შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...


26-07-2015, 22:04
ავტორი mariamabazidze
ნანახია 2 485

ვარდისფერი სათვალე ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში დავკარგე...მას შემდეგ ყველაფერი შავ-თეთრი გახდა...თუმცა თანდათან თეთრი ფერი'ც შავმა შთანთქა და მას შემდეგ დავდივარ ასე უკუნით სიბნელეში..სადაც დრო და დრო გამოჩნდება ხოლმე პატარა წერტილებად მზის შუქი...რომლელიც მალევე ქრება და ისევ ვრჩები უკუნით სიბნელეში ხელჩაკიდებული მარტოობასთან...
ყოველთვის ასე ხდება...როცა მგონია,რომ ყველაფერი დამთავრდა და ბნელს ნათელი შეცვლის...სწორედ მაშინ მთავრდება ყველაფერი...ისევ და ისევ მთელი ძალით ვეხეთქები რეალობას და ყველა ჭრილობა სათითაოდ იხსნება...სისხლი კი თითქოს ყინულად გექცევა...მაგრამ ისევ სუნთქავ..ღრმად და აჩქარებულად.. .სუნთქვა ერთადერთია რაც მიცვალებულებისგან განგასხვავებს....
ამბობენ "ცხოვრება მშვენიერია"_ო...მთელი ცხოვრებაა ვცდილობ მასში მშვენიერების დანახვას თუმცა უშედეგოდ...ის ან არარსებობს ან კიდევ მე ვერ ვხედავ....ჩემს ირგვლივ თითქოს ყველაფერი გახუნდა და უფერული გახდა ...
წვიმა...რომელიც ერთდროს მიყვარდა...ახლა კი აღარ....რატომ?...მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო...მას შეუძლია წაშალოს შენს მიერ დატოვებული ნაკვალევი მიწაზე...ერთი შეხეთვით უწყინარი მიწა რომელზედაც მყარად მიაბიჯებ..ერთ დღესაც გამოგეცლება და ჩაკარგები მასში...ის შთანთქავს ყველას და ყველაფერს...საოცარია ზოგჯერ როგორ მინდა, რომ მეც მისი ნაწილი გავხდე... ჩავიკარგო მასში და გავქრე სამუდამოდ...ყველასა და ყველაფრისგან შორს...ასე გაცილებით უკეთესი იქნებოდა...
ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა მარტოობა,რომელიც უკვე აუტანელი გამიხდა...იყო დრო როცა მიყვარდა...მაგრამ ახლა უკვე აღარ...მას ყოველთვის გაუსაძლის ტკივილთან მივყავარ...სადღაც წავიკითხე..ჰმ დასანანია აღარ მახსოვს სად?..."ტკივილთან ერთად ცხოვრება შესაძლებელია_ო..ტკივილი აძლიერებსო"... შეიძლება მართლაც ასე იყოს..მაგრამ რატომღაც საკუთარ თავს სიძლიერე ვერ შევატყვე ვერანაირად...შეუძლებელია აკანკალებული ხელები სიძლიერეს ავლენდნენ...ჰმ.."სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს"...შენ ჩემო თავო ვერცკი წარმოიდგენ ისე ძლიერ მებრალები...მიუხედავად ამისა ვერაფერს ვაკეთებ შენს შენს გადასარჩენად...ჰმ,და მაინც იმედს ვიტოვებ რომ ოდესმე "ესეც გაივლის"...?!



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

ჩემი საყვარელი ფრაზა.
მომეწონა ცანახატი.მართლაც,რომ რეალობაა.კარგად გამოგივიდა გადმოცემა.

 


№2  offline წევრი Salome17

არწამიკითზავს და არვიცი საერთოდ რაარის მაგრამ სათაურმა დამაინტერესა, ალბათ იმიტომ რომ ტატუ მაქვს ამ წარწერით, ოღონდ ინგლისურად. წავიკითხავ და დანარჩენს მერე დავწერ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent