დაუვიწყარი (4)
წინა შეცდომა გავითვალისწინე და თორნიკესთან წინასწარვე დავიჭირე დისტანცია.გაეღიმა, თავიდან არ მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მერე ხელი მომხვია და მიმიკრა.იმდენად ძლიერი მკლავები ჰქონდა, თავის დახსნა ვერ მოვახერხე.ჩვენი მოძრაობა ჩახუტებასა და მოფერებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ცეკვას.თორნიკე ნაზად მისმევდა წელზე ხელს. დავიძაბე, ფეხები გამეჩაჩხა..რეაქცია რთული შესამჩნევი არ ყოფილა, მასაც არ გამოჰპარვია და ყურში მითხრა: -დავლიოთ.. მე თავი დავუქნიე, ყურზე მაკოცა და ბართან მიმიყვანა. მისთვის არაყი, ჩემთვის კი კოქტეილი შეუკვეთა. ჭიქა ღიმილით მომაწოდა, გამოვართვი და დავყნოსე. ისეთი მძაფრი სუნი არ ასდიოდა როგორც წინას, მაგრამ მაინც იგრძნობოდა ალკოჰოლი. შემეშინდა, არ მინდოდა დამტყობოდა ის, რომ პირველად ვიყავი კლუბში.თორნიკემ ჭიქა უცებ გამოცალა და მომაშტერდა. -არ სვამ? -კი, კი. რათქმაუნდა.. ვუპასუხე და სასმელი მოვიყუდე.. მეც უცებ გამოვცალე. ზეინს გაეცინა. -რაიყო, მოგსდევდა ვინმე? -ღიმილით მითხრა. დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა. ხელი თამამად მომიტანა ტუჩის კიდესთან და ცერა თითი მომისვა. -მომწონს შენი ტუჩები, მშვენიერო. გამომწვევად გამიღიმა, გონება ამერია. ავწითლდი. მან ერთი ნაბიჯით ჩვენს შორის მყოფი დისტანცია გააქრო, წელზე ხელის მოხვევით კი მთელი სხეულით მიმიკრა. ჩემზე მაღალი იყო. გაკვირვებულმა ავხედე, მან გამიღიმა და სახე ნიკაპით დამიჭირა. მეორე ხელი ისევ წელზე ჰქონდა მოხვეული. თავი ოდნავ დახარა, ჩემს რეაქციას დააკვირდა, როცა დაინახა, რომ არაფერს ვაკეთებდი, თამამი მოძრაობა უფრო გაათამამა და რამდენიმე წამში თვალდახუჭული ვგრძნობდი მის ვნებიან ტუჩებს ჩემს ბაგეებზე.. გამიგია, კოცნისას მილიონობით პეპელას გრძნობ მუცელშიო, აღუწერელი შეგრძნებააო, მაგრამ ამ გრძნობამ მოლოდინს გადააჭარბა.. საოცარი შეგრძნება იყო, თითქოს რამდენიმე მეტრით მაღლა ავფრინდი.. მისმა ღვთაებრივმა ტუჩებმა ფრთები შემასხეს.. ჰო, ღვთაებრივმა.. საოცარი ტუჩები იყო, მის კოცნასაც არაამქვეყნიური გემო ჰქონდა.. არ ვიცი, შეიძლება ყველა კოცნა ასეთ შეგრძნებას იწვევს, მაგრამ ეს კოცნა მართლა დაუვიწყარი იყო.. ზეინი მიხვდა, რომ მისი კოცნა სიამოვნებას მანიჭებდა, ამიტომ წელზე მოხვეული ხელი საჯდომზე ჩამიცურა და მსუბუქად მომიჭირა, შევკრთი.. მან მეორე ხელიც საჯდომზე ჩამიცურა, მომიჭირა და მაგიდაზე შემომსვა, ფეხები გამაშლევინა და მათ შორის მოექცა.. ავტომატურად წავიღე ხელები თავისკენ და თმებში შევუცურე.. წარბები შეჭმუხნა, მივხვდი რომ ეს საქციელი არ მოეწონა.. არ მინდოდა კოცნა გაეწყვიტა, ამიტომ ხელები სწრაფად გადავანაცვლე კისერზე, ჩაეღიმა.. ამ ღიმილმა კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა მასაც და მის კოცნასაც.. გაბრუებული ვამოძრავებდი ბაგეებს.. მან ხელი მუხლიდან ბარძაყამდე აასრიალა, კაბის ქვეშაც შეძვრა.. აქ კი რაღაც უსიამოვნო ვიგრძენი, წარბები შევჭმუხნე და თავი გამოვწიე.ხელი მის ხელს დავადე და კაბიდან გამოვაცურე.. ჩაიღიმა. -მშვენიერო. გამიღიმა და ხელი სახეზე მომისვა.. მეც გამეღიმა. არ ვიცი როგორ, რანაირად, მაგრამ ამ ბიჭმა რამდენიმე წამში შეძლო და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ხელები ისევ ჩემს ბარძაყებზე ეწყო. ღიმილით მიყურებდა, მეკი მის მუქ, დიდ, წაბლისფერ თვალებს შევისწავლიდი. მისმა დიდ წამწამებმა გამაოცა. -თორნიკე ვერ შევამჩნიე ისე მოვიდა ჩვენთან ნიკა.. -გასვლას ვაპირებთ, ძველებურად. ხო წამოხვალ?? -თუ ეს მშვენიერი გოგოც წამოვა, აბა რას ვიზამ. გამომხედა და ისევ ისე გამიღიმა.. არც დავფიქრებულვარ ისე დავუქნიე თავი. თორნიკე გაიწია და მაგიდიდან ჩამოსვლის საშუალება მომცა, ჩამოვხტი.. მან ხელი გადამხვია და მიმიხუტა, თავი მის მკერდთან მქონდა. -ან, ხო მოდიხარ?? მკითხა ნინიმ, მე თავი დავუქნიე. მხიარულად გამიღიმა. კლუბიდან გავედით, მეგონა ტაქსის დავიჭერდით, ან ნიკას მანქანით წავიდოდით, მაგრამ თორნიკემ ხელი მომკიდა და სულ სხვა მიმართულებით წამიყვანა. -ჩვენს ადგილას? დაუძახა ბიჭებს, მათაც თავი დაუქნიეს და მანქანებში ჩასხდნენ.. -შენ მე მომყვები. ღიმილით მითხრა და სიბნელისკენ წამიყვანა. სიბნელეს ცივი ქარიც ემატებოდა, დამაჟრჟოლა. მანქანებს ვეღარ ვხედავდი, აშკარად სხვაგან მივყავდი. რამდენიმე მეტრში სიბნელეში რაღაცამ გაიელვა.. უცხო მეტალი ერეკლავდა მთვარის შუქს. თვალები გამიფართოვდა, როცა მოტოციკლი დავინახე.თორნიკემ ჩაფხუტი ღიმილით მომაწოდა.. -ხომ არ გეშინია? თავი გავაქანე, მიხვდა რომ ვატყუებდი, გამიღიმა და მოტოციკლს მოაჯდა.. მე მის უკან მოვთავსდი და ტყავის ქურთუკზე მაგრად შემოვხვიე ხელები. -შევეცდები ნელა ვიარო თავი ჩემსკენ მოაბრუნა და გამიღიმა, არ შემიხედავს მის ზურგზე ვიყავი აკრული.. ვიგრძენი როგორ ჩაეცინა. ძრავა აამუშავა და უცებ მოსწყდა ქვაფენილს. საოცრად სწრაფად მიდიოდა. რაც უფრო უმატებდა სიჩქარეს, მით უფრო მაგრად ვუჭერდი ხელს.ვიგრძენი, როგორ დამადო ერთი ხელი ხელზე.იმ წუთას მესიამოვნა და ვერ გავიაზრე, რომ ცალი ხელით ატარებდა მოტოციკლს, მაგრამ რამდენიმე წამში პანიკაში ჩავვარდი. -თორნიკე, გთხოვ.. მეშინია. გაეღიმა. -ეგ მინდოდა რომ გეთქვა, ვერ ვიტან, როცა მატყუებენ. თავი ისევ ჩემსკენ შემოაბრუნა -გთხოვ, გზას უყურე. ისევ ვთხოვე, ამჯერად მომისმინა.სიჩქარესაც მოუკლო. მთელი გზა მასზე ვიყავი მიეწეპებული, ხელები წამითაც არ მომიდუნებია, დრო და დრო ვგრძნობდი, როგორ ეღიმებოდა.. სიამოვნებდა, რომ მასზე ვიყავი დამოკიდებული, მოსწონდა, რომ მეშინოდა.. რამდენიმე წუთში მეტროსთან აღმოვჩნდით, თორნიკემ მოტოციკლი გააჩერა და ცალი ფეხით დაეყრდნო მიწას. მე ისევ მასზე ვიყავი მიკრული, გამომხედა და გამიღიმა.. მივხვდი, რომ მოშორების დრო იყო და ხელები გავუშვი, მაგრამ როგორც კი ეს გავაკეთე,თორნიკემ ძრავა აამუშავა და მოტოციკლი გააქროლა. ავკანკალდი, უცებ ვერ გავიაზრე რა უნდა გამეკეთებინა, საოცრად შემეშინდა, ვგრძნობდი როგორ იღიმოდა ის, სისხლი ამიდუღდა და სწრაფად მოვეხვიე.. ხელი ხელზე დამადო და მუცელს მომაშორებინა, მერე ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა. ამ ჟესტმა თითქოს დამამშვიდა.დაახლოებით ხუთ წუთში მეტროს მეორე ჩასასვლელთან გავჩერდით. მერე იგივე გაიმეორა, მაგრამ მე მოშორებას არ ვაპირებდი. -დამშვიდდი მშვენიერო, დანიშნულების ადგილას ვართ, აღარ წავალ. ღიმილით მითხრა, მეც ხელები მოვაშორე და სწრაფად გადმოვედი მოტოციკლიდან.. ჩაფხუტის მოხსნა მინდოდა, მაგრამ ზედმეტი ემოციებისგან თითები მიკანკალებდა და გახსნა ვერ მოვახერხე.. მას გაეღიმა, მოტოციკლიდან გადმოვიდა და ჩემს წინ დადგა. -მოდი, დაგეხმარო. ღიმილით მიხსნა და შესაკრავი გახსნა, ჩაფხუტი ნელა მომაშორა თავიდან, ცალ ხელში დაიჭირა მეორეთი კი სახეზე მომეფერა. -მშვენიერო. ღიმილით მითხრა და ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა.თვალები ავტომატურად დამეხუჭა, მანაც არ დააყოვნა და ბაგეები ნაზად შემახო.. ტუჩები ერთმანეთს დავაშორე ჩემი ქვედა ტუჩი მის დიდ, რბილ ტუჩებში მოიქცია და ნაზად მაკოცა. მერე ოდნავ ბასრი რაღაც ვიგრძენი ბაგეზე, მსუბუქად მიკბინა.ჩაფხუტი გააგდო და ორივე ხელი შემომხვია, ისევ იგივე გააკეთა რაც კლუბში, ფეხები მასზე შემომახვევინა და კოცნით შემომაჯინა მოტოციკლზე, ჩემს ფეხებს შორის მოექცა.. ისევ ვერ მოვახერხე თავის გაკონტროლება და კისერზე ხელები მოვხვიე.. ვნებიანად მკოცნიდა, ცხვირიდან გამოსული გავარვარებული ჰაერი მთელს სახეზე მეცემოდა, მძიმედ სუნთქავდა.. გული ამიჩქარდა,თორნიკემ ხელები საჯდომზე მომიჭირა და უფრო ახლოს მიმწია მასთან. მანქანების და „პიპინის“ ხმა გავიგე.თავი გავწიე.. მას თვალები ჯერკიდევ დახუჭული ჰქონდა, ისეთი კარგი იყო.. წამით ვიფიქრე ვაკოცებთქო, მაგრამ თავი შევიკავე.თვალები ღიმილით გაახილა და ტუჩებზე მომაშტერდა. ორი მანქანა მოგვიახლოვდა, ერთ-ერთს სახურავი გადახდილი ჰქონდა, ნინი და ორი გოგო ფეხზე იდგნენ და ბოლო ხმაზე კიოდნენ, თან სვამდნენ..თოკოს ხელი მსუბუქად ვკარი და მოტოციკლიდან ჩამოვხტი. მანქანებისკენ წავედი, მაგრამ ძლიერმა მკლავმა შემაჩერა.. წელზე მომეხვია, უკნიდან ჩამეხუტა და კისერში მაკოცა.. დამაჟრიალა, მუცელში რაღაც აიხლართა.საოცრად სასიამოვნო შეგრძნება იყო. მანქანები მოტოციკლთან გააჩერეს,ნიკა, ნინი, სანდრო და სხვა დანარჩენები გადმოვიდნენ. უმეტესობას არ ვიცნობდი, თორნიკე განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.. -ფარნები ხომ გაქვთ? იკითხა ნიკამ -ფარნები?? გავიკვირვე. კისერში ღიმილი ვიგრძენი. -პირველად ხარ მათთან ერთად? მკითხა თორნიკემ, ტყუილს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ თავი დავუქნიე. -არ მომშორდე.. ღიმილით მითხრა, ხელი ჩამჭიდა და ბიჭებისკენ წავიდა. -ჩვენ არ გვაქვს. უთხრა ნიკას, მანაც ერთი ფარანი ესროლა, თორნიკემ ცალი ხელით დაიჭირა.. მეტროში ჩავედით, ამ დროს ყველაფერი გათიშული იყო კამერების გარდა. -მოიცათ, გამოვრთო. თქვა სანდრომ და ჩვენზე წინ წავიდა, თორნიკემ მანიშნა გაჩერდიო, მეც დავემორჩილე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.