შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

'იაკობ მიყვარხარ' [სრულად]


12-12-2015, 16:45
ავტორი Likk Tsitelauri
ნანახია 5 362

'იაკობ მიყვარხარ'
–ვერ გიტან– გოგონას გამაყრუებელი ხმა მთელ სახლში გაისმა, იაკობი საწოლიდან წამოდგა და ოთახიდან გაიქცა, მისი ოთახის კარგი მიხურა და კარებზე მიეყრდნო რომ მის დას არ შემოენგრია.
–იაკობ მოგკლავ, გააღე კარები– კარებზე ჯაჯგური დაიწყო, იაკობმა კი თვალები აატრიალა.
–ამხელა ქმარშვილიანი ქალი ციხეში ჩაჯდომას აპირებ, თან რის გამო? რას იყტვი ძმა მოვკალიო და არ შეგრცხვება?– ჩაბჟირებულმა ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს.
–ჩემი ქმარიშვილი გაგიხდა სალაპარაკო ახლა– გაბრაზდა ია. მის ძმას შეეშვა და ოთახში დაბრუნდა, სადაც პატარა გოგონა ელოდა.
როგორც ყოველთვის დღე იაკობის და იას კამათით დაიწყო. 20 წლის შტერი იაკობი ისევ ცდილობს მისი უფროსი დაიკოს მწყობრიდან გამოყვანა, რაც კარგად გამოსდის.
შავი გამოყვანილი შარვალი ჩაიცვა, ამავე ფერის მაისრუი და ზემოდან პოლოს შავი ფერის ჟაკეტი მოიცვა. ოთახიდან გამოსული სამზარეულოში შევარდა.
–რაო იაკობ შავი ყოველთვის ელეგანტურიაო და რამეო?–სიცილით კითხა იამ მის ძმას და ჯავრი ახლა იყარა მასზე, თავში ისე ძიერად წამოარტყა იაკობს ადგილზე გაჩერება და თავის შეკავება გაუჭირდა.
–დაგატეხავდი ხელებს შენი ქმრის აქ რომ არ ყოფილიყო– მოჩვენებითი ღიმილით გადახედა მის დას, რომელიც მისი ქმრის კალთაში მოკალათებულიყო.
–ჩემი ქმარი გიშის ხელს კიკი– გაიცინა და იაკობს ენა გამოუყო, იაკობს ვითომდა რაღაც დაუვარდა დაბლა, დაიხარა. ამ დროს კი მის დას საშინლად უჩქმიტა თეთრი ფერის კანზე.
–იაკოობ– დაიყვირა თუ არა იამ, იაკობი სამზარეულოდან გაქრა, მალევე კი სახლის კარი გაიჯახუნა და უნივერსიტეტისკენ გზას დაადგა. მანქანაში კოფორტულად მოკალათდა და უნივერსიტეტამდე მშვიდობით მივიდა.
მობეზრებული უსმენდა ლექტორებს, მაგრამ მზერა ერთი გოგოსკენ ქონდა მიმართული, რომელიც ყოველთვი მარტო იჯდა არასდროს საუბრობდა და სულ ლექტორს უსმენდა. დიდიხანია მოასწონს, მაგრამ არასდროს იმჩნევს და არც მასთან კონტაკტს ცდილობს, არა იმიტომ რომ სცხვენია, უბრალოდ არ უნდა. მაგრამ დღეს რატომღაც მასში სურვილმა გაიღვიძა. ლექციიის დასრულებისას დაელოდა სანამ ყველა გავიდოდა, გოგო როცა მარტო დაიგულა მისკენ გასწია.
–ოუ გამარჯობა– გოგონამ როცა მისკენ მიმავალი იაკობი შენიშნა გაუღიმა და ზრდილობს მიზნით მიესალმა.
–გამარჯობა.– გაუღიმა– რა გქვია?– პირდაპირ კითხა, არანაირი ზედმეტების და უაზრობებსი გარეშე. თვითონაც გაუკვირდა როგორ გააკეთა ეს, გოგოებს ხომ ის ყოველთვის 'ეღადავება'.
–ელენე– ღიმილით უთხრა, იაკობი გაოღნდა, მთლად ასეთი ლამაზი და საყვარელიც არ ეგონა.
–ოუ ელა– უცებ შეამოკლა სახელი– კაფეში რომ დაგპატიჟო უარს მივიღებ შენგან?
–ვფიქრობ არა– ისევ გაუღიმა და ჩანთა მხარზე მოიკიდა– შენ რა გქვია?
