შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი წამითაც კი არ დავთმობ იმას ვინც მიყვარს...


16-08-2015, 17:31
ავტორი Ssarua98
ნანახია 2 355

იმედისმომცემს მე არაფერს დაგპირებივარ
და არც ის მითქვამს, უცილებლად, რომ შეგხვდებოდი,
ბევრჯერ გითხარი, რომ სხვა მიყვარს, არ დამიჯერე,
მე გაფრთხილებდი, რომ ვერასდროს შემეხებოდი.
სწორედ ამიტომ, არ მივიღებ მე შენს საყვედურს,
უთქმელ ფიქრებსაც, დამიჯერე, კარგად ვხვდებოდი,
რატომ იფიქრე, რომ უამრავ მამაკაცს შორის,
ამოგარჩვდი და მხოლოდ შენ რომ გენდობოდი.
ბევრჯერ გითხარი, რომ არასდროს შემიყვარებდი,
მაგრამ შენ მაინც, ჩემს სიყვარულს ელოდებოდი,
ეკლიან ბილიკს მივყვებოდი მთელი ცხოვრება
და ჩემს სიყვარულს, ოცნებებით, ვეგებებოდი,
ერთი წამითაც კი არ დავთმობ იმას ვინც მიყვარს,
მას, ვის ღიმილსაც, ვერასოდეს ვერ ველეოდი,
ნუ დამაბრალებ, იმას, რაც არ ჩამიდენია,
რასაც, ჯიუტად, არ გინდოდა და არ ხვდებოდი...

/ქეთი ალასანია/




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent