შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლელი სანდრა მინდა მეე?(6)


18-12-2015, 19:37
ავტორი zoi
ნანახია 2 259

-ჩემთვის არაფერი დაუტოვებია აზრზე ხარ?
თითქოს სიმართლე აღმოაჩინაო ისე ლაპარაკობდა რიჩარდი.უნდოდა დაეჯერებინა ატკიებული თავი რომ სანდრა წავიდა და ყველაფერი დამთავრდა.არც არაფერი ყოფილა.სანდრასთვის ის სულერთი იყო.მაგრამ გულისთვის რა ექნა რომ არ სჯეროდა?ვერ იჯერებდა რომ სანდრა რომელიც მისი სითბო იყო არაფერს გრძნობდა.არა ამის დაჯერება შეუძლებელი იყო.მაგრამ ფაქტი ხომ სახეზეა ის წავიდა,ასე უთქმელად დატოვა
-რიჩარდ..
-არ გინდა არაფერი მითხრა ეს ხომ მოსალოდნელი იყო მას ხომ არ ვყვარებივარ
ანამ იმისი თქმაც ვერ მოასწრო რომ არასწორად ფიქრობდა და სანდრა არ იყო მის მიმართ გულგრილი.რიჩარდი სახლიდან გიჟივით გავარდა და ლიფტსაც კი არ დაელოდა კიბე ფეხით ჩაირბინა.თუ არ დაიმტვრეოდა არ მეგონა ისეთი სიჩქარით მიყავდა მანქანა.საჭეს გამწარებული ურტყამდა ხელებს და აღარ იცოდა რა ექნა სად დაეხარჯა ეს უარყოფითი ენერგია.უნდოდა ვინმე მაგრად ეცემა.ეყვირა რომ ადამიანები ასეთები არ უნდა იყვნენ.არ უნდა აჩვენებდნენ ერთმანეთს თავებს.არ უნდა აძლევდნენ იმედს და მერე უმოწყალოდ უცრუვებდნენ.მაგრამ იმასაც ფიქრობდა სანდრას ხომ მისთვის არაფერი უთქვამს ისეთი რომ იმედი გასჩენოდა.თვითონ მისცა თავის თავს იმედი ამიტომაც ბრაზობდა ასე
-იდიოტი ვარ
-მაგრამ რა იყო ის ცვლილება რიჩარდთან ურთიერთობის მერე რომ განიცადა სანდრამ?რა იყო ის სითბო რიჩარდს რომ ასე ათბობდა და ყველას უკვირდა?რა იყო ის გამოხედვა რა იყო ის ჟრუანტელი თითოეული შეხებისას რომ უვლიდა სნდრას და უხერხულად ეღიმებოდა.რიჩარდი ხომ ამ ყველაფერს გრძნობდა რა საჭირო იყო დამაიმედებელი სიტყვები ეს გრძნობა იყო იმედი.მაგრამ ასე სასაცილოდ დატოვებული.გაცრუებული და გაუბედურებული.შეძლებდა კი აწი ვინმეს შეყვარებას?შეძლებდა სანდრა დაევიწყებინა?
მანქანა ბართან გააჩერა და სწრაფი ნაბიჯით შევიდა.თითქოს სწყუროდა,ტკივილის დაამება სწყუროდა და სასმელი ეგონა მალამო.შუადღე იყო ბარში არავინ არ იყო.მხოლოდ რიჩარდი იჯდა და სვამდა.თითეულ ჭიქას ბოლომდე ცლიდა თითქოს ჭიქის ძირში სიმშვიდეს დაინახავდა.ეგონა თუ დალევდა აღარ იფიქრებდა.სასმელი შველისო გაგონილი ჰქონდა მაგრამ არაფერსაც არ შველის,მხოლოდ გათრობს და უარეს მდგომარეონბაში გაგდებს.უკვე საშინლად მთვრალი იყო მაგრამ მაინც ვერ ჩერდებოდა.უკვე აზრი აღარ ჰქონდა არაფერს.ყოველთვის ოპტიმისტი ადამიანი ახლა უიმედოდ იყო.ეგონა ყველაფერი დაკარგა.საერთოდ როგორღა უნდა ყოფილიყო ბედნიერი მისი სითბოს გარეშე?სვამდა იმაზე მეტს ვიდრე ნებისმიერი ადამინის სხეულს შეუძლია აიტანოს.ანა კი საშინლად იყო გაბრაზებული,მობილურზრე ურეკავდა მაგრამ გათიშული იყო.თავგზა აებნა ვერ ხვდებოდა ასე რატომ მოიქცა სანდრა.იცოდა რომ რიჩარდის მიმართ არ იყო გულგრილი და ამაზე უფრო ბრაზდებოდა,უყვარდა მაგრამ მაინც დატოვა.აუცილებლად უნდა ეპოვნა რიჩარდი და ყველაფერი ეთქვა.არც ის პასუხობდა მობილურს,ზარი გადიოდა მაგრამ ისე იყო გაბრუებული არაფერი ესმოდა.ანა მასთან მივიდა სახლში უკვე შუა ღამე იყო,კართან დაჯდა და ორი საათი მაინც ელოდა.რიჩარდი გრძნობის დაკარგვამდე სვამდა.ვერაფერს,სხეულსაც კი ვეღარ გრძნობდა მარტო ტკივილს დაუამებელს.თავიდან ფეხის თითამდე ტკივილით იყო სავსე სისხლს ტკივილი შეერია და ისე მოძრაობდა.ტაქსამდე ძლივს მივიდა რომ სახლში წასულიყო.ახლა რომ მანქანა ემართა აუცილებლად დაიმტვრეოდა სადმე.ლიფტში შევიდა და სანამ მეხუთე სართულამდე ავიდოდა თავი ძლივს შეიკავა რომ არ დაცემულიყო.კარი რომ გაიღო და რიჩარდი დაინახა ამოისუნთქა.საშინელ მდგომარეობაში იყო მაგრამ მთავარია რომ ცოცხალი იყო.გამოსვლაში მიეხმარა.
-ანა,,,,შენ აქ რა გინდა?
სიტყვებს ძლივს აბამდა და ანას ეყრდნობოდა
-გასაღები მომეცი
-ღიაა კარი
-რაა ამდენი ხანი ძირს ვზივარ ფუიი შენი
-და რატო ზიხარ მერე?
-გაჩუმდი და წამოდი
მისაღებამდე ძლივს მიიყვანა და სავარძელში ჩასვა.
-რას გავხარ რიჩარდ?
-რას ვგავარ?
-უკანასკნელ იდიოტს
-ვარ ანა ვარ
-გაჩუმდი რა ორ სიტყვას ძლივს ამბობ
-რა გამიკეთა ხედავ?აი ასე ჰოპ და დამიკიდა
-ნუ ბლუყუნებ მეთქი,ხომ იცი რომ ასე არაა ისიც იცი რომ უყვარხარ
-ვსო მორჩა ყველა ქალი მეზიზღება,ფუი რა იდიოტი ვარ ეშმაკები ხართ ქალები,ვუყვარვარ არა? რა მაგარი სიყვარული სცოდნია,კი არ ვუყვარვარ ვეზიზღები
ანას უკვე ეცინებოდა რიჩარდის ლაპარაკზე
-მომისმინე რიჩარდ,ასე ნუ ლაპარაკობ გამოფხიზლდები და ინანებ,,,,,ისე რა უნდა ინანო არ გემახსოვრება
-არა ანა მემახსოვრება აარასდროს არ დამავიწყდება როგორ მომექცა,მე იდიოტმა ბილეთები ვიყიდე მინდოდა საქართველოში ერთად წავსულიყავით
რიჩარდმა ჯიბიდან ძლივს ამოაძვრინა დაკუჭული ბილეთები.ანამ გაოცებისგან პირი დააღო და ხელი აიფარა.საშინლად შეეცოდა რიჩარდი და სანდრაზე კიდევ უფრო მეტად გაბრაზდა.
-ხო მიდი დამცინე მეზიზღება ჩემი თავი
კიდევ კარგა ხანი ბუტბუტებდა რიჩარდი.მერე ანამ ოთახში გაიყვანა და დააწვინა.ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა,წასულიყო საქართველოში სანდრასთან რომელზეც საშინლად იყო გაბრაზებული თუ რიჩარდთან დარჩენილიყო რომელსაც აუცილებლად დასჭირდებოდა გვერში მეგობარი.მეც გაოგნებული ვარ,ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევა სანდრა მაგრამ ახსნა ალბათ ექნება.მიუხედავად იმისა რომ უკვე შუა ღამეს გადაცდა და საცაა გათენდება პარკში მივდივარ.არ ვიცი რამდენი ხნით მომიწევს საქართველოში დარჩენა.კიდევ ერთხელ უნდა დავჯდე ჩემს სკამზე.აქაურობა მომენატრება.მაგრამ მხოლოდ ეს პარკი.ქალაქი დიდად არა.მიხარია კიდეც რომ მივდივარ, ყოველთვის მაინტერესებდა საქართველო.მაგრამ რა უნდა გავაკეთო იქ ჩასვლის მერე არ ვიცი.სად წავალ სანდრას როგორ ვიპოვნი არაფერი არ ვიცი,მაგრამ რომ წავალ მაგაში დარწმუნებული ვარ.გვერძე ვიღაც მომიჯდა
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი
ეს ანა იყო
-ვიცოდი რომ სანდრას გარეშე აქ არ გაჩერდებოდი და საქართველოში წასვლას გადაწყვეტდი,ისიც ვიცოდი რომ აქ შევძლებდი შენს ნახვას.
გამეღიმა ასე კარგად არავინ მიცნობს.ზოგადად ადამიანები ერიდებიან ჩემთან ურთიერთობას.მეგობრებიც კი არ მყავს.შეშლილი მწერალი არავის სჭირდება მაგრამ ეს გოგო სასწაულია.ყოველთვის ვგრძნობ რომ ჩემი ყოველი ნაბიჯი იცის.ჩემზე წინ დგას ყოველთვის და იქ მელოდება სადაც წასვლას ვგეგმავ.
-გაგაკვირვე?
-სიმართლე გითხრა კი,მეგონა ჩუმად მარტო მე ვმოქმედებდი
-როგორც ჩანს კონკურენტი გამოგიჩნდა
-მშვენიერი კონკურენტი
-საქართველოში რა უნდა ქნა?
-არ ვიცი აზრზე არ ვარ
-ჩემს მეგობარს დავურეკავ და დაგხვდება
-არ მინდა შეგაწუხო
-ღმერთო ამ ხალხმა ვერ გაიგო რომ როცა ვამბობ აუცილებლად გავაკეთებ კიდეც
-კარგი კარგი რა ქვია შენს მეგობარს?
-თიკა ჰქვია,ვეტყვი ფურცელი დაიჭიროს და იცნობ
-მადლობა
-რისთვის?
-ბოლო რამდენიმე თვისთვის,იმისთვის რომ შენი წყალობით ცოტათი მაინც დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა და იმისთვის რომ გესმის.
ანამ ისე გამიღმა ლამის იქვე დავდნი.ამ გოგოს ჭკუიდან გადავყავარ.
-მე აქ უნდა დავრჩე
-რას აპირებ
-სანდრას უფლებას არ მივცემ ხელმეორედ დაენგრეს ცხოვრება,რიჩარდი აზრზე უნდა მოვიყვანო.სანდრა ახლა ვერ ხვდება რა ჩაიდინა მაგრამ გავა დრო და აუცილებლად ინანებს
-ვერ ვხვდები ასე რატომ მოიქცა
-არ ვიცი საერთოდ არ მესმის მისი
-რიჩარდი ძალიან ცუდადაა?
-ცუდად არა გიჟათაა
-ასე უყვარს?
-მგონი ეს შენ ჩემზე კარგად იცი,უყვარს თან შესაძლებელზე მეტად
-ხო ვიცი,რას აპირებ?როგორ დაარწმუნებ რომ სანდრა ნახოს
-არ ვიცი ჯერ არაფერი მომიფიქრებია მაგრამ რაღაცას აუცილებლად ვიზამ.
ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით,უხერხული სიჩუმე იყო და მე ეს უხერხულობა მომწონდა მე ეს სიჩუმეც მომწონდა,მთავარია ის იზიარებდა ამ სიჩუმეს.რამდენიმე წუთის მერე წამოდგა მეც ავდექი.ეშმაკურად იღიმოდა,ვგიჟდები როცა ასე აკეთებს.მომიახლოვდა ვიფიქრე უნდა გადამკოცნოს მეთქი მაგრამ ასეთ კოცნას ნამდვილად არ ველოდი.უნდა ვაღიარო რომ მასზე გემრიელი ტუჩები არ გამისინჯავს,გული დამწყდა ჩემს ტუჩებს რომ მოშორდა,ჩემს გაოგნბეულ სახეზე გაეღმა და ახლა ყურთან მომიტანა ტუჩები.ღმერთო მაგიჟებს ეს გოგო.რა უნდა რომ გადავიფიქრო წასვლა?
-მერე, ბოლოს შენზე რომ დაწერ ისტორიას მთავარ როლში მე ვიქნები
ჩუმად მიჩურჩულა კიდევ ერთხელ შემეხო ტუჩებზე და სწრაფად წავიდა.აზრზე ვერ მოვედი რა მოხდა.ვგრძნობდი მხოლოდ ძლიერ ვნებას რომელიც მისკენ მექაჩებოდა,მაგრამ არ შემეძლო.ვერ გავყვებოდი,დილამდე პარკში ვიჯექი და მასზე ვფიქრობდი.ხომ ვამბობ რომ ამ გოგომ ყველაფერი იცის ჩემზე.მე ჯერ ოცნებაც არ მქონდა მასზე დაწყებული მან კი იცოდა რომ ჩემი ცხოვრების მთავარი გმირი გახდებოდა.სასწაულია ეს გოგო.და მე მჯერა ქართული სასწაულების.უკვე ორ მათგანს ვიცნობ და აღფრთოვანებული ვარ.სახლში ნივთების ასაღებად მივედი,მალე თვითმფრინავი გაფრინდებოდა.აეროპორტში დროულად მივედი.,მიხაროდა სანდრას ვნახავდი და ყველაფერს გავიგებდი.მაგრამ რიჩარდის ამბავიც მაინტერესებდა.ახლა ვეღარ გავიგებ ის რას იზამს.მთელი ღამის უძილოს თვითმფრინავში ეგრევე დამეძინა.ფრენის მერე რომელიც მეგონა საუკუნეები გაგრძელდა,დაღლილი ჩამოვედი თვითმფრინავიდან.არ ვიცი ქართველები რას გრძნობენ სამშობლოში დაბრუნებისას მაგრამ მე ჟრუანტელმა დამიარა.არ ვიცი ეს იმის გამო იყო რომ საქართველო სანდრას ქვეყანაა თუ იმის გამო რომ ჰაერი მომეჩვენა უფრო სუფთა და გემრიელი.ან იქნებ უბრალოდ დაღლილობის ბრალი იყო,მაგრამ დაღლილობას ვერ დავაბრალებ იმ გრძნობას საქართველოს მიწაზე ფეხის დადგომამ რომ გამოიწვია.ცოტა დავიბენი, ყველა ქართულად ლაპარაკობდა,ან შეიძლება არც ქართულად მაგრამ მე არაფერი მესმოდა.კიდევ კარგი მალე დავინახე გოგონა წარწერით,ჩემი სახელი ეწერა.გამიხარდა ინგლისური იმანაც კარგად რომ იცოდა.
-გამარჯობა მე თიკა ვარ
-სასიამოვნოა.
-თიკა დამეხმარა სასტუმროში დავბინავებულიყავი და მითხრა თუ რამე დამჭირდებოდა დამერეკა.ერთკვირიანი წვალების შემდეგ სანდრა ვიპოვნე.როგორც ჩანს მისი მშობლები თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად,ან სანდრას ძმასთან იყვნენ სტუმრად.სანდრა და მისი ძმა ყველაზე საყვარელი და-ძმაა მსოფლიოში.ვხვდები რომ სანდრა აღმერთებს დავითს.სანდრას სახეზე არასდროს დამინახავს ისეთი მზერა როგორითაც თავის ძმას უყურებს.მგონია რომ მას ბოლომდე ენდობა.მისი მშობლებიც საყვარელი ხალხია.ახლა ვხვდები რატომაა სანდრა ასეთი კარგი.როგორც ჩანს ისინი ისევ სოფელში ცხოვრობენ.როგორც სანდრა ამბობდა ისინი სოფლის ჰაერს ვერ მოშორდებიან.თბილისში კი დავითი ცხოვრობს და ახლა მასთან არიან სტუმრად.მშობლებს გაყვა სოფელში.გაგიკვირდებათ და მეც მოვახერხე მის სიახლოვეს ვყოფილიყავი.პირველად დავინახე ადამინის სახეზე ასეთი გამომეტყველება,სანდრა ყოველთვის გამოცანა იქნება ჩემთვის რომ მგონია მის ემოციებში უკვე ვერკვევი ისეთ რამეს დავინახავ მის სახეზე რომ ვგიჟდები.არ მინახავს ასეთი კმაყოფილი სახე არასდროს.არ მინახავს სოფლის სახლში დაბრუნებით ასე გახარებული ადამიანი.მთელი სახლი მოიარა.სულ მთლად გამოვშტერდი ერთ-ერთ ოთახში რომ შევიდა და სათამაშებს მიესალმა.
-ჩემო პატარებო რამდენი ხანი არ მინახიხართ,როგორ მომენტარეთ
სათითაოდ მოეფერა ყველას
-მაგრამ იქ ვერ წაგიყვანდით,ინგლისისთვის ვერ გაგიმეტებდით.მაგრამ ახლა თუ საქართველოში დავმკვიდრდი აუცილებლად ჩემთან იქნებით.
სანდრას რომ არ ვიცნობდე და არ ვიცოდე სრულ ჭკუაზეა ნამდვილად გიჟი მეგონებოდა.სოფელში ყველა გაოცებული და გახარებული ხვდებოდა,ვერ წარმომედგინა ხალხს ასე თუ ეყვარებოდა ერთმანეთი.თან არც ნათესავები არ ყოფილან როგორც მე ვიცი.უბრალოდ სოფლელები ისეთი სიყვარულით უყურებდნენ მისი შემშურდა.მე ხალხის სითბო არასდროს მიგრძვნია და არც დამინახავს.სანდრაც ყველას ღიმილით კოცნიდა.სოფელი ათასჯერ მაინც მოიარა.მის სოფელში პატარა მდინარე იყო.მის ნაპირას განსაკუთრებით დიდ ხანს ჩერდებოდა ყოველდღე.ვერ ვხვდებოდი რატომ მაგრამ ბოლოს თვითნვე თქვა რომ ერთ დროს იქ ბედნიერი იყო
-მაშინ პატარა ვიყავი და მიხაროდა ყველაფერი,სიყვარული მიხაროდა,ახლა კი მეშინია მიყვარდეს.ჯერ სიძულვილი უნდა მოვიშორო.მე ხომ აქ შემიყვარდა,ჩემო საყვარელო მდინარე ახლა დამეხმარე რომ სიძულვილი აქ დავამთავრო.
სოფელში ერთი კვირა მაინც გაჩერდა მერე თბილისში დაბრუნდა.სამსახური უნდა ეშოვნა.

**ანა**
რაც ის წავიდა თითქმის სულ რიჩარდთან ვარ ლამის მასთან გადავსახლდე,მაგრამ მაინც არაფერი გამომდის,მთელი დღეები ან სძინავს ან სვამს.ვთხოვ რომ დამელაპარაკოს მაგრამ არ უნდა.მეუბნება სალაპარაკო არაფერი მაქვსო.თუ ძალიან შევაწუხებ მერე ყვირილზე გადადის.ასეთი არასდროს მინახავს მართალია ერთი წელიც არაა სრულად რაც ვიცნობ მაგრამ,ის რიჩარდი რომელსაც მე ვიცნობდი არ იყო ასეთი.იმ მხიარული და საშინლად სიმპატიური ბიჭისგან არაფერი დარჩა.გადაბმული სმისგან თვალები სულ ჩაწითლებული აქვს,წვერს არ იპარსავს,სახლიდან მარტო დასალევად გადის.ალბათ ათასი გოგო მაინც გამოიცვალა მაგრამ არაფერი შველის.საშინლადაა.სულ რაღაც სამი კვირაა რაც სანდრა წავიდა და რიჩარდი უკვე ვეღარ ძლებს ვგრძნობ რომ აღარ შეუძლია მეტი მაგრამ არ იმჩნევს.თავიდან სანდრაზე ბრაზი ცოტათი მაინც შველოდა.თავს იმით იმშვიდებდა რომ სანდრა ცუდი ადამინი იყო და არ უნდა ყვარებოდა,მაგრამ მერე ესეც აღარ ჭრიდა,საშინლად ენატრებოდა.ბრაზი განელდა მაგრამ ტკივილი ისევ იყო მის თვალებში.ასე აღარ შემეძლო,თავიდან იმიტომ დავრჩი რომ რიჩარდის დახმარება მინდოდა,თან ვიცოდი სანდრას დრო სჭირდებოდა და საშუალება მივეცი დაფიქრებულიყო.ახლა უკვე აღარ შემეძლო აქ გაჩერება.აუცილებლად უნდა დავლაპარაკებოდი რიჩარდს.ასე მოქცევა სისულელე იყო უნდა დამშვიდებულიყო და რამე გადაეწყვიტა.გამიკვირდა სახლში უგონოდ მთვრალი რომ არ დაბრუნდა,ნასვამი იყო მაგრამ სულ ოდნავ
-მოხვედი?
-ანა კარგი რა,რატო იტანჯავ თავს შენ არ ხარ ვალდებული იმაზე იფიქრო მე სახლში ვიქნები თუ არა, ან შევჭამ რამეს თუ არა,შენ არ უნდა იყო აქ და ჩემზე არ უნდა ზრუნავდე
-მართალი ხარ მე არა ის უნდა იყოს აქ მაგრამ არ არის
-ხო არ არის და არც არასდროს იქნება მან მე მიმატოვა
-და შენც აპირებ ასე მშვიდად ილაპარაკო ამ თემაზე?
-ანა შენი აზრით ახლა მე მშვიდად ვარ?ან ეს ერთი თვე მშვიდად ვიყავი?დღესაც მარტო იმიტომ მოვედი ფხიზელი რომ აღარ შემიძლია შენი ანერვიულებული თვალების ყურება,აღარ მინდა დაგტანჯო.ნახე როგორ ჯაჭვივით აება,სანდრა ალექსანდრეს გამო დაიტანჯა,მერე გადაწყვიტა მე დავეტანჯე,მე კი არ მინდა ჩემ გამო შენ იყო ცუდად.
-მაგრამ მე მაინც ცუდად ვიქნები თქვენ თუ არ შერიგდებით
-ანა მე და სანდრა ერთად არასდროს ვყოფილვართ და შესაბამისად არც შევრიგდებით.ის არ იყო ვალდებული ჩემთან და იმიტომაც წავიდა
-შენ ამას მართლა ფიქრობ?ხო, თქვენ ოფიციალურად ერთად არ იყავით,მაგრამ თქვენ ერთმანეთი გიყვართ,ვინ იყო სანდრას გამო ქართულს რომ სწავლობდა და ორ საათიან ფილმებს უყურებდა უცხო ენაზე,ვინ იყო გეგმები რომ ჰქონდა
-ანა ეგ მე ვიყავი მე
რიჩარდი გულზე ირტყავდა მუშტს და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა
-მარტო მე სანდრა არ ყოფილა
-ხო მაგრამ შენ ხომ გრძნობდი რომ უყვარდი
-ხო ვგრძნობდი მაგრამ როგორც ჩანს მოვტყუვდი
-რიჩარდ გეყოფა თვითგვემა,შენ ძალიან კარგად იცი რომ სანდრას ვერასდროს დაივიწყებ ეს რომ შეგძლებოდა ერთი თვის მანძილზე ათასი გოგოს მეშვეობით მაინც მოახერხებდი,ისიც კარგად იცი რომ სანდრა შენს გარეშე კარგად ვერ იქნება,კარგი ვთქვათ არ ხარ დარწმუნებული იმაში რომ უყვარხარ,ის ხომ მაინც იცი რომ შენთან კარგად იყო,იმაში მაინც ხომ ხარ დარწმუნებული რომ ის შენ შეცვალე,შენ გააბედნიერე,ახლა გინდა მარტო დატოვო?გინდა შენს გარეშე დატოვო?გინდა ისევ იმ უგრძნობ გოგოდ აქციო როგორადაც მთელი ინგლისი იცნობს?არა რიჩარდ შენ ეს არ გინდა,თუნდაც არ უყვარდე შენ ვერ შეძლებ მის მიტოვებას,ამას არ იზამ,უბრალოდ ვერ შეძლებ.მართალია კარგად არ მოიქცა ასე რომ წავიდა მაგრამ ეს არაა ის საქციელი რაც შეიძლება ვერ აპატიო.მზად ხარ ამის გამო მთელი ცხოვრება დაიტანჯოთ?მზად ხარ სხვას დაუთმო?ნუთუ აიტან რომ ალექსანდრე ისევ შეეხოს?ის ვერ იტანს მას,მისი აქტიურობა კი გულს ურევს,ნუთუ არ გინდა რომ შენ იყო ის ადამინი ვინც მას დაიცავს?მე აქ ვეღარ გავჩერდები.ამდენი ხნით მარტო ვერ დავტოვებ.თუ გინდა რომ კარგდ იყო და მთელი ცხოვრება არ ინანო,თუ გინდა რომ მეც და სანდრაც კარგად ვიყოთ,ხვალ დილით აეროპორტში მოხვალ
ვერაფერს მეუბნებოდა იცოდა რომ მართალი ვიყავი.გუშინ ნაყიდი ბილეთები მივეცი,გაოცდა,მაგრამ მაშინვე მივხვდი რომ წამოვიდოდა.
-ბარგი ჩაგილაგე,თუ ჩათვლი რომ ერთი წლის გაცნობილი ადამინის კვალობაზე ზედმეტად ვერევი შენს ცხოვრებაში,მაპატიე იმიტომ რომ მე მეგობრობა ასე ვიცი,ასე ვერ და არ გიყურებ.
სახლში დარწმუნებული წავედი,ვიცოდი რომ წამოვიდოდა,ასე არ გარისკავდა,არ დარჩებოდა.აქამდე მე ვყავდი და იმიტომ არ მიდიოდა საქართველოში,მე ვაკავშირებდი სანდრასთან ბოლომდე დაკარგულად არ თვლიდა თორემ ასე არ გაჩერდებოდა.ზუსტად ვიცი ხვალ ჩემზე ადრე მივა აეროპორტში.არ ვიცი აქამდე რატომ არ მოვიქეცი ასე მაგრამ მინდოდა დრო გასულიყო რომ დარწმუნებულიყო სანდრას გარეშე ვერ შეძლებს.სახლში რომ მივედი ყველაფერი მოვამზადე ხვალისთვის,საწოლში ვიწექი,გამეცინა მგონი ჩემს მწერალს პროფესიაში ვეცილები.
დილით იქ დამხვდა,მივხვიდი რომ მზად იყო ებრძოლა,თუმცა ეს მზად ყოფნა წკიპზე ეკიდა არ ვიცოდი რამდენი ხანი გაძლებდა ასე,სანდრასგან სიცივე რომ ეგრძნო არ ვიცოდი რას იზამდა.გავუღიმე გამიხარდა რომ მოვიდა.
-შენ პატიება არ უნდა გეთხოვა,ზუსტად ისეთი მეგობარი ხარ როგორიც მჭირდება,კაცურ რჩევებს რომ მომცემს რა
გამეცინა,გამიხარდა რომ ასე თვლიდა,მაგრამ მე ხომ არც ისეთი კარგი მეგობარი ვარ.
-კაცურს არა?
-ხო რა თქვენ ქართველ გოგოებს ხომ შეგიძლიათ ძმაკაცობა,შენ ასე მითხარი
-ხო ხო გითხარი და ასეცაა
თვითმფრინავში ჩავსხედით.თბილისამდე ერთმანეთისთვის აღარაფერი გვითქვამს.რომ ჩამოვედი მივხვდი როგორ მენატრებოდა თბილისი.ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და რიჩარდს წინ გავუძეხი.ტაქსი გავაჩერე და ჩემი სახლის მისამართი ვუთხარი.
-სად მივდივართ
- ჩემთან სახლში
-მერე შენი მშობლები
-ჩემი მშობლები სანდრას მშობლების მეზობლები არიან სოფელში
-ახლა რა იქნება?
-ახლა მე და შენ გემრიელად მივირთმევთ და მერე დავისვენებთ,ან ჯობს ჯერ დავისვენოთ.
სახლში რომ მივედით პირველ რიგში ჩემს მწერალს გავაგებინე ჩამოვედით მეთქი.ხო ჩემს მე ის უკვე დავისაკუთრე.
-სანამ ყველაფერი მოგვარდება შეგიძლია აქ იცხოვრო
-მერე არ შეგაწუხებ?
-კარგი რაა
-კარგი მადლობა.



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძაქან კაი იყოო მომეწონა მარა სანდრა უკვე ძალიან მიშლის ნერვევს რა ამ რიჩარდმქ რაღქ დაუშავა დებილი გოგო
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2  offline წევრი zoi

♡EPICLOVE♡
ძაქან კაი იყოო მომეწონა მარა სანდრა უკვე ძალიან მიშლის ნერვევს რა ამ რიჩარდმქ რაღქ დაუშავა დებილი გოგო

მადლობა დიდიი

 


№3 სტუმარი black

Kaia dzalian reebi xdebaah?!male dade axali tavi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent