შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი მეორე ნაწილი (15 თავი)


8-12-2015, 00:00
ავტორი murachashvili
ნანახია 3 062

მეთხუთმეტე თავი
დილით გვიან გამეღვიძა. თავი მტკიოდა. ყავა არ იქნებოდა ცუდი. ტუმბოზე დიმკას წერილი შევნიშნე:
- ვახოს ვესაუბრე, სასაუზმოდ რესტორანში ჩავედით. იმედია შემოგვიერთდები.
შხაპი სწრაფად მივიღე და მეც მათთან ჩავედი. სალომე არ ჩანდა. თემურიკო როგორც ყოველთვის ცელქობდა.
- გეხვეწები! გეხვეწები! - ყელს უწევდა ვახოს ის.
- უხერხულია. გავიდეთ პლიაჟზე და გინდა ცხენი ვიქნები და გინდა დიდ ყურება ვირი. - იცინის ის.
ბავშვს ხელი ვტაცე და კისერზე შევისვი. თავიდან გაოცებულმა ჩამომხედა, შემდეგ:
- აჩუ... აჩუო.. - დაიძახა. მეც თითქოს მის ბრძანებას ველოდი, დავიჭიხვინე და დარბაზში სირბილი დავიწყე. თემურიკო კმაყოფილი ხმამაღლა კისკისებდა. დავხტოდით ასე სულელებივით მამა-შვილი. ვახო და დიმკა სიცილით ჩაბჟირდნენ.
ასე კუნტრუშის დროს დაგვადგა თავზე სალომეც. ისეთი სახით შემოგვხედა ორივეს, რომ ინსტიქტურად გავჩერდი და ბავშვი ჩამოვსვი.
- აუ, თემო ძია, კიდევ, კიდევ რა...- მეხვეწებოდა ის.
- ცოტა მოითმინე. დედიკო არ გაგიბრაზდეს. უცებ ვჭამოთ და შემდეგ... - ვუღიტინებ პატარას, რომელიც აქტიურად ფართხალებდა და ჩემს მოგერიებას ცდილობდა.
სალომე უსიტყვოდ მოთავსდა ტატიანს გვერდზე მდებარე თავისუფალ სკამზე. ჩვენ არ გვიყურებდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ არც ერთი ჩვენი მოქმედება უყურადღებოდ არ რჩებოდა. თემურიკო აღარ მშორდებოდა, დავჯექი თუ არა კალთაში ამოძვრა.
- უცებ შევჭამ და მარბენინე, ხომ? - იკრიჭება ის. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და საუზმეს ვუწევ. ქალი ისეთი სახით გვიყურებდა, თითქოს საყვედურის თქმა სურდა, მაგრამ თავი შეიკავა. ჩუმად უმზერდა მომღიმარ შვილს. უშაქრო ყავა შეუკვეთა, საკვებს არ გაეკარა.
- კარგად ხარ? ფერი არ გადევს სახეზე?!- თითქოს ჩემი აზრი გაიმეორა ვახომ, ისე ჰკითხა ბიძაშვილს.
- წუხელ ცოტა მძიმე ღამე მქონდა და იმის კვალია. - ოდნავ იღიმოდა ის. - ლუკმა არ გადამდის. - თითქოს ბოდიშს იხდიდა.
ტელეფონზე მესიჯი მოსდის, შეტყობინებას კმაყოფილი სახით კითხულობს. თვალებში ჭინჭიკები უთამაშებს.
- მშვენიერია! - ამბობს ის.
- შენი ტურფაა? - ირონიას ვერ ვმალავ. ვცდილობ სიბრაზე მოვთოკო, მაგრამ არ გამომდის.
- დღეს ჩამოდის. - ჩემს ტონს ყურადღება არც კი მიაქცია, ბედნიერი იღიმებოდა.
ვიგრძენი როგორ გავფითრდი. ბიჭები დამნაშავე ბავშვებივით თვალს მარიდებენ.
- მოვრჩი, თემო ძია. ვითამაშოთ ცხენობანა? - არ მეშვება თემურიკო. მისი ხმა თითქოს შორიდან მესმის. ტკივილით ვუმზერ გოგოებთან მოსაუბრე სალომეს.
- უხერხულია. თამაში პლიაჟზე გააგრძელეთ! - ჩუმად ეუბნება ვახო, რომელმაც აშკარად დაინახა ჩემი ცვლილება. ალბათ იმასაც მიხვდა, რომ ამ წუთში თამაშის განწყობაზე აღარ ვიყავი. აღარ შემეძლო. თუმცა ბავშვი გაჯიუტდა. ისევ დარბაზში სირბილს ითხოვდა.
- არ გესმის რასაც გეუბნებიან? - ღრენით ეკითხება ბავშვის ჭირვეულობით გაღიზიანებული სალომე. - დარბაზში სირბილი არ შეიძლება. გადი გარეთ და გინდა ირბინე და გინდა იხტუნე.
თემურიკომ საყვედურთ სავსე. ცრემლიანი თვალებით შემომხედა. გული შემეკუმშა.
- მაპატიე. აი, ეხლავე მეც დავასრულებ საუზმეს და გავიდეთ სათამაშოდ.
- არ მატყუებ?!- ეჭვით მეკითხება ის.
- არა! - მეცინება და ისევ ვუღიტინებ. ისიც ივიწყებს წყენას და ხმამაღლა კისკისებს.
- უცებ გაუგეთ ერთმანეთს! - აღნიშნა ვახომ.
- რასაც ვერ ვიტყვი დედამისზე. - სალომეს მსუბუქად გავკენწლე.
მას თითქოს არც ესმოდა ჩემი სიტყვები, მიშასთან მესიჯობით იყო დაკავებული. ერთი სული მქონდა ის ტელეფონი ნაკუწებად მექცია. მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი.
- აბა, დღეს რა გეგმები გავქთ? - დუმილი დაარღვია დიმკამ. - არ გინდათ იახტით გასეირნება? - მის მრავალრიცხოვან ოჯახს გადახედა კმაყოფილი სახით.
- რატომაც არა. - დაეთანხმა მეუღლე- თქვენც ხომ წამოხვალთ?
- რა თქმა უნდა, საპიკნიკე ატრიბუტებსაც წამოვიღებთ, სამწვადეს, წალამს და მოვსხდეთ ჩვენებურად... - აწყობს გეგმებს ვახოც.
- მაგარია... - უხარია თემურიკოს.
- კი, კარგია, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით! - ჩაერთო სალომე.
- რატომ? - ჩემი კითხვა დაუსვა ვახომ. ყველანი მოლოდინით მივაჩერდით.
- წეღან ხომ ვთქვი, მიშა ჩამოდის. -დაბნეულმა უპასუხა და გაწითლდა.
აშკარად ეჭვიანობის ახალი შემოტევა მეწყება. ხელებს სიბრაზისგან ვმუშტავ. ვგრძნობ ფრჩხილებისგან ხელის გულები როგორ მეწვის.
- ჩამოვიდეს მერე. თემურიკო ჩვენთან იქნება. მიშას ამბავი რომ ვიცი, უარს არ იტყვის, მოგვიანებით შემოგვიერთდით. - დაგეგმა უცებ ვახომ.
- კი, მაგრამ....- წინადადება არ დაასრულა ქალმა, უბრალოდ მე მიმზერდა. ალბათ ყველა მიხვდა დაუსრულებელ წინადადებას. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- ნუ გეშინია. რომანტიულ საღამოს არ ჩაგიშლი! შენს პრინცს არ შევჭამ! - ღრენით ვამბობ.
- გადაწყვეტილია, ჩამოვა თუ არა, გადმორეკე და სადაც ვიქნებით იქ შემოგვიერთდით.
- არა მგონია, კარგი აზრი იყოს. - ისევ ყოყმანობდა ის. თუმცა აღარაფერი უთქვამს ისე წავიდა მიშას დასახვედრად.

- მორჩით, ბავშვებივით როდემდე უნდა იქცეოდეთ. ისწავლეთ ერთმანეთის პატივისცემა. საუთარი გრძნობების მართვა. უფრო უხერხული არ იქნება, ჩვენ ერთად ვიყოთ და მიშა არ მივიპატიჟოთ?! ძალიან გთხოვთ, დღეს ნუ ჩაგვაშხამებთ! - გამოვიდა სიტყვით დიმკა.
კბილს- კბილზე ვაჭერდი. არ მინდოდა ზედმეტი რამ წამომცდენოდა.
- იმას მაინც გაიგებ, ვინაა შენი მეტოქე.. - მხარი გამკრა ვახომ. ტკივილით გამეღიმა.
- მე მგონი, მომიწევს მარცხის აღიარება.
- ასეც რომ მოხდეს, ხომ უნდა იცოდე ვისთანაა შენი ცოლ-შვილი? - ერთვება დიმკაც.
ბოღმა ყელში მაწვება. ვხვდები ბიჭები ცდილობენ როგორმე მანუგეშონ, უფრო მსუბუქად დამანახონ რეალობა.
- შენ რომ ასეთ სიტუაციაში ყოფილიყავი, ასე მოიქცეოდი? - ვინანე ვახოსთვის ამ კითხვის დასმა, მაგრამ უკვე წამოსროლილ სიტყვებს ვეღარ დავიბრუნებდი.
- მე რომ შენს ადგილზე ვყოფილიყავი, სოფის ცოლად არ მოვიყვანდი. თუ მოვიყვანდი და მაინც ძველ სიყვარულს დავუწყებდი ძებნას, მაშინ ჯერ ერთს დავშორდებოდი და შემდეგ გამოვეკიდებოდი სალომეს. - არ დამინდო ვახომ, აშკარად მართალი იყო, მაგრამ მე ეგოისტურად მაინც ვერ ვუშვებდი ქალს.
- ორსულადაა, ამ მდგომარეობაში ვერ მივატოვებდი. - თითქოს თავს ვიმართლებ.
- არ მესმის შენი. თუ სოფიზე ფიქრობ, დავიჯერო ორსული ქალისთვის ამდენი ნერვიულობა სასარგებლოა? ან ამისგან რაღა გინდა? - თავით სალომეზე მანიშნა. - ფიქრობ დაოჯახებულ კაცთავ, მისი ურთიერთობის მომხრე ვიქნები? - ხმა გაუმკაცრდა მას.
- ფაქტიურად ერთად არც ვართ. სიმართლე გითხრა უკვე ავირიე. ვეღარ ვიგებ რა მინდა, რა არის სწორი და არასწორი. ინერციით ვცხოვრობ. მენატრებოდა, მისი ნახვა, თუნდაც შორიდან დანახვა მინდოდა. არ ვიცი გამიგებ თუ ვერა, ამაზე მწარე არაფერი ყოფილა, შენთვის საყვარელი ადამიანი ასე ახლოს, ასე ერთი ხელის გაწვდენაზე გყავდეს და ამავე დროს ასე შორს იყოს შენთან. გასაგებია, ჩემი ბრალია, მაგრამ...
- მორჩი. გვესმის რომ რთულ სიტუაციაში ხარ. მაგრამ საკუთარი თავის შეცოდება შედეგს მაინც არ მოგიტანს. - საუბარში ჩაერთო დიმკა - შენს მაგივრად ჩვენ ხომ ვერ ვიმოქმედებთ? სალომეს შენზე უკეთესად არავინ იცნობს. შეუძლებელია ამხელა გრძნობა უკვალოდ გამქრალიყო. პატარა ბიძგი სჭირდება და ისევ გაღვივდება მიძინებული გრძნობა.
- თქვენ მე მგონი არ მისმენთ. - ხმა გაუმკაცრდა ვახოს - კითხვა დავსვი და პასუხი ვერ მივიღე. შემდეგ რა იქნება? ვთქვათ დაშორდა სალომე მიშას. ისევ აღმოაჩინეთ რომ ერთმანეთი გიყვართ, შემდეგ? კაცი მინისტრი ხარ, ვინ იქნება ანასტასია კოვალიოვა შენთვის? რუსი ნაშა? წარა-მარა მასში მოგზავნილ აგენტს დაინახავენ. გიფიქრია რა გავლენას მოახდენს ეს შენს კარიერაზე? შენს მომავალზე?
- ოღონდ დამიბრუნდეს და აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. სულ დავტოვებ თანამდებობას.
- ამას სერიოზულად ამბობ? ფიქრობ მაგის უფლებას მოგცემენ? ეჭვი მეპარება. ეგ შესაძლებელი, რომ ყოფილიყო, სალომესთან ერთად ქვეყანას შენც დატოვებდი ჯერ კიდევ მაშინ, წლების წინ. მაგრამ ასე არ მოხდა. მათ შენ სჭირდებოდი. როგორც ვხედავთ სიტუაცია დღემდე არ შეცვლილა და ალბათ კარგა ხანს არც შეიცვლება. მაშინ მისი გადარჩენა სასწაული იყო. უბრალოდ არ გაიმეტეს. ეს თქვენც კარგად გესმით. ბედისწერას ეთამაშები და ცუდად სცდი. არ მოგცემენ უფლებას ამდენი წლების ნაწვალები წყალში ჩაყარო. ეს თამაში ჯერ არ დასრულებულა. უფლება არ გაქვს შენი ახირების გამო სხვებს საფრთხე შეუქმნა.
თავი დავხარე. მძიმე მოსასმენი იყო ვახოს სიტყვები. თუმცა ჩემი მეორე მე მკარნახობდა, რომ მართალი იყო. თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. რეალობის გააზრებისგან სახე ტკივილით მომეღრიცა.
- ამის დედაც! მეც ხომ ადამიანი ვარ?! - ამოვიგმინე მე. ბიჭებს ვუმზერდი. თითქოს ხსნას მათგან ველოდი, ორივენი ჩუმად იყვნენ. დიმკა თვალს მარიდებდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ვახოს აზრს ისიც იზიარებდა.
- არ შემიძლია, ვერ დავთმობ! - ჯიუტად ვიმეორებდი - უნდა ვიცოდე, რომ ისევ ვუყვარხარ! მართალია ერთად არ ვართ, მაგრამ მაინც... თუნდაც მიმატოვოს, მინდა ვუყვარდე.
- და ეგ რას მოგცემს? ვერ ხვდები, რომ შენი გრძნობა ეგოიზმში გადაგივიდა?! - გაუკვირდა ვახოს.
- თქვენ ვერ გაიგებთ, ეს რა გრძნობაა! ვერც კი მიხვდებით. ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ვუყვარდე. ოღონდ..- თავი ვეღარ შევიკავე, ამხელა ორ მეტრიანი კაცი ბავშვივით ვცახცახებდი.
- იყოს შენებურად. ოღონდ გთხოვ, ფრთხილად იმოქმედე. საკუთარი გრძნობების გამო, მათ სიცოცხლეს საფრთხეში ნუ ჩააგდებ.
- ვერ გაბედავენ, რიგითი ჯარისკაცი აღარ ვარ. ჩემი წონა მეც მაქვს. - თავს ვირწმუნებ მე.
დიმკას გაეღიმა: - კარგია, შენ მაინც თუ გჯერა შენი სიტყვების.
- შენ არ ოყავი, რომ მეუბნებოდი სალომეს დაბრუნებაში დაგეხმარებიო? - გავბრაზდი მე.
- გეუბნებოდი, რადგან გიჭირდა, ეჭვიანობისგან დაბრმავებული იყავი, მაგრამ არც ვახოს სიტყვებია რეალობას მოკლებული.
განწყობა საბოლოოდ მომეშხამა. მთელი დღე ყველა ერთობოდა. თემურიკო როგორც ყოველთვის ცუღლუტობდა. მის შემხედვარეს გული უფრო მტკიოდა. ჩემი შვილი, ჩემი სისხლი და ხორცი, მე კი შვილსაც ვერ ვუწოდებდი. მორბენალი ბავშვი დავიჭირე და გულში ძლიერად ვიკრავდი. თემურიკო გაოცებული მიმზერდა, თუმცა არ მეურჩებოდა. ისიც მისი პატარა ხელებით ძლიერად მეკროდა მკერდი.
- გრძნობს მისთვის უცხო რომ არ ხართ. ამიტომაც მშვიდდება, სიამოვნებს თქვენი მოფერება. - ჩუმად მეუბნება ტატიანა.
- ალბათ. - ყრუდ ვპასუხობ და ბავშვის სურნელს ღრმად ვისუნთქავ, მინდა მისი სუნი დავიმახსოვრო. სალომეს მაგონებს. როცა მომენატრება ამ სუნს აღვიდგენ. საკუთარ თავზე ვბრაზდები, რა სისულელეზე ვფიქრობ, რა დროს მონატრებაა? ორივენი ჩემთან იქნებიან. არ დავთმობ. არ მივატოვებ!
- მიშა, მიშა მოსულა! - მხიარულად შეფართხალდა თემურიკო. ეხლაღა შევნიშნე ნელი ნაბიჯით მომავალი წყვილი, სალომე უხერხულად იღიმებოდა. გვერდს საკმაოდ მაღალი ახმახი უმშვენებდა.
ალბათ, კაცმა კაცი ასე არ უნდა შეაფასოს. მაგრამ მისი შემხედვარე იძულებული ვიყავი, მეღიარებინა, რომ უნაკლო გარეგნობა ჰქონდა. მხიარული ბედნიერი გამომეტყველებით გვიმზერდა. თემურიკო მაშინვე მისი მიმართულებით გაიქცა.
- მიშა, მიშა ჩამოსულა! - ბედნიერი ყვიროდა ბავშვი.
- ჩემი ჩემპიონი! - ხელში აიტაცა მამაკაცმა და რამოდენიმეჯერ ჰაერში ისროლა - როგორ ხარ პატარა ონავარო? - გულში იკრავდა თემურიკოს. - ხომ არ მოიწყინე უჩემოდ?
- არა, არა. თემო ძია მეთამაშებოდა. - ჩაარაკრაკა ბავშვმა. კიდევ რაღაცას ეტიკტიკებოდა.
ბოღმა ყელში მომაწვა. იმიტომ კი არა ჩემი შვილის ბედნიერ სახის ყურება არ შემეძლო, უბრალოდ გული დამწყდა. სრულიად უცხო ადამიანი ჩემზე მეტად უყვარდა. ქალი ყურადღებით მაკვირდებოდა. ალბათ მიხვდა ჩემს აზრებს.
-კარგი საკმარისია, თემურიკო. ორი წუთით ამოასუნთქე, დანარჩენი შემდეგ მოუყევი. - ჩაერია ვახო. - როგორც ვხედავთ, კიდევ ერთი სტუმარი გვყავს. - მიშასთან მისალმების შემდეგ აღნიშნა მან, ეხლა ღა შევნიშნეთ მიშას უკან მომავალი ქერა, მასზე ოდნავ დაბალი ვაჟი.
- ორ დღეში თამაში გვაქვს, ამიტომ ბორიაც წამოვიყვანე. აქედან ერთად წავალთ... - თბილად წარადგინა მისი თანმხლები. სტუმარს ზედმეტი რევერანსების გარეშე მივესალმეთ. ვახო ყურადღებით აკვირდებოდა, რამდენიმეჯერ სალომესაც გახედა, თითქოს თვალებით ესაუბრებოდა. გოგონამაც ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თანხმობის ნიშნად თავი.
ვახოს კარგად ვიცნობდი, მივხვდი რომ აშკარად არ მოიხიბლა სტუმრის დანახვით.
- მიშამ იცის? - მხოლოდ ეს ორი სიტყვა გადაულაპარაკა ბიძაშვილს ქართულად. სმენა დავძაბე.
- იცის კრიმინალებთან მისი კავშირის შესახებ, თუმცა ჩვენ სადაც ვნახეთ არ მითქვამს. გამიჭირდებოდა მისთვის ახსნა. რამდენადაც მიშასგან ვიცი, არ მოსწონს მეგობრის ცხოვრება და არც დიდად ინტერესდება მისი საქმიანობით. არც ბორიას გაუჟღავნებია, რომ გვიცნობს.
- სტუმარი ღვთისაა. - ნაძალადევად გაუღიმა ვახომ მოსულს და ხელი ძლიერად ჩამოართვა.
- რა ხდება? ეგ ბიჭი ვინაა?
- შემდეგ აგიხსნი. ეხლა ამის ადგილი არაა. - მომიჭრა მან.
- არ დაგავიწყდეს იცოდე.
- არ დამავიწყდება. - გულიანად გაიცინა მან.
დიდად არ მსიამოვნებდა ამის აღიარება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბორიას ნახვა ვახოს დიდად არ ესიამოვნა, ბიჭები მაინც მალე შევიდნენ ყველასთან ურთიერთობაში. ხალასი, ბედნიერი სახეებით ხუმრობდნენ. მათი დადებითი განწყობა გადამდები გამოდგა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რამ მოხიბლა სალომე. ეს ადამიანი ცხოვრებას მარტივად ხედავდა. ერთმანეთი როცა გაგვაცნეს, ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სახე, ალბათ ჩემს ვინაობას ჩემი სახელის გაგებისთანავე მიხვდა. ყურადღებით დამაკვირდა.
- თემურიკოს მამა ხომ? - ოდნავ დაძაბული ხმით მკითხა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- ძნელი მისახვედრი არაა, ისე გევხართ მამა-შვილი! - გაიღიმა და თვალებში ისევ სითბო ჩაუდგა. გაოცებული ვუმზერდი. არანაირი ეჭვიანობა, არანაირი დაძაბულობა. ღიმილით ახედა მის კისერზე მჯდომ თემურიკოს და იქვე მოსაუბრე ვახოსა და ბორიასკენ წავიდა.
- ხომ გითხარი ეჭვიანი არ არის მეთქი! - სალომეც გვერდით მედგა და მიმავალს კმაყოფილი სახით უმზერდა.
- უბრალოდ ჩემგან განსხვავებით, გრძნობების მოთოკვა შეიძლია! - ღრენით ვპასუხობ.
- შეიძლება, ყოველ შემთხვევაში მისი გრძნობებით შეურაწყოფას მაინც არ აყენებს სხვას. - არც მან დამაკლო შხამი და მათი მიმართულებით წავიდა.
თითქოს სხვა აღარავინ არსებობდა. მხოლოდ მათ, სამს ვხედავდი. სალომეს გაღიმებული სახის დანახვაზე, მიშასთვის ცხვირ-პირის გალამაზების სურვილი მიჩნდებოდა. სათითაოდ მინდოდა თითების დამტვრევა, რათა ხელი ვეღარ გადაეხვია ვერც სალომესთვის და ვერც თემურიკოსთვის.
იქ გაჩერება აღარ შემეძლო. ვგრძნობდი, რომ თავს ვეღარ შევიკავებდი და სასტუმროში წამოვედი. როგორც თავად ვაჟმა თქვა: - ორ-სამ დღეში თამაში ჰქონდა და წავიდოდა.
მაინცდააინც დიდი დრო არ იყო, როგორმე ემოციებს მოვთოკავდი. ზოგჯერ ბედნისწერა თვითონაც გეხმარება და გიჭყობს ხელს. მეც ამის დიდი იმედი მქონდა. თუ სალომეს და მიშას მეგობრის, ბორიას დაძაბული სახეებით ვიმსჯელებდით, ერთმანეთს დიდად არ სწყალობდნენ. სალომე არ იყო ისეთი ადამიანი, რომ უმიზეზოდ ვინმე ამოეჩემებინა. გადავწყვიტე ამ ბიჭს დავკვირვებოდი და მათი დაპირისპირების რეალური მიზეზიც გამეგო.
.



№1 სტუმარი სტუმარი

მდააა, ძალიან რთული სიტუაციაა. მიშა მართლა კარგი ტიპია

ამ თემოს ვერაფერი გავუგე. ყველაფერზე იძახის მინდა და რა ვქნაო..

ასე სადააა....

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

აუ ვეღარ გავიგე ვისთან შეიძლება დარჩეს ეს გოგო ნუ იმედია ვინმე არ მოკვდება და ბოლოს მშიდად იცხოვრებს სალომე რადგან იმსახურებს ამას და ვისთანაც გინდა იმასთან დარჩეს love

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

მდაააა სიტუაცია ძალიან დაიძაბა არა რა. რა მიშა მართალია თემომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ სალომე ჯერ კიდევ მისი ცოლია თან კანონიერი. ჯანდაბაში გავუშვებდი მიშასაც და სოფისაც ვოტ ტაკ .

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მე მგონი ტრაგიკული დასასრულებით სახელი მაქვს გატეხილი wink ჯერჯერობით ნამდვილად არ ვაპირებ "ვინმეს მოკვლას". fellow მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს ამ სამკუთხედში, თუ ოთხკუთხედში ვიღაც ალბათ მაინც დაჩაგრული დაგვრჩება. love

 


№5  offline წევრი irinka123

მოაშორე თემო აქედან, ჩემი აზრით მასეთები შეცდომებზე ვერ სწავლობენ...

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

ახლა ეს ბორია როდისმე სიმშვიდე დაისადგურებს აქ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent