ყვავილების გამყიდველი (ნაწილი მეჩვიდმეტე)
ჯერ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი თბილი კომენტარებისთვის. ძალიან ძალიან მიყვარხართ და თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მახარებთ თქვენთვის შეიძლება უბრალო , მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასი სიტყვებით. იმედია ისიამოვნებთ *** ვიწექი ასე და ჩემ საწყალ ფეხს დავყურებდი. მაინც რა ხიფათიანი ხარ ტასოთქო ვფიქრობდი ჩემთვის. თანუ ჩემთან გადმოსახლდა და ყველაფერში მეხმარებოდა. გაბრიელიც მირეკავდა ხოლმე , რამოდენიმეჯერ ექიმთანაც წამომყვა. ნუ რაღა რამოდენიმეჯერ .სულ სამჯერ ვიყავი და სამივეჯერ გაბრიელმა წამიყვანა. ურთიერთობა ნორმალურზე კარგი გვქონდა. აი კარგი მეგობრები ,რომ არიან დაახლოებით მასეთი.მაგრამ ერთი განსხვავებით. ჩვენ მეგობრები არ ვყოფილვართ. ჩემ ფეხის მოტეხვას კისრის გაშეშებაც დაემატა შეგრძნება-საშინელი. თავს ვერ ვატრიალებდი.მაშინვე საშინელ ტკივილს ვგრძნობდი და ერთიანად ვიჯღანებოდი მეც. დედამ და მამამ ,რომ გაიგეს ჩემი ამბავი გამიგიჟდნენ. მეც ჩემებურად დავამშვიდე და არაფერიათქო შევუძახე. მერე კი გავაგრძელე ჩვეუებრივ ტემბრში ცხოვრება.ნუ რაღა ჩვეულებრივ. ჯერ-ჯერობით ფეხმოტეხილი ტასუნას ცხოვრებით ვცხოვრობდი. *** დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიზა. კი გამიკვირდა სულ ჩემით ვიღვიძებ და დღეს ნამეტანი გამტკბობია ძილითქო. -გისმენ-ვუპასუხე დაგუდული ხმით -გაემზადე და თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნები ექიმთან უნდა წაგიყვანო-მითხრა გაბრიელმა -რამინდა ექიმთან ? -გავიკვირვე ისე გეგონებათ მე არ ვყოფილიყავი ფეხმოტეხილი -ტანსაცმელები უნდა ვიყიდოთ.რა უნდა გინდოდეს ექიმთან ,თაბაშირი უნდა მოგხსნას-მითხრა სიცილით -ნუ ჰო კაი-ვუთხარი ნახევრად მძინარემ -მოვალ მალე -კაი ტელეფონი ,რომ გავუთიშე კიდევ ერთხელ გადავწექი საწოლზე. ისე მინდოდა ძილი ისიც კი ვიფირე ხვალისთვის ხო არ გადავდო ექიმთან ვიზიტითქო. მაგრმა მერე ,რომ წარმოვიდგინე თავისუფლად შევძლებდი სიარულს „საწოლიდან წამოვფრინდი“. ნუ წამოვფრინდი რა. როგორც შევძელი ამ ფრაზის შესრულება ისე. მერე საწოლზე წამომჯდარი გავსკდი თანუ თანუს ძახილში. პასუხი ,რომ ვერ მივიღე პირი რამის ჩამომივარდა. მერე უნებრად მოვკარი თვალი ტუმბოზე დატოვებულ ქაღალდს. აშკარად თანუს ხელწერით. ფრთხილად გადავწვდი და ხელში მოვიმარჯვე. „ტასო დღეს დილას ლექცია მაქვს.მალე მოვალ.“ როგორ გამახარეთქო ჩავილაპარაკე ჩემთვის და ყავარჯნისკე გავწიე ხელი. ამდენი ხანია ფეხი მაქვს მოტეხილი და მაინც ვერ დავამუღამე ამ ყავარჯნებით სიარული. ფრთხილად წავედი კარადისკენ და კარები გამოვაღე. მერე გამახსენდა ჯერ ამინდი ვნახოთქო და ცალი ყავარჯნით ფარდები გავწიე. რა ჯანდაბაა.რაღა „დღეს მოუნდა წვიმათქო.“ ჩავილაპარაკე ნაწყენმა ამინდის მისამართით. მერე კარებზე ზარი გავიგე და რა არის გაბრიელ დაქროდითქო ? წარბაწეული წავედი მისაღებისკენ დაახლოებით სამი წუთი დამჭირდა კარებთან მისასვლელად და უკვე იმდენჯერ დააზარუნა ნერვებზე ამწიე. -აბა თხუთმეტწუთშიო ?-კარები გავაღე თუ არა ეგრევე ვეცი. -გზა ცარიელი იყო -და მე მზად არ ვარ . -დაგელოდები -კარგი ჰო შემოდი -ვუთხარი და ჩემი ყავარჯნებით ოთახისკენ წავბარბაცდი *** ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე გაბრიელისთვის დამეძახე . -გაბრიელ -რა არის / -შემოაღო მაშინვე კარები ეს რა არის მე მყარაულობდათქო ? გავიფიქრე სიცილით -ვერ წამოვალ დღეს -რატო ? -ცალ ფეხზე სპორტულს ვერ ვიცვამ და იმიტომ -დაგეხმარები -არაა -დავიყვირე იმხელაზე ჩემი თავის შემრცხვა -ექიმი გველოდება ტასო -და რა ვქნა ცალფეხ ჩაცმული წამოვიდე? -მოდი დაგეხმარები -მითხრა შეპარული ღიმილით და ჩემკენ წამოვიდა მე ვიჯექი ცალ ფეხ ჩაცმული და ცალ ფეხ „გაუყრელი შარვლის ერთ ტოტში“. გაბრიელი დაიხარა და ფრთხილად აწია ჩემი მოტეხილი ფეხი.მერე შარვლის ერთ ტოტში „გაუყარა“ და ფრთხილად ამიწია მუხლამდე. მერე „მოდი დამეყრდენიო“ მითხრა და ხელი გამომიწოდა. მეც ფრთხილად წამოვდექი და შარვალი წელამდე ავიტანე. იქვე მიგდებული ჟაკეტიც მომაწოდა და მხრებზე მომახურა. ალბათ პომიდვრი ფერი მედო. ვერ გეტყვით . კედევ კარგი იქვე ახლო მახლოს სარკე არ იყო თორე მოვკვდებოდი სირცხვილით. მიკვირს ჩემი სახის დანახვისას რატო არ გადაბჟირდა . მხოლოდ ის მკითხა აბა წავიდეთო? მეც თავი დავუქნიე და ყავარჯნებით ხელში გავეშურეთ კარებისკენ. *** -დილით ჭამე? -მითხრა უკვე მანქანაში მყოფმა -არა -გინდა სადმე დავსხდეთ სანამ ექიმთან მივალთ ? -შემომთავაზა გაბრიელმა -ჯობს არ დავაგვიანოთ -ვუთხარი თავდახრილამ -შენ რა ჩემი გრცხვენია ? -მრცხვენია ? საიდან მოიტანე -წამოვწიე მაშინვე თავი. -აბა რა არის , რა სამი წლის ბავშვივით მელაპარაკები -არ მცხვენია მართლა-დავაყოლე ჩემი სიტყვის გასამტკიცებლად.არადა ალბათ ისევ წითელი ფერი მედო სახეზე. -კარგი -მითხრა ღიმილით და გზას გახედა *** -აუუუ.როგორც იქნა -აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი და ჩემ ფეხს დავყურებდი. გაბრიელი სიცილით შემომყურებდა. ალბათ ახლა მართლა ვგავდი მის დიშვილს.ან რა გასაკვირია მართლა ორი წლის ბავშვივით ვიქცეოდი. -გაბრიელ ნახეე -ვაგრძელებდი ჩემსას და ფეხს ჰაერში ვათამაშებდი -ისე იზამ მეორედ მოიტეხავ -მითხრა სიცილით -რას მწყევლი ეე -ვიწყინე მე -შენ ძაან მოგწონს აქ ყოფნა . წამოდი მანქანაში დატკბი შენი ფეხით -გაბრიელ არ გამაბრაზო თორე ეხლა აღარ მაქვს ფეხი მოტეხეილი-დავემუქრე ჩემი ჭკუით -წამოდი წამოდი -მითხრა სიცილით და კარებისკენ მიბიძგა. *** -სადმე დავსხდეთ და ვჭამოთ -შემომთავაზა გაბრიელმა ისე ,რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია -დავსხდეთ-ვუთხარი ჩემი ფეხის ამბით გახარებულმა -მგონი სულ ფეხი უნდა მოიტეხო ასეთ ხასიათზე ,რომ იყო -მითხრა ფხუკუნით -გაბრიელ გადაფიქრების ვარიანტიც არსებობს -ანუ სად ვსხდებით ? -სადმე აქვე რავიცი -ვუპასუხე მეც -კარგ ადგილას წაგიყვან -შემომთავაზე უცებ -სად ? -პირველი ჩაშლილი პაემანი უნდა ავინაზღაუროთ -მითხრა სიცილით და გზიდან გადაუხვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.