მილანიდან ისევ თბილისში [10]
ატმის ყვავილის ფერი, მუხლს აცდენილ კაბასა და კრემისფერ ქუსლებში გამოწყობილი ჩაჯდა გამოძახებულ ტაქსში და მძღოლს მისამართი უკარნახა. მანქამა დიდი მაღაზიის წინ გაჩერდა, ფული მისცა ტაქსისტს და შენობისკენ წავიდა. მამიდამისისთვის ლამაზი ყელსახვევი და საყურეები უყიდა. სასაჩუქრედ შეაფუთინა და მაღაზია დატოვა. მთელი დღე კიტას ზარს ელოდება და ტელეფონს უყურებს. წესით უნდა ჩასულიყო, მაგრამ არ ურეკავს. დაავიწყდა? შანსი არაა, თან არ უნდა თვითონ დაურეკოს და თავი მოაბეზროს,მაგრამ ვერ ითმენს. ამ ფიქრებში იყო გართული ტაქსი რესტორნის კარებთან, რომ გაჩერდა. რესტორანში შესულმა სასურველი მაგიდა იკითხა და მაშინვე მიასწავლეს. მაშინვე თვალში მოხვდა გამოპრანჭული პუტკუნა მამიდამისი. ყავისფერი თმა, რომ ქერად ჰქონდა შეღებილი და ტანზე მუქი მწვანე კაბა ეცვა. საჩუქარი გადასცა და დაბადების დღე მიულოცა. დანარჩენ ნათესავებსაც მიესალმა და მაკასკენ წავიდა, რომელიც ტასოს ადგილზე გაჩერებას ცდილობდა. -დე, მოხვედი? -არა, გზაში ვარ-სიცილით უპასუხა და ტასო კალთაში ჩაისვა. -რამდენი ხალხი ყოლია დაპატიჟებული ლალის. -ჰო, ნათესავები, თანამშრომლები, მეგობრები. -ლალის და მაკას საუკეთესო ურთიერთობა არასდროს ჰქონდათ, მაგრამ დავითის გარდაცვალების შემდეგ ძალიან დაახლოვდნენ, ლალი გათხოვილი არაა და შესაბამისად არც შვილები არ ჰყავს, მშობლები კი ექვსი წლის წინ დაეღუპნენ. ჯერ ანას ბებია გარდაიცვალა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი ბაბუამ ვერ გაუძლო 50 წლიანი თანაცხვორების შემდეგ მარტოობას და ცოლთან წავიდა იმქვეყნად. ლალი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა და გასაკვირი არაა, რომ არ უჭირს და არც სხვის კმაყოფაზეა. ანამ კიდევ ერთხელ დახედა ტელეფონს და მერე სტუმრები მოათვალიერა, უცებ თვალში ნაცნობი სახე მოხვდა ეს ლევანიკო იყო, რაჭაში ძმების მეზობელი, ლევანი ანას უყურებდა და უღიმოდა, მერე მაგიდიდან წამოდგა და ანამარიასკენ წამოვიდა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა ანა, რა პატარაა თბილისი. -ვიცეკვოთ ანი?-ყველა ინტერპრეტაციას იტანს თავისი სახელისა გარდა ანისა, საშინლად არ მოსწონა როცა ანის ეძახიან. მხოლოდდამხოლოდ ზრდილობის მიზნით დათანხმდა და სკამიდან წამოდგა, ლევანიკოს გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და საცეკვაო მოედნისკენ წავიდნენ. კიდევ კარგი ნელი მუსიკა არ დაემთხვა და ლევანიზე აკრულს არ მოუწია ცეკვა. დასრულდა თუ არა მუსიკა თავის ადგილზე დაბრუნდა. -შენი ტელეფონი რეკავდა ანა. -მართლა? -მაშინვე ტელეფონს დასწვდა და სასურველი ნომრის დანახვისას ნერვები მოეშალა რაღა ეხლა დავტოვე ტელეფონიო.-მოვალ მალე. ჩანთას ხელი დაავლო და რესტორნის გასასვლელისკენ წავიდა. მოსვლისას, სანამ რესტორანში შევიდოდა, რესტორნის გვერდით პარკი შენიშნა და იქით წავიდა. გრძელ სკამზე დაჯდა და ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დარეკა კიტასთან. -გისმენ -კიტა, ეხლა ვნახე შენი დარეკილი. -როგორ ხარ ანუშკი?-ოდნავ სევდიანი იყო მისი ბოხი ხმა. -მომენატრე კიტა! -გთხოვ, გთხოვ ახლა არ იტირო! არ მინდა ოდესმე ჩემ გამო ცრემლები ღვარო, პატარა... რა გჭირს? შენ ხო უკვე დიდი გოგი ხარ? ნუ ტირი რა და ჯანდაბა გადააგდე ეგ დედა******** სიგარეტი! -შენც რომ ეწევი? და არ ვარ დიდი გოგო! -მართალია, შენ ჩემი პატარა გოგო ხარ, რომელიც მეც ძალიან მომენატრა და სიგარეტი გადავაგდე. -კაი ბიჭი მყავხარ-კიტას მყავხარ ესიამოვნა. -ანუშკი-ისევ დაუსერიოზულდა ხმა აბაშიძეს. -რა იყო? -მოკლედ კიდევ 2 დღე ვერ ჩამოვალ, დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ არადა ქარხანის მშენებლობა მალე დამთავრდება და საჭირო ვარ. -გაჩერდი კიტა, ნუ მიხსნი, საქმეზე ხარ, გასართობად ხო არა, როცა შეძლებ მაშინ ჩამოხვალ. -ჩემი ანუშკი, არა ვსიო, ამის მერე აღარ დაგტოვებ ან თან წაგიყვან!-ანას გაეღიმა, კიტამ იგრძნო. -კაი წავედი ანუშკი და ჭკვიანად იყავი. -ხო ვიცი ვიცი.-კიტამ ტელეფონი გათიშა, ანამ ტელეფონს აკოცა თითქოს კიტას კოცნიდესო. მერე თავის საქციელზე გაეცინა. უკნიდან ჩახველების ხმა გაიგო, თავი მიატრალა ლევანი იყო. ------- ვიცი ძალიან პატარაა, როგორც კი თორმეტს გადაცდება კიდევ დავდებ. დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ, ძალიან მახარებს თქვენი თითოეული კომენტარი❤️❤️❤️❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.