შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო! (6)


12-12-2015, 12:52
ნანახია 1 796

წესი #6–არასოდეს აღფრთოვანდე მისი სიურპრიზით,რადგან ეგონება რომ საბოლოოდ დაგიმორჩილა!..

იმ ღამეს მე და ნიაკოს ღამის 4 საათამდე არ დაგვიძინია,მეორე დღეს კი რა თქმა უნდა გვიან გაგვეღვიძა,თურმე ეს ასეც უნდა ყოფილიყო,რადგან ესენი თურმე ერთ ამბავში იყვნენ.ჩვენს გაღვიძებამდე რაები არ გაუკეთებიათ.თვალების ფშვნეტით გავიღვიძე და ხმაური რომ გავიგონე, ნიაკოსაც იგივე ბედი ვარგუნე,ნჯღრევა დავუწყე და შეშინებული წამოხტა ზეზე.რა ხდებაო მძინარე ხმით იკითხა,მე კი ხელით ვანიშნე ქვემოთ მომყევიმეთქი.აივანზე რომ გავედი ძალიან დიდზე დავაღე პირი რადგან კიბეებზე ვარდის ფურცლები ეყარა და ირგვლივ თუ სადმე კედლები იყო ბანერები აეკრათ.,,ამათ სულ გაურეკიათ’’ გავიფიქრე ჩემთვის,სიგარეტს მოვუკიდე და კიბეებზე დავეშვი..
ქვემოთ ჩასვლისას უარესი აღფრთოვანება გამოვხატე..რომანტიული სადილი? ნიაკოს გადავხედე,მან აღარ იცოდა რა ექნა..ანდრია და ნიკუშა გაღიმებულები იყურებოდნენ.
–ააააა...რა საყვარლები ხართ!!–ერთდროულად ვიყვირეთ მე და ნიამ და ჩვენს ბიჭებს ჩავეხუტეთ..
–დაბრძანდით ახლა..–გვითხრა ანდრიამ
–უმე ჩემი ჯელტმენი..–ვუთხარი და ვაკოცე.
ოთხივენი ძალიან ბედნიერები ვიყავით..უეცრად ტელეფონი აწკრიალდა,რომ დავხედე უცხო ნომერი იყო..
–გისმენთ..–ვუპასუხე ინტერესით.
–მია შენ ხარ?
–ჰო გისმენ,რომელი ხარ?
–ნატა ვარ,სალომე გათხოვდა გოგო..
–რაა? ხო არ გაურეკია მაგას?
–გოგო მოიტაცა რა ირაკლიმ,რაღას ველოდოო.შენ სად ხარ?
–მე არ ვარ თბილისში და ახლა ეგენი სად არიან ტო?!–უკვე ძალიან აღელვებული ვიყავი და ლამის ვიღრიალე.
–საგურამოში აიყვანა რა..
–ძალიან კარგი!მერე შეგეხმიანები!–ვუთხარი და სასწრაფოდ დავკიდე ტელეფონი.
–რა მოხდა? –მკითხა სასოწარკვეთილმა ნიაკომ,როცა წაშლილი სახით დამინახა.
–ირაკლიმ სალომე მოიტაცა.აქ ამოიყვანა საგურამოში.
სალომე და ნატა ჩვენი დაქალები იყვნენ,ერთი სასტავი ვიყავით,მაგრამ მე და ნიაკო განსაკუთრებულად ერთად..ირაკლის სალო ძალიან დიდი ხანია უყვარს,ჩვენზე ერთი წლით უფროსია უკვე სწავლა დაამთავრა,მაგრამ მისაღები გამოცდების ჩაბარება ჯერ ვერ მოესწრო,რომ ამ იდიოტმა ყველაფერს მოწყვიტა და წაიყვანა..
–იცი ირაკლის სახლი?–ვკითხე ნატას,როდესაც ხელახლა დავრეკე.
–არ ვიცი გოგო,ირაკლისაც და მაგასაც ტელეფონები გამორთული აქვთ,სადაც ვნახავ იქვე მოვკლავ ისეთ დღეში ვარ!–ნატაც ღრიალებდა ტელეფონში.
–კარგი დამშვიდდი,მეც არანაკლებ მინდა ირაკლის მოკვლა–იკაც ჩვენი ძმაკაცი იყო.–კარგი დაგირეკავ მერე,მე საგურამოში ვარ და იქნებ ვიპოვო ეგ ორი იდიოტი.–მივძახე ნატას და გავუთიშე.ზემოთ ავვარდი,სიგარეტს მოვუკიდე,რომ მოვწიე ტანსაცმელი გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი ისევ,მე ნიაკო,ნიკუშა და ანდრია მანქანაში ჩავსხედით და ირაკლის და სალომეს საძებნელად გავემართეთ..



№1  offline წევრი მოლურჯო

ყველა თავი დღეს წავიკითხე
კარგია არ არის ცუდი გადასარევი არ არის მაგრამ კარგია
შენმა სახელმა დამატყვევა ^__^ განსხვავებულია
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი cancara

კარგიაა კარგი გააგრძელე

 


გიჟი - ♥♥♥
ყველა თავი დღეს წავიკითხე
კარგია არ არის ცუდი გადასარევი არ არის მაგრამ კარგია
შენმა სახელმა დამატყვევა ^__^ განსხვავებულია



პირველი მოთხრობაა, აწი უფრო დიდებს და საინტერესოს შემოგთავაზებთ.. ჩემს სახელს გარკვეული ახსნაც აქვს და იმედია ნაწარმოებებითაც გავამართლებ, მადლობა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent