შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაიკერი ლინდა IX


21-09-2015, 17:32
ავტორი gijka13
ნანახია 3 767

დღის 5 ხაათი იყო, როცა როგორც იქნა ნიკამ და ლინდამ სახლის დალაგება დაასრულეს და კმაყოფილი სახით გადახედეს ერთმანეთს.
-ნიკსონ მე უნდა წავიდე.
-ხო ვიცი ოღონდ მალე არ დაგაგვიანდეს.
-მოვემზადები და ჩამოვალ.
თქვა ლინდამ და კიბეები აირბინა.
მალევე ჩამოვიდა, შავ ტყავის ელასტიკში, სამხედრო ბატინკებში, ყავის მეტალებიანი ქურთუკში და ტყავისვე თითებ გადაჭრილ ხელთათმანებში გამოწყობილი.
-მიმზოდველი ხარ.
-ხო?
ვნებიანი ხმით დასვა კითხვა ლინდამ.
-კი.
დაუდასტურა მამაკაცმა.
გოგონა მიუახლოვდა ნიკსონს, თავი ახლოს თავთან მიუტანა და ყურში ვნებიანად ჩასჩურჩულა.
-სარეცხი შეყარე სარეცხ მანქანაში ნახევარი საათი დაელოდე და გამორთე.
სწრაფადვე მოშორდა და სახლიდან გავიდა. ნიკსონი კი კიდევ 15 წუთით დგა გაშტერებული.

მიუხედავად იმისა რომ ლინდას თმა აკეცილი ჰქონდა და ჩაფხუტში არ ჩანდა, ადვილი შესამჩნევი იყო მისი გამოყვანილი წელი და გრძელი ფეხები.
საკმაოდ სწრაფი სიჩქარით ატარებდა მოტოციკლს ლინდა, 7 საათზე რბოლა იწყებოდა.
შუქნიშანზე წითელი ფერი აინთო. ბაიკერიც შეჩერდა.
მალევე მის გვერდით შავი მერსედესის ფირმის ავტომობილი გაჩერდა. მძღოლმა მინა ჩაწია და მზერა ლინდას მიაპყრო. ცოტახნის შემდეგ დუმილი დაარღვია.
-რა ღირს თვენი მოტოციკლი?
ლინდამ დუმილით უპასუხა.
-თქვენთან გასაუბრება მინდა.
მუდარის ტონით უთხრა მძღოლმა.
გოგონამ ხელით ანიშნა გამომყევიო, შუქნიშანზე მწვანე ფერი აინთო და მოტოციკლი ადგილს მოწყდა.
არანაკლებ სპორტული მანქანაც თან მიჰყვა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ ძლივს იპოვეს წყნარი თავისუფალი ადგილი სალაპარაკოდ. ლინდამ მოტოციკლი მიაყენა, მანქანის მძღოლმაც ასე მოიქცა და იმ წამსვე გადმოვიდა. მაღალი ცისფერთვალება დაკუნთული, მშვენიერი აღნაგობის ახალგაზრდა იყო, 19-20 წლის იქნებოდა.
-საოცრებაა, თოჯინაა, რა მძლავრი ხმა აქვს.
აღტაცებას ვერ მალავდა ყმაწვილი და მოტოციკლს ათვალიერებდა.
-მომყიდეთ.
ლინდამ არას ნიშნად თითი დაუქნია და მოტოციკლის ძრავი აამუშავა, მაგრამ უცნობი მოტოციკლს წინ გადაუდგა.
-რამდენსაც მეტყვი იმდენს გადაგიხდი.
აქ უკვე გოგონას ნერვებმა უმტყუნა ჩაფხუტი მოიხსნა და გიშრისფერი თმა თითქმის თეძოებამდე დაეყარა, მამაკაცმა მეტყველების უნარი დაკარგა როცა ქალის ეს მშვენიერი სახე თმა და სექსუალური მოძრაობა შენიშნა.
ლინდა უცნობს მიუახლოვდა.
-რად გინდა ჩემი მოტოციკლი?
მამაკაცმა დუმილით უპასუხა და ლინდა იძულებიული გახდა კითხვა გაემეორებინა.
-რად გინდამეთქი ჩემი მოტოციკლი?
-კოლექციონერი ვარ.
ძლივს ამოილუღლუღა ქერათმიანმა.
-ჩემი მოტოციკლი ტრასის დედოფალია და კოლექციის ნაწილობას არ აპირებს, არ იყიდება.
კატეგორიული ტონით მიმართა ლინდამ.
-კი მაგრამ...
-არ იყიდებამეთქი და მოკალი თემა.
-ის მაინც მითხარი რა ძრავი აქვს?
-BMW SS 1000 R ძრავი.
-არაფერს არ დავიშურებდი.
-საუბარი დაასრულე? რბოლაზე მაგვიანდება.
-ბაიკერი ქალი ღმერთო.
აღფრთოვანებას ვერ მალავდა ყმაწვილი.
-რა იყო რო?
-არაფერი უბრალოდ...
-რა ?
-არაფერი სექსუალურია რა.
წარბები აზიდა ცისფერთვალებამ.
ლინდამ ჩაფხუტი უხმოდ დაიხურა, მოტოციკლის ძრავი აახმაურა, ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად და ადგილს მოსწყდა.

-ფუ ამის ქალი იყო საკოლექციო თუ მოტო ვერ გაიგებდი, რა ქალია.
ჩაიბურტყუნა გაშეშებულმა მამაკაცმა.

ლინდა დანიშნულების ადგილზე მივიდა.
უამრავი ხალხი ირეოდა. მისი მისვლა უყურადღებოდ არ დაუტოვებია დაჩის და წინ შეეგება.
-სად ხარ პრინცესა?
-საქმეები მქონდა.
სიმწრის ღიმილით გაუღიმა ლინდამ.
-კაი არაუშავს. ახალი ამბავი იცი?
-რა?
-ნიკსონს შეეშინდა რბოლაზე არ გამოვა მის მაგივრად ის ქერათმიანი ბო*ი გამოგზავნა.
-მარიტა?
გაიკვირვა ლინდამ, თითქოს პირველად ესმისო.
-ხო მარიტა თუ რაც ქვია. კაი ნაშაა სიამოვნებით ჩავიგდებდი ლოგინში ერთი ღამით.
თქვა დაჩიმ და ეშმაკურად გაიღიმა.
-ვისთვის როგორ, მე პირადად არ მომწონს,
-მეტალის გოგონას თუ რას ეძახიან?
-მეტალის თოჯინას.
-რატო?
-პირსინგების გამო.
-უხდება. მარა შენნაირი ქალი ჯერ არ მინახავს, ვერავინ შეგედრება საოცრება ხარ.
თქვა დაჩიმ და გოგონას მიუახლოვდა. ლინდას სიბრაზისგან კისრის ძარღვები დაეჭიმა, მაგრამ უკან არ დაუხევია.
-რბოლა იწყება.
დამაჯერებლური ტონით თქვა ლინდამ და დაჩის ჩამოშორდა.

ნაცნობი სიტუაცია, ორი მოტოციკლი ერთმანეთის გვერდიგვერდ, უამრავი გულშემატკივარი, მოტოციკლეტების გაუჩერებელი "ბღუილი„. ამჯერად ორი ქალი ერთანეთის პირისპირ. მეხი და მეტალის თოჯინა.
გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს, მარიტამ ლინდას თვალი ჩაუკრა, ლინდამაც იგივე გაიმეორა, მოტოციკლეტებს შორის მდგარი გოგონა ჩაჯდა და ბაიკერები ადგილს მოსწყდნენ.
ტრასის შუა ნაწილამდე ერთმანეთის გვერდიგვერდ მიჰქროდნენ გოგონები, შემდეგ ლინდამ იმარჯვა და მარიტა უკან ჩამოიტოვა, აი Fინიშის ხაზიც და გაიმარჯვა მეხმა.
-რა თქმაუნდა მეხი დაუმარცხებელია.
ლაპარაკობდნენ გულშემატკივრები.
მარიტა ისეთი კმაყოფილი სახით ჩამოვიდა მოტოდან თითქოს თვითონ გაიმარჯვა და ლინდას მიუახლოვდა.
-ვიცოდი შენთან გამარჯვების შანსი არ მქონდა.
გაეღიმა მას.
-კი გაქვს, არანაკლებ კარგი მრბოლელი ხარ, მაგრამ არ მინდა შეამჩნიონ ჩვენი კარგი დამოკიდებულება.
-შორიდან ვერავინ ვერაფერს შეამჩნევს წასვლის წინ კიდე მიყურე.
თქვა მარიტამ, ხალხის დასანახად უკან დაიხია და ლინდას თვალებში ირონიულად ჩააშტერდა მერე მის ფეხებთან დააფურთხა, თითქოს დაამცირა და უკან გამობრუნდა.
ლინდას მეტი არაფერი უნდადო ამ წუთს ოღონდ კარგად გადაეხარხარა.
-კაი მსახიობია ეს ნაბი***ჭვარი.
ჩაიბურდღუნა ჩუმად და მოტოციკლზე მიყრდნობილი დაჩისაკენ დაიძრა.

-რაშვები?
ჰკითხა ლინდამ.
-რავი გუყირებდი და მემგონი მართლა დაუმარცხებელი ხარ ტოო....
-ხო?
-ხო მარა მე დაგამარცხებ.
-იოცნებე ამით არაფერი შავდება.
გაიღიმა გოგონამ.
-ნიკსონი და მარიტა ერთად არიან თუ მეჩვენება?
-რა? არ ვიცი რატო გგონია?
-გუშინ რო დამირეკა მითხრა ნიკსონი მთელი ღამე ჩემთან იყო ახლა სძინავსო. თურმე ხელი მოუტეხია.
-ნიკსონს?
-ჰო.
-რა დაემართა?
-უჩხუბია
-მერე?
-ალბათ ვინმემ მიამტვრია.
გაიცინა დაჩიმ.
-ალბათ.
ლინდამაც გაიცინა.
-პრინციპში ღირსია.
ლაპარაკი განაგრძო გოგონამ.
-ასე უცებ რატო აიცრუე მაგ სასტავზე გული ე?
-ანრის სიკვდილი მაგათი ბრალია და იმიტო.
დაჩი გაჩუმდა, ცოტახნის მერე ჩაწყვეტილი ხმით ჰკითხა.
-რატომ გგონია?
-იმიტო რო რომ არა ნიკა ანრი მოტოციკლს შეამოწმებდა. არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
-ხო კაი როგორც იტყვი.
-კაი.
-ლინდა.
-ჰო.
-თუ ოდესმე რამე დაგჭირდეს ხო იცი შენს გვერდით ვარ?
-ვიცი დაჩი მადლობა.
გოგონამ სიბრაზისგა მუშტი ისე მაგრად შეკრა, ლამის ძვლები დაემტვრა.
-კაი მე წავედი.
ლინდამ დაჩის ლოყაზე აკოცა, მოტოციკლეტს მოაჯდა და ადგილიდან მოსწყდა.
დაჩის გაეღიმა და მანაც იმავე გაიმეორა რაც რამდენიმე წამის წინ ლინდამ.

ბაიკერი ქალი მიაქროლებდა მოტოციკლს, მიაქროლებდა უკაცრიელ გზაზე, მთელი სიჩქარით. თითოს უნდოდა ყველაფერს გასცლოდა, ყველაფერი უკან მოეტოვებინა.
ცოტახანში სიჩქარეს უკლო და გაჩერდა, მოტოციკლიდან გადმოხტა, ჩაფხუტი გვერდზე მოისროლა და მთელი ძალით დაიწყო მაჯით ტუჩის წმენდა. თითქოს უნდოდა ტუჩებიდან დაჩის კანის კვალი წაეშალა, თან ბოლო ხმაზე ყვიროდა.
იმდენად ძლიერად იწმენდდა რომ ტუჩები ეტკინა და გაჩერდა.
-ვერ გიტან შე ნაბიჭ***არო ჩემი ხელით ჩაგაძაღლებ ანრის სულს ვფიცავარ.
ყვირილს აგრძელებდა და იქით აქეთ დადიოდა, ბოლოს სიბრაზისგან მოტოციკლს დაუწყო ფეხების რტყმევა.
მალევე დაწყნარდა, შუა ტრასაზე გაჩერებულ მოტოციკლეტთან დაჯდა და ზურგით მიეყრდნო.
-ვერც შენ გიტან ღმერთო.
უკვე დაბალ ხმაზე ჩაიბურტყუნა მან.
-რა დაგიშავე? რა? ნიკსონი კარგი ბიჭია მიყვარს მაგრამ შენ ხომ იცი ანრი ვინ იყო ჩემთვის?
ვერც გრძნობდა როგორ ტიროდა, ბოლოს ისევ სიბრაზემ სძლია, ფეხზე წამოხტა და ყვირილი მორთო:
-რატო წამართვი? მამა წამართვი! ანრიც წაიყვანე! რატო?
უფრო და უფრო უმატებდა ხმას.
გრძნობდა, რომ რამდენჯერაც დაჩის ნახულობდა იმდენჯერ ეხსნებოდა ის ჭრილობა რაც ანრის დაკარგვამ გამოიწვია, საშინლად უნდოდა მისი სიახლოვე ისევე ეგრძნო როგორც მისი გარდაცვალების დღეებში.
ისევ დაწყნარდა ამჯერად შუა გზატკეცილზე გაწვა და თვალები ცას გაუშტერა. ცოტახანს უყურა, მერე იგრძნო როგორ დაეცა წყლის წვეთი, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და თავსხმა წვიმა დაიწყო.
არც უფიქრია ადგომა და წასვლა, სიამოვნებდა სახეზე და სხეულზე გრილი სითხე, გაუნძრევლად იწვა თვალებ დახუჭული და ელოდებოდა როდის გადაიღებდა. კარგახანს ელოდა დაღამდა კიდეც. გადაიღო თუ არა წამოდგა, ჩაფხუტი მოძებნა და მოტოციკლეტს მოაჯდა.

ძალიან დიდი მადლობა იმათ ვინც ელოდებოდით ამ მოთხრობას. მადლობა თითოეული კომენტარისთვის რომლითაც სტიმულს მმატებთ:



№1  offline წევრი Li Zi

ძალიან მაგარია მიყვარს ეს ისტორია სასტიკაად გელოდები აბა :* მალე დადე შემდეგი

 


№2  offline წევრი gijka13

Li Zi
ძალიან მაგარია მიყვარს ეს ისტორია სასტიკაად გელოდები აბა :* მალე დადე შემდეგი

wink

 


№3  offline წევრი gijka13

Peke--
dzalian miyvars es istoria <3 magram dzalian patara tavebs wer((
ვეცდები გავზარდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent