ყველაფერი ჩხუბით დაიწყო♡ 5
მთელი ღამე სასთუმალთან ეჯდა გოგონას ბერდია დაა ხანდახან მის სახეს არაამქვეყნიური ღიმილი გაანათებდა ხოლმე.რაექნა თავს ვერ იკავებდა როცა ხედავდა როგორ სასაცილოდ აცმაცუნებდა ნია ძილში ტუჩებს.ღმერთო როგორ ვერ იტანდა მის ტკივილიან თვალებს სძულდა როდესაც ტიროდა. მზად იყო მსოფლიო თავდაყირა დაეყენებინა ოღონდ კი ნიას არ ეტირა.მაგრამ რატომ?რა შეცვალა ამ გოგომ ამ ორ დღეში მამაკაცში?ვოთომ სიბრალულის გამო აკეთებდა ამას?შეიძლება თავისი თავი მოეტყუებინა ამით მაგრამ გულის სიღრმეში უკვე იცოდა რომ ამ პატარა არსებას ვეღარც გონებიდან და მით უმეტეს ვეღარც გულიდან ვერ ამოშლიდა.დაჟინებით უცქერდა და იკვლევდა ქალის უნაკლო სახესა და ნაკვთებს.თავს ძლივს იკავებდა რომ არ შეხებოდა,მაგრამ არ უნდოდა ნიასთვის ძილი დაეფრთხო.გამთენიის ოთხი საათი იქნებოდა პალატიდან ფეხაკრეფით რომ გავიდა.იბანავებდა გამოიცვლიდა და გოგონასთან დაბრუნდებოდა რათა მის ახალ სახლში წაეყვანა და მისად ექცია.სათავისო გეგმებს აწყობდა ხვიბლიანი და თან ეშინოდა.გოგონამ სულ ახლახანს დედა დაკარგა.არ უნდოდა მისი ნაჩქარები გადაწყვეტილებით იგი დაეფრთხო.აჩქარებას არც აპირებდა.დინებას მიჰყვებოდა.სახლის ჭიშკრამდე ისე მივიდა ვერც კი გაიაზრა.მანქანის კარი გააღო თუ არა მაშინვე ცივი ნიავი შეეგება და ამბორი დაუტოვა მამაკაცს სახის გასაოცარ ნაკვთებზე.ამან ცოტა გამოაფხიზლა მიხვდა რომ თამრიკოს კითხვებს ვეღარსად გაექცეოდა ერთი ღრმად ამოისუნთქა_დაკითხვა იწყებაო_ჩუმად ამოიბურტყუნა და სახლის კარები შეაღო.რეაქციამ არ დააყოვნა ქალმა კარის ხმა გაიგონა თუ არა მისაღებში გავარდა ქოთქოთით ბერდია დაინახა თუ არა არც აცია არც აცხელა ყველაფერი ერთად მიაყარა. -სად იყავი? რატომ დააგვიანე?ან საერთოდ რატომ არ მოხვედი? ვინ იქნება ჩვენი ოჯახის ახალი წევრი? ან ვინ არი საერთოდ?_სულს ძლივსღა ითქვამდა ქალი -თამრო ცალცალკე მკითხე რა ვეღარ გავიგე ჯერ რომელზე გიპასუხო_უთხრა და ხმაურით ლოყაზე აკოცა -ნუ ცდილობ თავი დაიძვრინო ახლავე მითხარი ყველაფერი_წარბები ზემოთ აზიდა ქალმა და სასაცილოდ გაიბღინძა -კარგი ხო_დანებების ნიშნად ბერდიამ ხელები ჰაერში ასწია და მოყოლა დაიწყო_18 წლის გოგონაა ნია ხომასური.მამა არ ჰყავს გუშინ ისე გამოვიდა რომ ნიამ და დედამ იჩხუბეხ და შემდეგ ქალმა თავი მოიკლა ახლა ნია გამუდმებით იმეორებს დედა მე მოვკალიო -ვაი შვილო მოგიკვდი_ლოყაზე ხელი იტკიცა თამრომ -სიტოაცია ასეთია გოგონას აღარავინ ჰყავს ობოლია წასასვლელიც არსად აქვს ახლა რომ ასე დავტოვო შეიძლება რამე სისულელე ჩაიდინოს.მემგონი არაფერი დაშავდება ამხელა სახლში მისთვის ერთ ოთახს თუ გამოვნახავთ -ვამაყობ შენით_ლოყაზე მოეფერა ქალი შვილს_საბრალო ბავშვი მოიყვანე დედა შვილივით შევიყვარებ და ცივ ნიავს არ მივაკარებ -თამრო ნუ მაეჭვიანებ ეხა_თვალი ჩაუკრა ბერდიამ და მეორე სართულისკენ წავიდა_ვიბანავებ გამოვიცვლი და მის წამოსაყვანად დავბრუნდები. ერთ საათში ბერდია უკვე მოწესრიგებული იჯდა მანქანაში და საავადმყოფოში მიდიოდა.მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა სულმოუთქმელად აირბინა ორი სართული და ნიას პალატის კარს მიადგა საიდანაც კამათის ხმა გამოდიოდა -გოგინა რამე უნდა ჭამოთ -უკვე მერამდენედ გიმეორებთ არ მინდა_მობეზრებულად უთხრა ნიამ -თქვენ არა მაგრამ თქვენ ჯანმრთელობას უნდა -არ მადარდებს ჩემი ჯანმრთელობა გასაგებიაა?? არაფერსაც არ შევჭამ მოაცილეთ აქედან აქ უკვე ბერდიას უმტყუნა ნერვებმა პალატის კარები დაუკაკუნებლად შეაღო და ნიას დაუბღვირა -რა ხდება?_მკაცრად გაისმა ხვიბლიანის ხმა -პაციენტი კვებაზე უარს ამბობს.მაგრამ ეს მისთვის და მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია -გასაგებია.აქ დატოვეთ პაციენტის კვებას დღეიდან პირადად მე გავაკონტროლებ_თქვა და ნიას გაოცებული გამოხედვა დააიგნორა.როგორც კი ექთანი გააცილა ნიას საწოლთან გადაინაცვლა და იქვე სავარძელში მოიკალათა -ჭამე_ოო როგორი მომთხოვნი იყო ხვიბლიანი -არ მინდა_არც ნია ჩანორჩა მამაკაცს -მე არ მიკითხავს გინდა თუ არა -საერთოდ შენ ვინ გკითხავს მე რას გავაკეთებ -ტონი შეარჩიე პატარა ქალბატონო გახსოვდეს ვის ესაუბრები -იცი რას გეტყვი... -შენი აზრები შენთვის შეინახე.._სიტყვის დამთავრებაც კი არ აცადა ბერდიამ_ჭამე თორემ მეტ შანსს აღარ მოგცემ. მერე მე ვიზრუნებ შენ კვებაზე -არა_ჯიბრიანად გაიქნია თავი ნიამ -კარგი როგორც გინდა_თქვა ბერდიამ და ფეხზე წამოდგა საწოლს შემოუარა ნიას მკლავში ხელი ჩაავლო და ახლოს მიიზიდა ისე რომ ნია ცხვირით ლამის ბერდიას ბაგეებს ეხებოდა.გოგონას მამაკაცის გრილი სუნთქვა ეფრქვეოდა სახეზე და აზროვნების უნარს აკარგინებდა -ახლა კარგად მომისმინე რადგან მეორედ არ გავიმეორებ.ახლა ამ საჭმელს ბოლომდე შეჭამ ისე რომ ხმასაც არ ამოიღებ და გაპროტესტებას არც კი ეცდები.შენი სიჯიუტით მე ვერ შემაშინებ ასე რომ არც კი გაბედო ჩემთან შეკამათებს -შენ არანაირი უფლება არ გაქ ჩემზეე.. -ცდები_ტუჩებზე თითი ააფარა ბერდიამ_დღეიდან შენზე ყველანაირი უფლება მაქვს.და საერთოდაც ჩემთან გადმოდიხარ საცხოვრებლად და გახსოვდეს ჩემი ნებართვის გარეშე ფეხსაც კი ვერ გადაადგამ ვერსად ვერ შეჭამ ვერ დაიძინებ სანამ მე არ გეტვი ამას გასაგებია?? და თუ შეიძლება ტუჩს ნუ იკვნეტ ჩემზე ცუდად მოქმედებს -შენთან არ წამოვალ_ამოიბურტყუნა ნიამ თავისთვის -შენთან ამ საკითხის გარჩევას არც ვაპირებდი -არც მე წამოვალ შენთან -გოგოოო_ბერდიას ჩუმი ბრდღვინვა გაისმა ოთახში_ნუ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო -მე მათხოვარი არ ვარ რომ ვინმესთან სამადლოდ ვიყო -მაგას მეორედ გაიმეორებ და გეფიცები საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ_თითის ქნევით გააფრთხილა ბერდიამ ნია ბოლოს ხვიბლიანმა იმდენი ქნა რომ გოგონას ბოლო ლუკმამდე აჭამა მისთვის განკუთვნილი ულუფა.მთელი დღე უხმოდ უბღვერდნენ ერთმანეთს.საღამოს ექიმმი შემოვიდა ნიასთან -აბა როგორაა ჩვენი პაციენტი_იკითხა ბატონმა დავითმა -აქედან როდის გამიშვებთ?_ექიმის კითხვა დააიგნორა ნიამ და უხეშად უპასუხა და სამაგიეროდ ბერდიას გაბრაზებული სახე მიიღო ამისთვის მწარედ დაისჯების გამომეტყველებით -ზუსტად მაგის სათქმელად მოვედი_უხერხული სიტოაცია არ შეიმჩნია ექიმმა_შეგიძლიათ პაციენტი სახლში წაიყვანოთ ეტლი კართან გელოდებათ რომ პაციენტი კომფორტულად ჩაიყვანოთ პირველ სართულზე -მადლობთ_ექიმი გააცილა ბერდიამ და ნიას მიუბრუნდა -ამ უმსგავსო საქციელისთვის პასუხს სახში მოგთხოვ.ახლაადმინისტრაციაში ჩავალ რაღაც საბუთებზე ხელს მოვაწერ რომ დავბრუნდები მოწესრიგებული დამხვდი_გასცა განკარგულება ხვიბლიანმა და კარებში გაუჩინარდა. სულ გაგულისებული იცვამდა ნია ტანსაცმელს და სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა -იდიოტი კრეტინი არა მაინც ვინ გონია თავი თავმოყვარე ტიპიური იდიოტი მძულს ვედ ვიტან.._მხოლოდ მაშინ შეამჩნია კარის ჩარჩოზე აყუდებული ბერდია როდესაც მამაკაცმა ძლიერად ჩაახველა -თუ ჩემ ლანძღვას მორჩი წავიდეთ -ვერგიტან_კარში გასვლისას მიაძახა ბერდიას -არაუშავს ჩაიცინა მამაკაცმა_ეშველება მაგასაც ნიამ გაგულისებულმა მიაშურა კიბეებს.ორი ნაბიჯიც კი არ ექნებოდა გადადგმული მუხლებში რომ სისუსტე იგრძნო და კედელს მიეყუდა. ის იყო ჩაიკეცებოდა უწონადობის შეგრძნება რომ დაეუფლა.მამაკაცს ხელში აეყვანა გოგონა და კიბეებზე ჩადიოდა ისე ძლიერად ჰყავდა გულ მკერდზე აკრული რომ ნიას მისუ გულის ცემაც კი ესმოდა -რასაკეთებ გაგიჟდი? დამსვი -ჩშ სახლამდე შენი ხმა არ გავიფონო იცოდე. გაპროტესტებს არც კი სცადო_უთხრა ბერდიამ როგორც კი გოგონამ რაღაცის სათქმელად ბაგეები დააშორა ერთმანეთს.რაექნა გაჩუმდა .ეს კაცი მგონი ჰიპნოზს უკეთებდა. მგზავრობისას ყოველთვის ეძინებოდა და არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი.მხოლოდ მაშინ შეირხა როდესაც ბერდიამ ფრთხილად აიტაცა მძინარე სხეული და სახლისკენ წავიდა.უკანასკნელი რაც ნიამ იგრძნო ეს მამაკაცის თბილი თითები იყო რომლითაც საყელოზე ჩაბღაუჭებული ნიას თითები ფრთხილად მოიცილა ახალი თავით დავბრუნდი არც კი ვიცი რა ვიბოდიალე იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ მადლობა ყველას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.