შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯინსები,როკი და ვარდისფერი ღრუბლები.


14-12-2015, 01:31
ავტორი Soow
ნანახია 1 445

ვარდისფერი ღრუბლები დარბიან ჩემს ზემოთ და იქ, სადღაც შორს, ჰორიზონტს უერთდებიან.მზის პირველი სხივებით შემთბარ კედლებზე საოცარი ჩრდილები იხატება,ვარდისფერი ზმანებიდან გამოსულს ღამით ბევრი სიზმარი მენახა ბავშვობაზე.დღეს განსაკუთრებით კარგა ხასიათზე ვარ.ისე ლაღად ვგრძნობ თავს ლამის ფრტებსაც კი ვგრძნობ ,მინდა ვიამო ეგ საჩუქარი და ავფრინდე ზემოთ იმ ვარდისფერ ღრუბლებში და ამ სილამაზის ნაწილი გავხდე,მაგრამ ამ დროს ჩემი მაღვიძარა რეკავს და ისევ ჩემს პოსტერებით გავსებულ ოთახში მეღვიძება.

ჩემი განწყობა მაინც არ იკარგება,რამდენიმე წამის წინ ანგელოდად თუ ფერიად ვგრძნობდი თავს და ახლა რატომ უნდა დავრონდა არაფერიც დრეს ჩვეულებრივ ვიწყებ.ყველა საჭირო ღონისზიების შემდეგ როდესაც სახლიდან სკოლისკენ მივდივარ მხოლოდ ნახევარ გზაში ვუფიქრდები ცემს ჩაცმულობას.როგორც ყოველთვის შავი ჯინსები და მორიკი როკ ჯგუფის მაისურითა და კედებით მივაბიჯებ ნაცნობ ქუჩებში.დაბალ კლასებში ძალიან ლამაზი ბავშვი ვიყავი,მაგრამ ისეთი დაბალი და მოცუცქნული რომ ჩემი კლასელები ხელით მაჭმევდნენ და ყველა მათ სასუსნავს მე მიყოფდნენ.ძალიან სასაცილო იყო როცა წინა წელს ჩემი კლასელი ბიჭები კალტაში მისვამდნენ და ერთი მათგანი ზღაპარსაც კი მიკითხავდა დასვენებაზე.არ ვიცი ამით მაბრაზებდნენ და ჩემს ზომასა და შეხედულებას ხაზს უსვამდნენ თუ როგორც ყველა მასწავლებელი ფიქრობდნენ რომ მე მართლაც 8 თუ 10 წლის ბავშვი ვიყავი.ანდაც შეიძლება სხვა გოგონები გაიზარდნენ უფრო ადრე,როდესაცისინი 2 ზომის მკერდით თავს იწონებდნენ იკეთებდნენ მაკიაჟს და თმებს ილოკონებდნენ,მე მანქანებიანი კოლგოტი და ზოლებიანი სვიტრი მეცვა რომლის მარკაზეც გარკვევით ეწერა 9-12 წლამდე ბავშვებისთვის.მაგრამ როცა ამ წელს მივედი სკოლაში ყველა გაოგნებული მიყურებდა.საერთოდ ასე ერთიანად და გვიან დაზრდა ბიჭებს ახასიატებთ მაგრამ ალბათ მე გამონაკლისი ვიყავი ან ჰორმონები არ მყოფნიდა.მოკლედ ფაქტი ფაქტი იყო.პირველად ახალი გოგო ვეგონე,მარტო სიმარლეში კი არ მოვიმატე,არამედ გავიზარდე ჩამოვყალიბდი გამიჩნდა გარეგნობაზე ზრუნვის სურვილი და ასე შემდეგ რაც ჩემს კლასელ გოგონებს უკვე მობეზრებული ჰქონდათ.
მახსოვს პირველი დღე როცა ნიკა მოვიდა ჩემი ყოფილი "მამა" ჩვენი სკოლის მთავარი მექალთანე,და ფლირტი დამიწყო.მანამ მეღლაბუცებოდა სანამ ხმა არ ამოვიღე მერე ხმაზე მიცნო და ნახევარი საატი გაოგნებული მიყურებდა,მერე ალბათ ისევ გახუმრება მოუნბდა და ზღაპრის დასაწყისი დაიწყო "იყო და არა იყო..." თვალები ჩემს შეღებილ თმასა და პირსინგებზე შეაჩერა მერე თვითონაც მიხვდებით,ზღაპრის გაგრძელება ეუხერხულა ამოუხვნეშა და კლასში წამათრია.მართალია წინანდელზე ბევრად მაღალი ვიყავი მაგრამ მაინც ასე დამაქანებდნენ აქეთ იქეთ.თოჯინასავით ვიყავი ამ ადგილს თუ არ ვუხდებოდი ცალი ხელით ამწევდნენ ხოლმე და შესაფერის ადგილას გადამსვამდნენ.მართალია ვცდილობდი რომ მათში ასეთი საქციელები აღმეკვეთა,შემეხსენებინა რომ მე უკვე პატარა აღარ ვიყავი მაგრამ ალბათ მათი თვლიდნენ რომ მათი გაზრდილი ვიყავი და პაემანზე როცა ბიჭმა ხელი მომხვია დაიდანღაც გამოჩნდა გიო და ის საწყალი ისე სცემა მეორე დღეს დედამისმა საავადმყოფოდან გამომაგდო.'ჯერ მოაკლევინე და ახლა გინდა მისი ნახვაა!" ეს სიტყვები კარგა ხანს ჩამრჩა გულში,მაგრამ გიოს მაინც ვერ ვუბრაზდებოდი.ის ხომ ჩემი "გამზრდელი" იყო.აი გოგონებთან კი ცუდი ურთიერთობა მქონდა ყველა მათგანში ეჭვსა,შიშს ვიწვევდი.მარის არ მოწონდა რომ მისი შეყვარებული ჩემთან უფრო მეტ დროს ატარებდა ვიდრე მასთან.მე არ მწყინდა ზოგჯერ ნიკას თავიდანაც კი ვიშორებდი ,მაგრამ აშკარად უფრო კარგად გამომდიოდა ბიჭებთან კონტაკდი ვიდრე მათ საერთოდ ვინმესთან.საათობით ჭორაობდნენ თუ იმას როგორი ლაქი ესვა იმას რა შტერული კაბა ეცვა იმას რომ ნიშნობის ბეჭედი ოქროს კი არა ვერცხლის ყოფილა,იმას რომ გუშინ ბიჭთან იყვა მაგრამ ფულიანი არ აღმოჩნდა და გუშინვე დაშორდა.არც მიკვირდა რატომ ვიყავი კლაში ასეთი უცნაური პატარა ბავშვიდან პირდაპირ ბიჭუნად ვიქეცი ნუ ახლა სულ მთლად ბიჭს ვერ მიწოდებდი.ჩემი ფეხები ზრდას არ წყვეტდნენ,ფორმებიც კიდევ და კიდევ უფრო მიმრგვალდებოდა,უფრო მეკვეთებოდა ნაკვთები და თანდათან უფრო ვგავდი ქალს და არა სუსტ რკინის გროვას.
სახლშო ყველაფერი უფრო რთულად იყო.უკვე სამი თვეა რაც მამა წავიდა.ამას ჩემი დის ორსულობა დაერთო,მერე დედის დაჟინებული ბრძანება აბორტის შესახებ,მოკლედ სახლში გაჩერებას სჯობდა მიშაზე გგეყურებინა ყველაზე პიკანტურ მომენტში.დამიჯერეთ ვიცი რასაც ვამბობ,ერთხელ ექსკურსიაზე შემთხვევით შევუსწარი,მის მერე კაცებზე წარმოდგენა დამეკარგა.მაგრამ სახლში გაჩერება ყველაფერზე რთული იყო.ჩემს დას ნატას შეყვარებული მოუკვდა და მისგან ფეხმძიმედ დარჩა,დედას ხალხის აზრი ჭამს და ამიტომ ნატას სახლიდან არ უშვებს და იფიცება რომ ბავშვს ან გააშვილებს ან საერთოდ სადმე გადააგდებს.ამაზე მე და ჩემი და რათქმაუნდა ვცოფდებით.მამამ ამ გასაჭირში ყველა მიგვატოვა და წავიდა,ისე რომ არაფერი არ უთქვამს უბრალოდ სკოლიდან მოვედი მამას დაველოდე გავიდა ერთი დღე,ორი,სამი და არავისს მასზე კრინტი არ დაუძრავს.უკვე ხუთი თვეა რაც 4 ადგილას ვმუშაობ პარალელურად სკოლაში დავდივარ,მინდა რომ ნატას ბავშვი არაფერში არ იყოს შეზღუდული,ნატას სახლიდან არ უშვებენ და დედას ერთუ სული აქვს როდის მოშორდება "თავის ტკივილი" ნუგეშს სამსახურში ვპოულობ და ჩემი "გამზედელების" მხარდაჭერაში.



№1  offline წევრი khatia khatia

კაია ძაააანნნ მაგარია
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent