შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ძმის ძმაკაცი შემიყვარდა (თავი მე-7)


10-12-2015, 21:33
ავტორი ელლ
ნანახია 3 420

უხმოდ მიმიყვანა სახლამდე, მანქანის გაჩერებისთანავე სასწრაფოდ გამდმოვედი, უკვე აღარ შემეძლო მისი სიახლოვე, სული მეხუთებოდა, დანაშაულის გრძნობა მაწუხებდა და ვიცოდი კიდევ ცოტა ხანს რომ დავრჩენილიყავი სიმართლეს ვეტყოდი.
კიბეებზე ასვლისას მეშინოდა არ წავქცეულიყავი, ფეხები მიცახცახებდა, როგორც იქნა კარამდე მივაღწიე. რამდენიმე წამით კარზე მიყუდებული ვირეგულირებდი სუნთქვას, ვცდილობდი ორგანიზმი დამემორჩილებინა. ოჯახის წევრების წინაშე ასეთ მდგომარეობაში ვერ წავრსდგებოდი. ორი წუთის შემდეგ ძალები მოვიკრიბე და კარები შევაღე. ლია ჟურნალს ფურცლავდა, ცალ თვალს კი ტელევიზორისკენ აპარებდა, როგორც ჩანდა ირაკლის ჩართულ ფილმს დაეინტერესებინა. დედა-შვილი ისე გაეტაცებინა ფილმს, ჩემი შემოსვლა ვერც შეამჩნიეს. ნუგზარი სახლში არ აღმოჩნდა. რაც შეიძლება მშვიდად გადავკვეთე სასტუმრო ოთახი და ჩემს საძინებელში შევედი. კარები ჩავკეტე და იქვე ჩავიკეცე, ძალა აღარ მეყო და ცრემლების ნაკადმა ღაწვები დამისველა. ხელი პირზე ავიფარე, რათა ჩემი სლუკუნი არ გაეგოთ. ეს რა გავაკეთე? ღმერთო ეს რა გავაკეთე? როგორ შევძელი ჩემი საყვარელი არსებისთვის გული მეტკინა , მომეტყუებინა და იმედი გამეცრუებინა. როგორ შემეძლო ვყოფილიყავი ასეთი ეგოისტი , სასტიკი. მე ხომ ჩემი სიყვარული შეურაცხვყვე და ბრაზსაყოლილმა უარვყავი.
მტკიოდა, ოხ როგორ სულისშემძვრელად მტკიოდა იმ წამს. მომდევნო წუთს კი სიცოცხლეც დავამთავრე , როცა მომყვირალი ირაკლის სიტყვები ჩამესმა ყურში
-რას ნიშნავს ავარიაში მოხვდა? .... როდის და როგორ? .. ახლავე მოვდივარ
-რა მოხდა შვილო ?
-ნიკა ავარიაში მოხვდა.
ბომბის გავარდნას ჰგავდა მისი სიტყვები. ვერავინ წარმოიდგენს როგორ შემზიზღდა თავი იმ წუთას. ეს ხომ ჩემი სიჩერჩეტისა და დაუფიქრებელი ნაბიჯის ბრალი იყო, არა მხოლოდ სულიერად, ფიზიკურადაც მოვკალი ნიკა. საძინებლიდან გამოვვარდი, როცა მივხვდი ირაკლი საავადმყოფოში წასვლას აპირებდა, ისტერიკულად ვუთხარი:
-მეც წამოვალ-ეტყობა მაშინ იმდენად გადაწონა ნიკაზე ფიქრმა, ირაკლიმ ჩემი მდგომარეობა ვერ შეამჩნია და თავი დამიქნია.
წავედით. საავადმყოფოს მეორე სართულზე ნიკას მშობლები დაგვხვდა. აცრემლებული დედამისი ქმარს მიხუტებოდა.
-როგორაა?-ხმა გაებზარა ჩემს ძმას
-კომაშია, ექიმი ამბობს შეიძლება ვერც გამოვიდესო- სასოწარკვეთილი ხმით უპასუხა ნიკას მამამ.
-ემზარ ბიძია ეს როგორ მოხდა?
-დიდი სისწრაფით მონავალა, მანქანასთან შეჯახება რომ აერიდებინა , გზიდან გადასულა, ამის გამო მანქანა გადაბრუნდა და ხესაც შეასკდა. რამდენიმე სახის მოტეხილობა აქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მძიმე ტვინის შერყევა მიიღო.
ამ დროს ანა მოგვიახლოვდა, ჩავეხუტე მანაც ხელები მომხვია და აქეთ დამამშვიდა
-არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება.
ვიცოდი , ანა დიდი ხნის მიმხვდარი იყო , რომ ნიკა მიყვარდა და არც გამკვირვებია მისი ქმედება.
-ჩემი ბრალია-ცრემლები წამსკდა და სლუკუნიც დავიწყე.
-თავს ნუ იდანაშაულებ. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო.
ვიცოდი ანა ზედმეტად ჭკვიანი და მიხვედრილი იყო იმისთვის , რომ ეს სიტყვები მხოლოდ ჰაერზე ეთქვა. იმასაც ვგრძნობდი, რომ ანას უკეთესად ჰქონდა გათავისებული ის რაც ჩემსა და ნიკას შორის ხდებოდა, ვიდრე ჩვენ თვითონ.
ექიმიც გამოვიდა პალატიდან და ჩვეული ფრაზით : იმედი უნდა ვიქონიოთო, დაგვამშვიდა.
გადიოდა დღეები, ერთი კვირის განმავლობაში მე და ირაკლი ყოველდღე ვაკითხავდით საავადმყოფოს. დედამისი გამუდმებით თავთან ეჯდა ნიკას და გულმოკლული ეხვეწებოდა გამოფხიზლებულიყო.
კვირა დილას მარტომ მოვინახულე. დერეფანში ახლობელი ვერ ვნახე, ვერც პალატაში შევამჩნიე ნიკას მშობლები. უსიცოცხლოდ მოვათავსე მოტანილი გვირილები ლარნაკში და მის გვერდით სკამზე დავჯექი. ვუყურებდი ფერდაკარგულს და ცრემლები თავისით გადმომიცვივდა.
-მაპატიე გთხოვ....... მე, მე.... მე არ მინდოდა გტკენოდა, არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყავი. გთხოვ დამიბრუნდი, ნიკა არც კი გაბედო წასვლაზე ფიქრი. მე ვერ გავძლებ , ვერ ვიარსებებ უშენოდ. ალბათ ჩემი დაბადების აზრი შენი შეყვარება იყო. მე ვზიდე ამ დიდი სიყვარულის ტვირთი, რომელიც ტკივილთან ერთად მაბედნიერებდა კიდეც. იცოდე არ დამტოვო, ნუ ჩაიდენ ამ ცოდვას და ნუ მამყოფებ სულ მარტოს ამ ვეებერთელა სამყაროში. შენ არ გაქვს ამის უფლება , ვერ იქნები ასეთი ბოროტი და დაუნდობელი, ვერ მომექცევი ასე.
მისი ხელი ავიღე და ლოყაზე მივიდე, თან ხელის გულზე ვაკოცე. მის ხელს ჩემი ცრემლები ასველებდა და ვიგრძენი როგორ შეირხა, თითები აამოძრავა, თვალებიც ნელ-ნელა გააღო
მე გაკვირვებისა და სიხარულისგან გავშეშდი და პარალიზებული ვადევნებდი თვალს
-ლიზა- ხრინწიანი ხმით ამოიჩურჩულა
-ნუ ტირი- ამაზე უფრო მეტად ამეტირა. ლოყაზე მოდებული თითებით ცრემლები მომწმინდა
-მე არ ვარ შენი ცრემლების ღირსი
-პირიქით, შენ ამქვეყნად ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ
-ლიზა შენ ვერც კი ხვდები რამდენი დავაშავე, ღირსი ვიყავი ეს დამმართნოდა.
-არა, ნუ ამბობ ამას, ყველაფერი ჩემი ბრალია, რომ არ მომეტყუებინე
-რას ნიშნავს, რომ არ მოგეტყუებინე, შენ რა მომატყუე?
-ნუთუ ვერ ხვდები , რომ სხვისი შეყვარება არ შემიძლია.................. ნიკა მე შენ მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები( სევდა ჩაუდგა თვალებში) შეიძლება მთხოვო დამივიწყეო , მაგრამ არ შემიძლია, რომ შემძლებოდა ამ ერთ წელს ბედნიერად გავატარებდი . ამის მაგივრად კი მთელი ღამეები შენზე ვფიქრობდი, ჩემი ცრემლებით არაერთხელ დამინამია ბალიში. ამ ქვეყნად მარტოსულს მხოლოდ ღამე მექცა მეგობრად, მესაიდუმლედ. შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ და როგორ მიხარია, რომ შემიძლია შენს ლამაზ ცისფერ თვალებს ვუცქირო, მე მათში სიმშვიდესა და სიხარულს ვხედავ და ვბედნიერდები
ჩავეხუტე , ხმამაღლა ავტირდი, ამჯერად ჩემი ცრემლები ლოყებს უსველებდა
-ლიზა მეც მიყვარხარ!
თავი ავწიე, მისი სახე ხელებში მოვიქციე, ჩემი თვალები გულწრფელობისთვის მადლიერებას გამოხატავდნენ. იმდენად შემიპყრო სურვილმა , რომ ვეღარ მოვითმინე ამ გრძნობების გულით ტარება და თითოეული ემოცია მას ტუჩებით გადავეცი.
იმ წუთებში ნეტარებას მივაღწიე. უზომოდ გავბედნიერდი, მე ვეალერსებოდი ჩემს საყვარელ მამაკაცს , რომელიც იმავეთი მპასუხობდა. ჩვენი კოცნა დაუვიწყარი იყო. ორივემ ვიცოდით, შეცდომას ვუშვებდით,მაგრამ ეს ჩვენი ჩაკლული გრძნობების აფეთქებას მიაგავდა. ვცდილობდით შევრწმულიყავით, ერთ სულ და ერთ ხორც ვქცეულიყავით, ტუჩებით წაგვეკითხა ერთმანეთის ფიქრები და განცდები. ირგვლივ ყველაფერი გაქრა, ჩვენც მოვწყდით ამ სამყაროს, ავცდით დედამიწას და ცისკენ მივილტვოდით. მართალი იყო რუსთაველი , როცა ამბობდა : სიყვარული აღგვამაღლებსო. ეს არ იყო უბრალოდ ხორციელი ვნება, ეს იყო ჩვენი სულის გამოძახილი, ჩვენ სულებს ეწადათ ერთად ყოფნა. რა იქნებოდა შემდეგ? ეგ ნაკლებად გვაინტერესებდა, მთავარი იმ წამებითა და წუთებით ტკბობა გახლდათ.

***********
მეგობრებო მაპატიეთ , რომ დიდი ხანი ვერ დავდე, მაგრამ ვერაფრით მოვიფიქრე როგორ გამეგრძელებინა, ბოლოს გულმა ეს მიკარნახა, შეიძლება თქვენი იმედები ვერ გავამართლე. თქვენი კომენტარები ძალიან მამხნევებს, გმადლობთ თბილი სიტყვებისთვის



№1  offline მოდერი nicol

ამაღელვებელ გრძნობაზე წერ და ჩემთვის ეს არის მთავარი love
მიყვარს ისეთი ისტორიების კითხვა, როცა გგონია რომ რამდენიმე წამით სუნთქვა დაგავიწყდა. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა რამდენად პროგნოზირებადი გაგრძელბა და დასასრული ექნება ისტორიას, მთავარია გრძნობით იკითხებოდეს. love

წარმატებებს გისურვებ, სიყვარულით ნიკოლი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline წევრი sergio ramos

mm kargia momewona da male dade cota didi taviii

 


№3 სტუმარი P.T

Dzaan dzaan saintereso tavi iyo.momewona.ogond cota gaadide tore dzalian pataraa Da ver davkmayofildi

 


№4  offline მოდერი X.G

ძალიან კარგია ყოჩაღ love ისეთი ამაღელვებლად ჟღერს ეს ყველაფერი რომ გული ამიჩუყდა love ველი შემდეგ თავს love

 


№5  offline წევრი cancara

ვაიმე როროგ გამახარე შენ არიცი ნუ აგვიანებ რა დიდი თავები დადე გთხოვ და ასე გააგრDელე ნუ იგვიანებ კარგი იყო ეს თავი მომეწონა ძალიან

 


№6 სტუმარი ეჰჰ

რუსთაველი იმასაც ამბობდა მძულს უგულო სიყვარული ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუშიო, მაგრამ ვის ესმის ეგ???? ბოდვაა ეს ყველაფერი არ არის სიყვარული...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent