შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წელი ახალი გრძნობებით (დასასრული)


15-12-2015, 17:03
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 532

ერთ დღეს მოულოდნელად მომწერა და სასწაულად გამიხარდა.
„შემხვდები?“-მხოლოდ ეს ერთი სიტყვა მომწერა და რაღაც ვიგრძენი.გამახსენდა ის ყველაფერი,რასაც იმ ღამით ვგრძნობდი,როცა მაზე ფიქრები არ მაძინებდა.
„როდის?“-ჩემდა უნებურად მივწერე.
„როდის გცალია?“-ამ პატარა მონაწერში სითბო ამოვიკითხე.
„ორშაბათს,გაკვეთილების მერე შევხვდეთ.“-მივწერე და გავინაბე.
„ძალიან გამახარე,შორე..ძალიან მენატრებოდი..აი,სულ შენზე ვფიქრობ.“
„მართლა?“-მივწერე საყვარელი კითხვა.
„შენ? შენ შორე?“
„მეც“-მოკლე პასუხით შემოვიფარგლე/
„კარგი,გავედი,ხვალ გამოცდა მაქვს 11-ზე.“
„კარგი.“
„დავწერ სწრაფად და გამოვვარდები,რომ მოვასწრო.“
„ჩემ გამო,არ „გამაზო“-მივწერე და ბოლოში სიცილის სმაილი დავურთე.
„არა,მაინც არ ვიცი..წინაზე 20-იდან 18 ავიღე,მაგრამ ახლა არ ვიცი,ამინც უნდა გადავწერო...მაგაზე არ ინაღვლო,ტკბილო..“-მივხვდი,რომ მისი მომართვა მესიამოვნა,სასიამოვნოდ გავყავი თავი ჩაბნელებულ ფანჯარაში,რომლიდანაც სიცივე შემოდიოდა,უფრო ღრმად გამოვაღე და ოდნავ წამოვიე ბალიშზე.ტელეფონს ანტიკვარი ნივთივით შევხედე და სასიამოვნოდ მოვპრუწე ტუჩები.
„კარგი.“-მხოლოდ ეს მივწერე.
„ხვალ,გნახავ,გვრიტო..დარწმუნებული ვარ,ერთ საათში მოვრჩები..წინაც მასე მომირჩა..დავწერ,12-ს მაინც ავიღებ და გამოვვარდები...“
„კარგი.“
„ახლა დავიძინებ..ხვალამდე.გკოცნი..“
თან მესიამოვნა და თან არა..იქნებ ის უბრალოდ სულელი ბიჭია..დარწმუნებული ვიყავი,რომ ენერგეტიკაშიც ვერაფერს გაქაჩავდა და ვერც რაგბში..არა,ის არ იყო სერიოზული საქმისთვის,მაგრამ მაინც მაინტერესებდა...
მთელი ღამე ფიქრში გავატარე..გავიხსენე რატომ დავშორდი ბექას..ის იმიტომ მივატოვე,რომ სხვა მომწონდა..უფრო სწორედ მას იმიტომ ვხვდებოდი,რომ ის სხვა დამევიწყებინა.ვიცოდი,რომ ის,როგორც გოგოს არასდროს შემომხედავდა,ვიცოდი,რომ ის მიუწვდომელი ვიყო,ამიტომ გავიცანი ბექა და შემდეგ ორი თვე ვხვდებოდი,მაგრამ მისი არაფერი მსიამოვნებდა..მისი სუნი თავიდან მეგონა,რომ ჩემში ვნებას აღძრავდა,მაგრამ ვაღიარებ და მისი კოცნა ოდნავაც არ მომწონდა...ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებდი,რომ საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა,რომ ის ადამიანი არ მომწონდა..არა,მის სახელს ახლაც ვერ ვამბობ..მეშინა,რომ დათოსაც ამის გამო დავთანხმდი შეხვედრას,მაგრამ ის საჩუქარი..რატომ არაფერი უხსენებია..განა მაგან არ ამიჩუყა გული..ზოგჯერ ზედმეტად გადავდივარ განცდებში,ზედმეტად ვინთქმები მის ზღვაში,ამდენი რამ ზოგჯერ უბრალოდ არ შეიძლება...
იქნებ ზოგჯერ უნდა ავიკრძალო ის,რომ ვინმე მიყვარდეს,ვინმე ჩემში ინტერესს აღძრავდებს..ან იქნებ ის ადამიანი,რომელიც ჩემი მუზა გამხდარა,ჩემი ცხოვრების ნაწილი გამხდარა მასზე ფიქრი და რომელიც მგონია,რომ გადავაგდე ისევ ჩემს გულშია..არა,მას ვერ ვცილდები,არ შემიძლია ეს ფურცელი გადავშალო..არ შემიძლია,რომ ახალი ისტორიაშევქმნა,არ შემიძლია,რომ სხვა შევიყვარო...
ამას ვწერ და ...მერე,ალბათ,ხალხსაც გავუზიარებ..არ შემიძლია,რომ სხვა მიყვარდეს..მე ის მიყვარს,მასზე ვაფრენ...ახლ,ეს ბოლო წელია,რაც ვერ ვხედავ და ახლა უფრო ვხვდები,თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩემთვის..მასზე თაკოსთვისაც არაფერი მითქვამს,რადგან მეგონა,რომ ეს გრძნობა გაუფერულდებოდა...
არა ვიცი,არაფერი ვიცი,..მაგრამ რა ვიცი,იცით? ბექას კოცნაზე მეტად მისი ხელის ოდნავი შეხება მესიამოვნება..სულ ოდნავიც კი..ის ადამიანი ერთადერთია,ჩემი გულია...ისევ გამოვტყდი ამაში,ისევ გამოვუშვი ემოციათა ზღვა..მე ხომ თავის მოკანტუნება აღარ შემიძლია..დათოს შევხვდები და ყველაფერში დავრწმუნედები...დავრწმუნდები რა არის მართალი და რა ტყუილი,რა სიმართლე და რა ოცნება..
ბექას სიტყვები სულ არ მხიბლავდა,ხშირად მოვშორდებოდი ხოლმე და საკუთარ ცხოვრებაზე ჩავფიქრდებოდი..არ ვაღიარებდი,რომ ჩემი ცხოვრება ის იდუმალი ყმაწვილი იყო,თუმცა რა ყმაწვილი 25 წლის ადამიანს ყმაწვილი არ ეთქმის..რცა დავინახე,ის 24-ის იყო,საშინლად წრფელი და გამაგიჟებელი თვალები ჰქონდა..
ადრე არ მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარებით,მაგრამ მაგ დღიდან მე ეს დავიჯერე,ეს მე მან დამაჯერა..
***
-არ მესმის რა დამემართა..ასეთი მელანქოლნიური არ ვარ! ხვალ დათოს შევხვდები,ის კარგი ბიჭია..-საკუთარ თავთან დავიწყე საუბარი.
მთელი დღე თავისუფალი მქონდა,მაგრამ რად გინდა ასეთი თავისუფლება..უნარებიც დასაწერი მქონდა,ქართულიც სასწავლი,ინგლისურით..ძლივს ჩავამთავრე ყველაფერი და საწოლზე ვიმესვენე.
გადავწყვიტე თაკო მენახა და დათოზე მომეყოლა.გზას გავუდექი და იმ ადგილისკენ გავსწიე,სადაც ვხვდებით ხოლმე.ერთი მყუდრო კაფეა,აქ თაკოს ანანასის წვენი უყვარს..სულ აქ მოვდივართ ხოლმე და ერთმანეთს დარდსა თუ სიხარულს ვუზიარებთ.
-როგორ ხარ,შორე?-ხელი ხელზე დამადო და თვალებში შემომხედა,ნუთუ ასეთი გამჭვირვალე იყო ჩემი გრძნობები,ჩემი განცდები და ჩემი ფიქრები.
-არ ვიცი,მაგრამ დათომ მომწერა..
-ძლივს..
-გოგო,ხვალ ვხვდები..
-რა ? მართლა?
-ჰო,მომწერა და კარგი-მეთქი.გაკვეთილების მერე გამოვა აქეთ..
-მარტო? არ გეშინია?
-კაი რა.
-ვერ გატყობ,რომ ის ბიჭი მოგწონდეს..ეტყობა,რომ იმ საჩუქარმა აგიჩუყა გული.
-ადრე ასე არ ამბობდი.
-არ ვიცი..შენ იცი შენი საქმის,მაგრამ იცოდე,რომ ყოველთვის გვერდში ამოგიდგები,თუ დაგჭირდა.
-არ გინდა ამდენი სენტიმენტი-თვალი ჩავუკარი და წვენი მოვსვი.
-ბექას შემთხვევა დაიმახსოვრე..
-კარგი რა..ამან უბრალოდ გამოცდილება მომცა,თვალი ამიხილა..
-არ ვიცი,მაგრამ ძალიან უცნაური ხარ..-დაქალმა ლოყაზე მაკოცა და გაინაბა.მგონი,რაღაცის მოსმენას ელოდა,მაგრამ მასთან იმ ბიჭზე საუბარი ჯერ კიდევ არ შემეძლო.მას გარეთ ვხედავდი ხოლმე,ჩვენს სამეზობლოში აკითხვადა ვიღაცას.სულ მეგონა,რომ ის გოგო იყო და ვიღაც უყვარდა,მაგრამ არ ვიცოდი რეალურად რა ხდებოდა.მინდოდა გამეცნო,მაგრამ არ შემეძლო.მხოლოდ ერთხელ მივესალმე და ეს იყო და ეს..მისი გამარჯობა ახლაც ისე სასიამოვნოდ ჩამესმის,რომ ბექას ნებისმიერ თბილ სიტყვას სჯობნის..იქნებ ეს არის სიყვარული..
***
კაფე გვიან დავტოვეთ.თაკო ძალიან უცნაური მეჩვენა,თუმცა ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია.არ მინდოდა,რომ მიმხვდარიყო რამეს.მეშინოდა,რომ რაღაც იცოდა.იმ საღამოს ისეთი ფრთხილი ვიყავი,როგორც არასდროს.
მომდევმო დღეს ისტორიაში საკონტროლო მქონდა,მაგრამ მისი გამეორების თავი არ მქონდა.წინა დღეებში რასაც გადავხედე ის ვიკმარე და არც იმაზე მიდარდია,რომ მელი კლასი ჩემს იმედზე იყო.არ მაინტერესებდა ის,რომ ის ქერა ქალი გადმოკაკლავდა თვალებს და მკითხავდა,შორენა,რას შვრებიო.
ღამით ინტერნეტი საშინლად მუშაობდა,მაგრამ „მესენჯერს“ მაინც უძლებდა.დაახლოებით ორი საათი მწერდა დათო.მითხრა,რომ კარგი გოგო ვარ,მითხრა,რომ ლამაზი ვარ,მოვწონვარ,ცოტა ცვალებადი ვარ,მაგრამ მაინც კარგი ვარ..ათასი რამ მითხრა გარეგნობაზეც და ისედაც..მეც მკითხა რამდენიმე რამ და მეც გავეცი კითხვებზე პასუხი..
ბოლოს ისიც მკითხა,ვთქვათ ქმარი გყავს,საყვარელს გაიჩენდიო..ამაზე გამეცინა და ავუხსენი ჩემი აზრი..ის დამეთანხმა,მაგრამ ვაღიარებ,რომ ეს კითხვა არ მესიამოვნა..ის ამით ცდილობდა,რომ ძალით კაცი ყოფილიყო...უნდოდა,რომ რაღაც მაღალ იერარქიაზე მყოფი გამოჩენილიყო..მაგრამ რეალობაში ის იყო ადამიანი,რომელიც ჩემზე ერთი კვირით პატარაა და მეტი არაფერი..ადამიანი,,რომელსაც თავში მინიმუმი აქვს და ლექციებზე მხოლოდ გამოცდებზე დადის,ალბათ..არ აღიარებს,მაგრამ ასეა..ადამიანი,რომელიც რაღაცას დაიზეპირებს და ბურთით რაღაც დებილურ რაგბს ამაშობს..ადამიანი,რომელიც საკუთარი თავით კმაყოფილია და მხოლოდ ცხვირს იწუნებს..ამბობს,რომ კეხიან ცხვირს შეიცვლიდა და კიდევ ხასიათს..ეს უკანასკენლიც იმიტომ მითხრა,რომ ჩემი გული მოეგო..ეს უბრალოდ საკუთარ თავში გაორებული,ძალით უკომპლექსო ადამიანია...
***
დილას ფიქრებით გამოჭედილს გამეღვიძა..კმაყოფილი ვიყავი,რომ ორი საათისთვის ჩემი ინტერნეტი გაოსწორდა.მგონი,მხოლოდ ეს მახარებდა.
საკონტროლოზე არ მიდარდია,მალევე ჩავიცვი და სარკესთან ავიტუზე..ისე მეზარება ეპილაციაზე წასვლა,კიდევ კარგი მაზები მაქვს,რომლებსაც მშვენივრად ვხმარობ.ტუჩსა და ბაკებზე წავისვი რაღაც საზიზღარ სუნიანი და ხელში უთო ავიღე.სანამ თმას დავისწორებდი,ესეც მოამთავრებდა მუშაობას.
თმის შემდეგ წარბებში ოდნავ კორექტირება შევიტანე,სახეზე უბრალო მაკიაჟი გავიკეთე და ტანსაცმლის ამორჩევა დავიწყე..დიდ ხანს არ მიფიქრია,მაღალყელიანი შარვალი და შავი ზედა ავიღე,კალგოტკა დედაჩემის ხათრით ჩავიცვი და სამზარეულოშ გავედი,სადაც საუზმეს მივუჯექი და თან საათს გავხედე.დროს ვითვლიდი,არ მინდოდა დამგვიანებოდა.
ცხრა ხდებოდა,როცა ჩანთა გადავიკიდე და კარები გავაღე.
-არ დაგაგვიანეს-მომესმა ვერიკოს ხმა და ფეხს ავუჩქარე.კალგოტკას თითქმის არ ვიცვამ,მხოლოდ განსაკუთრებულ დროს ვხმარობ ვერიკოს დაძალებით..იმ დღესაც არაკომფორტულად ვიგრძენი თავი,კარებთან შარვალი უფრო ზემოთ ავიწიე და ქურთუკი შევიკარი.
გარეთ არ ციოდა ან მე მეჩვენებოდა ასე,რადგან ვჩქარობდი.
***
ორი გოგონა,რომლებთანაც ახლოს ვარ,ისევ არ იყვნენ...ისევ დავწერე საკონტროლო.რაღაც ტესტები და კითხვები იყო მიმოფანტული სამ გვერდზე.ყველაფერი გავიხსენე და დაძაბული გონებით დავასრულე წერა.
-მორჩი,შორენა? შემდეგი ერთი გაკვეთილი დაამატე,25-ე.
-კარგით-ვუპასუხე მასწავლებელს და მერხზე დავჯექი.
***
მეოთხე გაკვეთილის გამოსვლის ზარი დაირეკა თუ არა,უცნაური შეგრძნება დამეუფლა.არ ვნერვიულობდი,მაგრამ მაინც რაღაცნაირად ვიყავი.სახლში შევიარე,ჩანთა დავტოვე და ახლოს მდებარე პარკისკენ გავედი,სადაც დათოს უნდა შევხვედროდი.
ვიცოდი,რომ სახარბიელო არ იყო ინტერნეტში ვინმეს გაცნობა.ბიჭები ხომ ხშირად ეფარებიან ინტერნეტსივრცეს..ეს ძალიან კარგად ვიცოდი,მაგრამ მაინც მივიწევდი წინ.ამას მიუღებლად არ ვთლიდი,დათოსთან ხომ საკმაოდ გახსნილი ვიყავი.ვგრძნობდი,რომ ეს ჭაობივით რაღაც იყო,რომელიც მითრევდა.ხშირად ამაზე ვსაყვედურობდი საკუთარ თავს,მაგრამ მიწერ-მოწერის დროს დაუფლებული სასიამოვნო შგრძნება რომ მახსენდებოდა,ფიქრებს მაშინვე ვიხშობდი.
წინაზე არ ვაკოცნინე,თუმცა კინაღამ მაკოცა,ეს კიდევ ადასტურებდა იმას,რომ ინტერნეტმა ყველაფერი ნათელი გახადა,თვალსაჩინო და არაიდუმალი.მას ამაში ვერ ვადანაშაულებდი,ვერც იმასში,რომ ზოგჯერ ტაბუდადებულ თემებს ვეხებოდით.დანაშაული არასდროსაა ერთმხრივი,ეს ყოველთვის ორივე მხარის ბრალია.დიახ,ეს მეც მინდოდა,მორჩა...ასეთი ვარ,საკუთარ თავს არასდროს ვიცავ,როცა ვიცი,რომ მეც რამეში ვრევივარ.დანაშაულის დროსა ტუ არმორალურობის ჟამს,არ არსებობს ნაკლებად დამნაშავე და მეტად..ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი.
ეს ყველაფერი რაღაც ბიუნდოვანი და გაუგებარი იყო.იმდენაც შორს იყო და თანაც იმდენად ახლოს,რომ ადამიანს ამის აღქმა გაუჭირდებოდა..ნუთუ მეც სადღაც დაკარგული გოგო ვიყავი...
იქნებ ეს ბედნისწერა იყო..5000-მეგობრიდა,რომელთაგაცნ უმრავლესობას არ ვიცნობდი,აღმოჩნდა ის..და...მერე უკვე ყველაფერი აირია...ორი ვერძი მართლაც ვერ თავდება..
„უკვე მომენატრე“-წავიკითხე მისი მონაწერი,მაგრამ არ მიპასუხია.მისკენ წავედი.პირველ სიშავე დავინახე,იქნებ ეს რაიმეს მანიშნებელი იყო..ყველაფერი შავი ეცვა,ქუდიც კი..ერთი შარვალს არ დავკვირვებივარ.შავ ფონზე მისი სახე მეტისმეტად ფერმკრთალი მეჩვენა.
-როგორ ხარ?-მისკენ წავედი.
-შენ როგორ ხარ?-ლოყაზე ოდნავ მაკოცა.
-კარგად.
-დღეს რა ლამაზი ხარ..სულ ესე იპრანჭები თუ დღეს?
-ჩვეულებრივ..-ვუპასუხე დაბნეულმა.
-რას შრები,აბა?-ხელი ჩამკიდა.
მიფარებულ ადგილზე დავსხედით..რომანტიკული არაფერი მეჩვენებოდა..თავს უხერხულად ვგრძნობდი,მით უმეტეს,იმის მერე,რასაც ერთმანეთს ვწერდით..რეალობაში ყველაფერი უფრო ძნელი ყოფილა..მიწერით ნებისმიერ რამეს მივწერ ადამიანს,ვიქნები ბოროტი,როცა ვარ კეთილი...და ასე შემდეგ..მაგრამ რეალობაში,როცა მის სახის ნაკვთებს ვუყურებ,ვხედავ მის ემოციასა თუ გამომეტყველებას,ყველაფერი რთულდება..მონიტორისა და ტელეფონის მიღმა ყველაფერი რთულია/
ვსაუბრობდით..მერე,წასვლისას,კოცნის ნებართვა ითხოვა...ეს არ იქნებოდა პირველი ამბორი,მაგრამ მაინც ხომ განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო..ადრე ვითხარი,რომ კოცნა მოულოდნელი და სასიამოვნო უნდა ყოფილიყო..
ის მეუბნებოდა,რომ ჩემი რომანტიზმით აღფრთოვანებული იყო,სულ აღტაცებას გამოხატავდა,მაგრამ ეს უბრალოდ რეალობის მიღმა ყოფილა...ეს ხომ ვიცოდი? განა ვერ ვხვდებოდი? ის სულ არ იყო რომანტიზმით გაჟღენთილი..სულ არ იყო..
-კარგი-რამ მათქმევინა არ ვიცი...
-არავისთვის გიკოცნია?-იცოდა,რომ პასუხი დადებითი იყო,მაგრამ რატომ მკითხა..არაფერი მიპასუხია,მხოლოდ კოცნაში ავყევი,ეს იყო და ეს...არანაირი მძაფრი შეგრძნება,არანირი ემოცია,არც გრძნობა...საერთოდ არაფერი...ეს უბრალოდ რაღაც სიშტერე იყო...ეს არ იყო კოცნა,რომელსაც ვნებათაღელვა იწვევდა..ყოველ შემთხვევაში,მე ასე ვგრძნობდი.
***
თაკოსთან ამაზე ბევრი არ მისაუბრია..მას ჩემი ესმის ძალიან კარგად და ამიტომაც მიყვარს,მაგრამ ერთი რამ მაფიქრებს..რატომ ვერაფერს ვეუბნები კონსტანტინეზე..ჰო,კონსტანტინე ისაა,ვისზეც ამდენი ხნის მერე ისევ ვფიქრობ...არ მესმის ჩემი სურვილებისა და ფიქრების..საერთოდ რა მიდნა..ან საერთოდ რას ველი ცხოვრებისგან..
იქნებ უბრალოდ საკუთარ თავში დაკარგული გოგო ვარ,რომელმაც არ იცის რა ხდება ახლა და რა იქნება მომავალში..მეტიც წარსულისაც არაფერი გაეგება მას..
***
ერთკვირიანი შეხვედრების შემდეგ მივწერე,რომ არ მეცალა და რომ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა..მივხვდი,რომ მე ის საჩუქარი უფრო მადარდებდე,ვიდრე დათო..მე მასში რაღაც კომანტიზმის ქარიზმატულობას ვხედავდი,მაგრამ შევცდი...
ჰო,სულ შევცდი..მაგრამ საკუთარ თავში დაკარგული ვიყავი და ამიტომაც ვაგრძელებდი შეხვედრებს..ვგრძნობდი,რომ დრო მჭირდებოდა...
-რატომ?-ანერვიულებული ხმა ჰქონდა და ამ უკანასკნელს ტელეფონი უფრო უმძაფრებდა.
-უბრალოდ უნდა დავასრულოთ...ვგრძნობ,რომ შენთან არ მინდა..-ბრაზით წარმოვთქვი და ხელები ავიფარე პირზე.
-რა? რას ამბობ?
-მივხვდი,რომ არ მინდა ეს ურთიერთობა..
-ფუ ამისი..
-ნორმალურად რა..-გავუთიშე და ტელეფონი გამოვრთე.
***
საჩუქარი მისგან არ ყოფილა,მაგრამ ვისგან იყო..ამაზე მთელი კვირა ვფიქრობდი..იქნებ ეს ამაკავებდა დათოსთან...
30 დეკემბერს საახალწლო საჩუქრად გამიმხილა თაკომ,რომ ეს ის იყო და გვაებუტე..მთელი დღე არ ვესაუბრებოდი.
საახალწლოდ მშობლები სოფელში გავიისტუმრე მე კი მარტო დავრჩი..30-ში მარტო ვეგდე დივანზე და ფილმებს ვუყურებდი,ნაძვის ხესაც კი არ ვრთავდი..არაფრის თავი არ მქონდა..ვფიქრობდი,რომ ეს თაკოს ბრალი იყო,მაგრამ ასე არ იყო..სიმართლეში საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი.მთელი დღე გამორთული ტელეფონით ვიყავი დახშულ ფანჯრებში..
შვიდი საათი იქნებოდა,როცა ფილმები მომბეზრდა და უბრალოდ დავჯექი..ვიყავი და ვფიქრობდი..მაფიქრებდა წარსული და მაფიქრებდა მომავალი...
სევდიანი ლექსიც კი შემომეწერა:
მე ამ ცხოვრებას პირისპირ შევხდი
და დავინახე,რომ იყო ფლიდი.
სულ მატყუარა გაშიშვლებული,
მე ვერ ვხედავდი იდუმალს მასში.
მას მერე ვფიქრობ,რომ რასაც ვხედავ,
უფერულია,სრულად უგვანო.
ზოგჯერ მგონია,რაც კი ჩემია,
მე აღარ მინდა,აღარ მწადია.
როცა ოცნებას ვიხდენ,ვიღიმი,
მე მალე ვკარგავ ძველ აღმაფრნას.
იცი,რას მივხვდი და რა ვიგრძენი,
დღეს ამ ცხოვრების ფერი შავია.
ყველაფერს ვხედავ მე დღეს ნისლისფრად,
რაც მაქვს მე ის მძულს,სხვას ვეტანები.
რასაც ვერ ვხედავ და რაც შორია,
მე ის მიზიდავ,კვლავაც ის მინდა.
მე დღეს კვლავ მივხვდი,რომ რაც მწადია,
ჩემგან შორსაა და ვერ ვეხები
და თუ ის მოვა ახლოს,შევიგრძნობ,
მე მას დავტოვებ და გავეცლები.
თუკი ოცნება ახდენილია,
ის აღარ არის იმფერ ლამაზი.
ის აღარ არის რაღაც სიწრფელე
და აღარ არის კვლავ სასურველი.
***
31-ში „ფეისბუქზე“ შევიტყვე,რომ საღამოს კონსტანტინეს თამაში ჰქონდა...თითქოს თვალი ამეხილა და რაღაც მუხტი ვიგრძენი...
თაკოსთვის მინდოდა დამერეკა,მაგრამ ესეც არ გამომსდიოდა..მთელი დილა რაღაც მსურდა და რა ვერ ვიგებდი.
ყველაფერზე ვფიქრობდი და ოცნების ჩაწვდომის ინტერესი მკლავდა..აინტერესებდა მართლაც თუ ასეთი იყო ოცნება...იქნებ ის ლამაზი იყო და ან ფერდაკარგული..იქნებ არ ჰქონდა ოცნებათა ასრულებას აზრი..მაინტერესებდა და ვკვდებოდი ინტერესით..თან კონსტანტინეს გარეშე არ მინდოდა ახალი წელი...
საკუთარ თავს დავცინოდი კიდეც,ვუყურებდი ირონიით სარკეში და ვხითხითებდი...არ მინდოდა თავი დამემცირებინა,არ მინდოდა,რომ რამე საშნელი ჩამედინა..
***
თაკომ დამირეკა და ვუთხარი,რომ სოფელში მივდიოდი,შემდეგ ვნახე საყვარელი რაფაელოები ვაჩუქე,ჩავკოცნე და დავშორდი..ალბათ,უკვირდა კიდეც ჩემი ასეთი მოლბობა...მეც არ მჯეროდა,რომ ამას ვაკეთებდი..
„ტაქსი“ დავიკავე და სამტრედიისკენ წავედი..ვნერვიულობდი და ყვეალფერზე მეფიქრებოდა,ეს გზა ჩემთვის ყვეალზე გრძელი იყო,რაც კი ოდესმე განმივლია..გული მწყდებოდა,რომ ეს თაკომ არ იცოდა,ვწუხდი,რომ ამას მის გარეშე ვაკეთებდი,მაგრამ მაინც არხეინად ვიყავი და მჯეროდა იმის,რომ სასწაულები ხდება.
გზაში ლომ-სამტან დამირეკა და შემატყობინა,თქვენ გაიმარჯვეთო..მაგრამ ემოცია არ მქონია,ისე ვნერვიულობდი,რომ ის წერილი სულ აღარ მახსოვდა..იმ მომენტში კონსტანტინე ჩემი სანტა იყო..
თავი იდიოტიც კი მეგონა,არ ვიცოდი რას ველოდი ამ ცხოვრებისგან,მხოლოდ მანქანის ხმა მესმოდა..თვალები მეხუჭებოდა,დროდადრო ვთვლემდი კიდეც...
გავიხსენე თითოეული ის დღე,როცა კონსტანტინეს ვხედვადი..მახსოვს,მისი გვარიც კი ძლივს გავიგე..
მივდიოდი იმერეთისკენ...რაც უფრო ვუახლოვდებოდი მას,უფრო მიხშირდებოდა სუნთქვა..ვგრძნობდი,რომ ის სადღაც აქ იყო...
***
თორმეტი საათი ხდებოდა,როცა ჩავედი..ქუთაისში პირველად ვიყავი,მაგრამ მისით სულ არ ვინტერესდებოდი..ჩემი გული მისკენ იყო..
ფეხბურთში ვაკუუმი მქონდა..მაგრამ მისი გუნდის სახელი ვიცოდი...
-ტორპედოს მივულოცოთ გამარჯვება..-გავიგე შეძახილები და გული ამიფართხალდა...რაღაც საოცარ რამეებს ვგრძნობდი...ცოტა ხანში მასაც მოვკარი თვალი,საათს დავხედე,5 წუთი აკლდა 12-ს.
ფიქრის თავი აღარ მქონდა და აღარც დრო..წინ წავიწიე,რაღაც მიკროფონი ჩავიგდე ხელში და ამაღლებულზე ავედი..არ ვიცოდი რა მეთქვა...ის გაშტერებული თვალებით მიყურებდა..ის ისევ ისეთი სიმპათიური იყო,მაგრამ ეს არაფერი..ჩემთვის არსებობდა მხოლოდ ის...ეს იყო ანდამატივით რაღაც,სულს მიხუთავდა და ვნებებს მიღვიძებდა,სიყვარულის ტალღებს მიფრქვევდა...
-რა გნებავთ?-ხალხის ხმა გავიგე,ყველა მე მომჩერებოდა.
ორ წუთში ახალი წელი შემოვიდოდა..ძალა მოვიკრიბე და კონსტანტინეს თვალებში ჩავხედე...ამ უკანასკნელმა ენერგიით დამმუხტა და პირი ავამოძრავე,ამას ჩემი გული ამბობდა და არა ცნიერი ენა...ლექსი თავისით მოდიოდა:

ახალი წელი მოვა წუთებში,
მოვა და ისევ ხელებს ჩამავლებს.
ისევ შემიპყრობს უხვი ფიქრები,
შენ გაიცანი და შეიყვარე.

ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი,
მაგრამ იმ კვირამ დღე დამანახა,
მე დღეს არ ძალმიძს ვმალო ფიქრები
და მე არ მინდა მერქვას ამაყი.

უთქმელი ფიქრი ძნელი ყოფილა,
ბოლოდან მღნის მე და ცვილად მადნობს.
დიდი ხანია,რაც ვარ სანთელი,
ყოველ დღე ვქრები,ვქრები და ვქრები.

ახალი წელის გრძნობებმა შთამნთქა,
ჩუმად ჩამსძახა-მომაქვს გრძნობები.
მეც დავუჯერე და შენ წინ ვდგავარ,
დაე,მოვიდეს ახალი წელი.

***
გული გასკდა, ცოტა ხნის წინ გაშტერებული ხალხი ტაშმს მიკრავდა..მჭირდებოდა ეს ყველაფერი,რადგან ახლა მჭირდებოდა ყველაზე მეტი ენერგია,ბოლომდე უნდა მომეყვანა სათქმელი..
-ნომერ ოთს ეძღვნება ეს ლექსი და ჩემი წრფელი გრძნობები,ახალი წლით გამძაფრებული გრძნობები...
___
მიყვარხართ და გკოცნით.
ყველას გისურვებთ სურვილების ახდენასა და ულევ ბედნიერებას..






№1  offline წევრი MmaroAmi

ძალიან მომეწონა love lol

 


№2  offline წევრი მოლურჯო

კარგი იყო ♥
ძალიან მიყვარხარ ♥
--------------------
მარიამი

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

MmaroAmi
ძალიან მომეწონა love lol

მადლობ
გიჟი - ♥♥♥
კარგი იყო ♥
ძალიან მიყვარხარ ♥

მეც მიყვარხარ

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

ბოლო განსაკუთრებულად მაგარი იყო. არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი როგორ ვთქვა, დასასრულს რომ უახლოვდებოდა, არ მინდოდა დამთავრებულიყო და სულ მაჟრიალებდა. მეგონა ამ დათოსთან იქნებოდა, მაგრამ როგორ შემოტრიალდა ყველაფერი და კონსტანტინე შემრჩა ხელში. ძალიან მაგარი თავი იყო.. რაღაც შეცდომები დავიჭირე.. რომ გადახედო შენც ნახავ და მე აქ არ დავწერ, მაგრამ ამ შეცდომების მიუხედავად, იმ სტილისტური თუ გრამატიკული შეცდომების მიუხედავად, რაც გქონდა იმდენად შემოაღწია ამ შენმა წრფელმა ემოციამ და გრძნობამ ჩემ გულში, რომ აღმაფრთოვანა პირდაპირ.. ^^
და ის ლექსი ისევ ვიცანი!
რომელიც მაჩვენე love
რა პატივი მერგო, პირადად რომ გამომიგზავნე და წამაკითხეეე <3
ძალიან კარგი გოგო ხარ.
სჯობდა ასე მალე არ მომხდარიყო ეს მომენტები, სასიამოვნოდ კი ცავიკითხე, მაგრამ თითქოს რაღაცაც აკლდა რა... კონსტანტინეს შემოსვლა ძალიან სწრაფად მოხდა, ვერც კი გავიაზრე... მოულოდნელი იყო დასასრულიც. ლექსებიც აზრიანი იყო.. ლექსზე ცალკე მაქვს ნათქვამი, ოოო... კარგი ხარ მარიამ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

ერკე
ბოლო განსაკუთრებულად მაგარი იყო. არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი როგორ ვთქვა, დასასრულს რომ უახლოვდებოდა, არ მინდოდა დამთავრებულიყო და სულ მაჟრიალებდა. მეგონა ამ დათოსთან იქნებოდა, მაგრამ როგორ შემოტრიალდა ყველაფერი და კონსტანტინე შემრჩა ხელში. ძალიან მაგარი თავი იყო.. რაღაც შეცდომები დავიჭირე.. რომ გადახედო შენც ნახავ და მე აქ არ დავწერ, მაგრამ ამ შეცდომების მიუხედავად, იმ სტილისტური თუ გრამატიკული შეცდომების მიუხედავად, რაც გქონდა იმდენად შემოაღწია ამ შენმა წრფელმა ემოციამ და გრძნობამ ჩემ გულში, რომ აღმაფრთოვანა პირდაპირ.. ^^
და ის ლექსი ისევ ვიცანი!
რომელიც მაჩვენე love
რა პატივი მერგო, პირადად რომ გამომიგზავნე და წამაკითხეეე <3
ძალიან კარგი გოგო ხარ.
სჯობდა ასე მალე არ მომხდარიყო ეს მომენტები, სასიამოვნოდ კი ცავიკითხე, მაგრამ თითქოს რაღაცაც აკლდა რა... კონსტანტინეს შემოსვლა ძალიან სწრაფად მოხდა, ვერც კი გავიაზრე... მოულოდნელი იყო დასასრულიც. ლექსებიც აზრიანი იყო.. ლექსზე ცალკე მაქვს ნათქვამი, ოოო... კარგი ხარ მარიამ

როგორც ყოვეკთვის,კარგი მკითხველი და კომენტატორი დაუზარელი..მადლობ,რომ ასე გააზრებულად წაიკითხე და ასე გააზრებულად მეუბნები შენიშვნებს..ჰო,აღარ გადამიკითხავს :დ ასე მალე გამომივიდა და რავი აბა.... <3 მეორე ლექსი მაინც არ გქონდა წაკითხული :დ

დასასრული სხვანაირად არ შემეძლო,ვერ გავწელავდი...

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

უნდა ვწერო
ერკე
ბოლო განსაკუთრებულად მაგარი იყო. არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი როგორ ვთქვა, დასასრულს რომ უახლოვდებოდა, არ მინდოდა დამთავრებულიყო და სულ მაჟრიალებდა. მეგონა ამ დათოსთან იქნებოდა, მაგრამ როგორ შემოტრიალდა ყველაფერი და კონსტანტინე შემრჩა ხელში. ძალიან მაგარი თავი იყო.. რაღაც შეცდომები დავიჭირე.. რომ გადახედო შენც ნახავ და მე აქ არ დავწერ, მაგრამ ამ შეცდომების მიუხედავად, იმ სტილისტური თუ გრამატიკული შეცდომების მიუხედავად, რაც გქონდა იმდენად შემოაღწია ამ შენმა წრფელმა ემოციამ და გრძნობამ ჩემ გულში, რომ აღმაფრთოვანა პირდაპირ.. ^^
და ის ლექსი ისევ ვიცანი!
რომელიც მაჩვენე love
რა პატივი მერგო, პირადად რომ გამომიგზავნე და წამაკითხეეე <3
ძალიან კარგი გოგო ხარ.
სჯობდა ასე მალე არ მომხდარიყო ეს მომენტები, სასიამოვნოდ კი ცავიკითხე, მაგრამ თითქოს რაღაცაც აკლდა რა... კონსტანტინეს შემოსვლა ძალიან სწრაფად მოხდა, ვერც კი გავიაზრე... მოულოდნელი იყო დასასრულიც. ლექსებიც აზრიანი იყო.. ლექსზე ცალკე მაქვს ნათქვამი, ოოო... კარგი ხარ მარიამ

როგორც ყოვეკთვის,კარგი მკითხველი და კომენტატორი დაუზარელი..მადლობ,რომ ასე გააზრებულად წაიკითხე და ასე გააზრებულად მეუბნები შენიშვნებს..ჰო,აღარ გადამიკითხავს :დ ასე მალე გამომივიდა და რავი აბა.... <3 მეორე ლექსი მაინც არ გქონდა წაკითხული :დ

დასასრული სხვანაირად არ შემეძლო,ვერ გავწელავდი...

ხო, არ ვიცი როგორ იქნებოდა სხვაგვარად რომ დაგეწერა და გაგეგრძელებინა, რადგან მხოლოდ ერთ ვარიანტს ვხედავ აქ. უბრალოდ ცოტა დამაბნეველი იყო! ცოტა კი არა ძალიან!
ჯერ სულ დათოს სწერდა
სულ ის სწერდა უფრო სწორედ და ესეც სწერდა. მოვლენები ისე გქონდა განვითარებული, რომ მეგონა დათო შეაყვარებდა თავს, მაგრამ ბუხ :დ
რაღაც ხომ უნდა ექნა ამ დათოს არა? ამდენი ხანი მასზე წერდი, მასზე აფიქრებინებდი შენ შორენას და როგორც ამბობენ მათ შორის უნდა მომხდარიყო რაღაც, როგორც შენი ნაწერი ამბობდა.
როცა ისტორიაში იყენებ რაღაცას ან ვიღაცას, კულმინაციაში მან უნდა იმოქმედოს. ასეა მიღებული :დ
თავიდან უბრალოდ რომ აჩვენო ვთქვათ ის, რომ კედელზე თოფი ჰკიდია, ბოლოში უეჭველი უნდა გაასროლინო, რადგან ის რაღაც მიზნით გამოიყენე მოთხრობაში და დანიშნულება მიანიჭე... ასე, რომ :D მიხვდები იმედია ჩემ სათქმელს.რამაც დამაბნია <3
ისე კარგი გოგო ხარ, სულ ვერ გაგკიცხავ. ძალიან მიხარია შენნაირი მწერლის გაცნობაც და შენთან საუბარიც <3 love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent