შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი მეორე ნაწილი (18 თავი)


11-12-2015, 00:17
ავტორი murachashvili
ნანახია 3 197

მეთვრამეტე თავი
ვუმზერდი კარებს საიდანაც სულ რამდენიმე წუთის წინ მიშა გავიდა. იმდენად მოულოდნელი იყო მოვლენების ასეთი შემობრუნება, რომ ემოციებს ვერ ვიოკებდი. ვცდილობდი სალომესთან შესვლამდე გრძნობები მომეთოკა, თუმცა პალატაში ისევ სულელივით გაღიმებული სახით შევბრუნდი.
ძნელი იყო ჩემი ცვლილება არ შეემჩნია. ბედნიერი, გაკრეჭილი სახით ვუმზერდი ქალს. დავინახე როგორ გაწითლდა და თვალი ამარიდა. არაფერი მითქვამს, სიტყვაც არ დამცდენია, კითხვის დასმასაც კი ვერ ვბედავდი. ლოგინთან დავიხარე. მისი თითები ხელის გულებში მოვიქციე და ბედნიერებისგან ავტირდი. ვგრძნობდი თავისუფალი ხელით როგორ შემეხო თმაზე. პატარა ბავშვივით მეფერებოდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი, არ მინდოდა დასრულებულიყო ეს წუთები.
- რაღაც გამოვტოვეთ?! - პალატაში შემოვიდნენ ვახო და დიმკა.
- ბევრი არაფერი. - თბილად გაუღიმა მამიდაშვილს სალომემ, ჩემი თითებიდან ხელიც გაინთავისუფლა. მეც წამოვდექი და ბიჭებს გზა დავუთმე მასთან მისასვლელად.
- აბა, როგორ არის პაციენტი? - თითქოს ექიმი იყო ისეთი სახით იკითხა ვახომ.
- უკეთესადაც ვყოფილვარ.
გამომცდელი თვალით უმზერდა დიმკა: - რას გვერჩოდით? ჩვენ გადაგვრიეთ და თქვენ აქ ჟღურტულებთ?
სალომე ისევ გაწითლდა. უხერხულად შეიშმუშნა.
- ჟღურტულის რა მოგახსენოთ, მაგრამ მე მგონი...
- ძალიან გთხოვ, არასწორ დასკვნებს ნუ გააკეთებ. - სიტყვა შემაწყვეტინა მან.
- ანუ?.. -ვიგრძენი როგორ გავფითრდი, დაძაბულმა ვკითხე.
- მიშამ დაქორწინება შემომთავაზა და უარი ვუთხარი. - ჩემთვის არც კი შემოუხედავს, ისე აუხსნა სიტუაცია ბიჭებს.
- ანუ, თქვენ ორნი რიგდებით? - ჩემი დაუმთავრებელი კითხვა დაასრულა ვახომ.
- არა. მე და მიშა არ ვქორწინდებით.
- შეიძლება უარის თქმის მიზეზი გავიგოთ? - ისევ ჩაეძია ვახო.
- არა! - მტკიცე ხმით უპახუხა მან.
ვიგრძენი როგორ გავფითრდი, პალატაში ჰაერი აღარ მყოფნიდა, გარეთ გამოვედი, დიმკაც მალევე გამომყვა.
- მოსალოცად გაქვს საქმე ხომ? - კმაყოფილი მეკითხებოდა ის.
- ვითომ? - ეჭვი გაკრთა ჩემს ხმაში.
- რას ჰქვია ვითომ? კიდევ რამე გიშლის ხელს? -აშკარად გაღიზიანდა დიმკა.
- მე რა უნდა მიშლიდეს? არც არაფერი, მაგრამ.. არ უსმენდი? მხოლოდ მიშას დავშორდიო გამოაცხადა.
- ჩვენს ძმობას გეფიცებით, ზოგჯერ მართლა არანორმალური მგონიხარ! - სიცილით მოგვიახლოვდა ვახოც. - აბა რას ელოდი მაშინვე მკლავებში ჩაგივარდებოდა? ცოტას გაწვალებს, ცოტას განერვიულებს, და შემდეგ შეგირიგდება კიდევაც.
- ვითომ? - ისევ დებილი ბავშვივით ვიმეორებ მე.
- ისე კარგ ნერვებს კი გისურვებ. მისი კერკეტი ხასიათი რომ ვიცი, მთლად იოლი მისია არ გაკისრია. - აშკარად განგებ მიმძიმებს სიტუაციას ვახო.
- ოოო, აი ნერვების კი რა მოგახსენოთ. ამ საკითხში ნამდვილად გვიჭირს... - ჩემს დაცინვას აგრძელებდა დიმკაც.
ბიჭები იმდენად ერთობოდნენ ამ სიტუაციით, რომ განწყობა მეც გამომიკეთდა.
- სულ ცოტა ღა და ნახავთ რა ნერვებიც მექნება. - ავყევი ხუმრობაში მეც. - ჩემი კერკეტი კაკალიც დამიბრუნდება და ჩემი ბიჭიც ჩემთან იქნება. - აშკარად ვოცნებობ მე.
- ჰა, ეხლა არ გადამაფიქრებინო იცოდე. რა თქმა იყო ჩემი ბიჭი ჩემთან იქნებაო? - თითქოს გაბრაზდა ვახო - დის შვილს მართმევ? მერე მე რა მეშველება?
- შენ რამდენიმე თქვეში საკუთარი გაგიჩნდება და ჩემი მასხარა აღარ დაგჭირდება. - თვალი ჩავუკარი მას.
- ვინ არის ბიჭო მასხარა? ის ჩემი გმირია... ჩემი ვაჟკაცი... მასხარა, ეს რა აკადრა?! გაგიგოს თემურიკომ, ნახავ მერე ვინ დარჩება მასხარად - იცინოდა ვახო.
- არ იცით ბიჭებო, როგორ დავმშვიდდი. - ვაღიარებ მე - იმედი გამიჩნდა. მომავლის იმედი.
- ახსნა არც გჭირდება, ისედაც ვხვდებით, ამდენი წლების შემდეგ როგორც იქნა იღიმები, თვალები გიცინის. - მხარზე ხელს მიტყაპუნებს დიმკა.
- სიძე შე ძველო.... ვერ იქნა და ეს სტატუსი ვერ მოიშორე. - ისევ თბილად იცინოდა ვახო.
- წავიდეთ ეხლა, თორემ სასტუმროში გოგოებიც გველოდებიან. წამოსვლა მათაც სურთ. თანაც - ეშმაკურად თვალები მოწკუტა დიმკამ.
- რა თანაც? - ვერ მივუხვდი რეპლიკას.
- ჩვენს მოსვლამდე აშკარად უკეთ ერთობოდით! - სიცილით გახედა ვახოს.
- აბა, ისხდნენ გუგულებივით გასუსულები, დაგვინახეს ჩვენ და დაიწყეს მაშინვე კინკლაობა, არ შევრიგდითო... - აჰყვა ვახოც.
- კარგით, მორჩით მავნებლობას. - მეღიმება მეც.
- დიდხანს აპირებ აქ ყოფნას? - სერიოზული ხმით მეკითხება დიმკა.
- ვიდრე არ გამომაგდებს.
- თუ ისევ ისეთ განწყობაზე დაგვხვდა, ჩვენს მოსვლამდე რომ იყავით დაგვიკარგიხარ მაშინ სამუდამოდ. - ისევ მაიმუნობს დიმკა.
- ბორია სად არის? - დავსერიოზულდი მე.
- ის მიიბარეს მეთაურმა და რაფომ.
- მალე მიქელაც გადაიბარებს და ეგაა... - მუქარის ტონით ამბობს ვახო.
ალბათ, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს მისი სიტყვები უნდა მაღიზიანებდეს, მაგრამ.... ბიჭებმა ერთხელ კიდევ შეხედეს სალომეს. ხელი დაუქნიეს დამშვიდობების ნიშნად და ღლაბუცითა და ხუმრობით წავიდნენ.
- შენ რჩები? - გაუკვირდა მას.
- არ გინდა რომ დავრჩე? - კითხვა შევუბრუნე. თვალები ამარიდა და გაწითლდა. მართალია არ მიპასუხა, მაგრამ არც მჭირდებოდა. პასუხი მის სახეზე ამოვიკითხე.

სალომე
მიშას ჩამოსვლა ოდესაში მოულოდნელი ნამდვილად არ იყო. უკვე რამდენიმე თვე იყო რაც ხუმრობა ხუმრობაში, გართობა გართობაში ჩვენმა ურთიერთობამ შედარებით სერიოზული სახე მიიღო. ვერ უარვყოფდი, მსიამოვნებდა მასთან ყოფნა, მომწონდა ის ზრუნვა რასაც ჩემი და ჩემი შვილის მიმართ ამჟღავნებდა. იმდენად დადებითი და კარგი ადამიანი იყო, ნამდვილად ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა შემყვარებოდა, ვისწავლიდი მის სიყვარულს. მაგრამ....
დავინახე თემო და ყველაფერი ამერია. მართალია ძალიან ნაწყენი ვარ. არც ის ტკივილი დამავიწყდა, მისმა მწარე სიტყვებმა რომ მომაყენეს, მაგრამ.. ვუზმერ და ვხვდები, როგორ მომნატრებია. ისე ძლიერად მინდა ჩახუტება. ისე მინდა მოვეხვიო. ვხედავ როგორ ცდილობს თემურიკოსთან ურთიერთობის დალაგებას და გული მტკივა იმ დაკარგული წლების გამო შვილთან ერთად რომ ვერ გაატარა. თუმცა შინაგანი ხმა ისევ მახსენებს:
- არ დასთმო, არ შეიცოდო, შემდეგ სანანებელი გაგიხდება.
ვატყობ ცოტაც და გრძნობებს ვეღარ მოვერევი. მამა-შვილის ერთად დანახვაზე გული ძლიერად იწყებს ფეთქვას, თანდათან ჩემი მეორე ხმაც მარცხდება. მიშას ჩამოსვლა ჩემთვის ხსნას ჰგავს. თუმცა...
ვხედავ როგორ ეჭვიანობს თემო და ბედნიერი ვარ. ალბათ მიშასთან თავს დამნაშავედ უნდა ვგრძნობდე. რაღაც არასწორად გამოვიდა, სინდისი მაწუხებს. თითქოს თემოს გასაღიზიანებლად ვიყენებ. არადა...
ბორიას იქ ჩამოსვლას ნამდვილად არ ველოდი. ეს ტიპი ყოველთვის ახერხებს ჩემს გაღიზიანებას და მდგომარეობიდან გამოყვანას. არ იფიქროთ რამეს მიშავებს, არა უბრალოდ ჩემთვის მისი არსებობაც კი პრობლემაა. ჩემი ნება რომ იყოს, ასეთ ნაძირლებს ჰიტლერივით ერთ კუნძულზე შევყრიდი და... ალბათ სასტიკი ვარ, უგულო, მაგრამ რატომღაც ბორიას დანახვაზე ჩემში ყველა უარყოფითი თვისება იღვიძებს. ვხდები აგრესიული და თითქმის უმართავი.
ამჯერადაც მესმის როგორ „თბილად“ მომიხსენიებს მიშასთან საუბარში. ერთი სული მაქვს მივიდე და ყველაფერი პირში მივახალო. იმის გააზრებაზე, რომ ამ სიბინძურეს თემო და ვახოც უსმენენ ტვინში მასხავს. ვგრძნობ რომ ემოციებს ვერ ვიკავებ, მირჩევნია წავიდე, სიტუაციას გავერიდო. სწრაფად მოვრბივად და ავტო-სადგომზე გაჩერებულ მანქანაში კისრისტეხით ვხტები. აი, რა მჭირებოდა ეხლა. სიჩქარე და ღია სივრცე. გაზის პედალს ვაწვები და მივდივარ.
- ანასტასია! - შორიდან მესმის თემოს ხმა, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ. ვხედავ უკან როგორ მომყვება ავტომობილი. მძღოლში თემოც შევიცანი. მაინც რა ჯიუტია ეს ბიჭი? უნდა მოვიშორო. ეხლა მისი მოსმენის თავი არ მაქვს. უნდა ვიფიქრო, ყველაფერი უნდა გავაანალიზო. რამოდენიმეჯერ მკვეთრად მოვუხვიე. ბნელ ქუჩაზე გავედი, პატარა ჩიხი იყო და მთავარ გზაზეც აღმოვჩნდი. კმაყოფილი ვიღიმები, უკან აყოლილი კუდი მოვიშორე. გზა თავისუფალია. სპიდომეტრი სიჩქარის უმაღლეს მაჩვენებელს მიჩვენებს. აი რა არის აზარტი. ადრენალინი, ეშხში ვარ შესული. უკვე აღარ მაინტერესებს არც ბორია, არც მიშა და არც არავინ. მხოლოდ სწრაფად სიარული მჭირდება და მეც მივიდვარ, უფრო სწორედ თითქმის მივფრინავ.
თვალი სპიდომეტრისკენ გამირბის. სიჩქარის დაგდებას ვცდილობ და მუხრუჭს ვაწვები,
- მეჩვენება? შეუძლებელია!.- გამაცია მე. ავტომობილის მუხრუჭები არ მემორჩილებოდა. ამჯერად მუხრუჭს დავწვდი, მაგრამ უშედეგოდ. არც ის მუშაობს. - ეს როგორ? - ვცდილობ პანიკაში არ ჩავვარდე, მაგრამ..
ავტომობილის შეჩერებას ვცდილობ, გაზის პედალს აღარ ვხმარობ, იქნებ ნელ-ნელა სიჩქარე დავაგდო.
- სრული ბედნიერებისთვის ეს ღა მაკლდა. - ვფიქრობ მე.
გზის მეორე მხარეს მოულოდნელად ლეკვი გამოჩნდა, ჩურჩუტი არსება შუა გზაზე გამოცანცარდა, მის კვალდაკვალ კი ასე ათ წლამდე ბავშვიც მორბოდა, თითქოს ვერც მხედავს, თავქუდ მოგლეჯილი ლეკვის მიმართულებით მიიწევდა. ვეღარაფერი მოვიფიქრე, ავტომობილს მიმართულება ვუცველა, საჭე ვეღარ დავიმორჩილე, კონტროლი საბოლოოდ დავკარგე და ......
ძლიერი დარტყმისა და ტკივილისგან გონება მეკარგება. აზრზე თემოს სასოწარკვეთიც ხმას მოვყევარ:
- სალომე არ დამღუპო, სალომე გემუდარები. ხმა გამეცი გთხოვ...
მინდა რაღაც ვუთხრა მაგრამ არ შემიძლია. ინსტიქტურად თვალებს ვახელ, მის ძლიერ ხელებს ვგრძნობ საკუთარ ტანზე. მტკივა, ძალიან მტკივა. მინდა ვიყვირო, მაგრამ ხმას ვერ ვუშვებ.
- ნუ გეშინია, მე გიშველი. დაგეხმარები, ოღონდ არ დამღუპო. არ გამიმეტო, გთხოვ...- ვგრძნობ, რომ ისევ გონებას ვკარგავ, მაგრამ.... მეშინია, უსაზღვროდ მეშინია. არ იფიქროთ თითქოს მოსალოდნელი სიკვდილი მაფრთხობს. არა. თემოს შეშინებული ხმის გაგონება მსიამოვნებს. რა იქნება თუ ვერ გადავრჩები? რომ ვერ ვნახო? რა მეშველება უმისოდ? ისევ გონზე მოვდივარ. თვალებს ვეღარ ვახელ, მაგრამ თემოს ხმა ჩამესმის: - ხომ გადარჩება?! მითხარით ხომ გადარჩება?
პასუხი არ მესმის, მინდა დავამშვიდო და ვუთხრა: - გადავრჩები, მაგრამ ვერ ვახერხებ. ვგრძნობ სახეზე რაღაცას მაფარებენ და თვალები ისევ მეხუჭება. გონებაში კი ისევ ვიმეორებ:
- გადავრჩები, გადავრჩები.
გონს პალატაში მოვდივარ. ფეხი უჩვეულოდ მტკივა. აქეთ იქით ვიყურები, გარშემო სხვადასხვა სახის აპარატურაა, რაღაც წიკწიკებს. რაღაც წრიპინებს. ვწევარ ასე ჰაერში აწერული, გაშტიკინებული ფეხით.
- სად ვარ? - ვფიქრობ და გონებას ვძაბავ. ფრაგმენტულად, ნელ-ნელა მახსენდება წინა დღეს მომხდარი. უსიამოვნოდ გამცრა. იქვე სავარძელში მძინარე მიშას ვამჩნევ.
- თემო სადაა? - ინსტიქტურად მას ვეკითხები. უხერხულად შეიშმუშნა. ყურადღებით დამაკვირდა.
- თემო?! - ხმა გაებზარა მას. აშკარად აე ესიამოვნა ჩემი კითხვა, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს.
- აქ ხომ მან მომიყვანა? - ვგრძნობ რომ გულს ვტკენ ამ სიტყვებით, მაგრამ ვერ ვჩუმდები.
- კი, მან მოგიყვანა. გამთენიისას წავიდა სასტუმროში. ალბათ დაბრუნდება...
- დაბრუნდება, აუცილებლად დაბრუნდება. - ოდნავ შესამჩნევად მეღიმება. - მომისმინე მიშა, უნდა ვისაუბროთ.
- ამ მდგომარეობაში აპირებ ამის თქმას? - ხმა გაებზარა მას. - იქნებ არ ღირს?!
- გთხოვ, მათქმევინე. სხვა დროს გამბედაობა არ მეყოფა. არადა არც უთქმელობა შემიძლია...
- არ მინდა ამის მოსმენა. ჩემთვის ძნელი ასატანი იქნება. მე გუშინ შენთვის ხელის თხოვნას ვაპირებდი. - ჯიბიდან ქორწინების უმალაზესი ბეჭედი ამოიღო. - არადა თითქმის ვიცოდი, რომ უარს მეტყოდი. მაგრამ, სადღაც გულის სიღრმეში მინდოდა დამეჯერა, რომ ჩემს შეყვარებას შეძლებდი, ისევე ძლიერად, ისეთივე ვნებით როგორც ის გიყვარს. მაგრამ...
- მიშა, მე.... - ვცდილობ როგორმე თავი ვიმართლო.
- გულს ვერ უბრძანებ. არასოდეს გითქვამს რომ გიყვარდი. ეს მე ვიყავი ბრმა. თავიდანვე მეუბნებოდი, რომ შენთვის მხოლოდ მეგობარი შეიძლებოდა ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც იმედი მქონდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თემურიკოს მამამ მიგატოვა. არ უყვარდი, მაგრამ შევცდი. შეუძლებელია მას შეხედო და ვერ მიხვდე რას გრძნობს. ჩემთვის ამის აღიარება ძნელია, მაგრამ... ოდნავ იმედი მაინც რომ მქონდეს, რომ შემიყვარებ, გეფიცები ვერ დაგთმობდი, ვერ გაგიმეტებდი. მაგრამ ვხედავ როგორ უმზერ მას, იმასაც ვხედავ როგორ გტკივა მისი რეპლიკები, მისი მოჩვენებითი გულგრილობა.
- არ მინდოდა ასე მომხდარიყო. - ცრემლებს ვერ ვიკავებ. - მასთან ურთიერთობა მანგრევს, სიცოცხლეს მიმწარებს. მაგრამ მაინც მისკენ მივილტვი. ვერ ვივიწყებ. თემურიკოს გეფიცები, მთელი გულით ვცდილობდი მის დავიწყებას, არ მინდა ისე ჩათვალო თითქოს გიყენებდი. ასე არ იყო. ასე არ მინდოდა...
- ვიცი. - ყრუდ მპასუხობს ის.
- არ მინდა დაგკარგო. შენ ჩემთვის მართლა ძვირფასი ხარ.
- ვიცი. მაგრამ... გახსოვს ჩვენი შეხვედრისას რა გითხარი? ზედმეტად ლამაზი ხარ. ეხლაც კი ასეთ მდგომარეობაში. ზედმეტად მიყვარხარ, იმისთვის რომ ვიმეგობროთ. ჩემთვის მტკვნეული იქნება სხვა მამაკაცთან შენი დანახვა, თუნდაც ეს თემურიკოს მამა იყოს.
ის ჩემკენ დაიხარა. ლოყაზე მაკოცა.
- მაპატიე. - ძლივს გასაგონად ვუთხარი მას.
სწორედ ამ დროს პალატის კარები გაიხსნა და თემოც შემოვიდა. უხერხულად შევიშმუშნე. აშკარად შეამჩნია საქორწინო ბეჭედი. ისეთი სასაცილო სახე ჰქონდა, რომ ღიმილი ვერ შევიკავე. მესიამოვნა მისი გაბრაზება მომინდა და უნებურად წამოვაყრანტალე:
- მიშამ დაოჯახება შემომთავაზა....
როგორც ყოველთვის სიტყვის დამთავრება არც კი მაცალა. პალატიდან გავარდა.
- ასე ნუ ექცევი... - აშკარად შეეცოდა მიშას და გაჰყვა. მე კი რატომღაც მართობდა თემოს ეჭვიანობის ყურება. ეს იმდენად სასიამოვნო შეგრძნება იყო, რომ ამ სიამოვნებაზე უარს ვერ ვიტყოდი.

ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მიშამ სიმართლე უთხრა. ისეთი ბედნიერი სახით დაბრუნდა, გამეცინა. ჩემთან დაიჩოქა. ისე ჩაიკრა ჩემი ხელი გულში, რომ თავი ვეღარ შევიკავე. უნებურად თავზე მოვეფერე. ჟრუანტელმა დამიარა. მიუხედავად ფეხის ტკივილისა, ბედნიერი ვიყავი.
სწორედ ამ დროს ბიჭებიც მოვიდნენ. ჩვენს ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე ისე გახალისდნენ. აღარ იცოდნენ ემოციები როგორ გამოეხატათ. არ შემეძლო მათთვის მეთქვა, რომ თემოსთან შერიგებას ვაპირებდი. გულის სიღრმეში მაინც მეშინოდა. რა გველოდა წინ? ისევ პრობლემები? შევძლებდით კი ერთმანეთის შენარჩუნებას? ამიტომ ბიჭებს ვეუბნები: - რომ კი არ შევრიგდით, უბრალოდ მიშას არ მივყვები ცოლადო.
თემო, როგორც ყოველთვის ისევ ღიზიანდება და პალატიდან გარბის. დიმკაც გაჰყვა.
- გაგიჟდი? - ამჯერად მე მეკითხება ვახო.
გამეცინა: - ალბათ.... - მისი მოტყუება არ შემიძლია - ცოტა უნდა ვაწრურწუნო, სულ ცოტა ... - ეშმაკურად მეცინება მე.
- მოინელებ შენ მაგ ბიჭს! - ხმამაღლა ბუბუნებდა. თბილად ჩამეხუტა და ისიც მეგობრებს გაჰყვა.

ბიჭები დამემშვიდობნენ და წავიდნენ. თემო ისევ ჩემთან დარჩა. ისეთი სახით მიყურებს, რომ ღიმილს ვერ ვიკავებ:
- ღმერთო ჩემო რატომ არის ეს ბიჭი ასეთი სულელი? - ვფიქრობ და ვგრძნობ კიდევ ერთხელ როგორ გავწითლდი.
- არ მოგშივდა? რამე ხომ არ მოგიტანო? - როგორც იქნა დუმილი დაარღვია მან.
- არა. მორიგე ექთანი შემოვა და შემოიტანს სადილს. - ღიმილი გამეპარა მე. ისეთი საცოდავი თვალებით მიმზერს, რომ თავს ვერ ვიკავებ:
- ასე, შორიდან აპირებ ყურებას?
თითქოს ამ სიტყვებს ელოდაო, მაშინვე მოვიდა, იქვე ჩემს საწოლზე ჩამოჯდა და ძლიერად ჩამიკრა გულში.
- არც კი იცი, როგორ შემაშინე!. - როგორც იქნა ამოღერღა მან.
კმაყოფილი და ბედნიერი მოვეხვიე: - ვიცი.
- ისიც იცი, რომ მიყვარხარ? - თბილად მიღიმის ის.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ნელ-ნელა იხრება და ფრთხილად მეხება ტუჩებზე. ვგრძნობ როგორ ძლიერად უცემს გული, მთელი სხეული მითრთის სიამოვნებისგან. აი, რა მაკლდა ეს წლები. თურმე ვინ მაკლდა.
- მაპატიე? - რეალობაში მისი ხმა მაბრუნებს.
- ასე გამოდის.
- დამიბრუნდები?
- თითქმის დაგიბრუნდი. - მეცინება.
- თითქმის არ მომწონს. - უკმაყოფილოდ იჯღანება.
- არც მე, მაგრამ... ყველაფერს მისი დრო აქვს.
- ხომ არ გადაიფიქრებ?! - ეჭვით მეკითხება.
- იმედია, არა! -- ვპასუხობ და მეცინება.



