შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიამოვნო ლაშქრობა(თავი 7)

18-12-2015, 23:24
ავტორი chica sol
ნანახია 5 054

ჩაბნელებულ სახლში ვერ ვხედავდი ვინ იყო, მაგრამ მისი სურნელი, ტუჩები, სხეული, კოცნა, სუნთქვა მეცნო... ლუკა იყო ჩემს წინ. ჯერ წინააღმდეგობის გაწევა ვცდე, მე ხომ მასზე გაბრაზებული ვიყავი... ხელი ვკარი, მაგრამ ვერც სხეულს და ვერც ტუჩებს ვერ მოვწყვიტე. გახელებული უფრო ძლიერად მიკრავდა ტანზე.ერთი ხელით ორივე ხელს თავს ზემოთ მიკავებდა, მეორე ხელით კი ჩემს თმას ბღუჯავდა და თავის განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. თეძოებით ძლიერად მაწვებოდა, რომ კედელს არ მოვშორებოდი და გაქცევა არ მეცადა მისგან.
გონება მთელი ძალით მიკიოდა „თავიდან მოიშორე ლანა!“ მაგრამ სხეული გონების კივილს არ უსმენდა...გონება დამებინდა, მოვდუნდი, კოცნაში ავყევი, ვიგრძენი როგორ მოდუნდა ლუკაც, ხელები გამინთავისუფლა, რომელიც მაშინვე მის კისერზე მოვათავსე და ჩემსკენ უფრო მივიზიდე.
თმას ხელი შეუშვა, მხრებიდან ნელ-ნელა ქვევით ჩააცურა, ჯერ წელზე, შემდეგ უკანალზე და ძლიერად მომიჭირა. წამოკივლება ვერ მოვასწარი, რადგან ნიკაპზე გადასული მისი ტუჩები ისევ ჩემს ბაგეებს დასწვდა და ხმა ჩამიხშო.ვნებამორეული დავასრიალებდი მის თმაში ხელებს და სხეულზე ისე ვეკვროდი თითქოს მინდოდა მას შევრწყმოდი.
მალე მის შიშველ წელზე მქონდა ფეხები შემოხვეული. სიბნელეში მიიხვლევდა გზას, არც კი ვიცი საით... ხის მაგიდაზე შემომსვა და სპორთული ჟაკეტი თითქმის შემომახია ტანზე. მაიკაც წამში მომაშორა. გონება დაბინდულმ ვერც კი შევნიშნე როდის გამხადა ელასტიკი. ახლა მხოლოდ საცვლების ამარა, ნახევრად შიშველი ვიჯექი მაგიდაზე და კბილებს მთელი ძალით ვაჭერდი ტუჩებს, რომ კვნესა შემეკავებინა. ლუკა კი ჩემს ყელზე დათარეშობდა და გზას მკერდისკენ მიიკვლევდა. ჯერ ლავიწამდე გაიყვანა კოცნების ბილიკი და შემდეგ აიღო გეზი მკერდისკენ. ერთი ხელი ჩემს წელზე მოეთავსებინა და სასიამოვნოდ დაასრიალებდა, მეორეს კი ფეხზე ... მუცელში ყველა კუნთი დამეჭიმა, რაღაც ლავასავით მწვავდა... სხეული მიცახცახებდა, ვერ ვიოკებდი...
გონს მაშინ მოვედი, როცა ხელი ბიუსჰალტეერისკენ წაიღო. აი მაშინ ჩაირთო გონების ჩამრთველი და წითელი ღილაკიც აბრიალდა.
-საკმარისია.- ჩამწყდარი ხმით ვუთხარი და ხელზე ხელი მოვკიდე. მთელი სხეული მიკანკალებდა, ჩემს ხმას დამაჯერებლობა აშკარად აკლდა.
-არ ვაპირებ შორს წასვლას...-მითხრა თვითონაც შეცვლილი, ვნება გაჟღენთილი ხმით და ისევ ჩემს ტუჩებს დააკვდა. -სულ რამდენიმე გაკვეთილით ფანტასტიურად აითვისე კოცნის ხელოვნება!- ჩამჩურჩულა...
„გონება მოიკრიბე ლანა... „ ისევ აკივლდა ჩემი გონება... მთელი ჩემი არსებით გადავწყვიტე ლუკას მოშორება, სწორედ მაშინ თავად მომშორდა და ხელში ამიყვანა. არ ვიცი როგორ, მაგრამ ძალიან ადვილად მიაგნო ჩემს ოთახს და საწოლზე ჩემიანად გადაწვა.
-ლუკა!- გაპროტესტება დავაპირე.
-ცოტა ხანს დავრჩები და წავალ მერე.-მითხრა და მისი სხეულიდან გადამაწვინა საწოლზე. პლედი სხეულზე მომაფარა, ახლა შევამჩნიე რომ ვცახცახებდი. ნეტავ სიცივისგან? ხელები მჭიდროდ მომხვია და გულში ჩამიკრა. მეც თავი მკერდზე ჩამოვადე და მისი სურნელით ავივსე ფილტვები.
მინდოდა მეჩხუბა, მეყვირა, მაგრამ არ შემეძლო. ჩემი გონება ჩემში არსებულ სიბრაზის ნამცეცებს აგროვებდა, მაგრამ მალევე ეფანტებოდა... გულამდე ვერ მიეტანა...
ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი მალე მორჩებოდა. მხოლოდ ერთი დღე და ისევ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი... ისევ წიგნები... გამოცდები... უნივერსიტეტი... ვფიქრობდი და გული მეწვოდა, სული მეხუთებოდა, თუმცა უძრავად მედო თავი ლუკას მკერდზე და ვცდილობდი მისი მხურვალე ხელისთვის ყუადღება არ მიმექცია, რომელიც ჩემს ხერხელამზე სასიამოვნოდ დაცურავდა.
არ მინდოდა საკუთარი თავის მომეტყუება. მიას და ნატას ვატყუებდი, ლუკას ვატყუებდი, მაგრამ საკუთარ თავს არა...
მომწონდა ლუკა! სიგიჟემდე! სულის შეხუთვამდე! თუმცა მოლოდინი იმისა, რომ მალე ყველაფერი წარსულს ჩაბარდებოდა, ხმის ამოღების საშვალებას არ მაძლევდა. ვიცოდი ლუკა წავიდოდა და ჩემი გრძნობებიც გაითელებოდა... თვითოეულ ჩემს განცდას და გრძნობას სატვირთო მატარებელი გადაუვლიდა, როცა ზურგს მაქცევდა და თვალს მოეფარებოდა... ვიცოდი რაც მელოდა და მაინც არ მინდოდა მისი მკერდიდან თავის აწევა, მისი მკლავებიდან თავის დაღწევა...
ვერც კი მივხვდი როდის ჩამომიგორდა ცრემლი და ლუკას მოშიშვლებულ მკერდზე დაიდო ბინა.
-ლანა...-მაშინვე წამოყო თავი ლუკამ.-ტირი?
-არა.- ხმაც გამბზარვია. ჩავახველე და ისევ გავიმეორე ამჯერად მტკიცე ხმით.-არა!
-შემომხედე.- მკაცრად მითხრა.
-დროა წახვიდე.- წამოვჯექი საწოლზე. ზურგი ვაქციე.
ეს უნდა დამთავრებულიყო. მიტოვებისთვის განწირული ვიყავი და რაც მალე დათავრდებოდა ყველაფერი, მით უკეთესი იქნებოდა ჩემთვის.
თავიდან თითქოს მეც ვერთობოდი, მაგრამ ახლა აღარ. ლუკამ ისეთი ემოციები და გრძნობები აღძრა ჩემში, რომელიც აქამდე არ განმეცადა. უკვე მტკიოდა განშორება. ვხედავდი ჩემს საწოლში და ვიცოდი რომ განშორების წამზომი ჩართული იყო...
ვიცოდი, რომ მასში მხოლოდ ვნებას ავღძრავდი და მეტი არაფერი. არ შემეძლო მისთვის სათამაშო ვყოფილიყავი... არ შემეძლო ლუკას ცხოვრებაში ვყოფილიყავი მორიგი გასართობი. წამების წინ დეა, ახლა მე... ეს უნდა დამთავრდეს...
-რა იყო?-გაოცდა.-რა მოგივიდა?
-არაფერი ლუკა, წადი და აღარ მომიახლოვდე. ხვალინდელი დღეც და დამთავრდება.-უკვე ძალიან მიჭირდა ხმის კონტროლი. ვერც კი ხვდება, დაუჯერებელია...
-დარწმუნებული ხარ რომ გინდა წავიდე?-მხრებზე მომხვია ხელი და ზურგზე ამეკრო.
-წადი ლუკა.-შევუღრინე. ნეტავ თუ ხვდებოდა რამდენად მტკიოდა საკუთარი სიტყვები? მისგან რამე სხვა რომ მეგრძნო ვნების გარდა, არასდროს გავუშვებდი...- დეა გელოდება, მასთან წადი. ჩემთან დამთავრდა გართობა,,,- დავგესლე... მივახვედრე რა მტკიოდა.
უხმოდ, სწრაფად წამოდგა. არ გავნძრეულვარ. მისგან ზურგით ვიჯექი და მთელი ძალით ვუჭერდი პლედს თითებს. სულ ცოტაც მოითმინე ლანა... ცოტაც და მერე შეგიძლია იტორო...
რამდენიმე წამი არც ლუკა იძვროდა ადგილიდან. მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა, მაგრამ ჟიუტად არ ვბრუნდებოდი მისკენ. შემდეგ ნაბიჯების ხმა და კარის გაჯახუნება... ბალიშზე დავემხე და ხმამაღლა ავტირდი.

___
გული რომ მოვიოხე და ცოტა გონს მოვედი, ვიგრძენი რომ ვკანკალებდი. საცვლების ამარა ვიწექი საწოლზე. წამოვდექი და იატაკზე მოფენილი ჩემი ტანსაცმელი შევაგროვე. აბაზანაში შევფრატუნდი და ცხელი ჭავლის ქვეშ დავდექი. წყალს ვატანდი დარჩენილ ცრემლებს... ასე რატომ მეტკინა მისი წასვლა? მე ხომ მხოლოდ 5 დღეა ვიცნობ? არ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი მნიშვნელოვანი გამხდარიყო ჩემთვის ასე მცირე დროში. აბა რა მჭირდა?
როგორც იქნა გავლღვი. ხალათ ჩაცმული მივლასლასდი და ემოციებისგან დაცლილი და დაღლილი შევწექი საწოლში.
-აუ კიდევ უნდა დავრჩენილიყავით რა...-მომესმა მიას ხმა.
-ვაიმე დავიყინე გოგო... თან ხომ ვიცი ხვალ ადრე წამოგვყრიან და დასვენება მჭირდება. რობოტი კი არ ვარ.-ბუზღუნებდა ნატა.
შემოსასვლელიდან მესმოდა ოთახში გოგონების ხმა და უკვე ვლოცულობდი აქ არ შემოსულიყვნენ. არ მინდოდა რომელიმეს ასე ვენახე... ახლა ახსნა არ შემეძლო.
-გეცეკვა შენც და არ შეგცივდებოდა რომ დაეკვეხე იმ სკამზე.-ოთახის კარი შემოაღო მიამ და სინათლე აანთო.- ლან დაწექი უკვე?- ჩემს დანახვაზე წამოიკივლა და ჩემი საწოლისკენ გამოქანდა. წამში საწოლზე შემოხტა მუხლებით.
-ჩააქრე რა სინათლე.- ამოვილაპარაკე ძალა გამოცლილიმა.
-რა ხმა გაქვს?- ახლა ნატა წამოვიდა ჩემსკენ.-რა გჭირს?
-არაფერი-თავზე საბანი წავიმხე.
-გოგოო! ამოძვერი მაგ საფარიდან და ამოთქვი რა გჭირს.-საბანს დაეჯაჯგურა ნატა და თავიდან გადამაძრო.
-მომეშვი რა.- ნელ-ნელა ვნებდებოდი ტირილს.
-ლან! ტიროდი? რა გჭირს ჩემო ცუნცულა გოგო? -ახლა მია მომწვდა სახეზე და თავი ამაწევინა.
-არაფერი. -ჯიუტად ვიმეორებდი.
-ვინმემ გაწყენინა? რამე გტკივა? მითხარი გოგო, ნუ გადამრიე.- თავთან მომიჯდა ნატა და ხელი თმაზე გადამისვა.
ბოლო წვეთი იყო. ბალიშში ჩავრგე თავი და ტირილის ახალ ტალღას მივეცი თავი. მესმოდა გოგონების შეძახილები: „ლანა შემომხედე...“ „რამე გტკივა?“ „ვინმემ გაწყენინა?“...
ხმას ვერ ვიღებდი. მეც არ ვიცოდი რა მჭირდა. რატომ მტკიოდა ასე ძალიან...
ცრემლებისგან რომ დავიცალე, თავი წამოვწიე და დასიებული ქუთუთოები ძლივს დავაშორე ერთმანეთს.
- სახლში წასვლა მინდა. გთხოვთ...- ამოვიკვნესე.
-მითხარი ჩემო საყვარელო რა დაგემართა. ვინმემ გაწყენინა? მითხარი, ნუ გამაგიჟე.- თბილად მეუბნებოდა ნატა. თვალებიდან სიბრაზეს, დაძაბულობას და შიშს ასხივებდა. მიუხედავად იმისა, რომ სიმტკიცეს ინარჩუნებდა, მიასგან განსხვავებით, რომელსაც უკვე ეტირა ჩემთან ერთად, ხმა მაინც გაბზარული ჰქონდა.
ზუსტად ვიცოდი ასე რა აშფოთებდათ ორივეს. ჩემი ცრემლები. ბოლოს ბებიას გარდაცვალების გამო ვიტირე. მანამდე კი თვითონაც არ მახსოვს როდის. ცრემლი იმდენად იშვიათად იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ ხან მისი არსებობაც კი მავიწყდებოდა...
-ახლა არ შემიძლია. უბრალოდ, აქ დარჩენა არ მინდა... წასვლა მინდა. ნატა გთხოვ...-ისევ წამომცვივდა ცრემლები.
-წავალთ, წავალთ საყვარელო, აღარ იტირო, გთხოვ...- მია ჩამეხუტა.
-ჩემთან დაწვებით?-ახლა მარტო ყოფნა არ მინდოდა... არ შემეძლო...
-რომც გამაგდო არ წავალ.-აბანოში გავარდა ნატა.
რამდენიმე წუთში გამოვიდა და მერე მიაც შევიდა. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. არც გოგონები იღებდნენ ხმას, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ორივეს ეღვიძა.

___
დილით ნატა ადრე ადგა. მიას ეძინა. ჩამჩურჩულა წავალ და ჩვენი წასვლის საქმეს მოვაგვარებო, შუბლზე მაკოცა და გავიდა ოთახიდან.
ნეტავ თუ ვნახავ ლუკას წასვლამდე? თუ მოისურვებდა ჩემს ნახვას? იქნებ ეთხოვა კიდეც დარჩენა? არა! არ მინდა რაღაც უაზრო იმედებს ჩავეჭიდო. შენ გასართობიი იყავი ლანა, მეტი არაფერი. ზედმეტი პრობლემები არავის სჭირდება.
ნახევარ საათში უკან მობრუნდა ნატა.
-შეგვიძლია წავიდეთ. თუ გინდა ცოტა მერე წავიდეთ, დაისვენე ჯერ. -შემომთავაზა.
-არა. რაც მალე წავალთ მით უკეთესი. -საწოლიდან წამოვიწიე და მია შევანჯღრიე. -მია გაიღვიძე, მივდივართ.
-სად?- ამოიფრუტუნა თვალებ დახუჟულმა.
-თბილისში. ადექი ჩაიცვი და შენი ნივთები შეაგროვე.- საბანი გადააძრო ნატამ.
-ვის ელაპარაკე ჩვენს წასვლაზე?-მაინც ვერ შევიკავე კითხვა.
-ლუკას. -მითხრა და თავისი ჩანთა გახსნა.
-მერე რაო?- გული ამიფრიალდა. ხელები ამიკანკალდა.
-თუ მნიშვნელოვანია, წადითო.- მხრები აიჩეჩა ნატამ.
აი, ასე.... მხოლოდ გასართობი იყავი ლანა, ახლა ძველი და უსარგებლო ნივთი ხარ, რომელსაც დაუფიქრებლად მოისვრიდა ნაგვის ურმაში. გულზე ხელი მივიჭირე. მეტკინა... ძალიან მეტკინა...

გაუაზრებლად ავიბარგე ამ ოთახიდან, რომელიც უკვე ინახავდა ჩემზე მოგონებებს. ვერც გავაცნობიერე, ისე მოვხვდი ბათუმის სამარშუტო ტაქსში და როგორ ამოვყავი თავი ბათუმში. რა თქმა უნდა მგზავრობის დროს ცუდად რომ არ გავმხდარიყავი მიამ წამალი დამალევინა და მთელი გზა მეძინა. იქიდან კი თბილისიში წამოვედით.
სახლში გაჭირვებით შევათრიე ჩანთა და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. გოგონებიც შემობარგდნენ. კარი მოვხურე თუ არა საკეტით გადავკეტე და საწოლზე მივწექი..

_________

ჩემო ძვირფასებო. ახალ თავს ვე,ატებ.
წესით ამ თავით უნდა დამესრულებინა, მაგრამ მეტის დაწერას ახლა ვერ ვახერხებ ამიტომ შემდეგი თავიც იქნება მალე. ოღონდ არც თუ ისე "დიდი"
ველი შეფასებებს.
ძალიან დიდი მადლობა მათ ვინც კითხულობთ და მიზიარებთ თქვენს აზრს.
უსაშველოდ მიყვარხართ ყველა.
თქვენი მარი.

№1  offline მოდერი sameone crazy girl

ხოოო wink რას ჰქვია ასრულებ ? ასე მალე რას დაწერ გამაგებიე ესენი ერთად რომ არ დატოვო გავუტევ იცოდე და პასუხს არ ვაგებ საკუთარ თავზე love ძალიან მაგარი გოგო ხარ ჩემო კარგო მართალია ეს ჯიუტი ლანა ნერვებს მიშლის მაგრამ მაინც მიყვარს და რა გავაკეთო wink ველოდები შემდეგ არაუშავს თუ პატარა იქნება მესმის როგორი ძნელია თუ დრო არ გაქვს დაწერო ასე რომ მივიღებ პატარა თავსაც

№2  offline წევრი Salo me

პირველი ვარ როგორც იქნააა. კარგია რომ ამ თავით არ დაასრულე შემიყვარდა ეს ისტორია და არ მეთმობა დასასრულებლად. იმედია ჩვენი ლუკა რამეს მოიმოქმედებს თორემ მეცოდება უკვე ლანა. არ დააგვიანო უკვე ვეღარ ვითმენ ისე მინდა ახალი თავი. ძალიან კარგი გოგო ხარ მარ
--------------------
Sally

№3  offline მოდერი chica sol

sameone crazy girl
ხოოო wink რას ჰქვია ასრულებ ? ასე მალე რას დაწერ გამაგებიე ესენი ერთად რომ არ დატოვო გავუტევ იცოდე და პასუხს არ ვაგებ საკუთარ თავზე love ძალიან მაგარი გოგო ხარ ჩემო კარგო მართალია ეს ჯიუტი ლანა ნერვებს მიშლის მაგრამ მაინც მიყვარს და რა გავაკეთო wink ველოდები შემდეგ არაუშავს თუ პატარა იქნება მესმის როგორი ძნელია თუ დრო არ გაქვს დაწერო ასე რომ მივიღებ პატარა თავსაც

ჩემო საყვარელო love
ხო ვიფიქრე დღეს შევაპარებ რომ შენდეგი თავით ვამთავრებ მეთქი...
დიდად არ მინდა გავწელო. წინა 25 თავისგან შედგებოდა და დავტანჯე ხალხი ასე რომ ამას არ გავწელავ დიდად.
მახარებ და მაბედნიერებ

№4  offline წევრი Salo me

უიი მეორე ვყოფილვარ ;-)
--------------------
Sally

№5  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ოოო ძაან დამაინტერესა აბა რა მოხდება შემდეგშიი
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

№6  offline მოდერი chica sol

Salo me
პირველი ვარ როგორც იქნააა. კარგია რომ ამ თავით არ დაასრულე შემიყვარდა ეს ისტორია და არ მეთმობა დასასრულებლად. იმედია ჩვენი ლუკა რამეს მოიმოქმედებს თორემ მეცოდება უკვე ლანა. არ დააგვიანო უკვე ვეღარ ვითმენ ისე მინდა ახალი თავი. ძალიან კარგი გოგო ხარ მარ

სალო დიდი მადლობა ჩემო ტკბილო გოგო love
ჯერ ჯერობით ასე გადავწყვიტე მაგრამ ზუსტად მეც არ ვიცი რა დამარტყავს თავში.
მიყვარხარ მე შენ love

რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია გამიხარე გული love

♡EPICLOVE♡
ოოო ძაან დამაინტერესა აბა რა მოხდება შემდეგშიი

ვეცდები არ დავაგვიანო love

№7  offline წევრი Salo me

მარიამ ზაქარაშვილი
Salo me
პირველი ვარ როგორც იქნააა. კარგია რომ ამ თავით არ დაასრულე შემიყვარდა ეს ისტორია და არ მეთმობა დასასრულებლად. იმედია ჩვენი ლუკა რამეს მოიმოქმედებს თორემ მეცოდება უკვე ლანა. არ დააგვიანო უკვე ვეღარ ვითმენ ისე მინდა ახალი თავი. ძალიან კარგი გოგო ხარ მარ

სალო დიდი მადლობა ჩემო ტკბილო გოგო love
ჯერ ჯერობით ასე გადავწყვიტე მაგრამ ზუსტად მეც არ ვიცი რა დამარტყავს თავში.
მიყვარხარ მე შენ love

რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია გამიხარე გული love

ოღონდ ამათ დაშორებამ არ დაგარტყას თავში და სხვა ყველაფერს გავუძლებ, დარწმუნებული ვარ მომეწონება და ჩემთვის მისაღები ფინალი ექნება. ძალიან გაწელვა არც მე მინდა. ბოლომდე გენდობი ვიცი იმედებს არ გამიცრიებ და რაც არ უნდა დაწერო კარგი იქნება. მეც მიყვარხარ ჩემო კარგო
--------------------
Sally

№8  offline მოდერი chica sol

ჩემი ხარ რა... love
რაც არ უნდა გავწელო და გავაგრძელო, ერთს გეტყვი, ჰეფი ენდები ჩემი სისუსტეა...

№9  offline წევრი nuki-nuka

ძალიან მომწონს და იმედია ცუდა არ დაასრულებ... love

№10  offline მოდერი chica sol

nuki-nuka
ძალიან მომწონს და იმედია ცუდა არ დაასრულებ... love

მახარებ ჩემო კარგო. მეც იმედი მაქვს რაიმე ბოროტული აზრი არ გამიკრთება გონებაში. ჯერ არ ვიცი რა იქნრბა love

№11  offline მოდერი nicol

მეც უსაშველოდ მიყვარხარ მარიკუნა. love
ვისიამოვნე ახალი თავით love კარგი თავი იყო და გული მწყდება მალე რომ სრულდება.
მაგრამ შენი სიყოჩაღის ამბავი რომ ვიცი, ახალ ისტორიასაც მალე მოგვართმევ და ველოდებიიიი love
--------------------
თინა ნიკოლ

№12  offline მოდერი chica sol

nicol
მეც უსაშველოდ მიყვარხარ მარიკუნა. love
ვისიამოვნე ახალი თავით love კარგი თავი იყო და გული მწყდება მალე რომ სრულდება.
მაგრამ შენი სიყოჩაღის ამბავი რომ ვიცი, ახალ ისტორიასაც მალე მოგვართმევ და ველოდებიიიი love

შენი ნიკის დანახვაზე რა მემართება კი უნდა ხვდებოდე...
მიყვარხარ ძალიან ჩემო თბილო გოგო love
კი მაქვს რაღაც თავში მაგრამ იქნებ ამჯრას მაინც მოგბაძო და შევძლო არ ავტვირთო დასრულებამდე( ნეტავ სად ვიყავი მე, მოთმინების უნარს რომ არიგებდნენ?)
მიყვარს მე ჩემი ნიკოლი love

№13 სტუმარი darina

Chemi tkbili marikuna ase male mashoreb lukachos? :-D :-D beshumidan chamomiaros velodebi batumshi. Mewyina ase male rom asruleb am istorias, magram imedi maqvs rom asetive kargi da tkbili istoriit dagvibrundebi.

№14  offline მოდერი chica sol

darina
Chemi tkbili marikuna ase male mashoreb lukachos? :-D :-D beshumidan chamomiaros velodebi batumshi. Mewyina ase male rom asruleb am istorias, magram imedi maqvs rom asetive kargi da tkbili istoriit dagvibrundebi.

ჩემო გოგო... ლუკაჩოს ხომ იცი ვტოვებ... აღარ გახსოვს ორთაბრძოლები იმართება ისტორიის ბოლოს wink
ვეცდები ჩემო გოგო... და მიყვარხარ ძალიან love
პ.ს. შენი მისამართი მომეცი ლუკას მივცემ wink

№15  offline აქტიური მკითხველი grafo

ყოჩაღ მარიამ, აი მართლა ყოჩაღ. ისტორიიდან ისტორიამდე იხვეწები. მართლა უფრო და უფრო კარგი წასაკითხი ხდება შენი ისტორიები.

№16  offline მოდერი chica sol

grafo
ყოჩაღ მარიამ, აი მართლა ყოჩაღ. ისტორიიდან ისტორიამდე იხვეწები. მართლა უფრო და უფრო კარგი წასაკითხი ხდება შენი ისტორიები.

მე კი უფრო და უფრო მახარებს შენი შეფასება... მართლა...
გამახარე ძალიან და დიდი მადლობა ამისთვის ჩემო კარგო❤❤❤❤

№17  offline წევრი Xati Zaalishvili

ერთად არ იქნებიანნ ? :( მასე არ გააკეთო რა <3

№18  offline მოდერი chica sol

Xati Zaalishvili
ერთად არ იქნებიანნ ? :( მასე არ გააკეთო რა <3

ჩემო საყვარელო ვერაფერს გეტყვი წინასწარ.. მადლობა რომ კითხულობ❤❤❤❤

№19  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუ ასე მალე როგორ ამთავრებ არ მომეონს მე ეს აზრი... ან შემდეგი თავი თუ "არც თუ ისე დიდი" იქნება ეს უსამართლობაა მთელი ქართველი საზოგადოების წინაშე... კაი რა კაი რა... ასე არ შეიძლება მინდა მინდა მინდა დიდი და გემრიელი მომდევნო თავი... მოკლედ პატარა ბავშვივით გავჭირვეულდი... ეს თავი ხო იყო კანფეტკა და ემოციებით სავსე შემდეგი თავი მინდა იყოს შოკოლადკა და ემოციების ზღვა... :დ მაგარი ხარ და არ ვიცი მეტი რა გითხრა უმაგრესი მყავხარ (სულ მე არ მყავხარ? :დ) ახალ თავს ველოდები მოუთმენლად.... მიყვარხარ მე შენ ასეთი ტკბილი რომ ხარ...

№20  offline ახალბედა მწერალი MariamG

ჩემი მარი..
ძალიან ემოციური თავი იყო ჩემო გოგო. მაგრამ მეცოდება ლანა და ლუკამ იმედები გამივრუა....
ველოდები შემდეგს!
მიყვარხსრ love

№21  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
აუ ასე მალე როგორ ამთავრებ არ მომეონს მე ეს აზრი... ან შემდეგი თავი თუ "არც თუ ისე დიდი" იქნება ეს უსამართლობაა მთელი ქართველი საზოგადოების წინაშე... კაი რა კაი რა... ასე არ შეიძლება მინდა მინდა მინდა დიდი და გემრიელი მომდევნო თავი... მოკლედ პატარა ბავშვივით გავჭირვეულდი... ეს თავი ხო იყო კანფეტკა და ემოციებით სავსე შემდეგი თავი მინდა იყოს შოკოლადკა და ემოციების ზღვა... :დ მაგარი ხარ და არ ვიცი მეტი რა გითხრა უმაგრესი მყავხარ (სულ მე არ მყავხარ? :დ) ახალ თავს ველოდები მოუთმენლად.... მიყვარხარ მე შენ ასეთი ტკბილი რომ ხარ...

კი მეც მგონია რიმ პატარაა მაგრამ თან ვფიქრობ შრმდეგი თავით სავსე დასასრული გამოვა... ნუ თქვენ შეაფასეთ...
შენ გყავარ აბა არა? მრ რომ მყავხარ შენ?
გინდა თუ არა მაინც ჩემი გოგო ხარ და არ გაჭირვეულდე ახლა...(გადავედი ძალადობაზე:დდ)
ჩემი თბილი სალომე არ შენ❤❤❤❤

MariamG
ჩემი მარი..
ძალიან ემოციური თავი იყო ჩემო გოგო. მაგრამ მეცოდება ლანა და ლუკამ იმედები გამივრუა....
ველოდები შემდეგს!
მიყვარხსრ love

მაიმუნი ბიჭია... კია მუჯლუგუნის ღირსი მაგრამ ვინ ყავს პატრონი...
მიყვარხარ მე შენ ჩემო გოგო❤❤❤❤

№22  offline წევრი kora

გულთან ახლოს მივიტანე ლანას მდგომარეობა და ძალიან მეტკინა, მეცოდება ეს გოგო და იმედია ლუკა სასიამოვნოდ გაგვაოცებს. არ მჯერა, რომ ლანა მისთვის სათამაშო იყო, ისიც ლანაზე არა ნაკლებ გაება სიყვარულის მახეში. ასე, რომ მარიკუნა, გელოდები სასიამოვნო და სიყვარულით გაჟღენთილი დასასრულით <3
პ.ს. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. სწორედაც, რომ შენი წერის სტილით შემიყვარდა ყველა შენი ისტორია. ხომ იცი, "ჰეფი ენდი" ჩემი სუსტი წერტილია და ვიცი, რომ შენიც <3 მიყვარხარ უზომოდ და თამამად გეტყვი, რომ ამ საიტზე ჩემი გამორჩეული ავტორი ხარ შენ! <3
--------------------
kira.G

№23  offline მოდერი chica sol

kora

ჩემო სიხარულო(პირდაპირი მნიშვნრლობით) იცი რა დამმართა შენმა კომენტარმა?გამალაღა და მგონი თვითშეფასებამ ერთი საფეხურით აიწია ზევით. მიყვარხარ მე შენ❤❤❤❤❤

№24  offline წევრი Salo me

ვერ მოვითმინე და დღეს კიდევ წამეკითხა. აი არ ვიცი რა გითხრა მარი საოცრად წერ. უნიჭიერესი ხარ.
--------------------
Sally

№25  offline წევრი მოლურჯო

ამეტირა მართლა ამეტირა ბოლო თავზე
ყველა თავი დღეს წავიკითხე ემოციები ვერ შევიკავე და ცრემლები მომდის
--------------------
მარიამი

№26  offline მოდერი chica sol

Salo me
ვერ მოვითმინე და დღეს კიდევ წამეკითხა. აი არ ვიცი რა გითხრა მარი საოცრად წერ. უნიჭიერესი ხარ.

ჩემო საყვარელო❤❤❤
მახარებ უზომოდ. მილამაზებ დღეს. დიდი მადლობა შენ ჩემო გოგო...

გიჟი - ♥♥♥
ამეტირა მართლა ამეტირა ბოლო თავზე
ყველა თავი დღეს წავიკითხე ემოციები ვერ შევიკავე და ცრემლები მომდის

არადა როგორ ვცდილობდი ისტოტუა საზალისო ყოგულიყო... მაინც გატირე ხომ? მაპატიე...(თუმცა ვერ გეტყვი რომ არ გამაღიმა შრნმა ცრემლებდა. ასეთი ეგოისტი ვარ. მიხარია ვინმეს გულამდე რომ მიაქვს ჩემი ისტორია)
მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს❤❤❤❤

№27 სტუმარი სტუმარი მ

აი, რა გითხრა. დღეს მესამეჯერ წავიკითხე უკვე...
ძალიან ლამაზად წერ, არცერთი სიტყვა ზედმეტი და არც მიკლებული...თან საინტერესოდ...
ლუკა რომ ჩემი ბიჭია, უკვე გითხზრი და ორთაბრძოლაშიც მივიღებ მონაწილეობას..
არ შვეცდებოდი ლუკაში, და დარწმუნებული ვარ არ ერთობოდა ამ სიტუაციით...
ძალიან შემეცოდა ლანა, მაგრამ მგონი ჩემს გულში იჯექი და მგონია, რომ ძალიან ადეკვატურად შეაფასა სიტუაცია და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო...
კი ნერვიულობს ეხლა, მაგრამ სიყვარული ტანჯვისა და ნერვიულობის გარეშე სადაა...
არ მომწონს, რომ ასე მალე ასრულებ... მინდა რომ ეს სიტკბო და სითბო, რასაც ამ ისტორიის კითხვისას ვგრძნობ, დიდხანს გაგრძელდეს

მთავარია, არ გვალოდინო რააა...
ოღონს არ გვალოდინო

№28  offline მოდერი chica sol

სტუმარი მ

ვაიმეე... შენ რა კარგი ვიღაც ხარ... love და როგორ შემაყვარე თავიი love
ლანგარზე დადებული და მორთმეული სიყვარული რა სიყვარულია. ბედნიერებას გემოს ვერ გაუგებ თუ ტანჯვა არ იგემე... მიხარია რომ სწორად აგიქვი ის რაც მინდოდა მეთქვა... მადლობა ამისთვის ჩემო თბილო love
პ.ს. ისე რომ ვიცოდე შენი სახელი რა კარგი იქნებოდა... request

სტუმარი მ
აი, რა გითხრა. დღეს მესამეჯერ წავიკითხე უკვე...
ძალიან ლამაზად წერ, არცერთი სიტყვა ზედმეტი და არც მიკლებული...თან საინტერესოდ...
ლუკა რომ ჩემი ბიჭია, უკვე გითხზრი და ორთაბრძოლაშიც მივიღებ მონაწილეობას..
არ შვეცდებოდი ლუკაში, და დარწმუნებული ვარ არ ერთობოდა ამ სიტუაციით...
ძალიან შემეცოდა ლანა, მაგრამ მგონი ჩემს გულში იჯექი და მგონია, რომ ძალიან ადეკვატურად შეაფასა სიტუაცია და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო...
კი ნერვიულობს ეხლა, მაგრამ სიყვარული ტანჯვისა და ნერვიულობის გარეშე სადაა...
არ მომწონს, რომ ასე მალე ასრულებ... მინდა რომ ეს სიტკბო და სითბო, რასაც ამ ისტორიის კითხვისას ვგრძნობ, დიდხანს გაგრძელდეს

მთავარია, არ გვალოდინო რააა...
ოღონს არ გვალოდინო

ჩემო თბილო და ტკბილო love როგორ მახარებ და მათბობ.
ლანგარზე დადებულ და მორთმეულ სიყვარულს რა გემო აქვს? ბედნიერებას მანამდე ვერ შეიგრძნობ სრულად თუ უბედურება არ იგემე...
მიხარია რომ მოგწონს და მეც ასე მახარებ. შემაყვარე თავი love
პ.ს. ისე რა კარგი იქნებოდა სახელი რომ მცოდნოდა შენი request

უიმეე... მეგონა არ აიტვირთა კიმენტარი და თავიდან დავწერე. ახლა უკვე ორია wink

№29 სტუმარი სტუმარი მ

მიყვარხარ მე შეეენ ... love

№30  offline წევრი Crystal

ისტორიაზე დიდი კომენტარებია :დდ ძალიან მაგარია როგორც ყოველთვის,ახალ თავს ველი და ესენი არ დააშორო რა :(( მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ ვინც ლუკაზე არ აკომენტარებს :დდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent