შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი სასწაული ხარ! 2


16-12-2015, 19:48
ავტორი blue jeans
ნანახია 2 649

როგორც იქნა შეწყვიტა ირემაშვილმა ლაპარაკი და კინოში წასვლა გადაწყვიტეს.
საღამოს სახლში დაბრუნდნენ და ლოგინებზე მიესვენნენ.ირემაშვილმა ლოგინამდე ვერ მიაღწია და კართან გაიშხლართა.
როგორც კი დაღლილობამ გადაუარათ მუსიკების მოსმენა დაიწყეს.
მუსიკები მაღალ ხმაზე ისმოდა და ალბათ მალე ყველა მეზობელი შემოუცვივდებოდათ.
ახლა ჭურჭლის რეცხვა დაიწყო ანდრონიკაშვილმა და თავისი მოუქნელობით ერთი ჭიქა ძირს ჩააგდო,ტაფების რეცხვისას ტაფებს რახარხი გაუდიოდათ იმდენი მოახერხა რომ რამდენიმე თეფშსაც აპოვნინა ძირს ადგილი.
ვეღარ გადაურჩნენ გოგონები ნელის რისხვას.
კარზე ზარმა ორივე დაზაფრა რადგან უკვე ფეხის თითებზე დადიოდნენ რომ ხმაური აღარ გამოეწვიათ.
-აღარასდროს დაგარეცხინებ ჭურჭელს
დაუცაცხანა ანდრონიკაშვილს ირემაშვილმა და შეუბღვირა.
-რომელი გავაღებთ?? (ქეთი)
-ვინ და შენ (ანკა)
-ვითომ სახლში არ ვართ (ქეთი)
-ხო და ნელი დაგვიჯერებს არა?? (ანკა)
-ვიცი რომ სახლში ხართ
აშკარად მობეზრებული ხმა ქონდა წვრილი ხმის პატრონ ნელის რომელიც კარს იქით იცდიდა და გონებაში წყევლიდა გოგონებს
-კარგი მოვდივართ
არ გამოუვიდათ ნომერი მეგობრებს და ისევ ანდრონიკაშვილი წავიდა კარის გასაღებად.
-მობრძანდით
ღიმილიანი სახით შეეგება თავის უჟმურ მეზობელს რომელსაც უკვე პირი ქოონდა დაღებული რომ უამრავი საყვედური ეთქვა
-რამეს მიირთმევთთ??? (ქეთი)
-შენ გოგო გგონია აქ საქეიფოდ ჩამოვედი??ამიკელით მოკლეთ ჩემს ჯიბრზე იქცევით ასე??გამისკდა თავი-ხელით თავშალწაკრულ თავზე მიუთითა გოგონებს-ქალები ხართ თუ ქაჯები?? აი..აი.. პატრონი გინდთ თქვენ პატრონი ერთი დედათქვენი ვყოფილიყავი ასეთები იქნებოდით??ერთი კვირა რომ გეცხოვრათ ჩემთან მე ვიცი რასაც გიზამდით-ამ სიტყვებზე გოგონებს ტანში გასცრათ და წარმოიდგინეს ის ჯოჯოხეთური ერთი კვირა-მოიცადეთ მოგხედავთ მე თქვენ გასწავლით როგორ უნდა დამიღვიძოთ შვილიშვილები.ძლივს დავაძინეთ და ამ თქვენმა მუსიკებმა..თუ მაგასაც მუსიკებს ეძახით ეჰ..ჩვენს დროს იყო თუ იყო თორე ეხლა ამას მუსიკა ქვია??კიდევ ერთხელ რომ ჩართოთ მუსიკები ამხელა ხმაზე გაგაგდებთ ამ სახლიდან დავწერთ საჩივარს მეზობლები რომ ხმაურობთ და გაგყრით
არ გაკვირვებიათ გოგონებს ამდაგვარი დასასრული რადგან ბევრჯერ დამუქრებია ასე ნელი.
ნელიმ კარი გაიხურა და გოგონებმა ამოისუნთქეს
-რით ვეღარ მობეზრდა ამ ქალს
დაიბუზღუნა ანკამ
-რავიცი ასაკშია და არ ეზარება მაინც ამდენი ადი ჩადი??არც ლიფტით დადის რავი რაა რა ჯანი აქვს და რა ენა განგგმირავს (ქეთი)
ორივემ სიცილი ატეხა მერე კი ანდრონიკაშვილმა სახე დაისერიოზულა და ხმა დაიბოხა
-ხმამაღლა რატომ იცინით?ქაჯები ხართ თუ ქალები?? შვილიშვილებს ნუ მიღვიძებთ ძლივს დავაძინეთ.
-კარგი კარგი თორემ კედლებსაც ყურები აქვთ (ანკა)
საღამოც მიიწურა გოგონები რიგრიგობით შევიდნენ აბზანაში და ცხელი შხაპი მიიღეს.
ანდრონიკაშვილი შესამჩნევად დასევდიანდა თვითონბაც არ იცის რამ იმოქმედა მასზე ასე.ალბათ იმან რომ თავის ცხოვრებაზე ფიქრობდა იმაზეც ფიქრობდა რა მოხდებოდა მისი ცხოვრება სხვანაირად რომ წარმართულიყო.მაგალითად დაეწყო მუშაობა ფსიქოლოგად,ჰყოლოდა დედ-მამა და ან ძმა,ჰყოლოდა შეყვარებული და ისევე ეცხოვრა როგორც სხვა თინეიჯერები ცხოვრობდნენ.
ძილის დროც მოვიდა და ანდორნიკაშვილს მდივანზე ჩაეძინა.დილით გვიან გაეღვიძა და სამსახურში დააგვიანდა.
რა აღარ უთხრა ბატონ ლევანს რით არ გაიმართლა თავი მაგრამ უშედეგოდ
-ხომ იცი შვილივით მიყვარხარ მაგრამ ვეღარ გაპატიებ რადგან უვე ბევრჯერ დააგვიანე ამიტომ იძულებული ვარ სამსახურდიდან გაგიშვა შენს ორი თვის ხელფასს გადაგიხდი სხვა არაფერი შემიძლია.
-კარგი მადლობა
უთხრა დასევდიანებულმა ანდრონიკაშვილმა და თავი დახარა.
ბატონმა ლევანმა ორი თვის ფული გადაუხადა და ანდრონიკაშვილი დანაღვლიანებული გაუდგა გზას სახლისკენ.
გზაში ვიღაც შეეჩეხა.ისეთ ხასიათზე იყო რომ ყველას დალანძღვა უნდოდა და აი გამოჩნდა კიდეც ის ობიექტი ვისაც ეჩხუბებოდა
-წინ იყურე ხომე
დაუცაცხანა გოგონამ და მამაკაცს შეხედა
არ უნდა შეეხედა რადგან მართლაც არ მოელოდა იმას რაც ნახა.
მამაკაცს თაფლისფერი მკაცრი თვალები ქონდა თეთრი კანი და კარგად მოვლილი სახე,შავი მაღლა ოდნავ აპრეხილი თმა.
მისი მკაცრი თვალებიც იმას მიანიშნებდა რომ ცუდ ხასიათზე იყო და არც გოგონაზე ჯავრის ამოყრას ერიდებოდა
-შენ იარე ხოლმე ვერ დამინახე??
-რატომრაც ვერა
ტოლი არ დაუდო ანდრონიკაშვილმა და როგორც კი ნაბიჯი გადადგა ფეხი რაღაცას წამოჰკრა და ძირს დავარდებოდა რომ არა მამაკაცის ძლიერი ხელები.
რამდენიმე წამით დაიბნა მამაკაციც და ანდრონიკაშვილიც. მხოლოდ უცნობის ცხელი სუნთქვა ეფრქვევოდა სახეზე ქეთის და ეს აბნევდა. მაგრამ ანდრონიკაშვილს მალე წამოუარა რომ ამ კაცს არ იცნობდა და არც კეთილად იყო განწყობილი მის მიმართ
-ხელი გამიშვი
ხმა გაიუხეშა ქეთიმ და ახლა უკანმოუხედავად განაგრძო გზა
-მადლობა მაინც მოგეხადა
გაიგონა მამაკაცის ბუზღუნნარევი ხმა და გაეღიმა.



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№2  offline წევრი blue jeans

მალე დავდებ smile

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

მომეწონა ძალიან დადე რა დღეს თორმეტის მერე ფლიიზ <3
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4  offline მოდერი X.G

კარგია ძაან მომეწონა ველი შემდეგ თავს წარმატებები

 


№5  offline წევრი blue jeans

ძალიან მიხარია ზალიან აუცილებლად დავდებ დღეს და 12ის მერეც დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent