მტერი შემიყვარდა (თავი 14)
ასე ცახუტებულები ვიყავიტ რამდენიმე ხანს. გონს რომ მოვედი ვატოს უეცრად მკერდზე ხელი ვკარი და მოვიშორე. თვალებში ვუყურებდი და არაფერს ვგრძნობდი. არც სიძულვილს არც მონატრებას, არც სიყვარულს, არც სიბრალულს. გამახსენდა როგორ "გადამიარა" სამი წლის წინ და როგორ დაუდგა ჩემს ბიოლოგიურ დედას გვერდიტ რომ მამაჩემი მოეკლათ ამ ბინძური ფულის გულისთვის. მაგრამ ვგრძნობდი და ვგრძნობ რომ ვატოს ეს არ უნდოდა გაეკეტებინა. მის თვალებში ეს არ სჩანდა. ამ ფიქრებიდან დედამიწაზე გოგოების ხმამ დამსვა. უეცრად წამოვხტი და ვითომც არაფერი არ მომხდარა ისეთი სახე მივიღე. -სოფი?! -მარიმ დაიყვირა და ჩამეხუტა. -კარგად ვარ მარი არაფერია. - ვთქვი და შარვალზე ხელი ჩამოვისვი რომ მტვერი მომშორებოდა. -სოფი სალაპარაკო მაქვს შენთან! -თქვა ვატომ და მკლავზე ხელი ჩამავლო. -სოფი! -დაიძახა მარიმ და გამოგვეკიდა. -არაფერია მარი. დარჩით თქვენ. -ვუთხარი და ვატოს უხმოდ გავყევი. სწრაფი ნაბიჯებით მიაბიჯებდა ავტო სადგომისკენ. ვატომ მუქი ნაცრისფერი, AUDI-ის კარები გამიღო და მეც ჩავჯექი. შემდეგ მანქანას შემოუარა და ჩემს გვერდით საჭეს მიუჟდა. ცოტახანი ასე ვდუმდით. შემდეგ სიჩუმე ვატომ დაარღვია. -სოფი ბავშვს რა დაემართა? -ხმა დაბალი ხმით მკითხა ვატომ და ჩემსკენ შემობრუნდა. სიტყვა "ბავშვი"ს გაგონებაზე ცრემლები გადმომცვივდა და ხელები სახეზე ავიფარე. -რა უნდა დამარტნოდა ვატო რა?! მუცელი მომეშალა ნერვიულობაზე როგორ ვერ ხვდები?! რა სულელურ კითხვას მისვამ ვატო?! რა გინდა ამიხსენი! -ვყვიროდი და თან ტირილს ვუმატებდი. ვატომ ხელები დამიჭირა და და დაწყნარება დამიწყო. უეცრად მისი სიახლოვე ვიგრზენი. თანდათან მისი სახე ცემსას უახლოვდებოდა. როგორც კი ჩვენი ბაგეები ერთმანეთს ნაზად შეეხო მაშინვე გავიტრუნე და თვალები დავხუჭე. -შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე სოფი. შენ არ იცი როგორ მიყვარხარ. -ცინიკოსი ხარ! -მაშინვე მოვიშორე და ყვირილი გავაგრძელე -მამაცემის მოკვლა გინდოდა. ცხოვრებას მინადგურებდი გესმის?! -გაჩუმდი! -ისეთი დაიყვირა იქვე გავიყინე. -გაჩუმდი! შენ ძალიან კარგად იცი რომ არ ვიცოდი ის თუ მამაშენი იყო. ძალიან კარგად იცი რას ვგრძნობდი იქ როცა გიყურებდი ასეთ გულ ნატკენს. რა გგონია მე ამას გულით ვაკეთებდი?! მაგ ქალმა მამაჩემი მომიკლა ჩემს თვალწინ და მითხრა თუ არ გავაკეთებდი იმას რასაც ის არ მეტყოდა მეც მომკლავდა. შენ რა გგონია მე მკვლელად დავიბადე?! და არც არასდროს ვყოფილვარ მკვლელი გესმის?! შენი ნაბო*არი დედის გამო რომელმაც ყოველ მეორეს სიცოცხლე გაუმწარა, ციხეში აღმოვჩნდი! მაგრამ სიმართლე რომ გაირკვა მე გამომიშვეს. თორემ ეხლაც იქ ვიქნებოდი!-ბოლო ხმაზე ყვიროდა ვატო. -არ არის ის ქალი დედაცემი!-მეც ტირილს არ ვწყვეტდი/ -ნუთუ ჩემი სიტყვებიდან მხოლოდ ეგ გაიგე სოფი! ეგ გაიგე მარტო?! გეკითხები! მე კი ვტიროდი და არ ვწყვეტდი. ვატომ მანქანა დაძრა და სახლში მიმიყვანა. არაფერი არ უთქვამს ისეთი მოწყდა ადგილს. სახლში რომ შევედი გოგოები იქ დამხვდნენ. მაშინვე გამოიქცნენ და ჩამეხუტნენ. ცოტა რომ დავმშვიდდი, ყველაფერი მოვუყევი რაც ვატომ მითხრა. ისინიც განაბულები მისმენდნენ. საუბარი რომ დავამთავრე ამ თემაზე არაფერი უხსენებიათ. გოგოები რომ წავიდნენ მე წყალი გადავივლე და ლოგინში ჩავწექი. დიდხანს ვერ დავიძინე. შემდეგ ღამის სამი იქნებოდა რომ ჩამეძინა. რომ გავიღვიძე შუადღის ორი ხდებოდა. ავდექი, მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი, ყავის გასაკეთებლად. უეცრად კარზე ზარის ხმა იყო. კარი გავაღე და დემეტრე იდგა და ქვემოდან მიყურებდა. საკოცნელად დაიხარა მაგრამ სახე ავარიდე და ხელით ვანიშნე შემოდითქო. ისიც სამზარეულოსი შემოვიდა და სკამზე დაჯდა. -ყავა გინდა? -ცივად შევთავაზე. -არა! -ცივად მიპასუხა. -დემეტრე სალაპარაკო გვაქ! -ვიცი სოფი ვიცი! -გამეტანხმა და თითების კაკუნი დაიწყო. -მე დავიწყებ! -ვუთხარი და ყავა ჭიქაში ჩამოვასხი. -გისმენ! -მოკლედ მე შენ არ მიყვარხარ დემეტრე! ამდენი ხნის განმავლობაში უბრალოდ მომწონდი. სხვა არანაირი გრძნობა არ გამაჩნდა შენს მიმართ! -ისე თამამად ვთქვი ჩემი თავის გამიკვირდა. -რა გოგო?! -გიჟივით წამოხტა და კედელწე ამაწება. -რაც გაიგე დემეტრე. -მეც შევეპასუხე. უეცრად ჩემმა მობილურმა დარეკა. მეც დავუსხლტი ხელებიდან და მობილურს ვუპასუხე. -გისმენთ. -გამარჯობათ! სოფი ბრძანდებით? -დიახ რაგნებავთ? -ბოდიშით რომ გაწუხებთ მაგრამ, ვატო გუშინ ავარიაში მოყვა. ამის გაგებაზე თავზარი დამეცა. პირზე ხელი ავიფარე და ცრემლები შევიკავე. გავიგე რომელ საავადმყოფოში იწვა და გიჟივით გავქანდი. დემეტრე გამომეკიდა მაგრამ სულ არ მეცალა მისთვის. შენობაში რომ შევედი ვიკითხე ვატო სად იწვა. ექთანმა მიმაცილა პალატასთან. მითხრა რომ არც თუ ისე ადვილად არის საქმე და შეიძლება უცხოეთში დასჭირდეს მკურნალობაო. ფრთხილად შევაღე კარები და ოტახში შევედი. საწოლის გვერდზე მდგარ სკამზე დავჯექი და ვატოს ხელს ხელი დავადე. -მაპატიე, გთხოვ. გემუდარები მაპატიე. მჯერა შენი ვატო. გთხოვ ოღონდ არ მიმატოვო. მიყვარხარ ვატო! -ვთქვი და მის ხელს ვაკოცე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.