№1  offline წევრი milangirl

დასასრულისკენ მიდის ხო უკვე? ძალიან მომწონს

 


№2 სტუმარი lizazu

mixaria rom sherigdnen, magram temos orsul cols ras ushvrebian? colis moyvanas mainc ver vpatiob

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

გამიხარდა უზომოდ გამიხარდა ეს თავი ძალიან კარგი იყო ემოციებით დატვირთული ნანატრი გემრიელი თავი... მოკლედ დასასრულისკენ მივდივართ ნელ-ნელა და ცოტა გული მწყდება რომ ვეღარ წავიკითხავ ხოლმე ამ ისტორიას მაგრამ იმედი მაქვს ახალ ოსტორიას მალე დაიწყებ და არ მოგვანატრებ თავს...

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

milangirl
დასასრულისკენ მიდის ხო უკვე? ძალიან მომწონს

lizazu
mixaria rom sherigdnen, magram temos orsul cols ras ushvrebian? colis moyvanas mainc ver vpatiob

უცნობი ქ
გამიხარდა უზომოდ გამიხარდა ეს თავი ძალიან კარგი იყო ემოციებით დატვირთული ნანატრი გემრიელი თავი... მოკლედ დასასრულისკენ მივდივართ ნელ-ნელა და ცოტა გული მწყდება რომ ვეღარ წავიკითხავ ხოლმე ამ ისტორიას მაგრამ იმედი მაქვს ახალ ოსტორიას მალე დაიწყებ და არ მოგვანატრებ თავს...


მართალია, დასასრულს ვეპარებით. wink რაც შეეხება ორსულ მეორე ცოლს, მოვიფიქრებთ გამოსავალს. fellow

 


№5  offline წევრი irinka123

კარგი ხართ ავტორ.არც მე არ მინდა მალე რომ დამთავრდეს smile

 


№6 სტუმარი tamo

Magari tavia magram guli mwkdeba dasasrulisken rom mivdivart

 


№7 სტუმარი სტუმარი მ

როგორ გელოდი... მიჩეული ვიყავი ყოველ დილით ახალ თავს....

მალე დადე რააა...

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

ხო მიხარია მაგრამ გულში მაინც იმასვფიქრობ რომ არ ღირდა.. ისევ ატკენსგულს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent