შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 13


15-12-2015, 02:51
ავტორი mako-makako
ნანახია 2 719

მაგიჟებდა მისი ნახევრად შიშველი სხეულის დანახვა,არ ვიცი სიტყვებით ვერ აგიღწერთ რა მემარტებოდა მისი დანახვისას.ასეთ ფორმაში იმდენად სექსუალური და მიმიდველი იყო რომ თავს მაკარგვინებდა.გონებას მირევდა და თავში ათასი აზრი მიტრიალებდა.ადგილიდან ვერ ვიძროდი და ვერც თვალს ვაშორებდი ის კი თითქოს ჯიბრზე იდგა ერთ ადგილას ქანდაკებასავით გაშეშებული და ჩემს თითოეულს ვნებამორეულნასროლ მზერას ამაყად უყურებდა და ტკბებოდა სანახაობით.არ ვიცი ამ დროს ჩემში ამხელა ძალა საიდან ვიპოვე ან რამ მიბიძგა ასეთი სითამამისკენ,საერთოდ არ ვიყავი ასეთი სცენებით გათამამებული,ის კი არა ასე ახლოს და თან ნახევრად შიშველ მამაკაცთან არასოდეს ვყოფილვარ.საწოლიდან წამოვდექი და ბექასკენ გავემართე.ეხლა უკვე თვალებში ვუყურებდი.მისი თვალებიდან უსაზღვრო ვნება და სიყვარული მოდიოდა.ხომ ამბობენ თვალები ადამიანის სარკეაო ხოდა ამაში მე დღეს დავრწმუნდი.ბექას თვალებში ყველაფერი იკითხებოდა.მასში იმხელა ვნება იყო დაგროვილი რომ ძნელი იყო ამის არ დანახვა.ნელა მივუახლოვდი ხელები კისერზე შემოვაჭდე და ოდნავ ავიწიე ფეხისწვერებზე რომ მის ბაგეებს მივწვდომოდი. ძალიან ნაზად ვაკოცე,ვიგრძენი როგორ დაუარა ჟრუანტელმა ტანში და ტაომ დააყარა.ამაზე უფრო გავთამამდი,თითქოს როლები შევცვალეთ და ეხლა ბექა იყო ჩემს ადგილას მე კი მის ადგილას და ვნება მორეული თვალებით ვუყურებდი მას. ის კი ადგილიდან არ იძვროდა.ოთახის შუაგულში ვიდექით ნახევრად შიშველი ბექა და ჩაცმული მე:).მეღიმებდა ჩემს ასეთ სითამამეზე,მაგრამ მომწონდა როცა ბექა ჩემს შეხებას და კოცნას ჭკუიდან გადაჰყავდა.ნელა ტუჩებიდან ყელს ჩავუყევი და ამაზე საერთოდ გააცია ბექას,ეტყობოდა რომ ჩემგან ამდენს არ ელოდა მაგრამ მაინც აგიჟებდა ეს სითამამე.ოდნავ დაიხარა,ხელები წელზე მომხვია და ვნება აშლილმა ყურში ჩავარდნილი ხმით მიჩურჩულა.
-მაგიჟებ ანა და ძალიან მიჭირს თავის შეკავება.-მითხრა და ოდნავ გამკრა კბილები ყურის ბიბილოზე.არც მე ვიყავი მასზე ნაკლებ დღეში და სიამოვნების შეძახილი აღმომხდა ჩემდაუნებურად.ამაზე საერთოდ გადაირია,უკვე საკმაოდ გათამამდა ხელები მაგრად მომხვია და ჰაერში ამიტაცა.ორივე ფეხები გავშალე და შისველ სხეულზე შემოვეხვიე.მისთან საკმაოდ თამამი ვხდებოდი და ეს სულაც არ მრცხვენოდა.პირიქით მიხაროდა რომ ის შებოჭილობა რასაც აქამდე განვიცდიდი მისი სიახლოვის სადღაც შორს გამქრალიყო.ნელი სვლით წავიდა მაგიდისკენ.ზედ შემომსვა და ფეხები ოდნავ განზე გამაწევინა.თმები ორივე ხელით ნელა გადამიწია უკან.ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად დამიწყო კოცნა მთელს სახეზე.ჯერ საფეთქელიდან დაიწყო.მერე ყურს ჩამოყვა,მერე თვალებს და ბოლოს ბაგეებამდეც მოაღწია.ვერ გეტყვით ამ დროს რას განვიცდიდი,ყველა შეგრძნება გაათმაგებული მქონდა.გული გამალებით მიცემდა და სუნთქვა გამხშირებოდა.მთელი ვნება და სინაზე იყო მის კოცნაში ჩაქსოვილი.ყურებში სასიამოვნოდ ისმოდა ნაზი სიოს ხმა. ვგრძნობდი მთელს სხეულში სიმსუბუქეს და ცხელი კოცნის ნაკვალევს.როდესაც ბექას ცივი ტუჩები ყელზე მკოცნიდა მაშინვე საშინლა ცივ შეხეას ვგრძნობდი და ტანსი სასიამოვნოდ მცრიდა.მისი მხურვალე სხეულის შეხებისას თავს საერთოდ ვკარგავდი და გავიცდიდი ცხოვრებაში პირველად ნეტარ წუთებს,რომელიც არ მინდოდა დასრულებულიყო.გასვიანის ვნებიანი ტუჩები ყელს აღარ დასჯერდა და ნელ ნელა მკერდისკენ იწყო სვლა.მაისური ნაზად გამხადა ბექამ და ჩემს დაბერილ მკერდს თვალებამღვრეულმა შეხედა.მას პირველად ეხებოდა მამკაცის ხელი და ეტყობოდა როგორ მიცემდა მარცხენა მხარეს გული.ზევიდან დაჰყურებდა და ტკბებოდა იმით რომ შეეძლო შეხებოდა და შეგრძნო ეს სიამოვნება ბოლომდე. ბიუსჰალტერი არ გაუხდია ისე მომიჭირა მკერდზე ოდნავ ხელი და უფრო მეტად ამობურცა ისედამ მკვრივი მკერდი.მერე ნაზად დაიხარა და მთელი ვნებით დამიწყო კოცნა,აი ეს უკვე სიამოვნების პიკი იყო არ მეგონა თუ ამდენად სასიამოვნო და საუცხოო იქნებოდა ბექასთან სიახლოვე.თავიდან მეშინოდა მაგრამ როცა ვუყურებდი როგორ ნაზად მექცეოდა და მის თითოეულ ქცევაში მთელი სიყვარული იყო ჩადებული ჩემი შიში სადღც ქრებოდა.ვიცოდი რომ ამაზე მეტის უფლებას არ მივცემდი.არ მექნებოდა ბექასთან ის სიახლოვე რომელიც ჯერ არ იყო დაშვებული რომ ჩვენს შორის მომხდარიყო,მაგრამ მისი ალერსი ისე მაბრუებდა ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი.მაგრამ მე მას ვენდობოდი და მჯეროდა რომ არაფერი მოხდეებოდა ისეთი რაც მე არ მენდომებოდა.მტკბებოდი მისი კოცნით და ალერსით.ხელები ნაზად დავუსვი მის შიშველ ზურგს და ვიგრძენი როგორ გააცია.ვნებაანთებულმა ჩამხედა თვალებში და ჩემს ბაგეებს დაეწაფა.ხან გიჟივით მიკოცნიდა ტუჩებს ხან კი ნაზად.მეც გათამამებული თმებში დნავ ვქაჩავდი და ამიტ ვანიშნებდი როგორ მსიამოვნებდა მისი ალერსი.უკვე იმდენად იყო გრძნობებში შეჭრილი თავს ძლივს თოკავდა.ჩემი ალერსით რომ დატკბა ერთი მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე.დაიხარა მაისური მომაწოდა და მითხრა
-ჩაიცვი ჩემო ცხოვრებავ.-ეტყობოდა ხმაზეც რომ თავს ძლივს იკავებდა,ამიტომ დროზე მოთოკა ვნებები სანამ უფრო ღრმად შევცურავდით გრძნობების მორევში.
-მაპატიე ბექა.-დამნაშავესავით თავი ჩავხარე და იატაკს დავუწყე ყურება ვიცოდი რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და ბექა მე გამოვიწვიე.
-რისთვის მთხოვ პატიებას?-გაოცება ვერ დამალა ჩემმა ბიჭმა.
-რაც მოხდა იმის გამო ყველაფერი ჩემ...-სათქმელი არ დამასრულებინა ისე ამაფარა ტუჩებზე თითი.
-ჩუ ჩემო ცხოვრებავ.ხომ იცი რომ უსაზღვროდ მიყვარხარ.-ეს მითხრა და გულში მაგრად ჩამიკრა.მეც მოვხვიე მის ღონიერ სხეულს ჩემი თხელი ხელები და მაგრად ჩავეხეტე.
-ეხლა ჩადი ანა დაბლა დამელოდე.მეც გამოვიცვლი ვისაუზმოთ და წავიდეთ სახლში.ალბათ ყველა ნერვიულობს ჩვენს გამო.-მითხრა და კარისკენ მსუბუქად მიბიძგა.
-მე უკვე ველაპარაკე მათ.-ვუთხარი და თვალებში შევხედე მისი რეაქცია მაინტერესებდა.
-როდის მოასწარი პატარა ეშმაკუნა?
-სანამ შენ აბაზანაში ნებივრიბდი.თეკოს და ლევანს ველაპარაკე.
-უთხარი რომ დღეს ჩავდივართ?-მკითხა ბექამ და მაისური გადაცა ტანზე.
-არა.მე სხვა რამ ვუთხარი.-თვალებში ჭინკები ამითამაშდნენ მაშინვე.
-რაა?-გულწრფელად გაიკვირვა ბექამ.
-ის რომ დღეს აქ ვრჩებით და ხვალ შენ წამიყვან პირდაპირ უნივერსიტეტში.-ვთქვი და მისი პასუხის მოლოდინში გავინაბე.ლევანი ჯერ დაიბნა ვერ მიხვდა რას ვეუნებოდი მერე კი როცა გაანალიზა ჩემი ნათქვამი მომიბრუნდა და ისე მკითხა.
-დარწმუნებული ხარ რომ დღეს აქ გინდა დარჩენა?
-სავსებით.-მოკლედ ვუპასუხედა გავუღიმე.მერე სირბილით გავიქეცი ოთახიდან და მაგიდის გაწყობას შევუდექი.ბექაც მალე ჩამოვიდა.ტანზე ჩაეცვა,შავი ტანზე მომჯდარი მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა იმდენად ვაჟაცურად გამოყურებოდა ასეთ ფორმაში თვალს ვერ ვწყვიტავდი.სულ მინდოდა რომ მისთვის მეყურებინა და მოვფერებოდი.იმ დღეს ტელეფონი საერთოდ არ ჩამირთავს იმის მერე რაც დედასაც გადავურეკე დ გავფრხილე რომ თეკოსთან ვრჩებოდი დღესაც.დედას არ გაჰკვირვებია რადგან მე და თეკო ხშირად ვრჩებოდით ერთმანეთის სახლში და ეს ახალი ამბავი არ იყო დედასთვის.ბექამ ბიჭებს გადურეკა არ ვიცი რაზე ესაუბრა რადგან ბაღში გავიდა და სანამ არ მორჩა საუბბარს იქამდე არ შემოსულა.მხოლოდ ის მითხრა ლევანს და ლექსოს ველაპარაკე უკეთ არის ლექსო და ალბათ ორ დღეში სახლში გაწერენო.ძალიან გამიხარდა ახალი ამბავი.არ ვიცოდიტ რა გაგვეკეტებინა ამიტომ თითქმის მთელი სღე ბაღში გავატარეთ.სადილი ორივემ ერთად გავამზადეთ.მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი მაგრამ დრო ფაქტიურად არ მრჩებოდა და ამიტომ ისე ხშირად ვერ ვაკეთებდი სახლში საწმელებს.ვისადილეთ და დასასვენებლად დივანზე დავჯექით.ბექამ ფეხებზე დამადო თავი და ფეხები პატარა მინის მაგიდაზე შემოაწყო.მის თმებში ვხლართავდი ხელებს და ისიც თვალებდახუჭული იწვა.ნელა დავიხარე და ტუჩებზე მსუბუქად შევეხე.არ განძრეულა ვიფიქრე ჩაეძინა თქო და ხელმეორედ რომ დავიხარე კოცნისთვის ბექამ ხელი დამავლო და მის ქვეშ მომიქცია.
...
ლექსოს პალატაში მშვიდად ეძინა როდესაც თეკო შევიდა.მძინარე შყვარებული რომ დაინახა,ყვავილები უხმაუროდ ჩაალაგა საყვავილესი და გვერდით მიუჯდა. უყურებდა მისსახისნაკვთებს და ხვდებოდა რომ ლექსო რაღაც სიზმარს ხედავდა რადგან სახის მიმიკები ხშირად ეცვლებოდა,ხან წარბებს შეკრავდა და ხანაც კი გაიღიმებდა.გოგონას ვერ გაეგო სიზმარი სასიამოვნო იყო თუ არა.რადგანლექსოს წამიერად ეცვლებოდა სახეზე გამომეტყველება.ნელა შეირხა სხეული და თვალები გაახილა.მისი საყვარელი სახე რომ დაინახა ბაგე ღიმილმა გაუპო და სასიამოვნო ჭრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში.უხაროდა რომ თეკო მის ცხოვრებაში არსებობდა და ასე ალამაზებდა მის ერთფეროვან და მოსაწყენ ყოფას.გოგნამ ოდნავ გაურიმა და ნაზად აკოცა ლოყაზე.ლექსო ამით არ დაკმაყოფილდა და მისი პატარა ტუჩები თავისაში მოიქცია და ვნებიანი კოცნის კვალი დაუტოვა.თეკოს სირცხვილისგან ათასმა ფერმა გადაუარა სახეზე ეს ბიჭს მხედველობიდან არ გამორჩენია.
-ეხლა სულ ესე უნდა დაიმორცხვო ყოველ ჩემს კოცნაზე?-ჰკითხა ლექსომ და თითები ნიკაპ ქვეშ ამოსდო და სახემაღლა ააწევინა.
-არ ვიცი.-ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა თეკომ.ლოყები ასწითლებიყო და ისეთი უსუსური და თბილი გამოხედვა ჰქონდა რომ ლექსოს ადგილზე ყინავდა ეს მზერა.უნდოდა სულ დაეკოცნა მისი სახე,თვალები,ტუჩები მაგრამ ჯერ ვერ ახერხებდა.ერთი სული ჰქონდა აქედან მალე გასულიყო რომ თავისი გოგო გულში მაგრად ჩაეკრა და აღარასოდეს გაეშვა არსად.თეკო როგორც იქნა ცოტა დამშვიდდა და ლექსოს მიუბრუნდა.
-ორი ახალი ამბავი მაქვს შენთვის.-მაშინვე ახარა ბიჭს როა მიხვდა რომ სახე დაუმშვიდდა.
-რა ხდბა თეკო?კარგი ამბებია?-იკითხა ეჭვნარევი ხმით და მაშინვე ირაკლი ამიუტივტივდა.რაც არ უნდა მომხდარიყო მაინც იპოვიდა და მერე მტრისას რა დღეც მაგას დაადგებოდა,მაგრამ ეხლა მაგის დრო არ იყო.თეკოს გამომეტყველებაზე თუ დაფიქრდებოდა მიხვდებოდა რომ ორივე კარგი ამბავი უნდა ყოგილიყო.
-კი ორივე კარგი ამბავია.პირველი ხვალ გაგწერენ აქედან და მეორე ვიცი რომ შენც ძალიან გაგიხარდება.ანა და ბექა ერთად არიან.-მოყოლა დაასრულა გოგონამ და სახე საოცრად გაუნათდა.ყველა მიხვდებოდა როგორ უხაროდა დაქალის ბედნიერება.
-რააააა?არ არსებობს მართლა?-გაკვირვებას ვერ მალავდა ბიჭი.-საიდან?როგორ? ან ეხლა სად არიან გუშინდელის მერე არ გამოენილა.-კითხვები მიაყარა ამხიარულებილ გოგონას.თეკო ლექსოს ასეთ რეაქციაზე სიცილს ძლივს იკავებდა.
-გუშინ აქედან ბექამ ძალით რომ წაიყვანა ანუკი იმის მერე არც ერთი არ გვინახია. ბექას გუსინ საღამოს ლევანთან დაურეკია და ყველას უთხარი რომ ანუკი დღეს თეკოსთან რჩება,სანამ ყველაფერს არ გავრკვევ აქედან ვერ წამოვაო.არ ვიცით არავინ იქ რა ხდებოდა გუშინ,მაგრამ ის კი ვიცი რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღეს დილით ანუკიმ მახარა რომ ის და ბექა ერთად იყვნენ და დღესაც იქ რჩებიან. ბექას სახლში არიან ვაშლიჯვარში.ძალიან მიხარია ერთხელ და სამუდამოდ რომ მოაგვარეს ურტიერთობა.-მართლაც რომ გულიდან იყო თეკოს სიტყვები წამოსული.
-მეც ძალიან მიხარია ჩემო ლამაზო გოგო.მაინც მოსტეხა შენს ჯიუტ დაქალს რქები არა ჩემმა ძმაკაცმა?-ეს თქვა და პალატაში ლევანმა შემოყო თავი.
-აბა აქ რა ხდება ვინ ვის მოსტეხაო რქებიო?-ეჭვით გადახედა წყვილს და თან ღიმილს არ იშორებდა სახიდან.
-ბექამ ანუკის.სხვა ვინ უნდა იყოს კიდევ ეგეთი ჯიუტები?ორივე ერთნაირები არიან და იმიტომ გაუგეს ერთმანეთს.-პასუხი გასცა ლევანს კითხვაზე თეკომ და გაიღიმა.
-ხოო ეგ მეც ვიცი დილით თეკოსთან ვიყავი იმ გადარეულ გოგოს რმ ველაპარაკე დღეს არ ჩამოვალო ასე გამოგვიცხადა.-დასცინა ლევანმა ანუკის და სასაცილოდ შეკრა წარბები.თეკომ და ლექსომ ვეღარ გაუძლეს და გულიანად დაიწყეს სიცილი. ლევანი მალე წავიდა ნიასთან უნდა გაევლო და მერე სადმე წავიდოდნენ.წყვილი ისევ მარტო დატოვა და დაუტვა მათ მისი ხუმრობებისგან ატკივებული მულები და ამაღლებული განწყობა.თეკო საღამომდე ლექსოს არ მოშორებია მთელი დღე ზრუნავდა მასზე.საღამოს ლევანმა გამოუარა და სახლში წაიყვანა.ისეტი ბედნიერი იყო დღვანდელი დღით რომ მეტი ვერ წარმოედგინა.მანქანაში იყო როდესაც სმს მოუვიდა თავისი კურსელისგან ,უცებ გადაიკითხა და მაშინვე მხიარულად შესძახა ნიას.
-აუუ,ნი იცი რა მაგარი ამბავი მითხრა ეხლა სოფომ?
-რა ხდება აბა მეც მითხარი?-თვალები აუციმციმდა ნიას.
-რ და ხვალ ლექციები გვიცდება რაღაც გაფუჭებულა სასწავლებელში და ხვალ საერთოდ არ იქნება სწავლაო.-ეს თქვა თეკომ და დემონსტრირებულად შემოკრა ორივ ხელი ერთმანეთს.
-ვაუუუ,რა მაგარიაააა.ანუ ხვალაც ვისვენებთ.-სიხარულს ვერ მალავდა ნიაც.ლევანი კი მათ ბავშვურ ქცევას უყურებდა და სახეზე ღიმილი არ შორდებოდა.ან როგორ არ გაგეღიმებოდა ამხელა სტუდენტი 22 წლის გოგოები მეხუთე კლასელი ბავშვებივით ხტუნაობდნენ იმის გამო რომ ლექციები უცდებოდათ.
-აუ მოდით რა ხვალ ანუკის და ბექას დავადგეთ თავზე.თან ლექსოსაც გამოწერენ და ყველანი ერთად ვიქნებით.-კარგი აზრი მოუვიდა თავში ნიას.
-წავიდეთ ძაან მაგარია.-დაეთანხმა თეკოც.
-მე ვერ წამოვა ვმუშაობ.-უცებ დასერიოზულდა ლევანი.
-აუ გთხოვ რა,იქნებ რამე ქნა მხოლოდ ერთი დღე რა.-შეეხვეწა ნია ბიჭს.
-არა არ გამოვა ისედაც ეს დღეებია არც ერთი არ დადის სამსახურში და იმდენი საქმე დაგროვდა რომ საბუთები თავზე გვაყრია.-კატეგორიულად განაცხადა უარილევანმა.-სხვა დროს იყოს დავგეგმოთ და ისე წავიდეთ. გოგოებს ხმა აღარ ამოუღიათ ისე მივინენ გიორგაძის სახლამდე.დაემშვიდობენენ და მანქანიდან გადავიდა.სანამ სადარბაზოში არ შევიდა და სახლში მშვიდობით არ ავიდა ლევანის მანქანა არ დაუძრავს ადგილიდან.მაინც ფრთხილობდნენ არ იცოდნენ ირაკლი რას მოიმოქმედებდა.ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ნათქვამია.თეკოს ხელი დაუქნია ფანჯრიდან და ამ ნიშანზე ლევანმაც დაქოქა მანქანა.მთელი გზა ნიას ხმა არ ამოუღია.ხვდებოდა ბიჭი რატომაც იყო გოგო ნაწყენი მაგრამ ჯიუტად დუმდა და ხმას არ იღებდა.როდესაც ნიას კორპუსთან გააჩერა მანქანა ღვედი შეიხსნა და ნიასკენ გადაიხარა.ორი თითით თავი მისკენ შემოატრიალებინა და თვალებში ჩახედა.
-გეწყინა?-ჰკითხ სევდიანი ხმით.გოგოს ხმა არა ამოუღია ჯიუტად აგრძელებდა დუმილს.
-ასე მსჯი?-ჰკითხა ლევანმა და სახე დაუსევდიანდა.ნია კი ისევ დუმდა.
-კარგი ხო წავიდეთ.რამეს ვიზამ და მოვაგვარებ სამსახურსი საქმეს.-ამ სიტყვების გაგონებაზე ნიას სახე გაუნათდა და აციმციმებული თვალები ლევანს მიანათა.
-ეხლა მოხვედი არა შე ცუღლუტო ხასიათზე?-გაეხუმრა ბიჭი და გოგო მაგრად ჩაიკრა გულში.
-მიყვარხარ ლევან.-მხოლოდ ეს უთხრა ნიამ და ზედგენიძის ბაგეებს ნელა მისწვდა.კოცნიდა მთელი გრძნობით და უნდოდა ეს კოცნა არ დასრულებულიყო.
-მეც მიყვარხარ ჩემო ცუღლუტო..-უთხრა ზედგენიძემ მაშინვე როდესაც გოგოს ბაგეებს მოსწყდა და გაუღიმა.ნია დაემშვიდობა თავის სიყვარულს და ტანის რხევით შევიდა სადარბაზოში.ლევანი კიდევ დიდხნს იდგა ნიას კორპუსტან და ტკბებოდა იმით რომ ბედნიერი იყო ასეთი საოცარო გოგო რომ ჰყავდა გვერდით და მასაც ისევე უზომოდ უყვარდა როგორც ლევანს ნია.ეხლა უფრო ბედნიერი იყო რადგან იცოდა რომ ლექსო და თეკოც ერთად იყვნენ.ბექა და ანუკისაც ყველაფერი კარგად ჰქონდათ.მართალია თავიანთმა სიჯიუტემ ბევრი დრო დააკარგვინათ მაგრამ არაუშავს ყველაფერი კარგია როცა კარგად სრულდება.ეხლა სამსახურში უნდა მოეგვარებინა საქმე რომ ხვალ როცა ლექსოს საავადმყოფოდან გამოწერდნენ მაშინვე ვაშლიჯვარში წასულიყვნენ თან შამანაურს არ აწყენდა ეხლა სუფთა ჰაერი, უფრო მალე გამოკეთდებოდა.ამ ფიქრებში იყო როდესაც უკნიდან მის მანქანას ვიღაცამ ფარები მოანათა.ვერ ხედავდა ვინ იყო მაგრამ ნმრებზე იცნო ირაკლის მანქანა.კარები გააღო და გადმოვიდა მანქანისკენ წავიდა მაგრამ იქ სულ სხვა ადამიანი დახვდა.



№1 სტუმარი darina

rogori tkbilebi arian chveni gvritebi, axla wavikitxe da emociebit avivse.

 


№2  offline წევრი mako-makako

darina
rogori tkbilebi arian chveni gvritebi, axla wavikitxe da emociebit avivse.

მადლობა დარინა თთბილი სიტყვებისთვის
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent