დააფასე დრო(3)
_არ გელოდებოდი. _ხო ვიცი,არც ვაპირებდი თქმას ბინა რომ არ შეგეცვალა. _შენ ხომ სიურპრიზების მოყვარული ხარ. _მხოლოდ სასიამოვნო სიურპრიზების. ეს უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე და არა მის გასაგონად.როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილას.მანქანიდან ეგრევე გადავხტი და სწრაფად მოვავლე თვალი გარემოს.როგორც ჩანს კორპუსი ახალი აშენებული იყო(თუ იმით ვიმსჯელებთ,რომ უბანში არცერთი უსაქმური ბებია არ ჩანდა).უკვე ლიფტში ვიყავით,ნიკამ ღილაკს მიაჭირა ხელი და კარებიც იხურებოდა,მაგრამ ვიღაცამ დაიძახა და ჩვენც დაველოდეთ. _აუ მადლობა,ეხლა ამის ლოდინის თავი არ მქონდა. ვიღაც ბიჭი შემოხტა ლიფტში და მანაც მიუთითა სასურველი სართული. _საბა რას შვები ბიჭო ჰა? _აუ რავი ძმა ვარ რაა. _არ ვიცოდი აქ თუ ცხოვრობდი. _ხო რა ახლა ვიყიდე, ჯერ დალაგებას ვუნდები რა.. _უი ხოო საბა ეს ანასტასია.წესით უნდა გახსოვდეს. სიცილით თქვა ნიკამ და თვალი ჩამიკრა.მეც გამახსენდა,რომ ეს „ის“ საბა(ამაზე ცოტა მოგვიანებით) იყო და მობეზრებულად გავუღიმე. _ვაიმე ტას როგორ მომენატრე. _სამწუხარიდ იგივეთი ვერ გიპასუხებ,თანაც უკვე რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ მე მქვია ანასტასია! _როგორც ჩანს ისევ ისეთი მწარე ენის პატრონი ხარ. _როგორც ჩანს ისევ ისეთი ერთუჯრედიანი ტვინის პატრონი ხარ. _კაით რა იყოთ ეხლა?რით ვერ დაივიწყეთ? _ისე მოგხდომია ჯარის ფორმა,ნუ სხვანაირად არც შეიძლებოდა. როგორც იქნა ლიფტმა მერვემდე მიაღწია და მეც თავქუდმოგლეჯილი გავვარდი.ნიკაც ამდევენა. _ისე არ იქნებოდა ურიგო ცოტა ზრდილობიანად რომ მოქცეოდი. _ნიკა! გეყოს! რაც დაიმსახურა იმას იმკის! _მაინც ვერ ვხვდები რა დაგიშავა. _ნიკა ძალიან გთხოვ მაგ თემაზე აღარ გვინდა.ისა ნიკუშ შენი მაისური მათხოვე რა და მე აბაზანაში შევალ. _მაისური ჩემს ოთახში ნახე,მეც მაღაზიაში ჩავალ რაღაცეებს ვიყიდი და ამოვალ. _აუ Sobranie წამომიღე რაა, ოღონდ შავი. _ოხ ნაკლები არ მოწიო. გადამრევს მე ეს ბიჭი... ისე მითხრა ოთახშია და აიღეო თითქოს მისი სახლის ხშირი სტუმარი ვყოფილიყავი და ზეპირად მცოდნოდა სად რომელი ოთახი იყო.ეხლა უნდა დავიარო და ყველა ოთახი შევამოწმო.როგორც იქნა მძლივს ვნახე მის ოთახში სუფთა მაისური.ვერ ვხვდები აქ რამეს როგორ ნახულობს,ჩვეულებრივი ბუნაგი აქვს ოთახი კი არა. სააბაზანოში შევედი და ჯაკუზი წყლით ავავსე.მართალია არასოდეს არ მიყვარდა აქ დიდი დროის გატარება,მაგრამ ეხლა ძალიან დაღლილი ვიყავი და მხოლოდ წყალი თუ მიშველიდა.თვალები დავხუჭე და სრულ „ნეტარებას“ მივეცი თავი. ************************************* ხო დავუბრუნდეთ ეხლა საბას.მე,საბა და ელე ბაღიდან ერთად მოვდიოდით და კარგი მეგობრებიც ვიყავით.24 საათს ერთად ვატარებდით,ხან მე ვიყავი საბასთან ან ელესთან ან ისინი იყვნენ ჩემთან.ყოველთვის განსხვავებული მეგობრობა გვქონდა,მაგრამ მაშინ როდესაც მეთერთმეტე კლასში ვიყავით საბამ სიყვარული ამიხსნა.მე კი ეს ვერ ავიტანე,როგორ მაკადრეთქო და ყველანაირი კავშირი გავწყვიტე მასთან,ყოველთვის ვერიდებოდი იქ წასვლას სადაც ის იყო.შესაბამისად ელენეც ჩამოშორდა საბას.შემდეგ იყო ბანკეტი,უცებ ვხედავ საბას,რომელიც სცენაზეა ასეული,ხელში ღვინით სავსე ბოკალი უჭირავს და თვალებში მომჩერებოდა.უცებ მე ამიყვანა სცენაზე და ხელი მთხოვა.მე ამაზე ჩხუბი დავუწყე და საერთოდ არ ვცემდი ხმას.ის კი სულ საჩუქრებს მიგზავნიდა,ეს კი უკვე აუტანელი იყო და ჩვენი ლაპარაკი სულ ჩხუბით მთავრდებოდა. ფიქრებიდან აბაზანის კარების ხმამ მომიყვანა.წამოვიყვირე,რადგან ნიკა სახლში არ იყო.შესაბამისად კარებსაც ვერავინ გააღებდა.როდესაც კარში ვიღაც უცხო ბიჭი დავინახე და თან როცა გავიაზრე რა მდგომარეობაში ვიყავი კივილი ავტეხე. _უი ნიკა მეგონე. ეს მითხრა და სულ არ ცდილობდა მზერა მოეშორებინა,მაინც უტიფრად მათვალიერებდა. _იმის სირცხვილი და შეგნება მაინც გქონდეს რომ შებრუნდე. _ოჰ რითი გამაკვირვებ? _თუ შეიძლება დატოვეთ სააბაზანო და მისაღებში გადით! ისიც დანებდა და კარები გაიხურა.მეც სწრაფად შევიმშრალე პირსახოცით ტანი და საცვლები ჩავიცვი.ნიკას მაისური გადავიცვი(რომელიც მუხლს ცოტა აცილებული იყო) და თმების მშრალებით გავედი მისაღებში. _მოვედი დაიყვირა ნიკამაც და როცა მდივანზე ის ბიჭი დააინახა იყვირა. _შე*ემა ჩამოდი?რა იყოთ ბიჭო რატომ არავინ არ მეუბნებით,რომ ჩამოდიხართ?ინფაქტი გინდათ მომივიდეს? ქოთქოთებდა და თან ეხვეოდა. _ამომასუნთქე რა იყო? _რა რა იყო ბიჭო ორი წელი გავიდა არ მინახიხარ! _ისე ცნობისთვის მეც აქ ვარ. უკმაყოფილოდ ამოვიბუზღუნე. _აა ხო ტასო გაიცანი ეს ჩემი ძმაკაცი სანდრექსაა. _ანასტასია _ალექსანდრე ერთხმად ვთქვით და ამაზე ნიკას ისტერიკული სიცილი აუტყდა. _ბიჭო შენ დას დაურეკე და თაკოსთან ერთად ამოვიდეს.თან ხო უნდა გაიცნონ ჩემი მამიდაშვილი. ალექსანდრემ ტელეფონი ამოღო ჯიბიდან და ჩემი გათვლებით აივანზე გავიდა. _აუ მიდი რა პროდუქტები ამოალაგე რაა. _აუ ნიკა კარგი რაა. _ჩაიცვი გოგო რა იყო ნახევრად შიშველი რომ დადიხარ? _აუ მიდი რაა. ამ დროს ალექსანდრეც გამოვიდა. _ამოვლენ აქვე კაფეში მჯადარან და მალე მოვლენ. _ხოდა ძალიან კარგი.აუ მიდი რა ტას რამე გაგვიკეთე. _კარგი ბიჭო მოწამვლა ნამდვილად არ მინდა. _პიცას შეჭამთ?? არ შევიმჩნიე ალექსანდრეს კომენტარი და ნიკას გავხედე. _აუ მიდი რაა მაგრად მომენატრა. _რაღაცას გთხოვ რაა... _რა გინდა ეხლა? _აუ ჩემი ფორმა შეაგდე რა სარეცხ მანქანაში და თან მანქანაში ზურგჩანთა დამრჩა და ამომიტანე . _ყველანაირად ზარმაცი როგორ ხარ შვილო? _ხომ იცი როგორ მიყვარხარ? _კარგი ხო. მეც მივედი და ლოყაზე ვაკოცე.მერე კი პროდუქტების შეწყობა დავიწყე მაცივარში. ეხლა ცომის მოზელა მეზარებოდა,ამიტომ პიცის ინგრედიენტები დაჭრილ პურზე დავაწყვე და ღუმელში შევდე.უცებ კარების ხმა და ხმამაღალი საუბარი გავიგე.წინსაფარი მოვიხსენი და მისაღებში გავედი.იქ კი ძალიან ლამაზი და საყვარელი ორი გოგო დამხვდა,როგორც ჩანს ჩემზე ცოტათი პატარები იყვნენ. _გამარჯობა. მივესალმე და ფართოდ გავუღიმე.მათ კი გაოცებული სახეებით ამომხედეს,როგორც ჩანს არ მელოდნენ. _აჰ ხო მე ნიკუშას მამიდაშვილი ვარ,ანასტასია გასვიანი. _სასიამოვნოა მე თაკო ვარ,ეს კი სალია, სანდროს და. გამიღიმა,საოცრად პოზიტიურები ჩანდნენ და მეც იოლად შევედი მათთან კონტაქტში. _წამოდით რა სამზარეულოში გავიდეთ,თან პიცაც მალე იქნება და მომეხმარეთ. ისინიც წამოიშალნენ და ნიკა და სანდრო მარტო დავტოვეთ. _ესეიგი ტასო არა?მმმ..რა გემრიელი სუნია. მითხრა თაკომ და ღუმელისკენ წავიდა. _ნუ ხარ შენ კუჭის მონა. სიცილით უთხრა სალიმ. _შენ კი ნუ იკბინები. _კარგით გეყოთ ეხლა. სიცილით „გავაშველე“ და მაცივრიდან ცივი კოლა და ლუდი გამოვიღე. _მიდი ეხლა სალი გაცუნცულდი და სუფრა გააწყვეთ,მეც უკვე გამოვიტან პიცას და მოვალ. სანამ პიცა გაკეთდებოდა,მანამდე სალის მივუბრუნდი. _ყავას დალევ ხო? _ხო ოღონდ უნალექოს. _ხო აბაა ნალექიანის მოდუღება მეზარება. სიცილით ვუთხარი და წყალი ჩავრთე. _სანდრექსას დიდი ჭიქით გაუკეთე რაა. მეც ჭიქები გადმოვიღე,როგორც ყოველთის ჩემთვის დიდი ჭიქა დავდე და ყავა ჩავყარე. _ეგ მარილია. _ვიცი,ერთ რჩევას მოგცემ სიხარულო.არასოდეს გააკეთო კარგი ყავა,მეორედ არ მოგთხხოვენ. _ეეე შენ რა მაგარი როჟა ხარ რაა. _მაგარი არა,უფრო ჭკვიანი.აი ჩვენი პიცაც მზადაა. სულ მალე პიცით და ყავით ხელში მისაღებში ვიყავით. P.s.მემგონი არც ისე პატარა თავია.იმედია მოგწონთ და გსიამოვნებთ კითხვა. იმედია ამჯერად "მაინც" იაქტიურებთ და შემიფასებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.