შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიამოვნო ლაშქრობა(თავი 4)

10-12-2015, 23:49
ავტორი chica sol
ნანახია 4 630

მოუხერხებლად მივწვდი ტუჩებზე ლუკას. თან ვკოცნიდი და თან ვცდილობდი ზედმეტად არ შევხებოდი. მხოლოდ ხელით ვეხებოდი სახეზე და ტუჩებით ტუჩებზე. ჩემი თავის ვერ გამეგო, რაიმეს დამტკიცებას ვცდილობდი ლუკასთვის თუ სურვილს ვიკმაყოფილებდი?
რამდენიმე წამში მოვშორდი და ტერფებზე დავეშვი. ტუჩები მითრთოდა. გულმა რეჩხი მიყო როცა გავიაზრე რაც გავაკეთე. დავიძაბე, სახე გამიხურდა, მაგრამ ჯიბრით მაინც თვალებში შევცქეროდი ბიჭს, თითქოს რამეს ვამტკიცებდი ამით.
ლუკაც თვალებში მიყურებდა. სახეზე გაოცემა ეხატა და მე ეს მომწონდა. აშკარად არ ელოდა ჩემს ასეთ საქციელს. გულში ვამაყობდი, რომ მისი გაკვირვება შევძელი. უცებ სახე შეეცვალა, ტუჩის კუთხეში თავშეკავებული ღიმილი აუთამაშდა. უცებ ჩვენს შორის მანძილი მინიმალურამდე შეამცირა ერთი ხელი კეფაზე შეკრულ თმაზე წამავლო, მეორე წელზე მომხვია და ზედ ამიკრა.
მოულოდნეობისგან წამოკივლებაც ვერ მოვასწარი,ისე დამაცხრა ტუჩებზე. აი, ეს იყო კოცნა. ვაღიარებ ჩემი მცირედი გამოცდილებით, რომელიც რამდენიმე წამის წინ შევიძინე, რომ ეს შეუდარებელი, სასიამოვნო და სულის შემხუთველი იყო. აი ესაა კოცნა და არა ის რაც მე წავიცოდვილე წეღან. თითქოს სხვა სამყაროში გადავვარდი ლუკასთან ერთად. თმაზე ოდნავ დამქაჩა და თავი ზემოთ ამაწევინა. მე კი მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებებს მივყვებოდი, რომელიც ლავად გადამექცა, ჯერ მუცელში ჩამეღვარა და ტალღებად დამიარა მთელ ორგანიზმში.
ჰაერის უკმარისობამ მომიყვანა გონს, და სულ შეხუთულმა თვალები გავახილე. ამ დროს მომშორდა ლუკაც და შუბლზე შუბლით მომეკრო. ორივე ღრმად ვსუნთქავდით და ერთმანეთის სუნთქვა სახეზე გვეფრქვეოდა. ვდუღდი... ვიწვოდი...
ჯერ კიდევ არ ვიყავი გონზე მოსული, რომ ლუკამ ისევ დამქაცა თმაზე. თავი ჩემდაუნებურად ამეწია ზემოთ. ისევ მომწვდა ტუჩებზე და მოწყვეტით და ნაზად მაკოცა.
-ისწავლე! აი, ესაა კოცნა.-მიჩურჩულა მას შემდეგ, რაც ჩემს ტუჩებს მოწყდა, თუმაცა მინიმალურადაც არ დამცილებია და ლაპარაკის დროს ჩვენი ტუჩები ისევ ეხებოდნენ ერთმანეთს.-შენ პრაქტიკა გაკლია, მაგრამ გამოვასწორებთ.- სადღაც შორიდან ჩამესმოდა მისი სიტყვები. კიდევ ერთხელ მაკოცა მოწყვეტით. ყველა სხვა შეგრძნება დამეკარგა. ვიყავით მხოლოდ მე და ლუკა.- ერთით-ერთია პატარავ.-ჩამჩურჩულა ყურში და ხელი გამიშვა. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ დავცემულიყავი საყრდენგამოცლილი. გონზე მოსულმა ოთახი რომ შევათვალიერე, მარტო ვიყავი.

ოთახში ყველაფერი გადავქექე და პლედის მაგვარი ვერაფერი ვნახე. არადა მის გარეშე აქ ციოდა. შუა ზაფხულში შეიძლება ასე ციოდეს? გაგიჟდება კაცი. კოცნისგან მიღებული ემოციები მოსვენებას აღარ მაძლევს. ოთახში დავბოდიალობ, მოუსვენრად ვცქმუტავ, კედლებს ვეხლები და ზედ ავდივარ. ვიცი, ლუკა მალე შემოვა, მე კი ამ საწოლში მიწევს მასთან ერთად ღამის გატარება. გულს ვერ ვიოკებ, ლამის ამომივარდეს საგულედან, ისე მიცემს.
-ჯანდაბას შენი თავი, ლუკა!- ამოვიძახე და საწოლში შევძვევი. ხომ არ შემჭამს ბოლოს და ბოლოს? როგორმე გავათრევ ამ ღამეს.
საბანში გავეხვიე და გავიტრუნე. ქვედა ტუჩზე დავიწყე თითების უმისამართოდ სმა და დებილივით ვიღიმოდი, როცა ნაბიჯების ხმა მომესმა. სასწრაფოდ საწოლის კუთხეში მივწექი და თვალები დავხუჭე. ეს მიშველის ვითომ?
კარი გაიღო და ოთახში ლუკა შემოვიდა. ნაბიჯების და შრიელის ხმა მესმოდა. ალბათ ტანსაცმელი გაიხადა. საწოლს რომ მოუახლოვდა, და საბანი წამოსწია. თვალის ქუთუთოები ისე დავაჭირე ერთმანეთს, რომ ტკივილიც კი ვიგრძენი. წამიც და ლუკა უკვე ჩემს გვერდით იწვა.
ერთმანეთს მხრებით ვეხებოდით. მე მისგან ზურგით ვიწექი, ის კი მგონი წურგზე დაწვა. რამდენიმე წამი არ გავნძეულვართ. დაძაბულობისან ყველა კუნთი ამტკივდა. ვიგრძენი, როგორ გადმობრუნდა ლუკა და წელზე ხელ მომხვია. მუცელზე მომიჭირა და ზედ ამიკრა.
-ლანა, ასეთი დაძაბული თუ იქნები, ხვალ ფეხზე ვეღარ ადგები იცოდე, არადა ხვალ ყველაზე გრძელი და რთული გზა გვაქვს გასავლელი.- ჩამჩურჩულა.
-ის რომ გაკოცე, ასეთი მოხუტებების უფლებას არ გაძლევს, ლუკა!-მკაცრად ამოვილაპარაკე.-თუ ჩემი დაძაბულობა არ მოგწონს, გადაწექი იატაკზე.
-გავცივდები.-უდარდელად ამოილაპარაკა და კისერში ჩამიყო ცხვირი.- მე სულაც არ მაწუხებს ეს სიტუაცია.
-გემჩნევა. -მხარი ავიქნიე მისი სახის მოსაშორებლად, მაგრამ გადმოიწია და ყელზე მომაკრო ტუჩები. იდაყვზე წამოვიწიე და მისცენ მოუხერხებლად მივაბრუნე თავი. -ლუკა, ტუჩები გააკონტროლე, თორემ გეფიცები ამ სახლიდან ახლავე წავალ, თუნდაც მგლებმა შემჭამონ.-შევუღრინე.
-კარგი ჭირვეულო... დაწექი წესიერად.-ხელები დანებების ნიშნად ასწია. მეც ისევ დავბრუნდი.-ლუკამ საბანი გადამახურა და ხელი ისევ წელზე მომხვია. დავაპირე თუ არა გაპროტესტება, მან დამასწრო.- სხვაგან ვერსად წავიღებ ხელს, ადგილი არაა.- მითხრა უცოდველი ხმით.-ნუ ხარ დაძაბული. მოდი რამეზე ვილაპარაკოთ და გაგივლის.
-რაზე? -ეს აზრი მომეწონა. იმედია შევძლებდი ყურადღების გადატანას სხვა რამეზე და მისი ჩემზე აკრული სხეულს, ცოტას მაინც მოვწყდებოდი.
-გავიცნოთ ერთმანეთი. სხვა თუ არაფერი ერთ საწოლში ვწევართ და გავცდეთ სახელებს. თან დღეს ჩემი ცოლი ხარ ხომ არ დაგავიწყდა? ხო და მინდა ჩემს ცოლს უკეთ ვიცნობდე.-გაიცინა ლუკამ და ხმის ჩასახშობად თავი ჩემს კისერში ჩარგო.
მეც გამეცინა. თან გულზე ისე თბილად და ტკბილად მომხვდა „ჩემი ცოლი ხარ“, რომ ჟრუაბტელმა დამიარა და გამაკანკალა. ამაზე ლუკამ უფრო მიმიხუტა.
-ჯერ მე ვსვამ კითხვებს.-წამოვიძახე ისე, თითქოს ველოდი რომ ამას ლუკა დამასწრებდა.
-აჰა... მიდი.-უკეთესად მოეწყო ლუკა და კითხვებს დაელოდა.
-კარგი...- ჩავფიქრდი. იმ მილიარდობით კითხვიდან ჯერ რომელი დამესვა, რომელიც ლუკას ირგვლივ მიტრიალებდა?-მოკლედ, ჯერ შენზე მომიყევი, ვინ ხარ, სად მუშაობ ან სწავლობ, რა გიყვარს, რა მოგწონს, რა ვიცი მომიყევი შენზე.-დაუწყობლად ამოვილაპარაკე.
-ლუკა მახარაძე ვარ. 26 წლის. ვცხოვრობ თბილისში. მყავს მშობლები, და პატარა და, რომელიც სულს მირჩევნია. აღარ ვსწავლობ, ვმუშაობ. ერთ ერთ კომპანიაში მთავარი არქიტექტორი ვარ. ლაშქრობებში სიარული ჩემი ჰობია.- დაამავრა. გული დამწყდა, რომ ასე მალე მორჩა. ჩემი გონება მასზე მეტ იმფორმაციას ითხოვდა.- ახლა შენ იგივე კითხვას გიბრუნებ.
-ლანა დოლიძე, 19 წლის. მყავს მშობლები, მაგრამ ისინი საბერძნეთში ცხოვრობენ. ვსწავლობ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ჯავახიშვილში. კითხვა მიყვარს. არანაირი ლაშქრობები და ხეტიალი არ მიყვარს.- შეძლებისდაგვარად გავაქნიე თავი.
-ხო?-აბა აქ რატომ ხარ?
-ოჰ... ნუ მახსენებ. ასეთ დღეში ჩემმა გოგონებმა ჩამაგდეს. მიამ და ნატამ დამითანხმეს. უკანასკნელად...-ამოვილაპარაკე გაბრაზებულმა.
-რატომ უკანასკნელად?-გაიკვირვა.
-რა რატომ? ვერ ხედავ რა დღეში ვარ? ჯერ ამხელა ჩანთის თრევა მიწევს, მერე ამ სოფელში დავრჩით გამომწყვდეულები, მთელი საღამო შენი ცოლის როლის მორგება მომიწია და ბოლოს აქ ვწევარ შენთან ერთად...-ერთი ამოსუნთქვით ამოვთქვი, რაც მაწუხებდა.
-მერე ეს ცუდია?-თითქოს მის ხმაში წყენამ გაჟღერა. ტუჩზე ვიკბინე. გული დამწყდა.მგონი დროა სანამ რაიმეს წამოვაყრანტალებ, ჯერ გავფილტრო ხოლმე.
-რაღაც მაინტერესებს და გკითხავ რა...- წამოვიძახე თემის შესაცვლელად.
-მიდი...-შემაგულიანა.
-ლაშქრობაში ისე წამოვედით, რომ არანაირი ფულადი თანხა არ გადაგვიხდია. არადა ყოველ დღე რესტორნებში ვართ. ღამეს სასტუმროებში ვათევთ, რა ხდება? რაიმე პროექტია თუ ვინმე „ბობოლა ბიძია“ გვაფინანსებს?
-ოო, ამას არ ველოდი... სათვალავიც კი ამერია, რამდენი ლაშქრობის ხელმძღვანელი ვიყავი და ასეთი კითხვა არავის დაუსვამს. გამაკვირვე... -გაიცინა და თავზე მაკოცა. დავაიგნორე, ისევ კამათი აღარ მინდოდა. -პროექტი არაა, უფრო „ბობოლა ბიძიასკენ“ გადავიხრები.
-და ვინაა ეს „ბობოლა ბიძია“? -გამიკვირდა, რატომ უნდა დააფინანსო ლაშქრობა?
-ეს პროფესიული საოდუმლოა. ვერ გავამხელ.- გადაჭრით მითხრა.
-ოო კარგი რა. კუბოში ჩავიტან საიდუმლოს. გეფიცები სამარე ვარ. -მართლა ამენთო ინტერესი თვალებში.
-შენი მჯერა. კარგი, მე ვაფინანსებ, მაგრამ ეს არავინ იცის წინამძღოლების გარდა.
-მართლა? კი მაგრამ ამას რატომ აკეთებ?-გაკვირვება ვერ დავმალე.
-არ ვიცი. მინდა, მსიამოვნებს. პატრიოტი ვარ და მინდა ყველა ახალგაზრდამ ნახოს საქართველოს სილამაზე. მინდა მათაც ისე უყვარდეთ საკუთარი ქვეყანა, როგორც მე.-მხრები უბრალოდ აიჩეჩა.
-ვაუ.- ჩემდაუნებურად წამომცდა.- გაოცებული ვარ.
-რატომ?- იდაყვზე წამოიწია და სახეზე დამხედა.
-„ბობოლა ბიძიას“ არ გავხარ. თან არქიტექტორის ხელფასით, ასეთი ლაშქრობები აფინანსო, რთულია.
-რთული არა, შეუძლებელია. კომპანია სადაც ვმუშაობ, ჩემი ოჯახისაა.
-აჰა. ახლა გასაგებია...
ორივე გავჩუმდით. მართალი აღმოჩნდა ლუკა. ლაპარაკმა მომადუნა და მთელი დღის დაღლილს ძილი მომერია. თვალები მეწვოდა და მეხუჭებოდა.
-ძილი ნების ჭირვეულო.- ჩამჩურჩულა ლუკამ და ყელში მაკოცა. ნახევრად გათიშულსაც კი ამეფაკლა ღაწვები.
-ძილი ნების არამკითხევ.-ამოვიკნავლე და გავითიშე.
***
დილით თვალები რომ გავახილე, საწოლში მარტო ვიყავი. ქვედა სართულიდან ხმაური აღწევდა. მეც წამოვდექი, მოვწესრიგდი, ოთახი მოვაწესრიგე და პირველი სართულის კიბეებს ჩავუყევი.
-დილა მშვიდობის.- თინა მომესალმა მისაღებში შესვლისთანავე.
-დილა მშვიდობის- ყველას გავუღიმე. ნინო ბებოსთან მივედი და ფუმფულა ლოყებზე ვაკოცე. სხვანაირად არც შემეძლო, ისეთი თბილი თვალებით მიყურებდა და გვერდით მივუჯექი.
-და მე კოცნა?-სავარძლიდან წამოდგა ლუკა და ჩემსკენ წამოვიდა.თვალები დავუქაჩე, მაგრამ ვითომც ვერ შეამჩნია. მომიახლოვდა, ჩემსკენ დაიხარა თუ არა ლოყა მივუშვირე. ჩუმად ჩაიცინა, სახეზე ხელი წამავლო, მისკენ მიმაბრუნა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე.
ყველა ბედნიერი თვალებით გვიყურებდა და მეც დამორცხვებულმა გავიღიმე. გულში კი ერთი სული მქონდა თვალები გამომეთხარა ლუკასთვის, ასეთ სიტუაციაშ რომ მაგდებდა.
როგორც ჩანს, ზავი დროებითი აღმოჩნდა. გაგამწარებ არამკითხევ, მაცალე...
ჯერ ძალიან ადრე იყო. ბაგირი ნახევარ საათში ჩაირთვებაო გვითხრა შალვამ და თინამ სასწრაფოდ მაგიდა გააწყო.
ბევრი ვიცინეთ, ვიმხიარულეთ და ჩვენი წასვლის დროც მოვიდა. მთელმა ოჯახმა გამოგვაცილა. ნინო ბებო ცრემლებს ჩუმად იმშრალებდა, მე კი მისი დამალვა არც მიცდია.
-ნეტავ თქვენი თავი კიდევ მანახა ღმერთმა ბებო და მეტი არაფერი მინდა.-ამოიტირა ქალმა.
-მოვალთ ნინო ბებო, აუცილებლად გინახულებთ. -გადაეხვია ლუკა.
-ჩემს ბაღანას მიხედე შვილო.
-მივხედავ ნინო ბებო.-დაჰპირდა ლუკა და მეც მიმიხუტა გულზე, რომელიც ცრემლების შემშრალებას ვერ ავუდიოდი. საოცრად შემაყვარა ამ ოჯახმა თავი. მათი დატოვება საშინლად მეძნელებოდა.
დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ბაგირზე ჩავედით. დილით მხოლოდ მე, ლუკა და გამცილებელი ვიყავით ვაგონში. ისეთ საშინელ ხასიათზე ვიყავი, ლუკაც ვერ ბედავდა ჩემთან გამოლაპარაკებას. უხმოდ მივედით სასტუმრომდე. მიმღებში ვიკითხე სად იყვნენ ჩემი გოგონები და ნომერში ავედი. ლუკამ უხმოდ მიმაცილა ნომრამდე და მერე თვითონაც გაბრუნდა.
გოგონებს ჯერ კიდევ ეძინათ. მათმა დანახვამ შვება მომგვარა და გავიღიმე ისე საყვარლად ეძინათ. მიასთან ჩუმად მივიპარე და გვერდით მივუწექი. ჯერ ძალიან ადრე იყო და გასაღვიძებლად ვერფ გავიმეტე ვერც ერთი.თუმცა მიამ მაშინვე ჭყიტა თვალები.
-ლანა?- წამოჯდა მაშინვე მია. რა ფხიზელი ძილი აქვს ამ გოგოს, ვერ მიეპარები რა რომ გინდოდეს.- გოგო სად იყავით? სად გაათიეთ ღამე? ვაიმე, ისე ვინერვიულეთ...-მეცა და ჩამეხუტა.
-ყველაფერი კარგადაა. ღამე ერთ-ერთ ოჯახში გავათენეთ.იცი რა კარგი ხალხი იყო? ისე თბილად მიგვიღეს.- გავიღიმე მათ ხსენებაზე.
-მართლა? ლუკამ რაო?-აუუ, ახლა დამაყრიან კითხვებს... ლუკასთან განახლებულმა ომმა თავი შემახსენა.
-მაგას ნუ მიხსენებ. იდიოტი. იმ ოჯახში თავი ჩემს ქმრად წარადგინა და მოგვათავსეს კიდეც ერთ ოთახში.მთელი ღამე დაძაბული ვიყავი.- ამოვთქვი.
-მოიცა ეს რას ნიშნავს? შენ რა მასთან იწექი?-თავი წამოყო ნატამ. თურმე გაუღვიძია და გვისმენდა.
-პირდაპირი მნიშვნელობით კი.-თავი დავუქნიე.
-ლანა გაფრთხილებ, ახლა დადექი და ყველაფერი დაწვრილებით მოგვიყევი, თორემ მაჰათმა განდის სულს გეფიცები, ცალ თვალს გამოგიღებ და ცალს დაგიტოვებ, რომ დაინახო ვინ დაგტოვა ცალთვალა.-დაიგრგვინა მიამ.
-ოჰო... -გამაკვირვა დილის მჭერმეტყველებამ.
-რა ოჰო გოგო, მიდი დაფქვი ახლა თორემ ავასრულე ფიცი. მე განდის სულს ვერ შევურაცყოფ. -წარბი შეკრა მიამ.
-მეც დავეხმარები.-დამაშინა ნატამ და მიას საწოლში გადმოძვრა.
-კარგით.- ხელები ავწიე დანებების ნიშნად.
-დაიწყე ცუნცულ.-სახე გაებადრა მიას.
ყველაფერი მოვყევი კოცნის გარდა. აქცენტი შალვას ოჯახზე გადავიტანე.არ შემეძლო ჯერ-ჯერობით იმის თქმა რომ ლუკას ვაკოცე.
-არაა... ეს გოგო დებილია.-აღმოხდა თვალებ გაფართოვებულ მიას.
-რატომ? -გამიკვირდა.
-გოგო, ღამე ლუკასნაირ ბიჭთან გაატარე და ამბობ რომ შალვას ოჯახზე აფანატებ? აბა, არ ხარ დებილი?-წამოიყვირა მიამ.
-დებილია, დაუნი...-თავი დაუკრა ნატამ.
-ლუკა რა შუაშია?-შევიცხადე,
-რა რა შუაშია გოგო.თვალები სად გაქვს? ვერ ხედავ ყველა მაგას ეკიდება კისერზე, რომ როგორმე თავი მოაწონონ. ის კი შენზე ამბობს ჩემი ცოლიაო და ერთ საწოლში ატარებთ ღამეს. მერე დგახარ და ნინო ბებოზე მაბოდებსო. დაუნი ხარ აბა რა ხარ? -წამოიყვირა ნატამ.
-ვაიმე ლანა... ბიჭები არ მოგწონს? ლესბი თუ ხარ, იცოდე მე ბიჭები მომწონს, გაიგე?- კუთხეში მიიკუნჭა მია.
-აუუ, დამანებეთ რა თავი. ვერ გიტანთ!-წამოვვარდი და სააბაზანოში გაქცევით ვუშველე ჩემს თავს.
***
როგორ ხართ ჩემო კარგებო და ძვირფასებო? ახალ თავს ვამატებ.
ჩემო თბილებო მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი თბილი კომენტარებისთვის. მიყვარხართ ყველა ძალიან.
ველი ახალი თავის შეფასებებს სულმოუთქმელად.
პ.ს. ბავშვებო ისტორიაში აღწერილი შალვას ოჯახი, მართლა არსებობს. დეტალები შეცვლილია რათქმა უნდა, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ასეთი თბილი ხალხი ცხოვრობს აჭარაში... და არა მხოლოდ რა თქმა უნდა...
მიყვარხართ

№1 სტუმარი სტუმარი მ

ძალიან ვიხალისე.... კარგი იყო....

მარა, არ მეყო....

№2  offline მოდერი chica sol

სტუმარი მ
ძალიან ვიხალისე.... კარგი იყო....

მარა, არ მეყო....

მიხარია თუ მოგწონს ჩემო კარგო. ხო ეს პატარა თავები ჩემი პრობლემაა request

№3  offline მოდერი tsn

რა კარგი იყოო!!

№4  offline მოდერი chica sol

ცირა ნინიაშვილი
რა კარგი იყოო!!

ცირაა love მადლობა ჩემო გოგო love

№5 სტუმარი darina

Rom icode rogor mabednuereb, sityvebi ar myofnis chemi emociebis gadmosacemad xom ici rom chemi maro xar, ara ra luka zustad chemze zed gamochrilia dgeidan marto chemia :-D :-D

№6  offline მოდერი chica sol

darina
Rom icode rogor mabednuereb, sityvebi ar myofnis chemi emociebis gadmosacemad xom ici rom chemi maro xar, ara ra luka zustad chemze zed gamochrilia dgeidan marto chemia :-D :-D

მიისაკუთრე ხომ? wink მე ვერ ჩავერევი თქვენს პირად საქმეში wink
ეს მე მახარებ და მაბედნიერებ. დიდი მადლიბა ამისთვის love

№7 სტუმარი darina

მარიამ ზაქარაშვილი

Ara madloba piriqit aseti kargi rom xar da tan lukac rom gamacani :-D :-D

№8  offline მოდერი chica sol

არაფრის... wink
მიყვარხარ მე შენ love

№9 სტუმარი lana

chemo sayvarelo da lazo gogo rogor momenatre shen xo ar icii bodishs gixdi ro davagviane an tavis da wina tavis wakitxva magram ra vqna roo ver vaswreb am skolis gadamkide uzomod momwons da mabedniereb shenc da es istoriacc uzomkd miyvarxar maruss

№10  offline მოდერი chica sol

lana
chemo sayvarelo da lazo gogo rogor momenatre shen xo ar icii bodishs gixdi ro davagviane an tavis da wina tavis wakitxva magram ra vqna roo ver vaswreb am skolis gadamkide uzomod momwons da mabedniereb shenc da es istoriacc uzomkd miyvarxar maruss

ჩემო საყვარელო გეკადრება? ისტორია არსად გარბის როცა მოახერხებ მაშინ წაიკითხე. მთავარია რომ მოგწონს. მახარებ და მაბედნიერებ.❤❤❤❤

№11  offline წევრი kora

პატარა მაგრამ უუუზომოდ თბილი და დადებითი ემოციების კორიანტელით სავსე თავია.
მაბოდებს უკვე ლუკაზე, ლანა ძალიან მომწონს, მაააგრამ ლანასაც და მომხმარებელ darina ს ჩემი სახითაც ყავთ კონკურენტიი :დ (საწყალი ლუკა :))
მარიამ საოცარი გოგო ხარ შენ! გავიქეცი ახლა სამსახურში და თან მიმაქვს აქედან წაღებული ემოციები და რაც მთავარია ღიმილი!
პოზიტიურ დღეს გისურვებ შენც!<3
--------------------
kira.G

№12  offline მოდერი chica sol

kora
პატარა მაგრამ უუუზომოდ თბილი და დადებითი ემოციების კორიანტელით სავსე თავია.
მაბოდებს უკვე ლუკაზე, ლანა ძალიან მომწონს, მაააგრამ ლანასაც და მომხმარებელ darina ს ჩემი სახითაც ყავთ კონკურენტიი :დ (საწყალი ლუკა :))
მარიამ საოცარი გოგო ხარ შენ! გავიქეცი ახლა სამსახურში და თან მიმაქვს აქედან წაღებული ემოციები და რაც მთავარია ღიმილი!
პოზიტიურ დღეს გისურვებ შენც!<3

თქვენოთ დაწყებული დილა შეიძლება არ იყოს პოზიტიური?
საწყალი კი არა ამაყი ლუკა და საცოდავი ლანა:დ
მახარებ საყვარელო.წარმატებული დღე❤❤❤❤

№13  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორც ყოველთვის უმაგრესი პოზიტიური და საყვარელი თავი იყო... ძალიან ვიხალისე ისე ეს ლუკა რა მაგარი ტიპი ჩანს... ნუ აზლა ლანასაც არაფერი დაეწუნება მაგრამ მაინც... მოკლედ მაგარი ხარ რა და გამიხარდა დიდხანს რომ არ გვალოდინეეეე... ახალ თავ ველოდები მოუთმენლად...

№14  offline წევრი Crystal

ახლაც კი ვერ ვიშორებ სახედან ღიმილს :დდ ველოდები შემდეგ თავს , საოცარი ისტორიაა <3

№15  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
როგორც ყოველთვის უმაგრესი პოზიტიური და საყვარელი თავი იყო... ძალიან ვიხალისე ისე ეს ლუკა რა მაგარი ტიპი ჩანს... ნუ აზლა ლანასაც არაფერი დაეწუნება მაგრამ მაინც... მოკლედ მაგარი ხარ რა და გამიხარდა დიდხანს რომ არ გვალოდინეეეე... ახალ თავ ველოდები მოუთმენლად...

სალოოო ჩემო საყვარელო გოგო.❤❤❤❤
გამახარეე ძალიან. ოო ლუკას სერიოზული "სასტავი" ეტრფი უკვე. მგონია გავაპარებ უკანა კარიდან:დ :დ
მიყვარხარ

Crystal
ახლაც კი ვერ ვიშორებ სახედან ღიმილს :დდ ველოდები შემდეგ თავს , საოცარი ისტორიაა <3

ჩემო გოგო მადლობა დიდი. ახლა მეც გახარებულ გაღიმებული ვარ. ❤❤❤❤

№16  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ნუ ეხლა ეგეც მართალია შენ თუ უკანა კარიდან გააპარებ მე კიბეებთან დაგხვდები მანქანით და მოვიტაცოთ ლუკა ერთად... :დ:დ:დ მოუთმენლად ველოდები ახალ თავს სიხარულოოო

№17  offline მოდერი chica sol

რა ხდება იცი? მე შენ რომ დაგეხმარო დარინა რას იტყვის? არ ჩავერევი მე კაცო სად მაქვს ორი თავი:დ
ვეცდები არ დავაგვიანო❤❤❤

№18 სტუმარი Mariamo11

ჩემი Dიდი თXოვნა იქნება სიტყვა 'Dაუნი' ასე არასდროს Gამოიყენო. დაუნი სალანძღავი სიტყვა არ არის!

№19  offline მოდერი chica sol

Mariamo11
ჩემი Dიდი თXოვნა იქნება სიტყვა 'Dაუნი' ასე არასდროს Gამოიყენო. დაუნი სალანძღავი სიტყვა არ არის!

გავითვალისწინებ მადლობა დიდი❤❤❤❤

№20  offline ახალბედა მწერალი MariamG

სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ❤
ძალიან ძალიან მაგარი, პოზოტიური თავო იყო!
ჩემი ლანა და ლუკა უკვე არის საოცარი წყვილი!
კარგია, რომ ასეთი გახსნილია ლუკა. ეს მომწონს მასში.
შენ კიდევ ძალიან კარგი ხარ და მიყვარხარ❤❤❤❤❤

№21  offline მოდერი chica sol

MariamG
სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ❤
ძალიან ძალიან მაგარი, პოზოტიური თავო იყო!
ჩემი ლანა და ლუკა უკვე არის საოცარი წყვილი!
კარგია, რომ ასეთი გახსნილია ლუკა. ეს მომწონს მასში.
შენ კიდევ ძალიან კარგი ხარ და მიყვარხარ❤❤❤❤❤

მე კი შენ მიყვარხარ ძალიან ჩემო გოგო❤❤❤❤
მადლობა შენი სითბოსთვის❤❤❤❤

№22  offline წევრი Xati Zaalishvili

Dzaalian momewoneba dges wavikitxe yvela tavi ♥♥ veli axals ^_^

№23  offline მოდერი chica sol

Xati Zaalishvili
Dzaalian momewoneba dges wavikitxe yvela tavi ♥♥ veli axals ^_^

ძალიან მიხარია თუ მოგწონა ჩემო კარგო.❤❤❤❤

№24  offline წევრი Salo me

ერთი რამ ძალიან ცუდათ მომხვდა თვალში ,,დაუნი'' ასე მიმართა ნატამ ლანას და გთხოვ ასეთი შეცდომა აღარ დაუშვა. შენი ისტორიაა და შენი გადასაწყვეტია როგორ დაწერ მაგრამ ეს ჩემი მეგობრული რჩევაა და გამიხარდება თუ გაითვალისწინებ. ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს'' ხომ გაგიგია. იმედია არ მიწყენ და სწორად გამიგებ.
--------------------
Sally

№25  offline მოდერი chica sol

Salo me

გეკადრება?არანაირი წყენა... თავისყფლად მინდა მითხრათ თქვენი აზრი და მე აუცილებლად გავითვალისწინებ ჩემო კარგო. ნუ,ცდას არ დავაკლებ ყოველ შემთხვევაში. დიდი მადლობა რომ კითხულობ❤❤❤❤

და კიდევ ჩემო სალომე,ახლა ვნახე წნა თავზე დაწერილი შენი კომენტარი და აქვე გიპასუხებ. ვცდილობ პატარა თავები არ დავდო. სამსახურუს მერე ვწერ ახალ თავებს და მეტს ვერ ვახერხებ თან ისე რომ არ დავაგვიანო ... ვერ დაგპირდებით უფრო დიდ თავებს ასეთ შემთხვევაში მონიწევს რამდენიმე დღე არ დავდო. ბოდიში ჩემო კარგო სხვა სიტუაცუაში არ დაგზარდებოდი❤❤❤❤

№26  offline წევრი Salo me

ძალიან გამიხარდა რომ სწორად გამიგე და არ მიწყინე. ძალიან კარგი გოგო ხარ შენ. რაც შეეხება თავების გაზრდას არაუშავს თუ ვერ ახერხებ. კიდევ ერთხელ გეტყვი რომ ძალიან კარგ ისტორიას წერ. რომ ვკითხულობ რეალობა და ყველა პრობლემა მავიწყდება და კარგ ხასიათზე ვდგები. მადლობა შენ ამისთვის.
--------------------
Sally

№27  offline მოდერი chica sol

ასეთი რაღაცეები არ მწყინს. პირიქუთ მიხარია რომ რაღაცას მითითებენ ასე რომ შეგიძლია თავისუფლად მითხრა რასაც ფუქრობ.
მიხარუა თუ მოგწონს მართლა და შენც კარგი ხარ❤❤❤❤

№28  offline მოდერი nicol

რა გოგო ხარ მარიკუნააა ♥♥♥ გავგიჟდი, გადავირიე, ჩამომცვივდა დორბლიიი♥♥♥
რა მეშველება... ((((

ვგიჟდები შენზე მარიკუნა ♥♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

№29  offline მოდერი chica sol

nicol
რა გოგო ხარ მარიკუნააა ♥♥♥ გავგიჟდი, გადავირიე, ჩამომცვივდა დორბლიიი♥♥♥
რა მეშველება... ((((

ვგიჟდები შენზე მარიკუნა ♥♥♥♥

ვაიმე ჩემო გოგო როგორ გამაცინე wink
მიყვარხარ ჩემო გოგო და შენ უკვე იცი მე რას ვდიქრობ შენზე. მაფანატებს...
უყვარხარ შენს მარიკუნას love

№30  offline წევრი vikipiki.

- დავიწვიიი , დამცხააა... უჰუჰუჰუჰ რაც კაიაა კაიაა ♥♥♥ შეუდარებელი ხარ მარიკუნა როგორც ყოველთვიისს !♥♥ love love

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent