შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო და ოდნავ ნაცნობი საბედო


13-12-2015, 05:59
ავტორი annabelle
ნანახია 1 942

დრო კიდევ მქონდა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე ჩემი ცარიელი მუცელი,გამაყრუებლად,რომ ბღაოდა და ამოვსებას ლამობდა.მანქანა ჩემს სახლთან ახლოს,კაფეტერესიათან გავაჩერე,სწრაფად ჩამოვედი და შენობაში შევედი.შევისუნთქე თუ-არა ფუნთუშეულობისა და ხსნადი ყავის საოცარი სურნელი,რომელიც მთელ ოთახში გავრცელებულიყო ტუჩები მოვისველე.ასე როგორ მომშივდა? კვერცხიანი კრუასანი და კაპუჩინო შევუკვეთე და კუთხეში,ფანჯარასთან,ორსაჯდომიან მაგიდასთან კომფორტულად მოვთავსდი.გემრიელად მივირთმევდი და იქაურობას ვათვალიერებდი.ვცდილობდი ვინმე ისეთი მეპოვნა ვინც ნოას ,,შემცვლელად'' გამომადგებოდა.თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი და ყველას ვაკვირდებოდი.არავინ იყო მე,რომ გამომადგებოდა იმის მსგავსი. ჭამას,რომ მოვრჩი წამოვდექი,ანგარიში მოვითხოვე,გადავიხადე და მანქანაში ჩავჯექი.ნელა მიმყავდა.მინდოდა ქუჩაშ მაინც მეპოვა ვინმე.ვცდილობდი ვინმე გამეხსენებინა ვინც ჩემს დახმარებას შეძლებდა თუმცა არავინ...
-მაგრამ არის ერთი!-თვალებში იმედი გამიკრთა და სიჩქარეს მოვუმატე
<<ო,ღმერთო ბეტი.გენიოსი ხარ>> უეცრად ფეხზე წამოიჭრა შინაგანი ქალღმერთი და მთელი ძალით გადამეხვია.მერე უკან დაიხია და ამაყად ამათვალიერა.
==========================================
სახლში მისულმა გეგმა დავსახე.ყველაფერი მანქანაში ჩავაწყვე რაც წასაღებად მჭირდებოდა,მათ შორის იყო ნოას რამდენიმე პერანგი და ერთადერთი შარვალი,რომელიც ჩემთან დაეტოვებინა.ვფიქრობდი ,,ჩემს საქმროს'' გამოადგებოდა.ის ხომ სრულიად გაუბრთხილებლად ინიშნებოდა და ასევე მოულოდნელად მიდიოდა ,,საცოლის''მშობლების გასაცნობათ ჩვენი ქვეყნიდან შორს. ჩავიხითხითე ჩემს ფიქრებზე.ყველაფერს სწრაფად მოვრჩი,რადგან დრო სულ უფრო ცოტა მრჩებოდა.საბოლოოდ ქურთუკი შემოვიცვი,კარი ჩავკეტე და იმ ადგილისკენ წავედი სადაც ჩემი ერთადერთი ,,იმედი'' მელოდა.
მანქანა ნაცნობი შენობის წინ გავაჩერე. ღრმად ჩავისუნთქე.თავს ვაიძულებდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ისტერიკული სიცილი არ ამტყდომოდა. ათამდე დავითვალე და ჩვეული სიმშვიდითშევაბიჯე ვაშინგტონის მთავარი ბიბლიოთეკის შენობაში.როგორც კი დარბაზში შევედი მაშინვე დავინახე სულელურად მომღიმარი,საყვარელი ბიბლიოთეკარი.ტუჩზე ვიკბინე. ნელა მივუახლოვდი მის მაგიდას და ხელში ძლიერად ჩაბღუჯული წიგნი გავუწოდე.
-გამარჯობა-რაც შემეძლო მომხიბვლელად გავუღიმე
-ოუ. გამარჯობა-გაიკრიჭა,როგორც ჩვეოდახოლმე და თითქოს დედოფლის წინაშე მდგარიყოს თავის დახრით მომესალმა.გამეცინა.
-წიგნი მოვიტანე
-კიდევ გინდა რამე?-მკითხა როცა დაბრუნებული წიგნი ჩაინიშნა.ღიმილი წამითაც არ მოშორებია სახიდან.
-არა. ჰო. არა. წიგნი არ მინდა.შენი დახმარება მჭირდება-საყვარლად შევხედე და რამდენჯერმე მკვეთრად შევარხიე წამწამები.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ მის?-ღიმილი სულ უფრო გაუფართოვდა. ჩემი ქალღმერთი კი ჯერ არ ნაგემებ გამარჯვებას შამპანიურით სავსე ჭიქით ზეიმობდა.
-იცი ჩემს მანქანას რაღაც პრობლემა აქვს.ზუსტად არვიცი რა.მანქანების არაფერი გამეგება-მოჩვენებით მაგრამ საკმაოდ დამაჯერებელი მწუხარებით დავიწუწუნე.
-კარგი.წამოდი ვნახოთ რა დაემართა-წამოდგა,კართან მისულებმა ჯერ მე გამატარა და მერე თვითონ გამოვიდა და ჩემი მანქანისკენ წავიდა.გული ამიჩქარდა მოზღვავებული ადრენალინისგან.
-აქ ნახე.დაჯექი-უცოდველივით ვლაპარაკობდი.წინ მგზავრის სავარძელზე მივუთითე.ისიც ჩაჯდა ისე,რომ არც დაეჭვებულა ამას რატომ ვთხოვდი.მისკენ დავიხარე და ღვედი შევუკარი.გაოცებული მიყურებდა
-რას აკეთებ?-მკითხა სიცილით
-მმ ერთი წუთით.გეტყვი-გავუღიმე და შარვლის ჯიბიდან მამაჩემის საჩუქარი ამოვაცურე,რომელიც მაშინ მაჩუქა,როცა სრულწლოვანი გავხდი.თვალები გაუფართოვდა ერთი,სწრაფი მოძრაობით რკინის ბორკილები,რომ აღმოჩნდა მის მაჯებზე. ღმერთო ჩემო! არც კი ვიცი რამდენად სასაცილოდ და იდიოტად გამოვიყურებოდი იმ წამს მაგრამ ერთადერთი რისი თქმაც შემელო იყო ის,რომ მე ბიჭი მოვიტაცე.
-ერთი წუთით-განვაგრძობდი მის დამშვიდებას.არმჭრდებოდა მისი პანიკა.ჩანთიდან უკან სავარძელზე რომ იდო სპეციალურად გამზადებული თოკი ამოვიგე ბორკილით კარის სახელურზე მივაბი.მთელი ამ ხნის მანძილზე სახეზე ღიმილ შემდნარი მაკვირდებოდა და ალბათ ცდილობდა გაერკვია რას ვაკეთებდი.როცა დავრწმუნდი ყველაფერი კარგად იყო საჭესთან დავჯექი და ძრავა ავამუშავე.შეძრწუბევული სახით შემომხედა
-რა ხუმრობაა?-თავი გვერდით გადახარა და ისე მკითხა,როცა მთავარი გზატკეცილიდან გადუვუხვიეთ.
-მოგიტაცე-მინდოდა სერიოზულად მეთქვა მაგრამ დაგროვილი ემოციები ვეღარ შევაკავე და ხმამაღლა ამოვიხარხარე.ვერ ვჩერდებოდი. სიცილისგან თვალები ცრემლით მქონდა სავსე და მიჭირდა მანქანის მართვა მაგრამ არ შემეძლო გაჩერება.
-შენ ავად ხომარ ხარ?-ლოგიკური შეკითხვაა.შეიძლება ვარ კიდეც.
-არა არა-თვალები მოვიფშვნიტე მხედველობა ისევ რომ დამებრუნებინა-რა მოხდა მერე?
-აღარ მეცინება.გააჩერე მანქანა- წარბები შეკრა და ცხოვრებაში პირველად ღიმილის გარეშე დავინახე მისი სახე.
-ოჰ დეივ. მართლა კი არ მომიტაცებიხარ-გავიცინე მან კი კითხვით აღსავსე თვალებით შემომხედა-უბრალოდ ცოტახნით გითხოვე.
-გააჩერე მანქანა
-იცი რა? მძევალი ხარ და ვერ მეტყვი რა გავაკეთო-გავიღიმე.ჩემმა ქალღმერთმა გადაიკისკისა.როგორც ჩანს ახალისებდა ეს მომენტი. მეც მახალისებდა. მეტიც მომწონდა კიდეც.
-ექიმს უნდა გაესინჯო-ცდილობდა ხელები გაეთავისუფლებინა მაგრამ არაფერი გამოუვიდოდა.
-მისმინე ძვირფასო გაგაცნობ ამ რამდენიმე დღის გეგმას,რომელიც ყოველგვარი მიზეზის გარეშე უნდა შესრულდეს.-მისი ნათქვამი დავაიგნორე-რამდენიმე დღე მოგიწევს ჩემი საქმრო იყო-წარბეები ზემოთ ავზიდე და ფართოდ გავიღიმე.
-რა?-საწყლად ამოიკნავლა და შოკირებული გამომეტყველებით ისე ამათვალიერა როგორც ტყიდან გამოქცეულ თოვლის კაცს აათვალიერებდა გზააბნეული მონადირე :დ
-ჰო. სხვა გზა არ გაქვს-მომჩვენებითი მწუხარებით მივუგე და მხრები ავიჩეჩე-მისმინე ეს ორი დღე მოგიწევს ნოა ტეილორი იყო.
-რატომ? რა ჯანდაბად გჭირდება ეს?
-ხვალ,როცა ჩემი მშობლებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია ნოა ჩემთან ერთად უნდა გამოფრენილიყო ინგლისში,რათა დედაჩემი და მამაჩემი გაეცნო,დღეს კი ძვირფასმა მისტერ ტეილორმა გამომიცხადა,რომ უნდა დავშორებულიყავით!-თვალები გადავტრიალე დილით მომხდარის გამო და სიჩქარეს მოვუმატე. მხოლოდ წამით გავხედე სასაცილო გამომეტყველებით მჯდარ დეივს და ტუჩზე ვიკბინე,ისევ რომ არ ავხარხარებულიყავი. ისე გამოიყურებოდა,როგორც მე20 საუკუნეში მოტაცებული სოფლელი ქალიშვილი,რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის ქორწინება და მით უმეტეს მისი შემდეგი ,,მოვლენები''
-ოჰ, კარგი. მაგრამ რატომ გგონია,რომ აეროპორტში მისვლისას არ ვიყვირებ და შველას არ ვითხოვ?-თქვა მოულოდნელად. ჩემი შინაგანი ქალღმერთი თვალებ გაბრწყინებული მიმზერდა და კიდევ უფრო ამაყობდა ჩემით,რადგან ამაზე პასუხი თავიდანვე მქონდა მოფიქრებული.
-თუ გაიქცევი ან რამე მსგავსი მოხდება ვერასდროს გაიხსნი ხელებს!-ბოროტულად გავიღიმე.ან უბრალოდ ვეცადე ასე გამომსვლოდა-ვერასდროს გახნი მაგ ბორკილს! ერთადერთი გასაღები არსებობს და ისიც მე მაქვს,რომლის დაკარგვაც ძალიან ადვილად შემიძლია!დაბრონილია და მისი სხვა გზით გახსნაც შეუძლებელია-გავიცინე,თვალი ჩავუკარი და უკვე მისულებმა აეროპორტთან ახლოს გავაჩერე მანქანა.მოვასწარი! და რაც მთავარია საქმრო ისევ მყავს!
###########################################################


ხვალ დავდებ მესამე(ბოლო) თავს winked დღეს მინდოდა დამესრულებინა მაგრამ ვერ მოვასწარი. ვინც კითხულობთ მადლობა love



№1  offline წევრი Firefly

Kargia male dade
--------------------
M.T

 


№2  offline მოდერი Kira

ბოლო?? კარგი რა არ დაასრულო ჯერ ეს რა არი?? ისე ძალიან კარგია და საინტერესო ველოდები შემდეგს..
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№3 სტუმარი P.T

Auu dgesdade raa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent