შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზი გავლით - 1


14-12-2015, 23:45
ავტორი D-roni
ნანახია 9 119

სკოლაში , რომ სწავლობდა და პირველ კლასშ იყო , გოგოსი არაფერი ეცხო.
ქალის იმიტაციას ეძახდნენ ხუმრობით დედ-მამა .
ვარდისფერების მაგივრად ყოველთვის შავი ეცვა !
ნუ მართალია მაშინ არ იყო გამონათქვამი შავი ფერი ყველაზე ელეგანტურიაო , შავი ახდუნებსო , შავი მაფიოზურიაო , მაგრამ მოსწონდა და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა.
ბიჭებს "თრახი" , რომ ჰქონდათ პირველი ის ჩნდებოდა ადგილზე.
კლასის კარში ჩაიხერგებოდა და საყელოში , მოკიდებული ხელით აიტანდა და გადაიტანდა მეორე ადგილას "მოჩხუბარ" ბიჭს პარალელური კლასიდან.
ვერც ძალას დაუკარგავდით , ყოველთვის ერჩდა ეს უკანასკნელი.
ყოველდღიურად დირექტორის კაბინეტში იჯდა და ენას არ აჩერებდა , მართალი ვარ და რატომ უნდა გავჩუმდეო.
თუმცა არასდროს უუზრდელია და ყველა ამაყობდა მისით , მისი სამართლიანობით და საერთოდ იმით , რომ იცნობდნენ.
დიდი სილამაზით არასდროს გამოირჩეოდა , მაგრამ არც ცუდი გოგო იყო.
ადრე დიდი ტუჩები მოდაში არ იყო , ამიტომ ეუბნებოდნენ , ბზიკმა გიკბინა და გაგისვიდაო.
რა თქმა უნდა რეაქცია არ ჰქონდა , ირონიული ღიმილით უქნევდა ყველას თავს და თავის ტუჩებით მაინც ამაყობდა.
დიდი წითელი ტუჩები ჰქონდა ბავშვობიდან.
მუქი შავი თვალები , რაც მის სახეს მკაცრ იერს აძლევდა და ბავშვობიდან დიდს ხდიდა , პატარა , კურნოსა ცხვირი ჰქონდა , რის გამოც კნოპკას ეძახდნენ დედის დაქალები , მამის ძმაკაცები კი ხშირად ხუმრობდნენ , თემომ ბიჭი ვერ გააკეთა , მაგრამ აშკარად შეცდომით შეურჩიეს ამ ბავშვს სქესიო .
გაზრდას არასდროს ჩქარობდა , ასაკს ირგებდა და ყველაფერ იმას მაქსიმალურად აკეთებდა რასაც გაზრდის შემდეგ ვეღარ გააკეთებდა.
დაცვას ყოველთვის ფეხებს შორის უძვრებოდა და სკოლიდან გარბოდა.
რა ძალით აბრუნებდნენ სკოლაში ამას აღარ ვიტყვი , ხელში აიტანდნენ და შეიტანდნენ.
არასდროს არავინ მოსწონდა , ყველასთან თბილი იყო , მაგრამ მისი დაუკმაყოფილებელი გარეგნობის გამო ყველა ერონიულებოდა.
არც მახინჯი იყო და არც ლამაზი , ჩვეულებრივი გარეგნობა ჰქონდა.
არც თმის შეღებვით კავდებოდა როგორც ეს იმ დროს მოდაში იყო.
მეცხრე კლასიდან ოდნავ გასუქება დაიწყო.
არც თავიდან იყო ტანწერწეტა მაგრამ . მეცხრე კლასში ძალიან გასუქდა.
70 კილოს ურტყავდა და კომპლექსების რაოდენობაც ეზრდებოდა.
დედ-მამა საზღვარგარეთ ჰყავდა , თვითონ როგორც დედისერთა ბებიასთან იზრდებოდა.
ბაბუა გარდაცვალებული ჰყავდა.
თავისთვის იჯდა წყნარად , არავის ხმას არ სცემდა ზედმეტაად.
კლასში ყველასთან კარგი ურთერთობა ჰქონდა.
ბიჭებთან ცოტა არეულდარეული მაგრამ ეგეც იშვიათად.
გოგონებთან ყველასთან მეგობრობდა.
სამაგიეროდ დაქალი ყავდა ორი ერთი კლასელი ანა მეორე კი , ბავშვობაში ეზოში გაუცვნია , მას შემდეგ კი გვერდიდან არ მოშორებულან ერთმანეთს. მარიამს.
აი საცოდაობა ის იყო , მისი კლასელის ძმა , რომ დაინახა პირველად.
ანასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
ბავშობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან .
დაქალობდნენ.
ანა და მარიამიც ინცობდნენ ერთმანეთს და ტრიო იყვნენ დაუშლელნი.
ანას ძმას აკო ქვია , მეათე კლასში გაიცნო ბიჭი.
ამას თუ გაცნობა ერქვა , ანა უყვებოდა უბრალოდ მასზე.
ხან რომელ გოგოზე იყო გაბრაზებული ხან რომელზე აკოს გამო.
"აკომ დღეს შოკოლადი მომიტანა"
"აკომ დღეს მთაწმინდაზე უნდა ამიყვანოს"
"დღეს აკოს ძმაკაცები გავიცანი , რომ იცოდე რა სიმპატიურები არიან"
"დღეს აკოს შეყვარებული გავიცანი"
"აუ დღეს ისე მომიშალა აკომ ნერვები , ისე კინაღამ შუაზე გავგლიჯე"
"დღეს აკო ამბობდა , სვანეთში მივდივართ ბიჭები სახლის გასაღები დაატოვებინე დედასო , მეც მინდა !"
"აკომ , საღამოს გუდაურში წავიდეთო , მაგის ბიჭების მოდიან"
"აკოს მანქანას ყიდულებენ , უფრო სწორად მამასთან მუშაობს და დამსახურებულად თვითონ ყიდულობს"
ყოველდღიურად მსგავსი ფრაზები ესმოდა ბიჭზე.
უკვე მიჩვეული იყო მასზე ამბების მოსმენას.
რომ არ გაეგონა რამე ეუცნაურებოდა კიდეც და შეიძლება დაკლდომოდა.
მისი სკოლელი იყო ისიც.
უფროსკლასელი , ის რომ მეათეში გადავიდა მაგ წელს აკოს ბოლო ზარი და შემდეგ ბანკეტი ჰქონდა.
რა თქმა უნდა სკოლაში გავარდნილი სახელი მისი და მისი ძმაკაცების იყო.
"შეხედე რა სიმპატიურები არიან"
"ნახე კედელთან ისინი დგანან , წამო გავიაროთ"
"ეს კაბა მიხდება ? ხომ არ მასუქებს ? თმა კარგად მაქვს ? ისინიც იქ დგანან იმ გზით წავიდეთ"
ყელშიც კი ჰქონდა ამოსული მსგავსი რაღაცეების მოსმენა.
რა თმა უნდა მისი კალსელი გოგონებიც არ იყვნენ ნაკლებნი.
ანა ძალიან ლამაზი გოგოა , მისი სილამაზის , მდგომარეობის და "ძმის" გამო დიდი სამეგობრო წრე ჰყავდა , მაგრამ ახლოს მარიამის და ასიას გარდა

არავის უშვებდა.
არასდროს მოსწონდა , ის რაც ყველას მოსწონდა.
ამიტომ არ ეცვა არასდროს ბენსიმონები , რკინებიანი შუზები და არ ეხურა ფისოს ყურებიანი ქუდები.
თლიდა , რომ რაც უცნაური , უცხო და მიუწვდომელია , ის უფრო სასურველი , ლამაზი და ასევე განსხვავებულია.
მაგრამ ეს სრულიად სხვა შემთხვევა იყო.
ანაც კარგად ხვდებოდა , რომ ამდენი ლაპარაკით და თავის ძმის კარგი სახელით დიდი ალიაქოთი ხდებოდა ხარატიშვილის თავს.
მაგრამ უნდოდა თავის დაქალი რძლად და რა ექნა ?!
- დე საბუთები მოვიდა , ამიტომ ერთ თვეში , აქ მეყოლები - ოთხი წელი ელოდა საბუთების გაკეთებას და მოსვლას ხარატიშვილი და როცა გაიგო დაადგა საშველი სიამოვნებისგან გაიბადრა , 7 წელი იყო , დედ-მამა არ ენახა.
- დე - შეპარვით დაიწყო საუბარი ხარატიშვილმა - მითხარი , ხომ შეიძლება ბოლო ზარზე აქ ვიყო? - ჩალურჯებულ ცხვირზე ხელი დაისვა და კეხის არსებობაში , რომ დარწმუნდა მერხი დაწყევლა , რომელსაც ფეხი წამოკრა და კედელს მიაჯახა.
- კი დე ვიზამთ რამეს , მისმინე შენ ეგ ცხვირი დეფორმირდა ხო ?
- კიი - მოღუშულმა ჩაილაპარაკა და ხელები გადაიჯვარედინა.
- არ ინერვიულო დე აქ , რომ ჩამოხვალ მე გაგიკეთებ ცხვირის ოპერაციას და ისევ ისეთი გექნება , როგორიც გუშინ გქონდა - დაამშვიდა და ზედა გადაიცვა - დიეტოლოგთანაც მიგიყვან და მე და შენ ერთად ვიდიეტოთ კარგი? - მიუხედავად იმისა , რომ დედას იდეალური ფორმები ჰქონდა , შვილს სოლიდარობას უცხადებდა.
- კარგი დე , წავედი ახლა გკოცნი - კოცნა გაუგზავნა და ლეპტოპი დახურა.
"ამერიკიდან შოკი უნდა ჩამოვიდე " - ფიქრობდა და ძილის წინ ოცნებბეში ეშვებოდა , თუ როგორი დასანახი იქნებოდა , როდესაც ჩამოვიდოდა შეცვლილი და როგორ დააღებდა პირს აკო , სხვა ბიჭებთან ერთად.
მაგრამ კარგად იცოდა ეს ოცნებები ოცნებებად , რომ დარჩებოდა.



^^^
- არ წახვიდე რა - მთელი კლასი და სამეგობრო აეროპორტში იდგა და ცრემლიანი თვალებით აცილებდა , უკვე მონატრებულ მეგობარს.
- ჩემი პუტკუ - ლოყები დაუკოცნა ბებიამ - მალე ჩამოდი ბებო .
- ჩამოვალ ბე - შუბლზე აკოცა და შემონახულ ორ გემრიელ ლუკმას მთელი ძალით ჩაეხუტა - ყველაზე მეტად მომენატრებით ! წელიწად ნახევარი ! და თქვენი ვარ ! - უჩურჩულა ყურში ანას და მარიამს .
- ყველაზე მეტად მიყვარხართ - მარიამმა ცრემლიანი თალებით მოუჭირა ხელები დაქალებს.
- ჩემი სიცოცხლის აზრი ხართ ორივე ! წავედით აკო გველოდება მანქანით ,მარიამ ჩვენ გაგიყვანთ - დაქალს ხელი დაავლო და ოდნავ წავიდა უკან.
- მიყვარხართ - აცრემლებული თალებით დაუქნია დაქალებს ხელი და ბებიას ჩაეხუტა მოწყენილი.
- არ წახვიდე ბებია თუ არ გინდა - ბოლო იმედს მოეჭიდა ნინა.
- უნდა წავიდე ბე , მალე ჩამოვალ - შუბლზე აკოცა და მისი რეისი როგორც კი გამოაცხადეს ყველას დამეშვიდობა.
გული კი ეტკინა , აკო მანქანაში , რომ იჯდა და არ დაემშვიდობა , მაგრამ არც კი იცნობდა და რა მოეთხოვა ?
ანასთან სახლში არასდროს ადიოდა , ზუსტად აკოს გამო , არ უნდოდა ბიჭი ენახა.
მის ბოლო ზარზეც უკან იჯდა და ცრემლიანი თვალებით გლოვობდა იმას , რომ ისე ხშირად ვეღარ ნახავდა.
გამარჯობაც კი არ ჰქნდა ნათქვამი , არც ერთხელ დაუფიქსირებია გაზდელიანისგან მზერა.


^^^
კარგად მოეწყო , სკოლა წინასწარ დაამთავრა ამერიკაში , გახდა კიდეც ,თანაც ისე გახდა ოჯახის წევრებიც ვერ ცნობდნენ , რამოდენიმეჯერ ქალური პრობლემაც შეექმნა დიეტის გამო , მაგრამ მაქსიმალურად უძლებდა , სურვილი იმის , რომ ყველა პირღია დაეტოვებინა იქ ჩასულს და განსაკუთრებით აკოცა , იმაზე დიდი იყო ვიდრე ჭამის . ცხვირის ოპერაციაც გაიკეთა , კეხი მოიშორა და ზუსტად ისეთი ცხვირი დაიბრუნა როგორიც ჰქონდა. ამერიკაში არც მანამდე აკლდა თაყვანისმცემლები , მაგრამ კარგად ხვდებოდნენ ქართული ტრადიციების მიმდევარი ქალის ხასიათს და პრინციპებს , მის სიმტკიცეს და აზროვნებას , ამიტომ ყველა მარტივად ეშვებოდა ხარატიშვილს.
დაბადების დღეზე , კინაღამ გაოცდა და სიამოვნებისგან გასკდა , როცა საჩუქარი სახლში მოუვიდა.
ყუთი გახსნა და მისი გოგონები , რომ აღოაჩნა უზარმაზარ მუყაოს ყუთში სული კინაღამ განუტევა.
ახალი წლის არდადეგებზე , წამოსულან გოგონები , 1 კვირით.
ამერიკა როგორი სახით დაიმხეს მაგაზე აღარ ვილაპარაკებ , მიხვდებით ალბათ.
არც ერთს დაუძრავს სიტყვა აკოზე.
არც ერთხელ უხსენებიათ.
მართალია ხარატიშვილი 24 საათი უფრო გაზდელიანის პროფილზე იჯდა ინტერნეტში , მაგრამ ცოტა ხნით ერიდებოდა , არ უნდოდა რომელიმეს შეემჩნია.
ნუ კარგად იცოდა ორივე , რომ ხვდებოდა ყველაფერს , მაგრამ მაინც არიდებდა თავს.
რისთვის ჩავიდა ვერ გეტყვით მაგრამ იქ ცხოვრება მისთვის გაუსაძლისი , რომ იყო კარგად ხვდებოდა ისიც , დედამისიც და მამისიც.
ამიტომ ადგა და ბოლო ზარამდე ერთი კვირით ადრე , წელიწად ნახევარში ჩაადგა საყვარელ ადამიანებს გაუფრთხილებლად.
გახდომა და ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო , რაც გოგონები გააცილა ამერიკიდან.
რა სახის ფურორს მოახდენდა , და როგორ გადაუხდიდა ზოგ ამპარტავანს სამაგიეროს ვერ გეტყვით.
მაგრამ იმის თქმა შემიძლია , რომ თამამად შემიძლია ვთქვა "აკო გაზდელიანს დაერხა"
ყოველი დღე იმაზე ფიქრში იწყებოდა და მთავრდებოდა რა სახე ექნებოდა უფროს გაზდელიანს მისი დანახვისას.
მაგრამ რატომ ეგონა , რომ მას საერთოდ ეცოდინებოდა მისი არსებობა და ემახსოვრებოდა ვერ გეტყვით.
გადაღლილმა დადო თავის საწოლში თავი .
ძალიან გადაიღალა , როცა ის წავიდა ბებიამისი სოფელში დაბურნდა საცხოვრებლად "ვერ ვეგუები ამ ქალაქს და რა ჭირი ვქნა აქო"
ამიტომ როგორც კი ჩამოვიდა მონატრებულ ბებიას დაადგა სოფელში.
მერე იქიდან მეორე დღეს წამოვიდა და გადაღლილმა დადო ბალიშზე თავი.
ხვალ მძიმე დღე ელის , სკოლაში გენერალურ რეპეტიციებზე უნდა მივიდეს , რათა ბოლო ზარზე ხესავით არ იდგეს.
ყველაფერი იმის სწავლა ერთ კვირაში მოუწევს , რასაც ბავშევბი ამდენი თვე სწავლობდნენ.
მიჩვეულია დატვირთვას და არც ამას უშინდება , მხოლოდ იმაზე ფიქრობს რა რეაქცია ექნებათ გოგონებს და კლასლეებს , როცა მას დაინახავენ.
რამდნეიმე თვე სკაიპში დაქალებს არ ენახებოდა , გავსუქდიო ეუბნებოდა.
მათ რეაქციაზე და დამანჭულ სახეზე კი ფხუკუნებდა , საბოლოოდ კი ბოლო ხმაზე კისკისებდა როცა გოგონები ამშვიდებდნენ.
ამიტომ უყვარს ყველაზე მეტად ეს ორი !



^^^

შავი მოტკეცილი კოჭამდე ელასტიკები ჩაიცვა , ღია ფერის აირმაქსები შეუსაბამა და თეთრი ნაიკის ტოპი გადაიცვა .
გრძელი , ქერა თმა ზემოთ აიწია და ცხენის კუდი გაიკეთა.
სახეზე არაფერი წაუსვია , ზაფხულია და ზაგარი აქვს.
ტუჩებზე გადაისვა მხოლოდ ღია ფერიც პომადა და კმაყოფილმა გაუღიმა საკუთარ თავს სარკეში.
პატარა სპორტული ადიდასის ხელჩანტა ჩამოიკიდა მხარზე და საფულე , წყლის ბოთლი და სავარცხელი ჩადო სარკესთან ერთად.
მობოლურს დაავლო ხელი და ნაუშნიკები გაიკეთა.
"Clean Bandit & Jess Glynne - Real Love (Tough Love Remix)" ჩართო და კარი გამოიხურა.
წინა ბინის კარი , რომ გაიღო და წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი დაინახა , რომელიც შავგვრემან "ნაშოჩკას" აცილებდა სალხიდან ვნებიანი კოცნით თავი გადააქნია.
გოგონამ წინ გაუსწრო და სწრაფად ჩაირბინა კიბეები წკაპუნებით.
- ახალი ხარ ? - არც ისეთი ბოხი ხმით მიმართა უცნობმა მეზობელმა და
სიგარეთის ბიჩოკი კედელს მიაწვა.
ქვედა ტუჩ ჩატეხილმა გახედა მამაკაცს და ნაუშნიკი ყურიდან მოიძრო.
- მითხარით რამე ? - ნაზი ხმით იკითხა , თანაც ისეთი ნაზით ვერც კი იფიქრებდით , რომ როდესღაც ქაჯზე ქაჯი იყო.
- ახალი ხარ აქ ?
- არა! - მოკლე პასუხი გასცა და კიბის მეორე საფეხურზე ჩადგა ფეხი.
მამაკაცს არაფერი უთქვამს თავი გადააქნია და კარი მიკეტა.
ასიამ სიცილით ახედა დაკეტილ კარს და წარბები აათამაშა ეშმაკურად.


^^^
ნაცნობ შენობასთან გააჩერებინა ტაქსისტს მანქანა.
ნელი მოძრაობით გადავიდა და მობილურს ჩააშტერდა.
ინტერნეტში მარიამისგან ჰქონდა მოსული მესიჯი.
"მომენატრე პაწუ , დღეს სკეჩს ვდგავთ , შენ განსახიერებს ჩვენი ახალი კლასელი გოგო"
ცოტა არ იყოს და გაღიზიანდა ჯერ ესერთი ახალი კლასელი ცოტა ცუდად მოხვდა ყურში და მერე არ მოეწონა ვიღაც , რომ მის სასაცილო ნათქვამს ანსახიერებდა.
ნაბიჯს აუჩქარა და სკოლის კარისკენ წავიდა გაბადრული.
ნაუშნიკები მოიძრო და ის ის იყო ჩანთაში უნდა ჩაედო , ხელიდან ,რომ გავუვარდა მობილური და ძირს დაუვარდა.
კიდევ კარგი ეკრანით არ დაეცა ,თორემ სენსორი , რომ გაფუჭებოდა ჯერ ეფლს გადააშენებდა , შემდეგ ამ მობილურს მიაყოლებდა.
ამის ბრალია ასეთი დიდი რომაა.
"გეტიდა 5 , რომ ყიდულობდი 6სს მერე" გამოაჯავრა ალტერეგომ და კმაყოფილმა გაასავსავა ხელები.
ნელა დაიხარა და მობილური ხელში აიღო.
უკნიდან ფტვენის ხმა , რომ მოესმა მშვიდად შეტრიალდა უკან და თვალში რამდნენიმე ბიჭი მოხვდა , მისი ყურადღება შავგვრემანმა მამაკაცმა მიიპყრო , რომელიც მანქანაზე იყო მიყუდებული და გასაღებს ხელში ატრიალებდა , თუ არ ცდება ის იყო ფშტვენის ავტორიც.
წვერი ოდნავ ჰქონდა მოშვებული , ლამაზი ფორმით და არა მოუვლელად.
შავი მუქი თვალები ჰქონდა და სწორი ლამააზი ცხვირი.
ვარდისფერ/წითელი ოდნავ დიდი ტუჩები და თეთრი ქათქათა ჩამწკრივებული კბილები.
რომ მიხვდა აკო იყო სწრაფად მოაშორა მზერა და აკანკალებული შევიდა სკოლაში.
რა თმა უნდა არდადეგები იყო და სიწყნარე სუფევდა.
მხოლოდ დარბაზიდან გამოდიოდა ნაცნობი ერთმანეთში არეული ხმები.
კედელს მიეყუდა და ოდნავ ამოიოხრა , არ ეგონა ამხელა შოკი თუ იქნებოდა მისთვის მისი უიმედო სიყვარულის ნახვა ამდენი ხნის შემდეგ.
გულზე ხელი მიიდო , ერთი ორჯერ ღრმად ჩაისუნთქა და კარი თავისკენ ძლიერად გამოაღო.
კარის გაღების ხმაზე ყველამ ყურები დაცქვიტა.
30 გაოგნებულ წყვილ თვალს გაკრეჭილი აღდგა წინ და ხელები გაშალა.
- რომელი ჩამეხუტება პირველი ? - წარბი აქაჩა მაღლა და მისკენ გამოქცეულ ორ დაქალს მთელი ძალით შემოხვია ხელები - ასე უნდა დამხვდეთ თქვენ ? - ოდნავ მოშორდა დაქალებს და კლასელებს შეხედა .
- ვინ არის ? - ამოიწრიპინა ერთ-ერთმა გოგომ , რომელსაც რა ამოეღო ტანსაცმლიდან აღარ იცოდა , ან ამ შუა ზაფხულში რატო იდებდა ამდენ გაჯს სახეზე.
- ოე გამოფხიზლდით და ჩამეხუტეთ მე ვარ მე , ასია ხარატიშვილი - გადაიკისკისა და მისკენ გამოქცეულ კლასელებს რიგრიგობით ჩაეხუტა.
წრეზე იჯდნენ და რიგრიგობით უსვამდნენ კითხვებს დავიწყებულ მეგობარს.
"ასე როგორ გახდი?"
"ვაიმე ასია რა ლამაზი ხარ შოკში ვარ"
"ჰა ახლა არ გყავდა არმია ბიჭების?"
"დაცვაში უნდა ჩაგიდგეთ აქ"
"სერიოზულას შენ ხარ?"
- ვაიმე ხალხო რა კითხვებს მისვამთ - შეწუხებულმა გაიცინა და ამოიოხრა - ჩამოვედი ადრე და არ გაგაფრთხილეთ იმიტომ , რომ სირპრზი მინდოდა მომეწყო , თან რეპეტიცია ხომ უნდა გავიარო არა? თან გავიგე ჩემს სასაცილო "სამარგალიტოებზე" სკეჩს აკეთებთ და აქ ვარ - ხელები გაშალა და გაიცინა.
- ხო ? ეგ შენია ? მაგ სიტყვებს მე ვამბობ ბოლო ზარზე - ამოისისინა "ჯერშკმა"
- შენი სახელი ? - კითხა და ბავშვებს გადახედა , რომლებიც ფხუკუნს ვერ იკავებდნენ.
- ნენსი - სწერვულად გაუღიმა და მის გვერდით მჯდომ აფხუკუნებულ თორნიკეს მხარზე მხარი გაჰკრა დაბღვერილმა.
- ნენსი ? ხო და ჩემო ნენსი , იმედია ხვდები , რომ ამ სიტუაციაში ზედმეტი ხარ - ნაგლურად გაუღიმა და იქვე მჯდომ ბექას მხარზე მიადო თავი - მგონი ხვდები , რომ ჩემზე კარგად ვერც ერთ ჩემს ნათვამ სიტყვას ვერ იტყვი , ასე რომ ....
- ეს უსამართლობაა - გაკაპასკდა და ხელები გაასასვავა ნენსიმ.
- უსამართლობა ის იქნება ჩემს ბოლო ზარზე , ჩემი სიტყვა შენ , რომ თქვა - ფეხზე ამდგარი აათვალიერა და მშვიდად ჩაისისინა.
- და საერთოდ ვინმე ამიხსნის ვინ არის ეს თვითდაჯერებული ბო*ი ? - გაოგნებულმა ახედა უზრდელურად აჭიკჭიკებულ გოგოს და ნეწყვი მძიმედ გადაყლაპა , აი ახლა უნდა გააკავოს ვინმემ ,თორემ დაბრუნდა ის ქაჯი ასია !
- წესიერად - ფეხზე წამოხდა თორნიკე და მაჯაში ხელი ჩაავლო სახეზე წამოწითლებულ ნენსის.
- შეეშვი - მშვიდი ხმით უთხრა და ფეხზე წამოდგა ხარატიშვილი - შენ კიდევ სანამ წესიერად ლაპარაკს არ ისწავლი შეგიძლია ამ დარბაზის შემოსასვლელი კარი დავიწყო - თავით გასასვლელისკენ ანიშნა.
- მაგდებ ? შენ რა უფლებით ... - სუაბრის დაწყება სცადა მაგრამ ვინ აცადა.
- მე არავის ვაგდებ ! - ხმა გაიმკარცრა - მართალი ხარ , უფლება არ მაქვს , თუმცა შენ არ უნდა ლაპარაკობდე რაღაცის უფლებაზე - ირონიულად გაუმახვილა ყურადღება წეღანდელ წამომცდარ უხამს სიტყვაზე - აქ თუ დარჩები ისევ შენ გამოხვალ უთავმოყვარეო და შემეტენ , რაც არამგონია გაღელვებდეს - ტუჩის კუთხე ჩატეხა და მშვიდად დაუბრუნდა ადგილს.
ხელი მერხს კრა გაკაპასებულმა ნენსიმ და დარბაზიდან გავარდა.

- არ იცვლები - სიცილით მიანიშნა ბავშვობის დროინდელ ქაჯობაზე თორნიკემ.
- ეს სულ ასე იქცევა ?
- აგინა ყველას გამჩენი - სიცილით აიჩეჩა მხრები მარიამმა და დაქალს მიეხუტა.
- მოდი ჩვენთან - ანას ანიშნა და გოგონაც გახარებული წამოხდა ფეხზე , კალტაში ჩაუხტა დაქალებს და მათ შუა , ორივეს მხარზე მოათავსა გაბადრულმა თავი.
რეპეტიციას გადიოდნენ და ყველა ცდილობდა ერთიანი ძალებით ესწავლებინათ ყველაფერი ხარატიშვილისთვის.
რადგან ყველაფერი დაგეგმილი იყო , ყველაფერი ერთ დღეში ისწავლა მონდომებულმა და გადაწყვიტა დანარჩენი დღეებიც ემეორებინა , რომ ბოლო ჯერზე საუკეთესოდ გამოსვლოდა.



^^^
დაღლილი საღამოს , დაქალებთან ერთად გავიდა სკოლიდან.
მათ ფეხებთან შავმა ნაცნობმა მანქანამ , რომ დაატორმუზა გული შეუღონდა.
მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და ოთხი ბიჭის გადმოყვა.
- წავედი მე - მათკენ მომავალი , რომ დაინახა კანკალით გაუღიმა დაქალებს და ორივეს ჩაეხუტა.
- მეც შენთან ერთად წამოვალ - მარიამი ეკიდა და ოდნავ გადადგა ორი ნაბიჯი მისკენ.
- წამოდით რაა წაგიყვანთ ჩვენ - უკვე მოსულ აკოს ლოყაზე აკოცა და ტუჩები დაბრიცა , წვერის შეგრძნებისას .
- არა , არა სეირნობა მინდა - თავი გადააქნია და ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან მომავალ სავარაუდოდ ბოლო ტაქსს ტუჩებდაბრეცილმა გადახედა.
- წამოდით გაგიყვანთ , გვიანია უკვე - მოესმა პირველად ცხოვრებაში , საყვარელი კაცის ბოხი ხმა და მარიამის ხელს დაეკიდა ძირს , რომ არ მოედინა ზღართანი - მარიამ შენი თავი შენმა ძმამ მე ჩამაბარა , ამიტომ ჩახტი მანქანაში , შენც - ასიას მიმართა და მანქანისკენ ანიშნა.
- მარიამ წადი შენ , მე ფეხით მინდა გასეირნება - თავი გააქნია და დაქალები გადაკოცნა.
- აუ ასია კარგი რა - დაქალს დაებუზღუნა ანა.
- ნუ დაიწყებთ ახლა - წარბები კუშტად შეუკრა და ჩანთა მოხერხებულად დაიკიდა ცალ მხარზე - ხომ იცი ერთი წიხლი და მკვდარია ნებისმიერი - სიცილით აკოცა ცხვირზე დაქალს და მანაქანას წინიდან გაუარა - და საერთოდ ჩემთან წამოდით და იქ დარჩით რა - დაეწუწუნა და ფეხები აათამაშა ადგილზე.
ანამ და მარიამმა , სინქრონში გადახედეს აკოს , რომელიც შეუვალი მზერით იდგა.
- აუ კარგი რაა - ძმას კისერზე დაეკიდა ანა.
- ხომ იცი , რომ ტყუილად მეხვეწები ?!
- აუ აკო - მარიამმა სცადა .
- მანქანაში ! - ბოხი ხმით თქვა და მიახვედრა , რომ ამ თემაზე იმაზე მეტი იბუზღნეს ვიდრე საჭირო იყო.
- და რომ წამოვიდნენ რა მოხდება ? - შეეცადა ტონი მტკიცე ჰქონოდა და სიბნელეში ფეხები ააბაკუნა ხარატიშვილმა.
- რაო რა მქვიაო ? - ოდნავ გადაიწია მისკენ და მის სახესთან ახლოს გაჩერდა.
- ლეილა - ირონიულად ალაპარაკდა ხარატიშვილი.
- ლეილა - თავისთვის ჩაილაპარაკა და მაქანაში აცქმუტებულ გოგონებს გადახედა - თუ მე მიგიყვანთ დავტოვებ !
- ტყუილად ეუბნები ეგ არ დაგითმობს - მანქანიდან გადმოსძახა ანამ და ხელები გადაიჯვარედინა , ბიჭების დაცინვისთვის ყურიც არ დაუგდია მარიამს მიეყრდნო.
- ხოო ? ჯიუტობ კიდეც შენ ? არადა ერთი შეხედვით დამჯერ პატარა ფისოს გავხარ - ნერვებს უშლიდა მისი ტიპიური მოფლირტავე ხმა.
- ხო არა ? შენ არ გაგიგია გარეგნობას , რომ არ უნდა ენდო ბიძია ? - ცალი წარბი ჰაერში აზიდა და ტოპი გაისწორა.
- მოდიხარ ? - თავი გააქნია მამაკაცმა და მანქანის ფარებს მიეყრდნო.
ოდნავ ჩააშტერდა მამაკაცს უტეხი მზერით და ჩამოშლილი თმიდან რეზინი მოიძრო , ხელით გადაიწია წინიდან თმა და ოდნავ ამოისუნთქა .
- მოვდუვარ - ამის თქმა და გოგონების პირის დაღება ერთი იყო.
მამაკაცმა ნასიამოვნება ჩაიღიმა და კარი გამოუღო ასიას , უკან დასვა გოგონებთამ და საჭეს მიუჯდა.
- ვირის ტვინი გაჭამეს ამერიკაში ? - გაოგნებულმა გადახედა მარიამმა და სიცილისგან გაჭაჭულ ანას ზურგზე ხელი დაარტყა - რას ჭიხვინებ გოგო - სიცილით გამოაჯავრა და წინა წკამის საზურგეს ხელები მოჰხვია.
- ამერიკაში არა - თამამი ქალივით ჩაილაპარაკა და უფროს გაზდელიანს მიახვედრა " საქართველოში მაჭამე შენო"
ხმით ჩაღიმებას გაბადრული შეხვდა და სახლის მისამართი უკარნახა მამაკაცს.
- მე ნიკა ვარ - გაკრეჭილმა გადმოყო წინა სკამიდან სიმპატიურმა ბიჭმა ხელი .
- სასიამოვნოა , ასია - სიცილით კინაღამ მოკვდა ბიჭის პასუხზე.
- აბა ლეილაო ? - წარბი ასწია ჰაერში მათ გვერდით მჯდომმა - მიშო - სიცილით გაუწოდა ხელი და ოდნავ მოუჭირა თითები .
გოგონამ უბრალოდ გაიცინა და საჭესთან სერიოზულად მჯდომ გაზდელიანს კმაყოფილი ღიმილით გადახედა.


- აქამდე , რომ არ მინახიხარ ? - ჩაეკითხა მიშო.
- ხო აქამდე უცხოეთში ვიყავი და ალბათ მაგიტომ , მე მინახიხარ - ისე წამოცდა ვერც კი გაიაზრა.
- ვა მართლა ? საიდან ?
- სკოლის ბრილიანტების სიაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი გეკავათ - სამივეს გადახედა და მობილურზე შემოსულ დედის ზარს ხითხითით უპასუხა - ხო ჯეიმს - ძლივს იკავებდა სიცილს.
- რა ჯეიმს , ვერ ხარ გოგო შენ ? - შეშფოთდა დედამისი.
- ჯეიმს , მე წამოვედი დედას არ უთქვამს ? ... რა ? სახლში იყავი ჩემთან ? მე ხომ გითხარი ...
- ვისთან ხარ - სიცილით კვდებოდა ნინო.
- ჩემს მეგობრებთან ერთად - თითქოს მკაცრი ხმით უთხრა.
- მიხვალ სახლში და დამელაპარაკები იცოდე ! - მკაცრი გაუხდა ხმა ბუნჩულა დედას ბოლოს კი მაინც გადაიკისკისა.
- დღეს ვერა , გოგოები რჩებიან ჩემთან .
- ვაიმე კიდევ კარგი ბიჭიო არ მითხარი - ბოლო ხმაზე შეიცხადა ნინომ და გადაიხარხარა.
- წავედი , გკოცნი - მობილური სწრაფად გათიშა და გზას გახედა - აი მეორე შესახვევში შეუხვიე - ხმადაბლა უთხრა და გოგონების სახეზე გადაიკისკისა.
- ახლა ისეთი სახით გიყურებენ მგონია , რომ ადამიანი მოკალი - წინა სავარძლიდან ხარხარით გადმოყო თავი ნიკამ.
- მე კიდე უფრო მძიმე დანაშაული მგონია ჩავიდინე - ასიაც აყვა სიცილში - მოგიყვებით , რომ ავალთ ნუ მიყურებთ ასე - თვალები უბრიალა ორივეს და ანას მხარზე მოათავსა თავი.
- ვსიო აი აქ გააჩერე ძმა - გადახედა სიცილით აკოს ანამ და გაჩერებული მანქანიდან გადახტა.
ასია მძღოლის ფანჯარად მიაუხლოვდა და შიგნით შეჰყო თავი .
- მადლობა და - ყურთან მიუტანა ტუჩები და ოდნავ შეასუნთქა ჰაერი , შემდეგ ტუჩები გამოსწია და ხმადაბლა თქვა - ნახვამდის -


- აგაცილებთ - მანქანიდან გადმოვიდა აკო და გოგონებს სადარბაზოში შეჰყვა.
ჩაბნელებულ სადარბაზოში თვითონ მიდიოდა , შუქის ანთებას წამდაუწუმ ცდილობდა მაგრამ სენსორზე დაყენებული შუქი ანთებას და მოვალეობის შესრულებას აშკარად არ ჩქარობდა/აპირებდა.
სიბნელეში კარამდე ძლივს გაიკვლიეს გზა , ის ის იყო აკომ მობილურით გაანათა სივრცე ასიას კარის მეზობელმა , რომ გააღო კარი.
მის შიშველ მუცელს , მშვიდად და ჩუმად მოავლო მზერა და კმაყოფილმა აამაცმაცუნა ტუჩები.
- მიჩვეული ვარ აქ ვინმეს ყოფნას და მეთქი ვინ აღებს კარსთქო - აშკარად არ მოეწონა უცნობ მეზობელს მარტო , რომ ვერ გამოიჭირა

ასია , გოგონამ ეშმაკურად ჩაიცინა და მეგობრებს გადახედა , დაქალები აშკარად დამშეული თვალებით ათვალიერებდნენ მეზობელს , ხოლო აკოს უემოციო სახე ჰქონდა როგორც ყოველთვის
- როგორი ყურადღებიანი ხართ - ტუჩის კუთხე ჩატეხა კობახიძემ.
მამაკაცმა ღიმილით გადააქნია თავი და უკან შებუნებულმა წინ გამოსწია თავი.
- ღამემშვიდობისა - ჩაიღიმა და კარი მიკეტა.
- ვინ არის ? - კარის გაღებით დაკავებულ დაქალს ხმამაღლა ჰკითხა მარიამმა.
- მმ ... მეზობელია - გაიცინა კობახიძემ - და თან ძალიან სიმპატიური მეზობელი - აკოს გაბრაზება კი უნდოდა მაგრამ უნდა აღაროს მართლა უდაოდ სიმპატიური მამაკაცი იყო ის მეზობელი , ნუ მართალია მთლად უფროსი გაზდელიანის მსგავსი ვერაა მაგრამ , მასაც ჰქონდა რაღაც გსაგიჟებელი - დღეს დილას გამაჩერა კიბეებზე , რომ ჩამოვდიოდი ახალი ხარო ? - ჩაიღიმა და კარი გააღო - შემოდით - ჩაილაპარაკა და უფროსი გაზდელიანის თვალებით ძებნა დაიწყო , მაგრამ მამაკაცი გაქმრალი იყო ტერიტორიიდან უკვე.
- შენ რა ხუმრობ ? ჯანდაბა - შეიკურთხა მარიამი და დაკეტილ კარს ტუჩის კვნეტით გახედა - გასაგიჟებლად სექსუალური კაცია - ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი და გოგონებთან გავიდა სამზარეულოში.


____

მოკლედ თავი ვიმტვრიე , არ ვიცოდი რა მექნა დამედო თუ არა თავებად ისტორია , დიდი ხანია ასე აღარ დამიდია , სულ სრულად ისტორიებს ვდებდი , მომინდა ყოველდღიურად მეგრძნო თქვენი სითბო , იმედია სტიმულს მომცემთ და ხშირად დააკომენტარებთ , მაინტერესებს თქვენი აზრი.
ვიცი ბევრი შეცდომა იქნება , გრამატიკული შეცდომები ეყრება , მაგრამ ... თანდათან ვსწავლობ და მოკლედ ...
ველი თქვენს აზრს ! მიყვარხარ და აბა მე ვიცი და ჩემმა ქალობამ :დდ უი ხო დაგვიანებაზე პრობლემა არ იქნება , ხვალ 12 ის შემდეგ ახალი თავი დაიდება და მოცულობაც გაიზრდება აუცილებლად .
ეს საცდელი თავი იყოს.



№1  offline წევრი ანი ანუკა

როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივია ^^ ველი შემდეგ თავს ❤

 


№2 სტუმარი darina

Me ukve miyvars eseni, moutmenlad davelodebi axal tavebs, miyvars sheni istoriebi.

 


№3 სტუმარი sofo

ვაიმეე რაკარგია <3 ერტისულიმაქვს გაგრძელება ვნახოდა იმედია არ დააგვიანებ :3 წარმატებები <333

 


№4  offline მოდერი bibo

Au ra kargi iyoooo ai iseti kargi ro dasruleba ar mindoda ragac dzan momewona ajitirebuli var ise momewona.au es ako momwons ragac kargi chanssss imedia gamova amati wyviliiiii.shokoladi xarr saocreba shoki moki didze didi tavebi dade raaaa uf ar myopnis me

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaaan magarii iyooo geliii ❤️

 


№6  offline წევრი პოეტის ცოლი

სასწაული გოგო ხარ შენ ❤

 


№7  offline წევრი p♥♥h ^^

Gavdzgi am dilit. Shemtxvevit shevxede avtorss da cota gamikvirda srulad rom ar ewera :-D mara rac aris kargia da velodebiiii shemdegsss
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№8  offline წევრი masu

ძაან მაგარი იყო <3 ველოდები ახალ თავს <3

 


№9  offline წევრი LoNdA DM

ძალიან მომწონს და სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს wink

 


№10  offline წევრი irinka123

რა კარგია ახალი ისტორიის წერა რომ დაიწყე უმაგრესი იყო.შენი ისტორიები ძალიან მომწონს...

 


№11 სტუმარი tako

Nu ra vqna Ra vgijdebi ubralos shenze <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent