ნიუტონის მეოთხე კანონი [ნაწილი 3]
ნაწილი 3. ნიორი გაფრცქვნა და წვრილად დაჭრა. მას შეურია ხაჭო და ბაზილიკი. შეაზავა მარილით და შავი წიწაკით, თან კარგად გადაურია. – კარგი რა, თამარ! – უკმაყოფილოდ დამანჭა სახე გოგონამ. – რა ვიცი, ელს, მე რომ მშობელი ვიქნები და ჩემმა გაზრდილმა შვილმა ასეთი რამ გამიკეთოს, ნამდვილად ძალიან მეწყინება, მეტიც, ძალიან გავბრაზდები, იმდენად, რომ არც კი ვიცი რამდენი ხანი გასტანს ეს გაბრაზება. ყოველთვის, თავი უნდა წარმოიდგინო სხვის ადგილას, რომ მივდე, თუ რა გრძნობაა ეს, რათა ტყუილად არ განიკითხო. – საყვარლად გაუცინა და პატარა ცხვირზე აკოცა. ცომი ღიმილით გააბრტყელა ორ თხელ ფირფიტად. ერთ ფირფიტაზე დადო თითო ჩაის კოვი შიგთავსი, 3სმ-ის დაშორებით. – ჰო, მაგრამ როცა იცი რომ მშობლები ვერ გაგიგებენ და იმის მაგივრად რომ შენი ბედნიერება გაიზიარონ, ოთახში გამოგკეტენ და არ მოგცემენ მცირედ თავისუფლებასაც კი? ძუსტად ასეთები არიან იაკოს მშობლები. – ამოიოხრა ელენემ. – მეც რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, ზუსტად ინდენტურად ვიზამდი. და მაინც, ვერ ვხვდები, როგორ უნდა იყო ასეთი გაუგებარი, როგორ შეუძლიათ, ახლა, როცა იციან რომ მათი შვილი უსაზღვროდ ბედნიერია, მისი ეს ბედნიერება არ გაითავისონ?! – ეგ არ ვიცი. სამაგიეროდ ვიცი ის, რომ იაკო სრულფასოვნად ბედნიერი იმ წუთამდე ვერ იქნება, სანამ მის მკლავებში არ დაიგულებს დედას და მამას. მე მესმის, ელს, რასაც ამბობ, არც მე მომწონს მსგავსი უგულო ქმედებები ნებისმიერი მშობლების მხრიდან, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ისინი მშობელბი არიან და ყველა, ჩვენ, შვილები, ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ მათ და მათ შეხედულებებსაც, გავითვალისწინოთ თითოეულის აზრი და შევეცადოთ რომ გული არას დიდებით ვატკინოთ. ჩვენს დედ–მამას ყოველთვის ვერ მოეწონება ჩვენი ქმედებები, ბუნებრივია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნას, რომ რადგან არ ვეთანხმებით, თავზე გადავახტეთ. – გასაგებია, ეს ისედაც ვიცი, მაგრამ როცა სხვა გამოსავალი არ არის? მაშინ? ფაქტიურად იხლიჩები ამ დროს. – ფეხზე წამოდგა ელენე, გამშრალ პირს წყლით უშველა, გემრიელად დალია და ისევ თავის ადგილას მოთავსდა. – გინდა, თუ არა, აკეთებ იმას, რაც წინასწარ იცი, რომ გაანადგურებს შენს ოჯახს, მაგრამ მეორე მხარეს შენი რჩეული ადამიანი დგას, რომელთანაც იცი რომ ბედნიერება გარანტირებული გაქვს. – შენ თავს ვფიცავარ, თუ ვიცოდე გამოსავალი რა არის, მაგრამ იმედი მაქვს, მე და შენ არასდროს აღმოვჩნდებით მსგავს სიტუაციაში და არ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება. შენი გადაწყვეტილება არ ვიცი, თუ როგორი იქნება, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ მე არავის და არაფერს დავაყენებ ჩემი მშობლების და ლეოს წინ. – დარწმუნებულები იყავით გოგონებო, რომ არასდროს არ მოგიწევთ იდენტურ არჩევანზე ფიქრი, მითუმეტეს ამ არჩევნის განხორციელება. – დინჯად თქვა ნოემ, რომელიც უეცრად დაადგათ გოგონებს თავზე. – უკაცრავად, შემთხვევით მოვისმინე ბოლო სიტყვები. – დაამატა ზრდილობიანად. დაბნეულმა თამარამ გვერდზე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ელენეს ჩაეცინა ისევე, როგორ ნოეს. გაკვირვებულმა შეხედა ორივეს გოგონამ, რა გაცინებთო, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო. როდესაც და–ძმა ხმამაღლა აროხროხდნენ, მაშინ კინაღამ გაგიჟდა. ნოეს მიყინული მზერა დაიჭირა თავის სეულზე. გაფართოებული თვალებით დაიხედა ტანზე და მთელი ხმით შეჰკივლა. – ვაი! – სამზარეულოდან ელვისებური სისწრაფით გავარდა საძინებელ ოთახში. – რა სულელი ვარ, რა სულელი. – გაავებული დახტა ლოგინზე. თავის პატარა ზურგჩანთას დაავლო ხელი და მუხლებზე დაიდო. ჯინსის შორტის მაგივრად, თავისი თითქმის საცვალზე მოკლე სპორტული შორტი ჩაუცვამს, ეს კი, თავისთავად ელენეს ბრალია, დილა ადრიან რომ წამოახტუნა ფეხზე. ბურანში მყოფმა, რაც ხელთ პირველი მოხვდა ის ჩაიცვა, თანაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ სპორტული შორტი ჩანთაში ეგულებოდა. – ღმერთო, რა სირცხვილია! ელენემაც, რომ არ მითხრა არაფერი? ვერ დავიჯერებ იმას, რომ ვერ შეამჩნია. – ქოთქოთებდა გულ გახეთხილი და ქოთქოთებდა. ისეთი დარცხვენილი გავიდა ოთახიდან, გული მოეწურა ელენეს მისი დანახვისას. სულ გაუქრა სიცილის სურვილიც. – ჰმ! ის შორტი უფრო გიხდებოდა. – ვითომ უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ტუჩები ნოემ, მას შემდეგ რაც გოგონა კარგად აათვალიერა და სააბაზანოსკენ დაიძრა. – არაუშავს, ყურადღება არ მიაქციო. – ღიმილით უთრა დაქალს ელენემ, როცა სამზარეულოში შევიდა მოღუშული და ერთიანად აფორაჟებული თამარა. – ასე დაუფარავად სჩვევია თავისი აზრის თქმა, მოურიდებლად. – რას მიღიმი მერე. – შეუბღვირა მეგობარს გოგონამ. – შენი ბრალია. – კაი რა. მაგას სჯობს, საჭმლის მომზადება განაგრძო. – მეც რა სულელი ვარ რომ დაგიჯერე, რავიოლი ვახშამზე უნდა მიირთვას ნორმალურმა ადამიანმა, მაგრამ შენ ხომ ყველაფერს უკუღმა აკეთებ და მეც იმავეს მაიძულებ ახლა. – ტრამატიზირებულად აღმართა ხელები ჰაერში. – მიდი, მიდი. ერთხელ ამოიოხრა, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია ერთ მხარეს და თავის საქმეს მიუბრუნდა. გულსართავებს შორის წაუსვა კვერცხის გული და გადააფარა მეორე ფენა. კარგად შეაერთა კვერცხწასმული ადგილები. თან კერძს ამზადებდა და თან ელენეს ტიკტიკს ისმენდა დიდი სიამოვნებით. ცომი კვადრატულად დაჭრა. მოზრდილ ქვაბში აადუღა მარილიანი წყალი და პორციებად მოხარშა რავიოლი. ქაფქირით ამოიღო კერძი და მოასხა ზეითუნის ზეთი. ისპანახი გარეცხა, გააშრო, დაჭრა და მოთუშა ერთი სუფრის კოვზ ზეთში. 1 წუთის განმავლობაში მომზადებული ისპანახი დაადო მოხარშულ რავიოლს და კერძიც მომზადებულია. ყველაფერს ისეთი დაკვირვებით, გულისყურით და ენთუზიაზმით აკეთებდა, სულ არ შეუმჩნევია და–ძმის სასიამოვნოდ გაოცებული სახეები. – მოვრჩი. – თქვა ღიმილით. მხოლოდ ახლაღა დააკვირდა მათ. – რა? – გაკვირვებულმა იკითხა. – შენ რა მაგარი ხარ. – შეაქო თავშეკავებული ღიმილით კაცმა. ოჰ, როგორ ესიამოვნა... ლამის ცუდად გახდა. რა ჰქნას, რატომღაც პირველად მოეწონა ასე ძალიან და სერიოზულად მამაკაცი. მადლობა მოკრძალებულად გადაუხადა და თვითონაც მოთავსდა მაგიდასთან ზრდილობის გამო, თორემ საჭმელს პირი არ დააკარა. – რატომ არ ჭამ შენ? – ჰკითხა თამარას ნოემ, თუმცა გოგონასკან კი არა, არამედ თავისი დისგან მიიღო პასუხი. – კომპლექსი აქვს, სხვასთან ერთად ვერ ჭამს. აღაფერი უთქვამს ნოეს, თუმცა უცნაურად კი შეხედა დაბნეულ და სირცხვილისგან აწითლებულ გოგონას. – გმადლობ, ჩემო სიცოცხლევ. – ლოყაზე აკოცა ელენემ და ნიჟარაში ჩადო დასვრილი ჭურჭელი. * * * – თამარ, მე გიგა უნდა ვნახო და შენ ჩემი ძმა რამენაირად უნდა გაართო. – სთხოვა ელენემ დაქალს. სასწავლებლიდან უკვე გამოსულები იყვნენ. – მე, როგორ უნდა გავართო, შენ ხომ არ გაგიჟდი? – შეიცხადა გოგონამ. – სულ სამი თვეა, რაც ვიცნობ. – გთხოვ, გთხოვ, გთხოვ... – ისე საყვარლად შეეხვეწა, ეგერევე ,,მოტეტა’’ დაქალი. – ჯანდაბა, შენს თავს, ელენე ჯანხოთელო! – ამოიფრუტუნა თამარამ და მასზე უეცრად შემომხტარ სხეულს, თვითონაც მოჰხვია ხელები, სიმწრით. – რა გჭირს შენ დღეს? ფერი არ გადევს სახეზე. – ნაზად გადაუსვა ფერმკრთალ ლოყებზე ხელი და სევდიანი თვალებით შეხედა. ყოველთვის, ყველასთან და ყველაფერთან დამოკიდებულებაში ასე იყო ელენე, საოცრად გულჩვილი და მზრუნველი. რაღაცნაირი კეთილი და უზომოდ სუფთა ადამიანი. ყველაზე რომ შესტკივა გული. – დამშვიდდი, ელე, კარგად ვარ. თავბრუ მეხვევა უბრალოდ ცოტა. – ცენტრის კიბეებზე ჩამოჯდა თამარა. შეტყუპებულ ფეხებზე დაიდო აკანკალებული ხელები და საოცრად გაცრეცილი სახით ახედა შეშინებულ ელენეს. დროდადრო ლიბრი ეკვრებოდა თვალებზე. როგორც კი რაიმე ერთ საგანზე მოახდენდა ფოკუსირებას, თავბრუ ესხმოდა. უსწრაფესად გასულ წამებთან ერთად, სულ უფრო და უფრო უჭირდა საღ გონებაზე დარჩენა. საფეთქლებზე მიიჭირა ორი თითი და მაგრად დააწვა, თითქოს ასე შესძლებდა ტკივილის გაყუჩებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერაფერმა უშველა. მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა საკუთარ თავს, მაგრამ როცა ელენესთვის დააპირა იმის თქმა, რომ მგონი გული მისდიოდა, ზუსტად მაშინ გაითიშა. * * * თვალები რომ გაახილა, ისიც ძლივს, სასტიკად ეტკინა. დახუჭა... გაახილა... დახუჭა... გაახილა... ორი წუთი უაზროდ უყურა ჭერს, შემდეგ, როცა უკვე მიეჩვია სინათლეს თვალები, შეძლო უფრო კარგად დაეთვალიერებინა გარემო. ისეთი თეთრი იყო ყველაფერი... პატარა კომოდიდან დაწყებული, რომელიც ლოგინს ორივე მხრიდან ამშვენებდა, კედლებით დამთავრებული. ფანჯრებზე ,,ჟალუზები’’ იყო ჩამოკიდებული, ამიტომაც ზამთრის სასიამოვნო მზე, რომლის სხივებსაც თითქმის ძალა არ აქვს, ვერ აღწევდა ლაპატის სიღრმეში. ხელის განძრევა, როცა დააპირა, იგრძნო, როგორ ,,ამშვენებდა’’ მის ვენას ნებსი, რომლის ბოლო წვეთოვნამდე მიდიოდა. საწყლად დამანჭა სახე და იმ ღილაკს დააჭირა სასწრაფოდ თითი, რომლითაც შესძლებდა ექთნის გამოძახებას. – მგონი აქ გოგონა უნდა იყოს, რომელმაც მომიყვანა, კიდევ აქ არის? – მოუთმენლად ჰკითხა თამარამ და გაიტრუნა. – ფოიეშია. – გაუღიმა და ამავდროულად დაამშვიდა შუა ხნის ქალმა. – შეიძლება შემოვიდეს? მხოლოდ თავი დაუქნია თანმობის ნიშნად ქალმა, თან ღიმილიც დაურთო. როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ერთი შეხედვით უყურადღებოდ დასატოვებელ ნიუანსს. რამხელა ძალა აქვს ერთ უბრალო გაღიმებას. – როგორ შემაშინე, თამარ! – შემოვარდა პალატაში ელენე, არა უმეტეს 2 წუთისა. თვალებზე შეატყო თამარიმ, რომ ნამტირალევი იყო გოგონა. გული მოეწურა ასეთ მდგომარეობაში რომ იხილა, მითუმეტეს მის გამო რომ ჩავარდა ელენე ასეთ დღეში. – კარგად ვარ, ელე, დამშვიდდი. – ღიმილით უთხრა გოგონამ და ლოყაზე გემრიელად აკოცა. – შენ, დილითაც ასე მეუბნებოდი, მაგრამ კი წევხარ ახლა აქ. – საყვედურით აღსავსე მზერით შეხედა, მაგრამ მაინც შეეპარა ღიმილი ბაგეებზე. – რას წამოხვედი სასწავლებელში, თუ გრნობდი რომ ცუდად იყავი? – საქმეც ეგ არის, რომ უეცრად დამემართა ყველაფერი. რის გამო ვარ აქ? – უჭმელობის და იცოდე, ამიერიდან პირადად მე გავაკონტროლებ შენს კვებას. – საჩვენებელი თითი თვალებთან ახლოს დაუქნია გაფრთხილების ნიშნად. – დედაჩემმა იცის, რომ აქ ვარ? – არა, არ ინერვიულო, თან არ მინდოდა შენს გარეშე დამერეკა, ვიცოდი ამის სურვილი არ გექნებოდა და რადგანაც შექმნილი ვითარებაც ხელს მიწყობდა, გავჩუმდი. რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო აუცილებლად შევატყობინებდი შენს გარეშეც, მაგრამ ახლა ამის საჭიროება ვერ დავინახე. – თბილად მოუთათუნა ხელი ლოყაზე. – ჩემმა ძმამ მოგიკითხა. – ეშმაკურად აათამაშა წარბები. – მერე? – ძალიან გაუკვირდა, რატომ მიანიჭა ასეთი დიდი ყურადღება, ერთ უბრალოდ მოკითხვას. მის ტონში და გამომეტყველებაში, უამრავი ქვეტექსტი შენიშნა, მაგრამ ყურადღება აღარ მიაქცია. – ნუ, ჯერ ისეთი საგანგაშო და დიდი არაფერი მომხდარა, მაგრამ მალე მოხდება, პირობას პირადად მე ვიძლევი. – მხრები უდარდელად აიჩეჩა და თვალი ჩაუკრა. – ოჰ, ჩემი ვანგა. ნეტავ შენ ამ მაჭანკლობას მოეშვა და მეტი არაფერი მინდა. ჩემზე მაინც იფიქრე, ვხვდები რომ ნოეც ხვდება ყველაფერს შენი ლაპარაკიდან გამომდინარე და მე მიანც ნუ მაყენებ უხერხულ მდგომარეობაში. – რა გინდა შენ? ძალიან მინდა შენნაირი რძალი, საჭმელების ,,პონტში,’’ თორემ შენ რა მოსანდომებელი ხარ. – სიცილით გახტა გვერდზე, რათა თამარას მიერ ნასროლი ბალიში აეცილებინა. – წადი, გიგას შეხვდი, 2–3 საათში გამომწერენ აქედან მე, მანამდე დრო იხელთე, თანაც დღეს პარასკევია და ხომ იცი რომ ნოე ჩამოდის? – შეახსენა. – აუუ, ოქრო ხარ, ჩემი ოქრო! – აყვირდა ბოლო ხმაზე, შუბლზე აკოცა და სწრაფად გავარდა პალატიდან. – ბაჯაღლო დაგავიწყდა. – სიცილით დააწია სიტყვები და თავი ბალიშზე გემრიელად დადო. ცოტა ქარაფშუტა კი არის ეს გოგო, მაგრამ მერე რა? მთავარია რომ ძალიან საყვარელი და კეთილია. თავისი ამ ქარაფშუტული ხასიათით არ ვნებს სხვას და ხელს არ უშლის არაფერში, ხოდა, დიდი ამბავი. იყოს და იქარაფშუტოს! ^^^ ესეც მესამე თავი... შუა დღე მშვიდობისა. როგორ ხართ ჩემო ტკბილებო? მმმ, ახლა მომინდა საოცრად შოკოლადი და ვინც მომიტანს, დასაჩუქრდება რაიმეთი. :დდდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.