შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 10


12-12-2015, 04:07
ავტორი mako-makako
ნანახია 2 878

10 წლის ვიყავი როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ.მე დედასთან დავრჩი და ჩემი და მამასთან.მაშინ ჩემი და 9 წლის იყო.კარგად მახსოვ ის დღე როდესაც იმ სახლიდან წამოვედით მე და დედაჩემი.იმის მერე მამას ყოველ შაბათ-კვირას ვხვდებოდი და ჩემი და დედაჩემს.მათი განშორება სხვადასხვა მისწრაფებები და ცხოვრების სტილი იყო.ისინი ძალიან პატარები დაქორწინდნენ და შედეგებზე არ უფიქრიათ,ხოდა ერთ დღს ასე სპონტანურად გადაწყვიტეს რომ ერთმანეთს ვერ უგებდნენ და დაშორდნენ.არასოდეს არც ერთს არ უფიქრიათ იმაზე თუ რა გვინდოდა ჩვენ და რა იყო ჩვენთვის უკეთესი.მე ძალიან ჩავიკეტე ამის მერე.მთელი ჩემი ყურადღება სწავლაზე იყო მიმართული და მხოლოდ ამით ვცხოვრობდი.ლევანის და ლექსოს გარდა არავინ მყოლია გვერდით.მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ და ერთად მოვედით დღემდე.სასწავლებლად დედამ ლონდონში გამიშვა,საკმაოდ კარგად ვცხოვრობდით.დედას საკუთარი სილამაზის სალონის ქსელი აქვს და ამიტომ არასოდეს არაფერი მომკლებია.მან განქორწინების მერე უფრო გააფართოვა ეს ბიზნესი.მამაჩემს სამშენებლო კომპანია აქვს.ისიც საკმაოდ წრმატებული ბიზნსმენია. განქორწინების შემდეგ ორივემ მიაღწიეს იმას რაც სურდათ და აი დღეს ორივე ძალიან მდიდარია,მაგრამ მათ ფული აქვთ მხოლოდ და ის ერთი აკლიათ რაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია.მათ არ გააჩნიათ სიყვარული, რომლის გარეშესაც ადამიანს სუნთქვა უჭირს.ყოველთვის მინდოდა არქიტექტორი ვყოფილიყავი მაგრამ დედამ ამის უფლება არ მომცა,არ უნდოდა მამის კვალს გავყოლოდი და ასე გავხდი ფინანსური მენეჯერი.ცოტა ხანს შეჩერდა და ისე ამომხედა რომ ხელებიდან თავი არ აუღია.
-გავაგრძელო?მკითხა სევდიანი ხმით.
-გააგრძელე.-მხოლოდ ეს ვუპასუხე და მომასმენად მთელი გონება მისკენ მივმართე. ვხვდებოდი როგორი მტკივნეული იყო მისთვის ამ თემაზე საუბარი,მაგრამ მაინტერესებდა რას მეტყოდა.მის შესახებ ყველაფერი მინდოდა მცოდნოდა,მისი ცხოვრების ყველა დეტალი,თუნდაც უმნიშვნელო.
თავი ისევ ჩაქინდრა და იატაკს გაუსწორა მზერა.ისევ გააგრძელა თავისი ცხოვრების დეტალების მოყოლა.
-სასწავლებელი რომ დავასრულე 22 წლის ვიყავი.მაშინ ვაკეში ვცხოვრობდით. ლევანმა და ლექსომ ბიზნესის წამოწყება მოინდომეს და მეც გავუამხანაგდი. შევქმენით საკუთარი სამშენებლო კომპანია რომელიც აგერ უკვე 3 წელია საკმაოდ კარგად მუშაობს და კარგადაც მიგვდის საქმე.კაი ჩემი სამსახურის ამბებზე თავს აღარ შეგაწყენ და მთავარზე გადავალ.-მითხრა ბექამ და აქამდე წელში მოხრილი გასწორდა და თვალებში შემომხედა.არაფრი არ მიპასუხია მხოლოდ მზერით ვანიშნე რომ გაეგრძელებინა.მანაც არ დააყოვნა და თვალები უფრო დაუსევდიანდა.-ცოტა ხანში უცხოეთის ფილიალში ერთი კაცის გაგზავნა გახდა აუცილებელი.მაშინ ლექსო და ლევანი ვერ გაემგზავრნენ მიზეზების და გამო. ამიტომ ისევ მე მომიწია იქ გამგზავრება გაურკვეველი დროით.ლონდონში რომ ჩავედი იქ ნაცნობი და საამური სურნელი დამხვდა.გაზაფხულისთვის და ლონდონისთვის დამახასიათებელი წვიმებით.მიყვარდა ეს ქალაქი ძალიან. თითქოს აქ საკუთარ თავს ვპოულობდი და ვმშვიდდებოდი.სამსახურს ადვილად ავუღე ალღო და იქ დავმკვიდრდი იქამდე სადამდეც აქ საჭირო ვიქნებოდი. დედასთან არ მივსულვარ საცხოვრებლად.ჩემი ბინა მქონდა და იქ ვცხოვრობდი მარტო.უფერული და უხალისო ფერებით იქამდე სანამ ჩემს ცხოვრებაში ნატალია ისევ გამოჩნდებოდა.-ვიღაც ნატალიას ხსენებაზეე ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა და რაღაც ძაან არ მესიამოვნა უცხო ქალის სახელის გაგონებამ.მივხვდი რომ ბექას მასთან წარსული აკავშირებდა და არც თუ ისე უინტერესო წარსული.ცოტა ავნერვიულდი კიდეც,არ ვიცოდი რისთვის სჭირდებოდა ამ ყველაფრის გასენებ და მოყოლა ჩემთვის მაგრამ თავი მაინც მოვთოკე და არაფერი არ მიკითხავს.ჩემს პირობას ბოლომდე ვასრულებდი,მაგრამ გონებაში მის ყველა სიტყვას ვაანალიზებდი და ვხარშავდი.ბექა კი ისევ განაგრზობდა საუბარს.
-იქ ჩასვლის მერე მოგონებები ორმაგად ამოტივტივდა ჩემს გონებაში და გასაქანს არ მაძლევდა.ყოველთვის წარსული მახსენდებოდა და ამით თავს უარესად ვიტანჯავდი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.მიჭირდა მის გარეშე ცხოვრება ამდენი წლის მერეც კი.ნატალია სასწავლებელში გავიცანი,ახალი გადასული ვიყავი ლონდოდნში როცა ნატალია ჩვენს კურზე ჩაირიცხა და ჩვენთან გადმოვიდა. პირველივე დანახვიდან მიმიზიდა მისმა უძირო ლურჯმა თვალებმა.მაღალი იყო და საოცრად დახვეწილი სიარულის მანერა ჰქონდა.მის ლამაზ ფეხებს და ტანს გამოკვეთილი მოკლე კაბა უფრო მეტად მიმზიდვეს ხდიდა.სავსე მკერდით და ეშხიანი გამოხედვით მასინვე დაგატყვევებდა.ვერ აღვწერ რა დამემართა.არასოდეს მყვარებია იქამდე გოგო და ალბათ ამის ბრალიც იყო რომ ესე გამაბრუა.მალევე დავმეგობრდით და ეს მეგობრობა რამდენიმე თვეში ძალიან დიდ სიყვარულში გადაიზარდა.ერთმანეთი უზომოდ გვიყვარდა და ყველა ჩვენ შემოგნატროდა.სულ ერთად ვიყავით.ნატალია იქ მარტოცხოვრობდა და სწავლობდა.მშობები არ ჰყავდა მაგრამ მთელი ცოხვრება იქ გაიზარდა და საკმაო ქონებაც ჰქონდა დატოვებული მშობლებისგან რომ უზრუნველად ეცხოვრა. 7 თვის თავზე ერთად ცხოვრება შევთავაზე.დამთანხმდა და თავისთან გადასვლა შემომთავაზა.მაინც მარტო ცხოვრობდა და ამიტომ უარი არც მე არ მითქვამს.სამი წელი უბედნიერესი ვიყვაი ძალიან მიყცარდა და ყოველი დღ ჩემთვის მისით იწყებოდა და მთავრდებოდა.მესამე კურსზე ვიყავი,ნატალია წარჩინებული სტუდენტი იყო და მისი მონაცემები უამრავ კომპანიაში იყო გადაგზავნილი სამომავლოდ.ერთ დღესაც ერთერთი უმსხვილესი კომპანიიდან დაურეკეს. სამსახური შესთავაზეს მხოლოდ ლონდონსი არა.გერმანიაში ჰქონდა ამ კომპანიას შვილობილი კომპანიები და იქ უშვებდნენ მთავარი დირექტორის მოადგილედ და დიდ წარმატებებს ჰპირდებოდნენ.მხოლოდ ეს ერთი წელი სწავლა გერმანიის უნივერსიტეტში უნდა გაეგრძელებინა და დამთავრების თანავე აიყვანდნენ სამუშაოდ.სასქავლებლიდან რომ დავბრუნდი.მე ცოტა შემაგვიანდა მოსვლა. ნატალიას მისაღებში ორ კაცზე სადილი გაეწყო სანთლების შუქზე.რომანტიული საღამო მოაწყო რომ ახალი ამბავი ჩემთვის ეცნობებინა.
-ბექ.-ასე მომმართავდა ყოველთვის როცა რამის თქმა უნდოდა ჩემთვის.-რაღაც უნდა გითხრა.
-რა ხდება ნატალია?-ვკითხე რადგან მაინტერესებდა რა იყო ამ ვახშმის მიზეზი.რადგან ნატალია ჩემგან განსხვავებით არ იყო რომანტიკული ადამიანი და არ შეეძლო ასეთი რამის გაკეტება.მივხვდი რომ ამ ვახშამს რაღაც სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონოდა.
-სამსახური შემომთავაზეს ძალიან მაგარ კომპანიაში მთავარი დირექტორის მოადგილედ.-მითხრა ძალიან გახარებულმა.
-ძალიან მიხარია საყვარელოო.-მივედი და ჩავეხუტე მისი სიხარული მეც გადმომედო,მაგრამ რა ვიცოდი ამას რა მოჰყვებოდა.ნატალიამ დეტალურად მომიყვა ყველაფერი,მე გაოგნებული ვუსმენდი არ მეგონა საქმე თუ ასე სერიოზულად იყო და მას გამგზავრება მოუწევდა.ბოლოს ყველაფერი რომ მითხრა მასთან ერთად წასვლა შემომომთავაზა.მე მაშინვე უარი ვუთხარი რადგან არსად წასვლას არ ვაპირებდი ნატალიას ამაზე ისტერიკები დაემართა.
-შენ თუ არ წამოხვალ არ გეგონოს რომ მეც არ წავალ.ამ შანს არასოდეს გავუშვებ ხელიდან თუნდაც შენი მიტოვება მომიწიოს.-არ მეგონა ჩემი ნტალია თუ ამდენად ამიციური იყო.იგივე მეორდებოდა ჩემს ცხოვრებაში,ისევ ამიციების გამო მენგრეოდა ცხოვრება თავზე და ეს უკვე მეტისმეტი იყო.აღრ ვაპირებდი კულისებიდან ამ ყველაფრის ყურებას.
-არავინ არ გიშლის ხელს წადი და შენი ცხოვრება მოიწყვე.მე არსად არ მოვდივარ. მარტოს მოგიწევს წასვლა.-ქურთუკი ავიღე და გარეთ გასვლას ვაპირებდი,აღარ შემეძლო მის გვერდით ყოფნა,ყველა ოცნება თუ რეალობა თავზე დამემხო წამებში და მე ამის გაძლება მიჭირდა.მისმა სიტყვებმა შემაჩერეს.
-ასე ადვილად შეგიძლია ჩემი დათმობა?-მკითა თვალზე ცრემმორეულმა.
-შენ თუ ასე ადვილად მთმობ მე რატომ არ უნდა დაგთმო?თან მიტუმეტეს ვიცი რომ ეს შენი მომავლისთვის კეთდება და მე რატომ უნდა შეგიშალო ამაში ხელი ვერ ვხვდები?-ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ ყველაფრისთქმა ისე რომ ერთი ნერვიც კი არ ამთამაშებია სახეზე,მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა.
-კარგი.-მხოლოდ ეს მითხრა და საძინებელ ოთახსი შევიდა.მეც ავდექი და კარები გამოვიხურე.მივდიოდი ლონდონის ცივ ქუჩებსი და ვაკვირდებოდი ადამიანების სახეებს ნუთუ შეიძლება სამი წელი იცხოვრო ადამიანთან და არ იცნობდე მას ისე კარგად როგორც საჭიროა?თურმე შესაძლებელია და მე ამ ყველაფერს იმ დრეს მივხვდი როცა ნატალიასგან წამოვედი.იმ ღამით დიდხანს დავეხეტებოდი წვიმიან და ქარინ ქუჩებში და ვერ ვგრძნობდი სიცივეს.მე გული მქონდა გატეხილი ისე რომ მისი გამთელება არც ისე ადვილი საქმე იყო.მტკიოდა სხეულის თითოეული ნაწილი, თითქოს დანით დაგისერეს და ღია ჭრილობები დაგიტოვეს რომელიც არ ხორცდებაო.სული მტკიოდა ყველაზე ძაან რადგან მიღალატა იმ ადამიანმა რომელიც საკუთარ თავს მერჩივნა,რომლის გულისთვისაც სიცოცხლესად უსიტყვოდ დავტმობდი,მაგრამ რა მივიღე სამაგიეროდ.არც არაფერი მხოლოდ სიმარტოვე და ტკივილი.იმ დღის მერე ნატალია მხოლოს ერთი კვირის თავზე ვნახე,როცა ჩემი ბარგის წამოსაღებად ვიყავი მასთან მისული.სახლსი დამხვდა.ვერ ვიტყვი რომ დაშორებას მასზე არ უმოქმედია,არც ის იყო კარგ დღეში მაგრამ მე მაინც არ ვაპირებდი მასთან დაბრუნებას.როცა ადამიანი ერთხელ მიგატოვებს იმის გამო რომ კარიერა ამჯობინა შენს თავს მისი იმედი მეორედ აღარ უნდა გქონდეს.ჩემი ნივტები ჩავალაგე,მისი გასაღები მაგიდაზე დავდე და ასე უხმოდ გავეცალე იქაურობას.მეგონა რამეს მაინც მეტყოდა მაგრამ არა,სიამაყეს არ გადააბიჯა და დარჩა ისევ თავის სიამაყესთან ერთად მარტო.მოვდიოდი და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა მომავალში.მის გარეშე ცხოვრება არ წარმომედგინა.არ ვიცოდი რროგორ დამეწყო თავიდან ყველაფერი.რამდენიმე კვირა არავის ვეკონტაქტებოდი.დედაჩემთან დავბრუნდი ცოტა ხნით,მერე ჩემტვის ბინა ვიქირავე და იქ გადავედი.ვიყავი ჩემს ფიქრებთან და მოგონებებთან მარტო.არავინ არ მინდოდა ბიჭებსაც აღარ ვეკონტაქტებოდი ისე ხშირად.ერთ თვეში ნატალიამ საბუთები გადაიტანა გერმანიის სასწავლებელში და ისე წავიდა არც დამშვიდობებია.არს ველოდი მისგან დამშვიდობებას მაგრამ გულის რაღაც ნაწილში მჯეროდა რომ მაინც მოვიდადა წასვლამდე,მაგრამ ეს იმედიც გამიცრუვდა.იმის მერე აღარასოდეს გამიხედია გოგოსკენ სერიოზული თვალით.ყველა მისნაირი მეგონა და სიყვარულს გავურბოდი,რადგან არარ მინდოდა იმ ტკივილის გამოცდა რაც გადავიტანე.ასე გავიდა ერთი წელი.ნატალია ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან თითქოს იქ არასოდეს გამოჩენილა.სწავლა დავასრულე და საქართველოში ჩამოვედი.ბიჭებს უბრალოდ ავუხსენი ჩემი და ნატალიას დაშორების მიზეზი,ვითომაც ის გულის ტკივილი და განშორებით გამოწვეული ტანჯვა არაფერი ყოფილიყოს ჩემთვის და მათაც ისევე ადვილად მიიღეს როგორ მე ავუღწერე სიტუაცია.ამის მერე ნატალია არავის უხსენებია ჩემთვის.აქ ბიზნესი ავაწყეთ სამივემ ერთად და აი უკვე ორი წლის მერე ისევ მომიწია ლონდონსი გამგზავრება.არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,მაინც უნდა წავსულიყავი.იქ ჩასულს ძალიან მიჭირდა მოგონებებთან გამკლავება და ყველაფრის თავიდან გახსენება.მეგონა დავიწყებული მქონდა მაგრამ არა თურმე ვცდებოდი.ეს ქალაქი ჩემტვის მსობლიურივიტ იყო და თან ამავდროულად ბევრ მოგონებას ინახავდა ჩემზე.მხოლოდ სამსახური სახლი ეს იყო მთელი ჩემი დღეების განრიგი,ხანდახან თუ ბარში შევივლიდა ერთი ორი ჭიქის დასალევად.ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა ბარში დამპატიჟა,მეც უარი ვეღარ ვუთხარი და წავყევი,არ მეხალისებოდა წასვლა მაგრამ ვერ ვაწყენინებდი დემეტრეს.ის ჩემი მეგობარი გახდა ლონდონში ისევ დაბრუნების მერე.ბარში მშვიდი მუსიკა ჟღერდა.რამდენიმე მოცეკვავე წყვილი იყო დარბაზის შუაგულში და ტანს აყოლებდა მუსიკის საამურ ჰანგებს.იქვე ბართან ჩამოვჯექით და ორი ვისკი შევუკვეთეთ.
-დღეს დათრობამდე ვსვამთ.-მითხრა დემემ და ჭიქა მომირტყა.
-და რამე განსაკუთრებული ხდება?-ვკითხე ოდნავ შეპარვით.
-არა ტო,რა უნდა ხდებოდეს,არ შეიძლება ერთხელ მეგობრებმა ერთად გათიშვამდე დავლიოთ.-თვალები მომიჭუტა და ოდნავ ღიმილ ნარევი ხმით მითხრა.
-რატომაც არა.-დავეთანხმე მაშინვე და სასმლით სავსე ჭიქას დავტაცე ხელი. ერთს ორი მოჰყვა,ორს სამი და უკვე ერთი ბოთლი გვქონდა დაცლილი რომ უცაბედად ძალიან ნაცნობი სიცილი მომესმა.ადგილზე გავიყინე,არ მეგონა თუ ეს ისევ ასე იმოქმედებდა ჩემზე.თველაბით მისი ძებნა დავიწყე და აი დავინახე კიდეც.ისევ ისეთი იყო როგორიც სამი წლის წინ დავტოვე.არაფერი იყო მის გარეგნობაში შეცვლილი.ნელ ნელა მისი ხმა მიახლოვდებოდა და აი უკვე ჩემთან ძალიან ახლოს გაისმა მისი ნარნარი ხმა.
-ბექა?-ისეთი ხმა ჰქონდა მაშინვე დაეტყო რომ ჩემს ნახვას აქ არ ელოდა.
-გამარჯობა ნატალია.-ძლივს მოვტოკე საკუთარი თავი და აუღელვებლად მივესალმე.
-გა..გაგიმარჯოს.-დააბნია ჩემმა ხმის ტემბრმა.არ ელოდა თუ ჩვეულებრივი ნაცნობივით შევხვდებოდი.მაგრამ მან ხომ არ იცოდა ეხლა ჩემს გულში რა ქარიშხალი ტრიალებდა.
-როგორ ხარ?-ისევ იგივე ტონის განვაგრძე მასთან საუბარი.
-კარგად შენ?-ვხვდებოდი რომ ეს კველაფერი აბნევდა მაგრამ არ შემეძლო იმ დღეების დავიწყება.
-მეც კარგად.-ვუპასუხე მშვიდად.მერე დემეტრემ დაპატიჟა ნატალია და მისი დაქალი მარი,უარი არ უთქვამთ და ერთდ გავაგრძელეთ საუბარი.არ ვიცი რამდენი დავლიე მაგრამ მარტო ის მახსოვს რომ მე სახლში ნატალიასთან ერთად დავბრუნდი და დილით რომ გავირვიძე პირველი მის შიშველ სხეულს მოვკარი თვალი.ნელ ნელა აღვიდგინე გონებაში წინა ღამის ეპიზოდები და საკუთარ თავს ერთი კარგი გინება გავიგზავნე.ისევ როგორ გავები მის მახეში,ვიცოდი რომ ასე ადვილად ვერ დავიხსნიდი თავს და საკუთარ უსუსურობაზე მესლებოდა ნერვები.ამ დღის მერე თითქოს ყველაფერი მოგვარდა ჩვენ შორის და ისევ ისეთი ლამაზი დღეები გვქონდა როგორც ადრე,წარსულში.აღარ ვფიქრობდი აღარაფერზე,მიხაროდა რომ ნატალია ისევ ჩემი იყო და ჩვენ ისევ გვიყვარდა ერთამნეთი.თურმე ამდენი წლის მანძილზე არ დამვიწყებია და მისი სიყვარული გულის კუნჭულში მქონია საგულდაგულოდ მიმალული.მაგრამ არც ეს სიყვარული გაგრძელდა დიდხანს.ნატალია ექვს თვეში გამოიძახეს სამსახურში.ისევ გერმანიაში უნდა ემუშავა.მისი ლონდონში სამუშაო უკვე ამოწურული იყო და დრო იყო უკან დაბრუნების.ამჯერადაც ადგა და წავიდა. დამტოვა ისევ მეორედ იმედგაცრუებული და გულნატკენი.იმ დღის მერე მეზიზღებოდა ყველა ქალი.მეზიზღებოდა საკუთარი თავის მეორედ რომავაგდებინე მასხრად ჩემი სიყვარული.არ ვიცი ქალი და ასეთი უგულო მე არასოდეს მენახა. ჩემს თვს შემოვუძახე რომ ასე გაგრზელება აღარ შიძლებოდა და ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ წარსულისთვის უნდა მიმებარებინა.საკუთარ თავს პირობა ჩამოვართვი რომ ნატალიაზე აღარასოდეს ვიფიქრებდი და შევასრულე კიდეც.ისე გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან როგორც თოვლის ფიფქები მზის ამოსვლისას.ეს ჩემი მცირეხნიანი რომანი ბიჭებისთვის არასოდეს მომიყოლია არ მინდოდა ისევ მოგონებების გახსენება და ამიტომ ჩემთვის ვინახავდი ყოველთვის.ამის მერე ორი წელი გავიდა და მე ისევ დავბრუნდი საქართველოში,ამჯერად სამუდამოდ.რადგან არსად გამგზავრებას აღარ ვაპირებ.-მოუოლა დაასრულაა ბექამ და ძალიან სევდიანი თვალებით შემომხედა. მივხვდი რომ ნატლიას მიმართ ისევ რაღაცას განიცდიდა და ეს ძალიან სტკიოდა,მაგრამ ჩემგან რა უნდოდა ეს ვერ გამეგო.
-ხომ არ დაიღალე.-მკითხა სევდიანმა.
-არა არ დავღლილვარ.მაგრამ უკვე გვიანია იქნებ სახლში წავსულიყავით?-ვკითხე ოდნავ მორიდებით.
-მე ბოლომდე არ დამისრულებია ჩემი სათქმელი.-მითხრა იგივე ტონით.
-და რა გაქვს კიდევ ჩემთვის სათქმელი ან ეს ყველაფერი მე რატომ მომიყევი,მე რა შუაში ვარ ვერ ვხვდები ბექა.-ძალიან მაკვირვებდა მისი საქციელი და არ ვიცოდი ჩემგან რა უნდოდა,მაგრამ ის შიში რაც წამოსვლის დროს მქონდა სადღაც შორს წასულიყო და ეხლა მხოლოდ სიმშვიდეს განვიცდიდი.
-ყველაფერს გაიგებ მაშინ გაიგებ როცა ბოლომდე გეტყვი ჩემს სათქმელს.-მხოლოდ ეს მითრა და სამზარეულოში გავიდა.იქიდან დიდხანს არ დაბრუნდა,გამიკვირდა ამდენ ხანს იქ რას აკეთებდა.ავდექი და მეც სამზარეულოსკენ წავედი.ბექა ქურასთან იდგა და რაღაცას აკეთებდა.კარებთან დავდექი და თვალს არ ვაშორებდი მის მოძრაობებს. პირველად ვაკვირდებოდი ისე რომ ვიცოდი არავინ დამინახავდა.ვსწავლობდი მის მიხვრა მოხვრას.მის უზადოდ ნავარჯიშებ სხეულს.მაღალი იყო,ჩემზე ერთი თავით. მხრებგაშლილი.საკმაოდ ტანადი.შვინდისფერი კუბიკებიანი პერანგი ეცვა ჯინსში ჩაკეცილი,პეხზე ბოტასები და საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებოდა.მე ბექას შესწავლაში ვიყავი როცა ის რაღცის მომზადებას მორჩა და მაგიდასთან მიმიწვია.
-დიდხანს იდგები ეგრე?კიდევ რამე დაგრჩა ჩემს გარეგნობაში შესასწავლი?-მკითა ბექამ,მისმა სიტყვებმა ფიქრებიდან გამომიყვანა და საკუთრი საქციელის შემრცხვა.რომელმაც ასე ადვილად გამყიდა.თვალბი დავხარე და ლოყები ოდნავ ამიწითლდა.ხმა ვერ ამოვიღე სირცხვილისგან და ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული.
-კარგი ნუ გრცხვენია.არაფერი მომხდარა ისეთი.მოდი დაჯექი და ჭამე გაცივდა უკვე. ოღონდ არ მსია არ გამაგონო,რადგან კარგად ვიცი რომ დღეს მთელი დღე არაფერი გიჭმია.-მითხრა ბექამ და სკამზე მიმითითა აქ დაჯექიო.მონუსხულივით წავედი სუფრისკენ,დავჯექი და ხმას არ ვიღებდი.
-კიდევ დიდხანს იჯდები ეგრე ჩუმად?-სიჩუმე ისევ მან დაარღვია.
-არა მაგრამ ქრც არაფერი რომ არ მაქვს სათქმელი?-ვითხარი გაოცებულმა.
-არაფერი გაინტერესებს რომ მკითხო?-მკითხა ძალიან დაეჭვებულმა.
-არა.-ვუპასუხე მაშინვე.
-სულ რაფერი?-ისე მკითხა გასვიანმა თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდა და იცოდა რომ რაღაც არ მასვენებდა.
-კი,მაგრამ მრცხვენია რომ გკითხო.-ისე გულიბრყვილო ბავშვის სახე მქონდა მაშინ რომ ალბათ სხვა მის ადგილას სიცილით გაიგუდებოდა.მან კი ოდნავ გამიღიმა
-მკითე რისი გრცხვენია,გისმენ.-მითხრა მაშინვე და კითხვის მოლოდინში გაინაბა. მე კი მის შემწვარ ომლეტს ჩანგლიტ ვეთამაშებოდი და არ ვიცოოდი როგორ მეკითხა ის შეკითხვა რაც ამ საუბრის მერე არ მასვენებდა.ბოლოს როგორც იქნა ტავი მაღლა ავწიე და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.ამან უფრო დამაბნია და თავში ათასი კითხვა გამიჩინა.მიყურებდა მისი საოცარი გამოხედვით და მე ნელ ნელა ვიძირებოდი მის მზერაში.თავი ხელში ავიყვანე,მზერა ავარიდე და კითხვა დავუსვი.
-ნატალია ისევ გიყვარს?-ჩემგან ამ კითხვას ნამდვილად არ ელოდა და დაიბნა კიდეც. ცოტა ხანს ჩაფიქრდა და მერე ისე მიპასუხა.
-არა.
-მაშინ რატომ ჩაფიქრდი?-არ მჯეროდა მისი და მაინტერესებდა მარტლა არარ უყვარდა ნატალია თუ ცრუობდა.
-არ ჩავფიქრებულვარ უბრალოდ შენგან ამ შეკითხვას არ ველოდი და ოდნავ დავიბენი.-მიპასუხა თავის თავში დარწმუნებულმა.აღრაფერი მიკითხავს ამის მეტი. არც მას შევუწუხებივარ ზედმეტი შეკითხვებისგან.მშვიდად მივირთვით მისი მომზადებული ომლეტი და სასაუბროდ ისევ მისაღებ ოთახში გავედით.უკვე საკმაოდ გვიანი იყო და ადგილს ვრ ვპოულობდი.ბექამ ეს შემატყო და ჩემს დასამშვიდებლად მითხრა.
-ნუ ნერვიულონ,შენები დღეს სახლში არ გელოდებიან და ამიტომ არც ინერვიულებენ რომ არ მიხვალ.-ისეთი სახით მითხრა თითქოს აქ გასაოცარი არაფერი იყო.
-რას ქვია არ მელოდებიან.ეს რას ნიშნავს ბექა დღეს ჩვენ აქ უნდა დავრჩეთ?-ისე შევიცხადე მისი ნათქვამი რომ ლამის ცუდად გავხდი.
-ხო დღეს აქ დავრჩებით,მე ჩემი სათქმელი არ დამისრულებია და ამიტომ აქედან ვერ წავალთ სანამ ყველაფერს არ გეტყვი.ნუ ნერვიულობ თეკოს ვესაუბრე და შენებს უთხრა რომ ამაღამ მასთან დარჩები.ასე რომ ყველაფერი მოგვარებულია.-მითხრა საკმაოდ მშვიდი ხმით.
-არა.მე აქ დარჩენას არ ვაპირებ და ეხლავე წამიყვანე აქედან.-ფეხზე წამოვხტი და ბექას წინ ავესვეტე.
-აზრი არ აქვს შენს ლაპარაკს აქედან ვერსად ვერ წახვალ,ამიტომ სჯობს ეხლავე შეგუო იმ აზრს რომ ამ ღამის გათენება ერთ ჭერქვეშ მოგვიწევს.-მითხრა ისეთი მკაცრი ტონით რომ მივხვდი აზრი არ ჰქონდა მასთან კამათს,გასვიანს უკვე გადაწყვეტილიჰქონდა ყველაფერი და რადაც არ უნდა დაჯდომოდა თუნდაც ძალით მაინც დამტოვებდა აქ.ამიტომ ამ აზრს შეგუებული ისევ დავჯექი ემს კუთვნილ ადგილას და მოსასმენად მოვემზადე.
-აი ასე,ეხლა კარგო გოგო ხარ.-შემაქო ისე თითქოს პატარა ბავშვი ვყოფილიყავი. მის სიტყვებზე ოდნავ გამეღიმა.ბექა ამჯერად სავარძელში აღარ ჩამჯდარა.ჩემს გვერდით მოიკალათა ისე რომ პირდაპირ თვალებში მიყურებდა.ბევრჯერ ვცადე თვალების დამალმვა მაგრამ ამის საშუალება არ მომცა.ორი თითით ნიკაპი ამაწევინა და ისე ჩამხედა თვალებსი,ვერ ვუძლებდი მის მზერას მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ხელს მაინც არ გამისვებდა.
-თვალს ნუ მარიდებ გთხოვ და ჩემი ნუ გეშინია.-მითხრა ჩურჩულით ყურში და ტანში ციებიანივით გამაჟრიალა.ბექა ხვდებოდა მისიყველა მოძრაობა,შეხება თუ სიტყვა როგორ მოქმედებდა ჩემზე და სულაც არ ცდილობდა თავი ჩემგან შორს დაეჭირა.პირიქითუფრო ახლოს ცდილობდა მოსვლას.მერე ხელი გამიშვა.რაღც გაახსენდა ჩემსკენ შემობრუნდა და მოყოლა გააგრძელა.
-გაინტერესებს შენს დასმულ შეკითხვაზე სრული პასუხი?ანუ რატომ აღარ მიყვარს ნატალია?-მკითხა მოულოდნელად ისე რომ ხმის ამოღება ვეღ მოვასწარი. საპასუხოდ მხოლოდ თავი დავუქნიე.
-როცა საქართველოში ჩამოვედი,მალევე გავიცანი ერთი საოცრად საყვარელი გოგო. ძალიან ლამაზი და ძალიან ბავშვური.მისმა უმანკო გამოხედვამ,სუფთა გულმა და სიალალემ მაშინვე მომხიბლა.მაგრამ ზალიან ჯიუტი გამოდგა და მინდა რომ დავაჯერო ის რომ არ ვარ ისეთი ურჩხული როგორიც ვგონივარ.უბრალოდ მის გამოჩენამდე მეშინოდა ცხოვრების.სიკვარულის და ბედნიერების.მეშინოდა რადგან მჯეროდა რომ ის ისევ მიმატოვებდა და ისევ მეტკინებოდა გული.მე კი ამის გამოცდა აღარ მინდოდა.მინდოდა ვყოფილიყავი ლაღი და ბედნიერი.დავმტკბარიყავი ცხოვრებით,მაგრამ მას ჩემი ეშინია და არ უნდა რომ გულის კარი გამიღოს.არ უნდა შიგნით შემომიშვას და მომცეს უფლება რომ მიყვარდეს.მიყვარდეს მთელი გულით და სულიტ.მთელი ჩემი არსებით.მინდა ის იყოს ჩემი მზის სხივი რომელიც დილით ადრე გამაღვიძებს და მეტყვის რომ ცხოვრება მშვენიერია,რომ არ უნდა გეშინოდეს სიყვარულის და დატკბე ბედნიერებით.მინდა მასაც ისე ვუყვარდე როგორც მე მიყვარს დანახვის წუთიდანვე.საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და მინდა რომ მანაც ასევე შემიყვაროს,შემიყვაროს თავდავიწყებით და ჩემთან ერთად ჩაიდინოს ყველანაირი სიგიჟე.-ბექა ამ ყველაფერს იმხელა გრძნობით და სითბოთი მიყვებოდა რომ თავი ზღაპარში მეგონა.თან თვალს არ მაშორებდა.ცოტა ხანს გაჩუმდა და ელოდა როდის ვუპასუხებდი რაიმეს.
-მერე წადი და უთხარი ასე ძალიან თუ გიყვარს მე რომ მიხსნი ამდენს.-ვუპასუხო გულდაწყვეყილმა და ფეხზე წამოვდექი.ხელი დამიჭირა მომაბრუნა და მუხლებზე დამისვა.თავი უხერხულად ვიგრძენი მაგრამ არ მომცა უფლება ამვდგარიყავი.მეც დავყევი მის ნებას რადგან ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.
-მართლაც რომ ბავშვი ხარ,პატარა ბავშვი.-მითხრა სიცილით.
-რატომ ვარ ბავშვი?-ვერ მივხვდი რაზე მეუბნებოდა ასე და იცინოდა.
--იმიტომ რომ ეს ყველაფერი შენზე ვთქვი.შენ მიყვარხარ სულელო,შენ ხარ ის საოცარი გოგო რომელმაც ერთი ნახვით ამირია თავგზა და ამხელა კაცი გამომაშტერა.-ოდნავ მირიმოდა თან თვალს არ მაცილებდა ისე მეუბნებდა ამ ყველაფერს.ცოტა დავიბენი ამის გამგონე.ჩემი გონება სულ მის სიტყვებს იმეორებდა ,,შენ მიყვარხარ სულელო შენ,, უცებ გონს მოვედი და ფეხზე წამოვხტი.
-ეს რას ნიშნავს ბექა შენ რა დამცინი?- ჩემგან ასეთ შეკითხვას არ ელოდა და თვალები გაუფართოვდა გაოცების გამოსხატავად.
-სულაც არა.მე მართლა მიყვარხარ და აქ სწორედ მაგიტომ მოგიყვანე რომ ეს ყველაფერი შენთვის მეთქვა.-არ დაიბნა ისე ამიხსნა ყველაფერი გასვიანმა.ხმას ვერ ვიღებდი ვიდექი ქანდაკებასავით გაშეშებული და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.
-ეს ყველაფერი იმისთვის მოგიყევი რომ დამენახებინა შენთვის არც ისეთი არაკაცი და ცუდი ვარ როგორიც შენ გგონივარ,მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ მე ამით შენ თავი შეგაცოდე.უბრალოდ მინდოდა ჩემი ცხოვრება გცოდნოდა.უფრო კარგად გაგეცანი და მცდარი წარმოდგენა აღარ შეგქმნოდა ჩემზე.-საუბარი ისევ ბექამ დაიწყო,როცა მიხვდა რომ მე ხმის ამოღებას არ ვაპირებდი.ის კი არა ჩემი გონება ისევ მის ნათქვამ სიტყვებზე ფიქრობდა.
-ეს ყველაფერი არასოდეს არავისთვის მომიყოლია,თვით ნატალიასთვისაც კი.არასოდეს არ მიყვარდა ჩემი გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა,მაგრამ შენთან ყველაფერი სხვაგვარადაა.მინდა ყველაფერი მოგიყვე და არაფერი მქონდეს შენგან დამალული.შენთან ჩიტივით თავისუფალი ვარ,სულიერ სიმსუბუქეს ვგრძნობ და ვხვდები რომ ეს ყველაფერი შენი სიყვარულის დამსახურებაა,მე მართლა მთელი გულიტ მიყვარხარ და მინდა რომ შენც იგივეს გრძნობდე,მაგრამ ეს თუ ასე არაა გპირდები რომ რაც აქ გითხარი ის ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება და ვერასოდეს ვერავინ გაიგებს.მე კი აღარასოდეს დავიწყებ შენთან ამ თემაზე საუბარს.ვერ შეგპირდები რომ შენი ცხოვრებიდან სამუუდამოდ გავქრები რადგან ლევანის სიახლოვეს მაინც მოგვიწევს ერთად ყოფნა ხშირ შემთხვევაში,მაგრამ იმას კი დაგპირდები რომ ჩემი სიყვარულით არასოდეს შეგაწუხებ და თავს უხერხულად არ გაგრძნობინებ.მე ჩემთვის ჩუმად მეყვარები გულში.-მითხრა და ზურგი მაქცია.
პ.ს იმედია ეს თავი მგეწონებათ ჩემო საყვარლებო love დილის 4 საათია და ძლივს დავამთავრე წერა...:D



№1  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე რა კარგი თავი იყო love იმედია ახლა მაინც გამოუტყდება სიყვარულში ბექას თორე არ ვიცი რას ვიზამ wink გააგრძელე აუცილებლად love ძალიან მომწონს ეს მოთხრობა love

 


№2 სტუმარი darina

Vaime chemi bichi ra vqna rom miyvars, me dzalian momwons es wyvili da istoriac.

 


№3  offline წევრი mako-makako

მადლობა ნინუცა ასეთი ტბილი სიტყვებისთვის,აუცილებლად გავაგრძელება.არ ვაპირებ ამ ისტორიის შეწყვეტას. love

Lanas Statusebi
ვაიმე რა კარგი თავი იყო love იმედია ახლა მაინც გამოუტყდება სიყვარულში ბექას თორე არ ვიცი რას ვიზამ wink გააგრძელე აუცილებლად love ძალიან მომწონს ეს მოთხრობა love

დავდე უკვე შემდეგი თავი და მაინტერესებს თქვენი აზრი.მადლობა ჩემო კარგო love კომენტარებისთვის რომლებიც ყოველთვის მამხნევებენ და ხალისს მმატებენ

darina
Vaime chemi bichi ra vqna rom miyvars, me dzalian momwons es wyvili da istoriac.

მადლობა დარინა იმისთვის რომ ყოველთვის აქ ხარ დაკითხულობ.იმედია შენს იმედებს გავამართლებ.. love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent