კუპიდონის ქალიშვილი საყვარელი I
ოდესმე თავი ისე მარტო გიგრძვნიათ,რომ ონლაინ გაცნობით საიტზე დარეგისტრირებიხართ? ჰა ჰა ჰა...მე კი. დიახ,დიახ ჩემი მარტობაა იმდენად გამძაფრებულად მიტევდა,რომ ყველანაირ გზას ვნახულობდი მის გადასაჭრელად. ვირტუალური სივრცე კი ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად კომფორტულია. ვერ ვიტყვი,რომ ცუდი იყო, პირიქით ერთი წლის განმავლობაში თითქოს დამოკიდებულიც გავხდი ამ საიტზე, ვრეგისტრირდებოდი, ვინმე ვარიანტს ვარჩევდი და ვსაუბრობდით. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ურთიერთობის მოლოდინით, უბრალოდ დროის მოსაკლავად, უბრალოდ... როდესაც დაქალები იკრიბებით, ყველა მათგანს ყავს ვინმე, ვისზეც ისაუბრბს, ვის შეტყობინებასა თუ ზარს ელოდება,შენ კი მუდმივ მსმენელის პოზიციაში ხარ, რაცარუნდა გულღია ადამიანი იყო,ეს ყველფერი გთრგუნავს. სწორედ ასე, ამ პატარა ტყუილებით ვკვებავდი საკუთარ მარტოობას წელზე მეტი,თუმცა უშედეგოდ. ხოდა,როდესაც სამსახურიდან დაღლილი და მომავალი კანდიდატის ძებნით ქანცგაწყვეტილი ჩავჩერებოდი ჩემს ანდროიდს გზაზე გადასვლისას,უცბად ყურისწმღებმა სიგნალმა გამომაფხიზლა და მივხვდი,რომ უკვე სახლთან ვიყავი მოსული,თუმცა რატომღაც ერთ მანქანას მაინც და მაინც მაშინ მოუნდა ჩემს გზაზე გასვლა,როდესაც გარესამყაროს მოწყვეტილს, დახშული მქონდა სმენისა და მხედველობის ორგანოები. ჩემი დამნაშავის გრძნობა მძღოლის გამაღიზიანებლმა ირონიულმა ტონმა ჩაახშო: -გოგონა რაღა ამ მშვენიერ საღამოს გადაგიწყვეტიათ , თანაც ჩემს ბორბლებ ქვეშ? -თქვენს ბორბლებ ქვეშ სიკვდილს ნამდვილად არ ვისურვებდი -ოჰჰჰ კიმაგრამ რატომ? აჰ ალბათ უკეთესი კანდიდატურა გეყოლებათ,ვისაც ასე გამალებული ემესიჯებით ამ ირონიულმა ტონმა თითქოს გადავიწყებული მარტოობა გააღვიძა და კიდევ ერთელ მწარედ ვიგრძენი ცხვირში როგორ ამომკრა წიხლი ამ მწარე გრძნობამ -ნამდვილად და თუ არგინდათ პრობლემები შეგექმნათ სჯობს ერთმანეთს დავემშვიდობოთ და გულგრილი ღიმილი ვაჩუქე. -მოიცა მოიცა კიმაგრამ, გზაზე მიხტებით და კიდე მე მექმნება პრობლემები? -გზაზე არავინ გიხტებათ... -კარგით მაპატიეთ უხეში ტონი,მაგრამ თქვენს გამო ლამის საწყალი ძაღლი შევიწირე და ჩემი ახალთახალი მანქანის ფარი დამნაშავემ ისევ გაიღვიძა ჩემში და პირველად შევხედე მის მანქანას და შემდგომ მძღოლსაც. აქამდე ფარული დანაშაულის გრძნობა არ მაძლევდდა საშუალებას თვალებში შემეხედა. წამიერად,როდესაც თვალებში შევხედეთ გონებაში რაღაც ნაცნობმა გრძნობამ გამიარა, მუცელში თითქოს ზოოპარკიდან გამოქცეულ ყველა ცხოველს თავი მოეყარა და ერთაად დაეწყოთ ყვირილი,ღრიალი ხტუნვა,ჩემდა უნებურად სახეზე სიწითლე ვიგრძენი და 10 წლის სინანდელი შეხვედრა ამომიტივტივდა გონებაში. დიახ დიახ,სწორედ ასეთი არაარელური შეგრძნებები მეუფლებოდა მაშინ,როდესაც პირველად ველაპრაკე მას. პირველად და უკანასკნელად იმიტომ,რომ 2 წლის მანძილზე ჩვენი შეხვედრები მხოლოდ თვალის კონტაქტით შემოიფარგლებოდა. ვერ გეტყვით რამდენი ხანი ვიყავი ასე გაყინულ პოზიციაში, მაგრამ მის თვალებში დიდი გაკვირვება ამოვიკითხე, ნამდვილად ვერ მიცნო, ნამდვილად ვერ მიცნო, სიწითლე სიმხურვალეში გადაიზარდა და თავჩახრილი სახლისაკენ მიმავალ გზას დავადექი. უკნდან კი მისი ხმა მომესმა -ერთი წუთით დამელოდე. დიახ დიახ ისევ ისე როგროც 10 წლის წინ. მგონია,რომ ვგიჯდები და ნაბიჯს არ ვწყვეტ. -გოგონაა ერთი წუთით, ხომ ხედავ ვეღარ გეწევი თავი ისევ ისე ის 15 წლის სულელი გოგო მეგონა, რომელიც დაბნეულობისა და უხერხულობისგან გაურბოდა მასთან პირისპირ შეხვედრასა და საუბარს. -გისმენთ... -ბოდიში შეიძლება ცოტა თავხედურად გამომივიდა ვერც გკითხეთ როგორ ხართ უცბად ვიგრძენი,რომ ყელში მქონდა მომდგარი ბურთი,ისე რომ ლამის ვიტირებდი,ლამის ყველაფერს მოვუყვებოდი ჩემს მარტოობაზე და ცხოვრებაზე და იმ წამს ვირძენი,რომ ისევ ის ვარ რაც 10 წლის წინ ვიყავი,შეიძლება პატარა ნაოჭით თვალის მარცხენა კუთხესთან,მაგრამ ისევ ისე დაბნეული და მარტოსული როგორც მაშინ, ის კი ისევ ისეთი თავისუფალი და უშუალო იყო. -არამიშავს...მხოლოდ ამის ამოლუღლუღება შევძელი. -თუგინდა სახლში მიგაცილებ,უბრალოდ უსაფრთხვოების მიზნით. -მადლობთ უკვე მოვედი და სადარბაზოს კარის გასაღებად შევტრილდი და თავში მთელ ფიქრთა კორინტელი აიშალა- ნამდვილად არ ვახსოვარ...არც ეს სახლი ეცნო...არც ის შეხვედრა ემახსოვრება... -კარგი, მაშინ დავიმახსოვრებ შუა სადარბაზო -მე დაბნეულად გავხედე -ღამემშვიდობის სადარბაზოს კარს ამოვეფარე და ჩავილუღლურე - ღამემშვიდობის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.