შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზები ფრენისთვის XII (დასასრული)


12-12-2015, 14:12
ავტორი khatuna
ნანახია 2 455

დიდი ხანი ლუკას საავადმყოფოში , გარდაცვლილი მარიამი ხელში ეჭირა... მანამდე არ ჯეროდა ამის სანამ უყურებდა .. მკვდარსაც რომ უყურებდა მაინც ცოცხალი ეგონა ... მაინც მშვიდად იყო , მაგრამ მაინც დადგა ის დღე, როცა მარიამი მიწისთვის უნდა მიებარებინათ... ყველა ვამბობთ, როცა საყვარელი ადამაინი გვტოვებს , მის გარეშე ვერ ვიცოცხლებთ... თავს მოვიკლავთ .. ტირილით მოვკვდებით ... გული წაგვივა ... არ დავმარხავთ, მაგრამ არასდროს ასე არ ხდება .. მაინც დგახარ იქ სადაც უნდა იდგე და მაინც უსწორებ თვალს რეალობას.. ვერც თავს იკლავ და ვერც ტირი.. მხოლოდ მაშინ ჩაგწყდება გულში რაღაც როცა მას მიწას დააყრიან და სამუდამოდ წაგართმევენ... შენ მაინც დგახარ და უყურებ .. ვერაფერს ცვლი .. იხრჩობი ... ყველაფერი მხოლოდ ყელში გაწვება და მაინც დგახარ და შენც იღებ მიწას ხელში .. შენც აყრი ... არდა იფიცებდი, რომ თავს მოიკლავდი... ყველას ერთნაირად ეტკინა მარიამის სიკვდილი ... მარიამი ცოტა სულელი გოგო იყო , ალბათ იმიტომ რომ პატარა ასაკში უკვე ბიჭები ხოცავდნენ ერთმანეთს მისთვის... ალბათ იმიტომ რომ არ უგრძვნია მშობლებისგან მხარდაჭერა და ხშირად უწევდა ამრტო გადაწყვეტილებების მიღება და ამიტომაც უშვებდა ბევრ შეცდომას... ლუკა არაფერს იძახდა .. არც ტიროდა ... ხელის შეხებასაც ვერ გრძნობდა .. მკვდარი ახლა ლუკა უფრო იყო ვიდრე მარიამი ... ვინც მიდის იმას რა უჭირს?! აქ ვინც რჩება სამუდამო ტკივილში ატარებს ცხოვრებას და უგრძნობ ადამიანად იქცევა... სიკვდილს ნატრობენ ... ლუკა ახლა მხოლოდ იმას ფიქრობდა რომ ამდენი ანგელოზიდან რომელიც მას აღარ ყავს და რომელიღაც მაინც მოაკითხავდა ...
მარიამის დაკრძალვის დროც მოვიდა ... ყველა სათითაოდ აყრიდა მიწას ... ლუკა ფიქრობდა რომ იქამდე მომკვდარიყო სანამ მისი ჯერი მოვიდოდა ... მაგრამ არც ახლა უმართლებს ლუკას ... მოვიდა ლუკას ჯერიც ... აიღო მუჭით მიწა და ყელსაბამთან ერთად გადაყარა მარიამთან ....

- ეს შენია ... მე გაჩუქე ... ვერ მიტანდი და მაინც გეკეთა ... არავის არ მივცემდი ... არ გადავაგდებდი .. შენია! მინდა შენთან იყოს ... მალე გნახავ.

ყველა გლოვობდა მარიამს ... ერთის გარდა ... თორნიკემ იცოდა მარიამის უეცარი სიკვდილის შესახებ , მაგრამ არ მოსულა ... წავიდა ქვეყნიდან ... კი არ წავიდა გაიქცა .. მხოლოდ მან იცოდა სიმართლე და ამ სიმართლეს გაექცა ... იცოდა რომ მხოლოდ მისი ბრალი იყო მარიამის სიკვდლი , ყველა ჩხუბი მარიამს და ლუკას შორის... ყველაფერი მისი ბრალი იყო ... არვიცი ასეთი ცოდვით როგორ ცხოვრობენ ადამიანები , მაგრამ რატომღაც თორნიკეს არ გაუჭირდა ... თორნიკეს არც მარიამი უყვარდა და არც არავინ! ერთი გრძნობა ჰქონდა მხოლოდ ... როგორ მოეღო ბოლო ლუკასთვის... და გამოუვიდა ! ლუკა გაანადგურა... თითონ სურვილებ ასრულებულმა დატოვა ქალაქი... გაიქცა რეალობისგან... ასეთ ადამინებს მხოლოდ შური ამოძრავებთ ... მხოლოდ შური და მხოლოდ იმაზე არიან დამოკიდებულები როგორ გაამწარონ ერთი ამოჩემებული პიროვნება...

ლუკამ ბევრი შეცდომა დაუშვა ... თორნიკემ უფრო ბევრი ... გამოიწვიეს მარიამის სიკვდილი , მაგრამ ღმერთო , რა ქნას ეხლა ლიზამ ... მხოლოდ ლუკაზე რომ არის დამოკიდებული და დედის სითბოს გარეშე უნდა გაიზარდოს... ლუკამ ყველას დაუკითხავად წაართვა მარიამის დედას ლიზა და თავისთან წაიყვანა ...

- შენ არაფერი გაგიკეთებია შენი შვილისთვის და ჩემს შვილს მოუვლი?!

მაკას დაურეკა ლუკამ და ჩამოსვლა სთხოვა .. მაკა ამაზე უარს როგორ ეტყოდა და რამდნეიმე დღეში ლუკასთან გაჩნდა ... პატრას დანახვაზე შეკრთა... ლუკამაც აუხსნა ყველაფერი ..
წლები ერთმანეთს მიზდევდნენ... ახალ სახლში გადავიდა ლუკა მის შვილთან და მაკასთან ერთად ... როცა გაიზრდებოდა რუსეთში წიაყვანდა და ბედნიერად იცხოვრებდნენ... რატი და ნინი , მომავალი მშობლები , ლუკას ძალიან ამხნევებდნენ და პატარასაც ბევრს ეთამაშებოდნენ...
ამ ქვეყნად რასაც ვერ შეაჩერებ ეს დროა ... დრო მიდის .. ლიზა იზრდება და ნელნელა გრძნობს დედის არარსებობას ... როცა ლიზამ იმ ასაკამდე მიაღწია რომ შეეძლოთ რუსეთში წასულიყვნენ ... წავიდნენ... დატოვეს ყველა და ყველაფერი ... მარტო განაგრძობდნენ ცხოვრებას ... ლუკამ მის გულში არავინ შეუშვა ლიზას გარდა ... ყველასგან გასაკვირად ლუკა ლიზას ძალიან კარგად უვლიდა და არ აგღძნობინებდა არაფერს...

- ლუკააა , ლუკა , ლუკა !
- ნუ მეძახი ლუკას...
- მამიკო ... ლუკა..
- ნუ დარბიხარ... იტკენ რამეს ...
პატარა ლიზა მამასთან მივიდა და ხელები გაშალა... ლუკამაც ხელში აიყვანა და სამზარეულოში ტრიალი გააგრძელეს მაკასთან ერთად...
- მამა ... დედა სად არის ?

ლუკამ იცოდა რომ ერთ დღეს მოუწევდა ამ კითხავზე პასუხის გაცემა მაგრამ როგორც ყოველთვის , ლუკასთვის ყველაფერი ადრეა და არცა ამისთვის იყო მზად... მაგრამ მაინც სწრაფად უპასუხა:

-ცაში..
- რატომ არის ცაში?
- დაფრინავს ...
- კარგია .. და რატომ დაფრინავს?

ამ კითხვაზე უფრო დიდხანს მოუწია ფიქრი ლუკას .. ლიზას მაცდურად გაუღიმა იქნებ ყურადღება გადავატანინოო მაგრამ მაინც იმეორებდა , პატარა ლიზა .. თუ რატომ დაფრინავდ ადედამისი ცაში... ლუკამ როგორც იქნა მოუყარა სიტყვებს თავი და ძალიან მტკივნეულად თქვა...

- იმიტომ , რომ ... ანგელოზები ფრენისთვის არიან დაბადბეულები ..

დასასრული...



№1 სტუმარი darina

Yvelaze metad mainc luka shemecoda, mariami ise mokvda rom tornikes namdvili saxe ver dainaxa, tornikes ki yvela misi namoqmedari shercha.mainc kargi istoria iyo.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent