შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი (თავი 4)


17-12-2015, 01:30
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 3 462

-ჩემი ულამაზესი დაიკო როგორ მომენატრეე.
-მეც მომენატრე ჩემო ღიპუცა.
-დედა შენ რა გჭირს არ გიხარია ქალიშვილის ჩამოსვლა.
-შენს დას კითხე და გეტყვის.
-სანდრა რა ხდება?
-ლუკა სად არის მალე მოვა?
-აქ ვარ ჩემი ლამაზი ცოლის და როგორ მომენატრაა.
-მეც მომენატრე ლუკა.
-ეხლა გვითხარი დედას რა ჭირს.
-ლუკა! ელენე! ვთხოვდებიიი.
-ვაა რა მაგარია ვის მიყვები გოგო?
-ჩემს საქმროს თედო ქვია თედო ჟორჟოლიანი.
-ეხლა არ მითხრა რომ ლევან ჟორჟოლიანის შვილია.
-ხო ეგ არის.
-სიდედრო ტყუილად ბრაზდებით თქვენი ქალიშვილი საუკეთესო მამაკაცზე თხოვდება.
-აუუუ ლუკა ეხლა არ მითხრა რომ ჩემი გშურს.
-გოგო რომ ვიყო შემშურდებოდა.
-თედო მოვიდა კარგი რა დე ეგეთი სახით არ დახვდე ცოდოა.
კარზე ზარი დარეკეს ვიცოდი რომ თედო იყო ამიტომ მე გავბიქეცი კარის გასაღებად.
-ვაუ თედო შენ რა საქმიან შეხვედრაზე მიდიოდი?
-შენც ძალიან ლამაზი ხარ შემომიშვებ.
-ხო მოდი მოდი.
-გამარჯობათ ეს თქვენ ქალბატონი თამარ,ეს შენ ელენე ეს კი შენ ჩემო პრინცესა.
გამარჯობა ლუკა.
-მე შენთვის ჩემი სიძის სახელი არ მითქმია საიდან იცი?
-ის მამაჩემის კომპანიაში მუშაობს.
-ვმუშაობდი მაგრამ არ მეგონა თუ გახსოვდი.
-დაჯექი შვილო ფეხზე რატომ დგახარ.
-ყვავილებს გავიტან და მოვალ.
ოთახში შევედი და თედოს გვერდით მოვკალათდი.
-ქალბატონო თამარ მე თქვენს გასაცნობად მოვედი მინდა გთხოვოთ რომ დაგვლოცოთ მე და თქვენი ქალიშვილი.
-მხოლოდ ეგ დამრჩენია რომ დაგლოცოთ ჩემს ქალიშვილს ყოველთვის ყველა სურვილს ვუსრულებდი მაგრამ ცოტა ხომ არ ჩქარობთ ოჯახი სათამაშო არ არის ამიტომ კარგად დაფიქრდით.
-დედა ხომ ვილაპარაკედ.
-ჩუუ საყვარელო დედაშენი მართალია ოჯახი სათამაშო არ არის მაგრამ ქალბატონო თამარ მე უკვე ბავშვი აღარ ვარ მალე 30 წლის გავხდები აქამდე არასდროს მიფიაქრია ქორწინებაზე მაგრამ სანდრას გაცნობის შემდეგ ამაზე კი არ ვფიქრობდი ვოცნებობდი.მისმა თანხმობამ უბედნიერეს კაცად მაქცია,ვიცი გეშინიათ რომ თქვენი ქალიშვილი დაიტანჯება მაგრამ მე პირობას გაძლევთ რომ ჩვენს სანდრას უბედნიერეს ქალად ვაქცევ მის თვალზე მხოლოდ ბედნიერების ცრემლს დაინახავთ.
-ახლა როცა შენ გიყურებ და გელაპარაკები ვხვდები რომ სანდრა არ შემცდარა შენ მართლაც საკეთესო ხარ,უფალმა დაგლოცოთ შვილებო.
-მადლობა თამრიკო დეიდა, ლუკა მე დაგეხმარები ისე როგორც შენ დამეხმარე წლების წინ და სამსახურს მალე იშოვი. ჩვენ წავალთ ცოტახნით წაგართმევთ თქვენს ქალიშვილს.
-წაიყვანე შვილო ის ახლა შენია.
ჩანთა და ჟაკეტი ავიღე თედოს გვერდით მოვთავსდი მანქანაში.
-თედო თეატრალურზე რატომ არ ისწავლე?
-ეხლა რა მოიგონე?
-არაფერი უბრალოდ ისე ელაპარაკე დედაჩემს რომ ლამის მეც დავიჯერე რომ გიყვარვა და ჩემი ცოლად შერთვა გინდა.
-და თუ.....
-რა რატომ გაჩერდი,მითხარი დაასრულე ბოლომდე სათქმელი გთხოვ?
-არაფერი ახლა შენი ჯერი ახლა ისე უნდა მოიქცე რომ მეც დავიჯერო რომ გიყვარვარ და ჩემი ცოლობა ამიტომ გინდა.
-შენ კარგად არ მიცნობ თედო,მამაშენს ეჭვი არ შეეპარება ჩემს სიყვარულში.შენ ყვავილები მოუტანე ჩემებს მე არაფერი არ უნდა მივიტანო შენთან?
-მაგაზე უკვე ვიფიქრე აი იქ ყვავილები და ტკბილეულია.
მანქანა დიდი და ლამაზი სახლის წინ გაჩერდა სახლი გარშემორტყმული იყო ულამაზესი ბაღით რომელიც ზამთარშიც კი ძალიან ლამაზი იყო.სახლის კართან თედომ ხელი ჩამჭიდა ჩვენი თითები ერთმანეთში გადაიხლართა.
-დედა, მამა ჩვენ მოვედით.
-გამარჯობათ ბატონო ლევან.
-შენ ალაბთ ჩემი ბიჭის რჩეული ხარ ალექსანდრა.
-დიახ მე ვარ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
-ულამაზესი გოგოა თედო ზუსტად ისეთია როგოც შენ მითხარი.
-მადლობთ ქალბატონო ნინო.
-ქალბატონოს ნუ მეძახი ძალიან გთხოვ უბრალოდ ნინო ან ნინო დეიდა დამიძახე.
-თედო დასვი გოგონა რას გაშეშდი.
-აი დედა ხომ ხედავ ასე მემართება როცა მის გვერდით ვარ.
-სანდრა შვილო შენს მშობლებს როდის გაგვაცნობ?
-იცით ნინო დეიდა მე მამა არ მყავს დედაჩემი ჩემზე იყო ფეხმძიმედ როცა მამა გარდაიცვალა და დედას ვეცდები რომ მალე გაგაცნოთ.
-სად სწავლობდი?
-მე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობები ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომები მაქვ ბატონო ლევან.
-სანდრა შვილო დაქორწინებას როდის აპირებთ?
-თედო და მე ვფიქრობთ რომ ქორწინების თარიღი თქვენ ჩვენმა მშობლებმა უნდა შეარჩიოთ.
-ერთმანეთს რამდენი ხანია ხვდებით?
-ერთი თვეა.
-მაშინ რატომ ჩქარობთ ასე მალე ქორწინებას?
-მე მესმის რომ ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ რომ მე და თედოს შეცდომა არ დაგვიშვია ერთმანეთ არც მივვახლოებივართ,თქვენც სიყვარულით შეირთეთ ნინო დეიდა ცოლად თქვენ ყველაზე უკეთ უნდა გესმოდეთ ჩვენი,ჩემი და თედოს ასეთი გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი სიყვარულია.ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს მე გპირდებით რომ თქვენი ვაჟისთვის სამაგალითო ცოლი ვიქნები მისი თვალები ყოველთვის ასეთი ბედნიერებით იბრწყინებს როგორც დღეს ვეცდები რომ უფრო ბედნიერი გახდეს მე მხოლოდ ერთადერთი რამ მინდა და ეს ერთადერთი რამ თედოს გვერდით ყოფნა და მასთან ერთად ოჯახის შექმნაა.მითხარით როგორ დაგიმტკიცოთ რომ თქვენი ვაჟი სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.
-მიხარია რომ ჩემი შვილი ძალიან გიყვარს ყოველთვის მინდოდა რომ შენნაირი ჭკვიანი და ლამაზი რძალი მყოლოდა.
-მადლობთ ნინო დეიდა.
-თქვენ ბავშვები აღარ ხართ და ჩვენ ვერ დაგიშლით,ვერ გიბრძანებთ როდის დაქორწინდეთ მაგრამ თუ მიზეზი არ გაქვთ არ იჩქაროთ.
-მამა ხომ არ გავიწყდება რომ უკვე 29 წლის ვარ აქამდე ყოველთვის მეუბენოდი რომ უკვე დროა და დღეს რა შეიცვალა? შენთვის საკმარისი არ არის იმის ცოდნა რომ მე და სანდრას ერთმანეთი გვიყვარს?
სანდრა წავიდეთ თედომ ხელი მომკიდა და წამიყვანა გარეთ რომ გამოვედით დავინახე თუ როგორ იყო გაბრაზებული თედო ასეთი არასოდეს მენახა.
-თედო დამშვიდი გთხოვ დედაშენზე იფიქრე.
-მადლობა რომ აქ ხარ და დედაჩემს ახარებ.
-თედო გთხოვ გაჩუმდი მე აქ შენს გამო ვარ გინდა გავისეირნოთ თან ცოტა დამშვიდდები.
-კარგი ჩაჯექი მანქანაში.
-არა ფეხით ვისეირნოთ გთხოვ წამოდი.
-გიჟი ხარ თოვლს სად წამოვიდე.
-კარგი რა მე მიყვარს თოვლში და წვიმაში სეირნობა,შენ თუ არ წამოხვალ მე წავალ მარტო.
-კაი წამოვალ,წავედით.
ვსეირნობდით ცხვირი წამეყინა
-თედო რა გაცინებს?
-შენს წითელ ცხვირზე ვიცინოდი.
-მართლა ბოროტო.
-აქ ჩამოვჯდეთ.
ვიჯექით უცებ თედომ თმა გადამიწია.
-სანდრა იმ დროის მანძილზე სანამ ჩვენ დაქორწინებულები ვიქნებით თუ რომელიმეს შეუყვარდება რა მოხდება?
-მე რომ შემიყვარდე შემეშინდება გამხელა არ მინდა რომ დაგკარგო.
-და სიყვარული დანაშაულია რომ გამხელა შეგეშინდეს?
-არა მაგრამ თუ გეცოდინება რომ შემიყვარდი და შენ არ გეყვარები თავს დამნაშავედ იგრძნობ.
-წავიდეთ?
-კი სახლთან რომ მივედით თედო შეტრიალდა წასვლა დააპირა მაგრამ შეჩერდა და ისევ მომიახლოვდა?
-შეიძლება ჩაგეხუტო?
პასუხი არ გამიცია ისე მივედი და ჩავეხუტე.
-იცი გუშინ ვერ ჩაგეხუტე შემეშინდა რას იფიქრებდი.
-მაკოცე.
-რა?
-დედა გვიყურებს მაკოცე.
თედოს ბაგეები ნაზად შეეხო ჩემს ბაგეებს სხეულში ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა მივხვდი რომ თუ კიდევ ერთხელ მაკოცებდა თედო თავს ვერ შევიკავებდი და ვეტყოდი თუ როგორ ძალიან მომწონდა.თედო წავიდა მეც სახლში ავედი დავწექი მაგრამ ძილი არ მეკარებოდა თედოზე და მის კოცნაზე ვფიქრობდი,ვფიქრობდი იმაზე რაზეც ვილაპარაკეთ რისი თქმა უნდოდა დღეს.
………………………………
-სოფო დღეს სანდრას ველაპარაკე მივანიშნე რომ მომწონს მაგრამ არ ვიცი რას ფიქრობს თვითონ.
-თედო სანდრა თუ უფრო მეტ დროს გაატარებს შენთან შეუყვარდები დამიჯერე არ არსებობს ქალი რომელსაც შენ შეიძლება არ შეუყვარდე იმიტომ რომ შენ სრულყოფილი ხარ.
-კაი სოფო მალე გნახავთ ჩვენს ნიშნობასა და ქორწილზე ხომ იქნები.
-კი აუცილებლად.
……………
-რა ხდება ჩემო ბიჭო რამეზე ნერვიულობ?
-არაფერზე დედა უბრალოდ ვფიქრობ.
-ნუ ფიქრობ მამაშენის ნათქვამზე გთხოვ ქორწილი დააჩქარე სულ ცოტა დრო დამრჩა და მინდა შენი ბედნიერება ვნახო,ის ისეთის სათნო და ლამაზია თან როგორც შევნიშნე ძალიან უყვარხარ ხვალვე მივიდეთ მისი ხელის სათხოვნელად.
-მართლა დედა მაშინ სანდრას დავურეკავ და ვეტყვი.
-ალო სანდრა გეძინა ჩემო პრინცესა.
-არა არ მეძინა ვინმე ახლოსაა?
-ხო სიხარულო დედაა აქ ეხლა ვილაპარაკეთ და გადაწყდა რომ ხვალ მოვალთ შენი ხელის სათხოვნელად.
-ასე მალე.
-ვიცი მეც ძაან გამეხარდა პრინცესა ეხლა დაიძინე მიდი ხვალ ადრე მოგიწევს ადგომა.
დრო მალე გადიოდა ბევრს არ უხაროდა ჩემი და თედოს ერთადყოფნა მამამისი რომ ვერაფერს გახდა დარწმუნდა ჩვენს სიყვარულში მაგრამ მაინც ცდილობდა ჩემს დამციტებას.ჯერ იყო ნიშნობა მერე ქორწილის დღეც დავნიშნეთ ერთი წუთი არ მეცალა სოფო ჩამოვიდა კაბის არჩევაში მთელი დღეები აქეთ-იქით დავრბოდით ხვალ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღეამეცინება ამ სიტყვებზე მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობ.

….……………….
ესეც მეოთხე თავი ❤



№1  offline წევრი Lana Tomlinson

კარგი თავი იყო.მომეწონა <3 თედო რა კარგი ვინმეა ;დ ^_^

 


№2 სტუმარი მარო

კარგი ისტორიაა, მაგრამ დავიტანჯე. უნდა დაფიქრდე ვისი ფიქრებია გადმოცემული და ვისი დიალოგი. სასიამოვნო, მაგრამ რთული წასაკითხი

 


№3  offline წევრი kaxelii

კარგი და საინტერესოა. მალე დადე

 


№4  offline წევრი Lea

ძალიან გთხოვ, ცოტა დაკვირვებულად წერე. ისტორია მაინტერესებს და ისე წერია, წაკითხვა არ მინდება. უფრო თუ დაალაგებ და პუნქტუაციასაც მიაქცევ ყურადღებას, ძალიან კარგი იქნება.
სიუჟეტი საინტერესოა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent