შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “3“


12-12-2015, 20:28
ავტორი მორი-ელი
ნანახია 6 338

სუსტი ქალი იყო?!არა ის სულაც არ თვლიდა თავს სუსტად,მერე რა თუკი ჯერ არ შეუძლია რეალობას თვალი გაუსწოროს ამისავის დრო ყოველთვის მოიძებნება.
უკვე საღამო ხანია იგი ჯერ კიდევ საწოლზე წევს,დამიანეს ოახიდან გასვლის წუთიდან მას წამითაც არ მოუხუჭავს თვალი,როდესაც დაძინება სცადა ზღვა ფიქრები მოაწვა გონებას და მოსვენების საშუალება დაუკარგა,მთელ სხეულზე ცეცხლი წაეკიდა და სახეზე წვა იგრძნო,იგი სიცხისგან იწვოდა,უკვე იგრძნო ,საკუთარი სხეულის სისუსტე,იმუნიტეტმა დიდხანს ვერ გასტანა და უკვე კანკალი დაეწყო სხეულს,შუბლზე ოფლმა დაასხა,ისე სციოდა,თითქოს სუსხიან ამინდში გარეთ მდგარიყო.რამდენჯერმე სცადა დედის დაძახება,მაგრამ წამის მეასედებში ჩასწვდა მის გონებას რომ დედის დაძახების უფლება არ ჰქონდა და სახელით მიმართა.
-რა მოგივიდა?-ოთახში აღელვებული შემოვიდა ნინელი და შვილის საწოლზე ჩამოჯდა,ხელი აწია რომ მისთვის მოეკიდა სახეზე და შენიშნა,როგორ უკანკალებდა,-შემეშინდა,-მიუგო,-ასეთი ხმით არასოდეს დაგიძახია,-ძლივს მიაწვდინა ხელი მის სახემდე,როდესაც ელენემ თავი უკა გადაწია,დედას არ მისცა უფლება მის სახეს შეხებოდა.
-სიცხე მაქვს,-კანკალით თქვა და საბანში გაეხვია,ნინელიმ მაინც მიადო ხელი შუბლზე და იგრძნო სიცხელე
-თერმომეტრს მოვიტან,-წამოდგა და გავიდა,ცოტახანში ისევ შემობრუნდა თერმომეტრით და სიცხის წამლებით ხელში,-გაიზომე,-გაუწოდა ელენეს,მანაც წესისამებრ გამოიყენა და რამდენიმე წუთი იღლიაში გაიჩერა,შემდეგ ამოიღო და ნახა რომ მაღალი სიცხე ჰქონდა.
-39,-მიუგო ნინელის და თერმომეტრი გვერძე გადადო,ნინელიმ სიცხის დამწევი და წყალი მისცა
-დალიე,უკეთ გახდები,წავალ რამე წვნიანს გაგიკეთებ და ჩაის ავადუღებ
-არ იწვალო,არ მინდა წამალი მიშველის,-სთხოვა ელენემ,მაგრამ ნინელის გული უმოქმედობას ვერ აიტანდა,ეს მან კარგად იცოდა.
-წამალზე უკეთ ჩაი შველის,ოფლს მოიდენ და გამოკეთდები,-გაუღიმა და ოთახიდან გავიდა,მაღალი სიცხისგან გაბრუება და თავის ტკივილი დაეწყო,უღონოდ გახდა,სიცხემ სულ გადაავიწყა დამიანე.
***
ნაბიჯების ხმა ჩასწვდა მძინარეს ყურში და თვალები დააჭყიტა,ხმის ამოღების თავი არ ჰქონდა და ელოდებოდა,მაგრამ ხმა არავის გაუცია,ვიღაც უკუნით სიბნელეში მისი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი,ელენეს თავის აწევა უნდოდა,მაგრამ სიცხისგან იმდენად იყო გათანგული,რომ ძვრა ვერ უყო.
-დამშვიდდი,-მოესმა მამაკაცის ხმა და შეკრთა,-მე ვარ,დამიანე
-აქ რა გინდა?-ჰკითხა აღელვებულმა
-როგორ თუ რა მინდა,-გაიკვირვა,-ცუდად ხარ და შენს გვერდით უნდა ვიყო
-არაა საჭირო
-ნინელის ჩემი დანახვა გაუხარდა
-მან დაგირეკა?
-არა
-აბა ვინ?
-გულმა,-სიცილით თქვა და საბანი შეუსწორა
-გცემ.
-არა მართლა,ვიგრძენი რომ ჩემი დახმარება გჭირდებოდა და მოვედი
-არადა არ მჭირდები,-უკმაყოფილოდ თქვა და თვალები დახუჭა,-მეძინება,-მიუგო და ზურგ შექცევით დაწვა
-რაღაც რომ გთხოვო შეიძლება?-ჰკითხა დამიანემ
-რა?-დაინტერესდა ელენე
-გვერდით მოგიწვები,-მის ნათქვამზე თვალები გაუფართოვდა და სიბრაზეც კი მოერია
-არა!,-მკაცრი ხმით მიუგო,-გაგიჟდი?
-მთელი ღამე აქ უნდა ვიყო და დავიღლები,-დაიწუწუნა მან
-არავინ გეხვეწება,სახლში წადი
-რატომ არ გესმის,ცუდად ხარ და მე უნდა მოგხედო
-მაშინ იატაკზე დაიძინე
-გავცივდები,-თქვა ნაწყენის ხმით,-უბრალოდ გამიყე ის ადგილი რაც თავისუფალია,არ შეგაწუხებ,-ელენე ერთხანს დაბნეული ფიქრობდა,დათანხმებოდა თუ არა დამიანეს,რას იფიქრებდა ნინელი დილით ოთახში რომ შემოვიდოდა.-გესმის?-ჰკითხა ნახევრად მძინარეს,ელენე ფიქრებმა იმდენად წაიღეს რომ ჩაეძინა.დამიანემ აღარ იცოდა რა ექნა და მის უნებართვოდ გვერდით მიუწვა,ძილით სულ არ ეძინებოდა,მთელი ღამე ყარაულობდა ელენეს.ღამემ უშფოთველად ჩაიარა და გამთენიისას გამოეღვიძა ,უნდა გადმობრუნებულიყო,როდესაც მძინარე დამიანეს მიეხუტა და ლამის იყვირა,ჯერ კიდევ გაბრუებულმა მის ყურთან მიიტანა სახე
-მე თანხმობა არ მომიცია,-ჩაჰყვირა ყურში და შეშინებული დამიანე წამოვარდა საწოლიდან
-დავყრუვდი,-გულზე დაიდო ხელი,-შიშისგან გული ამოხეთქვას მაქვს
-ღირსი ხარ,რატომ დაწექი?-ჰკითხა და აწოლიდან წამოდგომა დააპირა,მაგრამ გადაიფიქრა,მას ხომ თხელი პერანგი ეცვა,დამიანე კი ჯერ კიდევ ოთახში იყო.
-რა დაშავდა?-მხრები აიჩეჩა,-უბრალოდ ვიწექი,თითიც კი არ დამიკარებია
-რატომ ამდენი თანაგრძნობა?
-არ ვიცი,მეცოდები
-რა?-საშინელი შეგრძნეება დაეუფლა,მას არ მოეწონა სიტყვა “შეცოდება“,ის ვიღაცას ეცოდება,ასეთ რამეს არასოდეს დაუშვებდა.
-ჩემი შეცოდება არ გაბედო,ჯერ არაფერი დამიკარგავს,-გაბრაზებულმა კბილებში გასცრა,-გადი უნდა ავდგე
-ჩემი საცოლე ხარ,მერე რა თუ კი პერანგში გნახავ
-თუ ხვდები უარესს რომ აკეთებ
-ელენე!-მიმართა და საწოლზე ჩამოჯდა,-ცოლად უნდა მოგიყვანო
-მერე?-ცინიკურად ჰკითხა
-მერე ის რომ. . .,ანდაც დაივიწყე შენ მაინც ვერ გაიგებ
-რას?-დაინტერესდა დამიანეს საუბრით,-მე გაურკვეველს არაფერს ვტოვებ,ჯობია მითხრა.
-გზა,რომელსაც შენ ადგახარ,მხოლოდ ერთი ადამაინისკენ მიდის,ანუ შენ რამდენიც არ უნდა ეცადო,გზა შენი გულის გავლით ჩემ გულამდე მოდის.



პ.ს მაპატიეთ ამდენი რომ გალოდინეთ უბრალოდ დრო საერთოდ ვერ გამოვნახე,ამ ისტორიასაც დავასრულებ და აღარ დავიწყებ რომ მერე ლოდინიც აღარ მოგიწიოთ. იმედია კიდევ დაგაინტერესებთ ეს ისტორია. მადლობა ვინც კითხულობს.მიყვარხართ.



№1  offline წევრი kaxelii

ველოდი გაგრძელებას. მალე დადე მე მომწონს და იმედია არ მალოდინებ.

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სად დაიკარგე ? რომ დავინახე სათაური მაშინვე გავხსენი და უცებ ჩავიკითხე . განსხვავებული თავი იყო წინა ორისგან ისაუბრეს კიდეც და ბოლოს დამიანეს სიტყვებმა ხო გამახარა wink მიყვარს მე ეს ბიჭი love ველოდები იცოდე შემდეგს და თუ ძალიან ძალიან დაკავებული არ ხარ დადე რა მალე

 


№3  offline მოდერი tsn

რა საყვარელია დამიანე :-*

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

თეო მასიამოვნე ამ თავით: დ უფრო მეტი მინდააა

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

კარგიაა მალეე დადე რაა

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან კარგი იყო, მაგრამ პატარა.
არ მომეწონა მაინც დამიანეს საქციელი. ჯერ დრო უნდა მისცეს გოგონას და პირდაპირ არ უნდა მიახალოს, რომ მაინც ჩემი ცოლი იქნები და საერთოდ ამას რა მნიშვნელობა აქვს როგორ გნახავო.
გოგონასთვის ახალია ეს ეტაპი. ახალია გათხოვება და არასდროს უგრძვნია ასეთი რამ.
ახალია ისიც, რომ უსიყვარულოდ თხოვდება. მართალია ამ ბიჭს დახმარება უნდა და ამიტომ მოჰყავს, მაგრამ ვერ გამიგია რატომ ამბობს, რომ მხოლოდ ჩემამდე მოდის შენი გზაო.
იქნებ ვერ შეიყვაროს და მეტიც, გაშორდეს ქმარს და ოჯახი დაინგრეს. უსიყვარულობით ბევრი ოჯახი დანგრეულა, ამიტომ მხოლოდ ის რომ გადაარჩინოს სიმართლის თქმისგან და სირცხვილისგან იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შეიყვარებს გოგონა მას.
მაინც ნებართვას უნდა დალოდებოდა.
ხო... ძალიან კარგი იყო. ჩამაფიქრა მაინც.
ხოდა რას ქვია ახალს აღარ დაიწყებ. შენ რა ჩვენს მიტოვებას აპირებ? არც გაბედო!
love love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline წევრი nini31323

ფოტოები ან აღწერილობაც დაურთე რააა... კაია

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

დამიანემ დამაფიქრა... შანს არ უტოვებს. ტითქმია აძალებს შემიყვარე ჩემს იქეთ გზა არ გაქვსო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent