შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნებოდა... (9)


11-12-2015, 20:54
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 443

სახლში დაბნეული შევედი, არვიცი რა რეაქცია მქონდა,მიხაროდა,მტკიოდა,მწყინდა თუ რას ვგრძნოდი საერთოდ,თუმცა ფაქტი ერთი იყო,რომ ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამდი გიოს ისე როგორც ბიჭს, ძალიან რთული იყო,ასე უცებ ის მეგობრობა დამევიწყებინა,ლუკა ტელევიზორთან იჯდა და უაზროდ იკრიჭეოდა,ხელში ტელეფონი ეჭირა,ეტყობოდა რომ იმ თავის ანასტასიას ელაპარაკებოდა,ამიტომაც იყო ასეთი გახარებული. ეკამ მშიერი ხარ მთელი დღე და ჭამეო ამიჩემა,თუმცა სულ არ მშიოდა.ძლივს გადავყლაპე რამდენიმე ლუკმა და ჩემს ოთახში შევედი,მაშინვე ლუკამ მომწერა facebook-ზე
-რასაკეთებ?
-არაფერს,ოთახში ვარ
-გაბრაზებული ხარ?
-არა,რაზე უნდა გავბრაზდე,უბრალოდ ხო ხვდები რა თემაცაა
-ვიცი და უნამუსო ვიყო თუ საერთოდ არ თემაზე თუ დაგებაზრო
-და ახლა როგორ გავარძელებთ?
-ვეცდები თვალში ხშირად არ მოგხვდე
-გაგიჟდი ხო?-გულში გამკრა
-უხერხულად არ მინდა იყო
-მერე ვინ გითხრა უხერხულად ვარო?
-არა?
-არა-გამეცინა
-ანუ?
-ნუკასთან მორჩი?-ჯერ ამის გარკვევა გადავწყვიტე
-ეგ თემა მორჩა,ახლა შენ ის მითხარი რას ფიქრობ
-მე,მე ძაან დაბნული ვარ-ისევ გამეცინა
-ანუ?
-ვაიმე გიორგი ამ ანუს მეტი სიტყვა არ იცი?
-დავიბენი ტო
-კარგი ვსიო დაივიწყე
-რა დავივიწყო გოგო,იმენა გაიძვერა გოგო ხარ შენ თავს გეფიცები,გამოხვალ ეხლა? მიდი რა გამო
-შენ ხო არ უბერავ სად გამოვიდე,საათს დახედე,მიდი შენ მოდი,თანაც ლუკაც აქაა
-აბა გვიანიაო? სტუმრობისთვის არაა გვიანი?
-ოოო,მიდი მალე გელოდები
საიტიდან გავიდა,ალბათ უკვე ჩემთან მოდიოდა. გახარებული გავვარდი მისაღებში და უაზროდ დავიწყე კრეჭვა
-რა იყო გოგო,მისმენ?-სიცილით გადმომხედა ლუკამ,ისევ იმ ანასტასიას ელაპარკებოდა
-ეგღა მაკლია შენს სასიყვარულო საუბრებს ვუსმინო,გიო მოდის და ველოდები-ხელები გავასავსავე
-უი გიო მოდის?-თავი გამოყო ეკამ სამზარეულოდან
-ჰოო დე
-მაგას ვენაცვალე მე! ჩემი ბიჭი,მხარი როგორ აქვს? წავალ ბლინებს გამოვაცხობ როგორ უყვარს
-დედა, გიო ჯარიდან კი არ დაბრუნებულა-თავი გავაქნიე
მალე გიორგიც მოვიდა,ნეტა გენახათ როგორები ვუყურედით ერთმანეთს.თვალსაც კი ვერ ვუსწორებდი.ეკამ ბლინები დააცხო,ისეთი გემრიელი იყო გიომ სულ გადასანსლა,ძლივს ვჭამე ორი ცალი. ლუკა რაღაც საქმეეზე ელაპარაკეოდა,ტვინი გაურღა,მობეზრებული ვიჯექი და ვუსმენდი მათ საუბარს,ბოლოს ძილიც მომერია და დავამთქნარე.
-კიდევ დიდხანს უნდა გელოდოთ?–მოეზრებულმა გავაქნიე თავი და იჭეს გადავხედე
–რა გინდა გოგო,რა ვერ გასვენებს? მიდი უყურე შენს სერიალს–ენა გამომიყო ლუკამ და გამაჯავრა
–ისე სხვათაშორის გიორგი ჩემთან მოვიდა და არა შენთან–გავეკრიჭე
–კაი ჰო დამშვიდდი,რა იყო კი არავინ გართმევს გიორგის,ეს ვინაა ბიჭო იმენა მესაკუთე–ხელები მაღლა აწია ლუკამ და აივანზე გავიდა თავის ანასტასიასთან საჭუკჭუკოდ
დავრჩით მე და ჩემი გიო მარტოები,ეკა სამზარეულოში იყო და თავის სერიალს უყურედა,ერთმანეთს იდიოტებივით ვუღიმოდით
–ყავას დალევ?
–რა ყავა გოგო,აქ ყავის დასალევად კი არ მოვსულვარ–გაეცინა და ნიკაპი მოისრისა
–თავს გაგიხეთქავ,ეგრე ნუ მიყურებ–თითი დავუქნიე გამაფრთხილელად
–მოდი და სცადე
–მეკაიფები ხო?–გამეცინა
–რას გრძნობ ჩემს მიმართ–ისე უცებ მომახალა,რომ გავშტერდი
–ჩუმად ეგდე გიორგი,ეკაა სამზარეულოში–თითით ვანიშნე გაჩუმეულიყო
–ეკას მაგრად ვევასები
–ევასები როგორც ჩემი ძმაკაცი და არა როგორც ჩემი შეყვარებული
–კაი,ეკას შევეშვათ შენს რას ფიქრობ მაინც არ მეუნები
–ანუ გიყვარვარ–ხელები გულზე გადავიჯვარედინე და დივანში მოხერხებულად ჩავჯექი
–ტრ*კი არ გეტკინოს ფრთხილად დაჯექი გოგო რა იყო
–შენი გასიებული თავის საქმე არაა ეგ–პატარა ბავშვებივით დავიწყეთ კინკლაობა
–ძაან მიყვარხარ–თვალებში ჩამაშტერდა
მე? მე უებ მოვკეტე და ხმას ვეღარ ვიღედი,რას ვგრძნობდი?თვითონა არ ვიცი,მაგრამ ის ფაქტი რომ შესაძლოა სხვა გოგო გაკარებოდა ჭკუიდან მშლიდა. უნდა ვაღიარო რომ ახლა როგორც იჭს ისე ვუყურებდიდა არა ისე როგორც მეგობარს.რა შეიცვლეოდა ჩვენს შორის? ისედაც ხომ სულ ერთად ვიყავით? უნდა მიმეცა შანსი,რომ მერე სანანებელი არ გამხდომოდა,თუმცა ჯერ არ ვიყავი იმაში დარწმუნებული მეც მიყვარდა თუ არა მაგრამ ამ ჩემს დებილ ტავს რას შეაგნებინებ
–ვცადოთ–ძლივს ამოვღერღე და მის სახეს დავაკვირდი
ხმას არ იღებდა,მიყურედ ადა მიღიმოდა,დამუნჯდა,თიტქოს ენა გადაყლაპაო,ცოტა შემეშინდა ამდენხნიანი პაუზის.



№1 სტუმარი P.T

Ahaa pirvel komentars me vwer?!au dzaan magari gogo xar eseni ro daaaxlove.cota gagvidide Ra tavebii gtxoov.dzalian momewona saintereso tavi iyo imitoro faqtiurad gadawydasavit amati sakitxi <3<3

 


№2 სტუმარი darina

Ar agrdzeleb?

 


№3 სტუმარი P.T

Gamigrdzelet es motxroba raa :'(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent