შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალა წელი ახალი გრძნობებით (თავი 1)


13-12-2015, 23:37
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 610

„მიკვირს,რომ გაგახსენდი..“
„ჩემთვის ძვირფასს ადამიანებს არასდროს ვივიწყებ“-წავიკითხე და გამეღიმა.
ჩვენ ხომ თითქმის ერთი წელია დავშორდით,უბრალოდ და უსიტყვოდ,მას შემდეგ არც კი მოუწერია,ახლა კი მწერს..უემოციოდ ვუსურვებ სურვილს და „ფეისბუქში: ვამატებ,ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს,ის ჩემი მე-5000 მეგობარი იქნება.
„ეს შენი გვერდია?“-ვიღაცის პროფილი გამომიგზავნა.
„არა..“
„შენ გგავს“.
„შენ რა გეგონა ჩემს ფოტოს დავდებდი და თანაც ამდენს?“-ვეკითხები და მასზე მეღიმება,ნამდვილად არ მიცნობდა.
„არა,მართლა გგავს..“
„ორჯერ გრძელი თმა მაქვს და არც ცისფერი თვალები..ჩემი თმა თანაც სხვა ფერია..“-ნიშნის მოგებით მივწერე და ლეპტოპს მივაშტერდი.
„თურმე ეს მეგონა,როცა მოგწერე,რატომ არ მამატებ-მეთქი..“
„ალბათ“-მივწერე და აღარაფერი მოუწერია.მეც კი გამიკვირდა,რომ დავამატე და დავთანხმდი,ერთმანეთს არ გავექცეთ და ნორმალური ურთიერთობა გვქონდესო.მეორე დღეს მომწერა,რომ კარგი ინქებოდა გვეკონტაქტა,კარგი ადამიანი ვიყავი.
ეს ყველაფერი სასაცილოა,მაგრამ არ მაღელვებს.მის მიმართ არც არაფერს ვგრძნობდი,უბრალო ახირება იყო და მეტი არაფერი.ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის.ოიყო ხომ ის ადამიანია,რომელიც ცისფერ თვალებზე მიწერდა ლექსს და მერე ცისფერთვალა გოგო ვეგონე.ყველაფერი ირონიულია.
***
სკოლის მერე პირდაპირ სახლში მივედი.შინ არავინ იყო.
სახლში მოსულმა პლანშეტი ავიღე და გახდის გარეშე დავჯექი სამეცადინოდ.ქართული მქონდა სასწავლი და თანაც იმდენი რომ საღამომდე ვერ მოვრჩებოდი.სასაცილოა,როცა აბიტურიენტი ხარ და სრულწლოვანი.სასაცილოა,როცა სკოლაში გთხოვენ სიარულს და გაკვეთილებსაც გაძლევნ სულელური ოქროს მედლის გამო.
უკვე რამდენი ხანია,რაც დიდოსტატს მოვაჭერი ხელი,მაგრამ ისევ ვსწავლობ.დავჯექი და ბალიში ამოვეუდე ქიგნს,თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ.
ისე ჩავერთე ვითარებაში,რომ კარის ხმამ ძლივს გამომაფხიზლა.საათს რომ დავხედე სამი იყო და მხოლოდ მაშინ გამახსენდა,რომ ამ დროს მემაწვნე უნდა მოსულიყო.ზლაზვნით გავაღე კარი და რძე გამოვართვი.
-დედაშენმა მაწონი არაო?
-არა-გავაქნიე თავი-ის გადაგიხდით-დავსძინე და კარები მივხურე,შემდეგ ყვითელი გასაღები გადავსწიე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.კარგად უნდა გამეთავისებინა რა რის შემდეგ ხდებოდა.
ნახევარ საათში ავდექი და გასავწყვიტე რძე გამაცხელბინა,დედამ ნახველი გაქვსო და დალიეო.არაფერი მჭირს,მაგრამ ყოველ დილას არასასიამოვნო სითხეებს ვღვრი ნიჟარაში,ეს კი სახარბიელო არაა.
რძემ სანტა გამახსენა.მისი არასდროს მჯეროდა.ისევ გავითავისე,რომ ცხრა დეკემბერი იყო და სამზარეულოში გაკრულ კალენდარს თვალი ჩავუკარი,რა დროს ამის დროა.
სადილის შემდეგ მივხვდი,რომ დიდი დრო გავიდა,პლანშეტი გამოვრთე და უნარებს ჩავუჯექი.ძალიან სულელური რამეებია,მაგრამ რა ვქნა.ამ სისულელეში ფულის გადახდა გაფლანგვად ჩავთვალე და თვითონ ვმეცადინეობ.ვერბალურს დავამუღამებ და მათემატიკაში მხეცი ვარ.ოლიმპიური გონების არ ვარ,მაგრამ კარგად გამომდის,ისე არაფერი გამომდის ცუდად.სიმართლე რომ ვთქვა,სკოლის ნებისმიერ საგანს გავუგე და შევითვისე ერთის გარდა და ეს ისტორიაა,ისე ზლაზვნით ვსწავლობ ამ საგანს და,მით უმეტეს,როცა საბჭოთა დროს ეხება,ვერ ვიტან მენშევიკებსა და ბოლშევიკებს,ვერ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს..რაღაცნაირად არ მოდის ეს ისტორია ჩემამდე.ჰო,დღეს ჩემმა კარეიანმა დამრიგებელმა მე გამომიძახა,მე ხომ ერთადერთი ვარ,ვინც მის გაკვეთილს სისტემატიურად სწავლობს.ვაღიარებ და სისტემატიური გოგო ვარ.
ხუთის ნახევარზე კლასელმა მომწერა,წიგნი წამომიღე სკოლაშიო.კარგი-მეთქი მივწერე და მომდევნო მონაწერს დავაკვირდი.ეს ის იყო.რა ის...უბრალოდ ის,ვიღაც,რომელი..ამ წინადადებას მერე გავაგრძელებ..
„როგორ ხარ?“
„კარგად.“
-მომენატრე“.
„მართლა?“-მივწერე და აჩქარებით გამოვაღე გარდერობი,უნდა გამომეცვალა,რადგან მალე წასასვლელი ვიყავი.
„ჰო,მართლა..მეგონა მომწერდი..“
„ჰმ..“
„რას შვრებოდი დღეს?“
„მაგვიანდება ცურვაზე..“
„კარგი,მერე მოგწერ..“-მომწერა და ლეპტოპი ჩავხურე.ვაღიარებ ტრადიციული მეთოდით ანუ ლეპტოპით უფრო მიყვარს სოციალურ ქსელში ძრომიალი.ამის დრო ახლა თითქმის არ მაქვს,არც იმ წამს მქონია და მაშინვე წამოვდექი.ტანსაცმელი გამოვიცვალე და ჩანთაში მთელი რიგი ატრიბუტები ჩავყარე.
არც ისე საყვარელი ქუდი დავიხურე,შლაპა თავდაბანილზე არ მიდის,უფრო სწორედ,არ ათბობს და გაციება არ მჭირდება.ეს უკანასკენლი დამღუპავს ასეთ გაწამაწიაში.
გზაში დაქალს ვესაუბრე.რაღაც სისუელელეებზე იცინოდა და მეც გულიანად მაცინა..ახალ წელს შენთვის საჩუქრები მაქვსო,წამიღო ტვინი.რა ექნება მეც ხომ ვიცი,სულელური ჩურჩხელები ამოავლო ბებიამისმა და იმას მატენის კარგი ხანია.
თეთრ არკას გავცდი და მეორე მარეს გადავედი.სულ ავილია ამ ქუჩის გადაჭრა,არ მესმის დედაჩემი ასე რატომ უფრთხის.ავტობუსს შევხედე,ზუსტად ეს მაწყობდა,კიდევ კარგი აქ მაინც გამიმართლდა.
ოც წუთში გასახდელში ვიყავი,საშვი დავუტოვე გარეთ ქალს და კარადის ნომერი ავიღე.იმხელა პალტო მეცვა რომ ძლივს გავიხადე,აქ განსაკუთრებულად თბილად ვიცვამ ხოლმე.
-გამარჯობა..როგორ ხარ?=მომესალმა მასწავლებელი.ის ჩია ქალია და სულ წითელი სვიტერი აცვია.
-კარგად,თქვენ?
-დღეს დრო უნდა გააუმჯობესო,შეუერთდი ბავშვებს..“-თვალით მანიშნა და მეც კიბეებზე დავეშვი.წყალი განსაკუთრებულად თბილი მომეჩვენა და სასიამოვნოდ ჩავყვინთე.
იმ დღეს განსაკუთრებულად ბევრი ადამიანი იყო.იმ ბიჭის დანახვა,რომელიც დამეჯახ,არ მესიამოვნა.კიდევ კარგი ხუთ მეტრზე ფეხი დამიდგამ და ამოყვინთვაც შემიძლია,თორემ ნამდვილად შველა დამჭირდებოდა.ეს ირონიით,თორემ უკვე წლებია,რაც ცურვაზე დავდივარ და უკვე პროფესიულ წვრთნას გავდივარ.
***
-გამომიარე რა-დამირეკა თაკომ,ჩემმა დაქალმა.
-გოგო,ხვალისთვის ქართული არ მიმეცადინია.
-აუ,დღის მეორე ნახევრის იქით გაქვს-დაიწყო წუწუნი.
-კარგი და თუ ვერ მოვასწარი შენს მხრებზეა-გამეცინა და ქუდი მოვიხადე.კიდევ კარგი ნორმალური ქუდი ვიყიდე,თორემ ამდენი თმის შრობა აღარ შემეძლო,მერე თმაც ფუჭდება,გული მიკვდება,როცა წარმოვიდგენ ჩემს გასწორებულ თმას როგორ ანადგურებს ქლორიანი წყალი.
***
-შორენა,იცი,რა მაგარი ბიჭი გავიცანი.
-სად?-ინტერესით ვკითხე და მხარზე თავი დავადე.
-სად და..ჩემი კურსელია..
-პირველ კურსზე ხარ და სწავლის მაგივრად რას ჩალიჩობ.
-არა,უბრალოდ საყვარელია.
-როგორ ვერ ვიტან შენგან ამ ფრაზას.
-შენ კი ყოფილი დაამატე „ფეისბუქზე“-გაიცინა და თვალი ჩამიკრა.
-5000-ე იყო-თვალი ჩავუკარი და ინტერესით დავაკვირდი მის სახეს-გოგო,საიდან მიხვდი?
-შენი ფოტო გაიზიარა.
-რა?
-ჰო,თან ემოციური..აბა ,რა გითხრა?
-ფოტო მანახეო,მეც ვანახე და გაზრდილხარო...დიდ ხანს არ გვისაუბრია,მაგრამ ის და ეს შენც იცი..ახლა სულ არ მცალია ურთიერთობისთვის.
-რა ხარ...-პირზე ხელი აიფარა და თმაზე მომწიწკნა.
-კიდევ რა გითხრა?
-იმედია,ერთხელ შევხვდებითო..ის დღე გულზე მაწვებაო თუ რაღაც,რომ ვიხსენებო..პირველ შეხვედრაზე ამბობს,მაგრამ ეს უბრალოდ ისე სიტყვის მასალად და ოპეტურად..-თვალი ჩავუკარი.
-მომენატრე..შენს ნომერს ინახავდა..
-კარგი რა,თაკო...გინდ მასე იყოს,ოქრო ხომ არაა და ან ანდამატივით მიზიდვის უნარი ჰო არ აქვს..-სიცილში ავიყოლიე დაქალი.
-გოგო,ახალ წელს რამე მააგრი გავაკეთოთ..
-რა ბებიაშენმა ჩურჩხელები ისევ ამოავლო?-სუნზე მივხვდი და სიცილი ამიტყდა.
-ჰო,ყიდის...შენ აგდებით ნუ უყურებ..მაგარი ბიზნესი აქვს.
-გამატანე ერთი და როცა ხასიათზე ვიქნები შეგიფასებ..-თვალი ჩავუკარი მაცდურად.
-ბაზარი არაა!-ფეხზე წამოხტა-ისე სჯობს გავაშრო და მერე..
-რა ძუნწი ხარ-საკუთარ ნათქვამზე გამეცინა.
***
სახლში თერთმეტზე მივედი.მინდოდა „გრეის ანატომია“ მენახა,ეს კვირაა არც ერთი სერია მიყურებია.
-ჰო კარგად ხარ?-მკითხა თამაზიმ,მამაჩემმა.
-კი,შენ?-ვკითხე და ოთახში შევედი.
გავიხადე და მაშინვე ღამის პერანგი გადავიცვი,შუქი ჩავაქრე და დიდეკრანიან ტელეფონთან ერთად საწოლში ჩავწექი.ზოგჯერ ჩემი ქმარი მგონია,რადგან ერთად ვიძნებ,ერთად ვიღვიძებთ და დილა-საღამოს სიყვარულით ვკავდებით.ოსევ გამეცინა!.
„აქ ხარ?“-დათოს მონაწერს წავაწყდი.
„ჰო“-მივწერე შეჭმუხნული სახით..
„მხოლოდ ჰო?“-მკითხა და სიცილის სმაილიც დააყოლა.
„გრეის ანატომიას უნდა ვუყურო,არ მცალი“-მივწერე და პლანშეტისკენ წავიღე ხელი.
„კარგი რა,შენთან ლაპარაკი მინდა,მომენატრა.“
„ყოველთვის ასე ამბობ“-სიცილი ამიტყდა ამ ყოველთვიზე.ერთი ბიჭია,ისიც ვერძია და რატომღაც ვერ მეშვება,მეც ვპასუხობ.მხოლოდ ერთხელ შევხვდით და მაგის მერე ასჯერ მაინც ვიჩხუბეთ,თითქმის ნახევარი წელია მწერს,დროგამოშვებით ციმციმებს მისი „მესიჯები,“,მაგრამ რა უნდა ვერ გავიგე.სასაცილო ისაა,რომ ჩემზე ერთი კვირით პატარაა და ზუსტად იმ თვეში დაბადებული,რომელშიც მეც.ეს სულელური დამთხვევაა.
„ვერძი ხარ“-მომწერა დათომ.
„შენც და იცი რა? ვერძები ერთმანეთს ვერ ეწყობიან..მუდამ ლიდერობაზე ფიქრობენ და ამიტომ ურთიერთობა არ გამოსდით“-ვიფიქრე ასე მაინც მოვიშორებო,მაგრამ შენც არ მომიკვდა,მეც ჩამითრია საუბარში.
ორის ნახევარზე ვწერდით,მერე ჩამეძინა,დილას კი ისევ მისი მოწერილი დამხვდა.
„ჩაგეძინა..მომენატრე..“-არაფერი მიპასუხია,საათს დავხედე,ცხრის ნახევარი იყო და საწოლიდან ავდექი.
***
-ვერძები რეალისტები არიან და უყურებენ ცხოვრებას სარკეშიო,მაგრამ ეს არც ისე მართალია..დათო სიმაღლეში რამდენიმე სამტიმეტს იმატებს..193 ვარო,მაგრამ 190-იც არაა-ვუთხარი თაკოს,რომელსაც სკოლის მერე გავუარე.
-რატომ ხარ ასე გადაკიდებული სიმაღლეს?
-შენ იცი,რომ 186-ს და უფრო მაღლა ჩემთვის მაღლად ითვლება,მაგრამ რა საჭირო იყო ტყუილი.
-ისევ ამას ამბობ? რა იყო ისევ მოგწერა?
-გოგო,მთელი ღამე ვწერდით.
-რას ფიქრობ იმ ბიჭზე?
-სერიოზულ არაფერს,შესაძლოა ერთად კარგი დრო გაგვეტარებინან,გავრთობილიყავით,მაგრამ მასზე სერიოზულად არასდროს ვიფიქრებდი..იცი შენც.
-ანუ გინდა,რომ?
-არა,ეს ისე..არ მცალია ამისთვის.
-მაგრამ კიდევ გთხოვ შეხვედრას,გული მოგილვბება და ..
-არ დაგავიწყდეს ვერძი ვარ..-ამაყად ვუთხარი და სახე შევიცვალე-გოგო,წავედი ახლა..სამეცადინო მაქვს,უნდა მოვასწრო..
სახლში მისულმა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ბოლო ოთხი თავი ვისწავლე,გრამატიკაც ჩავაძაღლე და ბოლოს თემა დამრჩა.თემის დაწერა მხოლოდ შავად მოვასწარი და გადავწყვიტე მასწავლებლისთვის მეთქვა,რომ შემდეგზე მივიტანდი.
გაკვეთილის ბოლოს დალი მასწავლებელს ოლიმპიადის შესახებ ვუთხარი,ორი რომ არ შემეცვალა,მეორე ადგილზე გავიდოდი და კიდევ ერთი სისულელე რომ არ დამეწერა პირველზე-მეთქი.
-ხდება ხოლმე..-მითხრა და წიგნების ჩალაგება დაიწყო,მე არაფერი მიპასუხია.კიბეებზე ერთად ჩამოვედით,მარტო არ უყვარს და არც მე ვეუბნები ხოლმე უარს.დერეფანში დამემშვიდობა და მოსაცდელ ოთახისკენ წავიდა,იქ ელოდება ხოლმე შვილი და შვილიშვილი.
არაფრის ხასიათზე არ ვიყავი და პირდაპირ სახლში წავედი,თაკოსთან შევლა არ მინდოდა,რადგან თემის საქმემ გამანერვიულა,როგორ ვერ მოვასწარი-მეთქი.
-ჰეი,თათარა მოგიტანე..-შემეჩეხა თაკო კარებში.
-ვინ გაგიღო?
-დედაშენი იყო მოსული და მერე წავიდა.
-კარგი,გამოვიცვლი და გეახლები..თხილთან ერთად და ჩურჩხელა ჯერ არ გამშრალა.
-ბებიაშენს არ ეზარება ამდენის კეთება?
-ეს მისი ბიზნესია,შორე..-მითხრა ჩვეულად და სკამზე მოთავსდა.
-დღეს ვიღაც მირეკავს და მირეკავს..არ ვპასუხობ და წაიღო ტვინი..09-ზე მთავრდება ნომერი.ჰო არ იცი ვინ შეიძლება იყოს?-ვკითხე დაქალს.
-არა,არ ვიცი..იქნებ დათოა?
-გოგო,დამელაპარაკეო..ვეუბნები გაკვეთილზე ვარ-მეთქი და მაინც თავისას აგრძელებს ..ამიფეთქა ტელეფონი და გამოვრთე.
-დათოს მიწერე,ის ჰო არაა.
-კარგი-მივწერე და დაქალის უნივერსიტეტის ამბებს დავუგდე ყური.
***
-არა ის არაა-ორი საათის მერე მომივიდა პასუხი და თაკოს ვაცნობე.
„მომენატრე“-ისევ მომწერა დათოს.ამ სიტყვის მეტი არ იცის?
„მართლა?“
„ჰო,დღეს შენზე ვფიქრობდი.“
„მართლა?“
„შენ მაინც არ ფიქრობ და მე ვიფიქრებ.:
„ფიქრის უფლება ყველას აქვს“-ისევ გამახსენდა ჩემი თეორიები ფიქრის შესახებ.
„რა იყო კუკუმალაობანას მეთამაშები?“-ვკითხე ოციოდე წუთის შემდეგ.
„სტუმრები მყავს და ვე რწერ..მერე მოგწერ,დროებით,ტკბილო“-საყვარე;ლი ეპითეტი არ გამორჩენია და კოცნაც მოაყოლა.
საღამოს აღარ მოუწერია..დიახ,ველოდი მის მოწერას.როცა მწერს,ზოჰჯერ ერთი სული მაქვს,როდის წავა,მაგრამ,როცა არ მწერს,ზოგჯერ საშინლად მინდება ხოლმე,რომ ვესაუბრო..არ ვიცი ამას რა დავარქვა,მაგრამ წინა ღამეს მართლა მასზე ვფიქრობდი.
მათემატიკის საკონტროლოსთვის ვიმეცადინე და უნარებიდანაც დავწერე რაღაც ამოცანები,დროც მალე გავიდა,საღამოს სერიალის „გრეის ანატომია“ ერთ-ნახევარ სერიას ვუყურე.ეს ერთადერთი სერიზლია,რომელიც დიდ ხანს გრძელდება და გაწეილილია არაა..ვფიქრობ,მისი რეჟისორი კრიტიკული სიტიუაციის წინაშე არ დამდგარა და რაღაც დებილობები არ ცაურთავს სერიალში,ამიტომაც ეს ერთადერთ ისერიიალია ჩემი გრძელი სიიდან,რომელსაც ბოლომდე მივყვები,დანარჩები სადღაც გადავაგდე.
თორმეტი საათი იყო,როცა ლეპტოპი ჩავრთე და გადავწყვიტე სანტასთვის წერილი მიმეწერა.მხოლოდ მათემატიკის ოლიმპიადაზე გასულებს შეეძლოთ ხურჯინში ჩაეგდოთ ის ოლიმპიადის მერე,მე კი არ ვიყავი მონაწილე,პირველ ტურზე არ წავედი,მათემატიკას მაინც არ ვაბარებ და მაგის თავი ნამდვილად არ მქონდა,თუმცა ახლა გდავწყვიტე წასვლა და ფულიც ჩარრიცხე..ვიფიქრე,რომ მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში შეამოწმებენ ვიყავი თუ არა პირველ ტურზე.
დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი რა დამეწერა და ბოლოს გადავწყვიტე,დავწერე კიდეც და ორიგინალურიც გამომივიდა.
შაბათ ორ საათზე მაქვს და იმედია არ გამაკონტროლებს ჩემი ლომ-სანტა.
***
დილას შვენიერ ხასითზე ვიყავი,მაგრამ გუნება გამიფუჭა მუცლის ტკივილმა,ცურვა დილას მქონდა და უკვე ვეღარ წავიდოდი,ისევ უნდა გამეცდინა ორი გაკვეთილი..
ორი საათისთვის ქვითარი ჩანთაში ჩავდე და ჩემს სანტასთან შესახვედრად გავემზადე.მხოლოდ იმ მომენტში გამახსენდა,რომ მწვრთნელისთვის არ შემიტყობინებია ჩემი არ მოსვლა.მოგვიანებით მივწერე და კარგი საყვედურიც მივიღე.
თაკომ ბავშვობად ჩამითვალა სანტას გამო ოლიმპიადაზე წასვლა,მაგრამ ყური არ ვუგდე,რატომღაც მჯეროდა,რომ რამეს მაჩუქებდნენ,ლეპტოპი მინდა-მეთქი დავწერე,ჩემი ლეპტოპი უკვე აღარ მაკმაყოფილებს.საუკუნეა რაც მაქვს და თან „აი3ია“ და ეს უკანასკენლი თანამედროვე ტექნოლოგიებს ძლიერ ჩამორჩება.თუ მაჩუქეს ახალი,ამას მაქსიმუმ სამას ლამად მაიცნ აგვყიდი-მეთქი-ვუთხარი დაქალს.
***
გარეთ უამრავი ხალხი ირეოდა.მთლად უამრავი არა,მაგრამ გადაჭედილი იყო მეათე,მეთერთმეტე და მეოთორმეტე კლასელებით.
პრინციპში,რეალურად სულაც არ იყო ბევრი ბავშვი.სამოცი თუ იქნებოდა.მუსიკების ხმა ისმოდა.ბანალური საახალწლო სიმღერებით იხსნებოდა ოლიმპიადა.
სულ დამავიწყდა ჩემთან ერთად ჩემი მეზოლელი იყო.ის მეათე კლასში სწავლობ და იმის გამო,რომ პონჩიკი ეყიდა და ჭამა მოესწრო მთელი ერთი საათით ადრე გამომიყვანა.ჩემი დაქალი არ მოდის და უნდა წამოხვიდეო,ისე ამაჩქქარა,რომ ჩაცმა ძლივს მოვახერხე,მაკიაჟსაც კი ვერ მივხედე.
“let it snow” და “all I want for Christmas” მიდიოდა და მიდიოდა.ხალხს ვაკვირდებოდი და სათვალიან ტიპს ვეძებდი.ოთხთვალა ყველგან უნდა იყოს,მგონი.
თაობა დამახინჯებული მომეჩვენა,მაგრამ გოგონები მაინც ვჯობივართ ბიჭებს.რა თქმა უნდა,სტატისტიკურად გოგოზე უფრო მეტი ლამაზი მოდის,ვიდრე ბიჭზე.ეს დიდი ხანია დავასკვენი.
ბუშტები მუსიკა და ლომის ნაკითხი როგორ ხარ.შემდეგ ქალმა წითელი ლენტი გახსნა და შესვლის ნება მოგვცა.
***
-რომელ წლიანი ხარ?-მკითხა მეტროში კონტროლიორმა.
-98-გავიგე,რომ სხვებს უკვე ჰკითხა,მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი პირადობა მოსთხოვა თუ არა,ამიტომ გადავწყვიტე მომეტყუებინა.
-პირადობა?
-არ მაქვს.დამეკარგა-მართლაც დამეკარგა და ვიფიქრე,რომ ამას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებდი.
-კომისიაა მოსული და ვერ გაგატარებთ-მითხრა და წარბები მაღლა ასწია.
-უი ასლი მაქვს-რამ მათქმევინა.ალბათ,გავრისკე,იქნებ არ მთხოვოს დანახვება -მეთქი.
-97? ცნობა უნდა გქონდეს?-გვერდზე გავიწიე და ერთ შუახ ხნის ქალს ვთხოვე,რომ მის ბარათში ჩამეტვირთა.
***
ვიდექი მეტროში და ვფიქრობდი,რომ ეს საქართველოა,აქ კონტროლისა და მეთვალყურეობის გარეშე არაფერს აკეთებენ.აქ იციან ტყუილი,მაგრამ ეშიანიათ პოლიციის,ეს დაქცეული ქვეყანაა,სადაც ვერ აუხსნი კონტროლიორს,რომ რუსეთში ცხოვრების გამო შემიყვანეს მშობლებმა სკოლაში ერთი წლით გვიან,ვერ აუხსნი,რომ დედაჩემსა და მამაჩემს უნდდოდათ ქართულ სკოლაში მიმეღო განათლება.
თაკოსთან წავედი გაბრაზებული და მის საწოლზე დავეხეთქე.მთელ დღეს თავს საშინლად ვგრძნობდი,მართლაც წვრილმანებშია ბედნიერებაც და უბედურებაც.თუნდაც ერთი რამ რომ სხვანაირად მომხდარიყო,სულ სხვანაირად წარიმართებოდა დღე..ცხოვრება წამებზეადამოკიდებული,მისი არსი იმ ფიქრშია,რომელიც უცაბედად გაგიელვებს გულში.
-როგორ ხარ? რაო სანტამ?
-სურათი გადამაღებინეს და მაინც და მაინც ახლა..როცა საწოლის პოზა სახით ვიყავი წასული.ყველაფერი იმ ნინის ბრალია..
-შენი მეზობელი?
-ჰო,გოგო...მერე კიდე კონტროლიორმა გაატრაკა..-მეცინებოდა იმ ქალის გამომეტყველებაზე.
თაკოსთან დავრჩი და ბებიამისის გაკეთებული თათარა.თათარა ერთადერთი ტკბილეულია,რასაც ვჭამ.ანანომ შემაყვარა ერთ დროს.მართალია თხელი იყომაგრამ მაინც დიდი სიამოვნებით შევჭამე,თხილიც ჩავყარე და ანანოს ორმაგი თეფშიც დავაყოლე.შემდეგ ფილმს ვუყურეთ,მაგრამ საღამოს თავი საშინლად ვიგრძენი..მუცელი ამატკივა ამდენმა ყურძნის წვენმა..
-ცუდად ვარ მგონი..-თავი ავსწიე საწოლიდან და ანანოს დავუძახე.
-ბორჯომი?-მკითხა ღიმილით.
-კი,მინდა-გავძახე და ფეხზე წამოვდექი..-მგონი,დამერხა..-ტუალეტში იმდენი ვარწყიე,რომ ძლივს გამოვედი გარეთ,მუცელი ამოტრიალებას მქონდა.
-გოგო,დალიე.გაზგასულია-მომაწოდა ნაბეღალავი-ბორჯომს ეს სჯობს.
***
დილას გამეღვიძა.ვგრძნობდი,რომ უკეთ ვიყავი.ფეხზე წამოვდექი და ჩანთას დავტაცე ხელი.ინგლისური,ქართული და უნარები მქონდა სამეცადინო.სწრაფად გავაღე კარი,წერილი დავუტოვე ანანოს და სახლში წავედი.გზაში ბორჯომი ვიყიდე და დათოს მონაწერს ვუპასუხე.
„რას შვრები ხვალ?“
არაფერი მიმიწერია.არ ვიცოდი რა მინდოდა საერთოდ და საერთოდ მისი თავი არ მქონდა.არავისთან საუბარი მინდოდა.მხოლოდ ნაბეღლავი და წიგნი იყო ის,რაც მინდოდა კი არა მჭირდებოდა.
ხშირად ვიქცევით ისე,როგორც საჭიროა და არა ისე,როგორც გვინდა.სახლში მივედი,შინ არავინ იყო.ჩემი მშობლები ქალაქგარეთ წავიდნენ რაღაც შეხვედრაზე,მარტო ვიყავი მთელ სახლში,საშინლად ვგრძნობდი თავს,მაგრამ ამაზე არ ვდარდობდი.სწრაფად უნდა დამემთავრებინა ჩემი კუთვნილი დავალებები.
***
ცხრა საათზე გარეთ გავედი.არაფერი მქონდა სადარდებელი გარდა იმისა,რომ ნაბეღლავის საშინელი გემო მქონდა პირში.
მაღაზიები მორთული იყო..ნათურები ანათებდნენ და თითქოს ახალი ცხოვრება იწყებოდა.დედაჩემის მოწერილი ვნახე,ხვალ მოვალთო და გამიხარდა.ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდით.შემდეგ თაკომ მომიკითხა და ისიც მალევე მოვიშორე.
დავდიოდი და ვფიქრობდი ცხოვრებაზე.ვფიქრობდი რა მინდოდა.ვფიქრობდი იმაზე,რასაც ცოტა ხნის წინ მივაგენი..ანუ იმას,რომ რაც გაქვს არასდროს აფასებ..არ მინდოდა ვინმეს შევხვედროდი.ვფიქრობდი,რომ ამით გაფასურდებოდა ცხოვრება,რადგან ის საფრთხილო გრძნობა დახურდავდებოდა და ამ უბრალო გატაცებებით ფერს დაკარგავდა.
სახლში ამოვედი და შევეცადე რამე დამეწერა.4ლოვეზე შევედი და შევეცადე ახალი წელი სიყვარულისთვის შემერწყა.
„საახალწლო კოცნა“ დავარქვი ახალ ისტორიას და საიტზე ავტვირთე.მაინტერესებდა რას იფიქრებდა ხალხი..მასში ჩემი ფიქრები გაზავებული არ იყო,მასში იყო ის ადამიანი,რომელიც თან იყო და თან არა..ჩნდებოდა და ქრებოდა..
მელანქოლია შემომაწვა..მინდოდა მივსულიყავი და ის ქალი გამეჩეჩქვა,ჩემი დამრიგებელი,რომელმაც სკოლა შემაძულა..
ის ქალი ცოტა ხნის წინ შემხვდა და ვერც მიცნო..მახსოვს,როცა პირველ კლასში ვიყავიამაყობდა,ამდენი მედალოსანი მყავს და ამდენიო..მაშინ ამის არსს ვერ ვხვდებოდი,მაგრამ ახლა რომ ვუყურებ ტყუილად უხაროდა,მეოთხე კლასის ჩათვლით ყველა სწავლობ,ციებ-ცხელება კი მერე იწყება..
ლეპტოპი გამოვრთე,კომენტრებს აღარ დავლოდებივარ და საწოლზე დავეშვი..
გამახსენდა ის დღე,როცა მესამე კლასში ვიყავი და ავადმყოფი ვიწექი საწოლში.გულის რევამ გამახსენა ის საშინელი დღეები,რომლებსაც მარტო ვატარებდი ოთხ კედელ შუა,,და ამიტომაც მეშინოდა მარტოობის,არ მეშინოდა სიკვდილის,მაგრამ მარტოობის მძაგდა,მარტოობა ბოლომდე მღრღნიდა და არსებობის საშუალებას მართმევდა..უკანასკენლ იმედსაც კი მართმევდა..
ამდენი ხნის გამავლობაში თვეებზე მეტს ვატარებდი ერთი ადამიანის სახის წარმოდგენაში..არ მიჭირდა მისი აღქმა,რადგან სოციალური ქსელები ამას მიადვილებდა..ამასთანავე ვერ ვივიწყებდი მის ღიმილს..
არ მინდოდა იმის აღიარება,რომ თითქმის თითოეული ჩემი ნაწერის წერისას მისი ღიმილი მახსენდებოდ და თავისუფლად წერის საშუალებას მართმევდა..ჩემს კალამს განაგებდა,მაგრამ არც ისე დიდი ხანია,რაც ის გაქრა..
ეს პროცესი ხანგრძლივი იყო,მაგრამ დასრულდა..ერთ დღეს ჩემი ლექსები მამაჩემმა შემთხვევით ნახა და ერთი რამ მითხრა,რაც ძალიან დამეხმარა..პაპაშენს რომ დაუწრე ის ლექსი მომეწონაო,მაგრამ იმ ბიჭზე არაო..როგორც ჩანს,მოგონილი გრძნობებიაო...
თითქოს ამან თვალი ამიხილა და გზა გამიხსნა..მას შემდეგ სულ არ ვფიქრობდი მასზე,როცა ლექსს ვწერდი..
და ახლა რა მოხდა? ვიღაც ღლაპი მიბნევდა თავ-გზას..არა,ამის ნებას ნამდვილად არ მივსცემ..სულ არ მაინტერესებს ვიღაც ბიჭი,რომელიც სულ ვერ აღძრავს ჩემში ინტერესს..რატომღაც მგონია,რომ ის ისეთი საცოდავია,რომ გეპეიში მოხვედრისას მინიმალული ქულები ჰქონდა ყველაფერში და ისეთი საცოდავია,რომ ლექციებს აცდენს და როცა ესწრება,მაშინაც არ არის იქ.ისეთი საცოდავია,რომ ენერგეტიკულზე მხოლოდ იმიტომ ჩააბარა,რომ ეგონა ამით გამდიდრებოდა..დედაჩემის ძმამაც მანდ ჩააბარა და შემდეგ გამდიდრდა და საკმაო წარმატებასაც კი მიაღწია.
***
-დღეს მიდიხარ სკოლაში?
-კი,საკონტროლო მაქვს-გავძახე დედაჩემს და საწოლიდან ავდექი.დათოს მოწერილი „რატომ არ მწერ“ დავაიგნორე და გარდერობიდან,რაც ხელში მომხვდა ავიღე.
კლასში სწრაფი ნაბიჯით შევდი,ჯერ არავინ იყო მოსული,რადიატორთან დავდექი და საათს ავხედე,ჩვენი კლასის საათი საუკუნეა რაც გაჩერებულია.იქნებ დროც გაჩერდა...არა,ეს არასდროს მოხდება.
ცოტა ხანში თხუთმეტამდე შევივსეთ და ნანაც შემოვიდა.ეს ქალი მათემატიკას გვასწავლის.ერთ დროს ვერ ვიტანდი,მაგრამ მას შემდეგ საუკუნე გავიდა,მგონი.
-შორენა,წინ დაჯექი-გამოხედა და თვალით მანიშნა.
-აუ,იყავი..-ჩემს გვერდით მჯდომმა მოკლეთმიანმა და დისათვალიანმა გოგონამ მუდარით შემომხედა.მასთან ასე თუ ისე კარგად ვარ,მაგრამ ამ წელს მხოლოდ რამდენჯერმე მინახავს.
-მისთვის უფრო მნიშვნელოვანია..მედალი არ გააფუჭო,გადმოდი!-ჩვეულად მითხრა და დავემორჩილე.
ორი გაკევთილის მერე დამრიგელებს გაშვება ვთხოვე,ორშაბათს ისედაც არ უნდა მოვსულიყავი,სახლში აედი და ჩანთა ჩავალაგე,ინგლისურზე ვიყავი წასასვლელი და საშინლად მეზარებოდა.
თავიდან უფრო ენთუზიაზმით ვუყურებდი ამ ყველაფერს,ეს ჩვეულებრივია.განსაკუთრებით ქართულის მასწავლებელთან მიყვარდა სიარული,მაგრამ მას შემდეგ,რაც სტილული რაღაცები შემისწორა და დამიწუნა,რაღაც არ მიმიწევს მისკენ გული..ძალიან ზედმეტი მომდის,მე რომელი მწერალი ვარ,რომელი ილია ვარ ან რომელი ვაჟა,რომ ეს მწყინდეს,მაგრამ მაინც რაღაცნაირად მომხვდა..არადა ზოგი რამ მე მართლაც მომწოდნა...
სკოლის ქართულის მასწავლებელმა დამიწუნა როცა „უნუგეშო იმედი“ დავწერე,არ არსებობს უნუგეშო იმედიო..თუმცა კონსტანტინე გამსახურდია „უიმედო იმედს“ ხმარობს თავის პოემაში „დიდოსტატის მარჯვენა.“
სახლიდან გამოვედი და კიბეებს ფეხით ჩავუყევი,მეორე სართულზე ვცხოვრობ და ლიფტი არ მჭირდება.კიდევ კარგი ახლოს ცხოვრობს ჩემი ინგლისური,თორემ ფიქრები ჩამძირავდა..გამახსენდა,რომ ერთხელ დათოს ვუთხარი,აქ დავდივარ-მეთქი..რაღაცაზე მეთქვა,არ მახსოვს...დათო არ კვატო!-გავიფიქრე და გავუყევი გზას..
ისევ არ თოვს და არც ითოვებს..ისევ არ წვიმს და არც იწვიმებს...მხოლოდ გული დაიბინდება უბრალოდ და უმიზეზოდ და ამაზე საშინლები განცდა ნამდვილად არ არსებობს..მხოლოდ გულს ეტკინება და მხოლოდ გული იგრძნობს,რომ რაღაც აკლია,მხოლოდ ის იტირებს,იტირებს უცრემლოდ და უიმედო იმედით..
საკუთარი თავი ერთ რამეში გამოვიჭირე..მე შევცვლილიყავი..ამას მანახებდა ეს უსწორმასწორო გზაც..მე შევცვლილიყავი..ასეთი ოპტოიმიზმით აღსავსე პირველი კლასის არ ვყოფილვარ,მგონი..მე იმ დღეს მხოლოდ იმიტომ გავედი იმ ოლიმპიადაზე,რომელზეც ფიქრადაც არ მქონდა გასვლა,რომ იმედი მქონდა იმისა,რომ საქართველოს მასშტაბით ჩემი წერილი იქნებოდა ყველაზე მოსაწონი...მე ოპტიმისტი გავხდი! მგონი,ასეა..არ მჯერა,ისევ შემიძლია დავხუჭო თვალი,შემდეგ შემიძლია,ისევ გავახილო,მაგრამ მაინც შევამჩნიო რაღაც ცვლილება..
სიმართლე რომ ვთქვა ეს ჩემი დღიურია..დღეს ორშაბათია და მე მივუყვები გზას..ეს გზა იწელება და მე კიდევ უფრო მეწელება ფეხებში...ეს ჩემი დღიურია,რომელსაც ტელეფონში ვაწარმოებ..ეს პროცეში ძლიერ სასიამოვნოა და მე მიყვარს...
ძაღლები დავინახე და გამახსენდა ის დღე,როცა ისინი ამედევნენ..არა,ძაღლები არ მიყვარს...კოკო,ის ჩემი პირველი ცხოველი იყო,პირველი ძაღვლი და მისი წართმევის შემდეგ ცხოველის ხსენებაც არ მინდა...
მაღაზიაში ავედი,რომ ოცთეთრიანი გადამეხურდავებინა,უფრო სწორედ,ათთეთრიან კევს ვიყიდდი და ორ ათ თეთრს დამიბრუნებდნენ..დედაჩემი რომ ყოფილიყო მაღაზიაში ატაკებდა გამყიდველს,გადამიხურდავეო..
***
სახლის გზაზე გასაღები მეკავა ხელში და ისე მოვდიოდი..არ ვიყავი ხასიათზე და ღიმილის მიზეზს ვეძებდი,იქნებ მენახა რაიმე სასაცილო.
სადარბაზოში შევედი ისე რომ თვალიც არ დამიხამხამებია..კარებს მივუახლოვდი და უცნაური რამ შევნიშნე..გულის ფორმაში იდო რაღაც ყუთი,წითელი ყუთი..ეს ფერი არ მიყვარს,ეს ფერი მხოლოდ საზიზღარ შეგრძნებებთან ასოცირდება..ეს ფერი იქიდან იღებს სათავეს,როცა ბავშვს,რომელიც 12 წლისაც არაა არ შეუძლია ჩავიდეს ეზოში და ველოსიპედით ისეირნოს,რადგან დედა ეუბნება,რომ არ შეიძლება,არ შეიძლება და რაღაც გაუგებრობით უხსნის...განა ესმის მას ეს...
ყუთი არ გამიხსნის,ისე ავიღე და სახლში შევიტანე..ანერვიულებულმა დავდე მაგიდაზე და ჩანთა მოვიშორე,მისი დანახვაც არ მინდოდა.ყუთი გავხსენი თვალის დახამხამებაში და რაღაც შეფუთვას წავაწყდი,შიგნით ყელსაბამი იდო,მედალიონივით რაღაცაზე ეწერა:“my writer”.გავხსენი და შიგნით წარწერას წავაწყდი და უფრო გამეცინა.”R u wanna meet me?“რა სასაცილოა,ვინ უნდა იყოს..ალბათ,დათო..ისევ მისი სახელი გამეფიქრა,მაგრამ რატომ ის..არ მითქვამს,რომ აქ ვცხოვრობ..რა სისუელეა...სახელიც არ მიაწერა,არანაირი მინიშნება..
შორენა რა სულელი ხარ,რად უნდა ამას მინიშნება!
ფიქრებში წავედი,მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე..მალევე დავეშვი დედამიწაზე და ყოველ შემთხვევისთვის ტელეფონი გამოვრთე..
***
-არ არსებობს?-თაკო წარბებს ზემოთ სწევს.ტელეფონით ვესაუბრები,მაგრამ მაინც ვხვდები რას უნდა აკეთებდეს.
-არ ვიცი,არ ვიცი,გოგო.
-შორე,გცემ,იცოდე..
-არც იფიქროო-მეღიმება და ამ დროს დედაჩემი შემოდის.
-შორენა,უნდა წამოხვიდე,ჩვენს ნათესავთან..
-ვისთან, ვერიკო?-ვკითხე და თაკოს დავემშვიდობე,მერე გესაუბრები-მეთქი.
-შორენა,უნდა წამოხვიდე,მნიშვნელოვანია,შორეული ნათესავები არიან,მაგრამ მაინც უნდა წამოხვიდე..მამაშენს ასე უნდა..
-მე რა მინდა იმაზე ფიქრობთ? ახლა მოვედი მასწავლებლიდან.ხვალ სკოლაში ვარ წასასვლელი.
-არ შეგიძლია შემისრულო სურვილი,მხოლოდ ერთი სურვილი.?-ბრაზი შეერია ხმაში დედაჩემს.
-კარგი ჰო-ფეხზე წაოვდექი და გარდერობთან მივედი,ვაღიარებ და შიგნით არც ერთი კაბა არ მაქვს.ალბათ,ბანკეტზე მექნება პირველი კაბა,რა თქმა უნდა,ბავშვობის შემდეგ.
***
-ქალები კაცებად იქცნენ-გაეცინა მამაჩემს და მანქანის კარი გამოაღო.
-წავედით-დედაჩემი წინ დაჯდა და უკან მიმითითა,დაჯექიო.მეც დავემორჩილე და ტელეფონში შევძვერი.ერთი სული მქონდა როდის გავიდოდა ეს დღე.
***
შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა,სახლში დავბრუნდი და საწოლზე დავწექი..თვალები დავხუჭე და ჭერს ავხედე..როგორი უცნაურია ხალხი..ზოგისთვის რა არის პრიორიტეტული და ზოგისთვის რა.ჩემთვის რა არის? მე მინდა,რომ წარმატებული გავხდე..არ ვიცი მეტი არაფერი..ბედნიერებას სპეციალურად ვუვლი გვერდს..ეს ისეთი ფაქიზი სიტყვაა,რომ ყოველთვის ვერ შეეხები...ხშირად სჯობს შორიდან მოუარო მას და არ დაანახო,რომ ის გჭირდება..ეს რაღაც შეუცნობელი რამაა!
თითქოს რაღაცას ველოდი..ვფიქრობდი,რომ მოულოდნელად დაახეთქებდა დათო,ჩემგან იყოო,მოგეწონააო-მკითხავდა,მაგრამ ამის თავიც არ მქონდა..უბრალოდ ძილი მინდოდა..
***
დილას კოშმარმა გამაღვიძე..ნუთუ ამდენ ხანს ჩამყვა ეს ზარები...ნეტავ ვინ იყო ის...არა,მართლა მაინერესებდა..სიზმარში ვნახე,რომ ის მანიაკი იყო,რომელმაც მომიტაცა და ძლივს გამოვექეცი..გამახსენდა,რომ სიზმარში საწოლზე შეშიენბული ვიწექი და თითებს ვიმტვრევდი..გამახსენდა,რომ მეშინოდა ის მანიაკი მომაგნებდა..
შევეცადე სიზმარი დამევიწყებინა და ფეხზე წამოვდექი..თავში რაღაც მიბჟუოდა და ვგრძნობდი,რომ ძალა მეცლებოდა.ნუთუ კარგად არ მეძინა..არადა რამდენი საათი ვიწექი,იქნებ იმ სიზმარმა წაიღო ჩემი სიზმრები..
***
-თაკო,იცი,რა სიზმარი ვნახე?-დავურეკე .
-რა სიზმარი?
-კოშმარი იყო.
-მომიყევი აბა..
მანიაკზე დიდ ხანს ვიცინეთ მე და თაკომ.გვეცინებოდა ამაზე,ნუთუ ეს იყო სასაცილო,მაგრამ ადამიანები ხშირად ვიცინით ხოლმე რაღაც სისუელეზე,რაღაც ნაგავზე...
საღამოს ცურვა მქონდა.ამჯერად ფორმაში მყოფი წავედი...სხეული სასიამოვნოდ შევუშვირე თბილ შხეფებს.დაახლოებით ათი წუთი დავყავი ასე და შემდეგ აუზისკენ წავედი.
-გამარჯობა,მას..-მივესალმე მწვრთნელს და წყალში გადავხტი.
-კარგ ხასიათზე ხარ?-მკითხა მარინამ.
-არა,უბრალოდ ოპტიმისტი ვარ!-ვუპასუხე და ცურვით აუზის ბოლოსკენ წავედი.
***
პირველ საათი იყო,მაგრამ არ მეძიენებოდა.ასე ადრე ბოლოს როდის დავიძიენ არც კი მახსოვს..ლეპტოპი მუხლებზე დავიდე და რაღაცის წერა დავიწყე.ვგრძნობდი,რომ სიტყვები მაწყდებოდა..ემოციები მიტევდა,მაგრამ ეს არ იყო რაღაც...შესაძლოა,უფრო მეტი იყო,უფრო ძლიერი და უფრო შეუცნობელი..უფრო იდუმალი და უფრო სასიამოვნო..
ლექსების წერაში დიდი ფრაერი ვარ,მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ხოლმე ეს პროცესი..ზოგჯერ კარგიც გამომდის,მგონი..ნუ,შედარებით მაინც...
ამჯერადაც დამეწერა რაღაც ლექსი..
ეს ემოცია დარჩება ჩემში გრძნობა პირველი შეუცნობელი,
შენ კი გაქრები, მაგრამ გრძნობები კვლავ იპოვნიან სამყოფელს გულში.
შენ ემოციად გადაიქცევი,ვეღარც დღეს ვუცქერ და ვეღარც ღამეს,
დღეს ემოცია ამიყვანს ხელში და შენკენ სწრაფად გავექანები.

ვერ დაგინახავს გულის თვალებით,მაგრამ ჩამრჩები ამ გონებაში,
ისევ დამრჩება შენზე ფიქრები,ისევ გონებას სიზმარს მიყიდი.
ისევ ამოვა ცაზე მთოვარე და გაგვინათებს დღესაც და ღამეს,
ის მსწრაფლ იქცევა ჩემს თანამგზავრად და ჩემთან,გულში,დაიდებს ბუდეს.
გადავიკითხე და ჩავფიქრდი..ვინ იყო ეს ემოცია..არა,არ ვიცოდი...არ ვიცოდი,მაგრამ მაინც მეღიმებოდა..იქნებ ეს ემოცია იმის რწმენაა,რომ სიყვარული არსებობს..იმის რწმენაა,რომ არსებობს რაღაც,რასაც მოვეჭიდებით და გადაგვარჩენს,რაღაც,რაც ცხოვრებას გაგვილამაზებს...შორენას ისევ სწამს ამისი,მგონი..რატომ მგონი? განა ცხოვრება არ გვაძლევს საშუალებას,რომ ვიწამოთ ის..ვიწამოთ? ზოგჯერ სასაცილოდაც კი მეჩვენება ის...ყველაფრის წამება არ შეიძლება და შესაძლოა შეუძლებელია კიდეც ის...ვიწამოთ და ისევ ვიწამოთ...
***
ოთხშაბათს დილას ხმაურმა გამაღვიძა..ამ დღეს სკოლაში არ მივდიოდი,მაგრამ ინგლისური მქონდა გადასამეორებელი..დედაჩემის ხმა იყო..რაღაცას ამბობდა..
-რა იყო,ვერიკო?-გავძახე მას.ვაღიარებ,რომ შემეშინდა.ისეთი ხმა იყო,რომ ლამის იყო ამოვფრენილიყავი თბილ საწოლიდან.გარემო ცივი იყო,სიცივეში მიყვარს ძილი.
-მოდი,მალე..-ამჯერად შიშთან ერთად მის ხმაში სასოწარკვეთაც დავიჭირე.
-რა იყო?-ამჯერად მართლაც წამოვფრინდი.
-მამაშენს სერვიზი დაემტვრა.
-ვაიმე,როგორ შემაშინე..სერვისის გამო? ვერა ხარ..-წარბებოი მაღლა ავსწიე და ოთახი დავტოვე.
-მოდი აქ,გოგო-ყური აღარ ვათხოვე და ჩემს ოთახში შევედი.
***
იმ დღეს ანანოსთან დავრჩი.ისევ დათოზე მეკითხებოდა,მე კი ისევ იგივეს ვპასუხობდი,ახალი მართლაც არაფერი იყო.და ეს იქნებ არც მაინტერესებდა...
-საახალწლოდ ჩემთან მოვაწყოთ წვეულება,მეგორები..ნაცნობები და რავი..
-რა შორს წახვედი..-გამეცინა მის ნათქვამზე.
-ახალი ნაძვის ხე უნდა ვიყიდო.
-მეტი საფიქრალი არ გაქვს?-მხრები ავიჩეჩე.
-გოგო,ეს ახალი წელია..
-სიმბოლული თარიღი,რომელიც ბედს განსაზღვრავს არა? იცი,რა? სინამდვილეში ის უბრალოდ ყვავივით დაგვჩხავის..
-გეყო ეს პესიმიზმი.
-რა? ღადაობ? მე ოპტიმისტი გოგო ვარ..მე სანტას წერილი მივწერე!-ბოლო წინადადება ხმამაღლა წარმოვთქვი და სიცილი ამიტყდა.
-ვემედოვნებ..
-დაიძინეთ..-სათამაშო ჩახუტებული შემოვიდა ანანოს და,მეგი.
-გოგო,ახლავე შენს ოთახში-დაუყვირა ანანომ.
-გეყო რა-პატარას გავუღიმე და თვალით ვანიშნე,ამ შეშლის გაცლოდა.
-არ გინდა მოგონებებში წავიდეთ? ეს წელი მალე დამთავრდება და მინდა,რომ რაღაც მელანქოლიური განწყობა გვქონდეს..
-იმ წელს კითხვარი შევავსე მარაოდან..-დავიწყე.
-იმ წელს? წლის ბოლოს?
-ჰო,წლის ბოლოს.
-მერე? უაზრობა იყო..წელს აღარ ვაპირებ მის შევსებას..
-კარგი...არც მე მიყვარს-გაეცინა და საბანში შეძვრა..
-დაიწყოთ?-ენთუზიაზმით ვკითხე.
-შენ დაიწყე..
-კარგი...ერთ ახალ წელს ისეთი ბედნიერი ვიყავი იმიტომ,რომ თოვლი მოვიდა..იმიტომ,რომ დედაჩემმა ფოტოაპარატი მაჩუქა.ისე მიყვარდა სურათების გადაღემა,მახსოვს ნაძვის ხის გარშემო დავრბოდი და ვმღეროდი....
-იცი,რა მეძინება..დავიძინოთ ახლა და,იმედია,ისევ კოშმარს არ ნახავ..
-კარგი,ანანო.
-ძილინებისა,შორე.
***
ძილი..ეს დასვენებისთვის ყველაზე კარგი რამაა..ძილი ეს საუკეთესო საშუალებაა,რომ დატოვო დღის საშინელი განცდები,დაივიწყო ნერვიულობა...
ძილი ხშირად მშველის ხოლმე და ხშირად მანახებს,რომ ცხოვრება უბრალოდ მომენტებისგან შემდგარი ქსელია...
ყოველთვის მეშინოდა,რომ უცაბედად რაღაც მოხდებოდა..ყოვეთვის მეშინოდა,რომ თავზე ჩამომექცეოდა სახლი,მეშინოდა,რომ რაღაც საშინელი რამ მოხდებოდა..მეშინოდა,რომ ცხოვრება გამწირავდა..
მეშინოდა,რომ რაღაც საბედისწერო გადამხდებოდა თავს..
***
-როგორ ხარ?-ღიმილით შემხვდა ვერონიკა.
-თავი მტკივა-ჩემს ოთახისკენ წავედი.
საწოლზე დავწექი და ჩავფიქრდი.მგონი,ცხოვრება რაღაც ახალს მიმზადებდა.ამას თითქოს ვგრძნობდი,მაგრამ თითქოს ვერც ვგრძნობდი.
სურათი დავინახე და გული ამიჩუყდა.ის ბებიაჩემის ახალგაზრდობის ფოტო იყო.ალბათ,დედაჩემს დარჩა ძველი ნივთების დალაგებისას.
ფიქრებში წავედი და თვალები დავხუჭე..რაღაც მაწუხებდა,მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს..წინ დადებულ ლეპტოპს ვუყურებდი და ლამის იყო თვალები გადმომვარდნოდა..ნუთუ,მისი სახელის გასწვრივ მინდოდა ანთებულიყო მწვანე ფერი.
და უცბათ “online” დაიწერა..
ისევ რაღაცას ველოდი,ალბათ,მოწერას და,ალბათ,იმას,რომ ეთქვა,ხომ მოგეწონაო...მაგრამ მეტყოდა...
არა,მეც ხომ მინდა,რომ დააიგნოროს ეს..შეიძლება ახლა არა,მაგრამ ხომ მინდოდა...არა,ასე არ შეიძლება..ნუთუ ასეთი დაკარგული უნდა ვიყო საკუთარ თავში..
___
იმედია მოგეწონაბათ.ველი შეფასებებს.
ისევ მაინტერესებს ნახვების რამდენი პროცენტი კითხულობ(წინა ისტორიაზე ვფიქრობდი მაგ 3000-მდე ნახვიდან რამდენმა წაიკითხა-მეთქი)
მიყვარხართ,ჩემო ტკბილებო და თბილებო გკოცნით.
მიყვარხართ.



№1  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

წავიკითხე, და გული "ამიფანცქალდა" ესე მეგონა მე ვიყავი, იმდენად აი არ, შემიძლია აღვწერო ისე მგავრდა, ალბათ იმიტომ რომ მეც ვერძი ვარ :დ მეც ვწერ სანტას წერილებს, ჩემს და ამ გოგოს შორის მხოლოდ ის განსხვავებაა რომ მე ლექსების წერას ისტირიის წერა მირჩევნია, მას შორენა ქვია მე კი მისგან განსხვავებული სახელი. ძალიან დამაინტერესა აი ძალიან

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ტომაჩკა
წავიკითხე, და გული "ამიფანცქალდა" ესე მეგონა მე ვიყავი, იმდენად აი არ, შემიძლია აღვწერო ისე მგავრდა, ალბათ იმიტომ რომ მეც ვერძი ვარ :დ მეც ვწერ სანტას წერილებს, ჩემს და ამ გოგოს შორის მხოლოდ ის განსხვავებაა რომ მე ლექსების წერას ისტირიის წერა მირჩევნია, მას შორენა ქვია მე კი მისგან განსხვავებული სახელი. ძალიან დამაინტერესა აი ძალიან

მადლობ..

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაიმე... ეს ბიოგრაფიული ცნობებია თუ უბრალოდ მორიგი ისტორია? იმიტომ რომ რატომღაც მეგონა შენ ნამდვილ მეს გვაცნობდი, ნამდვილ მარიამს, რომელიც შორენას სახელით დაფარე და შენ სიყვარულის ისტორიას.
ისევ დამაბრუნე სიმართლე გითხრა ჩემი აბიტურიენტობის ხანაში, გამახსენდა ყველაფერი და ნამდვილად აღარ მინდა ის განმეორდეს, ის წელი საშინელება იყო :დ
ბანკეტი არც კი გვქონია სკოლაში ბავშვების სიმცირის გამო, სამი ბიჭი და სამი გოგო ვიყავით და ასე ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა... ხოდა ჩვენ ყაზბეგში ვიყავით ბოლოს, ეს მოგონებები კი ნამდვილად საოცრად მაქვს დალექილი გონებაში.
შენი ისტორიების კითხვა ძალიან მიყვარს, იცი ეს ხომ? რაღაც არანორმალური მუხტი რომ მოდის შენგან და ეს კი ყველა შენი ისტორიისგან ბევრად განსხვავებული იყო, ასე მგონია!
იმიტომ რომ უფრო რეალურს ჰგავდა (ალაგ-ალაგ მოსაწყენიც იყო... თუმცა არ მიწყინო ამას რომ ვამბობ) ანუ იმის თქმა მსურს, რომ ყველაფერი ისე დეტალურად გქონდა აღწერილი, ამას და ამას ვაკეთებ, ისტორიას ვსწავლობ, მათემატიკაში დავალებები გავაკეთე და ა.შ., რომ ზედმეტი იყო რა ამდენი.. ამაზე კი ის გამახსენდა, ჩემი დღიური ექვსი წლის წინ რომ ვაწარმოებდი wink
უბრალო რვეული მქონდა აღებული და ნორმალურად დღიურის ქონის მნიშვნელობაც არ ვიცოდი, ყოველდღიურად ვწერდი რაღაცებს, ასე დეტალურად ვწერდი ყველაფერს, რა სიზმარიც ვნახე, რა ვჭამე, რა ვქენი დილას, რომ შევედი სააბაზანოში, ხელ-პირი რომ გადავივლე და კბილები გავიხეხე და ა.შ. გაკვეთილები, რასაც ვსწავლობდი დეტალურად ჩამოვაწიკწიკებდი დღის ბოლოს, როდის რა მქონდა სასწავლი, ამა და ამ საგანში რა გავაკეთე wink wink ეს უფრო შენ პირად დღიურს ჰგავდა ვიდრე ისტორიას, ხოდა ამიტომაც უფრო რეალურიც კი იყო და ეს მომეწონა...
შედეგი, რაც მივიღე ამის წაკითხვისგან, საბოლოოდ მაინც ვისიამოვნე და უაზრო და ბანალური სიყვარულის ისტორია მაინც არ იყო რა...
ველოდები შემდეგ თავს.
ერთი სიამოვნება მივიღე ნამდვილად...
წარმატებები შენ ისტორიებში და რეალურ ცხოვრებაშიიი love ტკბილი ხარ მარიამ ძალიან.
და შენიშვნები არ მიწყინო ცოტა :დ <3
მიყვარხარ! :*
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ერკე
ვაიმე... ეს ბიოგრაფიული ცნობებია თუ უბრალოდ მორიგი ისტორია? იმიტომ რომ რატომღაც მეგონა შენ ნამდვილ მეს გვაცნობდი, ნამდვილ მარიამს, რომელიც შორენას სახელით დაფარე და შენ სიყვარულის ისტორიას.
ისევ დამაბრუნე სიმართლე გითხრა ჩემი აბიტურიენტობის ხანაში, გამახსენდა ყველაფერი და ნამდვილად აღარ მინდა ის განმეორდეს, ის წელი საშინელება იყო :დ
ბანკეტი არც კი გვქონია სკოლაში ბავშვების სიმცირის გამო, სამი ბიჭი და სამი გოგო ვიყავით და ასე ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა... ხოდა ჩვენ ყაზბეგში ვიყავით ბოლოს, ეს მოგონებები კი ნამდვილად საოცრად მაქვს დალექილი გონებაში.
შენი ისტორიების კითხვა ძალიან მიყვარს, იცი ეს ხომ? რაღაც არანორმალური მუხტი რომ მოდის შენგან და ეს კი ყველა შენი ისტორიისგან ბევრად განსხვავებული იყო, ასე მგონია!
იმიტომ რომ უფრო რეალურს ჰგავდა (ალაგ-ალაგ მოსაწყენიც იყო... თუმცა არ მიწყინო ამას რომ ვამბობ) ანუ იმის თქმა მსურს, რომ ყველაფერი ისე დეტალურად გქონდა აღწერილი, ამას და ამას ვაკეთებ, ისტორიას ვსწავლობ, მათემატიკაში დავალებები გავაკეთე და ა.შ., რომ ზედმეტი იყო რა ამდენი.. ამაზე კი ის გამახსენდა, ჩემი დღიური ექვსი წლის წინ რომ ვაწარმოებდი wink
უბრალო რვეული მქონდა აღებული და ნორმალურად დღიურის ქონის მნიშვნელობაც არ ვიცოდი, ყოველდღიურად ვწერდი რაღაცებს, ასე დეტალურად ვწერდი ყველაფერს, რა სიზმარიც ვნახე, რა ვჭამე, რა ვქენი დილას, რომ შევედი სააბაზანოში, ხელ-პირი რომ გადავივლე და კბილები გავიხეხე და ა.შ. გაკვეთილები, რასაც ვსწავლობდი დეტალურად ჩამოვაწიკწიკებდი დღის ბოლოს, როდის რა მქონდა სასწავლი, ამა და ამ საგანში რა გავაკეთე wink wink ეს უფრო შენ პირად დღიურს ჰგავდა ვიდრე ისტორიას, ხოდა ამიტომაც უფრო რეალურიც კი იყო და ეს მომეწონა...
შედეგი, რაც მივიღე ამის წაკითხვისგან, საბოლოოდ მაინც ვისიამოვნე და უაზრო და ბანალური სიყვარულის ისტორია მაინც არ იყო რა...
ველოდები შემდეგ თავს.
ერთი სიამოვნება მივიღე ნამდვილად...
წარმატებები შენ ისტორიებში და რეალურ ცხოვრებაშიიი love ტკბილი ხარ მარიამ ძალიან.
და შენიშვნები არ მიწყინო ცოტა :დ <3
მიყვარხარ! :*

არა ჩემს თავს არ გაცნობ და არც ჩემს სიყვარულის ისტორიას..ბიოგრაფიული ცნობები რა შუაშია.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

ის კი ცოტა არ იყოს მეწყინა გეპეიზე რომ გქონდა :დ ნუთუ მე საცოდავი ვარ? :D :((
და ლომ-სანტაო, ლომია გამახსენდა რატომღაც
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

ერკე
ის კი ცოტა არ იყოს მეწყინა გეპეიზე რომ გქონდა :დ ნუთუ მე საცოდავი ვარ? :D :((
და ლომ-სანტაო, ლომია გამახსენდა რატომღაც

გეპეიზე არ უნდა გწყენოდა..ცუდი არ მეწერა თუ სწავლობ ყველგან ისწავლი..

პროსტა დაბალი ქულები ექნებოდა მეთქი თორე ეგეც ჩვეულებრივი უნია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent