შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებიდან რეალობაში ?


14-12-2015, 12:30
ავტორი eleonor
ნანახია 1 897

ახლა, რომ საშუალება მქონოდა თემოს ჩემი ხელით დავახრჩობდი. თან ჩემს თავზეც ვბრაზობდი, რადგან საკმარისად ჭკვიანი არ აღმოვჩნდი იმისთვის, რომ თემოს ამ გეგმას კრახი განეცადა. ერთ ადგილას, გაუნძრევლად ვიდექი და გზაზე მიმავალ ჩემს ბიძაშვილს გავყურებდი. იმედის პატარა ნაპერწკალი მაინც მქოდა, რომ უკან დაბრუნდებოდა, მაგამ ეს ნაპერწკალიც ჩაქრა, როცა იგი მოტოციკლს მოაჯდა და ბოლო სიჩქარით გაიჭრა მოპირდაპირე ქუჩისკენ. ფიქრებიდან ირაკლის ხმამ გამომარკვია.
-ნუ ღელავ სახლში მე წაგიყვან
-საჭირო არ არის ფეხით წავალ
-რას ნიშნავს ფეხით წახვალ? აბა მე აქ რისთვის ვარ? ეს მეორედ აღარ გამაგონო
-კარგი როგორც შენ გინდა
-აი ეს უკვე მომწონს. რას იტყვი შევიდეთ?
-რა თქმა უნდა -გავუღიმე და შიგნით შევყევი
მთელი ღამე ირაკლისთან ერთად ვცეკვავდი. მოსვენებას არ მაძლევდა. ამ ყველაფერს ისიც უწყობდა ხელს, რომ მთელი საღამო წყნარი და ჰარმონიული მუსიკები ჟღერდა. ერთი სული მქონდა იქედან როდის წამოვიდოდი, რადგან მის დაჟინებულ მზერას უკვე ვეღარ ვუძლებდი. როცა ბოლო ცეკვას მოვრჩით ცოტა ხნით ჩამოვჯექი, ის კი მაშინვე გვერდით მომიჯდა და მხარზე ხელი დამადო.
-დაიღალე?
-ძალიან. შეიძლება ცოტა ხნით გავიდე?
-რა თქმა უნდა. ხომ არ გამოგყვე?
-ამის საჭიროებას ვერ ვხედავ
-კარგი, ოღონდ ძალიან გთხოვ მალე დაბრუნდი
-რა თქმა უნდა
შემთხვევით ვისარგებლე, ხალხში გავერიე და დისკოტეკიდან შეუმჩნევლად გამოვედი. შემდეგ კი რაც ძალი და ღონე მქონდა, მოპირდაპირე ქუჩიკსენ გავიქეცი. უკვე კლუბის უკანა გასასვლელთან ვიყავი, რომ უეცრად კარი გაიღო და პირდაპირ თავში მომხვდა, იქედან კი ვიღაც ბიჭი გამოვიდა, რომელსაც ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ იმ წუთას ვერ გავიხსენე, თუ ვინ იყო. თავი იმდენად ამტკივდა, ფეხებში ძალა სრულიად წამერთვა და ადგილზე ჩავიკეცე.
-ეი, ეი კარგად ხარ? -შეშინებული მომვარდა
-რა თქმა უნდა, რატომ უნდა ვიყო ცუდად ეს ხომ ძალიან სასიამოვნო იყო
-კარგი მაპატიე არ მინდოდა -ამ სიტყვებით თავი ამაწევინა და თითებით ჩემი შუბლის სინჯვას მოჰყვა, შემდეგ კი გაშტერებით დამიწყო ყურება. ეხლა კი ვიცანი ჩემი მივიწყებული თანამგზავრი რატი. მისი რეაქციიდან შევატყვე, რომ მანაც მიცნო
-ნია? შენ ხარ?
-ჰო მე ვარ, მაგრამ არამგონია ახლა ამის დრო იყოს, თავი საშინლად მტკივა
-დიდი ბოდიში. ადგომა შეგიძლია?
-მგონი კი
-მოდი მოგეხმარები -წელზე ხელი მომხვია და ფრთხილად წამომაყენა
რამდენიმე წამში ირაკლის ხმა გავიგონე. მე მეძახდა.
-მგონი შენ გეძახის არა? რატომ არ . . . -სიტყვის დამთავრება არ ვაცალე, კედელს ზურგით მივანარცხე და მაშინვე პირზე ხელი ავაფარე
-ხმა არ ამოიღო!
მან ჩემი ხელი აიღო და თავის ტუჩებს ფრთხილად მოაშორა.
-თუ გინდა ჩემს პიჯაკს და სათვალეს გათხოვებ
-კარგი აზრია
რატიმ პიჯაკი მაშინვე გაიძრო და გამომიწოდა. შემდეგ კი ჯიბიდან სათვალე ამოიღო და გამიკეთა. პიჯაკის შესაკრავი ბოლომდე შევიკარი და ტმაც შიგ ჩავმალე. როცა ამ ყველაფერს მოვრჩი მისკენ შევტრიალდი.
-შენი აზრით მიცნობს?
-იქნებ გეთქვა იმ ბიჭს რატომ ემალები?
-გრძელი ამბავია. არ ღირს ამის აქ განხილვა
-აქეთ მოდის. ჩემკენ შემოტრიალდი და თვალებში მიყურე, თითქოს რამე საინტერესოზე ვსაუბრობთ
-კარგი გთხოვ არაფერი შეიმჩნიო
-მერწმუნე ამაში ნამდვილი ოსტატი ვარ
მე რაღაც უაზრობის ლაპარაკი დავიწყე, თვითონაც არ ვიცოდი ეს ყველაფერი საიდან მომაგონდა. როცა ირაკლიმ გვერდი ჩაგვიარა და ვერ მიცნო შვებით ამოვისუნთქე.
-კარგი შენ მე გადამარჩინე, გმადლობ -ამ სიტყვებით სათვალე მოვიხსენი და რატის გავუწოდე
-ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო იყო. იცი? არ მეგონა კიდევ თუ გნახავდი
-მერწმუნე არც მე
-მიუხედავად ამისა ძალიან გამიხარდა, შენ რას იტყვი?
-მეც -წამომცდა და მაშინვე ენაზე ვიკბინე, რაც მას არ გამოჰპარვია
-ალბათ ახლა ნანობ ეს, რომ თქვი არა?
-ჰოო რაღაც ამდაგვარი, მაგრამ მოდი გულწრფელი ვიქნები. გამიხარდა, რომ ისევ შევხვდით ერთმანეთს
-ეს უკვე ბედისწერაა
-შენ ასე გგონია?
-არამარტო მგონია, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული
-კარგი ერთი -ეშმაკურად გავუღიმე
-წამოდი გავისეირნოთ, თან მომიყევი იმ ბიჭს ასე რატომ მოექეცი. საწყალი ალბათ ძალიან განიცდის -ირაკლიზე საუბარი არც ისე ძაიან მსიამოვნებდა, მაგრამ კითხვაზე მაინც ვუპასუხე
-მასთან შეხვედრა არ მინდოდა, უბრალოდ ჩამიწყვეს ესაა და ეს
-ჰო, მაგრამ ვინ არის?
-ჩემი ბიძაშვილის ახლო მეგობარია. უკვე დიდი ხანია უკან დამდევს
-და როგორც ჩანს ამაში შენი ბიძაშვილის ხელი ურევია
-მისგან ასეთ საქციელს უკვე შეჩვეული ვარ. არაუშავს ამასაც გადავიტან
-ის ბიჭი არ მოგწონს?
-შენი აზრით ჩემი საქციელი მეტყველებდა იმაზე, რომ ის მომწონს?
-ალბათ არა -გაეღიმა
-შენ რატომ მიატოვე შენი თანმხლები?- ვცდილობდი გამეგო ცეკვებზე მარტო იყო, თუ ვინმესთან ერთად
-არ მიმიტოვებია. იქ მარტო მივედი, მაგრამ იმ საშინელმა მუსიკამ ხასიათი გამიფუჭა და მალევე წამოვედი
-გასაგებია
-რამდენი ხნით ჩამოხვედი?
-დაახლოებით სამი კვირით, შენ?
-გააჩნია ფულის მარაგი როდის ამომეწურება, ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვი
-მოიცა, შენ რა აქ მარტო ჩამოხვედი?
-ჰო რა მოხდა?
-არაფერი, ისე უბრალოდ გკითხე
-გაგიკვირდა აქ მარტო რას ვაკეთებ არა?
-სწორედ ამის თქმა მინდოდა -გამოვტყდი
-ეს ერთგვარი საბაბია, რომ ჩემი ოჯახისგან შორს ვიყო
-მათგან შორს ყოფნა რატომ გინდა? თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის მაპატიე
-არა ყველაფერი რიკზეა. უბრალოდ ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა ერთმანეთს ვერ იტანს და გამუდმებული კონფლიქტი მათ შორის უკვე წლებია მიმდინარეობს. მე კი ვცდილობ მათგან შორს ვიყო, რადგან ეს სიტუაცია ჩემთვის აუტანელია
-ძალიან ვწუხვარ
-ამას უკვე ვივეჩვიე. სახლშიც იშვიათად მხედავდნენ და სიმართლე გითხრა ეს ოდნავადაც არ აღელვებთ. მე კი თავისუფალი ცხოვრებით ვცხოვრობ ეს არც ისეთი საშინელი, როგორც შენ გგონია
-სიმართლე გითხრა ამის კარგ მხარეს ვერ ვხედავ
-რატომაც არა? მაგალითად შემიძლია წავიდე ნებისმიერ რისკზე და არ ვიდარდო იმაზე, რომ ჩემზე ვინმე ინერვიულებს, რადგან ეს არ მოხდება. ასევე შემიძლია ყოველთვის იქ ვიყო სადაც მომინდება და როცა მომინდება.
-გინდა თქვა, რომ მშობლებს ფეხეზბე კიდიხარ? მაპატიე ცუდად გამომივიდა
-ჰო, ნამდვილად ასეა
-კარგი, მაგრამ მაშინ ისევ მათ სახლში რატომ ცხოვრობ? უფრო სწორად მინდოდა მეთქვა ისინი რატომ გაძლევენ ამის უფლებას? რატომ უბრალოდ არ გეუბნებიან, რომ უკვე დიდი ხარ და თავი შენით უნდა ირჩინო?
-ყველაფერი ძალიან მარტივია. ბაბუაჩემი ძალიან მდიდარი კაცია, მე კი მისი ერთადერთი მემკვიდრე ვარ. სანამ ის ცოცხალია საშიში არაფაერია
-და როცა აღარ იქნება?
-სიმართლე გითხრა როცა ეს მოხდება მაშინ ყველა ამ მემკვიდრეობაზე დაიწყებს ნადირობას, მაგრამ ვშიშობ არაფერი გამოუვათ
-როგორ შეიძლება მშობლებს საკუთარი შვილი არ უყვარდეთ?
-მამაჩემი დიდი ხნის წინ დაიღუპა -დაიწყო რატიმ- რამდენიმე წლის შემდეგ დედა მეორედ გათხოვდა და საკუთარ შვილებს ის კაცი ამჯობინა. მას შემდეგ დამიპირისპირდა რაც იმ ნაბიჭვარს ხელი გავარტყი, რადგან საკუთარი თვალით დავინახე ჩემს დას როგორ ეარშიყებოდა. დედამ რა თქმა უნდა არცერთს არ დაგვიჯერა და მისი მხარე დაიჭირა. ახლა კი ჩემი ძვირფასი მამინაცვალი ძალიანაა გაბრაზებული, რადგან ხვდება რომ მემკვიდრეობიდან მას და დედაჩემს არაფერი შეხვდებათ. ამიტომ რამდენჯერმე სცადა ბაბუასთვის რამის დაშავება და ანდერძის გაყალბება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თუმცა ვერც ბრალი დაუმტკიცეს და ახლაც თავისუფლად დაიარება. დედას კი არაფრის მოსმენა არ უნდა და სიმართლე გითხრა უკვე მეც დავიღალე მისი ჭკუაზე მოყვანის მცდელობით.
-და შენი და სად არის? -მოსმენილმა ძალიან დამთრგუნა და მხოლოდ ამის კითხვაღა მოვახერხე
-ძალიან შორს აქედან. ის იტალიაში გათხოვდა რამდენიმე წლის წინ ერთ საკმაოდ მდიდარ ბიზნესმენზე და უკვე ორი წლის გოგონა ჰყავს. მიხარია ის მაინც რომ არის ბედნიერი
-ძალიან ჩახლართული ამბავია
-არც კი ვიცი ამას შენ რატომ გიყვები
-ჰო, სიმართლე გითხრა ამას ვერც მე მივხვდი
-ხანდახან ადამიანს უჩნდება სურვილი, რომ სხვასთან თავისი ცხოვრების ყველაზე სიღრმისეულ საკითხებზე ილაპარაკოს, თუნდაც იმ კონკრეტულთან არც ისე ახლო ურთიერთობა ჰქონდეს
-მართალი გითხრა ასეთი რამ მეც დამმართნია
-და ვინ არის შენი გულის მესაიდუმლე ამ დროს?
-ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა
-მგონი მართალი ხარ
-თავისთავად
-ალბათ დამნაშავე არ ვიქნები, თუ ტელეფონის ნომერს გამოგართმევ. შენ ასე არ ფიქრობ? -გამომცდელად შემომხედა
-მგონი არ იქნები -ნაზად გავუღიმე,შემდეგ კი ტელეფონი გამოვართვი და შიგ ჩემი ნომერი ჩავუწერე
-გმალობ ჩემი არ გაინტერესებს? -მოწყენილი სახით გამომხედა
-როცა დამირეკავ გავიგებ -თვალი ჩავუკარი
-ანუ იმ გოგოების რიცხვს განეკუთნები, რომლებიც თვლიან რომ პირველად ინიციატივა ბიჭმა უნდა აიღოს არა?
-ეს არ მიგულისხმია
-სწორედ რომ ეს იგულისხმე
-არა არ მიგულისხმია -გავღიზიანდ
-მაშინ მომეცი შენი ტელეფონი
-ახლავე -ვთქვი და ჯიბეების ქექვა დავიწყე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტელეფონი სახლში დამრჩენოდა
-მაპატიე, მაგრამ ტელეფონი სახლში დამრჩა
-სამწუხაროა
-მოგიწევს ინიციატივა შენ აიღო
-ჰო ასეა გამიღიმა
-სახლამდე მიმაცილებ?
-რა თქმა უნდა, სად ცხოვრობ? -ჩემს წინადადებას ხალისით დათახმდა
-სასტუმროში. ქუჩის დასახელება არ მახსოვს, მაგრამ მგონი მივაგნებ
-იმედია გზა იცი
-მეც ამის იმედი მაქვს. აქ მოტოციკლით მოვედი და გზას კარგად არ ვუკვირდებოდი, მაგრამ მივაგნებ არ ინერვიულო
-მოტოციკლი გყავს?
-ნამდვილად არა, მაგრამ კარგი იქნებოდა ჩემი ყოფილიყო
-მაშინ ვისია?
-ჩემმა ბიძაშვილმა ცოტა ხნით ითხოვა, აქ ერთად მოვედით
-ესეიგი მოტოციკლები გიყვარს
-იმაზე მეტად ვიდრე შენ გგონია
-სერიოზულად?
-როგორც ამბობენ ადრენალინის მონა ვარ
-სიმართლე გითხრა არ ველოდი
-რატომ? -ჩემს ხმაში წყენა გაერია
-ასეთი ჰობისთვის საკმარისად ნაზი და ლამაზი ხარ
-ეს კონპლიმენტია? -გვერდულად გავხედე
-შეიძლება ასეც ითქვას
-კარგი მაშინ გმადლობ, მაგრამ ვერ დაგეთანხმები. გოგოებსაც შეუძლიათ ასეთი ჰობი ჰქონდეთ და ამაში გასაკვირი არაფერია
-მაპატიე თუ გაწყენინე, ჩვეულებრივ სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეშინიათ ამგვარი რამეების და ვიფიქრე, რომ . . .
-იფიქრე, რომ მეც მათ რიცხვს მივეკუთნებოდი არა? -გავაწყვეტინე
-სწორად მიმიხვდი
-კარგი და შენ თუ მოგწონს ამგვარი რამეები?
-ასეთი რამეები ბავშვობიდან მიზიდავს. მახსოვს, როცა შვიდი წლის ვიყავი ჩანჩქერის უზარმაზარი კლდიდან გადმოვხტი. ეს ჩემს გარდა ვერავინ შეძლო და ყველა გაკვირვებული მიყურებდა
-მსგავსი რამ მეც გამიკეთებია, ოღონდ შენგან განსხვავებით ეს შარშან ზაფხულს მოხდა
-და რაში მდგომარეობს შენი გმირობა?
-მოკლედ ერთ ზაფხულს კანადაში ვისვენებდი, იქ მამის მხრიდან ნათესავები მყავს. ჩემს იქაურ მეგობრებთან ერთად სანაპიროზე წავედი საბანაოდ. სამწუხაროდ ისინი სახლში ჩემზე ადრე წავიდნენ, მე კი შედარებით დიდხანს შემოვრჩი და იქ ძალიან უცნაურ ტიპებს გადავეყარე. სამი ახალგაზრდა ბიჭი იყო, მაღალი კლდიდან ზღვაში ფულის გამო ხტებოდნენ. ჯილდო არც მეტი არც ნაკლები ხუთასი დოლარი იყო. თითოეული მათგანი გაოცებული მიყურებდა, როცა ამის გასაკეთებლად და თავის შესამზადებლად ხუთი წამიც კი არ დამჭირვებია.
-მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, ვაუ! ჰო მართლა კიდევ შორსაა შენი სასტუმრო?
-რა მოხდა დაიღალე?
-უბრალოდ უკე მეორე წრეს ვარტყამთ მთავარი მოედნის გარშემო -გაეცინა
-სერიოზულად? -ძალიან შემრცხვა
-კარგი არ ინერვიულო. სასტუმროს დასახელება მითხარი და ვინმეს ვკითხავთ
ძლივსძლივობით გავიხსენე სასტუმროს დასახელება და პირველივე გამვლელს შევეკითხე. ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელმაც დიდი სიამოვნებით მიმასწავლა სასტუმროს გზა დ მანქანით წაყვანაც შემომთავაზა, მაგრამ რატიმ ისეთი თვალებით შეხედა, რომ წამში მოტყდა და გზა გააგრძელა.
-ეცადე ღამით ქუჩაში მარტო არ იარო -მის ხმა გაფრთხილებასავით გაისმა
-კარგი ვეცდები -სახიდან ღიმილი ამ მშორდებოდა. მსიამოვნებდა, რომ ჩემზე ზრუნავდა მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახანს გავიცანი
-თუ რამე შეგიძლია მე დამირეკო. ღამით შენთან ერთად სეირნობას სიამოვნებას დავთახმდები
-კარგი აზრია, გპირდები ასეც მოვიქცევი
-მგონი წვიმას იწყებს -რატიმ თავი მაღლა ასწია და მოღრუბლულ ცას შეხედა
-ჰო მგონი, მაგრამ არაუშავს. პირიქით მიყვარს წვიმაში სეირნობა
-ჰოო? -გვერდულად გამომხედა
-ჰო -გავუღიმე და მზერა წინ მივმართე
ხუთ წუთში უკვე კოკისპირულად წვიმდა.
-შენზე მეტი მომიყევი -თქვა უეცად რატიმ დიდხნიანი დუმილის შემდეგ
-რა გაინტერესებს?
-არ ვიცი, მაგალითად ის, თუ რას ვერ იტან ყველაზე მეტად
-რას ვერ ვიტამ ყველაზე მეტადდა? სიმართლე გითხრა არ მიყვარს როცა ჩემს თვალწინ ვინმეს ამცირებენ, ასეთ შემთხვევაში დაზარალებულის მაგივრად ჩხუბს ყოველთვის მე ვიწყებ და ამის გამო ბევრი ჩხუბისთავსაც კი მეძახის. შენ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? -რატის გავხედე
-რაზე?
-შენი აზრით ცუდად ვიქცევი?
-არა, ცუდად ნამდვილად არ იქცევი, მაგრამ იმის მაგივრად რომ შენ ატეხო აყალმაყალი ჯობია იმ ერთ კონკრეტულს გააგებინო, რომ ასეთ დრო ხმის ამოღება და თავის დაცვა აუცილებელია, სხვაგვარად ყველა გადაუვლის.
-ამაში აზრი დევს
-ვიცი -თქვა და გაიცინა
-ახლა ჩემი ჯერია
-რა გაინტერესებს? მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხო
-შენს პირველ სიყვარულზე მომიყევი
-ჩემს პირველ სიყვარულზე? -სახეზე ჩვეული ღიმილი გადაეფინა -მოსაყოლი ბევრი არაფერია, რადგან ეს გრძნობა არასოდეს გამომიცდია
-სერიოზულად?
-ჰო რატომ გაგიკვირდა?
-კარგი დაივწყე. სვლა შენზე გადმოდის -ზურგზე ხელი მსუბუქად დავარტყი
-რაზე ოცნებობ?
-არ ვიცი, რომელი ერთით დავიწყო. ბევრი სულელური ოცნება მაქვს, თითოეულ მათგანზე, რომ მოგიყვე მერე ალბათ შენი მოკვლა მომიწევს -ორივეს გაგვეცინა
-მაშინ ის მითხარი რაც ყველაზე ძალიან გინდა
-კარგი გეტყვი
-ყურადღებით გისმენ
-შეიძლება სულელურად ჟღერს, მაგრამ მინდა რაიმე განსაკუთრებული შევქმნა ან გავაკეთო. ისეთ რამეს მივაღწიო, რაც ყველას არ შეუძლია
-უფრო გასაგებად არ შეგიძლია? -გვერდულად გამომხედა
-აგიხსნი. მაგალითად ზოგი კარგი მომღერალია, ზოგიც კარგად ცეკვავს, ზოგიც კი კარგ ლექსებს ან ნაწარმოებებს ქმნის. მეც მინდა რაიმე ასეთ სფეროში განსაკუთრებული ნიჭით გამოვირჩეოდე სულ ერთია რა იქნება ეს
-ცოტა უცნაური ოცნებაა
-რატომ? წარდმოიდგინე გავიდა წლები, შენ უკვე ასაკში ხარ და სიკვდილამდე დღეებს ითვლი. ყველა ადამიანის ბოლო ხომ ეს არის? ოდესმე ყველანი მოვკვდებით და იმის თქმა მინდა, რომ შენი სახელი სამყაროს რაღაცით უნდა დაამახსოვრო, რათა სამუდამო დავწყებას არ მიეცე
-ჰო, ამაში გეთანხმები. ცუდია როცა გივიწყებენ
-მოკლედ ბავშვობაში დედას ბევრ რამეზე დავყავდი, თუნდაც ცეკვაზე, სიმღერაზე და შენ წარმოიდგინე კარატეზეც კი, მაგრამ ვერაფერში ვივარგე. ყველა ამბობდა ამ ბავშვისგან არაფერი გამოვა, მხოლოდ სამოდელო კარიერაში თუ ივარგებსო, მაგრამ მოდელობა მე თვითონ არ მინდოდა. რატომღაც ამ მომწონს ეს პროფესია, ყველაფერს გიკრძალავენ ეს არ ჭამო, ის არ ჭამო, ამას ნუ გააკეთებ იმას ნუ გააკეთებ. მოკლედ ძალიან გამაღზიანებელია
-საინტერესო სანახავი იქნებოდი კარატეს ფორმაში -სიცილი აუტყდა
-ეგ არაფერი მთავარი ახლა უნდა გითხრა
-კარგი განაგრძე
-ადრე, როცა ათი წლის ვიყავი მამაჩემს ფეხბურთის საყურებლად პარტნიორობას ვუწევდი ხოლმე რადგან სხვა არავინ ჰყავდა. ყოველ ღამით, მატჩის დროს გვერდით მომისვამდა და მის საყვარელ გუნდს ერთად ვგულშემატკივრობდით. თავიდან არ მომწონდა, მხოლოდ მისი ხათრით ვუყურებდი, მაგრამ როცა თამაშის პრინციპი გავიგე და ფეხბურთელებიც საკმაოდ კარგად გავიცანი, გამოვაცხადე რომ მინდოდა ფეხბურთელი გამოვსულიყავი. მამას წინააღმდეგობა არ გაუწევია მითხრა, რომ მოსწონდა ფეხბურთელი გოგონები და ჩემი სულელური თხოვნა შეასრულა. ექვსი თვე ვიარე ფეხბურთის წრეზე, ისე რომ ბურთზე ფეხი ერთხელაც არ დამირტყამს. ყველამ იცოდა, რომ სუსტი მოთამაშე ვიყავი და პასს არავინ მაძლევდა. შემდეგ ისე გავბრაზდი, რომ ფეხბურთის დაწყებისთანავე მაშინვე სხვა არხზე ვრთავდი ხოლმე.
-იცი ნია? შენთან საუბარი მსიამოვნებს -თქვა და ხელზე ხელი მომკიდა
მექანიკურად ხელზე დავიხედე, შემდეგ კი გაკვირვებული მზერა მივაპყარი, მაგრამ მას ჩემთვის ხელი არ გუშვია. ვითარები განსამუხტავად ირგვლივ მიმოვიხედე. რატი ამჯერად მიხვდა, რომ მისი სქციელი უხერხულ მდგომრეობაში მაგდებდა და ხელი შემიშვა.
-ზედმეტი მომივიდა არა? -დამნაშავესავით გამომხედა
-არაუშავს გპატიობ -გამამხნვებლად გავუღიმე
დარჩენილი გზა არცერთ ჩვენგანს ხმა არ ამოუღია. მხოლოდ მაშინ დავარღვიე სიჩუმე, როცა სასტუმრომდე მივაღწიეთ
-მოვედით -ვთქვი და თავი მექანიკურად ძირს დავხარე
-სულ სველი ხარ
-ვიცი
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ერთმენთს თვალს არ ვაცილებდით, მანამ სანამ თემოს ხმა არ გავიგე, რომელმაც როგორც კი დამინახა მაშინვე ჩემთან გაჩნდა. ალბათ მე მელოდებოდა და ამიტომ არ დაიძინა.
-ნია სახლში შედი, მამაშენი ყველგან გეძებს
-როგორ გეგმამ არ გაამართლა?
-ეს ვინ არის? -ჩემი კითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია
-ეს რატია. აქამდე მან მომაცილა, ჩემი ახლო მეგობარია
-მისი გაცნობა როდის მოასწარი? -თემომ რატის ეჭვის თვალით შეხედა
-ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ -ჩაერია რატი
-თემო შედი. მეც ახლავე მოვალ კარგი?
-ეცადე იჩქარო. შენთან სალაპარაკო მაქვს თანაც ძალიან სერიოზული
როცა თემო სასტუმროს შესასვლელში გაუჩინარდა, კვლავ რატის მივუბრუნდი.
-ჩემი წასვლის დროა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის -ვთქვი და პიჯაკის გახდა დავიწყე
-არა არ გაიხადო. გჩუქნი, შენი იყოს ძალიან გიხდება
-მართლა?
-ძალიან გამიხარდება თუ აიღებ
-მგონი ავიღებ. მართალია გოგოსთვის შეუფერებელია, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს
-და თან ძალიან უხდება შენი თვალების ფერს
-გმადლობ, ეს არ შემიმჩნევია
-კარგი ჩემი წასვლის დროა. ღამემშვიდობისა ნია
-ღამემშვიდობისა
რატიმ ხელზე ხელი ნაზად მომიჭირა, კიდევ ერთხელ ჩამხედა თვალებში, შემდეგ კი გატრიალდა და მოპირდაპირე ქუჩისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა.
სასტუმროში, რომ შევედი პირდაპირ თემოს გარისხებულ თვალებს შევეჩეხე.



№1 სტუმარი Nino

Ra kargi iyo shemiyvarda es cyvili zalian momecona

Ra kargi iyo shemiyvarda es cyvili zalian momecona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent