our hands 7
ასე გადიოდა თვეები მე და გიგა, გიგა და მე ყველგან და ყოველთვის ერთად, საქმე იქამდეც კი მივიდა რომ მისი მშობლებიც კი გამაცნო, ორი და ყავდა თაკო და ნათია, სალიც გამაცნო მაშინდელი ჩემი ეჭვიანობის მიზეზი, ყველას კარგად გავუგე ყველასთან დავახლოვდი, შემდეგ გავაცანი ჩემი ოჯახიც, დანიშნული წყვილებივით ვიყავით უკვე, ყოველ თვე ახალი საჩუქმრები ჩემგანაც და მისგანაც, ერთმანეთზე ვგიჟდებოდით, ერთმანეთი კი არ გვიყვარდა, ერთნი ვიყავით, ერთად ვიყავით და სულ ერთად ვიქნებოდით, წვრილმანებზე არასდროს ვჩხუბობდით, ყველა შურით გვიყურებდა თუმცა ჩვენ ყველა გვეკიდა, აბა რა სიყვარული თუ გინდა არავის არ უნდა მოუსმინო და აუ ხო ახლა ჩემი ხელებიც გათბა, მისმა სიყვარულმა გამითბო, სითბოს სათავე გული იყო, ხელები ბოლო წერტილი, რომლითაჩ ჩვენ ვეხუტებოდით, ვეფერებოდით და ვათბობდით ერთმანეთს ზამთრის ცივ დღეებში, როგორც იქნა ზამთარიც გადავაგორეთ და თბილი გაზაფხული მოგვიახლოვდა, ისე მიხაროდა ყოველი დილა მზის სხივებით იწყებოდა და გიგას ნახვით მთვარდებოდა აი ეს იყო ბედნიერება აი ეს იყო ცხოვრება. *** დილით როგორც ყოველთვის ადრიანად წამოვხტი და სკოლაში წავედი 1 თვეში გამოცდა გვქონდა და გული მისკდებოდა, ვცდილობდი რაც შეიძლებოდა ცოტა მეფიქრა გამოცდაზე, თორემ მაშინვე კანკალი მიტყდებოდა და აქეთ-იქით გაუსაზღვრელი დროით დავდიოდი -ისევ გამოცდები გაგახსენდა?- ჩემთან მოვიდა და მომეხვია გიგა -არა.- და მზერა ავარიდე -აბა რა მოხდა, ხელები მანახე, ცივი გაქვს -გიგა სერიოზულად -არასერიოზული რა მოხდა? -ის რომ აქამდე არაფერს ვამბობდიი მაგრამ ახლა უკვე ზედმეტი მოგივიდათ ორივეს, ფოტოებს იღებთ დებბთ და სიყვარულს უხსნით ერთმანეთს -ისევ მაგას მიხსენებ, ხო იცი შენ მიყვარხარ -ეგ როგორ გავიგო, ის საჯაროდ გიყვარს და მე არა ხო? -ვინ გოგო ის როგორ უნდა მიყვარდეს ხო არ გაგიჟდი -აუ მომშვი რა, მაშინ იმას დაანებე თავი საერთოდ რა პრობლემაა მაინც ვერ ვხვდები ან ის აირჩიე ან მე -რათქმაუნდა შენ -რაღაც არ მგონია -რა არ გგონია -აუ წავედი რა.- ავტობუსი მომიახლოვდა და მეც ავედი ისე რო აღარაფრის თქმა არ ვაცადე, ფანჯარაში გამომაყოლა, შავი თვალები და მაგ მომენტში მივხვდი რო ჩემი სამყარრო აღარ არსებობდა, მოეფარა თუ არა თვალს მაშინვე მომწერა -გააჩერე სალაპარაკო მქვს.- არაფერი მივწერე -გააჩერებინე მარი! საქმე მაქვს მართლა გთხოვ გააჩერე.- მისგან მოშორებით კი ვიყავი მაგრამ მივწერე -კარგი.- ჩამოვედი და სირბილით წავედი მის სანახავად, მივდიოდი თან ფეხები უკან მრჩებოდა რაღაც ვერ მიგრძნობდა გული კარგს, არ მინდოდა საბოლოოდ დავშორებოდი, მოსახვევში ავედი და გიგა ვერსად დავინახე, დავურეკე მაგრამ არ მიპასუხა, კიდევ წინ წავედი და შეკრებილი ხალხი დავინახე, იქვე მანქანა იდგა და ვიღაც ყვიროდა სასწრაფოში დარეკეთო, ვიფიქრე გიგაც იმ ხალხში იქნება მეთქი და მათკენ გავიქეცი, ხალხი მივწი-მოვწიე და დავინახე ის რაც არ მინდოდა ჩემს სიცოცხლეში მენახა, რასაც სიკვდილი მერჩინა, ჩავიმუხლე და მის თავქვეშ ხელები მოვაქციე -გიგა შემომხედე, გიგა მაპატიე სულელი ვარ გიგა -შენ გარდა მართლა არავინ მიყვარს -ვიცი ვიცი მაპატიე გთხოვ გიგა თვალები არ დახუჭო არ დამტოვო გთხოვ.- გიჟივით ვღრიალებდი თან თავზე ვეფერებოდი, ცრემლები მდინარეებივით მომდიოდა, ვამჩნევდი თვალები ეხუჭებოდა მაგრამ ვცდილობდი ბოლომდე შემენარჩუნებინა, როგორც იქნა სასწრაფომაც მოაღწია ჩვენემდე და წაიყვანეს მეც გავყევი და მაშინვე თავის დას დავურეკე. 10 წუთში უკვე საავადმყოფოში ვიყავი, ყველაზე უსუსურად ვგრძნობდი თავს, ჩემთვის მოვიკუნტე კარებთან და უხმოდ დავიწყე ტირილი, ბოლოს მისი მშობლებიც მოვიდნენ, გაგიჟებული დედამისი მე მეცა რა მოხდაო, ყველაფერი მოვუყევი და რა დავიმსახურე მეტის ღირსიც არ ვიყავი სილა გამარტყა და საავადმყოფოდან ყველაფრის აუხსნელად გამომიშვა, თან მოაყოლა რომ არასდროს გავკარებულიყავი გიგას, სიცოცხლეს გაგიმწარებო, უარესად ამიტანა ნერვებმა, ყვირილი მინდოდა სახლში როგორ მივედი აღარ მახსოვს, ოთახში შევიკეტე და იქ ვიჯექი არავის ვენახვებოდი, 1 კვირა წყლის მეტი არაფერი მიმიღია გიგაზე ვერაფერს ვიგებდი რა მოუვიდა როგორ იყო რას ფიქრობდა ჩემზე, ვძულდი ვუყვარდი ყველაფერი ერთად მანადგურებდა, ერთ დღს მასწავლებელი თვითონ მოვიდა და გარედან მომიკაკუნა -მარიამ, გულიკო მასწავლებელი ვარ შეიძლება შემოვიდე -არავის ნახვა არ მინდა -გიგაზე უნდა გითხრა რაღაც.- მაშინვე გონს მოვედი ფეხზე წამოვხტი და კარი გავაღე -მარიამ ეს რა არის შენს თავს არ გავხარ -სიკვდილი მიდა, ეს კიდევ კარგად ვარ -მაგას ნუ ამბობ, მოდი დაჯექი იცოდე ეგ აღარ გამაგონო მითუმეტეს ასეთი კარგიი ამბის შემდეგ -რა ხდება?- თავი დავხარე და მაიკის სახელურს დავუწყე წვალება -გიგა გამოწერეს, სახლშია ფეხი აქვს მოტეხილი, მეტი არაფერი კარგადაა და იქით ორშაბათიდან სკოლაში მოვა, იმედია შენც დაგვიბრუნდები ეს ორი დღე თავს მიხედე -სკოლიდან გადავდივარ -ახლა? -კი -რატომ? -არ მინდა გიგას ნახვა -გეშინია რო გეჩხუბება? -არა, არ მინდა უბრალოდ -ვერ გავიგე შენი -მე მესმის, გთხოვთ მეტის მოთმენა აღარ მინდა, არ მინდა მისი ნახვა, არ მინდა ცხოვრება კიდე ვერთხელ დამენგრეს თუ ამას ნორმალური ქვია -გიგას რას ეტყვი -გიგა არ არსებობს ჩემტვის, ორშაბათს მოვალ და ბავშვებსაც დავემშვიდობები და საბუთებსაც წამოვიღებ -ამდენი რატო იწვალე აბა შვილო საატესტატომდე 2 კვირა დაგრჩა -ვიცი, მაგრამ არაუშავს -მარიამ ორშაბათიდან მოხვალ და ივლის სკოლაში შენი ხმა არ გავიგო თორემ საატესტატოზეც არ გაგიშვებ და ნიშნებს დაგაკლებ მერე ნახე შენ ცხოვრების დანგრევა.- ეს მითხრა და ოთახიდან გავიდა, გავიდა და დავრჩი ისევ მარტო ახლა ვიცოდი რომ გიგა კარგად იყო ახლა ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად იყო... ----- -ასეც ახალი ტრაგიკული თავი :( იმედია მოგეწონათ ^ -ველოდები შეფასებაააას <3 მიყვარხართ ყველა ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.