შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიუტონის მეოთხე კანონი [ნაწილი 2]


14-12-2015, 13:41
ავტორი Nude
ნანახია 2 547

ნაწილი 2.
– ახლა სახლში მიდიხარ? – ჰკითხა ელენემ გოგონას, როცა ცენტრიდან გამოვიდნენ.
– ჰო, აბა სად უნდა წავიდე. – ჩაიცინა თამარამ და ყურსასმენები მოიმარჯვა.
ის იყო, უნდა გამომშვიდობებოდა ელენს და წასულიყო თავის გზაზე, რომ გოგონამ შეაჩერა. გაკვირვებულმა შეხედა, რა გინდაო, თან თვალებით და მიმიკით ჰკითხა.
– წამოდი რა, მე გაგიყვან. – სთხოვა დაქალმა.
– რითი? მარშუტით, თუ გამიყვან, არ მინდა, ჩემითაც წავალ, მაგრამ დიდი მადლობას გადაგიხდი. – ლაღად გაიცინა და ლამაზი კბილები გამოაჩნა.
– ჰაჰაჰა! – ირონიულად გაიცინა ელენემ. – მაგრად იხუმრე, ყოჩაღ, ახლა წამომყევი. – უბრძანასავით და მაჯაში ჩაავლო ხელი.
– კაი რა, არ მინდა, გთხოვ. ფეხით გავისეირნებ. – შეევედრა.
არ აპირებდა გაყოლას, მაგრამ ისეთი ძალით მოქაჩა თავისკენ გოგონამ, მოუწია. გაოცებულმა გახედა, საიდან შენ ამდენი ენერგიაო.
– ამ სიცივეში და სიბნელეში, ფეხით, როგორ გაგიშვებ შე ტასიკო! – ქოთქოთებდა და ამის პარალელურად მანქანაშიც მოათავსა თამარა.
– კარგი, ოღონდ შენ ნუ აქოთქოთდი და ჯანდაბას, როგორც გინდა ისე მოვიქცეთ. – მობეზრებულმა, ღიმილით ჩაიქნია ხელი და ბუზღუნით დაიკავა ადგილი უკანა სავარძელზე.
– გამარჯობა. – მოესმა წინა სავარძლიდან, მამაკაცის, მკაცრი, ბოხი და ამავდროულად, საოცრად მომხიბლავი ხმა.
გაკვირვებულმა გაიხედა წინ და როცა ელენეს მამის მაგივრად, რომელსაც კარგად იცნობდა უკვე და მისი ავტომობილითაც ხშირად უმგზავრია, რადგან კაცი ეუბნებოდა რომ მარტო ვერ გაუშვებდა, გოგონას ძმა დაინახა, პირი ნერვიულობისაგან გაუშრა. რამდენჯერ ჰქონდა ელენეს მათი ერთმანეთისთვის გაცნობის სურვილი, მაგრამ ყოველთვის თავიდან იშორებდა თამარა, აბეზარ გოგონას.
– გამარჯობა. – უბრალოდ, ჩურჩულით უპასუხა.
არ უნდოდა მისი დაბნეულობა შეემჩნია, მაგრამ რამდენად გამოსდიოდა, ეს უკვე სხვა საკითხი იყო. თუმცა, არც ის იცის ასე რატომ დაიბნა, ალბათ მოულოდნელობამ და შექმნილმა გარემოებამ დააფრთხო, მაგრამ რატომ?!
იფიქრებთ, განა რა იყო აქ დამაბნეველი, მაგრამ სწორედაც რომ იყო! სურათებით იცნობდა ნოეს ვიზუალს, ამიტომ არ გასჭირვებია მისი ვინაობის დადგენა, მაგრამ მაინც ძალიან დააბნია მისმა ხილვამ.
მალევე გადაუარა აფორიაქებამ და მინას მიადო თვალებდახუჭულმა თავი.
– უკაცრავად. – მორცხვად უთხრა წინ მსხდარ და–ძმას და ამღერებული მობილური ტელეფონი ერთხელ ეკნარზე თითის გადასმით ,,დაადუმა.’’ – ჰო, – ხმაში მაშინვე დაეტყო ბედნიერება.
– სადხარ? – აშკარად დაძაბული იყო ლეო.
– რა გჭირს ხმაზე? სახლში მივდივარ. – წამსვე დასევდიანდა თამარი, როცა ლეოს ანერვიულებული ხმა მოესმა. – მომენატრე უზომოდ, შენ თავს ვფიცავარ.
არ უნდოდა აქ ასე საუბარი, ეუხერხულებოდა, მაგრამ ეს რომ არ ეთქვა, არ შეეძლო.
– სულ მალე ჩამოვალ და ხომ იცი, რომ აღარსად აღარ წავალ? უბრალოდ ცხოვრების ეს საშინელი პერიოდი გადავლახო და მერე, არ მგონია, იგივე პრობლემებმა იჩინოს თავი.
– ვიცი. დამშვიდდი ახლა ხო? არ ინერვიულო, რისთვის ხარ მანდ, თუ არ მოეშვი? ბოლომდე დაისვენე და რომ მიხვდები, უკვე საბოლოოდ ,,განიკურნე’’ სალომესაგან, მაშინ წამოდი.
– ჰმ. ეგრე მარტივი რომ იყოს სიყვარულისგან ,,განკურნება...’’
– კარგი ახლა! ხომ იცი, შეუძლებელი არაფერი არაა, არ გინდა რა, უბრალოდ არ ღირს. მერე ვისაუბროთ მაგაზე ვრცლად. მიყვარხარ! – თბილად, მაგრამ მაინც ისეთი ,,განსხვავებული’’ სიმკაცრით ჩასძახა, მხოლოდ მას რომ სჩვევია ლეოსთან.
როცა მისგანაც მოისმინა იმავე სიტყვა, კმაყოფილმა და დამშვიდებულმა ჩაიცურა ხელჩანთაში მობილური.
– ვინ იყო? – მოუსვენლად ჰკითხა ელენემ იმავე წამს, რა წამსაც ყურმილი გათიშა თამარამ.
მისკენ მთელი ტანით, მოხერხებულად შებრუნდა, როგორც შეძლო ისე და უცნაურად შეხედა.
– ლეო. – თვალებ გაბრწყინებულმა უთხრა.
ამით უკვე ყველაფერი ცხადი გახდა ელენესათვის.
სიმართლე გითხრათ, ძალიან უნდოდა ახლა მამაკაცთან საუბარი, მაგრამ ელენესი თუ არა, ნოესი მოერიდა ძალიან, თანაც ეს თემა ისეთი არაა, ყველგან და ყველასთან რომ განიხილება, ამიტომაც შეიკავა თავი, როგორღაც, ყველაფერი რომ არ ეთქვა.

* * *
უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ლეო წასულია. მამაკაცი, თავს ბევრად უფრო უკეთ გრძნობს, ცდილობს, ყოველ შემთხვევაში.
რადგან ლეო კარგადაა – თამარაც უძლებს მისგან შორს ყოფნას და ბედნიერია.
ყოველ დღე ესაუბრება ,,სკაიპის’’ საშუალებით, ამიტომაც არის, რომ ასე ძალიან აღარ უჭირს. ელენესთან კიდევ უფრო დაახლოვდა, ახლა უკვე ერთმანეთთანაც რჩებიან და ძირითადად, თითქმის მთელი ღამე საუბრობენ. თითქმის.
ერთ ღამეს, პარასკევს, დარჩა ელენესთან. ღამით წყალი საშინლად მოუნდა, აბა, იმდენი ალაპარაკა გოგონამ, პირი გამოუშრა და მის ბედად, ზუსტად მაშინ არ ჰქონდა წყალი საძინებელ ოთახში. საშინლად, კატასტროფულად ეზარებოდა ფეხზე ადგომა ამ სიცივეში,
მაგრამ ასე ეგონა, თუ არ დალევდა მაშინვე, დაიხრჩობოდა.
ელენეს დედა საბერძნეთში ცხოვრობს, მუშაობს იქ, მამამისიც მორიგე იყო მაგ ღამეს, მოკლედ სრული იდილია სუფევდა მათთან. სწორედ ამ მარტოობის გამო იყო, ასე თავისუფლად რომ წავიდა სამზარეულოსკენ თავისი დათუნიანი საღამურებით. განა რა, არც არაფერი უჩანდა და არც სციოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდა ხალათითაც კი გამოსვლას, თუ ეცოდინებოდა რომ სახლში ელენეს მამა, ან უარეს შემთხვევაში ძმა იქნებოდა.
ორი ჭიქა წყალი სულ მოუთქმელად დალია და კმაყოფილი უკვე უნდა შესულიყო ოთახში, რომ შემოსასვლელი კარების ჩხაკუნი გაიგო.
შიშისგან, ვერც უკან წავიდა და ვერც – წინ. ერთ ადგილას გახევდა. პირზე ხელი აიფარა და ლამის ატირდა. შიშისგან აცახცახებულმა მკლავებზე შემოიჭდო ხელები და კარებს გაუსწორა თვალი.
ბედნიერმა და ძალზედ დამშვიდებულმა ამოისუნთქა, როცა გაღებულ კარებში ჯარის ფორმიან ნოეს მოჰკრა თვალი. მამაკაცმა გაოცებულმა შეხედა შუა ადგილას გაშეშებულ თამარას, რომელიც დათუნიების საღამურში იყო გამოწყობილი.
– შემეშინდა. – გულახდილად თქვა გოგონამ, კიდევ ერთხელ ამოისუნთქა ღრმად და თვალი ძლივს გაუსწორა ნოეს, იმდონემდე შერცხვა.
– მაპატიე. – დაიბუბუნა და ჯარის რუგზაკი იქვე დადო.
– ასე გვიან მოდიხარ ხოლმე? – იკითხა, მაგრამ როცა გაიაზრა რომ ზედმეტს ლაპარაკობდა და იმსაქმეში ჰყოფდა ცხვირს, სადაც არაფერი არ ესაქმებოდა, მაშინვე გაჩუმდა.
ტუჩზე სიმწრისაგან იკბინა. იფიქრა, ვაი, თუ ასეთი ჭორიკანა ვეგონოო.
– ძილინებისა. – ჩუმად დაიჩურჩულა და ის იყო შესვლას აპირებდა ოთახში, ისევ რომ არ დაანება ნოემ.
– სად გარბიხარ? რაღაც რომ გთხოვო, შემისრულებ? – ქურთუკი იქვე ჩამოკიდა და სააბაზანოს კარები გამოაღო. – ვიცი, გვიანია, გეძინება, მაგრამ უბრალოდ ჩაიდნით წყალი დაადგი გაზქურაზე.
უპრობლემოდ და უყოყმანოდ შეასრულა მისი თხოვნა და მანამდე შევიდა საძინებელში, სანამ სააბაზანოდან გამოვიდოდა და ისევ დააბრკოლებდა კიდევ სხვა, ახალი მიზეზით.
თვალთახედვის არეში, მაშინვე გაჩნდა მის მოსაცმელზე არსებული წარწერა, მისი გვარი:
,,ჯანხოთელი.’’
როგორ მოსწონს ეს სახელი და გვარი.
ნოე ჯანხოთელი. – საოცრად ჟღერს!
– ჰმ, ჯარისკაცი ნოე. – ჩაიცინა და ელენეს თბილ ფეხებში აბლანდა თავისი გაყინული კიდურები.

* * *
– ვდგები, ხო! – ამოიჩურჩულა საწყლად თამარიმ, როცა ელენე დაახტა თავზე და მთელი მისი ძალით დაუწყო ჯანჯღარი.
– მალე ადექი რაა. მშია, მე კიდე შენი გემრიელობები მომენატრა ძალიან. – ისეთი კნუტის თვალებით შეხედა, თავი ვალდებულააც კი იგრძნო, რომ ამდგარიყო.
– კარგი. აი, ის ჩანთა მომაწოდე. – თითი გაიშვირა კომოდზე დადებული ზურგჩანთისაკენ და ამავდროულად ენერგიულად წამოჯდა ლოგინზე.
სწრაფად გამოიცვალა, ხელ–პირი დაიბანა და სამზარეულოშო გავიდა, სადაც უკვე მოთავსებულიყო ელენე.
– ელს, რა გავაკეთო? – ჰკითხა ღიმილით გოგონას.
– მმმმ, – ორი თითი ნიკაპზე საყვარლად მიიდო. – სოკოს რავიოლი. – ამოირჩია, თავისი ყველაზე საყვარელი კერძი და ხელები ერთმანეთს მხიარულად შემოჰკრა. – შეძლებ?
– თუ შენც დამეხმარები, მაშინ შევძლებ. – ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.
ეს ისე, უბრალოდ უთხრა, თორემ რად უნდოდა ელენეს დახმარე, შესანიშნავად იცოდა ქალბატონი ნინოს ხელში ნებისმიერი კერძის მომზადება, თანაც ამას ისეთი სიამოვნებით აკეთებდა, ვინც კი შეხედავდა, ყველას ერთიანად უნდებოდა მისნაირი კულინარი ყოფილიყო. ამ ყველაფერს ისეთი ოსტატობით და მოხერხებულობით აბამდა თავს, თითქოს მართლა ძალიან გამოცდილი კულინარი ყოფილიყო.
– მე მეზარება, შენ გააკეთე. – თავი დაიძვრინა მაშინვე. – თანაც ნოე სავარჯიშოდ არის წასული და სანამ მოვა, მანამდე უნდა დავახვედრო სააბაზანოში პირსახოცი და მსგავსი ინვერტარები, თორემ მაგის წუწუნს რა გაუძლებს. – სიცილით აკოცა გოგონას ლოყაზე, ენა პატარა ბავშვივით გამოუყო და სამზარეულოდან გაქრა.
– სულელი გოგო. – ჩაიცინა თავისთვის და მაცივარი დიდი ენთუზიაზმით გამოაღო.
მაცივრიდან გამოიღო: კვერცხი, ხახვი, ნიორი, კარადიდან ფქვილი და სხვა საჭირო ინგრედიენტებიც დააწყო იქვე, ამ ყველაფრის შემდეგ შეძლო კერძის მომზადება დაეწყო.
დიდ ჯამში გაცრა ფქვილი მარილთან ერთად და შეურია კვერცხი. ფქვილმოყრილ დაფაზე გადაიტანა ცომი, მოზილა, შემდეგ დაამრგვალა და შედგა მაცივარში. დაახლოებით 20 წუთი ასე უნდა ყოფილიყო.
– აბა, როგორ მიდის საქმე? – ღიმილით შემოვიდა სამზარეულოში ელენე.
– შენ სულ, როგორ უნდა იცინოდე, ან იღიმოდე? ჩემი პირადი პოზიტივი ხარ! – ხელები ნაზა მოჰხვია მხრებზე და ნაზად ჩაიხუტა გატრუნული ელენე.
– აბა, შენსავით სულ ცუდ ხასიათზე ხომ არ ვიქნები? – ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი. – მალე იქნება მზად? – მოუთმენლად იკბინა ტუჩზე.
– ნტ. წამოდი, სახლი დავალაგოთ. ჰო, – შეუტრიალა უცბად თამარი, – 20 წუთში მაცივრიდან უნდა გამოვიღო ცომი და გამახსენე რა. – საყვარლად სთხოვა.
კუსკუსით წავიდა დაქალის საძინებლისაკენ. მოერიდა, ნოეს ოთახში შესვლა. მისთვის მაინც უცხოა და აბა, რა სასიამოვნოა უცხო რომ ,,იქექება’’ შენს ნივთებში. ისე, ეს პროცესი, მაინცდამაინც არც თამარისთვის იქნებოდა სასიამოვნო.
იმხელა სახლის დალაგებას, მართლაც მოანდომეს 20 წუთზე მეტიც კი. ბოლოს დაღლილები მიესვენნენ სამზარეულოს სკამებზე.
– აუ, რა უნდა მოგიყვე. – გაცისკროვნებულმა, ენერგიულად შეხედა თამარის ელენემ.
1–2 წუთის წინ კვდებოდა ისე იყო დაღლილი, ახლა კი... ჰო, ეს ელენეს ჩვეულებრივი მორიგი საქციელი, თუ თვისებაა. სიცილით გადააქნია თავი თამარიმ აქეთ–იქით.
– აბა, გისმენ. – თან უთხრა, თან ადგა და მაცივრიდან გამოიღო ცომი.
– შენ ხომ იცი იაკო?
– რომელი იაკო?
– ნიკურაძე.
– აჰ, ჰო.
– ეგ და მაგის შეყვარებული გაიპარნენ გუშინ წინ, დღეს დილით დამირეკა და მითხრა: ქორწილში დაპატიჟებულები ხართ შენ და თამარიო. – გადასცა მისი მიწვევა.
რომ შეგეხედათ წამით მაინც მისთვის, მარტივად შეამჩნევდით, თუ რაოდენ გაუხარდა მეგობრის გათხოვება. არანაკლებ გახარებული იყო თამარაც, რა თქმა უნდა.
– მეც დამპატიჟა? – გაკვირვებულმა ჰკითხა, რადგან იაკოს არც თუ ისე კარგად იცნობდა, შესაბამისად მეგობრებიც არასდროს ყოფილან.
– შენ შეიძლება მას მეგობრად არ მიიჩნევდი, მაგრამ ალბათ ის სხვანაირად ფიქრობდა. – უდარდელად აიჩეჩა მხრები.
– ალბათ.
– აუ, მეც მინდა. – საყვარლად დაბრიცა ტუჩები ელენემ.
– რა გინდა, გათხოვება, თუ გაპარვა? – დასცინასავით თამარმა დაქალს, რადგან მიხვდა გოგონამ რაზეც გამოხატა სურვილი.
– ასე ჩუმად წასვლა საყვარელ ადამიანთან ერთად. – განუმარტა სიცილით.
– ანუ, გაპარვა?
– ანუ.
– რატომ, ის ევერ დაქორწინდები მასზე? არ გეგონოს რომ მე იაკოს ვსაყვედურობ, ან რაიმე მსგავსი, ვინ მეკითხება, თუ როგორ მოიქცევა ის, მაგრამ გაპარვის გარეშეც მოაერხებ იყო ორიგინალური, თანაც სხვა თუ არაფერი, შენი ამ ქმედებით ოჯახსაც შეურაცხყოფ და იცი რა გამოგდის მაგ დროს მშობლებთან მიმართებაში და არა მარტო მათთან? – მე თქვენი აზრი არ მაინტერესებს და არც იმას ვთვლი საჭიროდ რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეგატყობინოთო. ამიტომ, ჩემო კარგო, ყველაზე მაგარი შეგრძნება ის კი არ არის, ჩუმად რომ მიდიხარ, არამედ ის, რომ ხედავ, თუ როგორ იზიარებენ შენს ბედნიერებას შენთვის საყვარელი ყველა ადამიანი, – თან ესაუბრებოდა, თან კერძს ამზადებდა.

^^^
ესეც მეორე ნაწილი...
უღრმესი მადლობა ასე რომ მანებივრეთ. ისე მიხარია თვქენი თითოეული ასო, რომ ხანდახან მეც კი ძალიან მიკვირს ჩემი თავის, რადგან ზოგადად ასეთი მგრძნობიარე არ ვარ.
ძალიან მიყვარხართ და მინდა იცოდეთ, რომ ეს მოლოდ სიტყვები არ არის. იმიტომ მიყვარხართ, რომ ჩემთვის მკითხველზე მეტი ხართ. არ აქვს მნიშვნელობა, აკომენტარეთ თუ არა...
დაგპირდით, რომ ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც დავდებდი ახალ-ახალ ნაწილებს. ჯერ-ჯერობით პუნქტუალური ვარ, იმედია ასეთადაც დავრჩები :დ
გმადლობთ, კიდევ ერთხელ!



№1  offline წევრი Princessa

^_^ მომეწონა ძაან ^^ love request

 


№2  offline მოდერი Nude

Princessa
^_^ მომეწონა ძაან ^^ love request

ძალიან დიდი მადლობა. love
--------------------
bailey

 


№3 სტუმარი Sandra

Dzalian kargiaa❤ maledade

 


№4  offline მოდერი Nude

Sandra
Dzalian kargiaa❤ maledade

გმადლობ ♥
--------------------
bailey

 


№5 სტუმარი black

Cemi cakvaleli gogo ra kaqi xal!lovekaia dzan..sasiamovnod wasakitxi sagool chemo gamurawink

 


№6  offline მოდერი Nude

black
Cemi cakvaleli gogo ra kaqi xal!lovekaia dzan..sasiamovnod wasakitxi sagool chemo gamurawink

ბლექ ♥
--------------------
bailey

 


№7  offline წევრი N7

აუაუაუაუ აან!
ახლა თამარას ადგილას ჩემი თავი წარმოვიდგინე შენთან და რომ ავხარხარდი... ვეღარ ვჩერდები, დამაწყნარე wink wink wink

პ.ს ჩემი საოცრება ხარ.
ბოლო ნაწილმა განსაკუთრებით გამახარა! winked
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№8  offline მოდერი Nude

N7
აუაუაუაუ აან!
ახლა თამარას ადგილას ჩემი თავი წარმოვიდგინე შენთან და რომ ავხარხარდი... ვეღარ ვჩერდები, დამაწყნარე wink wink wink

პ.ს ჩემი საოცრება ხარ.
ბოლო ნაწილმა განსაკუთრებით გამახარა! winked

ვერც მე :დდდდდდდდდდდდდდდდ
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent