სანამ ვცოცხლობ იმედი მაქვს (2)
ავდექი და წამოვედი არაფრის თქმა აღარ დავაცადე ელენეს, ან რა აზრი ჰქონდა რაიმეს თქმას აზრს მაინც არ შევიცვლიდი, მივდიოდი ცარიეელ ქუჩაში და ვფიქრობდი ელენეზე, არ მინდოდა მაგრამ მაინც ვფიქრობდი, უცებ თავი გავაქნიე და ფიქრები თავიდან მოვიშორე, მინდოდა ყველაზე მაღალსართულიანი შენობის სახურავზე ავსულიყავი და იქიდან მეყვირა რო ყველანი ერთნი იყვნენ რომ ყველანი მეზიზღბოდა და რომ არა ჩემი სიცოცხლის სიყვარული დიდიხნის მკვდარი ვიქნებოდი, ყველა ის ადამიანი მეზიზღებოდა რომელიც ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას მთავაზობდა, ახალი ფურცლები არ არსებობს ცხოვრების შუაში. წინ მაინც დარჩება ამოხეული ფურცლების ნაკვალევი და ნაკვალევი ყოველთვის გაგახსენებს წარსულს, ყველაფერი ან უნდა გადალახო ან ამ ყველაფერს უნდა შეეგუო და იყო ისეთი როგორსაც საკუთარი თავი გთავაზობს, მე დავმარცხდი და ისეთი ვარ როგორიც ცხოვრებამ მაქცია, გვიანია ვებრძოლოო ამ ტკივილს, იმედგაცრუებას, სინანულს. გვიანია ყველაფერი თავიდან დავიწყო. ამასობაში სახლშიც მივედი, ჩაბნელებულ, ნესტიან სახლში სადაც სულ ბნელა, განა იმიტომ რომ შუქი ჩამიჭრეს ან მზე არ აღწევს ოთახამდე. აქ სულ ბნელა იმიტომ რომ არმინდა რამე ნათელი დავინახო, არ მინდა რაიმეს იმედი მქონდეს, ჰო მე იმედგაცრუების მეშინია, მეშინია ნდობის და არც ის მინდა ვინმე მენდობოდეს, მირჩევნია მიყრუებული უბნის ოთახში ჩუმად ვიჯდე და მოთმინებით დაველოდო იმ წამს როცა სიცოცხლე გადამიყვარდება. დავიძინე ყველაფერი ძველებურადაა მე არავინ მყავს. დილით სანდროს ყვირილმა გამაღვიძა. -შენ იცი ვინ ხარ ? იცი მაინც? წარმოდგენილი გაქვს მაინც ვინ ხარ? შენ ხარ ცხოვრებისგან დაჩაგრული, იმედდაკარგული არარაობა, შენ კაცი აღარ გქვია, პატარა დეპრესიული თინეიჯერივით იქცევი და წარმოდგენაც არ გაქვს რამდენ ადამიანს ტკენ გულს არც კი იცი გუშინ ელენე როგორ დატოვე, არც კი იცი მე როგორ ვარ და არც გინდა გაიგო, არც ცდილობ რამის გამოსწორებას, პირიქით ხელს უშლი ყველას ხელს კრავ, მაგით ვერაფერს მიაღწევ, ჩემთან არ გაგივა გესმის, მე ვერ დამამარცხებ, ჰო ხელი ჩაიქნია ყველამ შენზე, მაგრამ მე არ ჩავიქნევ, მე შევებრძოლები შენს დემონს და გაგზრდი, გესმის, მალე წამოდექი ახლა ფეხზე მალე და გარეთ გადი, ნახე რა მშვენიერი ამინდია, შეხედე მზეს თვალი გაუსწორე, ჰო ვიცი რო არ გინდა მაგრამ თუ რაიმე ადამიანური შემორჩა შენს სხეულს თუ რაიმე დარჩა ირაკლისგან ის ახლა წამოდგება და გარეთ გაიხედავს, ვიცი რო სიცოცხლე გიყვარს ვიცი რო იმედი გაქ რომლისაც არ გჯერა.- ყვირილს მორჩა და სკამზე ჩამოჯდა მე ლოგინზე ვიჯექი და დატუქსული სკოლისმოსწავლესავით თავდახრილი ვუსმენდი- გუშინ შენს დასთან ვიყავი-გავბრაზდი, სისხლი სახეზე მომაწვა მზად ვიყავი ავმდგარიყავი და კედელზე მიმეხრჩო მაგრამ არ შემეძლო იმდენად დააჩაგრული ვიყავი არ შემეძლო ჩემი ბრაზის თუნდაც თვალებით გამოხატვა. ვიცოდი რო სანდრო თავისას მაინც გაიტანდა-მითხრა რო შენზე ნერვიულობს, რომ ბევრჯერ შეჩერდა შენ სახლთან მდგარი და უკან გაბრუნდა იმიტომ რომ შეეშინდა ისევ არ მიგეტოვებინა, შეეშინდა რომ ახლოს არ მოუშვებდი, ენა ჩამივარდა ვერაფერს ვეუბნებოდი, იმდენად მართალი იყო იმდენად სუფთა იყო მისი შიში. იმდენად დიდი იყო მისი ტკივილი ვერ შევძელი რომ რაიმეში ბრალი დამედო, რომ შენ გამემართლებინე.-თვალწინ დამიდგა ნინის თვალები, ნინის შეშინებული იმედგაცრუებული თვალები და თავი არარაობად ვიგრძენი. -არავის უთხოვია შენთვის ვინმესთან დამეცავი მითუმეტეს მასთან ვისთანაც ყველაზე დამნაშავე ვარ, არავის უთხოვია ნინისთან მისულიყავი და გეკითხა რას გრძნობდა რას განიცდიდა. -ჩემთვის არავის უთხოვია მგარამ მე გთხოვ შენ რომ ნახო, დაელაპარაკო, პატიება თხოვო. გაპატიებს, იცისრო დამნაშავე ხარ მაგრამ გაპატიებს იმიტომ რომ უყვარხარ, ენატრები შენზე ნერვიულობს. -არა ვერ მივალ ასე უბრალოდ ნინისთან და ვერ ვეტყვი რომ მაპატიოს არ შემიძლია პატიება ვითხოვო როცა მე თითონაც არავის ვაპატიებდი ამას. - და რა ვქნა ველოდო შენ როდის მოგინდება და როდის გადაარჩენ შენს დას ? მე არ უნდა ვბრძოლობდე შენი დის ტკივილისგან დასაცავად ამას შენ უნდა აკეთებდა მარტო იმიტო კიარა რომ ერთი სისხლი და ხორციხართ, არამედ იმიტომ რომ გიყვარს, იმიტომ რომ შენ მას დაპირდი, დაპირდი რომ ყოველთვის მასთან იქნებოდი. -კარგი წავალ.- ჩვეული, ძველებური სიმშვიდით ვთქვი. ფანჯარასთან ვიდექი და ვცდილობდი სიგარეტიც ისე მომეწია რომ ქაღალდის დაწვის ხმაც არ ყოფილიყო ოთახში. ყველა სიტყვა ირეოდა ჩემში რაც კი ვიცოდი ყველა სიტყვა ქაოსურად ირეოდა გონებაში და ვგრძნობდი მხოლოდ ერთს, ვნერვიულობდი, სწორედ ისე როცა პირველად ნინი ხელში დავიჭირე, პირველად რომ გამიღიმა ის გამახსენდა. ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი, სანდროს მანქანაში ჩავჯექი და გეზი ჩემი მშობლიური სახლისკენ ავიღეთ. -არა! მოიცა გაჩერდი-დავიყვირე -რამოხდა? -იქ არა, დაურეკე სადმე სხვაგან შევხვდეთ არმინდა იქ მისვლა. -კარგი-სანდრომ მანქანა გვერდზე მიაყენა და ტელეფონი ამოიღო ნინის შეხვედრა კაფეში დაუნიშნა და ჩვენც იმ კაფეში წავედით. -ასე ჯობია-ღრმად ჩავისუნთქე და სავარძელს მივეყრდენი. სანდრო ხმას არ იღებდა და ეს უფრო მანერვიულებდა, მერჩივნა ელაპარაკა თუნდაც ყველაზე სულელურ თემაზე თუნდაც ქვეყნის პრობლემებზე ან ზღვაზე მაგრამ სიჩუმე რომელიც გაუთავებლად ყურებში მქონდა არ ყოფილიყო და ნებისმიერ რამეს მოვისმენდი. ეს წამიც დგებოდა, წამი რომელსაც სამი წელი გავურბოდი, არასდროს დავდიოდი მის საყვარელ ქუჩებში, არცერთხელ ჩამივლია მის სკოლასთან, არც სახლთან რომ სადმე შორიდან ან მე ან მას ერთმანეთისთვის თვალი არ მოგვეკრა, არ მინდოდა ამ მდგომარეობაში ვენახე, მდგომარეობაში როცა არც კი ვიცოდი მისთვის ბოდიშის მოხდა მინდოდა თუ არა, არც კი მქონდა გაცნობიერებული თუ როგორ ვატკინე გული, ახლა კი, ახლა კი ზუსტად ვიცოდი რას გრძნობდა, ვიცოდი როგორ ტკიოდა ჩემგან შორს ყოფნა, ვიცოდი როგორ განიცდიდა ჩემს ამბებს. მანქანა გაჩერდა და პატარძალივით ავნერვიულდი, საკურთხეველთან რომ მომავალი ქმარი ელოდება, კარის სახელურს ჩავებღაუჭე და ვერ გამებედა გაღება. კაფესკენ არც კი ვიყურებოდა არ მინდოდა დამენახა მისი მომლოდინე თვალები. არ მინდოდა მეგრძნო რომ არარაობა ვიყავი. -გადმოხვალ? თუ ნინი მოვიყვანო -გადმოვალ-სივრცეში გაბნეული მტვერის ნაწილაკებს ვუყურებდი და გადავწყვიტე სიტყვებდაულაგებლად შევსულიყავი. გადავწყვიტე მელაპარაკა მხოლოდ ის რაც გულიდან მოდიოდა. მანქანის კარი გავაღე და გადავედი, ნაბიჯემბს მძიმედ ვდგავდი თითქოს ფეხებზე დიდი ლოდი მომაბესო და საშვალებას არ მაძლევდა წინ წავსულიყავი, თითქოს უკან მექაჩებოდა სიმძიმე რომელიც არ არსებობდა. კაფეს კარები შევაღე და დავინახე... დიდ შავ თვალებს აცეცებდა ირგვლივ, ალბათ ვერ შენიშნა რომ შევედი, წამით ვიფიქრე გავბრუნებულიყავი და თავქუდმოგლეჯილი გავქცეოდი რეალობას. მაგრამ სანდრომ მანიშნა წინ მივდივართო და წინ გამიძღვა. დარცხვენილი სკოლაში დასჯილი ბავშვივით მივყვებოდი უკან და მას არც კი წარმოედგინა რა რთული იყო მასსავით ლაღად გადამედგა ნაბიჯები მაგიდასთან მივედით. ნინის თვალები წყლიანი იყო, თითები უფრო მეტად გამხდარი და გრძელი ვიდრე ადრე. -გამარჯობა- ერთადერთი სიტყვა ვთქვი და გაშეშებული უბრალოდ ვუყურებდი ჩემს ლამაზ დაიკოს. მინდოდა მივსულიყავი მოვხვეოდი გულში ჩამეკრა. მაგრამ. ეს მხოლოდ ჩემი შინაგანი ამოძახილი იყო, ჩემი სხეული კი უძრავად იდგა და უყურებდა. ნინი წამოდგა და მომეხვია. თავი გულზე დამადო და ვგრძნობდი მის ხელებს მხრებზე, ის ცახცახებდა. მოვეხვიე და ტავზე ვაკოცე, სანდრო გარეთ გავიდა. -მენატრებოდი.-ამოილუღლუღა ნინიმ და ხელები გამიშვა, თავის უწინდელ ადგილს დაუბრუნდა და მე მას წინ დავიკავე ადგილი. -არ ვიცი როგორ დავიწყო, არვიცი საიდან უნდა დავიწყო ბოდიშის მოხდა, საკმარისი რომ იყოს ყველა სიტყვა ბოდიში იქნებოდა მაგრამ მე ვიცი რომ შენ ამას არ მთხოვ ვიცი რომ პატიების თხოვნაც დიდი დამცირებაა ჩემი თავის, მაგრამ რა ვქნა მიწევს, მიწევს შენს წინ დატუქსული ბავშვივით თავჩაღუნული ვიდგე და ყველასაყვედური მოვისმინო. ღირსი ვარ ყველა ცუდი სიტყვის შენგან ღირსი ვარ სახეში სილაც გამაწნა მაგრამ ვიცი რომ ამას არ გააკეთებ. ძნელია ჩემი პატიება, ჩემი პატიება იმდენად ძნელია რომ უკან რომ არ დამიბრუნო მადლობელი დაგრჩები რომ მომისმინე. ყველაზე ნაკლებად გული შენთვის მინდოდა რომ მეტკინა, პირიქით მინდოდა მუდამ გაღიმებული ყოფილიყავი, მე მაშინ წავედი როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი. შენ მთელიცხოვრება ისეთი გიყვარდი როგორიც ვიყავი, არვიცი რამდენად შემიყვარებ თავიდან არ ვიცი როგორ შევძლებ ჩემი დანაშაულის გამოსყიდვას მაგრამ ვიცი რომ მიმტევებელი ხარ, არა უნდა იყო მაგრამ ხარ. არ ვიცი ჩემი გავლენა არის თუ არა ეს მაგრამ ცხადია. ცხადია რომ გიყურებ და ის ხარ ვინც მე ვიყავი შენ ასაკში. არ მინდა რამე მითხრა.. არ მინდა მანუგეშო, არ ვარ ღირსი. მინდა უბრალოდ მომისმინო. არ მინდა ჩემსავით გახდე, არ მინდა ის იყო ვინც მე ვარ დღეს, მე არარაობა ვარ, მე ყველაზე მეტად ჩემ ითავი მძულს, არ ვიცი როგორ უნდა შემიყვაროს სხვამ როცა მეთითონ სარკეშიც კი არ ვიყურები რომ მეტად საშინელი არ გახდეს ჩემი ცხოვრება-ხელი ხელზე მაგრად მომიჭირა და თვალები დახუჭა არ უნდოდა მისი ცრემლების გამოჩენა. არ უნდოდა თავი სუსტად ეგრძნო.-გთხოვ არ იტირო, არ ვღირვარ შენს ცრემლებად. ნურც ნერვიულობ, მე კარგად ვარ. მე კარგად ვარ. -დაბრუნდი, გთხოვ მომეცი იმედი, იმედი რომ როცა დამჭირდება გვერდით დამიდგები, ატირებულს გულში ჩამიკრავ და საკურთხეველთან მიმაცილებ, მომეცი იმედი რომ ჩემს საქმროს გაიცნობ და შენებურ კაცურ რჩევებს მომცემ.-ტირილით მელაპარაკებოდა. მასთან გადავჯექი და მოვეხვიე. ისე როგორც ადრე. -გთხოვ არ იტირო. გაძლევ იმედს რომ შენთან ვიქნები, პირობების შესრულება როგორც ჩანს ცუდად გამომდის, ახლა იმედი გამოვცადოთ.-ვიხუმრე სიტუაციის განსამუხტავად ნინიმ კი საწყალი თვალებით ამომხედა -გინდა ისევ ჩემზე გამოცადო შენი თვისებები? -არა, არა მაპატიე, უბრალოდ ვიხუმრე მყავდა გულზე მიხუტებული, ჩემი საყვარელი დაიკო და ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ მშივდდებოდა, როგორ უდგებოდა გული თავის ადგილას და როგორ გამალებით ცდილობდა ჩემს პერანგს ჩაბღაუჭებოდა თავისი გრძელი წვრილი თითებით. მეც არ ვლამობდი მის მოშორებას, პირიქით უფრო და უფრო მაგრად ვიკრავდი გულში, ეს უხერხული სასიამოვნო და გრძელვადიანი მდუმარება იყო, ნინიმ დაარღვია მასწავლებელთან ემჩქარებაო, კიდევ ერთხელ გადამეხვია და წავიდა, ფურცელზე დაწერილი თავისი ნომერი დამიტოვა. ყურებამდე ვიყავი გაღიმებული გარეთ გამოსვლისას, არ მეგონა თუ ამდენი ხნის შემდეგ ნინი ასე თბილად შემხვდებოდა, მაგრამ ჰო ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და აწი იწყებოდა ყველა დანაშაულის „ამონთხევა“ არ დავუშვებდი რომ ერთი წუთით მაინც დამეშვა ფაქტი რომ გამოუსყიდლად მაპატიეს ჩემი ცოდვები. ლოგინზე ისევ პირქვე დავემხე, სანდრო წავიდა. სახლში მომოიყვანა, უხმოდ, უსიტყვოდ და წავიდა. ხვალისთვის ალბათ ახალი სპეცოპერაცია ქონდა დასაგეგმი მაგალითად როგორ უნდა მეთხოვა პატიება ელენესთვის. ელენეს გაფიქრებაზე ლოგინიდან სწრაფად წამოვხტი, ჩემთავს ვუბრაზდებოდი ხმამაღლა ვეჩხუბებოდი ვერ გამეგო რატომ მახსოვდა, ან რატო გამახსენდა მაინცდამაინც ახლა როცა უკვე ძილისკენ ილულებოდა ჩემი თვალები. მთელიღამე იმაზე ფიქრში გავათენე რატომ მახსოვდა ელენე. იმის მაგივრად რომ მეფიქრა თუ რა ლამაზია ელენე, თუ როგორი უბრალო გოგოა ელენე. რომ ელენეს ნაირი გოგოები იშვიათად არის ჩვენს ქალაქში. მაგრამ არა მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თუ რატომ მახსოვდა ელენე, დანარჩენი ისედაც ყველაფერი პირველივე დანახვისთანავე ვიფიქრე და გადავწყვიტე მისთვის მაინც არ დამეშავებინა, მისთვის მაინც არ მევნო, გული არ მეტკინა. ვეცადე მაქსიმალურად შორს დავმდგარიყავი მაგრამ დამეწია, რაღაც მომენტში დამეწია როცა მე ერთ ნაბიჯს ვდგამდი ის ორს დგამდა ჩემკენ, და ჰო ის კოცნა ის კოცნა არაფერი იყო. ის მხოლოდ ჩემი სისუსტე იყო ჩემი შიში საკუთარი თავისა. ისევ ლოგინზე დავწექი პირქვე და კარგახნის უძილობის შემდეგ მივხვდი რომ თვალწინ მხოლოდ ელენეს სახე მედგა და მხოლოდ ელენეზე ვფიქრობდი, ადამიანზე რომელზეც მხოლოდ ის ვიცოდი რომ ლათინური გრაფიტი ქონდა სახლში და ზედმეტად მხიარულიც კი იყო. ავდექი, ღამის სამ საათამდე ვიარე ოთახში წინდაუკან და შემდეგ მივხვდი რომ მაკლდა, მაკლდა მისი ხმა. გადავწყვიტე ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამეკეთებინა ის რაც მე მინდოდა, ის რაც მე გამხდიდა უკეთ და თან არავის ავნებდა. სწრაფად ჩავიცვი და სახლიდან გავედი. ფეხით გადავწყვიტე წასვლა მივუყვებოდი ღამის ჩაბნელებულ ქუჩებს და თან სიცივისგან თითები ისე მეყინებოდა სიგარეტსაც კი ვერ ვიღებდი ჯიბიდან, მერე მოწევა გადავიფიქრე და ნაბიჯს ავუჩქარე, იქნებ სწრაფმა სიარულმა მაინც გამათბოსთქო. დიდხანს ვიარე ასე შეუსვენებლივ, გაყინულმა და ბოლობოლო მივედი ნანატრ სახლთან, სამი სართული ფეხით სწრაფად ავირბინე და კარზე დავაკაკუნე. ოჰ ეს საყვარლად საზიზღარი ძაღლი, კვლავ აყეფდა და მალევე გავიგე ფეხის ხმა, კარი გაიღო და ჩემს წინ სრულიად უცნობი გოგო იდგა. -გამარჯობათ-ნამძინარევი ხმით მითხრა და თან დაამთქნარა-ამ შუაღამეს აქ რა გინდათ ვის ეძებთ? -უკაცრავად, ელენე მინდოდა. სახლშია? -ელენე? ელენესს ძინავს-ვერ დავიჯერე მისი არაგულწრფელი სიტყვები -დარწმუნებული ხართ რომ სძინავს?-შეყოვნდა -გაანებე სალო თავი, მე მივხედავ. - ელენე გამოვიდა. კუბოკრული პერანგი და სპორტული შარვალი ეცვა, ეტყობა არც კი უფიქრია დაძინება, თვალები ჩაწითლებული და ტუჩები დახეთქილი ქონდა-მშვიდობაა ირაკლი? -არაა, არა კიარა, არვიცი-ენა დამება -რახდება აბა? -იცი? მე უბრალოდ თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმ დღის გამო და ბოდიშის მოსახდელად მოვედი, მაპატიე რომ გეუხეშე-უკვე წასვლას ვაპირებდი ისე რომ მის პასუხს არც დავლოდებოდი . -არა, მე მაპატიე, არ უნდა მეკოცნა შენთვის. -შენ არაფერი გაქვს საპატიებელი. იქნებ თავიდან გვეცადა ყველაფრის დაწყება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა. -კარგი, გამარჯობა მე ელენე ვარ-სასაცილოდ გამომიწოდა ხელი, გამეღიმა და მეც ხელი ჩამოვართვი -გამარჯობა მე ირაკლი, იქნებ ხვალ საღამოს ერთ ფინჯან ყავაზე მომიწვიოთ თქვენთან სახლში-ელენეს ეცინებოდა და თან სიცილის შეკავებას ცდილობდა. მეც ავყევი სიცილში -კი რათქმაუნდა, ხვალ საღამოს რვაზე შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩემთან ერთ ფინჯან ყავაზე, ახლა კი ჯობს სახლსი დაბრუნდეთ მეხობლები რას იტყვიან-ჩუმად თქვა და გაიცინა, ისეთი ლამაზი სიცილი ქონდა შემეძლო მთელიდღე გაღიმებული მეყურებინა მისი თვალებით-მაგრამ არა, მოიცადე შენ რა აქ ფეხით მოხვედი? და გინდა ფეხით დაბრუნდე? არავითარ შემთხვევაში. მე წაგიყვან -არა ელენე, იყოს არ შეწუხდე, თან გვიანია მეხობლები რას იფიქრებენ ირაკლი სახლში მანქანით მოიყვანესო-ის კი იცმევდა და თან მელაპარაკებოდა დამიყვირა შემოსვლა ხვალ საღამომდე არც გაბედოო, მალევე გაჩნდა ჩემს წინ -წავედით! წინ მეგობრებო.-კიბეზე ჩაირბინა მე ნელი ნაბიჯებით ჩავედი არსად მეჩქარებოდა. მანქანაში ჩავჯექი და ისიც დაიძრა, სახლში მისვლამდე ბევრ რამეზე ვიცინეთ ვილაპარაკეთ. -იქნებ დღეს მაინც ? -ვერ მიგიხვდი? -იქნებ დღეს მაინც მომცე უფლება შენთან დავრჩე, გეფიცები არ შეგაწუხებ, სკამზე დავიძინებ -არა, ვერ ვხვდები რატომ გინდა ასე ზალიან ჩემთან დარჩენა. მართლა არ მესმის. -ვერც გაიგებ.-მას შემდეგ არაფერი უთქვამს არც მე.. ყველაფერი ისე იყო ალბათ როგორც უნდა ყოფილიყო, კიდევ ერთხელ ვკარი ხელი? არა უბრალოდ მოვლენებს წინ არ გაუსწარი, არაფერი დავაჩქარე, მინდოდა კარგად გაეაზრებინა ელენეს ვისთან ქონდა საქმე. არა, მე არც ქურდი ვარ, არც მკვლელი, არც ნაძირალა, მე უბრალოდ ადამიანებისთვის იმედის გაცრუება მეხერხება. ელენეს დავემშვიდობე, და შევახსენე ხვალ საღამოს მელოდეთქო, მანაც ორაზროვნად გამიღიმა. კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით, თითქოს ელენეც და ნინიც შემოვირიგე, ოჰ ეს ქალები, ჩავილაპარაკე და სადარბაზოში შევედი. სახლში ისევ სიცარიელეა, ჰარში კი სიმარტოვის, დეპრესიის სუნი დგას, მტვერიც კი იმდენად მარტო გრძნობს თავს ფანჯრის რაფაზე. ფანჯარასთან მივედი და სიგარეტს მოვუკიდე. მალე გათენდებოდა კიდეც, უკვე ექვსი საათი სრულდებოდა. მე კი ელენეზე ვფიქრობდი, როგორ უხდება მის ლამაზ თვალებს ღიმილი. მის ტანს უბრალო ტანსაცმელი. მეც მომიხდებოდა ელენე, ამის გაფიქრებაზე სულელივით მეღიმებოდა და თავი სიზმარშიც კი მეგონა. შეყვარებული ვყოფილვარ, ძალიან ადრე მიყვარდა. მიყვარდა სისხლით ხორცამდე, თხემით ტერფამდე და მან უბრალოდ მიმატოვა, ნუთუ ესაა სიყვარული, ნუთუ შეიძლება უბრალოდ საყვარელი მოგბეზრდეს და მიატოვო, ვის შეუძლია იყოს ასეთი გულქვა, ვის შეუძლია უბრალოდ წასვლა და არაფერი საიმედოს დატოვება. თან განა მარტო წავიდა ? არა ჩემი შვილიც თან წაიყვანა. ადგა დამიმატოვა, უბრალოდ და მარტივად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.