–ამ სულ დამავიწყდა, იაკობი– ხელი გაუწოდა, ელენემაც ჩამოართვა ხელი და არხეინად გაუღიმა. იაკობმა იგრძნო უცნაური ელექტრონები როგორ დაიძვრნენ ხელიდან და როგორ გადაიფანტნენ მთლიან სხეულში, გააჟრიალა.
–სასიამოვნოა იაკობ.
–ჩემთვისაც ქალბატონო ელენე– მისი ხასიათმა და 'ცანცარმა' ისევ იჩინა თავი. ბიჭი გაუჩერებლივ ხუმრობდა, უყვებოდა სასაცილო ისტორიებს, რაზეც ელენე სიცილს ვერ იკავებდა და გულიანად იცინოდა, იაკობი კი ხვდებოდა რომ ეს სიცილი ნელნელა უყვარდებოდა.
–მომიყევი რამე შენზე– დაინტერესდა მოლაყბე იაკობი და ჩუმად ჩაესვენა კომფორტულ სავარძელში.
–ამმ.. ბერვი არაფერი მაქვს მოსაყოლი. 20წლის ვარ, ვცხოვრობ თბილიში. ვსწავლობ ჯავახიშვილში ბიზნესის განხრით, მამაჩცემის სურვილით ჩავაბარაე ბიზნესზე, მე საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდოდა.
–და ან ძმა გყავს?
–არა, დედისერთა ვარ. ალბათ ამიტომაცაა ასეთი რომ ვარ.
–ასეთი როგორი?– დაინტერესდა იაკობი.
–ჩაკეტილი. პირველი ხარ ვისაც უნივერსიტეტის დაწყების დღიდან გამოველაპარაკე– გაიცინა და ყავა მოსვა, რომელიც ცხვირწინ ედგა და ნელნელა ცივდებოდა.
–ოუ, დიდი პატივია– მხრებში გასწორდა და ამაყი ღიმილი აიკრა სახეზე.
–აჰაჰაჰ– კიდევ ერთხელ გაიცინა ელენემ– შენ გყავს და ან ძმა?
–კი უფროსი და მყავს. 25 წლისაა, დაოჯახებულია უკვე– გაიცინა, როცა დღევანდელი სიტუაციაა გაახსენდა.– ახლა რა გაუძლებს მის ბუზღუნს– თავი გააქნია– დღეს დილით ფეხზე ვუჩქმიტე, ისეთი ფითქინა თეთრი კანი აქვს რომ უკვე დაუწითლდებოდა, ან უარესი გაულურჯდებოდა. სახლში არ მიმესვლება– მსახიობობა დაიწყო, თავი ხელებში ჩარგო და ქალივით მოთქვამდა. ელენე კი სიცილს ვერ იკავებდა, ჩუმად ფხუკუნებდა.
–ძალიან მხიარული ხარ
–ოუ ჰოო, მამას ვგავარ.– მხრები აიჩეჩა– სწორედ მისი მხიარულებით და ლაზღანდარაობით მოიხიბლა დედაჩემი ერთდროს– სრულიად სერიოზული ხმით თქვა და ელენეს დააკვირდა, რომელსაც სულ მომღიმარი სახე ქონდა. მისი ჭაობისფერ თვალებში ჩაიძირა.– ვფიქრობ ჩემი მეორე ნახევარიც ამით მოიხიბლება, თუ უკვე არ მოხიბლულა– ვითომც არაფერი ისე ჩაილაპარაკა ბიჭმა და სავარძის საზურგეს მიეყრდნო. ელენე აწითლდა, ამის დაფარვა თავის დახრით ცადა.
–კარგია შენთან ყოფნა, მაგრამ სახლში უნდა წავიდე– ღიმილით უთხრა და სკამიდან წამოდგა,– ნახვამდის იაკობ– ფეხზე წამოჭრილი ელენე იაკობისკენ დაიხარა და ლოყასა და ტუჩს შორის შემთხვევის აკოცა, როცა მხოლოდ ლოყას უმიზნებდა. იაკობს ესიამოვნა ეს რის გამოც ღიმილი ვერ შეიკავა.
–ნახვამდის ელა– ჩუმად ჩაილაპარაკა, რადგან ელენე უკვე დაეტოვებინა კაფე. ბიჭმა ხელი ლოყაზე მოსივა, სადაც ელენეს ტუჩების კვალი ეტყობოდა.
უცნაურია თავი ქალი გონია, რადგან მთელი დღე შტერივით დაიარებოდა და ელენეზე ფიქრობდა. მისი დის ჩხუბსაც ღიმილით უსმენდა, ნასიამოვნები სახით ჩაესვენა სავარძელში.
–აუუჰ– გაიცინა იამ– იაკობ მისმენ?
–ჰა? კი კი მერე?– ბლუყუნით წარმოთქვა, გონებაში ელენეს მომღიმარი სახე წარმოუდგა და კიდევ უფრო გაეღიმა, ფიქრები პატარა წლინახევრის კულულა გოგონამ გაუფანტა. რომელიც მის კალთაში ჩასკუპებულიყო. გახარებულმა ხელში აიტაცა, პატარა კულულამ კი ხითხითი დაიწყო.
–ბიძია ბიძია– გაიძახოდა და თან ხითხითებდა.
–აბა პატარა ქალბატონო რა ხდებოდა დღეს ბაღში? ვინმემ ხომ არ გააბრაზა ჩემი პრინცესა– კალთაში ჩაისვა და მისი მოფერება დაიწყო, უყვარს პატარები და მითუმეტეს მისი დიშვილი.
–არა, არა– თავის გაქნევას ხელების გაქნევაც მიაყოლა, ტუჩები სასაცილოდ ქონდა დაბუშტული. იაკობი ლოყებზე ეტაკა და მთლიანად აუწითლა.
–იაა ბავშვს ჩააცვი გავისეირნებთ– გასძახა უფროს დას. პატარა ევა დაბლა დასვა და საჯდომზე ხელი მისცხო.ხშირად დაყავდა ევა სასეირნოდ, საყვარელი ბიძიას როლს ირგებს,კორექტირება საყვარელი და სიმპატიური ბიძიას როლს.
სააბაზანოში შესულმა მისი შავი ფერის კედები გაწმინდა, რაცარუნდა იყოს სისუფთავის მოყვარულია, არასდროს გავა სახლიდან დასვრილი შარვლით და ფეხსაცმლით. თავს უვლის, სუფთაა. ასეთი ცოტათუ დარჩა.
ხელები დაბანა და თმები აიჩეჩა, შემდეგ კი ლამაზად გადაივარცხნა. სარკეში მისი თავი შეათვალიერა, "სუფთაა" გაიფიქრა და სააბაზაზანო დატოვა. წინ კაფის ფრიალით ევე გადაუდგა და მის წინ დატრიალდა.
–ყველაზე ლამაზი ყავს ძიას– გაიცინა და ხელში აიტაცა ევა. პატარას კისკისი მთელ სახლში ისმოდა.– დედას აკოცე და წავიდეთ– ევა იასთან მივიდა და ლოყაზე აკოცა, მერე მამამის მოეხვია ფეხებზე და ისევ იაკობისკენ გაიქცა.
–იაკობ გზაზე ფრთხილად იყავი და ნაყინი არ აჭამო, თუ შესცივდა ეს მოაცვი– ხელში ჟაკეტი მიაჩეჩა და ევასთან დაიკუზა– დედი იაკობი არ გააბრაზო კარგი?– ლოყაზე კიდევ აკოცა და სახლიდან გაუშვა.
–აბა სად წავიდეთ? პარკში გავისეირნოთ თუ ბევრი ვჭამოთ?– მანქანის უკანა სავარძელზე დასვა, თვითონ კი საჭეს მიუჯდა, დის დარიგებისამებრ ნელა ატარებდა.
–პარკში გავისერინოთ– ახითხითდა გოგონა და ფანჯრიდან გამვლელების და აფიშების თვალიერება დაიწყო.
–და ნაყინს შევჭამთ– გადაიხარხარა იაკობმა, იაკობს ნაყინი ევამ შეაყვარა, მხოლოდ მასთან ერთად ჭამს ყელისატკიებამდე, ევასაც უხარია ამდენი ნაყინის ჭამა, ბიძია უარს არასდროს არაფერზე ეუბნება.
–დედიკომ თქვა არ ჭამოო– ტუჩები დაბუშტა სასაცილოც.
–ერთი ვჭამოთ და დედას არ ვუთხართ გაწყობს?– ბავშვი მოისყიდა, რასაკვირველია ამას ყოველთვის ახერხებს.– ახლა პარკში გავისეირნოთ.
მანქანა დასაშვებ ადგილად გააჩერა. ჯერ თვითონ გადავიდა, შემდეგ კი ბავშვი გადაიყვანა. პარკამდე ფეხით მივიდნენ, ევა გზაში ხტუნაობდა და ბიძიას უთანხმდებოდა რომელ საქანელაზე დაჯდებოდა.
–ახლა იქ– გაიცინა ევამ და ხელით სხვა საქანელისკენ წაიყვანა.– იქ მინდა– ბატუტისკენ მიანიშნა. იაკობმა მხრეი აიჩეჩა და იქით წაიყვანა, ფეხსაცმელი გახადა, ევამ მხიარულად დაიწყო ბატუტზე ხტუნაობა, იაკობი კი მისი ყურებით ერთობოდა, როცა ფეხზე რაღაც დაეჭიდა, ფეხზე გაოცებულმა დახედა, როტვეილერი მას ყნოსავდა, გაოცებულმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
–ოუ არ ვიცოდი თუ გეშინოდა– სიცილის ხმა მოესმა, ხმის მიმართულებით გაიხედა, გაოცდა როცა ელენე დაინახა, ძაღლით
–ჩარლი მოდი აქ– დაიძახა ძაღლს, მანაც პატრონს დაუჯერა და მის ფეხებს ირგვლივ დაიწყო სიარული.
–არა უბრალოდ მოულოდნელი იყო– თავი მოიქექა, ამხელა ძაღლის დანახვამ შეაშინა, მაგრამა მის აღიარებას არ აპირებდა. ძაღლი როგორც ჩანს კეთილგანწყობილი იყო იაკობის მიმართ რადგან არ უღრერნა ენაგადმოგდებული უყურებდა.
–ჩარლის ბევრს ეშინია– მხრები აიჩეჩა, ბიჭის გამოჭერა უნდოდა, მაგრამ იაკობი არ აპირებდა ამის აღიარებას.
–რავიცი– გაიცინა და ევასკენ მიტრიალდა რომელიც ფეხსაცმელს იცმევდა, ჩაცმისთანავე იაკობისკენ გაექანა და ფეხზე მოეხვია.
–ბიძია ვინ არის ეგ გოგო ?– ჩუმად კითხა იაკობს.
–ეს ელენეა, ელა ეს ჩემი დიშვილია ევა– წარუდგინა ერთმანეთს.
–ლამაზი ხარ– მორცხვად უთხრა ევამ– ბიძია უთხარი არ მოვიდეს რა– შეიცხადა როცა ძაღლი დაინახა და ფეხებსუკან ამოეფარა, ძაღლმა მისკენ გაწია, ევა კი წივილით გაიქცა ძაღლისგან შორს. იაკობიც სიცილით გაეკიდა.
–ჩარლი მოდი აქ– ისევ დაუძახა, ძაღლმა თითქოს ამოიკრუტუნაო ისე გახაედა ელენეს.
–ბიძია ის ხო დიდია მიკბენს– ევას ხმა მოესმა და მაღლა აიხედა, იაკობს ევა ხელშიაყვანილი მიჰყავდა გოგოსკენ.
–არა ის არ გიკბენს თუ არ გააბრაზე– დარიგება მისცა და ლოყაზე აკოცა.– ელა ნაყინზე დაგვეწვევი?
–არა არა, ჩარლი სახლში უნდა წავიყვანო უკვე გვიანია– საათს დახედა.
–მანქანით ვარ, თუ გინდა გაგიყვან– შესთავაზა, მაგრამ ელენე არც ამაზე დასთანხმდა.
–მამაჩემი მომაკითხავს და აი ისიც მოვიდა– გაიცინა.– ნახვამდის– ჯერ პატარა ევას აკოცა, მერე კი იაკობს. იაკობმა დღეს მეორედ იგრძნოს მისი ტუჩები სახეზე, სახე გაებადრა, ღიმილით დაემშვიდობა და თვალი გაყოლა. ელენე შავი ფერის რეინჯროვერში მოთავსდა და მალევე მანქანა გაუჩინარდა.
–ბიძია მოგწონს?– ნაყინის ბოლო ლუკმაც შეჭამა და ხითხითით გახედა იაკობს.
–კი გემრიელია– იაკობის პასუხზე ევა უფრო მხიარულად აკისკისდა.
–ელენეზე გკითხე.
–ოუ– ბიჭს გაეცინა– შენ არ თქვი ლამაზიაო? შენ თუ მოგეწონა მე რატომ არ უნდა მომწონებოდა?– შეიცხადა– ახლა წავიდეთ სახლში, ხომ გახსოვს დედას არაფერს ვეუბნებით.
–კიკი მახსოვს.
8888888888
–ელა კაფეში წავიდეთ– გარეთ გასულ გოგონას ძლივს დაეწია. გულამოვარდნილმა ხელი გულზე დაიდო და ხმამაღლა ამოისუნთქა
ელენეს მისი დანახვისას გაეცინა და თავი დაუქნია. იაკობმა ელენეს ჩანთა გამოართვა და თვითონ გადაიკიდა მხარზე.
–ევასთან სულ სხვანაირი იყავი– ღიმილით გადახედა გოგონამ და ხელები ერთმანეთში ახლართა.
–ხო საყვარელი და სიმპატიური ძიას როლს ვირგებ
–გამოგდის კიდევაც
–კომპლიმენტი?
–შეიძლება– გაიცინა.
–შენი თვალები მომწონს, სხვანაირია, უბრალოდ ცისფერი არაა, კაშკაშებს. სიკეთეს აფრქვევს. ვფიქრობ უკვე მიყვარს ეს თვალები– შუა ქუჩაში მის წინ შეჩერა, ისეთი კომპლიმენტი აჩუქა რომ გოგონა სულ აწითლდა– ახლა კი ეს აწითლებული ლოყებიც შემიყვარდა– ლოყაზე აკოცა. ხელი კი მის ხელს ჩაჭიდა, ისევ ის გრძნობა უამრავი ელექტრონი ხელიდან მთელ სხეულში გაიფანტა.
–მადლობა?– მისი სიტყვა კითხვასაცით ჟღერდა, იაკობს მის დაბნეულობაზე გაეცინა, არაფერი აღარ უთქვამს, მის ხელს ეჭიდებოდა და ასე მიჰყავდა კაფისკენ.
ადგილი კუთხეში დაიკავეს, ყავას და ნამხვარს შეექცეოდნენ. ეს ტრადიციად იქცა მათთვის. ყოველ დღეს, დასვენების დღეებშიც კი. როცა იაკობი ან ელე ვერ ახერხებდა შეხვედრას რაღაც დანაკლის გრძნობნენ, ამას კი შეჩვევას ეძახდნენ, ისე მიეჩვივნენ ერთმანეთს და ამ ტრადიდიაც რომ დღის გაცდენა არ უნდოდათ უერთმანეთოდ. ამას მეგობრბობას ეძახნდნე მაგრამ ორივემ იცოდა რომ ეს ამ გრძნობაზე მეტი იყო.
ყველაზე დასამახსოვრებელი მათთვის ახალი წლის ღამე იყო, 12ს რომ გადასცდა ელენეს დაურეკა და შეხვედრა თხოვა, მთელი ახალიწლის ღამე მარტო დახეტიალობდნენ, ერთმანეთს ათბობდნენ სიცივეში.
–რაღაცს უცნაურად ვგრძნობ თავს შენთან ერთად.– განაცხადა აცახცახებულმა ელენემ.
–რაც ორივეს მოგვწონს– სიცილით მიეხუტა და თავზე აკოცა.
–ძალიან მოგვწონს.
–მე შენ მომწონხარ– გაიცინა იაკობმა– ძალიან მომწონხარ– მშვიდი ხმით უთხრა და მოხდა ის რასაც ორივე ელოდა. მათ ერთმანეთს პირველი კოცნა აჩუქეს ახალი წლის ღამეს. სწორედ ამ დროს მოთოვა, პატარა ფიფქებმა იწყეს ცვენა.
ისე იყვნენ კოცნით გაბურებულები, რომ აზროვნება ორივეს უჭირდა, ერთმენთსაც ვერ ცილდებოდნენ, თითქოს ტუჩები ერთმანეთზე მიეყინათ.
მათი ურთოერთობა ამ კოცნას და აღიარებას სულაც არ შეუცვლია, მათი ურთოერთობა ისევ ისე გაგრძელდა, ტრადიცია კი უფრო და უფრო მყარდებოდა. უერთმანეთოდ უკვე ვეღარც იძინებდნენ, იაკობი ღამით ყოველთვის უგზავნიდა შეტყობინებას ერთიდაიგივე სიტყვებით "ძილინებისა პრინცესა". ეს ელენესთვის სრულებით საკმარისი იყო რომ მშვიდად დაეძინა.
–დღეს სად წავიდეთ– ხელიხელ ჩაკიდებულები მისერინებდნენ.
–სადაც შენ მოსირუვებ.
–ჯერ ბიბლიოთეკაში გამომყევი წიგნს ავიღებ, მერე კი სადმე კაფეში დავსხდეთ
–როგორც შენ იტყვი– ლოყაზე კოცნით დააჯილდოვა ელენე და ფეხით გაუდნენ ბიბლიოთეკისკენ გზას.
–რომელი წიგნი უნდა აიღო?– დაინტერესდა იაკობი– არ მითხა გამოვიცნობ ჟიულ ვერნის რომელიმე სათავგადასავლო წიგნი– გაიცინა.
–სწორია– მანაც გაიცინა. ერთმანეთს ისე კარგად იცნობდბებ გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო ეს მათთვის. ყველაფერი იცოდნენ ერთმენეთზე ყველა დეტალი, საყავრელი ფერი, კინო, საჭმელი და ა.შ.
ბიბლიოთკაში შესვლისას ელენე წიგენის სექციისკენ გაემართა, იაკობი კი იქვე ჩამოჯდა. ბიბლიოთეკაში არ იყო ბევრი ხალხი, მხოლოდ რამოდნიმე გოგონა და ზედამხედველი. იაკობის ყურადღება ერთმა გოგომ მიიქცია რომელიც მას უყურებდა, დაბნეულმა გადახედა როცა მის გვერდით დაიკავა ადგილი.
–შენც გატყუებს? – ირონიულად ჩაიცინა გოგონამ, იაკობი კიდევ უფრო დაიბნა
–ვერ მივხვდი
–ელენე, ისევ ისეთი ანგელოზია?
–რაზე საუბრობთ?– თავს ძლივს იკავებდა, არცერთ მამაკაცს არ მისცემდა უფლებას ასე აგდებულად ელაპრაკა ელეზე, მაგრამ ქალზე ხელს ვერ აღმართავდა.
–ის ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ გამომიყენა, შეყვარებულს დამაშორა და სიყვარული წამართვა. ძალიან დიდი თვალთმაქცია ვინმეა, სანამ დროა დაასრულე ყველაფერი, არ გიმსახურებს. მიზეი იცი რატომაა ჩაკეტილი? ყველას ღალატობს, ყველასთვის ცუდს აკეთებს, ამიტომააცაა რომ არავის არ უნდა მასთან მეგობრობა.– ჩაიქირქილა გაბრაზებულმა გოგონამ და ფეხზე წამოდგა. თუ დახმარება დაგჭირდება აქ მიპოვი ნებისმიერ დროს– გაიცინა და იაკობს გაეცალა, რომელიც გაცეცხლებული იჯდა. არ იცოდა დაეჯერებინა თუ არა ეს ყველაფერი. გული ეკუმშებოდა.
მისკენ ღიმილით მიმავალი როცა დაინახა გონება გაეფანთა, მაგრამ უცნობის სიტყვები ისევ გონებაში დატრიალდა.
–ჩვენ სალაპარაკო გვაქვს– ხელი დასტაცა უხეშად. პირველადაა ასე რომ ექცევა, პირველად ტკენს, მაგრამ ახლა მასაც ტკივა, თავს გამოყენებულად გრძნობს.
–რაიმე არის ისეთი რაც შენზე არ ვიცი?– კითხვის დასმა და ელენეს გაფითრება ერთი იყო. შეეშინდა პრიველად შეეშინდა ასე ძალიან მისი დაკარგვის.
–კი...– ამოიჩურჩულა. თვალები წამშვიე აემღვრა წარსულის გახსენებისას.– პარკში დავჯდეთ და მოგიყვები– ხელის ჩაკიდება უნდოდა, მაგრამ იაკობმა მისი ხელი მოიშორა. გაოცებულმა ახედა, ახლა მიხვდა რასაც უფრთხილდებოდა ყველაფერი თავზე ენგრეოდა, რის გამო თვითონაც არ იცოდა.
–გისმენ–მოუთმლად მოთავსდა ხის სკამზე იაკობი და მის გვერდით ელენე დასვა.
–მე11 კლასში პრიველი მეგობარი გავიჩინე, სალომე. ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო მეგობრები ვიაყვით, მაგრამ ნდობა ჩვენს შორის იყო. სალომემ ბევრი ბავშვი გამაცნო და მეც გავერიე საზოგადოებაში, სწორედ მაშინ შემიყვარდა ვიღაც, არა არ შემყავრებია, მეგონა რომ მიყვარდა. რამოდნიმე თვე შეყავრებულები ვიყავით, სანამ სალომესთან არ გააბა რომანი და მე არ მიმაგდო. სალომე თურმე იმიტომ დამიმეგობრდა რომ ერეკლე მოსწონდა, ჩემი გამოყენება უნდოდა რომ მასთან დაახლოებულიყო. სკოლის ბოლო დღეს ბოლო ზარზე ორივემ ერთად მომახალეს რომ ერთად იყვნენ და მე სულ არ ვადარდებდი არცერთს, რომ მეთამაშებოდნენ და გამომიყენეს.– ატირებული ნაწყვეტ ნაწყვეტ ყვებოდა ამ ყველაფერს. წარსულის გახსენება ტკენდა, პირველად იყო ბედნიერი, მაგრამ გრძნობდა რომ ეს ბედნიერება ქარს გაჰყვებოდა.
იაკობი გახევებული უსმენდა, გრძნობდა რომ სიმართლეს ყვებოდა, მაგრამ უცნობის სიტყვები თავში ურტიელებდა "ელენე ისევ ისეთი ანგელოზია?". ეჭვი შეეპარა ელენეში.
–მატყუებ– ნერვიულად ჩაიცინა და თავი მოიქექა.
–რაა?– გაოცდა გოგონა– რაში მჭირდება ტყუილი?
–სიმართლის დასამალად ელენე, ამდენიხამი მატყუებდი მე კი ახლა მივხვდი. გავები, ბედნიერი ხარ?– გარბაზებული ხმას ძლივს ინარჩუნებდა.
–რაზე საუბრობ?–გაოცა გოგონა, მაგრამ წამით ჩაფიქრებულს გაახსენდა სალომე, რომელიც ბიბლიოთეკაში დაინახა.– გასაგებია– თავი გადააქანა– მეგონა მენდობოდი და ჩემი გჯეროდა, მარგამ თურმე ვცდებოი, მისი გჯერა და ჩემი არა? სალომემ მეორედ გამტეხა, მეორედ მატკინა. მეორედ მოახერხა ეს.– აცრემლიანებული თვალებით ახედა–მისი გჯერა?
–აღარ ვიცი– იაკობი სულ მთლად დაიბნა, ვერ ხვდებოდა ვისთვის დაეჯერბინა. გული ერთს უჭერა მხარს, გონება კი მეორეს. ხვდებოდა რო მაგარი დარხეული ქონდა.
–გასაგებია.– თავი გადააქნია და ფეხზე წამოდგა.– ნახვამდის იაკობ– სწორედ ისე დაემშვიდობა როგორც მაშინ პრიველად, ლოყასა და ტუჩს შორის აკოცა, მაგრამ ერთი განხსვავებით პირველად შემთხვევით ახლა კი გამიზნულად.
–ელა
–ალბათ ასე იყო საჭირო, ბედნიერებას გისურვებ– ატირდა, ცრემლებს არ აკავებდა. იცლებოდა გრძნობებისგან. უნდოდა გათავისუფლებულიყო ტკივილისგან, მაგრამ მარტოობა არ აძლევდა ამის საშვალებას.
იაკობი გახევებული უყურებდა იმ ერთადერთს. მიხვდა რომ ატკინა, თვითონაც ტკიოდა, მოტყუებული დარჩა. თავისთავს ვერ პატიობდა ეჭვი რომ შეეპარა მასში. დაიფიცა, რომ დაიბრუნებდა და აღარასდროს ატკენდა.
888888888
ელენე ყოველღამით ისევ იღებდა შეტყობინებებს იგივე ტექსტით. იაკობმა კარგად იცოდა რომ ამის გარეშე ელე ვერ იძინებდა. შანს ხელიდან არ უშევბდა, სულ მასთან ახლოს ტრიალებდა. მასთან გამოლაპარაკებას ცდილლობდა, მაგრამ ელე უსიტყვოდ ტოვებდა ყოველთვის. ლექციებზე მის გვერდით იჯდა, ფურცლის ნაგლეჯებზე წერილებს წერდა, მაგრამ მის არცერთ წერილს არ პასუხობდა, არც კი კითხულობდა. იაკობს იმედები ეწურებოდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. უკვე აღარ იცოდა რითი აელაპარაკებინა, როგორ დეუბრუნებინა მისი ნდობა.
–იაააა– დაიყვრია სახლსი შესულმა, მისი დაც მალევე შეეგება– რჩევა მჭირდება, როგორ მოვხიბლო გოგო?
–უთხარი, რომ მოგწონს, რავიცი მე რას მეკითხები– მხრები აიჩეჩა– ან აგრძნობინო, გოგოებს ყურადღებიანი ბიჭები მოსწონთ, თან მკაცრებიც. უბრძანე და დაგემორჩილება.
–ანუ ვიყო მკაცრი?– დაფიქრდა იაკობი, ტელეფონი მოიმარჯვა და ელენესთან შეტყობინება გაგზავნა " საღამოს 8 საათზე მოგაკითხავ" მხოლოდ ეს დაწერა და გაგზავნა. თვითონ კი მომზადება დაიწყო, მისი შარვალ–კოსტუმი შეათვალიერა და როცა დარწმუნდა რომ სუფთა იყო მხოლოდ მაშინ ჩაიცვა, ფეხზე შავი ფერის ტუფლები მოირგო, ჰალსტუხის მაგივრად ბაბთა გაიკეთა, ბოლოს გაღიზიანებულმა ორივე საწოლზე მიაგდო, პერანგის 2 ღილი შეხსნა. "ასე უფრო მოსახერხებელია"–ო გაიფიარა. როცა მიხვდა რომ მზად იყო, გასაღებს, ტელეფონს და საფულეს ხელი დაავლო და სახლიდან გაქანდა.
ჯერ წითელი ვერდები იყიდა და ლამაზად შეაფუთინა, შემდეგ კი სათამაშოების მაღაზიიდან დიდი ზომის პანდა გამოიტანა, მანქანაში მოათავსა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა ელენესთან. აპირებდა მიეწერა, მაგრამ არჩია რომ სახლში ასულიყო. დათუნიით და ყვავილებით კიბეები აირბნა.
კარებთან არ შეჩერებულა, მაშინვე დააკაკუნა, ცოტაც რომ მოეცადა გადაიფიქრებდა. კარი ელენემ გაუღო, თეთრი– შავ ზოლებიანი კაბა ეცვა, ტანზე მომდგარი, მუხლს ჩაცდენილი. სახეზე კი მკრთალი მაკიაჟი ქონდა.
–ულამაზესი ხარ– კომპლიმენტი არ დაიშურა, თაიგული მიაწოდა, პანდა კი იქვე მისაღებში დადო– წავიდეთ?– დაბნეულმა კითხა.
–შემოდი, 2 წუთით მისაღებში დამელოდე ყვავილებს ვაზაში ჩავდებ– მშვიდად უთხრა, ბიჭი ადგილზე გაშეშდა, ამდენი ხნის შემდეგ მისი ხმა გაიგონა, ახლა მიხვდა როგორ ძლიერად ენატრებოდა მისი თბილი ხმა. სანამ ელენე ოთახში შევიდოდა მანამდე დაწვდა მის ხელს, მისკენ შეტრიალებულს კი ტუჩებზე ეძგერა. ვნება მაშინვე აკიაფდა მათ თვალებში, რაც კოცნაზეც იგრძნობოდა, მონატრებული, ვნებიანი და საკმაოდ უხეში კოცნა იყო. იაკობს ეტყობოდა რომ თავს ძლივს იკავებდა, ცოტაც და მთლიან ტუჩებს მაოჭამდა.
–მიკვირს შენგარეშე როგორ ვძლებდი– კოცნის შუალედში ამოიჩურცულა და ელენე მის მკლავებში მოიმწყვდია– შენი გაშვება არ მინდა არცერთი წამით.
–იაკობ
–არაფერი თქვა– შეაჩერა– ვიცი შეცდომა დავუშვი, დაუფიქრებლად მოვიქეცი, მეშინოდა რომ დაგკარგავდი, მაგრამ როცა ორი ადამიანი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები ეს შიში მათ ვერაფერს დაუშავებს, ვერც სხვები მოახერხებენ მათშორის ჩადგომა. სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. შენ ისევ ჩემთან ხარ.
–იაკობ მიყვარხარ– ატირებულმა ჩუმად ამოიკნავლა და ბიჭის თვალებს მიაშტერდა.
–ელა მიყვარხარ– ახლა ელე წაეტანა იაკობის ტუჩებს. მაგრამ ყველაფერი მალევე გაუწყდა როცა ჩახველებასთან ერთად ყმუილის ხმა გაიგონა...
–მამა ყველაფერს აგიხსნი– დამნაშავესავით ამოილაპარაკა, მაგრამ როცა მამამისის ღიმილი დალანდა პატარა ბავშვივით წამოიკივლა და მამამის ჩაეხუტა. მათ ფეხებთან კი ჩარლიმ დაიწყო ყეფა და ხტუნვა.
–კარგი ბიჭია იაკობი– განაცხადა ბედნიერმა და პოტენციუ სასიძოს ხელი ძლიერად ჩამოართვა.

.........

ვცდილობ დავიხვეწო :D



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

"ოუ" აღარ გამოიყენე აწი არასდროს. სხვა დანარჩენს არაუშავდა.

 


№2  offline წევრი მოლურჯო

ეს რა იყო ? ^__^
თბილი იყო
--------------------
მარიამი

 


№3  offline წევრი kaxelii

grafo
"ოუ" აღარ გამოიყენე აწი არასდროს. სხვა დანარჩენს არაუშავდა.

დამასწარი wink მეც ეგ უნდა დამეწერა "ოუ"მ ნერვები მომიშალა.

 


№4  offline წევრი mako-makuna23

დახვეწილი ორიგინალურიი ღრმაზროვნული დასასრუულიით დაა მთეელიი სითბოეებით მოცულიი <3 ფანტასტიკურიიხაარ <3 <3 იმედიაა გაგვანებვრეებ შენიი ისტორიეებიიტ <3 მიიყვაარხააარ <3 მ.ქ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent