შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთი მთიელი? (1-5)


17-12-2015, 20:58
ავტორი toroo
ნანახია 3 452

-რა ლამაზი დღეაააა,რა ნათელი მზეააა იმიტომ რომ დღეს სალომეს დაბადების დღეაა -მთელი ხმით ჩარახუნებული სიტყვები მესმოდა ოღონდ ბუნდოვნად და ბალიშს ვეძებდი ,რომ როგორმე თავზე გადამეფარებინაა ,მაგრამ მერე უცებ გამახსენდა და წამოვფრინდი
-დედუუუუ , დედუნა როგორ მიყვარხააარ ტორტი ? შოკოლადის? აეეეეე ,გულიაააობს ზუგდიდი -მთელი ხმით ვღრიალებდი და დავხტოდი საწოლზე ,ისე თითქოს წეღან მე არ ვკვდებოდი დაძინების სურვილით , ვიღას ახსოვდა ძილი ,უკვე თვალებით მონიშნული მქონდა ტორტის ნაჭერი ,მაგრამ ვიცოდი მაინც მთლიანს მე შევჭამდი
-ვაიმე შე ქაჯო ,ჩამოხტი ახლა ნუ გგონია სკოლაში არ წაბრძანდები იმის გამო ,რომ უკვე 18 წლის ვირუკა ხარ -აკისკისდა ანო ,ნუ დედაჩემი ,მაგრამ ანოს ვეძახლი ,როცა რამე მინდა აფერისტულად დედუს ან უფრო თუ მინდა დედუნას ... მარტივი ლოგიკაა ესეც ხვდება ,რომ რაღაც მინდა და მაშინვე ,ასე,რომ ვთქვათ ზედმეტი ზეწოლის გარეშე ვისწორებ ჩემსას...
-ჩემი ლამაზი დედიკუნა ,მიყვარხარ -უცებ წამოვფრინდი და შევვარდი სააბაზანოში ,როგორ მიყვარს წყალი ..მმმ ...ნეტარების 15 წუთი მაქვს ხოლმე დილით ,მაგრამ ვინ გაცდის მამაჩემის ბრახუნი ,დედაჩემის წიკვინი და ჩაპუნას ყეფა ერთად ,რომ შეერწყმება ხოლმე "ზნაჩიტ" გამობრძანების დროა .. ახლაც არ დაარღვიეს და ჩამორეცხილი და გასუფთავებული გამომაბუნძულეს ჩემი სამფლობელოდან ... ჩემს სახლში საშინელი არეულობაა ყოველთვის ,მაგრამ მიყვარს აი არა კი არ მიყვარს ვგიჟდები ყველაზე და ყველაფერზე რაც ჩემს გარშემოა ,უზომოდ ბედნიერი და პოზიტიური ადამიანი ვარ ,დედას გოგო ვარ ... არა მამასი ...
-ჩემი იუბილარი გილოცავ მამი , ააბა წელსაც არ თხოვდები ?გვიჭირს უკვე ოჯახში შენი შენახვა ძან ბევრს ჭამ და კრიზისია ქვეყანაშიც -დამეღრიჭა ჩემი ზეზეზესიმპატიური მამიკო , თავიდან მქონდა გაჭედვები ჩემი კლასელი გოგოები მამაჩემს ,რომ ათვალიერებდნენ ხოლმე ,მაგრამ მერე დედას სილამაზეს ,რომ უყურებდნენ მიხვდნენ ბედოვლათები ასი წელი მამაჩემი სხვა ქალს ,რომ არ შეხედავდა და ასე შორიდან კუსკუსებდნენ თავიანთვის ...
დედას და მამას სიყვარულის ისტორია ვიცი , მაგრამ ვფიქრობ არცისე გასაგიჟებელია ნუ მე უფრო გიჟი მექნება ,მაგრამ რა მიხარიაა მე უბედურს ყველა ბიჭს ვაშინებ აიაი ძან გიჟი არა ,მაგრამ ოდნავ რა ჩემს პონტში ..კაი ჯანდაბას გიჟი ვარ ,ნუ ჩემი მშობლების პატრონს ,რომ არ ვიყო არ მეპატიება , წელს აბიტურიენტი გახლავართ და დიდად დაკავებული არსება ვარ ,ჩემთვის არც ცუდად ყოფნა შეიძლება არც გართობა ,მაგრამ ეჰ ვაი ,რომ მხოლოდ მაგრამ ...
ნიჭიერი ვარ , მათემატიკას და უცხო ენებს ვბრდღვნი ,მაგრამ იმ დონის ზარმაცი ვარ ,რომ ხანდახან ჭამაც კი მეზარება... ისეე შეყვარებული კი ვარ ტორტებზე და მსგავს გემრიელობებზე ...
ღმერთო რამდენი შემიძლია ჩემს თავზე მოგიყვეთ ,ძალიან ძალიან ბევრი,მაგრამ ვინამუსებ და არ ავტლიკინდები...
მახსოვს იმ დილით დედამ სადღაც წამიყვანა 3 საათი იყო საათს შევხედე და რატომღაც ის ისრებიც კი ტვინში ჩამებეჭდა ,დიდის ამბით გამომაწყო თეთრებში და კაფეში შემაცუნცულა მაშინ 5 წლის ვიქნებოდი ხო ხო ზუსტად 5 რადგან აგვისტოში 6 გავხდი და იმ წელს შემიყვანეს სკოლაში .ანო მოვლილი ქალის პირდაპირ ჩაჯდა და ისტორიების მოყოლა დაიწყო...რა აღარ თქვა , თინეიჯერი ვიყავიო შატილში ,რომ წავედიო ,მერე მამაჩემი მოკვდაო,ზუგდიდის სახლიო,ვნებათაღელვაო, წერილიო , ჩვენი გამომშვიდებოდა ,ლიანაო ... მოკლედ ჩაირთო და რა ჩაირთო ,მაშინ ჩემთვის არაფერს ნიშნავდა მისი ისტორიები ,ნორმალურად ვერაფერს აღვიქვამდი ,მაგრამ გავიდა დრო აი დღეს 18 წლის გავხდი ,იმის შემდეგ მე და დედამ ბევრი ვისაუბრეთ ოღონდ მამასთან ერთად არა ,რატომღაც არ უყვარდა ამ თემას ,რომ ეხებოდნენ შეიძლება მაიას გამო , მისი სურათი მაინც მანახა... ხო ლუკა ,ჩემი ლუკინიო, ამერიკელი გამიხდა მოკლედ სკაიპის ბრალია თუ მანჰეტენის არ ვიცი ,მაგრამ სულ ქუულებით და ჰაიებით მელაპარაკება , რომ არ დაიბნეთ გეტყვით ,რომ ლუკა მამას შვილია და ასე ,რომ ვთქვათ ჩემი ნახევარძმა ,მაგრამ არავის არ ექნება ისეთი თბილი ურთიერთობა ,როგორც მე და მას გვაქვს ,უზომოდ ნიჭიერია ,ამიტომაც ამერიკაშია სასწავლებლად და ჩამოდის ხოლმე...ისე ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთს ისე შევესისხლხორცეთ ,რომ სამაგალითო და-ძმაც გავხდით ... ანდრიას ისე უხარია ჩვენი კარგი დამოკიდებულება ,რომ ყოველთვის სიამაყით გვიყურებს მეზობლებისა თუ უცხო ხალხის თვალწინ ,რომ გავივლით ... მგონი ძალიან გადავუხვიე ,ხო რაც მთავარია ჩვენი სახლი ,რომელიც შატილშია და მამას ეკუთვნის დაკეტილია სამწუხაროდ არცერთი დიდი ბებია და პაპა არ შემომრჩა ... წელს კი მე ანო და ანდრია მივდივართ შატილში დასასვენებლად ,ერთი სული მაქვს ,როდის მოვა ზაფხული 1 თვეც და ვინებივრებ ჩემს დედულ-მამულეთში.. ახალი თავგადასავლები და ზაფხული იწყება ... ფოტოაპარატი ,მოკლე შორტები ,სათვალე და ეგაა მეტი რა მინდა ბედნიერებისთვის ?

სკოლა არასდროს არ მიყვარდა მიუხედავად იმისა ,რომ სკოლაში ე.წ. პოპულარული გოგო ვიყავი ,გარეგნობას ვერ დამიწუნებთ ძალიან უცნაური შერწყმაა ,მაგრამ ქერა თმა და შავი თვალები მაქვს , თქვენ წარმოიდგინეთ და ამით ისე "ვბლატაობ"მეტი ,რომ არ შეიძლება ,მიუხედავად იმისა ,რომ ჭამის არა ,მაგრამ ტკბილის გიჟი ვარ ჩემს ტან-ფეხს ვერაფერს დაუწუნებთ,ხორციანი კი ვარ ,მაგრამ როგორც მამიკუნა მეტყოდა ხოლმე ერთ დროს სწორედ ,რომ მაგ ხორცუნიებმა მოხიბლა დედიკოში...აბა რა ქალს ხომ უნდა ქონდეს ხელის მოსაკიდებელი ადგილი...ეს ყველაფერი იქეთ იყოს და ეროვნული გამოცდები ჩავაბარე იმდენს ვნერვიულობდი ,რომ ამდენი ნაშრომი წყალში არ ჩაყრილიყო ,მთლიანად მობილიზებული ვიყავი გამოცდებზე და ჩემი თავის კმაყოფილი ვარ ,კარგად დავწერე სინამდვილეში ადამიანმა ყოველთვის იცის გამოცდა ,როგორ დაწერა .. ხოდა დაფინანსებასაც ველოდები , შემიწყოს ერთხელ ხელი სახელმწიფომაც ... პასუხებს შატილში გავიგებ ,მაგრამ ახალა მგონი დროა კომპიუტერი გამოვრთო და დავიძინო ხვალ მივდივარ.. სად ? დიახ დიახ სწორედ მანდ ....
დედა არ მინდა რა ეს სვიტრი -ვეწუწუნებოდი ანოს ,თან ჩემოდანს დავაჯექი
-გინდა ,შვილო ცივა იქ ძალიან ცივა ღამით სულ ეცემა ტემპერატურა
-დედუუ...ხო კარგი ჯანდაბას ეგ ერთი და მორჩა
-კიდევ ერთი-არ ცხრებოდა დედაჩემი
-მორჩა ,შემეშვი ახლა -ძლივს დავკეტე ჩემოდანი და ანოს გავყევი ჩაის დასალევად
საღამომ მშვიდად ჩაიარა მე ანო და ანდრია მშვიდად მივირთმევდით მურაბიან ჩაის და ვიცინოდით,ვუყურებდი მათ და ვხვდებოდი სიყვარულის რამხელა ძალა აქვს , ძალა გაქციოს ბედნიერი, ნუთუ შეიძლებოდა ამ ყველაფერზე უარი ეთქვათ მხოლოდ ხალხის აზრის გამო ... და საერთოდ რატომ ვართ ქართველები ასეთი მაზოხისტები ? მხოლოდ იმის გამო ,რომ ვინმემ რამე არ ილაპარაკოს შეგვიძლია ჩვენი კეთილდღეობა დავთმოთ ,მერე საათობით ვიტიროთ და სასმელში ჩავახშოთ ჩვენი დარდი... ზოგადად დეპრესიული ადამიანი არ ვარ ,მაგრამ ცუდად ვინ არ ყოფილა ,ამიტომ შოკოლადი და მისი ჯანი ,შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტია ,მაგრამ მაინც მჯერა ,რომ შოკოლადი და ბედნიერება ერთი თემაა

-დედუ გთხოვ რა აი ბავშვობაში ,რომ თავზე ხელს გადამისვამდი და მეუბნებოდი ჩემი შატილის ასული ხარო ,მერე მიმღეროდი ..შენ ,რომ გეგონა მეძინა არადა ჩუმად ვიწექი და მეღიმებოდა ,გთხოვ ახლაც ეგრე ქენი -ჩუმად ვდუდღუნებდი და ანოს ხელზე ვეფერებოდი
დედამ მზრუნველად გადამაფარა საბანი და სიმღერა დაიწყო ,ყოველი სიტყვა გულს მითბობდა ,ბანალურია ,მაგრამ მშობლიურ სუნს ვგრძნობდი ,აი ისეთს მხოლოდ შენს საკუთარ სახლში ,შენს ოთახში და შენს საწოლში დედასთან მიხუტებულს ,რომ გეცემა ...
ყველაზე ტკბილად მეძინა ,მეორე დილით უკვე მივუყვებოდით გზას შატილისკენ

-სალო ,დედა შემოყავი რა თავი -მთელი თავით ფანჯარაში გადაყუდებულს დანაწევრებით მომესმოდა ანოს სიტყვები
-კაი გოგო ,აცადე ბავშვს ,შენნაირი გიჟია რა -ნიკაპზე მოუჭირა ხელი ანდრიამ და ისე ,რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია ჩუმად შეეხო ბაგეებზე
-აუ დაიწყეთ თქვენ ისევ სიყვარულობანა-ფხუკუნით გადავხედე წყვილს და ანოს სიცილით მოჩქმეტილ ფეხზე ხელი გავიხახუნე
-მოკლედ დე ,მა თქვენთან მაქვს წინადადება ახლა ჩვენ გავაჩერებთ ,მიყიდით ხაჭაპურს ,ნაყინს და მე თქვენს საყვარლობებზე ხმას არ ვიღებ ,უკვე გამძღარი მივწვები და სიმღერებს მოვუსმენ .მოსულა ?
-გშია მამა ? შენ მოგიკვდი ლანდი გაგდის ,გამოვკვებოთ გოგო ბავშვი , რაღაც არ მომწონს უმადობა დაგჩემდა შენ - მთელი ძალებით დამცინოდა ჩემი სიმპაწიური მამიკო
-მა , იუმორი კარგია ,მაგრამ ცოდნაც უნდა,ხახახა, აი ეს იყო ხუმრობა -სიცილით გადავხედე და დედუნას თვალი ჩავუკარი
-კარგი ,კარგი შე ეშმაკის ფეხო გავაჩერებ ,მეც მომშივდა
-კარგით რა , ხალხო გადამრევთ თქვენ მე ,რისთვის წამოვიღე ეს საჭმელი რაღაც საზიზღრობა ,რომ არ ჭამოთ ,ღმერთმა იცის მაგ საჭმელში რას უკეთებენ ,მე არ შევჭამ-კატეგორიულად განაცხადა დედაჩემმა და სათვალე აიწია
-აუ კარგი ,რა დედუ მაგ საჭმელს აქვს სხვა გემო თორემ მართლა კი არ მშია
-ხო არ გშია შენ -კიდევ დამცინა ანდრიამ და გზიდან გადაუხვია
გემრიელად მივირთვით მე და მამამ ,ანომ ხაჭაპური ჯერ შუაზე გადახსნა ,მერე დაყნოსა , კარგად შეათვალიერა ,ისედაც მინიმუმი ყველის რაოდენობა კიდევ შეამცირა და ერთი ნაკბეჩის შემდეგ წამოხტა და მანქანისკენ გავარდა -მე ამ საზიზღრობას ვერ შევჭამო
მე და მამამ შევხედეთ და ხარხარი აგვიტყდა
-მა ტკაც -ხელი ავუწიე და იმანაც ომახიანად შემომცხო , დედას გულის მოსაგებად ყავა ვუყიდეთ კაპუჩინო და გაბუსხული სვამდა მთელი გზა თან მის წამოღებულ კრუასანს აყოლებდა ,ერთი მეც ჩამატენა ძალით ნახე აი ეს არის სახლში გაკეთებულის გემოო..
გზაში სიტუაციები გამოვკითხე ,ახალგაზრდობა ყოფილა შატილში იცოცხლე , მდინარეც , მზეც ,მეტი რაღა მინდა...კომუნიკაბელურობას არ ვუჩივი , ქვას ავალაპარაკებ ,მთავარია გამოცდების შედეგებმა გამახაროს და ბედნიერი ზაფხული გარანტირებული მექნება ... მოკლედ ბევრს ველი ამ თვეებისგან..იმედი მაქვს იმედი არ გამიცრუვდება ...

დარჩენილი გზა მეძინა ,თვალები ,რომ გავახილე უკვე ჩამოსულები ვიყავით ,კარები კი გავაღე ,მაგრამ მე თვითონაც გადავყევი ,თავი მაღლა ავიწიე და ჰოპა , არა სურათებში ნანახი მქონდა ,მაგრამ ნანახმა მეც კი ჩამაგდებინა ენა
ისე ჰარმონიულად ერწყმოდა ყველაფერი ერთმანეთს , სუფთა ჰაერი ფილტვებს მიფილტრავდა .თავიდან ხარბად ვისუნთქავდი ,მაგრამ მერე შევეჩვიე ,ახლა სურნელი ?რაღაც არაამქვეყნიურად სუფთა ,წყლის ჩხრიალის ხმაც მესმოდა საიდანღაც ,ჩიტების ჭიკჭიკი და მზე გასაოცრად მცხუნვარე ...აი ახლა ვიგრძენი ნამდვილი ზაფხულის სურნელი ... არა რამდენი დამიკარგავს ზაფხულობით აქ ,რომ არ ჩამოვდიოდი ,სად მქონდა ტვინი ?გამოვყოლოდი ის 2 დღე მაინც ლუკინიოს და მამას ...არც ანო ჩამოდიოდა და ალბათ მაგიტომ
დედაჩემს გავხედე ალბათ რამდენი რამე გაახსენდა ,ჩუმად იღიმოდა და ერთი ცრემლიც შევნიშნე მის სახეზე ,ანდრიამ გააგდო ჩემი ბარგი და უკნიდან მოხვია ხელები ანოს ,იმანაც გაიღიმა და ქმრის ხელს ხელი დაადო ,უსიტყვოდ გაიგეს ამ წამს ერთმანეთის გრძნობები და აზრები ... ერთი მე რა მიხარია? ამ ბარგს ბებიაჩემი შემიტანს ? სახლში სულ რიხინით შევაგორიალე ჩემი გორგოლაჭა (ჩემოდანს ვეძახდი ასე) და ზედ დავაჯექი ,სახლი კარგია ,მაგრამ ქალის ხელი აკლია ...ქალის რა ზოგადად ადამიანის , მთელი დღე ისე გავიდა სახლს ვაწყობდით ,მე "გლავნი"ზარმაცმაც კი მოვკიდე ტილოს ხელი ,რაღაცნაირად მესიამოვნა ეს პროცესი და საღამოს უკვე გადაღლიელბი ჩავესვენეთ სავარძლებში
-დედუ მე დღეს ძალიან დავიღალე და ხვალ გავალ და გავიცნობ მთელს სამეზობლ-სამცხოვრებლოს
-ხო გამოიძინე,მთელი ზაფხული აქ არ ვართ ? -დამამშვიდა ანომ და თბილად გამიღიმა
-გაუჭირდება ამას ხო იცი აქ ხალხის გაცნობა -სიცილით გადახედა ცოლს და უფრო მიიხუტა
-პატივცემულო რომეო და ჯულიეტა აი ნახავთ ,ხვალიდან ყველა ჩემზე ილაპარაკებს -თავდაჯერებულად განვაცხადე და შორტის ბოლოები გავისწორე
-გაიცნობ დედი აბა როგორ ,ვაიმე -ლოყაზე შემოიტყა ხელი -ციალას არ გავაგებინოთ ან ბექას ,რომ ჩამოვედით ?
-კარგი გოგო ,გაიგებდნენ უკვე ,ხვალ მოგვარდება ყველაფერი ალბათ იფიქრეს ,რომ დაღლილები ვიყავით
-ძალიან ყურადღებიანია ციალა , მაგათ ბიჭი ყავთ ხო ? ანოს ასაკის იქნება ... რა კარგია .რა ქვია ?ანდრია გამახსენე
-ოოო მაგათი ბიჭი კაცია კაცური ,20 წლის არის უკვე თბილისში სწავლობს ,ეგეც ჩამოდის ხოლმე აქ ,ციალა ვერ წამოიყვანა ბექამ თბილისში არ მინდა მე იქაურობაო ..მოიცა რა ქვია , სანდრო მგონი ,ანოც დიდი გგოგოა 21 არის
-ხო როგორ გამახარა მაშინ ,რომ მივდიოდი მითხრა ანოს ვარქმევო , რამდენი ხანია არ მინახავს არცერთი 6 წელია მგონი ,მაგრამ ვურეკავდი -საჩვენებელი თითი მიაჭირა ცხვირზე დედას ანდრიამ და გულში ჩაიკრა,ამათ შემხედვარე მეც კი ჩამეღიმა
-სანდრო ,ისეთი ბიჭია ,აქ სოფელში არც ჩამოესვლება გოგოები შეიპყრობენ
-შენ ხომ არ გგავს ვაჟბატონო ?
-მე ერთადერთი ვარ -დიდხანს ვუსმენდი წყვილს და იმდენად დაღლილი ვიყავი ხმის ამოღების თავიც არ მქონდა არც არაფერზე ვფიქრობდი ,რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვინ არის ,ჩამოვლენ და გავიცნობ ... იმ სანდროსაც ,ანოსაც და მთელს შატილს ...კარგია დავუმეგობრდები მშობლები მეგობრობენ და ერთად არც ჩვენ გაგვიჭირდება ,იმედია შევეწყობით ...

საწოლამდე ძლივს მივფოფხდი ჩემთვის განკუთვნილ პაწია ოთახში არსებულ პაწია საწოლზე მივესვენე და თვალები დავხუჭე ,რატომღაც სახელი სანდრო მიტრიალებდა ტვინში ? ხახ კიდევ ერთი მთიელი ? არ ნახულ ადამიანზე გამეღიმა და გადავეშვი ძილის და სიზმრების სამყაროში ...
დილა შატილში საოცარია იღვიძებ და ხვდები ,რომ სამყარო მშვენიერია თითქოს დისნეის მულტფილმში აღწერილი სამყარო გეშლება თვალწინ ,ჩიტების ჭიკჭიკი ,სუფთა ჰაერი,ჰაერში გაფანტული თავისუფლება ყველაფერი ერთად ერწყმის ერთმანეთს და გაგრძნობინებს ,რომ ადამიანთა მოდგმა იმისთვის შეიქმნა ,რომ ეს ყველაფერი ეგრძნო.ბედნიერი ვეხუტებოდი ბალიშს ,ვფიქრობდი უზომოდ ბევრს.
ყოველთვის ალქაჯს მეძახდნენ ,"მხიარული და უდარდელი " გაიძახოდნენ ჩემი უბნის ჭორიკანა ლამარა და მზია ,მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ვიმალებოდი მე ,რომელსაც ყველანაირი წვრილმანი მადარდებდა, ფიქრი ყოველთვის მიყვარდა ,ოცნებაც და თქვენ წარმოიდგინეთ სიყვარულიც. ბევრი წიგნი მქონდა წაკითხული ,ყველა ჟანრის ,მაგრამ უპირატესობა ყოველთვის რემარკის ხელთ იყო. ვგიჟდებოდი მის წერის სტილზე ,იმასთან თუ რაოდენ ახლოს არის დღევანდელ ცხოვრებასთან მისი ისტორიები. ხშირად ვაიგივებდი პერსონაჟებთან თავს და დავასკვენი ნამდვილად მჭირდება სიყვარული .რაღაც ამ დილას მომაწვა ეს აზრები გამახსენდა გუშინ "სანდრო"-ზე ,რომ ვფიქრობდი ნეტავ ვინ არის ? არ ვიცნობ არვიცი ,მაგრამ მეფიქრება. ჩემს თავზე გამეცინა და ტელეფონზე ახლადმოსულ მესიჯს დავხედე
-გოგო დღეს პასუხები იდება ეროვნულების ძალიან ვნერვიულობ. -მწერდა ჩემი დაქალი ანი
უცებ ვიგრძენი ,რომ შემაკანკალა რამდენი ხანია ამ მომენტს ველოდები ახლა გადაწყდება ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო თუ არა. საშინლად ვნერვიულობდი.
-მადლობა ან ,გამაგებინე რას იზამ -ხელის კანკალით მივწერე და მაშინვე საწოლიდან ავდექი.
12 საათამდე ვერ ვისვენებდი ,ვერც ვჭამდი ,ვერც ვლაპარაკობდი უბრალოდ აქეთ-იქით დავდიოდი. თითქოს არაფერია ეს გამოცდები,მაგრამ ამავდროულად დიდი სტრესია ცხოვრებაში მიღებული პირველი სერიოზული დარტყმაა ,ან კარგი ტალღა ან ცუდი. ბუნებით პესიმისტი არ ვარ ,მაგრამ არც ოპტიმისტი უფრო რეალისტი,მაგრამ ამ მომენტში ყველანაირ პასუხს ველოდებოდი.
დადგა ნანატრი დრო მაშინვე ვაფრინე მესიჯი ნომერზე პასუხი წამებში მომივიდა და ჩემი ოცნებაც ახდა.
სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი
-რა გჭირს დედა ხო კარგად ხარ რა მოხდა ? -შეშფოთებული შემოვარდა ანო ჩემს ოთახში
-დედუ.. ჯავახიშვილი 70 პროცენტიანი გრანტი, მომილოცე სტუდენტი ვარ -მთელ ხმაზე გავკიოდი
-ვაიმე ჩემი ჭკვიანი ,ნიჭიერი -გულში მიკრავდა და ორივე ერთად ვტიროდით -არ ვარ ძალიან ემოციური ,მაგრამ ისე გამიხარდა ჩემი შრომა ,რომ დაფასდა ვერ მოვითმინე, ვხტუნავდი ,ვიცინოდი უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. მართალი ყოფილა კენწეროში გატკბილდებისო.
დედა-მამა შემპირდნენ ეს ყველაფერი დაგიფასდებაო და მეც საჩუქრის მოლოდინში ბედნიერი გავიშოტე საწოლზე.
მთელი დღე ტელეფონს არ მოვშორებივარ ხან მე მილოცავდნენ ხან იქეთ ვულოცავდი. უკვე 9 საათი იქნებოდა ანო ,რომ შემოვიდა
-სალო ,ჩამო დე ციალა და მისი ოჯახი მოვიდნენ შენი ნახვა უნდათ -მხოლოდ ახლა გამახსენდა სტუმრებს ,რომველოდებოდით და ზლოზვნით წამოვდექი
კიბეები სწრაფად ჩავირბინე და წინ საოცარი სურათი გადამეშალა ანო და ანდრია გულიანად იცინოდნენ ერთმანეთზე მიხუტებულები მათ წინ ახალგაზრდა ულამაზესი წყვილი იჯდა და ღიმილით შესცქეროდნენ ერთმანეთს. ქალი ასე 40 წლისა იქნებოდა ულამაზესი თვალ-წარბი და თმა ჰქონდა ცოტა შემშურდა მისი სილამაზის , მთისა და ქართველი ქალის ეშხი ერთმანეთში შერეულიყო და საოცარ ნაზავს ქმნიდა დედაჩემისგან რადიკალურად განსხვავებული იყო ,მაგრამ ორივე ულამაზესი თავისებურად.
-ჩამოხვედი მა ,გენავალე ჩემი ჭკვიანი გოგო -მამამ ჩემზე გადმოიტანა მზერა
-გამარჯობათ-მორცხვად ჩავილაპარაკე ,მერე ჩემს თავზე გამეცინა როდის იყო ასეთი მორცხვი ვიყავი მე ?
-ვაიმე ეს სალომეა ,რამხელაა რა ლამაზია -ბოხი ხმით განაცხადა ციალას ქმარმა ,როგორც მივხვდი და ჩემსკენ დაიძრა ,მთელი ძალით ჩამიკრა გულში
-შენ ,რომ იცოდე რა მშობლების შვილი ხარ -ნათელი და მკაცრი შავი თვალები შემომანათა უკვე მშობლიურმა მამაკაცმა და გულში რაღაცნაირად სითბო ჩამეღვარა ,მისი სიალალე ,რომ ვიგრძენი
-დიდი მადლობა ყოველთვის ვიცოდი -მორცხვად გავიღიმე და ჩემსკენ მომავალ ციალას გადავეხვია
-ძლიან მაგარი გოგო ხარ სალო ,ულამაზესი და ,როგორც გავიგე ძალიან ჭკვიანიც ,მიხარია შენნაირი ახალგაზრდები
-დიდი მადლობა -ამდენი კომპლიმენტისგან უკვე ცუდად ვიყავი , მხოლოდ მაშინ გამახსენდა შვილები ,რომ ყავდათ და ურცხვად ვიკითხე უკვე სუფრასთან მჯდომმა
-თქვენი შვილები რატომ არ არიან აქ ?
-უი გენაცვალე ,ჩემს გოგოს თავი სტკივა სახლში დარჩა ასე მითხრა ხვალ გავუვლი და გავიცნობო და სანდრო დღეს ჩამოდის,მოვა მალე და გამოივლის
-კარგით -რაღაცნაირად მესიამოვნა მისი პასუხიდა ჩემი სიდებილით გაღიზიანებული გარეთ გავვარდი სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ-მეთქი
გარეთ გასულს ძალიან მესიამოვნა სიგრილე ,ჰაერს ხარბათ ვისუნთქავდი ,იქვე ჩამოვჯექი პატარა საქანელაზე და ნელა რწევა დავიწყე , რა მაგარი იყო ყველაფერი თითქოს ის მომენტი იყო ბედნიერი ,რომ ხარ და ამას აცნობიერებ . ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა ყოველთვის ,მაგრამ ახლა რაღაც სხვა იყო ,თითქოს რაღაცას მივაღწიე ,რაღაც ჩემით მოვიპოვე სხვის დაუხმარებლად. ყოველთვის ვაცნობიერებდი ,რომ თუ არ ვისწავლიდი არაფერი არ ვიქნებოდი ,ამით იმათ არ ვაყენებ შეურაწყოფას ვისაც დიპლომი არ აქვს ,მაგრამ ვფიქრობ ყველამ უნდა იცოდეს რაღაც ისეთი რითაც სახელმწიფოს გამოადგება. პატივს ვცემ ყველა ადამიანს ვინც რაიმე ხელობას მაინც სწავლობს თუ სასწავლებელში სწავლა არ არის მისი მოწოდება .
ფიქრებში ვიყავი გართული მანქანის ფარებმა ,რომ შემომანათეს ვერ მივხვდი რა მანქანა იყო ,მაგრამ ნამდვილად ჯიპი დავლანდე. კარები გაიღო,აშკარა იყო ვერ ამჩნევდა მძღოლი ჩემს იქ ყოფნას... ნელა გადმოვიდა და ჭიშკარს მიუახლოვდა აი იქ გავშრი.
აი რა მაკლდა გავიფიქრე წამიერად ,არ გეგონოთ ბიჭზე დახამებული ვყოფილვარ ოდესმე რა სისულელეა სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ შენი მოსაწონი არ დაბადებულაო ,მაგრამ აი მე ის ვიპოვე.
მაღალი სილუეტი ნელ-ნელა მიიწევდა ჩემი სახლისკენ. არ ვიცი რა დამემართა ან იმას რა დაემართა ,მაგრამ შედგა და ჩემსკენ გამოიხედა
-გამარჯობა -ბოხი ხმით დამიძახა და აქეთ წამოვიდა .ავწრიალდი,ცუდად გავხდი ასეთი ბიჭი ჩემს სიცოცხლეში არ მენახა , მაღალი მხარ-ბეჭიანი , გადაპარსული იდეალური თავით და ვარსკვლავის შუქზე მობრწყინავი თვალებით , ისეთი მოდიოდა თითქოს სამყარო მხრებზე ეკიდა და მძიმე ტვირთივით მისი სატარებელი იყო.
-უკაცრავად.მაგრამ ჩემი მშობლები შიგნით არიან? -ფრთხილად მკითხა ,აშკარად მიხვდა ,რომ დამაბნია ,მაგრამ არ შეიმჩნია
-კი თუ სანდრო ხარ შიგნით არიან
=კი სანდრო ვარ- ხელი ჩამომართვა და ოდნავ გამიღიმა,ეს გაღიმე და ჩემი აზრები "აი სად დაგერხა მთიელო ქალბატონო"
-სასიამოვნოა სალომე -მეც არ ვიცი ,როგორ მოვუყარე სიტყვებს თავი ,მაგრამ სიამაყე შევინარჩუნე და ჩავახველე
-შიგნით შედი ,მხიარულობენ -იმის იმედით ,რომ არ შევიდოდა და ჩემთან დარჩებოდა ჩემი ცისფერი თვალები შევანათე და ფეხი ფეხზე გადავიდე ,ვიგრძენი ,რომ სახე შეეცვალა და კმაყოფილმა ჩემთვის გულში ჩავიხითხითე.
-კარგი შევალ-ეშმაკურად გამიღიმა და შეტრიალდა , ესეც ასე მოგიგო ჩემი მეორე მე ატლიკინდა -გაწბილებულმა გავაყოლე მზერა . ღვთიური გარეგნობა ჰქონდა ,მაგრამ მარტო გარეგნობაც ხომ არ არის რაღაც შარმი მიყვებოდა ისეთი ,რომ თვალი ვერ მოვწყვიტე არვიცი ეს ბიჭი თავიდანვე უნახავად ამოვიჩემე მაშინ ,როცა ჩემთვის არასდროს არ არსებობდა მამრობითი სქესი. გული უშნოდ ამიფართხალდა და ღრმად სუნთქვა დავიწყე ,როცა მისი ხმა მიწვდა ჩემს სმენას
-ისე ნამდვილად ღირდა ამხელა გზის გამოვლა -დამიყვირა და ჩემს სახლში შევიდა
არა ასეთი არეული და განადგურებული შიგნით ვერ შევალ -გავიფიქრე და ჭისკენ წავედი ,რომ სახეზე წყალი შემესხა ....

მოკლედ ის დღე მშვიდობიანად დავასრულეთ მალევე წავიდნენ ჩვენი სტუმრები , გასვლისას შემომხედა სანდრომ ,რაღაცნაირად გამიღიმა და კარები მიიხურა , ეს რაღაცნაირი გაღიმებები არასდროს არ მომწონდა ,ყოველთვის ვთვლიდი ,რომ ბიჭს ან მოსწონხარ ან ყურადღებას არ გაქცევს , მიუხედავად იმისა ,რომ ბევრ ბიჭთან მქონდა კარგი ურთიერთობა და დამოკიდებულება მაინც დისტანციას ვიჭერდი, აი ახლა კი ნამდვილად ვერ მივხვდი რა ტრანსფორმაცია განვიცადე წამებში არ იფიქროთ ,რომ სიმპატიური ბიჭი არ მინახავს , ან გარეგნობა მადუმებს , არა , არა და არა არსებობს კიდევ რაღაც სხვა .......ვერ ახსნი.,..... ვერ იტყვი ,..... უბრალოდ სიტყვები არ გეყოფა .....
ყოველ გოგოს უნდა ის ერთადერთი ზოგი აღიარებს ,ზოგი არა , ნუ თამაშობთ ცივი გოგოების როლს , ეგეთი უბრალოდ არ არსებობს , და ნუ ფიქრობთ ,რომ თქვენი მეგობრები ან დაქალები ,რომლებიც გამუდმებით შეყვარებულზე და ბიჭებზე წუწუნებენ ან შტერუკები არიან ანდა სიყვარულმა დააბრმავათ , უბრალოდ მონუსხული ადამიანი სულ სხვა თვალით უყურებს ყველაფერს , ეს არ არის ვარდისფერი სათვალე ან რეალობის არასწორი აღქმა , უბრალოდ ბედნიერია ,სხვანაირია და რაც მთავარია მას ყავს ის ერთადერთი ვინც მიაჩნია მართლაც ,რომ განუმეორებლად მთელი ირმის ნახტომის გალაქტიკაში.
სანდრო ყოველთვის გამოუსწორებელი მექალთანე იყო ის და მისი და მუდამ ჩხუბობდნენ იმაზე ,რომ სანდროს აგდებული დამოკიდებულება ქალებთან ცუდად შემოუბრუნდებოდა რა თქმა უნდა ვაჟბატონი ყურს არ იფერთხავდა და არც ელოდა სასწაულს ,რადგან მასში ქალი მხოლოდ ერთ სურვილს აღძრავდა. ქალებს აფასებდა არა,როგორც ცოცხალ მგრძნობიარე არსებებს არამედ ,როგორც საქონელს ,როგორც რუსები იტყვიან "ტავარს"
მკერდი 3ზომა ? კარგია ... დიდი ტუჩები გადასარევია ... შავი თმა სექსუალურია და ა.შ. არანაირი გამოხედვა ,თვალები . ხანდახან აგრესიულიც კი იყო ქალებთან , უფრო აზარტი ჰქონდა ვიდრე რაიმე გრძნობა , ბევრს უცდია უკარებას როლის თამაში სანდროს "დასათრევად" ,აგრამ წლებმა და გამოცდილებამ იმდენი ახალი შესძინა ,რომ ვერანაირი გოგო ვერ აიძულებდა მისი გული შეეწუხებინა რომელიმეს,ამიტომაც ვერასდროს!ვერასდროსვერ აღწევდა სანდროს ტვინის უჯრედებამდე ან გულის რომელიმე ნაწილმადე ქალი ,როგორც სუსტი სქესის მგრძნობიარე არსება .
დედა ყოველთვის უყვარდა ,პატივს ცემდა ,აღმერთებდა ეტალონად ყავდა ,ასევე დაც , მაგრამ სხვა ქალები უბრალოდ სხვანი იყვნენ და მორჩა. მისი გარეგნობა იარაღი იყო , ჭკუა კი ბონუსი ,რომელიც ამ ყველაფერს ერწყმოდა , არ დავივიწყოთ შარმი აი ეს კი ანიჭებდა მას განსაკუთრებულობას ყოველთვის ,როცა რომელიმე კლუბში ან ბარში იჯდა (უბრალოდ იჯდა) მაშინაც კი არ ანებებდნენ ქალები თავს და გარს ეხვეოდნენ ... თბილისის ზოგიერთი ვითომ ძააალიან სვეცკი გოგოშკა იტყოდა ხოლმე რა გახდა ეს ბიჭი სულ არ მიმაჩნია სიმპატიურადო ,მაგრამ სანდროს ერთი შემოხედვა და მაგ აზრიანენიანად ჩაყლაპული გოგო თავის ერთ ადგილს მწარედ აყენებდა . ახლა არ არის გასაკვირი ჩვენი მთავარი გმირის სალომეს ასეთი უეცარი ცვლილება და წამში აწრიალებული პეპლები .

-სანდრიკ სად გაქვს ეს ტელეფონი ტო ?
- რომელი საათია? - გაიზმორა და სწრაფად დაახამხამა გრძელი წამწამები
-12 -ია ბიჭო სოფელში მაინც არ იყო რა გჭირს ? როდის მოდიხარ ?რახდება ? შენები როგორ არიან ?
-როდის დამიდაქალდი შე ტაშტო?
-რა?
-რა კითხვები მომაყარე აბა ?
-კაი ,კაი მოკლედ როდის მოდიხარ აქეთ ? წავიდეთ მერე ანტალიაში , კაი გოგოები სულ ნარჩევები ,შავები უუუუფ
-ხო რა დედაჩემს უნდა ცოტა ხნით აქ გავჩერდე და სადღაც 1 კვირაში ალბათ ჩამოვალ
-აუ რა უნდა აკეთო მანდ 1 კვირა გაფიცებ
-არ ვიცი ,არ ვიცი ... ისე არის ერთი გასართობი- ჩუმად ჩაეცინა სანდროს და მოკიდებული სიგარეტი აივნიდან ისროლა

-თათა მიშველე ,დამეხმარე
-რა ხდება ამ დილა უთენია მშვიდობაა ?
-არა ,არ არის ვერ დავიძინე ცუდად ვარ , მესიზმრა , გავიღვიძემომელანდა ,მერე ვეღად დავიძინე სულ მის თვალებზე ვფიქრობდი, ის ღიმილი არ ამომდის აუ მიშველე
-ჰეი ,ჰეი ხო მშვიდობა გაქვს ? ვინ ?რა? ამიხსენი წესიერად რა ხდება ?
-მოკლედ ერთი ბიჭია
-რაააააა? - თათამ იმხელა ხმაზე დაიყვირა თვითონვე შეწუხდა
-რა იყო ? აუ მიშველე
-ჩემი გოგო შეყვარებულია ჰოი დიდო ზევსო გვეშველა და აი მოხდა ეს სასწაული , ჩაიწერეთ დაბეჭდეთ ,ვაშინგტონ პოსტს გააგებინეთ , ინგა გრიგოლიასთან ვრეკავთ , დიდო მთებო იწყეთ დრეკა
- აუ ნუ მაცინებ ,მაცადე ისედაც ვნერვიულობ
-რა განერვიულებს დროზე ინფორმაცია
-არ ვიცი ,მართლა არ ვიცი
დღის ბოლოს უკვე თათამაც იცოდა მთელი ინფორმაცია და სალომემაც იცოდა ის რაშიც ეჭვი არც თქვენ გეპარებათ და არც მე ... არა მაინც რამდენს ნიშნავს ,როდესაც ელოდები არა არც კი ელოდები და თავისით მოდის , თვალებით განიშნებს ,რომ ის მართლა ის არის ... დედის შვილია



№1  offline წევრი milangirl

sheni istoriis wakitxva ar girs sanam ar daamtavreb, amitom davelodebi dasaarulas. imedia bolonde miiyvan am istorias

 


№2  offline წევრი sergio ramos

woow gvegirsa.imedia male dadeb momwonss

 


№3  offline წევრი ციცინათელა

მალე გააგრძელე რა <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ბუბუ

რატომ არ აგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent