შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -24-


11-12-2015, 01:28
ავტორი ჯია
ნანახია 3 927

როგორც კი გავიღვიძე, ბავშვთან წასასვლელად დავიწყე მომზადება. სამზარეულოში რომ შევედი ყავის დასალევად, იქ მაქსიმე დამხვდა.
-დილა მშვიდობისა. -მივესალმე და წყალი დავადგი. ბიჭი გაოცებული მიყურებდა, ალბათ არ ელოდა ჩემს ასეთ შეხვედრას.
-არ მკითხავ სად ვიყავი?
-რამეს მომცემს ეგ ინფორმაცია? -აშკარად კამათში მიწვევს, ვერ გავიგე ასე ძალიან რამ შეცვალა.
-არა.
-ხოდა, არ მაინტერესებს. ყავას დალევ? -უდარდელად ვუპასუხე და თემაც შევცვალე.
-კი, მადლობა. -დამნაშავესავით ჩახარა თავი და სანამ საავადმყოფოში არ წავედით ეგრე იჯდა, ხმაც არ ამოუღია. მეც არაფერი მიკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უხერხული სიჩუმე ბოლოს მიღებდა.
ალბათ გიკვირთ, რატომ არაფერი ვუთხარი. რატომ არ ჩავვარდი პანიკაში და არ მოვუწყვე ეჭვიანობის სცენები. მართალია, დაახლოებით ვხვდები სად და ვისთან ერთად იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, უკვე ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ახლა მხოლოდ ის მაინტერესებს, ჩემს შვილს როდის წამოვიყვან სახლში და იქნება სულ ჩემთან! ისედაც არ ვეკუთვნი იმ ქალების კატეგორიას ისტერიკები, რომ ახასიათებთ. ყველაფერს მშვიდად და მარტივად ვხვდები.
მთავარია, ცოცხალი და ჯანმრთელი იყო შენც და შენი საყვარელი ადამიანები, დანარჩენი მოგვარებადია და ყველაფერს ეშველება.

-როგორი გაზრდილია არა, ასმათი ექიმო? -ვკითხე ექიმს, როდესაც ინკუბადორთან მდგომებს მოგვიახლოვდა.
-კი, ძალიან ყოჩაღი გოგო გყავთ. -გაგვიღიმა ასმათი ექიმმა. -სავარაუდოდ, კვირის ბოლოს უკვე სახლში წაიყვანთ.
-ანუ... ანუ? -ბედნიერებისგან ლამის ხტუნვა დავიწყე.
-ანუ, 3 დღეში სახლში გეყოლებათ.
-უღრმესი მადლობა, ასმათი ექიმო. -ბედნიერი მოვეხვიე ექიმს და ორივე ლოყა დავუკოცნე.

-მაღაზიებში გავალ, ალისასთვის საერთოდ არაფერი გვაქვს ნაყიდი. შენ რას აპირებ? -ვკითხე მაქსიმეს როდესაც კლინიკიდან გამოვედით.
-წამოგყვები.
-იყოს არ მინდა, ლენუკას მივწერე უკვე და ლენუკა მომყვება.
-მეც მინდა, რომ წამოვიდე.
-კარგი, წამოდი. -მხრები ავიჩეჩე და მანქანაში ჩავჯექი. არადა, ნათლულთან ლაპარაკი მინდოდა, არაუშავს რომ მოვილევთ საყიდლებს შემდეგ მოვახერხებთ როგორმე განმარტოებას.

სავაჭრო ცენტრს რომ მივუახლოვდით, ლენუკამ მომწერა, რომ ცოტა დააგვიანდებოდა. ქუჩაში დალოდებას, იქ მდებარე კაფეში შესვლა გადავწყვიტეთ. შესასვლელთან მაქსიმე მოულოდნელად ჩამეხუტა და ტუჩზე მოწყვეტით მაკოცა.
-ყველაფერი ძალიან მაგრად გვექნება. -გამიღიმა და გზა განაგრძო. გაოცებული გავჩერდი და აზრზე მოსასვლელად რამოდენიმე წამი დამჭირდა. ვერ ვხვდები რა ემართება. ძალიან შეცვლილია, მაგრამ ახლა თითქოს ძველი მაქსიმე დაბრუნდა. -არ მოდიხარ? -გაჩერდა მაქსიმე და გამომხედა.
-კი, კი.. -ჩავილაპარაკე და უკან გავყევი.
-ვერ ვიჯერებ, რომ ალისა მალე სახლში გვეყოლება. -გამიღიმა როდესაც კაფეში დავსხედით და ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ.
-ძალიან მიხარია. -გავუღიმე ბიჭს და შვებით ამოვისუნთქე.
-ნელ-ნელა დავუბრუნდებით ჩვეულებრივი ცხოვრების რითმს. -ხელზე ხელი დამადო. ისე იქცევა თითქოს რაღაცას ნანობს და გამოსწორებას ცდილობს. -ძალიან ბევრი ნერვიულობა შეგვხვდა ბოლო დროს..
-რაც მთავარია, ახლა ყველაფერი ცუდი უკან არის.
-შენ ძალიან ძლიერი ქალი ხარ.
-კი, მაგრამ შენი გვერდით ყოფნა მაინც მჭირდებოდა. - გადავწყვიტე, რომ წყენა აღარ დამემალა.
ამ დროს მიმტანმა ჩვენი შეკვეთა მოიტანა და საუბარი შეგვაწყვეტინა, თან ლენუკამაც მომწერა, რომ 5 წუთში მოვიდოდა და კაფეს სახელი მივწერე სადაც უნდა მოსულიყო.
-როგორ ხართ? -ორივე გადაგვკოცნა ლენუკამ და მაგიდასთან დაჯდა.
-უკვე კარგად. -გახარებულმა უთხრა მაქსიმემ.
-შენ როგორ ხარ? -ვკითხე ნათლულს და ყავა მოვსვი.
-მეც ძალიან კარგად. -გამიღიმა ლენუკამ. -მეც დავლევ ყავას და გავიდეთ, ხომ?

ნახევარ საათში უკვე მაღაზიებში დავბოდიალებდით. ბავშვისთვის საჭირო ყველა ნივთი ვიყიდეთ. საკმაოდ დატვირთულები და დაღლილები დავბრუნდით სახლში, ლენუკაც ჩვენთან წამოვიდა.
-მე სამსახურში უნდა გავიდე. თქვენ აპირებთ სადმე გასვლას? -გვკითხა მაქსიმემ, როდესაც დაქანცულები დივანზე მივესვენეთ.
-არა, სახლში ვართ. თან ბავშვის საწოლს მოიტანენ 1 საათში და ხომ უნდა დავხვდეთ?
-კარგი, გავიქეცი და მოვალ მალე. - შუბლზე მაკოცა, ლენუკას დაემშვიდობა და წავიდა.
-წამო, ჩვენ ყავა დავლიოთ და რამე ვჭამოთ, თორემ წავიქცევი მალე. -ვუთხარი ნათლულს და სამზარეულოში გავედით.
-რაღაც ბოლომდე ბედნიერი არ ჩანხარ და რამე გაწუხებს? -მკითხა როდესაც გავამზადე ყველაფერი და მაგიდას მივუსხედით.
-მგონი გუშინ მაქსიმემ მიღალატა.
-რაა? -ისე შეჰკივლა გული ლამის გამისკდა.
-ამ ბოლო დროს საერთოდ შეიცვალა, საავადმყოფოში რომ ვიწექი მის საქციელებს შენც უყურებდი. იმის მერეც გაცივდა ჩემ მიმართ. ვერ ვიგებ რა ჭირს. შეიძლება მე მადანაშაულებს მომხდარში.. არ ვიცი რა.
-შენ? შენ რანაირად გადანაშაულებს? ყველაფერი ბოროტი დედამისის ბრალია.
-დედის დადანაშაულება მაინც რთულია, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს.
-არ ვიცი, არამგონია. შეიძლება სხვა რამეშია საქმე. რომ გიღალატა რატომ გგონია?
-გუშინ სახლში არ მოსულა და დღეს დილიდან საეჭვოდ იქცეოდა. დილით კამათში მიწვევდა, შემდეგ კი ისე უეცრად დათბა ჩემ მიმართ თითქოს არც არაფერი მომხდარა.
-არეულია..
-ხო.. აი, სად გამომჟღავნდა რომ ბავშვია და ადრე იყო მისთვის ეს ყველაფერი.
-კარგი რა, ტაისია.. მაქსიმეს ასაკში უმეტესობას დიდი ხნის შექმნილი ოჯახები ყავთ. ეგ არაფერ შუაშია.
-მოკლედ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ვგრძნობ, რომ რაღაც ისეთი აქვს გაკეთებული რასაც ნანობს. არასდროს მღალატობს ინტუიცია..
-არ აპირებ შენი ეჭვების გამხელას?
-არა, დავიცდი.. თუ რამე ხდება აუცილებლად გაირკვევა. არასდროს არაფერი იმალება, ადრე თუ გვიან გამჟღავნდება.
-სესილიაზე რას აპირებ?
-რას უნდა ვაპირებდე?
-ასე უნდა შეარჩინო ყველაფერი?
-და რა უნდა გავაკეთო? შური ვიძიო? კარგი რა.. მაგისთვის უკვე სასჯელია, რაც ჩვენ დაგვემართა ყველაფერი მის კისერზეა.
-მე არ შევარჩენდი.
-ჩემთვის სულ ერთია. მთავარია, ალისა მყავს კარგად და კვირის ბოლოს სახლში დაიძინებს. -ბედნიერმა გავუღიმე ნათლულს და ყავის ბოლო ყლუპი მოვსვი.

სამმა დღემ ბავშვის ოთახის მოწყობაში მალე გაირბინა. ახლა კი, გახარებული ვუყურებ ჩემს პატარას თავის საწოლში მძინარეს. თითქოს გულიდან დიდი ლოდი მომეხსნა, ჩემი პატარა ჩემთან არის ახლოს და ნებისმიერ დროს შემიძლია მივიდე, ავიყვანო, ჩავეხუტო, ვაკოცო.
კარის ხმა მომესმა.
-ჩემი გოგოები როგორ არიან? -ოთახში შემოვიდა თეთრი ვარდებით ხელში. -ეს ყველაზე ლამაზ დედას მსოფლიოში. -მითხრა და მაკოცა.
-მადლობა, -გავუღიმე ბიჭს და თავი ბეჭზე დავადე.
-იცი რა ვიფიქრე? -ხელი მხარზე მომხვია, თან ალისას უყურებდა.
-რა?
-ალისა ცოტა რომ წამოიზრდება, სადმე წავიდეთ 1 თვით დასასვენებლად.. ამ ყველაფრის შემდეგ იმსახურებ. -გამომხედა მოლოდინით სავსე თვალებით.
-კარგი, წავიდეთ სადაც გინდა და როცა გინდა. -გავუღიმე და რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად დავთანხმდი. უაზრო ეჭვებით თავის დამძიმებას, ჯობია ყოველი წამით ვისიამოვნო. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
-ყველაზე მაგარი გოგოები მე მყავს. -ბედნიერმა წამოიძახა მაქსიმემ და ხელები მაგრად მომხვია.



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუ რა საყვარლები არიან მაგრამ ეს მაქსიმე რაგაც ვერაა :(( მალე დადეე რააა

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

აი,ასეთს ველოდი...მაგრამ პატარაა..რა ქალოა ტაისია,ძალიან მომწონს!

 


№3 სტუმარი nia

love
მაგარია, ველი შემდეგ თავს

 


№4  offline მოდერი ჯია

მადლობა, გოგოებო love love

 


№5  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
Dadadadaaaam maqsimes ici ras vuzam? Davaxrchob :D


უარესის ღირსია :)

 


№6 სტუმარი ბუბუკა

ამდენი ხნით დაგვიანება,შენი მკითხველის მიმართ უპატივცემულობაა

 


№7  offline მოდერი ჯია

ბუბუკა
ამდენი ხნით დაგვიანება,შენი მკითხველის მიმართ უპატივცემულობაა


მკითხველს უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის ვერ ახერხებს ავტორი წერას )) ოპერაცია გავიკეთე და არ შემეძლო, დღეს დავწერ და დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent