შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალურად მიმზიდველი (დასასრული)


11-12-2015, 19:21
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 698

შუა ღამე იყო,როცა სადარბაზოში შევედი,ოდნავ შემეშინდა კიდეც,ტელეფონი ამოვიღე და გავანათე იქაურობა.ცოტა ხანში სინათლემ მომჭრა თვალი.ლიფტამდე მივედი და ღილაკს დავაჭირე ხელი,ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს ვიღაც ან რაღაც მწვავდა,ხურდა ჩავაგდე ჭრილში და ღილკს დავაჭირე,უღონოდ მივეყრდეი სარკეს ისე,რომ მისი არსებობაც კი ვერ შევნიშნე.
ცოტა ხანში ისევ ჩემს ფუმფულა საწოლზე ვიწექი და ისევ ანის ხმა მესმოდა.რაღაცას სწავლობდა და ვერ ჩერდებოდა.
-ცოტა ჩუმად!-გავძახე დას და თავზე ბალიში დავიმხე,ისე ვიჭერდი,რომ ადამიანს ეგონებოდა,თავის დახრჩობას აპირებდო.
***
კვირა დილას ნატალის ზარმა გამაღვიძა,უსიამოვნოდ წამოვიწიე საწოლიდან და აწეწილი თმა უკან გადავიყარე.
-რა გინდა?-ვკითხე გაბზარული ხმით.
-როგორ ხარ?-მხიარულად მკითხა ნატალიმ.
-ხმაზე არ მეტყობა?
-დღეს ჩემი დაბადების დღეა და სულ არ გახსოვს არა? გოგონები ვიკრიბებით მოკლე წრეში და მოხვალ?
-ღადაობ? აბა,არ მოვალ? მაპატიე რა..-სევდიანად ვუთხარი,საკუთარ თავს ვსაყვედურობდი ამის გამო.
***
ნატალის დაბადების დღეზე ვერ გავერთე,სულ რაღაცაზე ვფიქრობდი,ხან რაზე და ხან რაზე,კონცენტრაციას ვერ ვახდენდი.მინდოდა,რომ ერთ რამეზე მეფიქრა,მაგრამ ესეც არ გამომდიოდა,თავს უცნაურად ვგრძნობდი.
-წამოდი,რა კარგი მუსიკაა..-მითხრა ნატალიმ და ძალით გავყევი.მინდოდა მეკითხა,ის არ მოვიდაო,მაგრამ ემილის სახელზეც კი მაძაგძაგებდა.
***
ნატალის სახლიდან გვიან გამოვედი და ქუჩას უბრალოდ გავუყევი.ლამპიონების ნათება მაღიზიანებდა.მეგონა,რომ რაღაც საშინელება ხდებოდა.მეგონა,რომ მე მანათებდნენ.ისევ უკან გავიხედე და ისევ შევკრთი.ისევ მეგონა,რომ ემილი დამიძახებდა,საკუთარ თავს ვერ ვცნობდი,ნუთუ ეს რაღაც გრძნობა იყო..
ისევ მომიხდა გრძნობების არსებობის ცნობა,სათს დავხედე და უკვე სამი იყო.რა მინდოდა მარტოს ქუჩაში?
მინდოდა წავსულიყავი სახლში,მაგრამ ფეხი არ მემორჩილებოდა,მინდოდა მეკივლა,მაგრამ ესეც არ შემეძლო..მინდოდა უბრალოდ დავნებებულიყავი,მაგრამ ესეც არ შემეძლო.მინდოდა ემილი მენახა და ესეც არ შემეძლო.
ბოლოს მისი სახლისკენ წავედი,სულ ფეხით გავუყევი გზას..მინდოდა ერთხელ მაინც მენახა,ისეთი სენტიმენტები შემომესია,რომ ვერც კი გავაცნობიერე ჩემ თავს რა ხდებოდა.
ცოტა ხანში მისი კარების წინ ვიყავი,ზარი დავრეკე და არავინ იყო.ვინერვიულე და მერე გამახსენდა,რომ ღამის ოთხი საათი იყო,საკუთარი თავი გავკიცხე,მაგრამ ფეხი მაინც ეერ მოვინაცვლე.გამალებით ვრეკავდი ზარს.
-გოგონი..-უკნიდან მომესმა ხმა და სახეზე ხელებო ავიფარე.რას ვგრძნობდი,ახლაც ვერ ვაცნობიერებ.ეს იყო შიში არეული რაღაც საუცხოო შეგრძნებაში.
-გოგონი..-ისევ გავიგე ხმა და ისევ გავიხედე უკან.
-ბოდიში,მივდიოდი..-შევტრიალდი კიბეებისკენ.
-აქ რა გინდა?-სასოწარკვეტილად აღმოხდა ბიჭს.
-ემილის იცნობ?-ვკითხე და თვალები დაბლა დავხარე.
-ემილი საავადმყოფოშა.
-რა? ღადაობ?-სახეზე ხელები ავიფარე,ცრემლების დამალვასაც არ ვცდილობდი.
-დენმა დაარტყა,სახლში აკეთებდა რაღაცას და..ახლა მძიმედაა,მაგრამ ოპერაციას უკეთებენ და იმედი გვაქვს,ყველაფერი რიგზე იქნება.
-ღმერთო...-გაუცნობიერებლად შემოვხვიე ბიჭს კისერზე ხელები და მთელი ძალით მივიკარი.სითბო მჭირდებოდა და თანათგრძნობა.
-დამშვიდდი-იგრძნო,რომ ვტიროდი და თავზე ხელი გადამისვა.
-მინდა ვნახო..
-ახლა ვერ..
-მინდა იქ ვიყოთ.
-შენ თათია ხარ?
-საიდან იცი?
-შენზე ბევრს ყვებოდა-სევდიანად თქვა და გული ჩამწყდა.ამ სიტყვებში უსაშველო მწუხარება იყო.მეგონა,გავნადგურდი.
-წავიდეთ რა-მუდარით აღსავსე თვალებით შევხედე.
-გიგა დამიძახე-მითხრა და კიბეებისკენ წავიდა.
-მადლობ-ჩუმად ჩავილაპარაკე და უკან გავყევი.
***
მთელი ღამე ვნერვიულობდი,არ მიძინია.წინათგრძნობად ჩავთვალე ის,რაც მოხდა,ის,რასაც ვგრძნობდი.დილას ისე ველოდი პასუხს,რომ მთელი სხეულით ვცახცახებდი,ჩენი საერთო მოგონებები მახსენდებოდა და გული მიჩუყდებოდა.
სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი და მაინც ჩემში შემოაღწია,თითქოს ჩემი სულის ნაწილი გახდა,ვგრძნობდი,რომ ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო,ამის აღწერა არ შემეძლო,ვიჯექი და ვტიროდი.
ისე შემეშინდა ავადმყოფობი,ოპერაციის,რომ ჩემი ოცნენები ქარს გავატანე.აღარაფერი მინდოდა,აღარ მინდოდა ქირურგია.
-ნუ ტირი..
-ექიმი?-ავხედე ბიჭს და ფეხზე წამოვდექი.
-ახლა გამოვა,ალბათ.
-ნეტავ როდის..
იმ წამს,როცა ჩემს წინ ექიმი იდგა,ათასი რამ ვიგრძენი..ისევ დავრწმუნდი ჩემს სისულელეში,არ ღირდა არანაირი ქირურგიური ჩარევა..ისევ შევშინდი,ვიდექი გაქვავებულივით და თავს ვაქნევდი.ველოდი,რომ რაღაც საშინელება უნდა მომხდარიყო.
-თქვენს სახელს ამბობს..-მეორე ექიმის ხმა მომესმა და გონება დავძაბე.
-რა თქვით?-მეგონა მომესმა გაგონილი.
-დიახ,ასეა..-ექთანმა გამიღიმა.
გრძნობებს ვეღარ ვაკონტროლებდი,სახეზე ავიფარე ხელები და გაშტერებული სახით ვუყურებდი მათ.მთელი საავადმყოფო მძულდა,მძაგდა იქაურობა,აქ მოსვლას აღარ ვაპირებდი.აი,ეს ვიცოდი..
ემილი..ისევ გამახსენდა მისი სახე და პალატისკენ წავედი,გული საშინლად მიძგერდა,ვხურდი და მეგონა,ვიწვოდი.
-ნახეთ..შეგიძლიათ ნახოთ..-ისე ამიფართხალდა გული,თითქოს მთელი ცხოვრება ამ სიტყვებისთვის მეცხოვრა.
-ჰო?-გავიხედე უკან სევდიანი სახით და გიგას მადლობის ნიშნად გავუღიმე.
პალატაში შევედი თუ არა,მაშინვე ვიგრძენი მზის სხივი,როგორც გარეგანად,ასევე შინაგანადაც.
-თათია..-ჩემი სახელი თქვა და თვალი დახუჭა.
-ემილი..-ხელი ჩავჭიდე და მისი თითებით შემეხო,ჩამეჭიდა,მაგრამ ამჯერად სუსტად და არა ძლიერად.
-მენატრებოდი..
-ჩუ..-პირთან ხელი მივუტანე და საწოლზე მივუწექი...
-მადლობა..-მისმა ხმამ უეცარი სიხარული მომგვარა.
-როგორ ხარ?-გიგა შემოიჭყიტა ოთახში,მაგრამ მალევე გავიდა,ექთანი იღიმოდა.
***
-მიყვარხარ..-ნახევრადმძინარეს ჩამესმა მისი სიტყვები.
-მალე გამოგწერენ-ჩავილაპარაკე და ძილის ბურანმას მომისწრო.
***
-მეც მაქვს ლექსი,მაგრამ ის სევდიანია..
-დღეს? როცა მწერენ?-მხრები აიჩეჩა და თითები თმაში შემიცურა.
-ჰო.
-კარგი.
ნუ დაეყრდნობი ადამიანს გაფრთხილებ,კარგო,
არ გაუშალო ფერთა გამა,არ გაუღიმო,
სული არ ანდო,გულის გრძნობა არ დაანახვო,
იცოდე წავა და დაგტოვებს სრულიად მარტო.
არ მისცე ნება მართოს გრძნობა და თავი შენი,
უფსკრულში მყოფის ეგ ფიქრები,არ გადუშალო.
არ შემობრუნე,ინტერესი არ გაუღვივო,
უბრალოდ წადი და დატოვე სრულიად მარტო.

-შენ დაწერე?
-ვცადე..
-ოჰ..ფრაერი ხარ შენც!
***
-ზაფხულში რას აკეთებ?
-ჰმ...ოპერაციას გგონია?-ვკითხე და სიცილი ამიტყდა.
-ჰო,მასე თქვი.
-გადავიფიქრე..
-რატომ? შენ ხომ იდეალურად მიმზიდველი ხარ,მაგრამ..
-ჩუმად! აღარ მინდა იქ მისვლა..იმ დღეს გადავიფიქრე,შენ გადამაფიქრებინე..
-მადლობა ღმერთს-ვნებიანად მეხება ბაგეებზე და მეც მთელი ძალით ვხვევ კისერზე ხელებს.
***
ცხორეაბ გრძელი არ არის.ის წამებისა და წუთებისგან შედგება..უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ დღეს,რადგან თუ მათ დავთვლით ცხოვრება არც ისე გრძელი აღმოჩნდება..ჩვენ,ადამიანები წლებით ვსაზღვრავთ მოცემულ დროს და არასდროს გვეფიქრება დღეებში გადავიყვანოთ ისინი.
არ ღირს მთელი ცხოვრება იფიქრო რაღაცის შეცვლაზე,სჯობს არსებულით დატკბე..ამიტომაც დავთანხმდი ემილის,როცა მითხრა თურქეთში წავიდეთო.
***
ანტალიაში მართლაც საოცარი პლაჟია..მზე მცხუნვარედ ანათებს და ყველაფერი აღტაცების მომტანია..ზოგჯერ მინდა,რომ ნაწილი გავხდე,მაგრამ ეს ასე არ ხდება ხოლმე..თუმცა მეორე მხრივ,ეს შესაძლებელია..
მზე აცხუნებდა და არემარეს წვავდა..წვავდა,მაგრამ მაინც მიყვარს მზე..
-მიყვარხარ..-მომიახლოვდა და მოწყვეტით მაკოცა..
-მეც-გადავიხარე მისკენ და ხელები კისერზე მოვხვიე..მზე ჩადიოდა,თუმცა ჩვენს გარდა არავინ იყო პლაჟზე..
-სპეციალურად მოვძებნე განმარტოებული ადგილი..-ჩამჩურჩულა და ხელები კისრიდან დაბლა ჩამოასრიალა.
-რა? ძველ დროში სიძვის დიაცს დამიძახებდნენ...-უკან წავიწიე და წარბები მაღლა ავსწიე.
-კარგი,თუ არ გინდა..შეგვიძლია მოვიცადოთ..-მითხრა და გულში ჩამიკრა.
-არა,შესანიშნავია ადგილია..არ ღირს დაცდა,ცხოვრება ისედაც საშინლად მოკლეა,გესმის?
-მესმის,კი მესმის...
ვგრძნობდი,რომ ერთი სხეულიც ვიყავით..სასიამოვნოდ გვეწებებოდა ცხელ სხეულებზე ქვიშა,ქვიშა,რომელიც ჩვენ ორ შორის დგებოდა..ეს საოცარი საღამო იყო,მზე ჩადიოდა,ჩვენ კი მაღლა ამოვდიოდით.
ამაზე არასდროს მიფიქრია..
მიფიქრია სიყვარულზე,მაგრამ მის შემდგომ მოვლენებზე არასდროს..
-საოცარი იყო..-შემომხედა და გულზე მიმიკრა.
-რომელი საათია?-ვკითხე და თმა გავისწორე.
-რა მნიშვმნელობა აქვს..ზოგჯერ დროს გაჩერების საშუალება უნდა მისცე..
***
და ჩვენ ეს გავაკეთეთ..ჩვენ ისევ გავაჩერეთ დრო..
დრო ისევ გადის...ისევ იცვლება დღეები,კვირები..წლები,მაგრამ ჩვენ ისევ ვაჩერებთ დროს..
ყოველთვის მაინტერესებდა როგორ უნდა ეს,როგორ უნდა შესძლო ეს და ახლა მივხვდი..მივხვდი..ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთგან და ეს საყვარელი ადამიანის მკლავებია...
არ ვარ იდეალურად სექსუალური,არ მაქვს სწორი ფეხები,არც გაღუნული მაქვს,მაგრამ არც სწორი..არ ვარ 180,არ მაქვს საოცრად ცისფერი თვალები,არ მაქვს რაღაც გამაგიჟებელი ცხვირი,არც ჩემი თმაა შეფასებული 300 დოლარად..დიახ,არ ვარ იდეალური,მაგრამ ეს არც მინდა,რადგან ემილისთვის მე ერთადერთი ვარ,ერთადერთი და ნამდვილად იდეალურად სექსუალური..
დღესაც იგივე მითხრა,რაც მაშინ,როცა გამიცნო..დღესაც მითხრა,რომ იდეალურად სექსუალური ვარ..
ბედნიერი ვარ,რომ ემილი გავიცანი,რომ არა ის გავყვებოდი ჩემს სულელურ სტერეოტიპებს და ვინ იცის ახლა რა ვიქნებოდი..იქნებ სწორფეხებდა და გრძელფეხება კი არა სულ დავკოჭლებულიყავი...
ცხოვრებაში არასდროს უნდა შეცვლო გადაწყვეტილებაო-ასე ვფიქრობდი ცოტა ხნის წინ,როცა ოლიმპიადაში ორი ტესტი გადავასწორე პასუხების ფურცელის შევსებისას და ასე პირველი ადგილი დავკარგემვნანობდი და რას ვფიქრობდი,იცი? გადაწყვეტილებას არასდროს შევცვლი-მეთქი,მაგრამ გადავიფიქრე..დიახ,გადავიფიქრე და სულ აღარ ვფიქრობ პლასტიკურ ოპერაციებზე..
ცხოვრებაში არასდროს მქონდა რამე,რასაც მყარად ვირწმუნებდი..არასდროს ვიყავი ღვთის რწმენაში განსწავლული...სულ რაღაცაც იდიოტობებზე ვფიქრობდი,მაგრამ ცოტა ხნის წინ სიყვარული ვიწამე და ბედნიერი ვარ..
***
-იდეალურად მიმზიდველო!-იღიმის ემილი.
-„u r my handsomeЭ-სიცილი მიტყდება.
-babe…I am serious..”
-“me too”-პირზე ხელს მაფარებს და ზემოდან მექცევა..-არ მიყვარს შენი ამერიკული აქცენტი..
-გშურს?-თვალს ვუკრავ და ტუჩზე ვკბენ.
-“good job”-იღიმის და ისე ძლიერად მეხება ტუჩებზე,რომ ლამისაა გამგუდოს.
***
დღეს ვიჩხუბეთ და როგორ გავუბრაზდი,იცით?
ბალიში ავიღე,სახეზე ავიფარე და ვუთხარი,რომ არ ვარ იდეალურად მიმზიდველი..და მან რა მითხრა,იცით?
მითხრა,რომ ჩემს ხელში ყველაფერი იდეალურია,ბალიშიც კი...

დასასრული.
___
ბევრი "ქისები."



№1  offline წევრი Smiling girl

es ra moulodneli iyooo titqos ufro sxvas velode((( minda gitxra rom imedebi gamucruvda magaram araushavs shen mainc yvelaze kargi xarrr :D <3

 


№2  offline წევრი მოლურჯო

არ მომწონს ეს კარგი დასასრული და რა ვქნა ^__^
ცუდი დასასრული უფრო საინტერესოა ყველასთვის
გაითვალისწინე ისე დაამთავრო რომ ტირილი ვერ შევწყვიტო
--------------------
მარიამი

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

Smiling girl
es ra moulodneli iyooo titqos ufro sxvas velode((( minda gitxra rom imedebi gamucruvda magaram araushavs shen mainc yvelaze kargi xarrr :D <3

ვწუხვარ,მაგრამ ასე გამოვიდა..არც მე ველოდი.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

გიჟი - ♥♥♥
არ მომწონს ეს კარგი დასასრული და რა ვქნა ^__^
ცუდი დასასრული უფრო საინტერესოა ყველასთვის
გაითვალისწინე ისე დაამთავრო რომ ტირილი ვერ შევწყვიტო

ოოჰ...
ამ ისტორიას არ მოუხდებოდა ცუდი დასასრული ან რავი არ მიფიქრია..

ხან რა გინდათ,ხან რა... ;დდდდდდდ

გიჟი - ♥♥♥
არ მომწონს ეს კარგი დასასრული და რა ვქნა ^__^
ცუდი დასასრული უფრო საინტერესოა ყველასთვის
გაითვალისწინე ისე დაამთავრო რომ ტირილი ვერ შევწყვიტო

ოოჰ...
ამ ისტორიას არ მოუხდებოდა ცუდი დასასრული ან რავი არ მიფიქრია..

ხან რა გინდათ,ხან რა... ;დდდდდდდ

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

აი, რომ მოგეკლა ეს ვაჟბატონი... :D ან რამე დამართნოდა რავიცი. ვერ ეპოვნა ამ გოგოს და ა.შ.
გული დაგვწყვეტოდა არ ჯობდა? :D
მაგრამ მაინც ბედნიერებით ამავსე და დამატკბე.
ასეც შესანიშნავი იყო... და დიდი მადლობა შენ! love იდეალურად მიმზიდველო!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

ErckeMydass25
აი, რომ მოგეკლა ეს ვაჟბატონი... :D ან რამე დამართნოდა რავიცი. ვერ ეპოვნა ამ გოგოს და ა.შ.
გული დაგვწყვეტოდა არ ჯობდა? :D
მაგრამ მაინც ბედნიერებით ამავსე და დამატკბე.
ასეც შესანიშნავი იყო... და დიდი მადლობა შენ! love იდეალურად მიმზიდველო!

მიყვარს ხოლმე მსგავსი დასასრუკები..ვწერ კიდეც,ამაზეც ვფიქრობდი,მაგრამ რატომღაც ახლა ასე გადავწყვიტე..მკითხველს ხშირად სწყინს ხოლმრ ცუდი დასასრული...რა ვიცი თავიდანაც არ მქონდა გეგმაში.

 


№7  offline წევრი Marryam

როდესაც მრავლობითში ამბობთ, რომ ცუდი დაასასრული ყველაას მოეწონებოდა რატომ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ყველას არ უყვარს ცუდი დასასრული?? განსაკუთრებული ემოციები არ გამოუწვევია ამ ისტორიას ჩემში მაგრამ რაც იყო ცუდი არ იყო. ნამდვილად რეალურ ისტირიას გავდა და არ იყო დედიკოს და მამიკოს ფულებით განებივრებულ გოგოს ისტორია რიმელსაც იდეალური აღნაგობა აქვს, აუცილებლად მწვანე თვალებით,.. პირიქით..ჰოდა რეალურ სასტიკი სამყაროდან გამოქცეულებს ძალიან გვსიამოვნებს ბედნიერი დასასრულები...
ესეც ჩემი აზრი....

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

Marryam
როდესაც მრავლობითში ამბობთ, რომ ცუდი დაასასრული ყველაას მოეწონებოდა რატომ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ყველას არ უყვარს ცუდი დასასრული?? განსაკუთრებული ემოციები არ გამოუწვევია ამ ისტორიას ჩემში მაგრამ რაც იყო ცუდი არ იყო. ნამდვილად რეალურ ისტირიას გავდა და არ იყო დედიკოს და მამიკოს ფულებით განებივრებულ გოგოს ისტორია რიმელსაც იდეალური აღნაგობა აქვს, აუცილებლად მწვანე თვალებით,.. პირიქით..ჰოდა რეალურ სასტიკი სამყაროდან გამოქცეულებს ძალიან გვსიამოვნებს ბედნიერი დასასრულები...
ესეც ჩემი აზრი....


მე იმიტომ არ ვწერ ასე და ისე,რომ რაღაც და ვიღაცას ასე "უსწორდება" და რაღაც..
უბრალოდ ეს ისტორია ცუდი დასასრულით არ მქონდა ჩაფიქრებული და რავი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent