შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო! (5)


11-12-2015, 00:45
ნანახია 2 447

წესი #5–არასოდეს აგრძნობინო მას,რომ მის გარეშე არარაობა ხარ!..

დღეები გადიოდა და ჩვენც არ ვაყოვნებდით დავმტკბარიყავით ბედნიერებით,რადგან ორი კვირა არც ისე დიდი დრო იყო..მე და ნიაკოს ორი კვირა დასვენება და რეალობას მოწყდომა კი არა ჩვენი ბიჭებისთვის საჭმლის მომზადების მეტი,ყოველ საღამოს ქეიფის,ღრეობისა და დალევის და ყოველ დილით თავის გულის შემაღონებელი ტკივილის გარდა არაფერი გვღირსებია,თუმცა უნდა ვაღიაროთ,რომ ერთგვარი სასიამოვნო საფრთხე გვქონდა და უკვე ნიკუშა და ანდრია ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცნენ,ბედნიერება წვრილმანებშია,თუმცა ამ წვრილმანებიდან იწყება ხოლმე დიდი ბედნიერებაც და უსაშველო უბედურებაც..ვინ იცის ორ კვირიანი ბედნიერების სანაცვლოდ ცხოვრება მე და ნიაკოს რა განსაცდელს გვიმზადებს,რა იქნება თბილისში,ან ამ ზაფხულს საერთოდ ჩავალთ კი იქით?ვინ იცის რა იქნებოდა,როცა აგარაკიდან წასასვლელ ბარგს ჩავალაგებდით?ჩვენი ბიჭები რას აპირებდნენ? და საერთოდ რა იქნებოდა მერე? ვიჯექი აივანზე,ვეწეოდი სიგარეტს სიგარეტზე და ვფიქრობდი,რომ ანდრია დავინახე..
–რატომ ხარ მოწყენილი პატარავ? შენ რაღაც ზედმეტი მოგდის,ბევრს ეწევი!–მითხრა ოდნავ მკაცრად.
–აუ ოღონდ სიგარეტი არ ამიკრძალო რა!შეიძლება შემომაკვდე..თუმცა შენ როგორ მოგკლავ,ნიკოტინივით შენზე ვარ დამოკიდებული,შენ და სიგარეტი ორივენი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები ხართ!..–ვუთხარი და გავუღიმე სევდიანად.
–მიყვარხარ!–მითხრა მთელი გრძობით,თითქოს მთელი გული ამოიღო და მაჩუქა,თანაც თვალებში მიყურებდა და მეც ვიბნეოდი,ოცნებას ვიწყებდი,თავბრუს მახვევდნენ,ჩემი სასწაულთვალებიანი ბიჭის თვალები..
–მეც ძალიან..–ვუთხარი და ჩავეხუტე,მე დიდად კი ვერ გამოვხატე გრძნობები,მაგრამ მართლა მიყვარდა,ჩავეხუტე..ვეღარ ვუძლებდი მის თვალებს..–ანდრია მეშინია..–ვუთხარი ისე თითქოს ვემუდარებოდი ჩემს დაცვას,სინამდვილეში კი იმიტომ გამოვხატე შიში,რომ არასდროს წასულიყო ჩემგან..
–რისი ჩემო პრინცესა?–შემეკითხა თან მიმიხუტა ძლიერად,მართლა გეგონებოდათ ტყვიისგან ჩემს დაცვას ცდილობდეს..
–რომ დამტოვო?–ვკითხე შიშით აღვსილი ხმით და თან ცრემლიანი თვალებით ავხედე.
–არასოდეს!!–მის სასწაულ თვალებში გულწრფელობა და უზომო სიყვარული ამოვიკითხე თუმცა მაინც მეშინოდა..–ნუ ფიქრობ ეგეთ რაღაცეებზე ცხოვრებავ..
–,,შმაგ გატაცებას სავალალო ბოლოც თან მოსდევს,და მაშინ კვდება,როცა ფიქრობს,–გავიმარჯვეო,ჩაიფერფლება,როგორც დენთი ცეცხლთან ამბორით’’..–დავიჩურჩულე შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტადან’’ ლორენცოს სიტყვები..
–ჩვენი სიყვარული ტრაგიკულად არ დასრულდება! გპირდები..–უკვე გაშმაგებული შემომცქეროდა,გეგონებოდათ თვითონაც ეშინოდა ჩემი დაკარგვის..
–არავინ იცის..–იმედდაკარგულივით დავიჟინე..გული მართლაც ცუდს მიგრძნობდა.არ ვიცოდი რა დამემართა მაგრამ მეგონა რომ ის წავიდოდა და დაკარგვის შიშმა შემიპყრო..
–წამო ქვემოთ ჩავიდეთ..ეგეთი რაღაც მეორედ აზრადაც არ გაივლო..–მითხრა ისევ და ვნებიანად მაკოცა,მერე კი ისე მიმიხუტა მივხვდი,რომ არასოდეს აპირებდა ჩემს გაშვებას და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლას აპირებდა ბედნიერებისათვის..
–მე ბრძოლას ვაპირებ ბოლომდე შენ?!–ვკითხე ინტერესით..
–სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მია!–მთელი ძალით ჩამეხუტა,ისე როგორც არავინ არასდროს..უბედნიერესი ვიყავი,მართლაც საოცარი გრძნობაა,როცა შენთვის საყვარელი ადამიანი შენთვის იბრძვის და არ გიშვებს..
ქვემოთ ჩავედით,ანდრიას და ნიკუშას გადამკიდე მე და ნიაკო მართლა ვეღარ ვახერხებდით ერთმანეთთან ლაპარაკს..ისიც კი არ ვიცოდი ნიაკოს და ნიკას რა ურთიერთობა ჰქონდათ..იქნებ რაიმე უჭირდა,ვერავის ეუბნებოდა და ალბათ ცუდადაც იყო..გულჩაკეტილი გახდა,თუმცა რა მიკვირს,მეც ასეთი ვარ,შევიცვალეთ.ძალიან მწყინს,თუმცა იქნებ ჩავარდეს მომენტი,რომ დავილაპარაკოთ.ანდრიას ძალიან ვთხოვე იმ ღამეს მას და ნიკუშას ერთად დაეძინათ,რადგან მე და ნიაკოს მართლა გვქონდა სალაპარაკო,ცოტა არ იყოს ეწყინა ამაღამ უშენოდ რა დამაძინებსო და ირაკლი ჩარკვიანის იგივე მეფის ,,მენატრებაც’’ წამიმღერა.მე კი საპასუხოდ იგივე მომღერლის ,,მე შენთან მოვალ,დავბრუნდები’’ ვუმღერე და იმ საღამოს ძალიან ბევრჯერ ჩავეხუტეთ და ვაკოცეთ ერთმანეთს.მე და ნიაკომ იმ საღამოს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ,მითხრა რომ მასაც ჰქონდა იგივე შიშები რაც მე,თუმცა ერთმანეთს ვამხნევებდით და იმ ღამეს მართლა ტკბილად დაგვეძინა.მეორე დილით კი ჩვენი ბიჭებისგან სიურპრიზი გველოდებოდა თურმე..



№1  offline წევრი kaxelii

საინტერესოა. მალე დადე ელოდები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent