შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კუპიდონის ქალიშვილი საყვარელი II


13-12-2015, 20:33
ავტორი Downtotheearth
ნანახია 1 410

სამი კვირა გავიდა ზუსტად...ის კი არსად ჩანს.ნაცნობ კაფესთანაც ყოველდღე ვსერნობდა,იქ სადაც 10 წლის წინ პირველად დავინახე და პირველად დაველაპარაკე, თუმცა უშედეგოდ, ის მაინც არ ჩანდა...
ჩემს უმიზეზო დეპრესიულ ბუნებას ახლა უკვე მიზეზიანი საფუძველი ქონდა მეტად დეპრესიული გამხდარიყო, თუმცა ეს დადებითად ნამვილად არ ასახულა ჩემზე და რა გასაკვრიია,რომ არც აისახებოდა.
გოგოებმა შეკრება გადაწყვიტეს. დედაჩემის უსასრო წუწუნისა და გოგოების საყვედურის გადამკიდე გადავწყვიტე სახლი დამეტოვებინდა და „გასართობად“ გავსულიყავი, მაგრამ უკან ჩამოსვლის შემდეგ რატომღაც გოგოებთან ისევ ისე ვეღარ ვიყავი და ვეღარც ძველებურად ველაპარაკებოდი. მაგრამ წასვლა მაინც გადავწყვიტე
-ვაიმე, თვალებს ვერ ვუჯერებ
- რა ხდება? ოჰ ღმერთო ნუთუ ეს ჩვენი დაქალია?
-გამარჯობათ გოგოებო და უხერხულად ვიღიმი არ ვიცი ასეთ კომენტარებზე რა პასუხი უნდა გავცე.
-როგორ ხარ? ძალიან მომენტრე რატომ აღარ გამოდიოდი ხომ ყველაფერი რიგზეა?
-კი კი...უბრალოდ ვერ ვიყავი კარგათ.არა არა...არაფერი ისეთი,უბრალოდ გაციება.
ოთახში უცბად ხმაურით კარი გაიღო და ასევე ხმაურითა და შეძახილებით შემოვიდა მაღალი, გრძელფეხება, ხუჭუჭთმიანი გოგონა.დიახ, ეს რა თქმა უნდა, გვანცაა. ისევ ისეთია, ისევ ისეთი გულღია ღიმილითა და ბავშური თვალებით. გვანცა გათხოვდა ჩემს აქ არყოფნაში. მეუღლის კვალი დატყობია გარეგნობაზე, თუმცა ეს წარსულში დარჩეს.
ოთახში ქარიშხალივით შემოვარდნილმა ჩამოუარა სათითაოდ ყველას, მე კი ერთელ შემომხედა გაიხედა და ეს ყველაფერი საუბრის რეჟიმში ისე გააკეთა,რომ ყველაფერი ძალიან სასცილო იყო და გოგოებმაც თავი ვერ შეიკავეს.
-რა ? რა ? რა ხდება?
-გამარჯობაა გვანცალალა. ასე ვეძახდი ჯერ კიდევ უწინ. გვანცა დაკვირვებულ მზერას არ მაცილებს და რამდენიმე წამში მის სახეს გაოცებისა და სიხარულისგან ბედნიერების ღიმილი ფარავას.
-არ მჯერა..არა არაა? კიმაგრამ...როდის ჩამოხვედი? მე რატომ არაფერი არ ვიცი?
-ალბათ ერთი თვე იქნება, შენ კი იმიტომ, არიცი ,რომ თაფლობის თვეში იყავი-ღიმილით მივუგე. მართლა გამიკვირდა გოგობმა რომ არაფერი უთრეს ჩემი ჩამოსვლაზე.
-მოკლედ, მოკლედ ხვალინდელზე ხომ ყველაფერი გაკრვეულია და 8 საათზე გელოდებით, ახლა კი გავიქეცი და ხვალ გელოდებით ყველას,სალ შენ კი განსაკუთრებით.
-კარგი გვანც ვეცდები აუცილებლად.
სიმართლე გითხრათ ნამდვილად ვერ მივხვდი თავიდან რაზე საუბრობდა, მაგრამ გამახსენდა,რომ ოქტომბრის ბოლო კვირა იყო. დიახ, სწორედ ის კვირა,რომელსაც გვანცა მთელი წლის მანძილზე სულმოუთქმელად ელოდა. ჰოო ეს მისი დაბადების დღეა, მაგრამ მინდა კი წასვლა? შევძლებ კი გარდირობში კაბის მონახვასა, მაკიაჟის გაკეთებას და...?
-უნდა წამოხვიდე-უცებ თბილმა ხმამ ჩამჩურჩულა...
ელი,ჩემი უახლოეს მეგობრებს შორის ყველაზე ახლობელი,რომელიც ყვლაზე კარგად მიცნობდა და ალბათ მიცნობს კიდეც, რადგან სწორედ საკუთარ თავთან გაართულ დიალოგისას მან გამცა პასუხი. უცებ ვიგრძენი,რომ საუცრად ვიყავი გაუცხოებული იმ ადამიანებისან,რომლებიც უახლოესნი იყვნენ ჩემთვის და იმასაც მივხვდი,რომ ისინი მე გავიუცხოვე. ასე უბრალოდ ავდექი ერთ დღეს და წავედი. დიახ, სწორედ ისე მოვიქეცი,როგოც ელი ამბობდა. სწორედ ისე,როგორც ელი შიშობდა. ავდექი, მოვიმიზეზე სწავლა და კარიერლი წინსვლის პერსპექტივა, სინამდვილეში კი საკუთარ თავს გავურბოდი, საკუთარი თავისგან გაქცევას ვცდილობდი. სწორედ ამიტომ გავატარე საშინელი 6 წელი აქედან შორს,დიახ, საშინელი იმიტომ,რომ სრულიად მარტო დავრჩი ჩემს თავთან. ჰოო,რაოდენ სასაცილოც არუნდა იყოს,მარტო იმასთან,ვისაც ყველაზე მეტად გავურბოდი, მარტო იმასთან, ვის გამოც ათასობით კილომეტრი გავიარე და ვინც ამ მთელი დროისა და მანძილის განმავლობაში ერთხელაც არ მტოვებდა მარტო. არადა,როგორ მჭირდებოდა საკუთარი თავისგან განმარტოვება.დიახ ისე, ისე ძალიან,რომ საბოლოოდ მარტოსული გავხდი.დიახ, ისეთი როგორიც ახლა ვარ. როგორიც ახლა ამ ოთახში ვზივარ, ჩემს ბავშობის მეგობრებს შორის და ვგრძნობ,რომ ჩემს კანში არასწორად ბუდობს სხვა პიროვნება. პიროვნება,რომელმაც არიცის რაუნდა, არიცის სად უნდა და ვისთან. ძალიან რთულია, დამეთანხმება,ვისაც გამოცდილი აქვს.
-წამოვალ, აუცილებლად წამოვალ ელ...
და თითქოს ჩემდა უნებურად აღმომხდა ეს სიტყვები და ნაცნობი სახელის წარმოთმისას კიდევ ერთხელ მივხვდი თუ როგორ ძალიან მენატრებოდა ელი.
დავიშალეთ. ყველამ სახლისკენ გავწიეთ, დამშვიდობებისას კი ყველა თბილად ჩამეხუტა და მომავალ დღეს რესტორანში ერთად წასვლა შემომთავაზეს. ვსოო ახლა კი თავს ნამდვილად ვერარ დავიძვრენდი და აღარც დამიძვრენია. სახლში ავედი,გზად კი კრუასანები ვიყიდე ჩემთვის და დედასთვის. კარი გავაღე თუარა ბუხართად დედაჩემი დავინახე წიგნით ხელში. მან თავისი დაკვირვებული მზერა შემომაგება და კაი ხანი არ დაუტოვებია ჩემი სხეული.
-დე ჩაი გინდა?
სიჩუმეა...დეეეე
-კი, დავლევ
-ჩაი მოვადუღე და ბუხართად მივუჯექი დედას კრუასანებით ხელში.
-რა ხდებოდა დღეს? ნახე შენი გოგოები თუ...
-კი ვნახე და არ ვაცადე სიტყვის დამთავრება, რადგან განწყობის გაფჭება არ მინდოდა.-ხვალ გვანცას დაბადებისდღეზე მივდივარ
დედაჩემი ახლა უკვე არც ერიდება დაკვირვებული მზერა ამარიდოს და პირდაპირ თვალებში შემომჩერებია
-რა იყო დედა? არ წავიდე?
-კი კი, რა თქმა უნდა, უნდა წახვიდე, აუცილებლად უნდა წახვიდე. ძალიან კარგი,რომ წასვა გადაწყვიტე...
ჩამეღიმა დედაჩემის ასეთ საქციელზე,მაგრამ მესმის მისიც.
***
გამიმართლა დღეს კარგი ამინდია. სამზარეულოში გავედი, ყავა მოვიდუღე და ოთახში დავრუნდი. ელ-ფოსტა შევამოწმე-არაფერი საინტერესო. კარადა გამოვხსენი და ტანსაცმლის მოსინჯვა დავიწყე, რატომღაც ამ ყველაფრის მუსიკის ფონზე გაკეთება მომინდა,ისევ ისე,როგროც უწინ. და დავფიქრდი,რომ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვიხსენებ წარსულ,წასვლამდე და თითქოს ყველაფერი ისევ ისე მეორდება,როგორც მაშინ.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,რაც ჩამოვედი წონაში საგრძნობლად დავიკელი, ამიტომ ლილში ნაყიდი ტანისამოსი გვერდით დამრჩა,მკერავთან სირბილის არც დრო მქონდა და არც სურვილი. დედას ვთხოვე რამე გამოენახა ჩემთვის, მაგრამ მისი ტანსაცმელიც არ მომერგო. ვგრძნობ,რომ უკვე ხასიათი მიფუჭდება
-ნახე რა ვიპოვე დე
ოო ღმერთო ნუთუ ეს კაბა კიდევ შენახული გაქვს?
-კი აბა ხო არ გადავაგდებდი დედიკო და საოცრად სევდიანი ღიმილით შემომცინა
-მადლობა დე,ეს კაბა ძალიან მიყვარდა მახსოვს.
ვსო პრობლემაც მოგვარდა კაბა მაქვს ახლა მაკიაჟის დროც დადგა. ოჰ ეს კი ნამდვილად უფრო დიდი პრობლემაა, წლებია საკუთარი ხელით მაკიაჟი არ გამიკეთებია. გადავწყვიტე ცოტახნიტ ტაიმ აუტი ამეღო და დამესვენა მზადების პროცესისგან. სავარძელზე მოვკალათი, კოლას ქილა ავირე და ლეპტოპი მუხლებში მოვითავსე. სოციალურ ქსელში შევედი.ჩამოვყევი, ჩამოვყევი, ჩამოვყევი... არაფერია საინტერესო ,უცბად ნინის ჩატი ამოხტა
-რას შვები?
-ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტი მაკიაჟის გარეშე რომ წამოვიდე საღამოს ძალიან გაგიფუჭებთ თუ ისე რა
-ჰა ჰა ჰა რა სულელი ხარ და ისევ ისეთი სულელური პრობლემებით,რომლის მოსაგვარებლადაც ორი ნაბიჯის გადადგმა გჭირდება მხოლოდ.
-ანუ რას მთავაზობ?
-რას და გამომარე და მე გაგიკეთებ მაკიაჟს
-ოჰჰ შენ ნამდვილი წმინდანი ხარ და უამრავი კოცნა სმაილი
მხიაურლად ავდექი, სვიტერი გადავიცვი და ნინისაკენ გავწიე,ისე რომ წამიერად გადამვიწყებოდა ჩემი თავი, დეპრესია და ყოველივე.
***
რვა საათიც მოახლოვდა და ტაქსმა რესტორნის კარებთან გამიჩერა. გადმოვედი, შევათვალიერე შენობა,არაუშავს, შევედი და უცბად დავიბენი საით წავსულიყავი,ტელეფონს ძებნა დავუწყე,როდესაც გვანცას ყურისწამღები ხმა მომესმა
-საააალ,მოხვედიი
-კი კი მოვედი,ხომ შეგპირდი.
-ძალიან გამახარე,წამოდი ზემოთ ავიდეთ ყველა იქაა.
კიბე მხიაულად ავიარეთ, ვგრძნობ,რომ ნელ-ნელა ჩვეულ სხუელს ვუბრუნდები. გოგოებს გადავხვიე, და მაგიდისკენ შევტრიალდი უცხო სახეების დასაკვირვებლად, მივხვდი,რომ გვანცას გარეშე ვერაფერს გავაწყობდი და უბრალოდ მივესალმე მათ, მზერა კი ძალაუნებურად წინა მაგიდისაკენ გამექცა. მაგიდისაკენ,სადაც ნაცნობი სახე იჯდა,ძალიან ნაცნობი, დიახ,ის სახე,რომელსაც სამი კვირის მანძილზ ქუჩებში დავძებდი.
უხერხულად შემოვტრიალდი,ვეცადე მზერა ამერიდებინა და შეუმჩნეველი ვყოფილიყავი,ამიტომ ფეხაკეფით გამოვიპარე გოგოებისაკენ. დაბნეული ვიყავი არ ვიცოდი რა უნდა გამეკეტებინა, გოგოებს არ ვეტყვი, ვერ ვეტყვი,იმიტომ,რომ თავის დროზეც უარყოფითად იყვნენ განწყობილი ჩვენს მიმართ. ჩვენს? ჰაჰაჰა სალომე ძალიან სასაცილოა,რომელი ჩვენ? ათი წელი გავიდა იმ ყველაფერის შემდეგ. ნეტა ცოლს გაშორდა? მაშინაც უკვე აღარ იყვნენ ერთად.
-სალ სალ რა ხდება?წამოდი დავსხდეთ
-არაფერი გვანც, წავიდეთ
მაგიდას მივუსხედით, ის კი ჩემს პირდაპირ მაგიდაზე ზის,ისე რომ ერთმანეთის თვალებში ყურებაც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, თუ ამხელა მანძილძე ხედვა შეუძლია და ჩემსავე ფიქრებზე გამეცინა. გვერდით ელი მიზის
-რა გაცინებს?
-ჰა? არაფერი, რაღაც გამხსენდა

-ჰოო.ისე ლილში ცხოვრების ამბები როდის უნდა მოგვიყვე?
-ააჰ არაფერი განსაკუთრებული. უნივერსტეტი სამსახური. მოგიყვებით მერე
-ელი სახეზე დაკვირვბით მიყურებდა თითქოს რაღაცის წაკითხვა უნდოდა, მაგრამ მე ღიმილით შევხედე და ვეცადე ყველა ეჭვი გამეფანტა
-მოდი ელ დავლიოთ
-უკვე მაკვირვებ სალ
-გავიხსენოთ ძველი, ტკბილი დრო
და სასმელი ერთიანად გამოვცალეთ. რამდენიმე საათში ლამაზად გაწყობილი მაგიდა სრულ არეულობას დაემსგავსა. შვიდი სკამი მაგიდისგან განცალკევებით ერთმანეთზე შევატყუპეთ და უამრავი სასმელი მოვიმარაგეთ.
-ო ღმერთო ნუთუ ეს ჩვენი სიმღერაა
-კი კი კი ,წამოდი ვიცეკვოთ
-არ არსებობს, ადგილიდან ვერ ვიძვრი
-კარგი რა ნუ ხარ ეგეთი მოხუცი, წამოდი
-ბოდიშს მომიხდი მაგ სიტყვებისთვის იცოდე
და შვიდივენი დარბაზის ცენტრში გავიქეცით და მართლა ისე ვცკევავდით,როგორც ნათქვამია,რომ უნდა იცკევო, აი ისე,თითქოს არავინ გიყურებსო. ზუსტად ასე ვცეკვავდით იმ წამს და არაფერი გვაღელვებდა. იმ წამს ამდენი წლის შემდეგ ისევ ვიგრძენი ბედნიერება და ისევ ამ ხალხთან ერთად. ცეკვავმ ოდნავ გამომაფხილზა და მაგდიებიდან უამრავი ინტერესიან თვალსაც გადავწყდი მათ შორის კი ისიც იყო. მის დანახვაზე წამიერად უფრო გავბედნირდი და ცკევა დავიწყე. ახლა უკვე მისთვის ვცეკვავდი, მინდოდა ,რომ მხოლოდ მას ეყურებინა ჩემთვის და მხოლოდ მისი ვყოფილიყავი. ღმერთო ძალიან მენტრებოდა ეს ყველაფერი,და ის ყველაზე მეტად.
სასმელმა თავისი გავლენა მოახდინა ჩემს ორგანიზმზე და ყველაზე მეტად საჭირო ოთახისაკენ გავწიე. ვეცადე ცოტა გონს მოვსულიყავი, წყალი შევიპკრე და გადავწყვიტე მოსაწევად გავსულიყავი ჰაერზე. აივნის კარი გამოვაღე და მოწნულ საქანელაზე ჩამოვჯექი, სიგარეტი ამოვიღე, ნაფაზი დავარტყი და ნელ-ნელა ვიგრძენი როგორ გაათბო ფილტვები და ტვინი ნიკოტინმა
-მგონი ცოტა შეუსაბამო ამინდია საქანელაზე განსამარტოვებლად
-შეცბუნებისგან კვამლი გადამეყლაპა და ლამის უკვე მეორედ მისი მიზეზით სიკვდილს ჩავხედე თვალებში.
-მაპატიეთ არმინდოდა თქვენი შეშინება
-არაუშავს, არაფერია
-შეიძლება ჩამოვჯდე?
-დაბრძანდით
ჯიბეების მოჩხრეკვა დაიწყო,მივხვდი,რომ რაღაცას ეძებდა
-სანთებელა დაგრჩათ...
-ჰმმ დიახ,შეგიძლიათ მათხოვოთ? დუმილი...-ისე მგონი სჯობს ერთმანეთს თქვენობით აღარ ველაპარაკოთ
-აღარ?
-ჰოო აღარ. ისევ დუმილი...კი მაგრამ როგორ ვერ მიხსენებ, არ შემიძლია ისევ ისე აგარიდო თავი,ვითომ ერთმანეთს არ ვიცნობთ.
გავშრი, ხმა სადღაც გამქრალიყო.ვეცადე ჩემი სხეულის თითოეულ კუნჭულში შემეხედა, მაგრამ მას ვერსად ვპოულობდი. ყველაფერი ბუნდოვან ვნებას მოეცვა და ხმაც მას წაერთვა.
-სალომე...შემომხედე გთხოვ
და უცბად მისი თბილი ხელები ჩემს სახეზე ვიგრძენი.
-ნუთუ მართლა არ გახსოვაარ?
-მმე,მახსოვხარ, მახსოვხარ
ერთმანეთს შევხედეთ, რაღაც დროის მანძილძე ვუყურებდით მერე კი ორივეს გაგვეცინა.ვიცინოდით სულელებივით,გიჟებივით და რაზე ვიცინოდით არც კი ვიცოდით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent