შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი (თავი 1)


13-12-2015, 00:22
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 4 619

ბნელ ოთახში ვიჯექი ციოდა ვიყინებოდი მაგრამ აქ არც საწოლი იყო და არც არაფერი იატაკზე ვიჯექი ფეხები მოვკეცე და ხელები შემოვხვიე ვტიროდი იმიტომ რომ მახეში გავები,დედა ჩემზე ფეხმძიმედ იყო როცა მამა დაიღუპა უფროსი და მყავს რომელიც ახლახანს გათხოვდა ქმარი კარგი ბიჭია ჩემი და ძალიან უყვარს და ანებივრებს მე და დედა მარტო დავრჩით დედა კი მუშაობს მაგრამ ფულუ არ გვყოფნიდა სწავლა დავამთავრე საქართველოში სამუშაო ვერ ვიშოვე ამიტომ გადავწყვიტე უცხოეთში წასვლა დედას მეგობარმა თავის ახლობელთან დამაკავშირა რომელმაც მითხრა რომ მადრიდში გამიშვებდა სადაც პატარა ბავშვს მოვუვლიდი ქართველების იჯახში ბავშვს ქართულს ვასწავლიდი,მეც სამუშაოთი მოხიბლული დავთანხმდი საბუთები გავამზადე და გავფრინდი იქ ვიღაც ქალი დამხვდა რომელმაც სადღაც მიმიყვანა.ეხლა კი აქ არც ჩემი ესმით ვერავის ვაგონებ ხმას არ ვიცი ჩემგან რა უნდათ არ ვიცი ახლა რა იქნება.ვიღაც კაცი შემოვიდა ხელი დამავლო და სადღაც პატარა ოთახში შემაგდო ამ ოთახში საწოლიც იდგა.
…………………………………
-დღეს ვეღარ დამიძვრები თედო ჩემთან ერთად მოდიხარ კლუბში არ მაინტერესებს შენი საქმეები 4 წელია ერთად ვმუშაობთ და კომპანიის გარეთ ვერ გხედავ ვერ გაგიყვანე გარეთ დღეს მოდიხარ კარგი კლუბი ვიცი თან გოგოები და რამე გავერთობით.
-კარგი რა პედრო ხომ იცი რომ არ მიყვარს ხმაურიან ადგილებში სიარული თან დავიღალე ძალიან.
-უარი არ მიიღება ადექი.
-ხო კარგი მოვდივარ.
მანქანა კლუბთან გავაჩერე ხმაურიანი ადგილები არ მიყვარდა ამიტომ ის კლუბი არ მომეწონა ვისკი შევუკვეთე და მთელი ერთი საათი ერთ ჭიქა ვისკს ვწრუპავდი.
-პედრო საპირფარეშოში გავალ.
-კარგი მიდი.
……………………………
ოთახში ვიღაც მთვრალი კაცი შემოვიდა ჩემსკენ წამოვიდა ფეხებიდან სიცივემ დამიარა მთელ სხეულში,ის კაცი მომიახლოვდა მე უფრო მეტად მივიყუჟე საწოლზე მაგრამ მან დამიჭირა გაძალიანება ვცადე მაგრამ იმდენად ვიყავი დასუსტებული რომ ის მამაკაცი წამში მოექცა ჩემს ზემოდან ვყვიროდი რომ ჩემთვის ეშველა მაგრამ აქ ჩემი არავის ესმოდა მხოლოდ ყვირილი შემეძლო უკვე გონებას ვკარგავდი უცებ ვიღაცამ კარი შემოანგრია..........
საპირფარეშოსკენ რომ მივდიოდი ყვირილის ხმა მომესმა ჯერ მეგონა რომ მომეჩვენა მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებოდი კარს რომელიც კოლიდორის ბოლოში იყო ხმა უფრო გარკვევით მესმოდა ვიღაცა შველას ითხოვდა ნაბიჯს ავუჩქარე ხმა თანდათან იკლებდა კარის გაღება ვცადე მაგრამ ჩაკეტილი იყო კარი შევამტვრიე და დავინახე რომ ვიღაც ნაძირალა გოგონას გაუპატიურებას ცსილობდა კაცი გოგონას მოვგლიჯე იმ წამს მინდოდა მომეკლა მაგრამ გოგონამ გონება დაკარგა მისთვის უნდა მეშველა ამიტომ მხოლოდ ცემას დავჯერდი და გამექცა.გოგონას მივუახლოვდი გონზე მოვიყვანე გოგონა საწოლის კუთხეში მოიკეცა.
-ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ.
ის ქართველია ისე მომინდა ახლა ჩავხუტებოდი თავს დაცულად ვგრძნობდი მან მიშველა იმ საშინელი კაცის კლანჭებიდან მიხსნა.
-კარგი ვიცი რომ არაა ადვილი მაგრამ გთხოვ მენდე ახლა აქედან წაგიყვან მენდობი?
მხოლოდ თავი დავუქნიე მან პიჯაკი გაიხადა ჩამაცვა და ხელში ამიყვანა ისე გავიარეთ კოლიდორი და განათებული დარბაზი სადაც შიშველი გოგოები ცეკვავდნენ რომ ჩვენთვის არავის შემოუხედავს ყველა თავისთვის ერთობოდა მანქანაში ჩამსვა მერე მანქანას შემოუარა და თვითონაც ჩაჯდა.მანქანა დიდი მრავალსართულიანი შენობის წინ გაჩერდა.
-სად მიდიხარ ფეხსაცმელი არ გაცვია მოდი ისევ ხელში აგიყვან.დავთანხმდი მართლაც არ მეცვა ფეხსაცმელი თან ძალაც არ მქონდა.შენობაში რომ შევედით იქვე მდგარ გოგონას მიუბრუნდა და საუბარი დაუწყო მე არ მესმოდა რას ეუბნებოდა.
-სოფია გთხოვ ერთი საათით ნება თხოვე და ამ გოგონასთან დარჩი სანამ მე გავალ,ხო და კიდე გეხვეწები ტანსაცმელი უშოვე,ფეხსაცმელიც.
-კარგი თედო არ არის პრობლემა,მაგრამ ჯერ ვერა ალეხანდრა ერთ საათში მოვა და მერე ამოვალ.რა მოუვიდა ამ გოგოს.
-ეგ მერე რომ ამოხვალ.
მყუდრო ბინა იყო მდივანზე დამსვა,ისევ ოთახის თვალიერებას ვაგრძელებდი.
-ჩაისმოგიტან ცოტა დაგამშვიდებს.
-მადლობთ.
-ლაპარაკიც იცი?? კარგი წავედი სამზარეულოში მე შენი ზომა არაფერი მაქ მაგრამ სოფო მოგიტანს და სანამ მე წასული ვიქნები შენთან იქნება.
-ჩაი მზადაა.უიმე ჩასძინებია. გავასწორე და მის გვერდით სავარძელში ჩავჯექი.როგორი შეშინებული სახე აქ ან რა იქნება,ნეტა იქ როგორ მოხვდა თან ეტყობა ესპანური არ იცის.მე მისი სახელიც კი არ ვიცი,თან ეხლა შევამჩნიე როგორი ლამაზი გოგოა.
-არააააააა.
-ჩუ ჩუ ნუ გეშინია ესმხოლოდ სიზმარია მე შენს გვერდით ვარ.უცებ მივუახლოვდი და ჩავეხუტე რომ დამემშვიდებინა.
-კარგი არ იტირო აქ უსაფრთხოდ ხარ არაფერი გემუქრება.
-როგორ არ ვიტირო მე ხომ ასეთი სულელი აღმოვჩნდი.
-ჩუუუუ შენ სულელი არ ხარ.
-აბა რა ვარ?
-ლამაზი გოგონა.
-კარგით რააა.
-მართლა სახელიც კი არ ვიცი შენი.
-მე ალექსანდრა მქვია.
-ალექსანდრა ქართველს?
-ხო მამა სანამ დავიბადებოდი მანამ გარდაიცვალა ამიტომ მის საპატივცემულოდ დედამ ალექსანდრა დამარქვა,ყველას უკვირს.
-ვწუხვარ მამაშენის გამო,მე კი ბაბუის სახელი მქვია თევდორე,მაგრამ ყველა თედოს მეძახის.
-გიყვარს ბაბუა??
-სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა,მისი გარდაცვალების მერე საქართველოში არ ვყოფილვარ.
-მეც ვწუხვარ ბაბუაშენის გამო.ალბათ ძალიან კარგი ადამიანი იყო?
-საუკეთესო,ამბობენ რომ ძალიან ვგავვარ.
საუბარი ზარის ხმამ გაგვაწყვეტინა.
-მე კარს გავაღებ,მოდი სოფო.
-გამარჯობა სოფო.
-გამარჯობა შენ რა გქვია??
-მე ალექსანდრა.
-მე წავედი სოფ და მალე მოვალ კარგი?
-უკვე მიდიხარათ?
-მივდივარ და მალე მოვალ აქ არაფერი გემუქრება ნუ გეშინია ბინას დაცვა ყავს თან სოფო შენთანაა,ხო კიდე ეს "თ" მოაშორე.
-კარგი თედო.
-აი ესე ნახვამდის.
……………………………
-ალექსანდრა ყავა დავლიოთ?
-კი დავლიოთ,სანამ მომამზადებ მე ვიბანავებ და გამოვიცვლი.
-სანდრა ყავა მზად არის მოდი.
-რა დამიძახე?
-სანდრა არშეიძლება?
-როგორ არა უბრალოდ ეგრე მხოლოდ დედა მეძახდა.
-გენატრება?
-კი ძალიან,შენ არ გენატრება მშობლები? სოფო რამე არასწორად ვთქვი მაპატიე.
-არა არაფერია უბრალოდ შენ შეგიძლია დედა ნახო და ჩაეხუტომმე კი არც დედა მყავს, არც მამა და აღარც ძმა.სოფო ატირდა.
-ვწუხვარ სოფო ძალიან ვწუხვარ.
-ჩემი ძმა ოთხი წლის წინ დაიღუპა ავღანეთში ეს დედამ ვერ გაფაიტანა და მოკვდა მერე მამაც მაკვდა. მე მარტო დავრჩი თედო ჩემი ძმის გიორგის ბავშვობის მეგობარია ის დამეხმარა აქ წამომიყვანა და სამუშაოც მიშოვნა,შენ უკვე იცი ჩემზე ახლა შენ მომიყევი.
-მე ერთი და და დედა მყავს მამა ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა დედამ ყველაფერი გააკეთა რომ კარგი განათლება მიგვეღო ჩემი და ახლახანს გათხოვდა სამუშაო საქართველოში ვერ ვიშოვე ამიტომ აქ წამოვედი მითხრეს რომ ძიძად ვიმუშავებდი ბავშვს ქართულს ვასწავლიდი მაგრამ მომატყუეს ვიღაც ქალი დამხვდა რომელმაც საბუთები ამართვა სადღაც მიმიყვანა,ჯერ ვერ ვხვდებოდი რა მოხდა მაგრამ ვიღაც კაცი რომ შემომიგდეს ოთახში და ჩემი გაუპატიურება სცადა მერე მივხვდი შველას ვითხოვდი მაგრამ უიმედოთ სწორედ ამ დროს თედო გამოჩნდა და მიშველა,აქ მომიყვანა არ ვიცი ახლა რა იქნება,აღარც საბუთები მაქ და არც ესპანური ვიცი.
-შენ არ ინერვიულო,ესპანურს მე გასწავლი და თედო სადმე გიშოვის სამსახურს,ვაიმე გასულა ერთი საათი გავიქეცი თორე მომკლავენ.შენ ხომ არ გეშინია??
-არა არ მეშინია,ალბათ თედოც მალე მოვა.
სოფო გავაცილე და ფილმი ჩავრთე თან თედოს ველოდებოდი,მისი პიჟამოები ჩავიცვი მართალია დიდი იყო მაგრამ არაუშავდა.

…………………………
ახალი მოთხრობა დავიწყე და შემიფასეთ,ველოდები თქვენს კომენტარებს. ❤



№1  offline წევრი Lana Tomlinson

კარგი დასაწყისია love ველოდები გაგრძელებას love

 


№2  offline წევრი kaxelii

კარგია მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent