შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მოთამაშე": საიდუმლო (4)


12-12-2015, 17:03
ავტორი Evelina
ნანახია 2 147

_ინგა, ძალიან გვიან არის უკვე_დამირეკა დედაჩემმა. მან არაფერი იცოდა ჩემსა და ირაკლის შესახებ, ვუთხარი მეგობრის დაბადების დღის წვეულბაზე მივდივართქო.
_ვიცი დე, მოვალ მალე… დაიძინე შენ, ნუ ინერვიულებ. ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ შემოვრჩით მეგობრები და ვსაუბრობთ._დავამშვიდე მე.
_მე დავიძინებდი მაგრამ… გასაღები წაიღე?
_კი დე, ჩანთაში მაქვს. დაიძინე ჩემ თავს გაფიცებ, არ დამელოდო!_შევევდრე.
_ჰო, კარგი, კარგი! ფრთხილად იყავი…_დამარიგა დედამ და ტელეფონი გამითიშა.
უკვე ღამის 2 საათი სრულდებოდა და მე და ირაკლი ისევ რესტორანში ვიყავით. ხან ვის გადავეყარეთ სალაპარაკოდ და ხან ვის. ერეკლემ და ელენემ უკვე დააწყეს გეგმები. ქორწილი ზაფხულში დანიშნეს და იქეთ ზაფხულში კიდე ბავშვის ნათლობა. ირაკლის შეუმჩნევლად გავკარი ბეჭი და თვალი ჩავუკარი, ვანიშნე: მგონი დაიჯერეს ყველაფერითქო. თუმცა ირაკლის სულ არ ეხუმრებოდა… მთელი საღამო რაღაც უცნაურ ხასიათზე იყო. შევთავაზე, თუ რაიმე მოსვენებას არ გაძლევს, მომიყევი-მეთქი. მაგრამ ვერ გავაბედნიე.

_ირაკლი ხომ არ იცით სად არის?_მორიდებულად ვკითხე ერეკლეს, რომელიც უკვე კარგად შეზარხოშებულიყო.
_აი იქ_გაიშვირა თითი ბიჭების საპირფარეშოდან გამომავალი ირაკლისაკენ.
_უი_გავუღიმე._მადლობთ… იცით, მე ალბათ წავალ უკვე სახლში…
_დედა მომიკითხე!_ომახიანად წარმოთქვა მან.
_ჰო, მოგვიკითხე ნინა და უთხარი ეს ამბავი ერთად უნდა ავღნიშნოთ იქეთ შაბათსთქო!_ დაამატა ელენემ.
_გადავცემ!_ანერვიულებულმა ვუპასუხე და ირაკლისაკენ წავედი.
_ყველაფერი კარგადაა?!_ხელი ჩამკიდა ირაკლიმ და უჩვეულოდ და უცნაურად გამიღიმა.
_ჰო, უბრალოდ უკვე გვიანია და სახლში მინდა წავიდე._შევაცოდე თავი.
_წამო მერე, მე წაგიყვან… არ დამილევია!_ მითხრა და მანქანისაკენ გამაქანა.
მანქანის ძრავა ჩართო თუ არა, მისი ფანჯრის მინაზე ვირაცამ დააკაკუნა. ირაკლიმ მინა ჩამოსწია და დავინახე შუახნის, ჩასუქებული, შავ კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი.
_გილოცავ ირაკლი!_უთხრა მან და გულიანად გადაიხარხარა.
_აქ რას აკეთებ კოტე!_ჰკითხა ირაკლიმ ისე რომ მისთვის არც შეუხედავს.
_ჩემი თვალით უნდა მენახა ეს ცირკი!_ხმა დაუსერიოზულდა უცნობს._დაიმახსოვრე, დრო სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება.
_ვიცი!_შეუბღვირა ირაკლიმ.
_ბედნიერებას გისურვებთ გვრიტებო!_ ისევ გადაიხარხარა, მერე მე გამომხედა და თვალი ჩამიკრა._აბა დროებით!_უთხრა ირაკლის და იქვე მდგარ შავ ჯიპში ჩაჯდა.
_ვინ არის ეს კაცი ირაკლი?_მთელი სხეული ერთიანად მითრთოდა.
ირაკლიმ არაფერი მიპასუხა, გაზს ფეხი დაააჭირა და მანქანა ადგილს მოსწყდა.
მეშინოდა… იმის კითხვისაც კი მეშინოდა სად მივდიოდით. სახლში რომ არ მივყავდი უკვე დიდიხანი იყო რაც შევამჩნიე… უკუნითი სიბნელე იდგა, მთვარეც კი არ ანათებდა ჩვენს გზას, მაგრამ ირაკლიმ ზუსტად იცოდა სად მივდიოდით, ბოლოს პატარა ტყეც კი გავიარეთ და მივადექით დიდ ეზოს, სადაც უზარმაზარი, თუმცა საკმაოდ ძველი სახლი იდგა.
_გადმოდი!_კარი გამიღო და ისე შემომიბღვირა თითქოს მე დამეშავებინოს რაიმე.
_სად მომიყვანე?!_მეც მკაცრად შევეკითხე და მანქანიდან გადავედი. პასუხი ისევ არ გამცა, მკლავში ჩამავლო ხელი და სახლში შემიყვანა.
_ბებიაჩემის სოფლის სახლია…_ჩაილაპარაკა და შუქი აანთო.
_მერე აქ რას ვაკეთებთ?! მე შემეკითხე აქ რომ წამომიყვანე?!_სისხლი მაწვებოდა თავში.
_ინგა!_დაიყვირა ბოლო ხმაზე. მე შიშისაგან ერთ ადგილზე შევხტი და უნებურად წამომივიდა ცრემლები._ინგა!_ დაიყვირა ისევ. სახეზე ხელეი ავიფარე და უფრო ვუმატე ტირილის._ინგა!_დაიყვირა ისევ, ჩემსკენ გამოექანა და გულში ჩამიკრა. ისე მიჭერდა მკლავებს, ისე რომ მეგონა უნდოდა იქვე გავესრისე._ინგა, ინგა…_ჩაილაპარაკა და ახლა მთელი სახე დამიკოცნა.
_ირაკლი…რას აკეთებ?_ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მეგონა რაიმე საშინელებათა ფილმში თუ მოვხვდი. ვერაფერი გამეგო და მისმა ყვირილმა სულ გამომიყვანა მდგომარეობიდან.
_მაპატიე…_დახუჭა თვალები და თავი თავზე მომადო._ხვალვე წაგიყვან თბილისში, დღეს აქ დავრჩეთ… გთხოვ! და ნურაფერს მკითხავ…
გაუბედავად დავუქნიე თავი… ცოტა დავმშვიდდი, დილა სულ მალე დადგებოდა და სახლში დავბრუნდებოდი, მერე კი კატეგორიულად ვეტყოდი ირაკლის ყველასათვის სიმართლე გვეთქვა.
დავმშვიდდი თუ არა სიცივე ვიგრძენი.
_მცივა!_ ვთქვი და მხრებზე ხელები დავისვი.
_ცეცხლს დავანთებ…_მითხრა და მეორე ოთახში გავიდა.
20 წუთში უკვე ბუხრის წინ სავარძელში ვიჯექი და ლოყები სიმხურვალისგან ამწითლებოდა. სასიამოვნოც კი იყო აქ ყოფნა, ალბათ სხვა პირობებში ასეც იქნებოდა, მაგრამ ახლა არა. იმ უცნობი კაცის სახე თვალ-წინ მედგა და ვერაფით ვუკავშირებდი ფაქტებს ერთმანეთს. ირაკლი რაღაც საშიშ თამაშს თამაშობდა და არ მინდოდა გავრეულიყავი.
როდის ჩამეძინა არ მახსოვს… დილით 7 საათისთვის გამეღვიძა და საშინელი სურათი დამხვდა: ირაკლი მაგიდასტან არეული სახით იჯდა და არყის მეორე ბოთლს სცლიდა. ისეთი მთვრალი იყო თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა, თან ფანჯარაში რაღაც სივრცეს გასცქეროდა.
_შენ ნორმალური თუ ხარ?!_ დავიყვირე და ბოთლი ხელიდან გამოსტაცე._ახლა თბილისში როგორ დავბრუნდებით?_სიმწრისაგან ტირილი მინდოდა მაგრამ თავს ვიკავებდი.
_ვერ დავბრუნდებით!_გაეცინა ირაკლის.
_რა გაცინებს ირაკლი?_გაკვირვებას ვერ ვმალავდი. რამოდენიმე წუთი ვიარე ოთახში წინ და უკან. ცოტა გონს რომ მოვეგე მივხვდი მისი გამოფხიზლების დრო იყო.
_ადექი!_ვუთხარი ირაკლის და ორივე ხელები წელზე მოვხვიე._სააბაზანოში წავიდეთ!
_არ შემიძლია, ვერ ვდგები! ფეხები მეკვეთება!_ დაიწუწუნა ირაკლიმ. ასეც იყო, სასმელის დიდი დოზა ჰქონდა მიღებული.
დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა მივახწიეთ აბაზანამდე. ვანაში ტანსაცმმელებიანად ჩავაწვინე და წყალი მოვუშვი.
_ცივია!_დაიყვირა ირაკლიმ._მეორეც მოუშვი!
_მაპატიე!_გამეცინა უნებურად.
_რა გაცინებს სულელო!_გამიბრაზდა, ხელი მომხვია წელზე და ერთი ხელის მოძრაობით მეც მასთან ერთად ავღმოჩნდი ვანაში.
_ცივია ირაკლი გამიშვი!_ ვყვიროდი და თან მეცინებოდა.
_შენც ისევე უნდა დაიტანჯო, როგორც მე ვიტანჯები!_როგორც იცის ხოლმე ისეთი ხმამარალი სიცილით გააყრუა მთელი სახლი.
_არანორმალურო!_ შევუყვირე და წყალი სახეზე შევასხი.
_ასე არა?!_ მითრა და ჩემს ზემოდან მოექცა.
_შენ მემგონი უკვე გადაგიარა სიმთვრალემ!_სიცილის არ ვწყვეტდი._გამიშვი ირაკლი თორემ ჩაგახრჩობ აქვე!
_არ გაგიშვებ!_ მითხრა და ისე უცებ შემიყო ცალი ხელი თმებში და დამეძგერა ტუჩებზე რომ სიცილიც არ შემიწყვეტია.
_რას აკეთებ!_ახლა უკვე ვჩურჩულებდი და ნელნელა მეც ავყევი… _ირაკ… გთხ… ირაკლ…_სიტყვებს ვეღარ ვასრულებდი. არ ვიცი რა მე მართებოდა, ასეთი შეგრძნება პირველად დამეუფლა. ვკანკალებდი მთელი სხეულით, თვალებს ვახელდი, თუმცა ვერაფერს ვხედავდი… უფრო სწორად, ვხედავდი როგორ ტრიალებდა ყველაფერი ჩემს ირგვლივ. ირაკლის პერანგზე მოვქაჩე და სხეულზე ავიკარი, მერე ხელები პერანგის ქვეშ შევუცურე და ფრჩხილებით ჩამოკაწრე ზურგი…ჩემს თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, მინდოდა დამეყვირა ირაკლისთვის შეწყვიტე ყველაფერი-თქო, მაგრამ, თითქოს ხმა ჩამიწყდაო - ვერაფერი ვთქვი. მხოლოდ მაშინ შევეწინააღმდეგე თავს, ირაკლიმ ხელი ჩემი კაბის ქვეშ რომ შეაცურა და ჩემ საცვალს ჩაებღაუჭა. თქმით მაიც ვერაფერი ვთქვი, მხოლოდ ტუჩები მოვაშორე და შევეცადე ხელი მეკრა.
_ინგა…_ ჩაილაპარაკა და თვალი გამისწორა._მაპატიე!_ დაბნეულმა მითხრა და ფეხზე წამოდგა._მაპატიე!_გაიმეორა და თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა.
ხელი გამომიწოდა და წამოდგომაში მომეხმარა.
_დავივიწყოთ_ვთქვი დათავი დავხარე._უბრალოდ დავივიწყოთ და აღარასოდეს ვისაუბროთ ამაზე!
_კარგი!_დამეთანხმა ირაკლიმ.
_არ გავცივდეთ…_ვუთხარი ისე რომ თვალი ვერ გავუსწორე, ძალიან მრცხვენოდა იმისი რაც წამის წინ მოხდა. მრცხვენოდა რომ თავი ვერ გავკონტროლე…
_გაიხადე!_მითხრა ირაკლიმ და ვანიდან გადააბიჯა._გაიხადე, არ შემოგხედავ!_ დამამშვიდა, როდესაც ჩემი გაოცებიული თვალები დაინახა. აბაზანის კარადიდან მოზრდილი პირსახოცი გამოიღო და თვალებ დახუჭულმა გამომიწოდა.
_მოიცა!_ვუთხარი და გახდა დავიწყე._არ გაახილო თვალები!_ გავაფრთხილე კიდევ ერთხელ.
_კარგი!_გაეღიმა ირაკლის.
პირსახოცი გამოვართვი და შიშველ სხულზე სწრაფად მივიფარე.
_გამოიხედე!_მივეცი ნებართვა ირაკლის. გაახილა თუ არა თვალები მაშინვე მე შემომხედა და შემათვალიერა, თან რაღაცნაირი იდუმალი ღიმილი ეპარებოდა ბაგეებზე. _შნეც გაიხადე!_ვუთხარი და საკუთარ ნათქვამზე გამეცინა.
_მისაღებში დამელოდე!_მითხრა ირაკლიმ და პერანგი გადაიძრო. გასვლისას შევამჩნიე მის ზურგზე ჩემი ნაკაწრები და სირცხვილისაგან ლოყები ამიწითლდა.
_მანქანას ეზოში შემოვიყვან და გათბობას ჩავრთავ_შემოვიდა პირსახოცშემოხვეული ოთახში._ახლა ცეცხლს ვერ დავანთებ, დიდ დროს დაიკავებს და მეშნია არ გავცივდეთ. შენ აქ დამელოდე და დაგიძახებ, რომ გახურდება.
_ასე შიშველი გახვალ?!
_სხვა რა გზაა?!_ გაეცინა, ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავიდა.
რამოდენიმე წუთში დამიძახა და მანქანაში გამიყვანა. ორივენი უკანა სავარძელზე მოვთავსდით და სახლიდან გამოტანილი დიდი პლედი გადავიფარეთ. წინ ტანსაცმელები დავაწყვეთ გასაშრობად, საჭეზე კი ჩემი საცვლები გადაფინა ირაკლიმ. მე თავი პლედში ჩავრგე და სირცხვილისაგან აწითლებული ლოყები დავმალე.
_უნდა დავქორწინდეთ!_დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ მითხრა ირაკლიმ.
_რაო?_ თავი ამოვყავი პლედიდან.

------------------
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!!! <3 მიხარია რომ მოგწონთ. ველოდები შეფასებას <3 <3



№1  offline წევრი Firefly

ძალიან მომწონს ეს წყვილი.მაგარია ძალიან ველოდები შემდეგ თავს ♥♥♥♥♥♥
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი LoNdA DM

აუ მაგარი ტიპები არიან. ძალიან მომწონს ესენი love და სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent