შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ირაკლი თუ სანდრო?! (სრულად)


17-12-2015, 18:55
ავტორი მოლურჯო
ნანახია 5 128

- გახსოვს ბავშვობის სიყვარული?
- რომელი?
- ირაკლი გოგო მთელი თბილისი მაგ ბიჭზე რომ ჭედავდა და შენთან იყო
- როგორ არ მახსოვს მაგან გამიმწარა მთელი ცხოვრება
- ეჰ ლიზა კარგი იყო ბავშვობა ძალიან კარგი
- რა ბებერი ქალივით ლაპარაკობ თითქოს ბავშვი აღარ იყო მარიამ
- რაღა ბავშვი ოც წელს მივუკაკუნებთ უკვე

მარიამი და ლიზა? საუკეთესო მეგობრები
ბავშვობის მეგობრები
ლიზა დადიანი
ასაკი - 19 წლის
თვალის ფერი - მწვანე
თმის ფერი - შავი
სიმაღლე - 1.74
დედისერთა

მარიამ ამაშუკელი
ასაკი - 19 წლის
თვალის ფერი - შავი
თმის ფერი - შავი
სიმაღლე - 1.72
ისიც დედისერთა
უკვე ორი წელია ერთად ცხოვრობენ
ეს ორი წელი ბედნიერების წელიაო ამბობდნენ ორივე
რატომღაც ყოველთვის ლიზა ამაყი იყო ცანცარაც ცოტა
მარიამი დინჯი გაწონასწორებული და ამავე დროს ისიც ცანცარა
ბიჭები თავზე ეხვივნენ მაგრამ მარიამი უფრო აქცევდა ყურადღებას ვიდრე ლიზა.
ირაკლი? ირაკლი ის ბიჭი იყო მთელი თბილისი რომ გიჟდებოდა მასზე ყველა გოგოს სურვილი რომ მასთან ყოფნა იყო ირაკლის კი ერთი პატარა გოგო იზიდავდა ყოველთვის უნაკლო ლიზა.
ორი წელი იყვნენ ერთად მერე რა მოხდა? ეგ მხოლოდ ლიზამ და ირაკლიმ იციან მეტმა არავინ ირაკლი რუსეთში წავიდა ლიზა კი აქ დარჩა
არანაირი ცრემლი
არანაირი დეპრესია
არანაირი ოთახში ჩაკეტვები
ტკიოდა გული მაგრამ ძლიერი იყო და არავის ანახებდა რომ ტკიოდა
- აუ ძაან ცხელა ლიზა?
- მერე მე რა ვქნა წყალი გადაგასხა?
- ნუ დამპლობ ეგრე გავგაზოთ ბათუმში
- აუ კაი რა რა ბათუმი თბილისიც მშვენიერია აგვისტოში
- ღადაობ ხო?
- საერთოდ არა!
ბოლოს მაინც დაითანხმა რომ წასულიყვნენ და ბარგი ჩაალაგეს
კარგი იყო ზღვა
ბიჭები
გართობა დროს ტარება
კლუბები
მეტი რა უნდოდათ? ალბად არაფერი
კლუბში ისხდნენ
ყველა მათ უყურებდა
ლამაზები იყვნენ ძალიან
უფრო სექსუალურები
ორი ბიჭი გაეცნოთ საკმაოდ სიმპატიურები
სანდრო და ანდრია
ანდრია მარიამის იყო
ლიზასი კი სანდრო
ყველაფერი კარგად აეწყო ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს
ერთობოდნენ ცეკვავდნენ სვავდნენ
მეტი რა უნდოდათ? არაფერი
მარიამის და ლიზას წამოსვლის დროც დადგა
ბიჭები ერთ კვირაში მოდიოდნენ თბილისში
- აუ დარჩით და ერთად წავიდეთ თბილისში?
- აუ არა უნდა წავიდეთ ერთ კვირაში ხომ წამოხვალთ
მაინც ვერ დაითანმხეს გოგოები დარჩენაზე
წამოვიდნენ თბილისში
- ნიკამ დამირეკა
- რომელმა მარიამ?
- ბულისკერიამ
- რაო რა მინდაო?
- ცოლი მომყავს და უნდა მოხვიდეთ ქორწილშიო
- წავიდეთ მერე როდის აქვს?
- ერთ კვირაში
ერთი კვირა ძალიან მალე გავიდა
გოგოებმა ძლივს იშოვეს თავიანთი მოსაწონი კაბები
მარიამს ლურჯი მოკლე ძალიან სექსუალური კაბა ეცვა
ლიზას კი შავი მოკლე ისიც ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა
ქორწილის დღეც დადგა მიულოცეს ნეფე-პატარძალს და მაგიდას მიუსხდნენ
დარბაზის კარები გაიღო? მიხვდით ვინ შემოვიდა?
თვით ირაკლი დევდარიანი
გასიმპატიურებულა დაკაცებულა
გამაღლებულა
ყველას ყურადღება მიიქცია და ლიზასაც მოუწია გაეხედა მისთვის
გახედა და დაინახა სიყვარული რომელიც ჯერაც არავის დავიწყებია
ზუსტად რვა წლის წინ წასული ირაკლი დღეს ისევ თბილისშია
გაუკვირდა
გაცეცხლდა
ცოტაც მოიწყინა
როდესაც გაახსენდა ძველი მოგონებები
მასთან დაკავშირებული
ირაკლისაც არ გამოპარვია თვალიდან
დაქალებული გალამაზებული ლიზა
აივანზე გავიდა ლიზა მარიამს უთხრა შეუძლოდ ვარ და სუფთა ჰაერი მჭირდებაო მარიამმა უთხრა გამოგყვებიო მაგრამ ცივი უარით გაისტუმრა ლიზამ
აივზნე იდგა როდესაც კარი გაიღო
მიხვდა ვინც იყო იგრძნო
საყვარელ ადამიანეს ხომ გრძნობენ ხოლმე ხოდა მანაც იგრძნო
- დაქალებულხარ ლიზა გაზრდილხარ მივიდა და ჩაეხუტა ეს ის ჩახუტება იყო რამოდენიმე წელი რომ ელოდა
- ხო აბა ისევ ისეთი პატარა ხომ არ დავრჩებოდი უჭკუო
- უჭკუო რატომ?
- ადამიანი რომელიც შენთანაა ჭკვიანი იქნება?
- ძალიან
მეტი არაფერი უთქვიათ ერთმანეთისთვის ორივე დუმდა
ცოტახანში ლიზამ დარბაზში შესვლა სცადა
- ერთი წუთი მოიცადე ლიზა
- რა გინდა?
- აღარ გიყვარვარ?
- აღარ
უთხრა და დარბაზში შევიდა
მოატყუა ისევ ისეთი სიყვარულით უყვარდა ლიზას ირაკლი
მაგრამ ამდენი წლის მერე პირველად მოატყუა
ქორწილმა კარგად ჩაიარა
ირაკლის თვალი არ მოუშორებია ლიზასთვის
ლიზაც ხანდახან გახედავდა ხოლმე
ტკივილიანი მოგონებები ახსენდებოდა
სად იყო ამ დროს სანდრო?
სხვა გოგოებთან ერთობოდა
ლიზა ალბად ორ დღეში დაივიწყა
ლიზამ ვერ მოითმინა არც ერთხელ არ დაურეკია სანდროს და თვითონ დაურეკა
- სანდრო რატომ არ გახსენდები?
- არ მეცალა პატარავ
უცბად ვიღაცის ხმა გაიგო
- დაანებე რა მაგ გოგოს თავი და მოდი ჩვენთან
ლიზამ დაკიდა
ცოტათი ეტკინა სულ ცოტათი
ორ დღეში სანდრო ჩამოვიდა
ლიზამ არ აპატია და უბრალოდ უთხრა “არ მიყვარხარო“
ირაკლი? ადამიანი იყო რომელსაც ლიზა ძალიან უყვარდა ისევ უყვარდა ლიზასაც უყვარდა მაგრამ ტყუილის შემდეგ ვეღარაფერი უთხრა
ყოველდღე ხედავდნენ ერთმანეთს
ყოველდღე უყურებდნენ თვალებში ერთმანეთს
რას გრძნობდნენ? სიყვარულს მაგრამ უფრო მეტ ტკივილს
გაბედა ლიზამ და დაურეკა ირაკლის დაკიდებას აპირებდა როდესაც მმისი ხმა გაიგო
- გისმენთ
- ირაკლი რვა წლის შემდეგაც მიყვარხარ


დასასრული



№1 სტუმარი Dea

Auu andrias axali tavi male dade ra vegar vdzleb ise mainteresebs. Es patra da sayvareli iyo

 


№2 სტუმარი ემა

პატარა იყო მაგრამ ნომეწონა

 


№3  offline წევრი მოლურჯო

დეა სამწუხაროდ არ ვიცი როგორ დავასრულო ანდრია :) ამიტომ მხოლოდ მეორე თავს შემოგთავაზებ თორმეტის მერე
Dea
Auu andrias axali tavi male dade ra vegar vdzleb ise mainteresebs. Es patra da sayvareli iyo
--------------------
მარიამი

 


№4  offline წევრი Ninuca)

პატარა იყო მაგრამ კარგი იყო

 


№5  offline წევრი maridb

კარგი იყოო^^
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

imedia ar miwyen sheni sxva iatoriebidan gamomdinere vambob ro am istorias aranairi emocia da intiga ar qonia sheni bevri istoria momwons magram amaze arvici ra vtqva mapatie tu gawyenie :X

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent