შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგი ჭირი... 3 (თავდასხმა)


12-12-2015, 15:27
ავტორი კნეინა
ნანახია 1 732

თავდასხმა
***
ჩვეულებრივ, ბოლო შემოწმების შემდეგ, ყველა საკანი დაიკეტა. მე ხმას არ ვიღებდი, არ მარტინი ამბობდა რამეს. ძალიან საეჭვოდ მეჩვენებოდა მისი დუმილი. მინდოდა, მეკითხა, რამ გამოიწვია მისი სიჩუმე, მაგრამ თავი შევიკავე.
-მოკლედ,რა! არ ხარ,ძმაო ცუდი კაცი. -ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა. -აქ ნამდვილი სიბინძურეა, შენ რა გინდა, დღესაც ვერ ვხვდები! გაქცევა დავგეგმეთ მე და "პუტინამ".. შენ კიდე, ხელს გვიშლი, რა..
ფეხზე წამოდგა. თვალებში ჩამხედა. იქ იმხელა მწუხარება იყო, გულწრფელად გამიკვირდა.
-პატიმრებს კი იმ შემთხვევაში უცვლიან საკნებს, თუ კონფლიქტი აქვთ..
-ანუ? -თვალები შუბლზე ამივიდა.
-თუ არ გადახვალ, შენი მოკვლა მომიწევს. მე კი ეს საშინლად არ მინდა.
არაფერი ვუპასუხე. ჩემამდე არ დადიოდა, როგორ შეიძლებოდა, ადამიანი ასე ორ წუთში გამოგესალმებინა სიცოცხლეს. ჯერ ამ ჯოჯოხეთში მოვხვდი, ახლა სიცოცხლესაც მართმევენ. ბედი არასოდეს მწყალობდა, მაგრამ მის ასეთ გულგრილობასაც არ ველოდი.
-მოკლედ, გადაწყვიტე, ლევიკო, რა გირჩევნია! -მითხრა და ღრმად ამოიხვნეშა.
თავის საწოლს დაუბრუნდა.
-როდის მიდიხართ?
-ზეგ. -მოკლედ მომიჭრა.
თვალები დავხუჭე, თუმცა წამითაც არ მომრევია რული. გონებას რაც უფრო მეტად ვაიძულებდი დაესვენა, მით უფრო ჭირვეულობდა. ნეტავ, რამეს ნიშნავდეს ჩემთვის სიცოცხლე. უფრო სწორად, არსებობა. ჩემს უმცროს ძმას და მოხუც ბებიას რა ვუყო, თორემ. ამ ქვეყნად მათ გარდა კიდევ ვინმე რომ გამაჩნდეს, არც კი დავფიქრდებოდი, ისე დავიწყებდი ბრძოლას თავისუფლებისათვის.
***
სალომე
პაციენტები დღეს ჭკვიანად იყვნენ. არავის არავინ უცემია, რაც მათი მხრიდან იშვიათად ხდებოდა.
მე და ნინელი მშვიდად მივირთმევდით ყავას. ფანჯრიდან დამცინავი ღიმილით გვიყურებდა თევზაძე.
-ამის თვალები დამათხრევინა! -წავისისინე განაწყენებულმა.
-გაანებე თავი, შვილო. ერთი ეგღა შერჩა მთელი! -ჩაიცინა ნინელიმ. -საცოდავია.
-ზუსტადაც რომ საცოდავია. მაგრამ არა ადამიანი! მაგისნაირ კაცებს ლაჩრებს ეძახიან. ეგ უნდა იყოს პოლიციელი და სხვა პატიმარი?!
-ცხოვრება ყველას ერთნაირად არ უღიმის. ზოგჯერ ძალიან ძუნწია! ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები. -გამიღიმა და თბილი ხელით მომეფერა ლოყაზე. -კარგი გოგო ხარ, რა გინდა შენ ამ სიბინძურეში?
-კარგით, რა, ნინელი დეიდა. თქვენც არ დაიწყოთ! მე მიყვარს აქაურობა. ეს ჩემი სამსახურია.
მედპუნქტისკენ ლევან ჩხეტიანი მოჰყავდათ. ჩემი არც თუ ისე პასიური პაციენტი.
-ახლა რაღა მოხდა?! -გავიფიქრე ხმამაღლა. ამასობაში ლევანიც აქ გაჩნდა.
-მარტინმა დაჭრა! შობელძაღლი! -დაისისინა გურგულიამ.
-მოდი, ახლავე მივხედავ. -ფინჯანი იქვე დავდე.
-დაგეხმარო? -მკითხა ნელიმ.
-საჭირო ნივთები მომიტანე, თუ შეიძლება. -ვუთხარი და მაკრატელი მოვიმარჯვე.
-ეგ... -შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა ლევანს.
-ამას ჭორიკანა ექიმები იყენებენ, აქტიური პაციენტები რომ გამოფატრონ! -დავისისინე. ამით ვაგრძნობინე, რომ საქმის კეთების დროს საუბარი არ მიყვარდა.
-ნამდვილი... წიწაკა ხართ!
შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა. ის კი ისევ ჩემს გამწარებას აგრძელებდა. ნინელი ჩუმად იცინოდა, თან ოფლს წმენდდა.
მისი მაისური რომ გავჭერი, დავინახე, როგორ გაწითლებოდა სისხლისგან მთელი მუცელი. ღრმად სუნთქავდა, მუცელი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. სისხლიც სისწრაფით ასკდებოდა ქსოვილებს.
ბამბით ვწმენდდი კანს. ცივის შეხებისას ტაომ დააყარა და მგონი, პირველად ამიკანკალდა ხელები ამ საქმის კეთებისას.
-დროზე, ექიმო, თორემ გინდ აქ მოვკდარვარ და გინდ საკანში! -ამოიკვნესა ჩხეტიანმა.
-ხმა გაიკმინდეთ, ამხანაგო პაციენტო! -ვგრძნობდი, როგორ მასხამდა ცივი ოფლი მეც.
-ნინელი დეიდა, გააგრძელეთ, გთხოვთ. -საქმის ბოლომდე შესრულება რომ ვერ შევძელი, პინცეტი და ბამბა კოლეგას გადავაწოდე.
თვალებზე ლიბრგადაკრული სუნთქვის დარეგულირებასაც ვცდილობდი. ამხელა ჭრილობას პირველად ვხედავდი. პლიუს ამას პაციენტის საშინელი გვემა და მეც ადამიანი ვარ. ჯანდაბა!
დოლბანდით ვწმენდდი ოფლს შუბლსა და ტუჩების გარშემო. წარბები ამჯერად ტკივილისგან შეეკრა.
-ეს რა გააკეთე, მარტინ? -ვჩურჩულებდი ხმადაბლა, თითქოს ცხვირწინ მყავდა ის.
-ვაიმე, მიშველე, შვილო! -აქოთქოთდა ნინელი. -ხელიდან გვეცლება!
"ხელიდან გვეცლება!"
"ხელიდან გვეცლება!"
"ხელიდან გვეცლება!"
მილიონჯერ მაინც გავიგონე ერთი და იგივე ფრაზა. მანამდე ვერ აღვიქვი ყველაფერი, სანამ ჭრილობას არ დავხედე. გაუაზრებლად მივვარდი ნელის და პინცეტი გამოვართვი. ხელები მიკანკალებდა, მაგრამ მაინც შევძელი შუშის პატარა ნატეხის ჭრილობიდან ამოღება. ნემსი და ძაფი ძლივს დავიჭირე ხელში, თითქოს ამას პირველად ვაკეთებდი. რვა ნაკერი დავადე. ჭრილობა გადავუხვიე და მოვცილდი.
ღრმად ვსუნთქავდი, თითქოს გული მკერდიდან უნდა ამომეგდო. თვალები მეწვოდა. ლავიწზე მწარედ დამეხეთქა ორიოდე ცრემლი და ისე ამეწვა, თითქოს ნაკვერცხალი შემეხოს. ყველაფერი რომ გავიაზრე, არანორმალურივით ავბღავლდი. პირველად.. პირველად ვიგრძენი ასეთი სისუსტე. პირველად, კინაღამ გამომეცალა პაციენტი ხელიდან. პირველად, კინაღამ ჩავდგი ადამიანის ცოდვაში ფეხი.
-დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა. -ზურგსუკან მეხვეოდა ნინელი. ისიც ტიროდა. -ჩემო პატარა გოგონავ, დამშვიდდი. კარგადაა, ის კარგადაა!
-კინაღამ მოკვდა. -ვღრიალებდი პატარა ბავშვივით.
-არც ისეთი ძლიერი ხარ, როგორაც თავს აჩვენებ ხალხს. -მეჩურჩულებოდა ნინელი. -ახლა დამშვიდდი!
***
-ჰო, დედა, -ვუპასუხე ჩახრეწილი ხმით დედის ზარს.
-სად ხარ, შვილო, ამდენ ხანს?! -მომესმა ტირილამდე მისული მისი ხმა.
-ნუ პანიკობ, დედიკო. ამაღამ ნინელისთან დავრჩები!
-დამალაპარაკე ახლავე ნინელი!
მანამ არ დაიჯერა ჩემი სიტყვა, სანამ ნინელი არ დავალაპარაკე. საწყალი ქალი სირცხვილისგან სად წასულიყო არ იცოდა, რომ მოატყუა.
-დედა, სალომე, შენ მოისპი ერთ დღეს, საცოდავი ქალი მოვატყუე! წადი სახლში, რა იქნება? დაცვის წევრები მიხედავენ ლევანს!
-ვინ მიხედავს, ნინელი დეიდა, ვინ? თევზაძე თუ იკოშვილი? ორი ერთმანეთზე გადამკვდარი ნაბი*ვარი! -ზიზღით ჩავიდუდღუნე მათი სახელები.
-კარგი, კარგი! ჯიუტი ხარ! ნამდვილი ჯიუტი! -წასვლის წინ გემრიელად გამომლანძღა ნინელიმ და კარები გაიხურა.
მე კიდევ ერთხელ დავხედე ჩხეტიანის ჭრილობას. ახლა მართლა კარგად იყო. მშვიდად ფშვინავდა, წარბები ისევ შეკრული ჰქონდა.
-სვანი რომ არის, როგორ ეტყობა!
ჩხეტიანს ზედმიწევნით სვანური აღნაგობა ჰქონდა. სქელი წარბები, რომელნიც მუდამ შეკრული იყვნენ; ვარდისფერი ტუჩები მათ ირგვლივ შემოყოლებული დაბალი წვერითურთ და ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. წაბლისფერი თმა დაბალზე ჰქონდა შეჭრილი და ოდნავ მოზრდილი წვერი ჰქონდა. იყო მაღალი, ბრგე, მხარბეჭიანი. კისერი სიმეტრიულად ეზრდებოდა ფართოდ გაშლილ ბეჭეებს. ძარღვები რელიეფებივით ჰქონდა მთელს კისერზე "მიხატული."
ერთი სიტყვით და შეხედვით, ნამდვილი მამაკაცი იყო!
ჩემი თავი მისი გარეგნობის აღწერაში რომ გამოვიჭირე, ძალიან შემრცხვა და ისე დავხარე თავი, თითქოს ვინმე მხედავდეს.
-წყალი... -გავიგონე ლევანის ხმა.
უსიტყვოდ წამოვდექი ფეხზე და წყალი მოვუტანე.
თავი წამოვაწევინე და ტუჩებთან მივუტანე ჭიქა. თვალებდახუჭულმა მოსვა რამდენიმე ყლუპი. მერე თვალები გაახილა და დაფეთებულმა შემომხედა.
-მარიამ! -მაჯაზე ხელი ჩამავლო.
როგორც ჩანს ჯერ კიდევ სიზმარში იყო, ან ვინმეში ავერიე.
5 დღეც არაა გასული, რაც ციხეშია და ყოველ დღე "მსტუმრობდა", როგორ შეიძლებოდა ვინმეში ავრეოდი?!
ალბათ, ძალიან უნდოდა იმ ვინმეს ნახვა!
-მარიამ... -ამოიკვნესა და ისევ მილულა თვალები.
დაეძინა.
მე იქვე დავჯექი და მის სახეს დავაჩერდი. წარბებს დროგამოშვებით არხევდა და ტუჩებს აცმაცუნებდა. ნეტავ, ვინ იყო მარიამი?! ალბათ, მისი შეყვარებული, ან საცოლე.
-რას მარჩიელობ, სალომე? -ავდუდღუნდი ისევ. -დაიძინე!
***
დილით ციხეს ჩიტების ჭიკჭიკის ნაცვლად, ზარის ხმა აფხილზებდა. მეც ზლაზვნით გავახილე თვალები და ოთახში მობოდიალე ლევანს შევხედე.
-რას აკეთებ? -გაკვირვებულმა წამოვიყვირე.
-დავდივარ და ვსუნთქავ. არ შეიძლება?! -ისე შემომიღრინა, თითქოს რამე დავუშავე.
ფეხზე წამოვდექი და მასთან მივედი.
-ერთი წუთით! მეშლება, თუ რამე გაწყენინეთ? მგონი, თქვენგან ამგვარი ტონით საუბარს ყველაზე ნაკლებად მე ვიმსახურებ!
-რატომ გადამარჩინე?! -მკლავში ხელი ჩამავლო. ტკივილისგან საკუთარი ძვლების ხმა გავიგონე. -რატომ მოინდომე გმირის როლის თამაში? არ შეიძლება, რომ ადამიანს მშვიდად სიკვდილი დააცადო? ყველაზე მეტად ექიმებს ვერ ვიტან. სულ სიცოცხლეს მიმწარებდნენ! ახლა სიკვდილსაც არ გაცდიან! მეორედ, აღარ გაბედო და არ შემეხოთ! აცადეთ ღვთის ნებას ასრულება!
-თქვენ ციხეში კი არა, საგიჟეთში უნდა იყოთ!
ამოვისისინე მისი სიტყვებით გაკვირვებულმა.
***
გმადლობთ ყველას, აქტიურობისთვის და კომენტარებისთვის!
გუშინ ახალი თავის დადება ვერ მოვახერხე , ვმუშაობდი.
ბოდიში და მადლობა! <3
პ.ს ვიცი, რომ კეკეს გაუხარდება ამ თავის დანახვა wink და იმედი მაქვს, შეცდომები გავითვალისწინე.



№1 სტუმარი სტუმარი მ

და განა მარტო კეკეს?

მეც ძალიან გამიხარდა ამ თავის დანახვა... გელოდებოდი გუშინ..

კარგი იყო, მაგრამ თავების გაზრდას მაინც მოვითხოვ love

 


№2  offline წევრი კნეინა

სტუმარი მ
და განა მარტო კეკეს?

მეც ძალიან გამიხარდა ამ თავის დანახვა... გელოდებოდი გუშინ..

კარგი იყო, მაგრამ თავების გაზრდას მაინც მოვითხოვ love

გმადლობ! love

 


№3 სტუმარი keke 27

რა ჰქენი კნეინჯან ეს? :დდ
ახლა ლევანიც ჩართე. იქ სალომეც. :დდ
მესამე პირში წერე, მესამეში და ყველას აზრებს გადმოსცემ თავისუფლლად უფრო. )))

რა კარგი იყოო ^_^
რა უნდა ამ ლევანს, რა.. უფ :დ

უფრო მეტად გაშალე მოვლენები. ჩაგვახედე ლევანის წარსულში.

მოკლედ, ველი შემდეგ თავს. love
წარმატებები.

 


№4 სტუმარი სტუმარი მ

ჩვენ გელოდებით, ხო არ დაგავიწყდით?

მოგვენატრნენ უკვე სალომე და ლევანი...

 


№5 სტუმარი სტუმარი მ

საააად ხარ....

გელპოდებით...

ხო მშვიდობა გაქვს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent