხუტა, 1 კვირის უნახავს.
- ეე როგორ მომნატრებიხარ გოგო. სიცილით თქვა ბიჭმა და თავზე ნაზად აკოცა.
- მეც მომენატრე ჰო იცი. სიცილითვე უპასუხა ანიმ და მისი პატარა ხელები მოაშორა ბიჭს. მერე ორივე შიგნით შევიდა.
- მიდი შენ შედი ლექციების მერე გარეთ გელოდები უთხრა ნიკამ პასუხს აღარ დაუცადა ისე მოსცილდა ანის. როგორც ყოველთვის ლექციებმა ახლაც უინტერესოდ ჩაიარა გოგონსთვის, თან დრეს მისი ბავშვები არ იყვნენ. დამთავრდა თუ არა დედამისმა დაურეკა, ამ დამთხვევაზე გაეცინა და დერეფანში გავიდა.
- ჰო დე.
- ანი როგორ ხარ შვილო? თბილი ხმა მოესმა გოგოს და უნებურად გაეღიმა.
- კარგად დე შენ?
- კარგად. ფული ჰომ არ გჭირდება დედი გამოგიგზავნი?
- არა დეე მაქვს. დამთავრდება ამ კვირაში უნივერსიტეტი და ჩამოვალ. საბუთები მანდ გადმოვიტანე და აწი აღარ მოგშორდებით. სიცილით უთხრა ანიმ.
- კარგი, გელოდებით შვილო.
- კარგი წავედი მე, უთხრა გოგონამ და ტელეფონი გაუთიშა. უკნიდან ვიღაც მოეხვია და ეგრევე მიხვდა ნიკა რომ იყო. ბიჭი ძალიან სიმპატიური იყო, ამიტომ ანის ბევრი ბოღმიანის ატანა უწევდა და ბევრიც ამასთან მეგობრობას მხოლოდ იმიტომ, იწყებდა რომ ნიკამდე მისულიყო, მაგრამ ანი ამას კარგად ხვდებოდა და ყველას " ახვევინებდა". განა ანი ცუდი გოგო იყო? არა პირიქით 100 ქალში ამოარჩევდით მის სილამაზეს. ისეთი ნაზი და უბრალო იყო, ხასიათებით საოცრება გარეგნობაზე, რომ არაფერი ვთქვათ. რა საკითხი უნდა ყოფილიყო ანის, რომ ვერ გაეგო. თაყვანისცემლები ყავდა ბევრი, მაგრამ მისი შესაფერისი ვერავინ იპოვა, ამიტომ ნიკას, ბექას, გიგას და ვაჩეს ხშირად უწევდათ გამკლავებოდნენ მათ.
- ანი დღეს წამოდი ბიჭები ვიკრიბებით ჩვენი ძმაკაცი გამოდის და გოგოებიც წავიყვანოთ და წამოდით რა. კატის თვალებით შეხედა ნიკამ.
- საიდან გამოდის? გაკვრივებულმა კითხა ნიკას, ბიჭი დაიბნა.
- რა გამოდის? დაბნეულად იკითხა.
- შენ არ მითხარი ჩემი ძმაკაცი გამოდისო და საიდან? დაინტერესებულმა იკითხა ანიმ.
- ააა ეგრე ვტქვი? ჩამოდის უნდა მეთქვა გერმანიიიდან ჩამოდის რა. დაძაბულმა გაიღიმა ნიკამ.
- კაი წამოვალ რა პრობლემააა.
- ჯიგარი ხარ. კაი ახლა წავედი საქმე მაქვს ვერ გაგიყვანს სახლში საქმე მაქვს, შენი საქციელის გამო მერე დაგელაპარაკები ქალბატონო. 8 საათისთვის მზად იყავი. თავზე აკოცა გოგოს და სწრაფად მოსწყდა ადგილს. გოგომ კარგად იცოდა რა საქციელზეც იყო საუბარი.
__________________________________________________________________
სახლში იჯდა და წიგნს კითხულობდა ნიკამ, რომ დაურეკა. ტელეფონს ხელი დაავლო და სამზარეულოში გავიდა.
- გოგო გაიგო ნიკას გაბრაზებული ხმა.
- ჰო ბიჭო სიცილით უთხრა ანიმ.
- ტელეფონს რომ იღებ ხმა არ უნდა ამოიღო?
- ო რა გინდა მითხარი. სიცილით ჩაილაპარაკა გოგომ და ჩაიდანი გასქურაზე დადო.
- რა მინდა და ნინას და ქეთას დაურეკე? ჰო იცი შენ დაითანხმებ.
- სად მეჩქარება დავურეკავ.
- კაი მიდი უთხრა ნიკამ და როგორც ყოველთვის პასუხს აღარ დალოდებია ისე გათისა ტელეფონი.
______________________________________________________________
ანი არის ადამიანი რომელიც სულ იცინის. მაგრამ ჰომ გაგიგიათ ყველაზე მხიარულ ადამიანს, ყველაზე სევდიანი გული აქვსო, ჰოდა ესეც ესე იყო. 15 წლისა იყო მამამ რომ მიატობა და საყვარელთან წავიდა. როგორია 15 წლის ადამიანისთვის როცა მშობელი გტოვებს. საშინლად გადაიტანა ყოველდღე ტიროდა, სულ ცუდ ხასიათზე იყო, ყველაზე და ყველაფერზე ბრაზდებოდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ამით გულს ძალიან ატკენდა სხვებს და ისევ ძველი ანი გახდა, ის ტკივილი კი რაც მამის წასვლამ გამოიწვია, სადღაც გულის პატარა ადგილას გადამალა. ყოველთვის როცა ბავშვებს მამასტან ერთად ხედავს ეს გრძნობა უახლდება და თავს ახსენებს.
დაიფიცა, რომ ამას კოკას არასდროს აპატიებდა.
ქეთას დაურეკა და წამში აიღო.
- ოჰო გავახსენდი გოგოს. ბოხი ხმით ჩაილაპარაკა ქეთამ.
- რა გჭირს გოგო? შეშფოთდა ანი.
- ცუდად ვარ, ვკვდები, სიცხე მაქვს 39 და მოდი მომიარე რა ჩემები არ არიან აქ, სოფელში წავიდნენ.
- კარგი მოვდივარ. ტელეფონი გათიშა, მერე ნიკას დაურეკა აუხსნა რატომ ვერ მიდიოდნენ და ქეთისთან სწრაფად წავიდა.
_______________________________________________________________________
[ნიკასთან]
მაგიდის გარშემო იჯდა 5 ახმახი და მონატრებულ მეგობარს შესცქეროდნენ.
- ვააა არ მჯერა შენ ძმობას ვფიცავარ, რომ აქ ხარ ტო. გახარებული დაარტყა მხარზე ხელი ნიკამ მეგობარს.
- ჰო შენ უნდა თქვა ბედი მაქვსო სიცილით უთხრა ბექამ.
- კაი ტო რაა, დავიღალე უკვე მოყევით რა ხდება ახალი. მობეზრებულად ჩაილაპარაკა ივა ბურდულმა.
- არაფერი ძმაო ყველაფერი იცი უკვე სიცილით უთხრა გიგამ.
- ძალიან კარგი, რაც მთავარია ქაჯაია ისევ ციხეშია ირონიულად ჩაიცინა ივამ. ამ გვარის გაგონებაზე ყველას სახე ეცვალათ და ძალიან დაიბნენ. ბურდულს გაუკვირდა. - რამე მოხდა?
- არა... კი... არა ენა დაება ვაჩეს.
- მოხდა მტკიცედ წარმოთქვა ბექამ.
- ამოღერღეთ დროზე. გაბრაზებულმა ცივი მზერა მოავლო ივამ ბიჭებს.
- 2 თვეა ქაჯაია მამამისის წყალობით ციხიდან გამოვიდა, თქვა თუ არა ნიკამ ყველა დადუმდა, ბურდულს სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაკრა.
- აქამდე რატომ არ მითხარით? ცინიკურად ჩაილაპარაალა.
- რა მნიშვნელობა აქვს მორჩა მაგასთან ყველაფერი. გაბრაზებულმა დაიყვირასავიტ ვაჩემ.
- როგორ გგონიათ ბურდული და ქაჯაია ორივე თავისუფლები არიან და ამის მერე ყველაფერი კარგად იქნება? გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა გიგამ.
- ამის დედა მოვ"" ჩაილაპარაკა გაცოფებულმა ბურდულმა.
- ძალიან კარგად იცის ქაჯაიამ ივას, რომ ვერასდროს ვერაფერს დაუშავებს, უბრალოდ ტრაკ' ექავება.
- მართალია გიგა ივას მხეცივით ხმა გაისმა. - ყველაფერი კარგად ვერ იქნება ირონიულად ჩაილაპარაკა და კარები მაგრად გაიჯახუნა. ბიჭებიც მას მიყვნენ.

ოლააა. დავბრუნდი. ჰოდა თუ მოგწონთ გავაგრძელებ. იდო ადრე ის ისტორია, მაგრამ გადავწყვიტე გამეგრძელებინა. სოოო თუ მოგწონთ გავაგრძელებ.



№1 სტუმარი Nino

Zalian magaria da momcons

 


№2 სტუმარი Ana

Saintereso chans

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent