შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებიდან რეალობაში 5


17-12-2015, 09:11
ავტორი eleonor
ნანახია 1 669

-რა გააკეთე?
-ახლა ძალიანაც რომ მინდოდეს კარს ვეღარ გავაღებ
-შენ რა სულ შეიშალე? სახლში მელოდებიან, მალე ძებნასაც დამიწყებენ
-შენს მშობლებს სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან მათი შვილი საიმედო ხელშია -სკამის საზურგეზე გადაწვა
-ახლავე გამიღე კარი ეს რა თამაშია?
-ვერ დაინახე ცოტა ხნის წინ რა გავაკეთე?
-ვერ გიტან
-არა ასე არ არის
-ასეა
-გიყვარვარ, მაგრამ ამას არ აღიარებ -ამ სიტყვებით ჩემთან უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა
-საიდან მოიტანე
-ბევრჯერ მომისმენია ძილში ჩემს სახელს როგორ წარმოთქვამდი
-რა?
-ჰო ბევრჯერ ამოვსულვარ შენს აივანზე და მთელი ღამე შენს ყურებაში გამიტარებია. რა თქმა უნდა შენ ამის შესახებ არაფერი იცოდი. ახლაც მეტყვი, რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ?
-შეიძლება ოდესღაც კი, მაგრამ ახლა ნამდვილად არა
-არა მატყუებ
-არ გატყუებ
-თვალებში ჩამხედე და მითხარი, რომ ის რასაც ამბობ სიმართლეა
-თავი დამანებე
-ნია თვალებში შემომხედე რა მითხარი, რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ
-რათი გთხოვ შემეშვი
-უბრალოდ მითხარი სხვანაირად არ დაგიჯერებ
-რატი შეწყვიტე გთხოვ
-გელოდები ნია -მხარზე ხელი დამადო
-არ შემიძლია, არა კმაყოფილი ხარ? -ხმას საგრძნობლად ავუწიე
-ხომ ხედავ? შენ უჩემოდ არ შეგიძლია მე კი უშენოდ. თუ ასეა ერთმანეთს ტკივილს რატომ ვაყენებთ? მოდი უბრალოდ დავივიწყოთ ეს გაუგებრობა და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ
-რატი ძალიან გთხოვ
-ნია კარგად დაფიქრდი და გადაწყვეტილება ისე მიიღე
-არ ვიცი რა ვქვნა. ჩემი რატომ არ გესმის?
-რაც არ უნდა გადავწყვიტო მე თავს მაინც ვერ დაგანებებ ეს კარგად დაიმახსოვრე. გთხოვ დამიჯერე პატარა, უბრალოდ გჯეროდეს ჩემი კარგი?
-ეს მარტივი არ იქნება
-როცა საქმე შენ გეხება სირთულეები არ მაშინებს. ყველაფერს გავაკეთენ, ოღონდ შენს გვერდით ვიყო. მომცემ ამის უფლებას?
ერთხანს უხმოდ ვიჯექი, არ ვიცოდი რა მექნა. მასთან ყოფნა ძალიან მინდოდა და ეს სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მის წინადადებას დავთახმდი
-კარგი
-კარგი რა?
-ყველაფერს გაპატიებ
რატის სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა
-კარგი და რამე ხომ არ გავიწყდება?
-მაინც რა?
-მითხარი რას გრძნობ ჩემს მიმართ
-იგივეს რასაც შენ ჩემდამი
-მართლა?
-ოდესმე მომიტყუებიხარ?
რატი ჩემკენ გადმოიხარა და შუბლზე ნაზად მაკოცა
-ნია გპირდები ამიერიდან აღარასოდეს გაწყენინებ
-მპირდები?
-გპირდები ორი მიზეზის გამო
-რა მიზეზის?
-პირველი ის არის, რომ ჩემს სიტყვას ყოველთვის ვასრულებ, მეორე კი ის, რომ შენს კიდევ ერთხელ დაკარგვას ვერ გადავიტან გესმის ჩემი?
-რატი
-რა მოხდა?
-შენი მჯერა და თუ იმედს გამიცრუებ გული ძალიან მეტკინება
-ეს არ მოხდება. დამიჯერე პატარავ გულს აღარასდროს გატკენ
-კარგი და ახლა რა უნდა ვქვნათ?
-რაზე მეკითხები?
-აქედან როგორ გავიდეთ?
-წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ სიმართლე გითხრა ეს ახლა ოდნავადაც არ მაღელვებს
-მშობლები ალბათ უკვე ნერვიულობენ
-დიდი ხანია წამოსული ხარ? იქნებ ამაზე არ გეფიქრა
-არ შემიძლია
-კარგი მესმის შენი. რამეს მოვახერხებ
რატიმ მანქანის მინა ჩასწია, ფანჯრიდან გადაძვრა და გასაღები აიღო
-ახლა სახლში უნდა მიიგიყვანო? იქნებ შენს მშობლებთან დაგერეკა და გეთქვა, რომ ცოტა დაგაგვიანდება
-რატომ?
-მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო
-კარგი დავურეკავ და შევატყობინებ -ჩემდა გასაკვირად მაშინვე დავთახმდი
ყურმილი დედამ აიღო. მას ვუთხარი, რომ შემთხვევით ძველ მეგობარს შევხვდი, რომელთნ ერთადაც კინოში ვაპირებდი წასვლას და მანაც ნება დამრთო სახლში ცოტა მოგვიანებით დავბრუნებულიყავი.
-რა გითხრა?
-ყველაფერი მოვაგვარე. აბა სად მივდივართ?
-დამიჯერე ჯობია ჯერ არაფერი ვთქვა
-ლამაზი ადგილია?
-მე ძალიან მიყვარს, იმედია შენც მოგეწონება
-კარგი მაშინ წავიდეთ
შუა გზაზე ძრავა გამოირთო და მანქანა გაჩერდა.
-ჯანდაბა -რატიმ საჭეს ხელი დაკრა და მაქნანის მინა ჩამოსწია
-რა მოხდა?
-ფანჯარაში გაიხედე
მანქანა უზარმაზარ ტალახიან ორმოში იყო ჩაფლობილი და ადგილიდან აღარ იძვროდა
-ახლა რა ვქვნათ?
-მე გადავალ და შენ გაგიყვან მეორე მხარეს. შემდეგ კი ვეცდები მანაქანას რამე მოვუხერხო
-კარგი
რატი მანქანიდან გადავიდა, გარშემო მოუარა და ჩემს მხარეს კარი გააღო.
-ზურგზე შემომაჯექი, ოღონდ ფრთხილად კარგი?
-ვეცდები
სავარძლიდან ნელა წამოვდექი, რატის კისერზე ხელები მოვხვიე და თვალები დავხუჭე, რათა ქვემოთ მყოფი საძაგლობა არ დამენახა. უეცრად რატის ფეხი აუსრიალდა და ორივემ ტალახში ამოვყავით თავი. ფეხზე წამოდგომა ვცადე, მაგრამ ფეხი დამიცურდა და კვლავ საწყის პოზიციას დავუბრუნდი. ამაზე რატის სიცილი აუტყდა.
-ესეიგი გეცინება არა?
-ჰო ასეა
-კარგი ამას ახლავე მივხედავ
ამ სიტყვებით დავიხარე, ხელი ტალახით გავივსე და რატის სახეში გავუქანე. რამდენიმე წამში საპასუხო დარტყმაც მივიღე, სულ მალე კი ჩვენს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა სანამ ტალახით სავსე გუბის ნახევრად დაცარიელება არ მოვახერხეთ. რატიმ იმის ნიშნად, რომ მნებდებოდა ხელები მაღლა ასწია.
-მორჩა? -ვკითხე და მისთვის სასროლად გამზადებული ტალახის გუნდებისგან ხელი გავინთავისუფლე
-ჰო გნებდები. როგორც ჩანს მაჯობე ლამაზო
-ძალიან კარგი -ფეხზე მხიარულად წამოვდექი და მანქანის სარკეში ჩავიხედე. ჩემი მხიარულება მაშინვე გაქრა, როცა მასში ჩემს ანარეკლს მოვკარი თვალი. იმწუთას მართლაც საშინელი სანახავი ვიყავი. თმა და სახე სულ ტალახიანი მქონდა, ტანსაცმელზე დახედვაც კი არ მინდოდა. ჩემი თავის შემხედვარე შეშინებულმა წამოვიყვირე. ამ რეაქციაზე რატის გაეცინა და ფეხზე წამოდგა.
-ნუ ნერვიულობ მე ასეთიც მიყვარხარ -თქვა და უკნიდან მომეხუტა
-ჰო მაგრამ ახლა რა ვქვნათ? -რატის თვალებში ჩავხედე, სახე სულ ტალახიანი ჰქოდა, ამიტომ ჯიბიდან ხელსახოცი ამოვიღე და შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგე
-აბა რას იტყვი, ნორმალურად გამოვიყურები?
-არაგიშავს
-იცი ახლა რა წარმოვიდგინე?
-რა?
-თითქოს უკვე ცოლ-ქმარი ვართ, მე სამსახურში მაგვიანდება და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯებით გამოვდივარ, შენ კი კარამდე მიმყვები და სიყვარულით სავსე მზერით მაცილებ
-მერე? -მის ნათქვამზე გამეღიმა და ხელზე ხელი მოვკიდე
-არაფერი უბრალოდ ერთი სული მაქვს ეს დრო როდის მოვა
-რა დრო?
-როცა შენ ჩემი ცოლი გახდები?
-მე აღარაფერს მეკითხები? იქნებ ეს არ მინდა
-ვიცი, რომ გინდა. ამას შენს თვალებში ვკითხულობ
-როგორც ჩანს შენგან ვერაფერს დავმალავ
-ჰო ნამდვილად ასეა
-კარგი რადგან ასეთი ყოვლისმცოდნე ხარ მითხარი სად შეიძლება ისევ ნორმალურ ადამიანს დავემსგავსო?
-აქვე ახლოს მდინარეა. წამოდი ჯერ თავი მოვიწესრიგოთ და შემდეგ დავბრუნდეთ. მანქანის დაძვრა ნამდვილად აღარ გაგვიჭირდება. -რატიმ ხელი მომკიდა და ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანა. რამდენიმე წუთში მდინარის ხმა გავიგე და მალევე დავინახე კიდეც.
-აი მოვედით
რატიმ მოულოდნელად ხელში ამიტაცა და მდინარეში ჩემთან ეთად გადახტა. როცა ბანაობით გული ვიჯერეთ და თავი მოვიწესრიგეთ ნაპირზე ერთად ამოვედით და იქვე შორიახლოს ჩამოვჯექით.
-რატი რაღაც უნდა გკითხო
-მკითხე -მის მზერაში დიდი ინტერესი ამოვიკითხე
-ასე მარტივად ჩემი დაყოლიება როგორ მოვახერხე?
-როცა გიყვარს გჯერა კიდეც. არ ვიიც ჩემზე რა გითხრეს ან როგორ განგაწყვეს ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით ვიცი. მე შენს გარეშე არ შემიძლია და იმის წარმოდგენაც კი მაშინებს, რომ ოდესმე დაგკარგავ
-არ დამკარგავ
რატის ჩემს ნათქვამზე გაეღიმა და ქვემოდან ამომხედა.
-მეც მინდა რაღაც გკითხო
-გისმენ
-აქ ჩემს გვერდით, ბედნიერი ხარ?
-იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოგიდგენია
-მსიამოვნებს შენგან ამის მოსმენა -რატიმ გულში ჩამიკრა და ხელები ძლიერად მომხვია
-შენი უკეთ გაცნობა მინდა
-მაინც რა გაინტერესებს ჩემს შესახებ?
-ყველაფერი
-მკითხე და მე გიპასუხებ -რატი თვალებში ჩამაშტერდა მოსალოდნელი კითხვების მოლოდინში
-ადამიანში ყველაზე მეტად რა თვისებას აფასებ?
-გულწრფელობას -ჩემდა გასაკვირად ამ კითხვაზე წამითაც არ დაფიქრებულა
-რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული?
-სიყვარული ამქვეყნად ყველაზე რთული რამაა. არ იცი თავს როდის დაგატყდება და რას გიმზადებს, მაგრამ როგორც არ უნდა წარიმართოს მოვლენები ეს გრძნობა შენში ყოველთვის უდიდეს კვალს ტოვებს, რომლის წაშლას ვერანაირი ძალა ვერ შეძლებს. შენს შემთხვევაშიც ასე მოხდა, ისე მოულოდნელად შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დააყენე, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. მას შემდეგ დღეც არ გასულა, რომ შენზე არ მეფიქრა. კიდევ ერთ რამეში უნდა გამოგიტყდე, იმის შემდეგ რაც პირველად დაგინახე ყოველთვის გული მიგრძნობდა, რომ ოდესმე კიდევ შეგხვდებოდი და გონებაში ბევრჯერ წარმოვიდგინე, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი მეორე შეხვედრა. შენ მაღთლაც შეცვალე ჩემი ცხოვრება, რომელიც აქამდე სრულიად უაზრო იყო. დაგაკმაყოფილა ჩემმა პასუხმა?
-მგონი ასეა, შეიძლება განვაგრძო?
-განაგრძე
-ჩემში ყველაზე მეტად რა მოგწონს?
-შენი თვალები, შენი ღიმილი და რაც ყველაზე მთავარია შენი ხასიათი, რომელიც ჩემსას ძალიან გავს
-ბოლო შეკითხვა. რას გრძნობ როცა ჩემთან ერთად ხარ?
-მინდა, რომ ეს წუთები არასოდეს დასრულდეს
-მე მოვრჩი -რატის უფრო მაგრად მოვეხვიე და თავი დავხარე
-გამოდის, რომ ახლა ჩემი ჯერია
-შენც გაქვს კითხვები?
-ძალიან ბევრი
-კარგი მაშინ ყურადღებით გისმენ
-ახლა, ამწუთას რაზე ოცნებობ?
-სამუდამოდ შენთან ყოფნაზე
-ანუ მზად ხარ მთელი ცხოვრება ჩემს სახეს უყურო? -სახეზე ღიმილი გადაეფინა
-ისე ამბობ თითქოს ამაში რაიმე ცუდი იყოს
-კარგი შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ -ღიმილითვე განაგრძო რატიმ
-კი ბატონო
-ბავშვობაში როგორი იყავი?
-ძალიან ცელქი, მოუსვენარი და მშობლების თავის ტკივილი -ბავშვობის მოგონებებმა ძალიან გამამხიარულა
-ანუ დიდი შანსია იმისა, რომ ჩვენი შვილები შენ დაგემსგავსებიან
-ჩვენი შვილები?
-მგონი ეს კარგად ჟღერს, არ მეთანხმები?
-კარგი შემდეგ კითხვაზე გადადი -გავუღიმე
-ჩემი გჯერა?
-მჯერა და იცი რატომ?
რატიმ კითხვით სავსე თვალები მომაპყრო.
-იმიტომ, რომ მჯერა ადამიანები იცვლებიან და თავის ძველ ჩვევებს ივიწყებენ
-მთავარია შენ გჯეროდეს ჩემი, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს
-კარგი, კითხვები გამოგელია?
-ჯერ არა -ეშმაკურად გამიღიმა
-მაშინ განაგრძე
-ვიცი, რომ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, მაინდამაინც მე რატომ ამირჩიე?
-რთული შეკითხვაა
-დაფიქრდი და ისე მიპასუხე
-არ ვიცი ალბათ შენში არის, რაღაც ისეთი რაც სხვებისგან გამოგარჩვეს
-მაინც რა?
-ჩემთვის არასდროს არავის შემოუხედავს ისეთი მზერით, როგორც შენ მიყურებ
-როგორ ასე? -რატიმ სახე ჩემკენ მოაბრუნა და თვალები დააელმა
-არა ეგრე არა -გამეცინა
-ესეიგი მოგწონს როგორც გიყურებ
-თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც ცოტა ხნის წინ ვთქვი ასეა
-მგონი ჩვენი წავლის დროა ერთ ადგილას ვიგვიანებთ -რატიმ ხელი მომკიდა და ფეხზე წამომაყენა
-წავედით -ვთქვი და უკან გავყევი
მანქანამ ამჯერადაც გვიმტყუვნა. რამდენი არ ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ისიც კი ვერ გავიგეთ რა სჭირდა.
-იქნებ რომელიმე მანქანა გავაჩეროთ და სახლში წავიდეთ?
-სხვა გზა არ გვაქვს
დიდხანს ვიდექით შუა გზაზე, მაგრამ არცერთმა მანქანამ არ გაგვიჩერა. ბოლოს ერთმა სატვირთომ სვლა შეანელა და ჩვენს პირდაპირ გაჩერდა. საჭესან ახალგაზრდა მძღოლი იჯდა და გაკვირვებული სახით გვიყურებდა.
-ბათუმამდე გამოგყვებით თუ წინააღმდეგი არ ხართ -უეცრად ხმა ამოიღო რატიმ
-გოგოს წაყვანა კიდევ შეიძლება, მაგრამ თქვენთვის ადგილი აღარ არის -მძღოლმა თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა და მანქანის კარი გამიღო
რატის ბრაზისგან თვალები აენთო, მაგრამ მალევე დამშვიდდა და წინ გადამეფარა.
-ჩემს გარეშე არსად წამოვა
-კარგი მაშინ ორივეს დატოვე მომიწევს -თქვა და გზა გააგრძელა
-რატი რა ვქვნათ?
-არ ვიცი. დასახლებულ პუნქტთან რომ ახლოს ვიყოთ კიდევ რამეს მოვახერხებდი
-იქნებ ფეხით წავიდეთ და ვინმეს დახმარება ვთხოვოთ? -ამის თქმა იყო და მოულოდნელად ტყიდან დიდი, გაბურძგნული ცოფიანი ძაღი გამოხტა, რომელიც პირდაპირ ჩვენკენ გამოექანა
-გავიქცეთ -რატიმ ხელი ჩამავლო და იქვე მდგარი ხისკენ აიღო გეზი. ჯერ მე დამეხმარა ასვლაში, მერე კი თვითონაც ამოვიდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. როგორც ჩანს ჩვენი დაუპატიჟებელი სტუმარი წასვლას არ აპირებდა. იქვე ხის ძირას მოკალათდა, თითქოს ჩვენს ჩამოსვლას ელოდაო
-ესღა გვაკლდა -გაბრაზებული სახე მივიღე
-ნუ გეშინია მობეზრდება და წავა -გამამხნევებლად გამიღიმა რატიმ, შემდეგ კი ჯიბეებში რარაცის ძებნა დაიწყო
-რას ეძებ? -ამის თქმა დამთავრებული ძლივს მქონდა, რომ რატიმ ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და იგი გაშალა
-რატი ეგ რად გინდა?
-ხეზე ჩვენს სახელებს ამოვკაწრავ -თქვა და საქმეს შეუდგა
თითოეულ მის მოქმედებას ღიმილით ვაკვირდებოდი. ჩვენი ურთიერთობა ზუსტად ისეთი იყო, როგორზეც ყოველთვის ვვოცნებობდი. ამ დროს ყველაზე ნაკლებად მადარდებდა სად ვიმყოფებოდი და რა სიტუაციაში. მთავარი ის იყო, რომ იგი ჩემს გვერდით იყო ყველაფერი დანარჩენი კი აზრს კარგავდა. როდესაც რატი თავის საქმეს მორჩა ჩემკენ შემობრუნდა.
-აბა როგორ მოგწონს?
-ძალიან კარგია
-ეს ადგილი უკვე შემიყვარდა
-საინტერესოა რატომ
-იმიტომ, რომ აქ შენთან ერთად ვარ -რატიმ სახეზე ხელი ჩამომისვა და თავისი ჩვეული მზერით გამომხედა
-როგორც ჩანს წასვლას არ აპირებს -ქვემოთ მჯდარ ძაღლზე მივუთითე
-ასე თუ გააგრძელა მოგვიწევს ხეზე დავიძინოთ
-რა?
-ეს ცუდად ჟღერს არა?
-ნამდვილად
-კარგი იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ მოხდება
დიდხანს ველოდებოდით როდის მოშორდებოდა აქაურობას ჩვენი "ახლად შეძენილი მეგობარი", მაგრამ იგი ადგილიდან არ იძვროდა. ამ ლოდინში შემიგვაღამდა კიდეც.
-სახლში დარეკე? -მკითხა უეცრად რატიმ
-არა არ დამირეკავს, ალბათ ძალიან ნერვიულობენ
-უთხარი რომ ამაღამ შენს მეგობართან დარჩები, როგორც ჩანს დღეს აქ დარჩენა არ აგვცდება
-კარგი -ვთქვი და ტელეფონი ჩავრთე
ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და დედას ნომერი ავკრიბე. ყურმილი მალევე აიღო, ხმაზე ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა.
-ნია სად ხარ ამდეხანს? ვერაფრით დაგიკავშირდი
-დედა დღეს მეგობართან დავრჩები კარგი?
-რომელ მეგობართან ხარ?
-სალომე გახსოვს? ტანვარჯიშზე ერთა დავდიოდით
რატიმ ჩემს ნათქვამზე ხმადაბლა ჩაიცინა.
-კი როგორ არ მახსოვს, ახლა შენთანაა?
-ჰო ჩემთანაა -ამის თქმა იყო და მაშინვე
-უთხარი, რომ მასთან ლაპარაკი მინდა
-კარგი ახლავე
ტელეფონს ხელი ავაფარე და რატის გვერდით დავუჯექი.
-უნდა მიშველო
-გოგოს ხმა უნდა მივიღო არა?
-შეგიძლია?
-მგონი ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს
რატიმ ყურმილი აიღო და ხელით მანიშნა, რომ ხმა არ ამომეღო. ჩემდა გასაკვირად ეს არაჩვეულებრივად გამოუვიდა, ისე, რომ დედაჩემს მცირე ეჭვიც კი არ გასჩენია. როცა ლაპარაკს მორჩა ტელეფონი კმაყოფილი სახით გათიშა და მე გამომიწოდა.
-აბა რას იტყვი? მგონი კარგად გამომივიდა არა?
-ვაღიარებ მართლა არაჩვეულებრივი იყავი
-როგორც ყოველთვის არა?
-ჩანს თავის ქება ძალიან გიყვარს
-ვცდილობ შენს თვალში უფრო კარგი გამოვჩნდე, სულ ესაა -თვალი ჩამიკრა
-ძალიან აცივდა არა?
-მოდი აქ გაგათბობ
რატიმ თავისკენ მიმიზიდა და მკლავები მაგრად მომხვია.
-ასე უკეთესია?
-მგონი კი
-როგორც ჩანს ამაღამ აქ უნდა დავრჩეთ
-საათი თან გაქვს?
-კი, მაგრამ მანქანაში დამრჩა
-ალბათ უკვე გვიანია
-დაიღალე?
-ძალიან
-მიდი დაიძინე
-რა? აქ?
-მე ვიზრუნებ იმაზე, რომ არაფერი მოგივიდეს
-მერე შენ?
-ჩემზე ნუ ფიქრობ დაისვენე -რატი ჩემკენ გადმოიხარა და შუბლზე ნაზად მაკოცა
-კარგი
-მიყვარხარ -ჩამესმა მისი ხმა
-ვიცი -ვთქვი და ხეზე მოხერხებულად მოვეწყვე
როცა გავიღვიძე უკვე კარგა ხნის გათენებული იყო. რატი ზემოდან დამყურებდა და იღიმოდა.
-იცი? მომწონს როცა მძინარეს გიყურებ
-მთელი ღამე არ გიძინია -სევდიანი სახით გავხედე
-ამაზე არ ინერვიულო -გამიღიმა
-ისევ იქ არის? -ვთქვი და ქვემოთ ჩავიხედე
-იქ არის და როგორც ჩანს სხვა ზომების მიღება მოგვიწევს
-მაინც რა ზომების?
-როგორც ხედავ სძინავს
-მერე?
-ამას მე მივხედავ
რატიმ ფეხსაცმლიდან ზონარი გამოიძრო და ხიდან ფრთხილად ჩავიდა.
-რატი რას აკეთებ?
-ჩუმად
იგი ძაღლს ჩუმად მიუახლოსდა, თავი ფრთხილად დაუჭირა და თავისი ფეხსაცმლის ზონრით პირი აუკრა. საბრალო აქეთ-იქით სირბილს მოჰყვა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. მე ამ ყველაფერს ზემოდან დავყურებდი და ვიცინოდი.
-ჩამოდი ახლა ვეღარაფერს დაგიშავებს
-დარწმუნებული ხარ?
-ვერ დაინახე რა ვუქენი? ძალიანაც რომ უნდოდეს ვერაფერს გიზამს
-დამეხმარები?
-რა თქმა უნდა
როცა რატი ხიდან ჩამოსვლაში მეხმარებოდა უეცრად ფეხი დამიცდა, წავბორძიკდი და მის ზემოდან მოვექეცი. რატის არაფრისმთქმელი მზერა ჰქონდა, ამით ვისარგებლე და მაშინვე ფეხზე წამოვხტი.
-ეს როგორ მოიფიქრე? -ვკითხე უხერხულობის განსამუხტავად
-როგორც ჩანს შენი შეყვარებულის შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებ -ფეხზე წამოდგა
-ნუ ღელავ თანდათანობით შევეჩვევი
რატი ჩემს სიტყვებს ღიმილით შეხვდა და გულში ჩამიკრა.
-ნია უნდა იცოდე, რომ შენ ჩემთვის დროებითი გატაცება არ ხარ
-ეს ხომ ისედაც ვიცი?
-ვგრძნობ, რომ რაღაც ეჭვები ისევ დაგრჩა და არ მინდა ასე იყოს
-შენში ეჭვი არ მეპარება
-ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. ეს არასდროს დაივიწყო კარგი?
-კარგი -ვთქვი და თავი მის მხრებში ჩავმალე
უეცრად ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. რატის სახეზე შევატყვე, რომ ეს ძალიან არ ესიამოვნა.
-ვიღაც გამუდმებით ხელს გვიშლის
-დედაჩემია
-კარგი მიდი უპასუხე -ხელი შემშვა
ყურმილი ავიღე, მაგრამ არც კი ვიცოდი მისთვის რა უნდა მეთქვა და ჩემი ამ დაგვიანების მიზეზი როგორ უნდა ამეხსნა.
-გისმენ დედა
-სახლში როდის დაბრუნდები?
-ცოტა დამაგვიანდება რა მოხდა?
-ნია მიხარია, რომ ხასიათი გამოგიკეთდა, მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევს მთელი დღით დაიკარგო. ახლავე დაბრუნდი სახლში გესმის?
-ახლა წამოსვლა არ შემიძლია. გპირდები საღამოს სახლში ვიქნები კარგი?
-კარგი იმედია არ დააგვიანებ
-არ დავაგვიანებ -ვთქვი და ყურმილი დავკიდე
-რამე მოხდა?
-არა უბრალოდ ძალიან გაბრაზებულია და მთხოვს სახლში მალე დავბრუნდე. როგორ გგონია საღამომდე სახლში ვიქნები?
-არამგონია ფეხით წასვლა კარგი იდეა იყოს, მანქანას კი ვერაფერი გავუგე, არ ვიცი რა გითხრა
-ხელოსანი რომ გამოვიძახოთ?
-დღეს კვირაა და არამგონია ვინმემ დასვენების დღე ჩვენს გამო ჩაშალოს
-აბა რა უნდა ვქვნათ?
-არ ვიცი ნია წარმოდგენა არ მაქვს
-იქნებ პირველ გეგმას დავუბრუნდეთ?
-რომელ გეგმას?
-მანქანა გავაჩეროთ და სახლში წაყვანა ვთხოვოთ
-სხვა გზა გვაქვს?
-ვფიქრობ არა
-კარგი ვცადოთ. იქნებ გამოჩნდეს ვინმე ისეთი, ვისაც გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანების დახმარების სურვილი გაუჩნდება
უამრავმა მანქანამ ისე ჩაგვიქროლა ყურადღებაც კი არ მოუქცევიათ. უკვე იმედი გადაგვეწურა, რომ სახლში დაბრუნებას შევძლებდით, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ ამ დროს გზაზე ერთი მანქანა გაჩერდა, რომელშიც შუახნის ძალიან სასიამოვნო გარეგნობის მქონე ქალბატონი იჯდა მის გვერდით კი ახალგაზრდა გოგო, რომელიც ალბათ მისი შვილი იყო.
-ქალბატონო თუ არ შეგაწუხებთ ბათუმამდე გამოგვყვებით ძალიან გთხოვთ -რატიმ მას მუდარით სავსე მზერით შეხედა
-რა თქმა უნდა ბავშვებო დასხედით -ქალმა თბილად გაგვიღიმა და მანქანის კარი გაგვიღო
რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ თავი ცუდად ვიგრძენი, ყველაფერი მტკიოდა ამას კი თავბრუსხვევის შეგრძნებაც ემატებოდა, ამირომ გადავწყვიტე ფანჯარა გამეღო და ცოტაოდენი სუფთა ჰაერი შემესუნთქა. ეს მართაც დამეხმარა, მაგრა ტავს ბოლომე კარგად მაინც არ ვგრძნობდი და ყოველი შემთხვევისთვის ფანჯარა ღია დავტოვე. მოულოდნელად რატიმ მხარზე თავი დამადო, მისკენ რომ გავიხედე დავინახე თვალები დახუჭული ჰქონდა და ტკბილად ეძინა. მთელი ღამე ფხიზლობდა და მე მდარაჯობდა ხიდან რომ არ გადმოვვარდნილიყავი. როცა ეს გამახსენდა სახეზე ღიმილი გადამეფინა. მისი თავი კალთაში ჩავიდე და მოსაცმელი გადავაფარე, რათა ფანჯრიდან მონაქროლ ქარს არ შეეწუხებინა. რა საოცარი სანახავი იყო იგი ამ დროს. ვუყურებდი და სხვა მზარეს გახედვა არ მინდოდა. ვხედავდი მის სახეს და ვგრძნობდი რომ მის ტავს ვერასოდეს ვერავის დავუთმობდი, მის გარეშე ერთი დღეც ვერ გავძლებდი. მეშინოდა რომ ოდესმე დავკარგავდი და როცა ამას წარმოვიდგენდი ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ამიტომაც ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა და უბრალოდ მასთან გატარებული წუთებით დავმტკბარიყავი.
ბათუმში, რომ ჩავედით რატის ისევ ჩემს კალთაზე ეძინა.
-სად მიგიყვანოთ ბავშვებო? -საჭესთან მჯდომმა ქალმა უკან გამოიხედა და ჩაძინებული რატის დანახვაზე გაეღიმა
-აქვე გზის მეორე მხარეს სასტუმროა. თქვენ აღარ შეგაწუხებთ გზას ფეხით განვაგრძობთ -ვთქვი და რატი მსუბუქად შევარხიე რათა გამეღვიძებინა
-მართლა? მეც იმავე სასტუმროში მოვდივარ, რახან ასეა მე წაგიყვანთ
-დიდი მადლობა
-შენი ძმაა? -მკითხა მის გვერდით მჯდარმა გოგონამ
უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. არ ვიცოდი რა მეპასუხა. ბოლოს გადავწყვიტე ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გამეცა, რადგან რატის ჯერ კიდევ ეძინა და ამას ვერ გაიგონებდა
-ჰო ჩემი უფროსი ძმაა
-ალბათ გოგოები არ ასვენებენ
-არ ვიცი ამის შესახებ მე არაფერს მეუბნება -მის სიტყვებზე ცოტა გავღიზიანდი
-ჩემი გაღიზიანება იმანაც გამოიწვია, რომ იგი მანქანაში გვერდულად დაჯდა და რატის თვალს არ აშორებდა.
-შეყვარებული ყავს? -მკითხა და გამომცდელად შემომხედა
-ყავს -მკვახედ მივუგე და ფანჯარაში გავიხედე
-კარგი რა მოხდა ასე რატომ გაბრაზდი?
-მოგეჩვენა -ვთქვი და გადავწყვიტე რატი გამეღვიძებინა
-რატი მალე სასტუმროში მივალთ გაიღვიძე
-ასე მალე? -მან თვალებში ხელი ამოისვა და ფეხზე წამოდგა
-კარგად გეძინა? -იმ მეტიჩარა გოგომ ისეთი თვალებით შეხედა მზად ვიყავი თმით მეთრია, მაგრამ თავი შევიკავე
-გმადლობ კარგად -მისკენ არც გაუხედავს პასუხი ისე დაუბრუნა
ამასობაში მანქანა სასტუმროს წინ გაჩერდა.
-დიდი მადლობა რომ მოგვიყვანეთ -ამ სიტყვებით მანქანის კარი გავაღე და გადმოვედი
რატი უკან მომყვა და ხელი გადამხვია.
-დაღლილი ჩანხარ
-ვარ კიდეც, მაგრამ არაუშავს წამოდი სადმე ყავა დავლიოთ, ცოტა აზრზე მოვალ
-კარგი, მაგრამ მინდოდა დედა და მამა მენახა ვეტყოდი, რომ დავბრუნდი
-ასე რომ მოიქცე დიდხანს შეგაყოვნებენ, მე კი არ მინდა რომ შენთან ყოფნაში ვინმემ ხელი შემიშალოს. თან დედაშენს უთხარი, რომ სახლში საღამოს დაბრუნდებოდი ჯერ არ გაგვიანდება. ბევრი დრო გაქვს იმისთვის, რომ იგი ჩემთან ერთად გაატარო
-კარგი მგონი მართალი ხარ
-დღეს მე და შენ ერთ ძალიან სასიამოვნო ადგილას წავალთ. ოღონდ ჯერ კაფეში შევიაროთ
-იქ რა გვინდა?
-დაგავიწყდა? წუხელ ერთი მზეთუნახავის გამო მთელი ღამე ფხიზლად გავათენე, ერთი ჭიქა ყავა თუ არ დავლიე ნამდვილად ჩამეძინება
-აი თურმე რა ხდება. კარგი მე თანახმა ვარ
რატიმ ხელი ჩამკიდა და გამიღიმა.
-მაშინ წავედით რაღას ვუცდი
იქვე, მოპირდაპირე ქუჩაზე პატარა კაფე იყო. მე და რატი ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან დავსხედით.
-რას შეუკვეთავ?
-იგივეს რასაც შენ
მალე ოფიციანტიც მოვიდა წიგნაკით და კალმით ხელში.
-რას მიირთმევთ?
-ორი ყავა თუ შეიძლება
რატიმ საფულე გახსნა და თანხა წინასწარ გადაიხადა.
-გასაგებია -ოფიციანტმა წასვლა დააპირა
-მოიცადეთ
-გისმენ კიდევ რამე გნებავთ?
-ნია თუ კიდევ რამე გინდა მითხარი
-არა ესეც საკმარისია
ოფიციანტმა ბლოკნოტი დაკეცა, ფული აიღო და შემდეგი მაგიდისკენ გაემართა.
-ჩუმად რატომ ხარ ნია?
-შენზე ვდარდობ
-რატომ რა მოხდა?
-ჩემს გამო მთელი ღამე თეთრად გაათენე, ალბათ ძალიან დაღლილი ხარ
-ეგ არაფერი ამაზე ნუ ფიქრობ. პირიქით მადლობა მე უნდა გადაგიხადო
-რისთვის? -სიტყვა გავაწყვეტინე
-იმისთვის, რომ არსებობ
-მეც მაქვს შენთვის რაღაც სათქმელი
-მითხარი
-იმის თქმა მინდოდა, რომ . ..
-მითხარი ნია -რატის სახეზე ღიმილი გადაეფინა. ალბათ იმიტომ, რომ უკვე ხვდებოდა რის თქმასაც ვცდილობდი
-უბრალოდ . . .
-კარგი ამდენს ნუ წვალობ. ისედაც ვიცი, რომ ძალიან გიყვარვარ და უჩემოდ სიცოცხლე არ შეგიძლია -რატი სკაზე გადაწვა და გამომცდელად შემომხედა
-ასე ძალიან მეტყობა?
-ასე, რომ ვთქვათ ყველაფერ სახეზე გაწერია
-მართლა?
-მოდი ერთ რჩევას მოგცემ, ყოველთვის გულღიად თქვი ის, რასაც ფიქრობ და ამის ნურასოდეს შეგრცხვება
-საიდან მოიტანე, რომ მორცხვი ვარ?
-საიდან?
-ჰო საიდან?
-ახლავე გეტყვი
-გისმენ
-ჩემთვის არასოდეს გითქვამს, რომ გიყვარვარ. მართალია მე ამას ისედაც ვგრძნობ, მაგამ ურიგო არ იქნებოდა, რომ ეს შენგანაც მომესმინა. ცოტა ხნის წინ გინდოდა, რომ ეს ჩემთვის გეთქვა, მაგრამ ვერ მოახერხე, რატომ?
-ეს კითხვა რომ უპასუხოდ დავტოვო გეწყინება?
-არ მეწყინება, უბრალოდ როცა მზად იქნები მიპასუხე და კიდევ ერთი
-რა?
-მოვა დრო, როცა ამ სიტყვის თქმა შენთვის პრობლემა აღარ იქნება და მაშინ ჩავთვლი, რომ საბოლოოდ ჩემი ხარ და სხვისი არავისი
-შეიძლება თემა შევცვალოთ?
რატის გაეცინა და გვერდულად გამომხედა.
-ისევ მორცხვობ
-ისევ დამცინი -გავიბუტე
-კარი პატარა როგორც შენ გინდა, თემა შევცვალოთ და შენთვის სასიამოვნო რამეზე ვილაპარაკოთ
რატიმ კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს ჩვენს მაგიდას ოფიციანტი მოუახლოვდა, ხელში ყავის ჭიქები ეჭირა, რომელიც ჩვენს წინ დადო და იქაურობას გაეცალა.
-შენთვის რაღაც მაქვს. მინდოდა ჯერ კიდევ გუშინ მომეცა, მაგრამ გადამავიწყდა. არაუშავს არც დღესაა გვიან -რატიმ ჯიბეში რაღაცის ძებნა დაიწყო, იქედან პატარა კოლოფი ამოიღო და მაგიდაზე ჩემს წინ დადო.
-ეს რა არის?
-არ გახსნი?
კოლოფი ხელში ავიღე და ფრთხილად გავხსენი, შიგ ულამაზესი ყელსაბამი იდო, თან შევატყვე ძალიან ძვირფასიც. ისეთი ლამაზი იყო, რომ აღფრთოვანება ვერ დავმალე.
-მოგწონს? -რატი ფეხზე წამოდგა, უკნიდან მომიახლოვდა, თმა გვერძე გადამიწია და ყელსაბამი გამიკეთა
-ძალიან
-ასეც ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. როგორც ჩანს არამარტო ხასიათი, გემოვნებაც ერთნაირი გვაქვს -მან თმა კვლავ გამისწორა და თავის ადგილს დაუბრუნდა
-მე რომ არაფერი მაქვს შენთვის?
-არც არის საჭირო, მთავარია შენ ხარ ჩემთან. ჰო მართლა შენთან ერთი თხოვნა მაქვს
-მთხოვე რაც გინდა -ვთქვი და მაგიდას ხელებით დავეყრდენი
-ეს ყელსაბამი არასოდეს მოიხსნა კარგი?
-მგონი ამის გაკეთება არ გამიჭირდება, თუ იმასაც გავითვალიწინებთ, რომ იგი ძალიან მომწონს
-მინდა, რომ სულ თან ატარო
-გპირდები ასეც მოვიქცევი, ახლა კი ყავა დალიე თორემ გაგიცივდება
-ჰო ეგ სულ გადამავიწყდა -გაეცინა და ყავა მოსვა
-როცა იცინი სულ სხვანაირი ხარ
-და მაინც როგორი ვარ?
-არაჩვეულებრივი, სულ სხვანაირი
-ეს ჩემთვის აქამდე არავის უთქვამს. ახლა უნდა გავწითლდე?
-მგონი საჭირო არ არის -გამეცინა
-არ გეჩვენება, რომ ჩემგან ძალიან შორს ზიხარ?
-არც ისე შორს
რატიმ ჩემს სკამს ხელი დაავლო და თავისთან ახლოს მისწია. ირგვლივ ყველა ჩვენ მოგვაშტერდა.
-რას აკეთებ?
-ნუ ღელავ ნია, რაც უნდა ის იფიქრონ ჩემთთვი სულ ერთია
-ჰო მაგრამ უხერხულია. ხედავ თვალს არ გვაცილებენ ყველა ჩვენ გვიყურებს
-მე მომბაძე და ყურადღებას ნუ მიაქცევ
-კარგი ვეცდები
უეცრად გვერძე გავიხედე და ნაცნობ მზერას წავაწყდი. სწორედ ის გოგო იყო ვისი მანქანითაც ჩამოვედით. იგი იღიმებოდა და ჩვენი მაგიდისკენ მოდიოდა. როდესაც მოგვაიხლოვდა სკამი გამოსწია და მაგიდას ისე მიუჯდა ნებართვაც კი არ უთხოვია.
-ასეც ვიცოდი, რომ და-ძმა არ იყავით
-უკაცრავად? -რატიმ ისეთი თვალებით შეხედა აშკარად არ იცოდა რა ჰქონდა მხედველობაში და არც მე მინდოდა, რომ მას ეს გაეგო
-ანუ ერთად ხართ?
-ნია ვინ არის ეს გოგო? -რატიმ გაკვირვებულმა შემომხედა
-დღეს ბათუმში მისი მანქანით ჩამოვედით
-მას არ ვემახსოვრები, მთელი გზა შენს კალთაზე ეძინა. ჰო მართლა დროა ერთმანეთი გავიცნოთ მე ანა მქვია -მან რატის გასაცნობად ხელი გაუწოდა
რატის მისი გაწვდილი ხელისთვის არც კი შეუხედავს, ერთ წერტილს უაზროდ მიშტერებოდა, თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდაო
-როგორ ეგუები იმ ფაქტს, რომ შენს შეყვარებულს შენი ვინაობის გამხელა რცხვენია?
-საერთოდ ვინ ხარ და ამას რატომ ამბობ? -რატის ბრაზისგან თვალები აენთო
-რაც სიმართლეა იმას ვამბობ, შენ კი როცა მასთან ურთიერთობა მოგბეზრდება და დარწმუნებული ვარ ეს ძალიან მალე მოხდება დამირეკე. აი ეს ჩემი ტელეფონის ნომერია -მან რატის წინ პატარა ფურცელი დაუდო და გაჭოლი მზერა ესროლა
-რას ნიშნავს მასთან ურთიერთობა მომბეზრდება და საერთოდ . . .
-იცი? მინდა გითხრა, რომ პირველი დანახვითანავე ძალიან მომეწონე. საერთოდ ასეთი რამ ადრე არ დამმართნია, ეს სულელი გოგო კი შენს თავს არ იმსახურებს
-რატიმ ის ფურცელი აიღო, რომელლზეც ტელეფონის ნომერი ეწერა და მის თვალწინ შუაზე გადახია
-ახლა მე მომისმინე! ეს გოგო, ვისაც შენ სულელს უწოდებ მთელი ჩემი ცხოვრებაა. მასზე ძვირფასი ამქვეყნად არავინ მყავს და არც კი გაბედო იგი ასე მოიხსენიო. შენ მი ფრჩხილადაც არ ღირხარ.
-რატი გთხოვ თავი დაანებე -მკლავზე მოვქაჩე, მაგრამ იგი მაინც აგრძელებდა
-ის, რომ აქ შენი მანქანით ჩამოვედით და გასაჭირში დაგვეხმარე იმის უფლებას არ გაძლევს, რომ ყველანაირ ზღვარს გადახვიდე. ახლა კი წაი აქედან, არცერთ ჩვენგანს არ ახარებს ის ფაქტი, რომ შენ აქ ხარ და გაუთავებლად ლაპარაკობ ათასგვარ სისულელეებს, რაც კი თავში აზრად მოგივა. გასაგებია შენთვის?
-კარგი წავალ მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ერთად ყოფნა დიდხანს არ გასტანს შემდეგ კი ინანებ იმას რაც მითხარი
-რატომღაც ამაში ეჭვი მეპარება, ახლა კი წადი
ანა ფეხზე წამოდგა და კაფედან ჩქარი ნაბიჯებით გავიდა.
-ხმა რატომ არ ამოიღე? -მან ხელზე ხელი დამადო და თვალებში ჩამხედა
-ალბათ იმიტომ, ომ ასეთ ადამიანებთან საუბარი უაზროდ მიმაჩნია
-აი მე კი ვერ მოვითმინე, შეიძლება ცოტა ზედმეტიც მომივიდა, მაგრამ როცა შენზე ცუდს ამბობენ ვერ გავჩუმდები. კარგად ხარ?
-რა თქმა უნდა, ამისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია არ ინერვიულო
-ძალიან კარგი
-მართლა ფიქრობ, რომ ის გოგო თავს ასე უბრალოდ დაგანებებს?
-შენ რა იმ ალქაჯზე ეჭვიანობ? ნია ასეთი გოგოები მეზიზღება ეს კარგად დაიმახსოვრე. შენც რომ ასეთი ყოფილიყავი ზედაც არ შემოგხედავდი
-ასეთი გოგოები საბოლოოდ მაინც აღწევენ თავიანთ მიზანს
-სულელო მე მხოლოდ შენ მჭირდები. უნრალოდ მენდე და ასეთ რამეებზე არ იფიქრო
-კარგი მორჩა, ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა
-შენი ნებაა, მაგრამ ძალიან გთხოვ მეორედ ასეთი სისულელე აღარ მითხრა, თორემ დაგცინებ
-ხუმრობის ხასიათზე ხარ არა? -მის სიტყვებზე გამეღიმა და ცოტა გავმხიარულდი
-ჰო, ალბათ იმიტომ, რომ დღეს არაჩვეულებრივი დღეა
-მართლა? და რატომ?
-ამას მალე გაიგებ. ყავის დალევას თუ მორჩი წავიდეთ კარგი?
-კარგი წავიდეთ. ვნახოთ ამჯერად რა სიურპრიზს მიმზადებ
-დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონება
-ამაში ეჭვიც არ მეპარება
რატიმ ხელი ჩამჭიდა და კაფედან სწრაფი ნაბიჯებით გამიყვანა. თითქმი ათი წუთი ვიარეთ. რამდენიმე ქუჩა გადავკვეთეთ. ამ სიარულმა ცოტა გადამღალა და გადავწყვიტე რატისთვის დარჩენილი გზის შესახებ მეკითხა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent